დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტზე No.159
იანვარი 2013
აგნელეტი საფრანგეთის წინააღმდეგ - 61198/08
გადაწყვეტილება 10.1.2013 [სექცია V]
მუხლი 6
სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება
მუხლი 6-1
სისხლისსამართლებრივი ბრალდება
სამართლიანი მოსმენა
ასიზთა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს მიზეზებს ნაფიც მსაჯულთა მიერ დამნაშავეობის შესახებ გამოტანილ ვერდიქტზე: დარღვევა; არ არის დარღვევა
[ეს მოკლე მიმოხილვა ფარავს გადაწყვეტილებას საქმეზე Legillon v. France, no. 53406/10, 10 იანვარი 2013]
ფაქტები – აგნელეტის საქმეში, 2007 წელს ასიზთა სასამართლომ მომჩივანს შეუფარდა ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მკვლელობისათვის. ის იყო მოკლული ქალის საყვარელი და იურისტი. მის წინააღმდეგ ადრე დაწყებული სამართალწარმოება შეწყდა ან გაამართლა იგი.
ლეგილონის საქმეში მომჩივანს ასიზთა სააპელაციო სასამართლომ მიუსაჯა თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა თხუთმეტ წლამდე არასრულწლოვნების გაუპატიურებასა და მათზე სექსუალური თავდასხმისთვის უშუალოდ მის (მომჩივნის) ოჯახში.
მომჩივნები ჩიოდნენ, რომ ასიზთა სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო დაუსაბუთებელი. მათ შეიტანეს საჩივრები საკასაციო სასამართლოში, რომელზეც უარი ეთქვათ იმ საფუძვლებით, რომ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი შესრულებული იყო.
სამართალი – მუხლი 6 § 1: გადაწყვეტილებაში მიზეზების არარსებობა იმ ფაქტის გამო, რომ მომჩივნის ბრალეულობა განისაზღვრა გამოუცდელი ნაფიცი მსაჯულის (lay jury) მიერ, თავისთავად არ იყო წინააღმდეგობაში კონვენციასთან. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში სამართალწარმოების სპეციფიკური მახასიათებლები, სადაც მონაწილეობდა გამოუცდელი ნაფიცი მსაჯული (lay jury), უნდა ყოფილიყო მხედველობაში მიღებული. ეს საკითხი წამოიჭრა დიდი პალატის გადაწყვეტილებაში Taxquet v. Belgium, რომ ნათელი უნდა ყოფილიყო საბრალდებო ოქმიდან, იმ კითხვებთან ერთად, რომელიც დაისვა ნაფიც მსაჯულებთან, ამ კითხვებზე პასუხები ნაფიცმა მსაჯულებმა სასამართლო პროცესის დროს გამოკვლეული სამხილის რომელ ნაწილსა და ფაქტობრივ გარემოებებს დააფუძნეს, და რომ კითხვები თავად უნდა ყოფილიყო ზუსტი და მიმართული ინდივიდუალურ შემთხვევასთან.
აგნელეტის საქმეში, მომჩივანი იყო ერთადერთი მოპასუხე და საქმე იყო ძალიან კომპლექსური. საბრალდებულო გადაწყვეტილება იყო შეზღუდული, რადგან მას წინ მოსდევდა დებატები, რომელმაც გააძნელა სამართალწარმოება. რაც შეეხება ფაქტობრივ ინფორმაციას, რომელსაც შეიცავდა საბრალდებო ოქმი, და მის ვარგისიანობას მომჩივანის წინააღმდეგ ბრალეულობის შესახებ ვერდიქტის გაგებაში, მას ჰქონდა საჭიროება დაეტოვებინა გაურკვევლობის რამდენიმე არე: ვინაიდან მკვლელობა პოზიტიურად არ დაუდგენიათ, მსხვერპლის გაუჩინარების ახსნა გარდაუვლად დაფუძნებული იყო ჰიპოთეზაზე. რაც შეეხება კითხვებს, ისინი მას შემდეგ გახდნენ უფრო მნიშვნელოვანნი, როცა წინასწარ განიხილეს, რომ მოსამართლეებსა და ნაფიც მსაჯულებს არ ჰქონდათ საქმის მასალებთან წვდომა და მათი გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო მხოლოდ სამართალწარმოების შეჯიბრებითობის ეტაპზე განხილულ ელემენტებზე, თუმცა იმის დამატებით, რომ ამ საქმეში, გადაწყვეტილებით წაუყენეს ბრალი ბრალდებულს. ამას გარდა, საქმე ეხებოდა მომჩივანს, მას ოცი წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ წინასწარი სამართალწარმოების შემდეგ თუ გაამართლებდნენ. მიზანსმოკლებული აღმოჩნდა დამატებითი კითხვები, შესაბამისად მხოლოდ ორი კითხვა შეიძლება დასმოდა ნაფიც მსაჯულებს: პირველი იყო, მომჩივანმა განზრახვით მოკლა მსხვერპლი თუ არა და მეორე, თუ ასე იყო, მკვლელობა იყო თუ არა წინასწარგანზრახული. საქმის საყურადღებო კომპლექსურობის გათვალისწინებით, ეს კითხვები იყო გადმოცემული ლაკონიურად და არ ქმნიდა სპეციფიკურ გარემოებებზე მინიშნებას. მათ არ მიუთითებიათ „რაიმე ზუსტ და სპეციფიკურ გარემოებებზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა მომჩივანს, რომ გაეგო, თუ რატომ დაადანაშაულეს“. სიმართლე იყო, რომ პროკურორმა გაასაჩივრა, შესაბამისად, შესაძლებლობა გაჩნდა, გადახედილიყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. თუმცა, გარდა იმ ფაქტისა, რომ ამ გადაწყვეტილებასაც თან არ ახლდა მიზეზები, გასაჩივრებამ შედეგად მოიტანა მსაჯულთა ახალი სასამართლოს ჩამოყალიბება, რომელიც სხვა მოსამართლეებისგან შედგა, ვისი დავალებაც იყო, ხელახლა ემსჯელათ საქმის მასალებზე და ხელახლა შეეფასებინათ ხელახალი მოსმენების დროს ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხები. ამას მოყვებოდა ის, რომ მომჩივანს არ ექნებოდა შესაძლებლობა, მოეპოვებინა რაიმე სათანადო ინფორმაცია პირველი ინსტანციის სამართალწარმოებიდან, თუ რატომ დაადანაშაულეს გასაჩივრებისას სხვა ნაფიცმა მსაჯულებმა და სხვა მოსამართლეებმა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის თავდაპირველად გაამართლეს. შესაბამისად, მომჩივანს არ ჰქონდა საკმარისი გარანტიები, რომ ჰქონოდა შესაძლებლობა, გაეგო, თუ რატომ დაადანაშაულეს.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: არ გაკეთებულა საჩივარი ზიანთან დაკავშირებით.
ლეგილონის საქმეში, მომჩივანი იყო დაცვის ერთადერთი მხარე და დანაშაულები, რომლებშიც მას სდებდნენ ბრალს, მათი სერიოზულობის მიუხედავად, არ იყო კომპლექსური. საბრალდებო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოსმენები, რომლებიც ძალიან დეტალური იყო და ამავე დროს, მსჯავრი მომდევნო სამი დღის განმავლობაში იყო განხილვის საგანი. დანაშაულების რეკლასიფიკაციამ ორდერის შემდეგ, რომელიც განსახილველად გადასცემდა მომჩივანს სასამართლოს, და მანამ სანამ კითხვები დაისმებოდა ნაფიც მსაჯულებთან, ხაზი გაუსვა, რომ ამ უკანასკნელთა გადაწყვეტილება არ უნდა არეულიყო საბრალდებო გადაწყვეტილებაში. ვითარების ამგვარმა განვითარებამ, რომელმაც წინ წამოწია დებატები, უთუოდ აძლევდა ნებას ბრალდებულს, რომ გაეგო ნაფიც მსაჯულთა ნაწილის დასაბუთება. დაისვა თორმეტი კითხვა, რომელიც ქმნიდა აშკარა მთლიანობას, და რომელიც არ ტოვებდა ორაზროვნებას მომჩივნის წინააღმდეგ აღძრულ ბრალდებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სპეციფიკურმა კითხვებმა, რომელიც ეხებოდა მამასა და თავის ქალიშვილს შორის ურთიერთობის გარემოებების გაუარესებას და მსხვერპლთა ასაკმა, მისცა შესაძლებლობა ნაფიც მსაჯულებს, ზუსტად შეეფასებინათ მომჩივნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. საბოლოოდ, მომჩივანს მიეცა საკმარისი შესაძლებლობა, რომ გაეგო მის წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტი დამნაშავეობის შესახებ.
საბოლოოდ, ამ შემთხვევების შემდეგ განხორციელდა რეფორმა, 2011 წლის აგვისტოში ახალი განონმდებლობის მიღებით, რომელიც წარმოადგენდა ახალ დებულებას (მუხლი 365-1) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ეს დებულება ითვალისწინებდა მიზეზებს, რის საფუძველზეც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლებიც უნდა ყოფილიყო გადმოცემული „მიზეზების შესახებ დადგენილების ფორმით“, რომელსაც უნდა დამატებოდა კითხვების ჩამონათვალი. მსჯავრის დადების შემთხვევისას, მიზეზები უნდა დაფუძნებოდა ფაქტებს, რომელზეც იმსჯელეს თათბირების დროს, როცა მსაჯულთა სასამართლო დარწმუნდა თითოეულ მსჯავრდებაში, რომელიც ბრალდებულის წინააღმდეგ მიიღო. ამ რეფორმამ, როგორც აღმოჩნდა, მნიშვნელოვნად გააძლიერა გარანტიები თვითნებურობის წინააღმდეგ და დაეხმარა ბრალდბულებს, გაეგოთ სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მუხლი 6 § 1.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად).
(იხილეთ Taxquet v. Belgium [GC], no. 926/05, 16 ნოემბერი 2010, საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტზე no. 135)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy