© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #111
აგვისტო-სექტემბერი, 2008
ბუავინი (Boivin) ევროპის საბჭოს 34 წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ - 73250/01
განჩინება 9.9.2008 [V სექცია]
1-ელი მუხლი
სახელმწიფოთა პასუხისმგებლობა
იმ საერთაშორისო ორგანიზაციის შიდა სამართლებრივი სისტემის ფარგლებში არსებული დავა, რომელსაც უფლებაუნარიანობა გააჩნია მისი წევრებისგან დამოუკიდებლად: დაუშვებელი
35-ე მუხლი
მუხლი 35.3
Ratione personae
იმ საერთაშორისო ორგანიზაციის შიდა სამართლებრივი სისტემის ფარგლებში არსებული დავა, რომელსაც უფლებაუნარიანობა გააჩნია მისი წევრებისგან დამოუკიდებლად: დაუშვებელი
განმცხადებელი იყო იმ ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერი, რომელიც არსებობდა საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (Eurocontrol) დაქვემდებარებაში, რომელთა წევრებიც თავის მხრივ ბელგია, საფრანგეთი და სხვა წევრი სახელმწიფოებია. თუმცა, მისი დანიშვნა გაუქმდა რამდენიმეჯერ. საბოლოოდ ის გაათავისუფლეს და რამდენიმე ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ, მან მიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ადმინისტრაციულ ტრიბუნალს (ILOAT), რომელსაც Eurocontrol-სა და მის თანამშრომლებს შორის დავების განხილვის ექსკლუზიური კომპეტენცია აქვს. ILOAT-მა ძალაში დატოვა გადაწყვეტილებები, რომლითაც გაუქმდა დანიშვნა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა კომპენსაციაზე.
დაუშვებელი 32 ქვეყნის წინააღმდეგ: თავდაპირველად განაცხადი წარდგენილი იყო ბელგიისა და საფრანგეთის წინააღმდეგ. შემდგომ განმცხადებელმა განავრცო ის სხვა 32 ხელშემკვრელ მხარეზე. თუმცა, ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას ILOAT-ის გადაწყვეტილება წარმოადგენდა, რომლის შესახებაც მას ეცნონობა მის მიერ განაცხადის წარდგენამდე ოთხი წლით ადრე: ექვსი-თვის წესი.
დაუშვებელი საფრანგეთისა და ბელგიის წინააღმდეგ: განაცხადი განხილულ იქნა იმ საქმეებში ასახული პრინციპების ჭრილში, რომლებშიც სასამართლოს ეთხოვა, განესაზღვრა, იყო თუ არა კონვენციის მონაწილე სახელმწიფო კონვენციის მიზნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში მისი წევრობიდან გამომდინარე ქმედებასთან დაკავშირებით სამართალსუბიექტური (მაგალითისთვის იხილეთ, ბოშფორუსის ავიახაზები ირლანდიის წინააღმდეგ (Bosphorus Hava Yolları Turizm ve Ticaret Anonim Şirketi “Bosphorus Airways” – Ireland), დიდი პალატა, # 45036/98, CEDH 2005, VI; საინფორმაციო შეტყობინება #76). განმცხადებელი ასაჩივრებდა ძირითადად მოპასუხე სახელმწიფოების იურისდიქციის გარეთ მიღებულ საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას, იმ შრომით დავასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციის შიდა სამართლებრივი სისტემის ფარგლებში, ხოლო ამ ორგანიზაციას უფლებაუნარიანობა გააჩნია მისი წევრებისგან დამოუკიდებლად. საფრანგეთი და ბელგია არასდროს ჩარეულა პირდაპირ ან არაპირდაპირ ამ დავაში და ამ ქვეყნების სახელმწიფო ორგანოების ქმედება არ შეიძლება განხილულ იქნეს კონვენციის ფარგლებში მათი პასუხისმგებლობის საფუძვლად. აქედან გამომდინარე ეს კონკრეტული საქმე უნდა გაიმიჯნოს იმ საქმეებისგან, სადაც მოპასუხე სახელმწიფოები საერთაშორისო პასუხისმგებლობის საკითხი განიხილებოდა. იმ საქმეებისგან განსხვავებით, სადაც კონკრეტული სახელმწიფო ან სახელმწიფოები პირდაპირ ან არაპირდაპირ იყვნენ ჩართულები, წინამდებარე საქმეზე განმცხადებელს ვერ დავუდასტურებთ, რომ კონვენციის 1-ელი მუხლის მიზნებისთვის ის მოპასუხე სახელმწიფოების იურისდიქციაში ექცეოდა. შესაბამისად, სავარაუდო დარღვევა არ შეიძლება დაუკავშირდეს საფრანგეთს ან ბელგიას. რაც შეეხება Eurocontrol-ის პასუხისმგებლობას, ეს ორგანიზაცია არ არის კონვენციის მხარე და, შესაბამისად, ვერ იქნება მოპასუხე მისი ნორმებიდან გამომდინარე: შეუსაბამო ratione personae.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy