© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი © ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #135
2009 წლის ნოემბერი
ბაჩოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ - 32463/06
გადაწყვეტილება 2.11.2010 (IV სექცია)
დამატებითი ოქმი #7 მე-3-ე მუხლი
ახალი ან ახლად გამოვლენილი ფაქტები
სისხლის სამართლის ბრალდების გაუქმების გამო კომპენსაციის მიღება რაც გამოწვეული იყო პოლიტიკური რეჟიმის ცვლილებით: დაუშვებელი
ფაქტები – 1959 წელს მომჩივანს ბრალად დაედო “მცდარი ინფორმაციის გავრცელება” და სასჯელად განესაზღვრა სამ წლიანი პატიმრობა ლიფლეტების გავრცელებისთვის სადაც გაკრიტიკებული იყო პოლონეთში საბჭოთა კავშირის დომინანტი როლი. 2001 წელს მისი ბრალდება გაუქმდა საკასაციო სარჩელის საფუძველზე რომელიც წარადგინა ომბუდსმენმა მისი სახელით. სამართალწარმოებაში სასამართლომ დაადგინა რომ მომჩივანს არ ჩაუდენია დანაშაული რისთვისაც ის დაისაჯა და რომ მისი სასჯელი ეფუძნებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიუღებელ ინტერპრეტაციას და გამოყენებას. 2004 წელს რეგიონალურმა სასამართლომ მიანიჭა მას კომპენსაცია. მომჩივანმა გაასაჩივრა კომპენსაციის ოდენობა რაც მან მცირედ მიიჩნია და აპელაცია იყო წარუმატებელი.
კანონი – დამატებითი ოქმი #7 მე-3-ე მუხლი: სასამართლო დაეთანხმა ეროვნული სასამართლოს დასკვნას მომჩივანის ბრალდების გაუქმების თაობაზე. დაუშვებელი იქნებოდა როგორც კანონის უზენაესობისთვის ისე ადამიანის უფლებათა დაცვისთვის თუ სისხლის სამართლის ბრალდება რომელიც აშკარად მოტივირებული იყო დესპოტური პოლიტიკური რეჟიმის მიზნებით დარჩებოდა ძალაში მას შემდეგ რაც ბრალდებულმა პირმა მოითხოვა მისი გაუქმება შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე. მომჩივანის გამართლება იყო უზენაესი სასამართლოს მიერ მტკიცებულების ხელახალი შეფასების შედეგი და ეს მტკიცებულებები უკვე გამოყენებული იყო და ცნობილი იყო სასამართლოსთვის 1959 წლისთვის და არ წარმოადგენს ახალ გარემოებას. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა რომ დამატებითი ოქმი #7 მე-3-ე მუხლი შესაბამისია მხოლოდ მაშინ როდესაც თავდაპირველი ბრალდება გაუქმდა ახალი ან ახლად გამოვლენილი ფაქტების შედეგად რომელიც დაადასტურებდა რომ თავდაპირველი სამართალწარმოება განხორციელდა სერიოზული დარღვევებით სასამართლო სისტემაში. კანონშემოქმედთა აზრი იყო დამატებითი ოქმი #7 მე-3-ე მუხლის მოქმედების სფეროს ვიწროდ განმარტება, სადაც კომპენსაციის მიღების უფლება გამორიცხულია ბრალდების გაუქმების შემთხვევაში თუ ეს მოხდა სხვა რაიმე მიზეზის გამო და არა ახალი ან ახლად გამოვლენილი ფაქტების შედეგად. ასე რომ საქმის გარემოებები არ ჯდება დამატებითი ოქმი #7 მე-3-ე მუხლის ფარგლებში.
დასკვნა: დაუშვებელი (შეუსაბამოაRatione Materiae)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy