დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტზე No. 159
იანვარი 2013
ა.კ. და ლ. ხორვატიის წინააღმდეგ - 37956/11
გადაწყვეტილება 8.1.2013 [სექცია I]
მუხლი 8
მუხლი 8-1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოვლენილი უმოქმედობა, უზრუნველეყო გონებრივად შეზღუდული მომჩივნის იურიდიული წარმომადგენლობა სამართალწარმოებაში, რომელიც ართმევდა მას მშობლის უფლებებს და თავისი ვაჟის შვილად აყვანის სამართალწარმოების შესახებ შეუტყობინებლობა: დარღვევა
ფაქტები – პირველი მომჩივანი არის 2008 წელს დაბადებული მეორე მომჩივნის - ლ.–ს დედა. ლ.-ი მისი დაბადებიდან მალევე, მისი დედის თანხმობით, მოათავსეს სხვა ქალაქში მცხოვრებ მიმღებ ოჯახში, იმ საფუძლებით, რომ მის დედას არ ჰქონდა შემოსავალი და ცხოვრობდა დანგრევის პირას მისულ სახლში, სადაც არ იყო გათბობა. 2010 წლის მაისში პირველ მომჩივანს ჩამოართვეს მშობლის უფლებები ლ.–სთან მიმართებით, რადგან მას ჰქონდა მსუბუქი გონებრივი შეზღუდულობა და არ შეეძლო მისი (ბავშვის) შესაფერისი მოვლით უზრუნველყოფა. მან განაცხადა, რომ სჭირდებოდა სამართლებრივი დახმარება, რათა გაესაჩივრებინა აღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ მას ადვოკატი დაუნიშნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გასაჩივრების ვადა ამოიწურა. 2010 წლის ოქტომბერში მისმა ადვოკატმა მიმართა მუნიციპალურ სასამართლოს, რათა გამოეცა მას ორდერი, რომლითაც აღდგებოდა მომჩივნის მშობლის უფლებები, თუმცა საჩივარზე უარი ეთქვა, რადგან ამ დროის განმავლობაში ლ.-ი იშვილა მესამე მხარემ. პირველი მომჩივანი არ იყო მხარე იმ სამართალწარმოებისა, რომელიც ეხებოდა შვილად აყვანას და არც მიუღია ინფორმაცია ამის შესახებ, რადგან მისი თანხმობა არ იყო საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ მას ჩამორთმეული ჰქონდა მშობლის უფლებები.
სამართალი – მუხლი 8
(a) პირველი მომჩივნის სტატუსი, იმოქმედოს ლ.–ს სახელით – ნებისმიერ საკითხებთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც შვილად აყვანა გახდა საბოლოო, ლ.–ს წარმომადგენლები ეროვნული სამართლის მიხედვით იყვნენ მხოლოდ მისი მშვილებელი მშობლები. თუმცა, ყველა საკითხზე, რომელიც ეხებოდა მის ბიოლოგიურ დედასთან კავშირების გაწყვეტას მის გაშვილებამდე, უნდა ემსჯელა სასამართლოს. პრინციპში, ეს იყო ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ შეენარჩუნებინა კავშირები მის ბიოლოგიურ მშობლებთან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობდა საფუძვლიანი მიზეზები, რომელიც ამართლებდა მათ გაწყვეტას. წინამდებარე სამართალწარმოებაში, მისი მგრძნობიარე ასაკის გამო, ლ.-ი არ იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ თავად წარმოედგინა თავისი ინტერესები. პირველი მომჩივანი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო ედავა მისი (ლ.–ს) სახელით, რომ მათ შორის კავშირების გაწყვეტა ასევე იმოქმედება ლ.–ს ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე. მთავრობის პროტესტი, რომელიც შეეხებოდა პირველი მომჩივნის locus standi-ს (სტატუსს), წარმოედგინა ლ.-ი სასამართლოში საქმის განხილვაში, იქნა უარყოფილი.
(b) გამოყენებადობა – იმის მიუხედავად, რომ ბავშვი დაბადებიდან მალევე მოათავსეს მიმღებ ოჯახში, პირველი მომჩივანი აგრძელებდა მის მონახულებას. სასამართლოს აზრით, პირველ მომჩივანსა და მის ვაჟს შორის არსებობდა კავშირი, რომელიც შეიძლება მიჩნეულიყო როგორც „ოჯახური ცხოვრება’’. შესაბამისად, მე–8 მუხლი გამოსაყენებადი იყო.
(c) არსებითი მხარე – სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები იყო მომჩივნების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა. ჩარევას ჰქონდა საფუძველი შიდასახელმწიფოებრივ სამართალში და მიზნად ისახავდა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას. სასამართლოს არ მოუთხოვია, განესაზღვრათ, იყო თუ არა პირველი მომჩივნის შვილის გაშვილება გამართლებული, როგორც ასეთი. მას ასევე არ დაუდგენია კანონმდებლობის მე–8 მუხლის შესრულება, რომელიც არ აძლევდა მშობლის უფლებაჩამორთმეულ მშობელს, მონაწილეობა მიეღო გაშვილების შესახებ სამართალწარმოებაში. ამის ნაცვლად, სასამართლომ იმსჯელა, იყო თუ არა მომჩივნების პირადი და ოჯახური ცხოვრება საკმარისად დაცული პროცესის ყველა ეტაპზე. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა უზრუნველყოფდა ადეკვატურ დაცვას საქმის განხილვისას მშობლებისა და მათი შვილების ინტერესებთან დაკავშირებით. თუმცაღა, იურიდიული მოთხოვნისა და პირველი მომჩივნის მსუბუქი გონებრივი შეზღუდულობის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენელთა დასკვნების მიუხედავად, პირველ მომჩივანს არ წარმოადგენდა ადვოკატი მშობლის უფლებების ჩამორთმევის შესახებ საქმის განხილვაში. იმის გამო, რომ მას (პირველ მომჩივანს) არ შეეძლო სათანადოდ გაეგო ამგვარი სამართალწარმოების სრული იურიდიული ძალა და ადეკვატურად ედავა თავის საქმეში და მისი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების შესახებ სამართალწარმოების მნიშნელობიდან გამომდინარე, ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა უზრუნველეყოთ ორივე, პირველი მომჩვანისა და ლ.–ის ინტერესების ადეკვატურად დაცვა, განსაკუთრებით მათ შორის კავშირების თვალსაზრისით. ვიდრე სასამართლოს შეეძლო დათანხმებოდა, რომ პირველი მომჩივნის თანხმობა, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლებები, არ იყო საჭირო გაშვილების შესახებ სამართალწარმოებაში, ის (სასამართლო) ამის მიუხედავად მიიჩნევდა, რომ იქ სადაც, ეროვნული სისტემა იძლეოდა შესაძლებლობას, როგორც ეს ხორვატიაშია, აღმდგარიყო მშობლის უფლებები, აუცილებელი იყო, რომ მშობელს მისცემოდა შესაძლებლობა, გამოეყენებინა ეს უფლება ბავშვთან მიმართებით, სანამ ბავშვი გაშვილდებოდა. თუმცა, პირველი მომჩივნისთვის გაშვილების სამართალწარმოების შესახებ შეუტყობინებლობით ეროვნულმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეუზღუდეს მას შესაძლებლობა, ეცადა მშობლის უფლებების აღდგენა მანამ სანამ მას და თავის ვაჟს შორის კავშირები საბოლოო გაწყდებოდა ბავშვის გაშვილებით. შესაბამისად, მას ხელი შეეშალა შიდასახელმწიფოებრივი სამართლით გარანტირებული უფლების გამოყენებაში და ის არ იყო საკმარისად ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 12 500 ევრო პირველ მომჩვანს როგორც არამატერიალური ზიანი.
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy