© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #116
2009 წლის თებერვალი
ა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ – 3455/05
გადაწყვეტილება 2009 წლის 19 თებერვალი
მუხლი 5-1-ვ
გაძევება
ექსტრადიცია
ტერორიზმში ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების უვადო პატიმრობა: დარღვევა
მუხლი 3
დამამცირებელი მოპყრობა
ტერორიზმში ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების უვადო პატიმრობა: არ არის დარღვევა
მუხლი 5
მუხლი 5-4
სასამართლოსადმი მიმართვა
ეროვნული უშიშროების საფუძველზე დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებული მასალების არ გამჟღავნება: დარვევები; არ არის დარღვევები
მუხლი 15
მე-5-ე მუხლის პირველი ნაწილით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან უკან დახევის კანონიერება იმ ტერორიზმში ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების პატიმრობის უფლებამოსილებასთან მიმართებით რომელთა დეპორტაციაც ვერ მოხდება მათ მიმართ ცუდი მოპყრობის საფრთხის გამო: უსაფუძვლოა
მუხლი 41
სამართლიანი დაკმაყოფილება
უფლებამოსილია როდესაც უკანონი პატიმრობა გამოწვეული იყო საგანგებო მდგომარეობით და სახელმწიფოს უუნარობით მოეხდინა მომჩივანთა დეპორტაცია მათ მშობლიურ ქვეყანაში მათ მიმართ ცუდი მოპყრობის განხორციელების საფრთხის გამო: შემცირებული კომპენსაცია ზიანისთვის
ფაქტები: ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობამ ჩათვალა რომ შესაძლოა გაერთიანებული სამეფო ქცეულიყო ქვეყანაში მყოფი იმ სხვადასხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამიზნედ, რომლებიც ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ ისლამისტი ექსტრემისტების ტერორისტულ საქმიანობას უწევდნენ დახმარებას. ვინაიდან ამ მოქალაქეების ნაწილის დეპორტაცია საკუთარ სამშობლოში ვერ მოხდებოდა მათ მიმართ შესაძლო ცუდი მოპყრობის განხორციელების საფრთხის გამო მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა გაფართოებული ძალაუფლების გამოყენება რომლითაც ის უფლებამოსილი იქნებოდა დაეპატიმრებინა ისინი და სახელმწიფო მდივანს სჯეროდა რომ მათი გაერთიანებულ სამეფოში ყოფნა წარმოადგენდა რისკს ეროვნული უშიშროებისთვის და არსებობდა ვარაუდი რომ ისინი იყვნენ “საერთაშორისო ტერორისტები”. ვინაიდან მთავრობამ ჩათვალა, რომ დაკავების ეს ფორმა შესაძლოა არ ყოფილიყო შესაბამისობაში კონვენციის მე-5-ე მუხლის პირველ ნაწილთან ამიტომ მათ გამოსცეს შეტყობინება ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან უკან დახევის თაობაზე მე-15-ე მუხლის მიხედვით, სადაც ისინი მიუთითებენ 2001 წლის ანტი ტერორისტული, დანაშაულის და უშიშროების კანონზე (“2001 წლის კანონი”) და მათ შორის “ეჭვმიტანილ საერთაშორისო ტერორისტებად” სერტიფიცირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავების უფლებამოსილებაზე, რომელთა გაძევება გაერთიანებული სამეფოდან “მოცემული მომენტისთვის” არ არის შესაძლებელი.
2001 წლის კანონის ნაწილი 4 ძალაში 2001 წლის დეკემბერში შევიდა მაგრამ 2005 წლის მარტში გაუქმდა. კანონმდებლობის მოქმედების პერიოდში 16 უცხო ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის 11 მომჩივანი, იყო სერტიფიცირებული და დაპატიმრებული. ექვსი მომჩივანი 2001 წლის დეკემბერში დააკავეს და დანარჩენები სხვადასხვა თარიღებში 2003 წლის ოქტომბრამდე. მეორე და მეოთხე მომჩივანი გაათავისუფლეს მას შემდეგ რაც მათ არჩიეს გაერთიანებული სამეფოს დატოვება, მეორე დაბრუნდა მაროკოში დაპატიმრებიდან სამ დღეში და მეოთხე საფრანგეთში დაპატიმრებიდან სამ თვეში. სხვები კი დარჩნენ პატიმრობაში ბელმარშის ციხეში, მიუხედავად იმისა რომ სამი გადაყვანილი იყო უსაფრთხო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების გამო (ერთ-ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობას) და ერთი განთავისუფლდა 2004 წლის აპრილში გირაოთი, შინა პატიმრობის მსგავსი პირობებით მისი გართულებული ფსიქიური მდგომარეობის გამო.
სპეციალური საიმიგრაციო სააპელაციო კომისია (შIAჩ) ექვსი თვის განმავლობაში იხილავდა მომჩივნების სერტიფიცირების საკითხს 2001 წლის კანონის შესაბამისად. თითოეული მომჩივანი ასაჩივრებდა სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას მათი სერტიფიცირების თაობაზე. შIAჩ–მა გამოიყენა პროცედურა რომელმაც მას საშუალება მისცა გაეთვალისწინებინა ორივე სახის მტკიცებულება, ისიც რომელიც შეიძლება გახდეს საჯარო (“ღია მასალა”) და მგრძნობიარე მტკიცებულება რომელთა განსაჯაროება დაუშვებელია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე (“დახურული მასალები”). პატიმარს და მის კანონიერ წარმომადგენელს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ და აზრი გამოეთქვათ ღია მასალებთან დაკავშირებით როგორც წერილობით ისე საქმის განხილვისას. პატიმარი და მისი ადვოკატი არ გაცნობიან დახურულ მასალებს, მაგრამ “სპეციალური ადვოკატი” რომელიც დაენიშნა თითოეულ პატიმარს გენერალური პროკურორის მიერ გაეცნო ამ მასალებს. საჯარო განხილვებთან ერთად შIAჩ-მა ჩაატარა დახურული მოსმენები საიდუმლო მასალების შესწავლის მიზნით სადაც სპეციალურ ადვოკატს შეეძლო თანხმობის გამოხატვა პატიმრის სახელით საპროცესო საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა სამომავლო გამხელასთან, არსთან და დახურული მასალების სანდოობასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც სპეციალური ადვოკატი გაეცნობოდა დახურულ მასალებს მას ეკრძალებოდა ნებისმიერი კონტაქტი პატიმრობაში მყოფ პირთან ან მის ადვოკატთან გარდა სასამართლო ნებართვისა. შIAჩ–მა არ მიიღო არცერთი მომჩივნის სააპელაციო სარჩელი სერტიფიცირების საწინააღმდეგოდ განსახილველად.
მომჩივანმა პირებმა ასევე იდავეს სამართალწარმოების შესახებ სადაც მათ ეჭვ ქვეშ დააყენეს მე-15-ე მუხლით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან უკან დახევის სამართლიანობა. სამართალწარმოება საბოლოოდ ლორდთა პალატის მიერ განიმარტა 2004 წლის 16 დეკემბერს და დადგინდა რომ მიუხედავად იმისა რომ იყო საგანგებო მდგომარეობა და ერის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე პატიმრობის სქემა არ ასახავდა რაციონალურად საფრთხის და უსაფრთხოების ურთიერთდამოკიდებულებას და ამიტომ იყო არაპროპორციული. კონკრეტულად კი არსებობდა მტკიცებულება რომ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებიც ასევე იყვნენ ჩართულნი ტერორისტულ ქსელებში რომლებიც ალ-ქაიდასთან იყვნენ დაკავშირებულნი და პატიმრობის სქემა იყო უკანონოდ დისკრიმინაციული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. ამიტომ მათ მიიღეს შეუსაბამისობის დეკლარაცია ადამიანის უფლებათა კანონის მიხედვით და გააუქმეს გადაწყვეტილება ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან გადახვევის თაობაზე. 2001 წლის კანონის მე-4-ე ნაწილი გაუქმდა პარლამენტის მიერ 2005 წლის მარტში და ჯერ კიდევ დაკავებული პატიმრები გათავისუფლდნენ და იქცნენ კონტროლის განკარგულების ობიექტებად 2005 წლის ტერორიზმის პრევენციის კანონის მიეხდვით.
კანონი – მე-5-ე მუხლის პირველი ნაწილის (ვ) პუნქტი და მე-15-ე მუხლი - (ა) საქმის ფარგლები: მთავრობამ თავი არ შეიკავა ქვეპუნქტი (ვ)-ს გამოყენებისგან სასამართლოს წინაშე მიუხედავად იმისა რომ მათ ესე არ უმოქმედიათ ეროვნულ სასამართლოებში და მათ აშკარად ღიად ჰქონდათ დატოვებული მე-5-ე მუხლის გამოყენების საკითხი ნაკისრი ვალდებულებისგან გადახვევასთან მიმართებაში ეროვნულ დონეზე სამართალწარმოებაში, ლორდთა პალატამ განიხილა პატიმრობის შესაბამისობა მე-5-ე მუხლის პირველ ნაწილთან სანამ შეაფასებდა ნაკისრი ვალდებულებისგან გადახვევის კანონიერებას. არ არსებობდა არანაირი პრინციპული მიზეზი რომლითაც მოხდებოდა სახელმწიფოს პრევენცია წამოეწია ყველა არგუმენტი რაც მათთვის იყო ღია იმისათვის რომ სასამართლოში პოზიცია დაეცვათ, მაშინაც კი თუ საჭირო გახდებოდა საკუთარი უზენაესი სასამართლოს დასკვნის ეჭვქვეშ დაყენება. მომჩივანის წინასწარი პროტესტი ამ ორ საკითხთან დაკავშირებით არ იქნა დაკმაყოფილებული.
(ბ) არსებითი მხარე: სასამართლო პირველად გამოარკვევს იყო თუ არა მომჩივანის პატიმრობა დაშვებული მე-5-ე მუხლის პირველი ნაწილის (ვ) ქვეპუნქტის მიხედვით. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დადგინდება რომ ეს არ იყო დაშვებული მოხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან უკან დახევის კანონიერების განსაზღვრა.
(1) იყო თუ არა პატიმრობა დაშვებული: იმ პირის თავისუფლების შეზღუდვა “ვის მიმართაც განხორციელდა ქმედება მისი დეპორტაციის ან ექსტრადიციის მიზნით” გამართლებულია მხოლოდ იმ ხანგრძლივობით რაც საჭიროა დეპორტაციის და ექსტრადიციის სამართაწარმოებისთვის და მათი დევნის ჯეროვნად განხორციელებისთვის. სასამართლომ არ სცნო დარღვევა მეორე და მეოთხე მომჩივნების მიმართ, ვინაიდან ისინი მოკლე ვადით იყვნენ დაკავებულნი სანამ მათ არ აირჩიეს გაერთიანებული სამეფოს დატოვება. მაგრამ აშკარა იყო რომ დარჩენილი ცხრა მომჩივანი იყო სერტიფიცირებული და დაკავებული ვინაიდან არსებობდა ეჭვი მათ მიმართ რომ ისინი იყვნენ საერთაშორისო ტერორისტები რომელთა თავისუფლად ყოფნა გაერთიანებულ სამეფოში საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უსაფრთხოებას. ერთ-ერთი ძირითადი ვარაუდი ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან უკან დახევისთვის, 2001 წლის კანონის და მომჩივანების დაპატიმრებისთვის იყო ის რომ მათი დეპორტაცია ან ქვეყნიდან გაყვანა “მოცემული მომენტისთვის” ვერ ხერხდებოდა. Aარ არსებობდა მტკიცებულება იმის დასასაბუთებლად რომ რეალურად შესაძლებელი იყო ამ ადამიანების გაძევება ქვეყნიდან ისე რომ ისინი არ დამდგარიყვნენ ცუდი მოპყრობის რეალური საფრთხის წინაშე. ამ გარემოებებში, სახელმწიფოს პოლიტიკა მომჩივნების დეპორტაციის “აქტიური განხილვის საკითხად” შენარჩუნების არ იყო საკმარისად კონკრეტული და განსაზღვრული. შესაბამისად მომჩივნების პატიმრობა არ შეესაბამება მე-5-ე მუხლის პირველი ნაწილის (ვ) ქვეპუქტის გამონაკლისებს.
(2) იყო თუ არა ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან უკან დახევა კანონიერი: უმაღლესმა ეროვნულმა სასამართლომ განიხილა ეს შეკითხვა და დაადგინა რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა საგანგებო მდგომარეობა რომელიც საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს საპასუხოდ განხორციელებული ღონისძიებები არ იყო გამოწვეული განსაკუთრებული საჭიროებით იმ სიტუაციაში. ამიტომ სასამართლომ დაადგინა რომ ეს ქმედება გამართლებული იქნებოდა საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეროვნული სასამართლო არ მოახდენდა მე-15-ე მუხლის ან შესაბამისი პრეცედენტული სამართლის სწორ ინტერპრეტაციას ან არ გამოიყენებდა მას სწორად ან მიიღებდა აშკარად არაგონივრულ გადაწყვეტილებას.
(I)“საგანგებო მდგომარეობა რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს: შიდა ეროვნული სასამართლოების წინაშე, სახელწმიფო მდივანმა წარმოადგინა მტკიცებულება გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ სერიოზული ტერორისტული თავდასხმის საფრთხის დასამტკიცებლად. დამატებითი დახურული მტკიცებულება იყო წარდგენილი SIAC–ის წინაშე. ქვეყნის შიდა ყველა მოსამართლემ გარდა ერთისა დაეთანხმა რომ საფრთხე იყო საფუძვლიანი. მიუხედავად იმისა რომ ალ-ქაიდას თავდასხმა არ განხორციელებულა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მაშინ როდესაც ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან უკან დახევა განხორციელდა, ხელისუფლების ეროვნული ორგანოს კრიტიკა ვერ მოხდება მსგავსი თავდასხმის მოახლოების შიშის გამო. სახელმწიფოს არ მოეთხოვება მოიცადოს და დაელოდოს უბედურ შემთხვევას სანამ ის მიიღებს სპეციალურ ღონისძიებებს. ხელისუფლების ეროვნული ორგანოები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებით ცნობილი ფაქტების საფუძველზე საფრთხის შეფასებისას. მნიშვნელობა უნდ ამიენიჭოს აღმასრულებელი ხელისუფლების და პარკლამენტის გადაწყვეტილებას და განსაკუთრებით კი ეროვნული სასამართლოების მოსაზრებებს, რომლებიც არსებული მტკიცებულების შეფასებისას უკეთეს პირობებში იმყოფებიან ვიდრე ადამინის უფლებათა ევროპული სასამართლოა. ამიტომ სასამართლომ მიიღო რომ არსებობდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს.
(II)მკაცრად საჭირო იყო თუ არა ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან უკან დახევა: სახელმწიფომ ეჭვქვეშ დააყენა ლორდთა პალატის მოსაზრება, რომ მომჩივანების პატიმრობა იყო არაპროპორციული ხუთი მიზეზის გამო. მათი პირევლი არგუმენტის საპასუხოდ რომ ეროვნულმა სასამართლოებმა მისცეს საშუალება სახელწმიფოს დაევიწროვებინათ თავისუფალი შეფასების ფარგლები იმის შეფასებისას თუ რა ღონისძიებების გამოყენება იყო მკაცრად საჭირო, სასამართლომ განმარტა რომ თავისუფალი შეფასების ფარგლების დოქტრინა ყოველთვის გამოიყენება როგორც ხელსაწყო იმის განსაზღვრისთვის თუ რა ურთიერთობაა ეროვნულ სახელისუფლებო ორგანოებს და სასამართლოებს შორის. არ შეიძლება ამ დოქტრინის გამოყენება იგივე ფორმით ერვნულ დონეზე სხვადასხვა სახელისუფლებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის განსაზღვრისას. მკაცრად საჭირო იყო თუ არა ღონისძიების განხორციელება საბოლოოდ სასამართლოს გადასაწყვეტია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მომჩივნების ფუნდამენტური უფლება თავისუფლება იყო ხანგრძლივად შეზღუდული. ნებისმიერ შემთხვევაში, ლორდთა პალატამ საკითხი ფრთხილად განიხილა და სათანადოდ შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების და პარლამენტის მოსაზრებების მნიშვნელობა. რაც შეეხება სახელმწიფოს მეორე არგუმენტს, რომ ლორდთა პალატამ განიხილა კანონმდებლობა აბსტრაქტულად და არა მომჩივნების კონკრეტულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ აღნიშნა რომ მე-15-ე მუხლის მიხედვით აქცენტი საერთო მდგომარეობაზეა და მოცემულ საქმეზე გამოყენებული ღონისძიებები მიჩნეულ იქნა არაპროპორციულად და დისკრიმინაციულად და არ იყო საჭირო მათი ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით განხილვა. რაც შეეხება სახელმწიფოს მესამე არგუმენტს, რომ ლორდთა პალატის დასკვნა ეხებოდა არა მომჩივნების პატიმრობის საჭიროების უარყოფას არამედ საკანონმდებლო საფუძვლების არ არსებობას სხვა ქვეყნის იმ მოქალაქეების დაკავების თაობაზე რომლებიც წარმოადგენენ რისკს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, სასამართლომ მიიჩნია რომ ლორდთა პალატა სწორი იყო როდესაც დაადგინა რომ გაჭიანურებული პატიმრობის ვადა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც საიმიგრაციო ღონისძიება სადაც განსხვავება მოქალაქეებსა და არამოქალაქეებს შორის კანონიერი იქნება, ეროვნული უსაფრთხოების გარდა. საიმიგრაციო ღონისძიების გამოყენების არჩევანმა უშიშროების საკითხთან მიმართებით ვერ მოახდინა პრობლემის ადექვატურად მოგვარება და შედეგად გამოიწვია არაპროპორციული და დისკრიმინაციული ტვირთი უვადო პატიმრობის ფორმით ეჭვმიტანილი ტერორისტების ერთ ჯგუფზე. არ აქვს მნიშვნელობა ბრალდების გარეშე დაპატიმრებული ქინება მოქალაქე თუ არა მოქალაქე, რომელიც ვერ ტოვებს ქვეყანას საზღვარგარეთ წამების შიშის გამო, ამას მაინც თანაბრად უარყოფითი გავლენა ექნება. სახელმწიფოს ბოლო ორი არგუმენტი – რომ კანონიერი იყო გაემიჯნა პატიმრობის სქემა არა მოქალაქეებისთვის იმისათვის რომ არ მომხდარიყო გაუცხოება ბრიტანეთის მუსლიმი მოსახლეობის მხრიდან და რომ სახელმწიფოს უკეთესი პასუხი გაეცა ტერორისტული საფრთხისთვის თუ მოხდებოდა ყველაზე სერიოზული საშუალებების დაპატიმრება, განსაკუთრებით კი არა მოქალაქეების – არ წარმოადგენს მტკიცებულებას. და ბოლოს, ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან უკან დახევის ღონისძიება არ იყო პროპორციული და იყო დისკრიმინაციული მოქალქეებსა და არამოქალაქეებთან მიმართებით.
დასკვნა: მეორე და მეოთხე მომჩივანთან დაკავშირებით არ არის დარღვევა (ერთხმად)
მე-5 მუხლის ნაწილი მე-4-ე – მომჩივანებმა განაცხადეს რომ სამართაწარმოება SIAC–ის წინაშე არასამართლიანი იყო ვინაიდან მათ წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები სრულედ არ იყო გამჟღავნებული. სასამართლომ მეორე და მეოთხე მომჩივანების სარჩელები დაუშვებლად ცნო ვინაიდან ისინი უკვე განთავისუფლებულები იყვნენ როდესაც დაიწყო სამართალწარმოება 2001 წლის კანონის მიხედვით პატიმრობის კანონიერების დასადგენად. დანარჩენი მომჩივანების მიმართ, ძლიერი საზოგადოებრივი ინტერესი ალ-ქაიდას და მასთან დაკავშირებული პირების საქმინობის მიმართ და წყაროების საიდუმლო ხასიათის შენარჩუნება უნდა ყოფილიყო დაბალანსებული მომჩივნების უფლების მიმართ მათი აპელაციის სამართაწრმოება ყოფილიყო სამართლიანი. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მაქსიმალურად ყოფილიყო მათთვის ინფორმაცია გაზიარებული მათი ბრალის და მათ მიმართ არსებული მტკიცებულებების თაობაზე ისე რომ არ მომხდარიყო ეროვნული უშიშროების ან სხვა პირების უსაფრთხოების შელახვა და რომ მათ ჰოქნოდათ შესაძლებლობა ეფექტურად დაეცვათ საკუთარი თავი საქმეში. სასამართლომ გაიზიარა რომ SIAC-ი იყო აბსოლუტურად დამოუკიდებელი სასამართლო რომელსაც შეეძლო შეემოწმებინა ყველა შესაბამისი მტკიცებულება და უზრუნველეყო დაცვა მასალების უსაფუძვლო გასაიდუმლოების, სპეციალური ადვოკატი კი წარმოადგენდა მნიშვნელოვან დამატებით დაცვის მექანიზმს და რომ არ არსებობდა საფუძველი იმის სავარაუდოდ რომ გადამეტებული ან დაუსაბუთებელი გასაიდუმლოების მექანიზმები იყო გამოყენებული. საბოლოოდ კი კითხვა მდგომარეობდა იმაში რომ იმ საქმეებში სადაც ძირითადი მტკიცებულება არ იყო გამჟღავნებული, ბრალდებები ღია მასალებში იყო თუ არა საკმარისად კონკრეტული და აძლევდა თუ არა საშუალებას მომჩივანს ეწარმოებინა ეფექტური დაცვა და წარმომადგენლობა და სპეციალურ ადვოკატს ჰქონდა ინფორმაცია მათ გასაბათილებლად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ღია მასალები ხუთი მომჩივანის მიმართ შეიცავდა პრეტენზიას (მაგალითად, ტელეკომუნიკაციის სპეციალური საშუალებების შეძენა, სპეციალური დოკუმენტების ფლობა რომელიც დაკავშირებულია დასახელებული ეჭვმიტანილი ტერორისტების სახელებთან და შეხვედრები დასახელებულ ეჭვმიტანილ ტერორისტებთან კონკრეტული თარიღების და ადგილების მითითებით) რომელიც საკმარისად დეტალური იყო იმისათვის რომ ეფექტური დავის საგნად ქცეულიყო. სამართალწარმოების მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყო მათ საქმეებში. მიუხედავად ამისა, ღია მტკიცებულება დარჩენილი ოთხი მომჩივანის მიმართ დადგინდა რომ არ იყო საკმარისი და არ იძლეოდა დავის ეფექტურად წარმოების საშუალებას, მაგალითად იმიტომ რომ აკლდა მნიშვნელოვანი ელემენტები (მაგალითად კავშირი მომჩივნების მიერ მოზიდულ თანხასა და ტერორიზმს შორის) ან იმიტომ რომ ის იყო ზოგადი და არ ჰქონდა არსებითი ხასიათი.
დასკვნა: დარღვევა ოთხი მომჩივანის მიმართ, არ არის დარღვევა ხუთი მომჩივანის მიმართ და დაუშვებელია დარჩენილი ორი მომჩივანის მიმართ (ერხმად) .
მე-5-ე მუხლის მე-5-ე ნაწილი – ეს დებულება დაირღვა ვინაიდან მე-5-ე მუხლის, პირველი და მე-4-ე ნაწილის დარღვევებმა ვერ გამოიწვია კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სააღსრულებლო საჩივრის წარმოება ეროვნული სასამართლოების წინაშე, რომელთა უფლებამოსილება შეზღუდული იყო გამოეცათ კონვენციის დებულებებთან შეუთავსებადობის განცხადება;
დასკვნა: დარღვევა ყველა მომჩივანის მიმართ გარდა მეორე და მეოთხე მომჩივანებისა (ერთხმად)
მუხლი 3 – ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია კრძალავს წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და დასჯას განსაკუთრებით რთულ შემთხვევებშიც კი, მაგალითად როგორიცაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, განურჩევლად პირის ქცევისა.
მეორე მომჩივანის სარჩელი არ იქნა დაშვებული ვინაიდან იგი პატიმრობაში მხოლოდ რამოდენიმე დღე იმყოფებოდა ყოველგვარი გადაჭარბებული გაჭირვების გარეშე. რაც შეეხება დარჩენლ ათ მომჩივანს, მათ პატიმრობას არ მიუღწევია არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მაღალი ზღვრისთვის რა შემთხვევაშიც მე-3-ე მუხლის დარღვევას ექნებოდა ადგილი. უვადო პატიმრობის შიშს და პატირმობასთან დაკავშირებულ გაუგებრობას შესაძლოა გამოეწვია მათი აღელვება და სტრესი და შესაძლოა ამას გავლენა მოეხდინა ზოგიერთი მათგანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მაგრამ მომჩივანებს არ დაუკარგავთ გათავისუფლების იმედი. მათ წარმატებით მოახდინეს 2001 წლის კანონის საფუძველზე პატიმრობის ლეგიტიმურობის გასაჩივრება SIAC–ის და ლორდთა პალატის წინაშე. ამასთანავე მათ შეძლეს ინდივიდუალური სარჩელების წარდგენა მათი სერტიფიცირების თაოაბზე გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად და SIAC–ი ვალდებული იყო კანონით განეხილა საქმე პატიმრობასთან დაკავშირებით ყოველ ექვს თვეში. მომჩივანის მდგომარეობა ვერ შეედრება შეუმცირებად უვადო პატიმრობაში მყოფი პირების მდგომარეობას. პირობები რომელშიც ისინი იყვნენ დაკავებულნი არ შეიძლება იყოს გათვალისწინებული ვინაიდან მათ არ უცდიათ ყველა პატიმრისთვის ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონებით ხელმისაწვდომი სამართლებრვი დაცვის საშუალებების ამოწურვა.
დასკვნა: არ ჰქონდა ადგილი დარღვევას ათი მომჩივანის მიმართ; დაუშვებელია დარჩენილი ერთი მომჩივანის მიმართ (ერთხმად)
მუხლი 41-ინდივიდუალური კომპენსაცია 1700 ევროდან 3900 ევრომდე მატერიალური და არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. კომპენსაციის თანხა საგრძნობლად ნაკლებია ვიდრე წარსულ საქმეებში უკანონი პატიმრობასთან დაკავშირებით გაცემული თანხები. იმის გათვალისწინებით რომ პატიმრობის სქემა შემუშავებული იყო საგანგებო მდგომარეობის საპასუხოდ და როგორც გულწრფელი მცდელობა მოწესრიგებული ყოფილიყო საზოგადოების დაცვა ტერორიზმისგან იმ ვალდებულებით რომ მომჩივანები არ გაეგზავნათ უკან იმ ქვეყნებში სადაც ისინი ცუდი მოპყრობის რეალური რისკის წინაშე აღმოჩნდებოდნენ. ვინაიდან ყველა მომჩივანი რომელთა მიმართაც სასამართლომ დაადგინა დარღვევა მე-5-ე მუხლის პირველი ნაწილის იქცნენ კონტროლის ობიექტებად მას შედმეგ რაც ისინი გაათავისუფლეს პატიმრობიდან 2005 წლის მარტში, დაუშვებელია ვიფიქროთ რომ ისინი არ გახდებოდნენ გარკვეული შეზღუდვების ობიექტები იმ შემთხვევაშიც კი თუ ადგილი არ ჰქონდა დარღვევას.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy