Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N142
2011 წლის ივნისი
ადამოვი შვეიცარიის წინააღმდეგ (Adamov v. Switzerland)
(საჩივარი- 3052/06)
გადაწყვეტილება, 21 ივნისი, 2011 [მე-2 სექცია]
მე-5 მუხლი
ექსტრადიცია
ფაქტები – 2004 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო თანხების მითვისების ბრალდებით, კერძოდ მას ბრალი ედებოდა იმ თანხის მითვისებაში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს აწვდიდა, როცა ის რუსეთის ბირთვული ენერგიის სამინისტროს მინისტრი იყო. 2005 წლის 11 თებერვალს მან მიიღო შვეიცარიის ოთხთვიანი ვიზა, რომელიც მან შეავსო თავისი ქალიშვილთან სტუმრობის მიზნით, რომელიც ბერნში ცხოვრობდა. 2002 წლის 21 თებერვალს შვეიცარიაში მისი ქალიშვილის წინააღდმდეგ ფულის გათეთრების ბრალის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო. ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა იმ თანხის ოდენობას, რასაც ქალიშვილი მამისგან იღებდა. მისი შვილის ადვოკატის მეშვეობით, მომჩივანმა თქვა, რომ ის მზად იყო დაკითხულიყო შვეიცარიაში გამომძიებელი მოსამართლის მიერ და მიუთითა პერიოდზე, როცა ის აპირებდა შვეიცარიაში ჩასვლას. გამომძიებელმა მოსამართლემ მას იმ პერიოდში დაუნიშნა ორი შესაძლო თარიღი დაკითხვისთვის. 2005 წლის 20 აპრილს შვეიცარიაში ჩასვლის შემდეგ, მომჩივანმა დაკითხვის თარიღად 2 მაისი აირჩია. მოსამართლემ დაუყოვნებლივ გამოსცა გამოძახების უწყება მომჩივნის ქალიშვილის მისამართზე. 2005 წლის 28 აპრილს გამომძიებელი მოსამართლე დაეკონტაქტა საჯარო პროკურორს პენსილვანიაში, რათა მას მოეძებნა ინფორმაცია, რომელიც მომჩივნის ქალიშვილის წინააღმდეგ სამართალწარმოებისთვის გამოსადეგი იქნებოდა. საუბრის განმავლობაში, მოსამართლემ ახსენა, რომ მას მომჩივანი 2 მაისს უნდა დაეკითხა. 2005 წლის 29 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა შვეიცარიის იუსიტიციის ფედერალურ ოფისს გაუგზავნა მოთხოვნა, მომჩივნის დროებით დაკავებაზე ექსტრადაციის ხელშეკრულების თანახმად, რომელიც 1990 წლის 14 ნოემბერს დაიდო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და შვეიცარიას შორის. იმავე დღეს, იუსტიციის ფედერალურმა სამსახურმა გამოსცა სასწრაფო ბრძანება მომჩივნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რომელიც გამომძიებელ მოსამართლეს გაეგზავნა. 2005 წლის 2 მაისს, დაკითხვის შემდეგ, გამომძიებელმა მოსამართლემ მომჩივანს შეატყობინა, რომ დაპატიმრებული იყო და ის დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა ბერნის ციხეში. 2005 წლის 3 მაისს, იუსტიციის ფედერალურმა სამსახურმა ექსტრადიციის მიზნებისთვის გამოსცა ბრძანება მომჩივნის დროებითი პატიმრობის შესახებ, რომელიც მომჩივანს მომდევნო დღეს გადაეცა. 2005 წლის 17 მაისს, რუსეთმა მოითხოვა მისი ექსტრადაცია. 2005 წლის 9 ივნისს, ფედერალურმა სისხლის სამართლის სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივანის საჩივარი და გააუქმა მისი ექსტრადაციის ბრძანება.
2005 წლის 14 ივლისს აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალა ფედერალური სასამართლოს მიერ, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი შვეიცარიაში პირადი მიზნებისთვის ჩავიდა (რათა ენახა მისი ქალიშვილი) და არა იმიტომ, რომ მიეცა ჩვენება როგორც მოწმეს სისხლისსამართლებრივ პროცესში, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო შესაბამისი ‘‘უსაფრთხო გადაყვანის’’ [1] პუნქტის გამოყენება. 2005 წლის გვიან ივნისში, ამერიკის შეერთებული შტატების ორგანოებმა შვეიცარიის ხელისუფლებას წარუდგინეს ფორმალური ექსტრადირების მოთხოვნა. მომჩივანი პატიმრობაში იმყოფებოდა 2005 წლის 30 დეკემბრამდე და საბოლოოდ, მისი ექსტრადირება მოხდა რუსეთში, ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, რომლის თანახმად, პრიორიტეტი უნდა მინიჭებოდა რუსეთის მოთხოვნას, რადგანაც მომჩივანი რუსეთის მოქალაქე იყო და იგი ბრალდებული იყო ამ ქვეყანაში დანაშაულებრივ ქმედებათა ჩადენისთვის.
2007 წელს ფედერალურმა სისხლის სამართლის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა კომპენსაციაზე, მომჩივნის უკანონოდ დაკავებისთვის.
სამართალი – ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლი 5 §1 (f): - მომჩივანი ექსტრადირების მიზნით დააპატიმრეს, როგორც ეს ნებადართულია აღნიშნული დებულების თანახმად.
იმ ფაქტს, რომ ის დაპატიმრებულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადირებისთვის, მაგრამ საბოლოოდ მისი ექსტრადაცია რუსეთში განხორციელდა არავითარი მნიშვნელობა აქვს (ეს არ ეხება დასკვნას,თუ რამდენად იყო კანონიერი მისი დაპატიმრება). უსაფრთხო გადაყვანის პუნქტის გამოყენების მიზანი მოცემულ საქმეში იმის უზრუნველყოფა იყო, რომ პირი, რომელსაც სხვა ქვეყანაში ჩვენების მიცემა მოთხოვეს, ვერ დაეპატიმრებინათ იქ ექსტრადაციის მატერიალური და საპროცესო მოთხოვნების დაცვის გარეშე. ამდენად, მოწმეს ჰქონდა იმუნიტეტი და არ შეიძლებოდა მისი სისხლისსამართლებრივი დევნა ან დაკავება იმ ქმედებებისთვის, რომლებიც მან ჩაიდინა მომთხოვნი სახელმწიფოდან გამომგზავრებამდე.
რაც შეეხება საკითხს, შეეძლო თუ არა მომჩივანს დაყრდნობოდა ამ პუნქტს, ის არ ჩასულა შვეიცარიაში სპეციალურად იმისთვის, რომ მიეცა ჩვენება სისხლის სამართლებრივ პროცესებში მისი ქალიშვილის წინააღმდეგ. პირიქით, მას ჰქონდა მკვეთრად განსაზღვრული 2005 წლის 2 მაისს მის ჩვენებაში გამომძიებელი მოსამართლისადმი, რომ მან თავისი ნებით აირჩია შვეიცარიაში წასვლა პირადი (რათა ენახა საკუთარი შვილი) და საქმიანი მიზნებისთვის. ამ ვერსიას ადასტურებდა სტატია, რომელიც მან რუსული გაზეთისთვის დაწერა. ამის გარდა, მას საცხოვრებელ ქვეყანაში არ გადასცემია უწყება, რომ გამოცხადებულიყო შვეიცარიის ხელისუფლების ორგანოების წინაშე, რაც მოთხოვნილია შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო დებულებებით, რათა მოხდეს უსაფრთხო გადაყვანის დებულების ამოქმედება.
მას უწყება 2005 წლის 2 მაისს გამოცხადების შესახებ ჩაბარდა მისი ქალიშვილის პირად სახლში, იმ დროს, როდესაც ის უკვე შვეიცარიაში იმყოფებოდა.
ვინაიდან მოცემულ საქმეში ადგილი არ ჰქონდა სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას სამართლებრივი დახმარების შესახებ შეთანხმების თანახმად, ამიტომაც არ არსებობდა მიზეზი, რომ მომხდარიყო მომჩივნის დაცვა მანამდე ჩადენილი ქმედებებისათვის დაკავებისა ან გასამართლებისგან და ამდენად უსაფრთხო გადაყვანის პუნქტი მის საქმეში არ იყო გამოყენებადი. მომჩივანი, რომელიც ხშირად მოგზაურობდა რუსეთის ფარგლებს გარეთ და ჰქონდა წვდომა ადვოკატებთან, უნდა ყოფილიყო გაფრთხილებული იმ რისკების შესახებ, რომელიც მის საზღვარგარეთ წასვლას ეხებოდა, განსაკუთრებით კი მის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოების გათვალისწინებით. არ ჩანდა, რომ როდესაც ის დათანხმდა ჩვენების მიცემას გამომძიებელ მოსამართლისთვის, მას თავად ჰქონდა დაყენებული უსაფრთხო-გადაყვანის დაცვის საკითხი. შვეიცარიაში გარანტიების გარეშე წასვლაზე დათანხმებით, რომელიც გათვალისწინებული იყო საერთაშორისო საერთო შეთანხმების ინსტრუმენტებით, მან უარი თქვა იმუნიტეტით სარგებლობაზე, რაც გამომდინარეობდა უსაფრთხო გადაყვანის დებულებიდან. რაც შეეხება მის არგუმენტს, რომ შვეიცარიის ორგანოებმა მიმართეს ხრიკებს მისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევის მიზნით, გამომძიებელმა მოსამართლეს ის დაიბარა, იმ ინფორმაციაძე დაყრდნობით, რომ ის მოგზაურობდა შვეიცარიაში პირადი და საქმიანი მიზნებისთვუს და იყო მზად რომ მისი ქალიშვილის წინააღმდეგ სამართალწარმოებაში ჩვენების მისაცემად, აგრეთვე მოსამართლემ მას თარიღებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცა. ამდენად, მოსამართლეს არ მიუმართავს არანაირი ხრიკებისთვის შვეიცარიაში მის ჩასაყვანად. ამას გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების ორგანოებისთვის შეტყობინების მიწოდებით, რომ მომჩივანი შვეიცარიაში იმყოფებოდა, შვეიცარიული ორგანოების არ მოქმედებდნენ მის მიმართ არაკეთილსინდისიერად: - ისინი უბრალოდ მოქმედებდნენ ორ სახელმწიფოს შორის არსებულ შეთანხმებათა ფარგლებში, საზღვრის კვეთის დანაშაულის აღმოსაფხვრელად.
დასკვნის სახით, მომჩივნის დაკავება, რომელიც დაფუძნებული იყო მისი დაკავების კანონიერ ბრძანებაზე, რომელიც გამოიცა სახელმწიფოთა ურთიერთთანამშრომლობის მიზნებისთვის, რათა აღმოფხვრილიყო საზღვრის კვეთის დანაშაული, არ არღვევდა უსაფრთხო გადაყვანის პუნქტს და არ ეწინააღმდეგებოდა კეთილსინდისიერების პრინციპს.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
[1] პირისთვის მინიჭებული დაცვა, რომ ის ქვეყანაში ან განსაზღვრულ ზონაში უსაფრთხოდ გადაადგილდება.
Full & Egal Universal Law Academy