© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #150
2012 წლის მარტი
აქსუ თურქეთის წინააღმდეგ [GC] - 4149/04
გადაწყვეტილება 15.3.2012 [GC]
მუხლი 8
მუხლი 8-1
პირადი ცხოვრების დაცულობა
ბოშური თემისთვის სავარაუდოდ შეურაცმყოფელი პუბლიკაციები – არ არის დარღვევა
ფაქტები – 2000 წელს კულტურის სამინისტრომ გამოსცა წიგნი სახელად თურქეთის ბოშები რომლის ავტორიც იყო ასოცირებული პროფესორი. მომჩივანმა გააპროტესტა იმ მოტივით რომ წიგნი შეიცავდა გამონათქვამებს და შენიშვნებს რომელიც შეურაცმყოფელი და საზიანო იყო ბოშებისთვის. მომჩივანმა სარჩელი შეიტანა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სამინისტროს და წიგნის ავტორის წინააღმდეგ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მიიღო სარჩელი მას შემდეგ რაც დაადგინა რომ წიგნი იყო აკადემიური კვლევის საფუძველზე მომზადებული, ეფუძნებოდა სამეცნიერო მონაცემებს და მიმოიხილავდა თურქეთში ბოშების სოციალურ სტრუქტურას და რომ სადაო გამონათქვამები არ იყო შეურაცმყოფელი მომჩივანის მიმართ. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სარჩელი.
მომჩივანმა ასევე სამოქალაქო სარჩელი შეიტანა არასამთავრობო ასოციაციის წინააღმდეგ, რომელმაც კულტურის სამინისტროდან ფინანსური მხარდაჭერით გამოაქვეყნა ორი ლექსიკონი სახელად თურქული ენის ლექსიკონი მოსწავლეებისთვის და თურქული ენის ლექსიკონი რომლებშიც მომჩივანმა მიუთითა რომ იყო გარკვეული ტერმინები რომელიც იყო შეურაცმყოფელი და დისკრიმინაციული ბოშების მიმართ. ეროვნულმა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს არც ეს სარჩელი მას შემდეგ რაც დაადგინეს რომ ლექსიკონში გამოყენებული განმარტებები და გამონათქვამები ეფუძნებოდა ისტორიულ და სოციოლოგიურ რეალობებს და რომ არ არსებობდა რეაური განზრახვა ეთნიკური ჯგუფის შეურაცყოფის ან ზიანის მიყენების. მათ ასევე მიუთითეს რომ სხვა მსგავსი გამონათქვამები თურქულ ენაში სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით ასევე შეიძლება მოძიებულ იქნას ენციკლოპედიებსა და ლექსიკონებში.
2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებაში (იხილეთ საინფორმაციო ბარათი #132), სასამართლოს პალატამ დაადგინა ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-14-ე მუხლის მე-8-ე მუხლთან ერთად დარღვევას.
კანონი – მუხლი 8
(ა)გამოყენებადობა – მიუხედავად იმისა, რომ პალატამ განიხილა საქმე მე-14-ე მუხლი მე-8-ე მუხლთან ერთობლიობაში, დიდმა პალატამ დაადგინა რომ საქმე არ ეხება განსხვავებულ მოპყრობას ან ეთნიკურ დისკრიმინაციას, ვინაიდან მომჩივანმა ვერ წარმოადგინა პირველადი შეხედვით აღქმული მტკიცებულება რომ სადაო პუბლიკაციას ჰქონდა დისკრიმინაციული განზრახვა ან ეფექტი. შესაბამისად ვერ მოხდება ამ საქმის შედარება სხვა სარჩელებთან რომელიც ადრე იყო წარმოდგენილი ბოშური თემის მიერ. ძირითადი გამოსაკვლევი საკითხი იყო სადაო პუბლიკაცია არათანაზომიერ ჩარევას ახდენდა თუ არა მომჩივანის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში. ამიტომ საქმე განხილული იქნება მხოლოდ მე-8-ე მუხლის ფარგლებში;
(ბ)მისაღებობა (დაზარალებულის სტატუსი) – დიდმა პალატამ გაითვალისწინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი პირადად არ წარმოადგენდა სადაო შენიშნევბის და განცხადებების სამიზნეს, მას შესაძლოა ეგრძნო თავი შეურაცყოფილად იმ შენიშვნების გამო რაც გაკეთებული იყო იმ ეთნიკური ჯგუფის მიმართ რომელსაც ის ეკუთვნოდა. ამ დასკვნის ფარგლებში, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ ეროვნულ დონეზე სადაო არ გამხარა მომჩივანის მიერ სარჩელის წარდგენის უფლებამოსილება, მომჩივანს შეეძლო ედავა რომ ის იყო დაზარალებული კონვენციის 34-ე მუხლის ფარგლებში.
დასკვნა: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა (ერთხმად)
(გ) საქმის არსებითი მხარე
(I)სარჩელი წიგნთან დაკავშირებით: მომჩივანის საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი რისი დადგენაც იყო საჭირო მოპასუხე სახელმწიფომ შეასრულა თუ არა მისი პოზიტიური ვალდებულება დაეცვა მომჩივანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და წიგნის ავტორისგან შესაძლო ჩარევისგან. მოცემული საქმის მსგავს საქმეში, როდესაც სარჩელი ეხებოდა მე-8-ე მუხლით დადგენილ უფლებების შელახვას სხვების მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების შედეგად, სასამართლოს უნდა დაებალანსებინა მომჩივანის მე-8-ე მუხლით გარანტირებული უფლებები გამოხატვის თავისუფლების საზოგადოებრივი ინტერესების პირპისპირ. მომჩივანის სარჩელის ორ ეტაპზე არ დაკმაყოფილებისას, თურქეთის სასამართლოები ეყრდნობოდნენ ანგარიშს, რომელიც მომზადებული იყო შვიდი უნივერსიტეტის პროფესორების მიერ რომელიც წიგნს ახასიათებდა როგორც აკადემიურ კვლევას დაფუძნებულს სამეცნიერო კველვაზე და მიიჩნევდა რომ წიგნში გაკეთებული შენიშვნები და გამონათქვამები იყო ზოგადი ხასიათის, არ ეხებოდა ყველა ბოშას და არ წარმოადგენდა თავდასხმას მომჩივანის პიროვნულ ინდივიდუალურობაზე. ეს დასკვნა არ იყო უსაფუძვლო ან დამყარებული შესაბამისი ფაქტების არასწორად წარმოდგენაზე. მაგალითად, მაშინ როდესაც ავტორი უთითებს გარკვეულ უკანონო ქმედებებზე გარკვეული ბოშების მიერ, რომლებიც გარკვეულ რიონში ცხოვრობენ არსად წიგნში ავტორი არ საუბრობს უარყოფით კონტექსტში ბოშებზე ზოგადად და არ ამბობს რომ ყველა ბოშა უკანონო ქმედებებშია ჩართული. ამასთანავე, წიგნის წინასიტყვაობასა და შესავალში და ასევე დასკვნაში ავტორმა ხაზი გაუსვა ნათელი ტერმინებით რომ მისი განზრახვა იყო ნათელი მოეფინა ბოშური თემის უცნობ სამყაროზე რომელიც როგორც წესი წარმოადგენდა მავნე შეფასებების სამიზნეს. არ იყო უსაფუძვლო ეროვნული სასამართლოს მიერ იმის დადგენა რომ ავტორმა იმუშავა და ჩადო ძალისხმევა სამუშაოში და მას არ ამოძრავებდა რასისტული განზრახვები მაშინ როდესაც არ არსებობს მტკიცებულებები რომელიც დაამტკიცებდა რომ ავტორის განცხადებები იყო არაგულწრფელი. მომჩივანს მიეცა საშუალება წარედგინა საკუთარი სარჩელი და მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება მის სარჩელთან დაკავშირებით. კონვენციის მე-8-ე და მე-10-ე მუხლებით განსაზღვრული ფუნდამენტური კონფლიქტური უფლებების დაბალანსებისას, თურქულმა სასამართლოებმა შეაფასეს ევროპული სასამართლოს კარგად ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართალი და არ დაარღვიეს მათი თავისუფალი შეფასების ზღვარი და არ უგულებელყვეს პოზიტიური ვალდებულება დაეცვათ მომჩივანის პირადი ცხოვრების ეფექტური დაცვის უფლება.
დასკვნა: არ არის დარღვევა (თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ)
(II)სარჩელი ლექსიკონებთან დაკავშირებით: რაც შეეხება ლექსიკონს როგორც ინფორმაციის წყაროს, სადაც ჩამოთვლილია სიტყვები მათი სხვადასხვა განმარტებით – ზოგადი აღწერილობითი, ასევე ფიგურალური, ალეგორიული ან მეტაფორული – მისი მთავარი მიზანია საზოგადოების მიერ გამოყენებული ენის ასახვა. შადაო ლექსიკონები იყო საკმაოდ მოზრდილი ზომის და მთლიანი თურქული ენის ასახვას ცდილობდა. ისინი შეიცავდა სიტყვა “ბოშის” ობიექტურ დეფინიციას, მაგრამ ასევე მეტაფორულ მნიშვნელობას სიტყვის და ასევე სხვა გამონათქვამებს რომელიც აგმოიყენება სალაპარაკო თურქულ ენაში მაგალიტად როგორიცაა “ბოშური ფული” და ასევე “ბოშური ვარდისფერი”. უკეთესი იქნებოდა ყოველდღიურ საუბარში გამოყენებული გამონათქვამების კატეგორიზაცია ისეთ კატეგორიებად როგორიცაა “განმკიცხავი” ან “უხეში” - განსაკუთრებით კი იმ ლექსიკონში რომელიც მოწაფეებისთვის იყო გამიზნული – ესეთი გამაფრთხილებელი მითითება შესაბამსიობაში იქნებოდა რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის ზოგად რეკომენდაციასთან #10* რომელიც აყალიბებს სახელმწიფოს ვალდებულებას მოსწავლეებს შორის კრიტიკული აზროვნების პოპულარიზაციის. მხოლოდ ეს ელემენტი არ იყო საკმარისი სასამართლოსთვის შეეცვალა საკუთრაი მოსაზრება და არ გაეზიარებინა ეროვნული სასამართლოს პოზიცია რომ სადაო ლექსიკონები არ წარმოადგენდა სკოლის სახელმძღვანელოს და სკოლის კურიკულუმის ნაწილს. ბოლოს, ეროვნულმა სახელწმიფო უწყებებმა არ დაარღვიეს თავისუფალი მოქმედების ფარგლები და არ უგულებელყვეს მათი პოზიტიური ვალდებულება ეფექტურად დაეცვათ მომჩივანის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება.
დასკვნა: არ არის დარღვევა (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ)
*რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის ზოგადი რეკომენდაცია #10 რასიზმთან და რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ სკოლაში სწავლის დროს მიღებულია 2006 წლის 15 დეკემბერს რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის მიერ (ECRI)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy