© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #139
მარტი, 2011
ლოდზში უძრავი ქონების მესაკუთრეთა ასოციაცია (Association of Real Property Owners in Łódź) და სხვები პოლონეთის წინააღმდეგ - 3485/02
განჩინება 8.3.2011 [IV სექცია]
37-ე მუხლი
მუხლი 37.1.b
პრობლემა გადაიჭრა
განსახლების კანონმდებლობის ხარვეზების აღმოსაფხვრელად ზოგადი ზომების გატარება და ეროვნულ დონეზე დაკმაყოფილების ხელმისაწვდომობა: გამოირიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან
46-ე მუხლი
მუხლი 46.2
გადაწყვეტილების აღსრულება
პილოტური გადაწყვეტილების პასუხად განსახლების კანონმდებლობის ხარვეზების აღმოსაფხვრელად ზოგადი ზომების გატარება და ეროვნულ დონეზე დაკმაყოფილების ხელმისაწვდომობა: პილოტური გადაწყვეტილების პროცედურის დახურვა
ფაქტები - განმცხადებლები იყვნენ ან წარმოადგენდნენ 100 000-მდე გამქირავებელს პოლონეთში, რომლებსაც შეეხოთ კანონმდებლობა ქირის კონტროლის, მოვლის ვალდებულებებისა და ქონების დაცვის შესახებ. მათ საჩივრით მიმართეს ევროპულ სასამართლოს 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე მათი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, მაგრამ მათი განაცხადების განხილვა გადაიდო, როგორც ნაწილი პროცედურისა, რომელიც დადგინდა საქმეზე უტტენ-ჩაპსკა (Hutten-Czapska) პოლონეთის წინააღმდეგ* სადაც სასამართლომ მიუთითა პოლონეთის განსახლების კანონმდებლობის სისტემურ ხარვეზებზე და სახელმწიფოს მითითება მისცა, უზრუნველეყო თავის შიდა სამართლებრივ სისტემაში მექანიზმის შექმნა, რომელიც შეინარჩუნებდა სამართლიან ბალანსს გამქირავებელთა ინტერესებსა და ზოგადად საზოგადოების ინტერესს შორის. იმავე საქმეზე მორიგების გადაწყვეტილებაში**, სასამართლომ მიუთითა, რომ სამართლებრივი დაცვის მთელი რიგი ზოგადი საშუალებები იქნა მიღებული. მას შემდეგ დამატებითი ღონისძიებები გატარდა, მათ შორის მოვლისა და სარემონტო სამუშაოებისთვის სუბსიდირების სისტემა, ადგილობრივი ხელისუფლების დავალდებულება, უზრუნველეყოთ სოციალური განსახლება და საგანგებო საკომპენსაციო სქემა ქირის კონტროლის კანონმდებლობით დაზარალებულ პირთათვის. ამ განვითარებათა გათვალისწინებით, სასამართლომ პირველადი ღონისძიების სახით მოიწვია წინამდებარე საქმის მხარეები რათა გაერკვია, გადაიჭრა თუ არა ეს საკითხი კონვენციის 37.1.b მიზნებისთვის.
კანონმდებლობა - მუხლი 37.1.b: პილოტური გადაწყვეტილების პროცედურის ძირითადი მახასიათებელია ის, რომ სასამართლოს შეფასება, საქმესთან დაკავშირებული საკითხი გადაიჭრა თუ არა, არ უნდა შემოიფარგლოს ცალკეული განმცხადებლისთვის ხელმისაწვდომი შვებით და კონკრეტულ საქმესთან მიმართებით გამოსავლებით, არამედ აუცილებელია სახელმწიფოს მიერ გატარებული ყოვლისმომცველი ზოგადი ღონისძიებები, ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში ზოგადი ფუნდამენტური დეფექტების აღმოფხვრა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მიერ გატარებული გლობალური ზომები დამაკმაყოფილებლად ეხმაურებოდა კანონმდებლობაში მანამდე არსებულ ხარვეზებს, რაც გამქირავებლებს ქონების მოვლის ხარჯების ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას მისცემდა და ამით დაიცავდა მათ ფინანსური დანაკარგებისგან იმ შემთხვევაში, როდესაც დამქირავებლის მიერ გადახდილი ქირა არ არის საკმარისი. ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით გამქირავებლებისთვის შესაძლებელი გახდა დაწესებულ ქირაში ქონების შეძენასა ან მოდერნიზებაში ინვესტირებული კაპიტალის დაბრუნების გათვალისწინება. ასევე მათი უფლება ქირიდან მოგების მიღებაზე პირდაპირ განისაზღვრა კანონით. რაც შეეხება ქირის კონტროლის სისტემის ხარვეზიანად ფუნქციონირებით დაზარალებულ პირთა წარსული მოლოდინის დაკმაყოფილებას, სასამართლომ გაიმეორა, რომ პილოტური გადაწყვეტილებისა და სახელმწიფოს მიერ კონვენციის შესაბამისად მდგომარეობის გამოსასწორებლად მიღებული ზომების შემდეგ, მისი როლი ვერ გარდაიქმნება მსგავსი სისტემური მდგომაროებით გამოწვეულ თითოეულ საქმეზე ინდივიდუალური ფინანსური დაკმაყოფილების განმსაზღვრელად. წინამდებარე საქმისთვის წარმოდგენილი დაკმაყოფილების სქემა სთავაზობდა პილოტურ საქმეზე დადგენილი 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის სისტემური დარღვევით გამოწვეული ზიანისთვის კომპენსაციის მიღების გონივრულ შესაძლებლობას. შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოებმა შეძლეს იმ მექანიზმის შექმნა, რომელიც შესაძლებელს ხდიდა კონვეციის დარღვევასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრობლემა, რომელმაც განაპირობა წინამდებარე განაცხადი და „ქირის კონტროლის“ დანარჩენი განაცხადები პოლონეთის წინაღმდეგ, გადაიჭრა 37.1.b მუხლის მიზნებისთვის და ამ საქმეების შესწავლის გაგრძელება აღარ იყო გამართლებული.
დადგენილება: გამოირიცხა (ერთხმად).
46-ე მუხლი: მიუხედავად იმისა, რომ მინისტრთა კომიტეტს უნდა განეხორციელებინა ზედამხედველობა უტტენ-ჩაპსკას (Hutten-Czapska) არსებითი განხილვისა და მორიგების გადაწყვეტილებების აღსრულებაზე და პოლონეთის მიერ სასამართლოს მიერ მითითებული ზოგადი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველმყოფი ვალდებულების შესრულებაზე, სასამართლოსთვის მე-19 მუხლით განსაზღვრული ამოცანები შესრულდა. ამ გარემოებებში, პილოტური გადაწყვეტილების პროცედურის გაგრძელება აღარ იყო გამართლებული და დახურულად გამოცხადდა პოლონური ქირის-კონტროლის საქმეზე. თუმცა ეს გადაწყვეტილება, სასამართლოს მიერ ამჟამინდელი განაცხადის და დარჩენილი შეჩერებული განაცხადების საქმეთა ნუსხაში დაბრუნების ან შესაბამისი საქმეების არსებითად განხილვის შესახებ გადაწყვეტილებებს არ უქმნის საფრთხეს თუ არსებული გარემოებების საფუძველზე ეს გამართლებულად ჩაითვლება.
დადგენილება: პილოტური გადაწყვეტილების პროცედურა დაიხურა (ერთხმად).
* უტტენ-ჩაპსკა (Hutten-Czapska) პოლონეთის წინააღმდეგ [დპ], # 35014/97, 19 ივნისი, 2006, საინფორმაციო შეტყობინება # 87.
** უტტენ-ჩაპსკა (Hutten-Czapska) პოლონეთის წინააღმდეგ (მორიგება) [დპ], # 35014/97, 28 აპრილი, 2008, საინფორმაციო შეტყობინება # 107.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy