© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე
# 123
2009 წლის ოქტომბერი
აპელ-ირგანგი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ – 45216/07
გადაწყვეტილება 6.10.2009 (V ნაწილი)
დამატებითი ოქმი #1 –ის მუხლი 2
მშობლების ფილოსოფიური რწმენის პატივისცემა
მშობლების რელიგიური რწმენის პატივისცემა
სახელმწიფო საჯარო სკოლებში სავალდებულო საერო ეთიკის გაკვეთილები მოსწავლეებისთვის გათავისუფლების შესაძლებლობების გარეშე: დაუშვებელია
ფაქტები–2006 წელს ბერლინში ბუნდესტაგმა ცვლილებები შეიტანა სკოლების შესახებ კანონში და ყველა სახელმწიფო სკოლაში მოსწავლეებისთვის ეთიკის სწავლება სავალდებულოდ აქცია. მომჩივნებმა, რომლებიც არიან პროტესტანტები, მიმართეს სკოლას თხოვნით რომ პირველი მომჩივანი გაეთავისუფლებინათ ეთიკის გაკვეთილებიდან ყოველგვარი სარგებლის გარეშე. ყველა მათი სარჩელი იყო უარყოფილი.
კანონი–დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლი: მომჩივანმა განაცხადა რომ ეთიკის გაკვეთილები არ იყო ნეიტრალური და მათი საერო ხასიათი ეწინააღმდეგებოდა მათ რელიგიურ რწმენას. სასამართლოსთვის გაკვეთილის მიზანი - რომელიც მდგომარეობს საშუალო სკოლის მოსწავლეში უნარების და ჩვევების გაღვივებაში, მათი წარმომავლობის მიუხედავად შეიძინონ ისეთი უნარები რომელიც დაეხმარება მათ გადალახონ ფუნდამენტური კულტურული და ეთიკური პრობლემები ინდივიდუალურ და სოციალურ ცხოვრებაში, განივითარონ სოციალური და კულტურათაშორისი დიალოგის და ეთიკური შემეცნების უნარები – სრულ თანხვედრაშია პლურალიზმის და ობიექტურობის პრინციპებთან რაც განსაზღვრულია დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების მიხედვით. გაკვეთილები იყო ნეიტრალური და არ ანიჭებდა უფრო მეტ მნიშვნელობას რომელიმე რწმენას ან რელიგიას. ყველა მოსწავლე იღებდა ერთნაირ ზოგად ცოდნას და ღირებულებებს და ასწავლიდა მათ იმ ხალხთან ღიაობას რომელთაც განსხვავებული რწმენა ჰქონდათ. ამასთანავე, ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა რომ, მიუხედავად იმისა რომ მასწავლებლებს აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი მოსაზრება გაკვეთილზე განხილული ეთიკური საკითხების თაობაზე ისინი ვალდებულნი არიან ეს საკითხები მოსწავლეებს ღირსეული ფორმით აუხსნან, მათ ეკრძალებათ მოსწავლეებზე უკანონო ზემოქმედება. რაც შეეხება განხორციელებულ სწავლებას, სასამართლომ მიუთითა რომ მომჩივანებს არ აღუნიშნავთ რომ სწავლების ფორმა განხორციელებული სასწავლო წლის განმავლობაში არ ყოფილა შეურაცმყოფელი მათი რელიგიური რწმენის მიმართ ან გამიზნული სხვა აზრების შთაგონებისთვის.
რაც შეეხება მომჩივანის არგუმენტს, რომ მიუხედავად გერმანიის ქრისტიანული ტრადიციებისა ქრისტიანული რელიგია არ იყო ადექვატურად წარმოდგენილი ეთიკის კურსში, სასამართლომ დაადგინა რომ სკოლის მესვეურების არჩევანი ჩაეტარებინათ ნეიტრალური კურსი სადაც საკმარისი მსჯელობა იყო სხვადასხვა რწმენის თაობაზე არ წარმოადგენდა პრობლემას კონვენციასთან მიმართებით. ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ რეკომენდაცია გაუწია ამ არჩევანს სპეციალური პრაქტიკული გარემოებების და რელიგიური ორიენტაციის გამო ბერლინის მიწაზე. ამასთანავე საკითხი წარმოადგენს წევრი სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლებს. რაც შეეხება მომჩივანის საჩივარს იმის თაობაზე, რომ ეთიკის კურსი ეწინააღმდეგებოდა მის რელიგიურ რწმენას, სასამართლომ დაადგინა რომ არც კანონი სკოლების შესახებ და არც კურიკულუმი არ იძლევა საშუალებას უპირატესობა მიანიჭოს ერთ კონკრეტულ რწმენას ან უგულებელყოს ან ეჭვი შეიტანოს სხვა რწმენებში, მათ შორის ქრისტიანულ რწმენაში. შესაბამისი დებულებები იძლევა რელიგიური პრინციპების განხილვის შემოთავაზებას და მოუწოდებს სკოლებს გარკვეული საგნები ასწავლოს რელიგიურ და ფილოსოფიურ საზოგადოებებთან ერთად. რაც შეეხება მომჩივანის არგუმენტს რომ გაკვეთილები ასევე შეიცავდა ქრისტიანული რწმენის საწინააღმდეგო ან კრიტიკულ მოსაზრებებს და კონცეფციებს, სასამართლომ დაადგინა რომ შეუძლებელია კონვენციიდან დასკვნის გაკეთება იმ უფლების თაობაზე რომელიც კრძალავს განსხვავებული რელიგიური რწმენის გაცნობას გარდა საკუთარი რწმენისა. ამასთანავე, არაფერს შეუშლია ხელი პირველი მომჩივანისთვის გაეგრძელებინა პროტესტანტულ რელიგიურ კურსზე სიარული რომელსაც სკოლა სთავაზობდა, და არაფერს შეუშლია ხელი მისი მშობლებისთვის რჩევები მიეცათ და გაენათალებინათ საკუთარი ქალიშვილი მათი ბუნებრივი ფუნქციის საშუალებით, მიეცათ მისთვის განათლება და რჩევები რომელიც შესაბამისია მათი საკუთარი რელიგიური რწმენისა.
შესაბამისად, ეთიკის სავალდებულო გაკვეთილების შემოღებით ეროვნულმა ხელისუფლებამ არ დაარღვია თავისუფალი შეფასების ფარგლებიუ განმარტებული დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლის მიხედვით. შესაბამისად ბერლინის ხელისუფლება არ იყო ვალდებული დაეშვა გაკვეთილიდან გათავისუფლების ზოგადი წესი. ფაქტი რომ გერმანიის სხვა მიწამ გადაწყვიტა დაეშვა მსგავსი გათავისუფლება გაკვეთილიდან არ ცვლის ამ დასკვნას.
დასკვნა: დაუშვებელია (აშკარად დაუსაბუთებელი)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy