დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტზე No.161
მარტი 2013
ბაითიურე თურქეთის წინააღმდეგ (განჩ.) - 3270/09
განჩინება 12.3.2013 [სექცია II]
მუხლი 8
მუხლი 8-1
პირადი ცხოვრების პატივისცემა
რეკომენდირებული, მაგრამ არასავალდებულო ვაქცინის შედეგად გამოწვეული პარალიზებისთვის სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნის უფლების არქონა: დაუშვებელი
ფაქტები – მომჩივნები არიან ცოლ-ქმარი და მათი შვილი. ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბავშვს სამი თვის ასაკში გაუკეთდა ვაქცინა რამდენიმე დაავადების წინააღმდეგ, მათ შორის პოლიომიელიტის წინააღმდეგა. ვაქცინამ შედეგად გამოიწვია ბავშვის მარჯვენა ფეხის პარალიზება. მომჩივნებმა შეიტანეს საჩივარი კომპენსაციის მიღების მიზნით. სასამართლოს მხრიდან უარი ეთქვა მათ საჩივარს, რადგან მისი (სასამართლოს) აზრით, ჯანმრთელობის სამინისტროს მომსახურებასთან დაკავშირებით არ არსებობდა რაიმე სახის შეცდომა. მან თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა, inter alia, ექსპერტის ანგარიშით, რომელიც ასკვნიდა, რომ იმგვარი გართულებების სიხშირე, რაც მოხდა მომჩივნის შემთხვევაში, იყო უკიდურესად იშვიათი და შეუძლებელი იყო სამედიცინო თვალსაზრისით მისი თავიდან აცილება. მომჩივნებმა შეიტანეს სააპელაციო საჩივარი კანონიდან გამომდინარე. კერძოდ, ისინი დავობდნენ იმაზე, რომ სასამართლო არ დაეთანხმა ხელისუფლების აბსოლუტურ პასუხისმგებლობას (no-fault liability)[1], რომელიც, როგორც თვითონ ამტკიცებდნენ, შესაძლებელს გახდიდა მათთვის, რომ მიეღოთ კომპენსაცია. უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მხარი დაუჭირა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.
ევროპული სასამართლოს წინაშე, მომჩივნები დავობდნენ მიღებული ზიანის ასანაზღაურებელი კომპენსაციის მიღებაზე უარის თქმის შესახებ ეროვნული სასამართლოებისა და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან.
სამართალი – მუხლი 8: მე–8 მუხლის სფერო მოიცავს კითხვებს, რომელიც დაკავშირებულია ინდივიდუალური პირების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ხელშეუხებლობასთან, მათ მონაწილეობასთან სამედიცინო მომსახურების არჩევასა და ამასთანავე, ამაში მათ თანხმობასთან, და ასევე ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან, რომელიც აძლევს მათ შესაძლებლობას, შეაფასონ ჯანმრთელობის რისკები, რომელიც შეიძლება გამომჟღავნდეს. თუკი, იმის მიუხედავად, რომ ვაქცინაციის კამპანიის კონტექსტში, ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა ინფექციური დაავადებების აღმოფხვრით, სერიოზული შემთხვევების მცირე რაოდენობას ჰქონდა ადგილი, სახელმწიფო არ უნდა გაკრიტიკებულიყო იმისთვის, რომ ვერ შეძლო საჭირო ზომების მიღება, რათა დაეცვა იმ პირების ფიზიკური ხელშეუხებლობა. წინამდებარე საქმეში, საქმის მასალები არ მიუთითებს იმაზე, რომ ვაქცინა არასათანადოდ იქნა გამოყენებული, ან ადეკვატური ზომები არ იქნა მიღებული, რათა აეცილებინათ თავიდან ვაქცინასთან დაკავშირებით წარმოშობილი რისკები. მომჩივანი იყო რეკომენდირებული ვაქცინის საწინააღმდეგო რეაქციის მსხვერპლი და სასამართლომ იცოდა იმ სირთულის შესახებ, რაც დამახასიათებელი იყო ამგვარი სიტუაციისთვის. თუმცაღა, ისეთ სისტემაში, სადაც ვაქცინაცია არ იყო სავალდებულო, და არ არსებობდა სამედიცინო შეცდომა, კომპენსაციის სისტემის შემოღება ვაქცინაციის შედეგად დაზარალებულ მსხვერპლთათვის იყო ძირითადად სოციალური უსაფრთხოების ღონისძიება, რომელიც სცილდებოდა კონვენციის მოქმედების სფეროს. შედეგად, მომჩივნების საჩივარზე უარი ითქვა, რადგან შეუთავსებელი იყო rationemateriae კონვენციის დებულებებთან.
დასკვნა: დაუშვებელი (შეუთავსებელი rationemateriae).
(იხილეთ ასევე Trocellier v. France (dec.), no. 75725/01, 5 ოქტომბერი 2006, საინფორმაციო ბუკლეტი no. 90)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
[1] Absolute legal responsibility for an injury that can be imposed on the wrongdoer without proof of carelessness or fault.
Full & Egal Universal Law Academy