© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე # 143
ივლისი, 2011
ალ-ჯადა (Al-Jedda) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - 27021/08
გადაწყვეტილება 7.7.2011 [დპ]
მე-5 მუხლი
მუხლი 5.1
კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება
გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მიერ ერაყის მოქალაქის განგრძობადი პრევენციული დაპატიმრება: დარღვევა
მუხლი 1
სახელმწიფოთა იურისდიქცია
ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მიერ ერაყში ერაყის მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით ტერიტორიული იურისდიქცია.
ფაქტები - 2003 წლის მარტში კოალიციამ ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით და ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით ერაყი დაიპყრო. 2003 წლის მაისში ძირითადი საბრძოლო მოქმედებები დასრულებულად გამოცხადდა. ამ დროიდან გაერთიანებული სამეფო გამოცხადდა ოკუპაციურ ძალად ჰააგის 1907 წლის კონვენციის დანართი წესებისა და ჟენევის 1949 წლის მეოთხე კონვენციის შესაბამისი დებულებების საფუძველზე. შეიქმნა გაეროს ერაყის დახმარების მისია (UNAMI). 1151 (2003) და 1546 (2004) რეზოლუციებში გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭომ აღწერა UNAMI-ის როლი, კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთიანი მეთაურობით საერთაშორისო კოალიციური ძალების უფლებამოსილება და დაადგინა, „რომ კოალიციურ ძალას აქვს უფლებამოსილება მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ერაყში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად“.
განმცხადებელი ერაყის მოქალაქეა. 2004 წლის ოქტომბერში ის დააკავეს ტერორიზმში მონაწილეობის ეჭვით და შესაბამისად დააპატიმრეს სამ წელზე მეტი ვადით ბასრას (ერაყი) საპატიმროში, რომელსაც ბრიტანეთის სამხედრო დანაყოფი მართავდა. მისი ტუსაღობა ერაყში უსაფრთხოების სავალდებულო საფუძვლების აუცილებლობად ჩაითვალა. ოპერატიული მასალა, რომელიც მის მიმართ ეჭვის საფუძველს წარმოადგენდა მას არ გააცნეს და არც სისხლის სამართალწარმოება დაწყებულა მის წინააღმდეგ. მისი პატიმრობა კოალიციური ძალების დანაყოფის მეთაურის პერიოდულ გადახედვას ექვემდებარებოდა. 2005 წლის ივნისში მან სასამართლოს მიმართა გაერთიანებულ სამეფოში, ასაჩივრებდა რა მისი განგრძობადი პატიმრობის კანონიერებას და მთავრობის უარს გაერთიანებულ სამეფოში მის დაბრუნებასთან დაკავშირებით. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ლორდთა პალატამ 2007 წლის 17 დეკემბერს მიიღო. მიუხედავად იმის გაზიარებისა, რომ ერაყში მოქმედი ბრიტანული სამხედრო დანაყოფები გაერთიანებულ სამეფოს ეხება და არა გაერთიანებულ ერებს და შესაბამისად, გაერთიანებული სამეფოა პასუხისმგებელი საერთაშორისო სამართლის საფუძველზე განმცხადებლის ტუსაღობაზე, ლორდთა პალატამ გამოარკვია რომ 1546-ე რეზოლუცია კოალიციური სამხედრო ძალების ფარგლებში ბრიტანეთის ძალებს ავალდებულებს და უფლებამოსილს ხდის გამოიყენოს ტუსაღობა „როდესაც ერაყში უსაფრთხოების უსაფრთხოების სავალდებულო საფუძვლების აუცილებლობა არსებობს“ და უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დაკისრებულ მოვალეობას ყველა სხვა საერთაშორისო მოვალეობასთან მიმართებით უპირატესობა აქვს, მათ შორის ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ მოვალეობებთან მიმართებითაც.
კანონმდებლობა - მუხლი 5.1: მოპასუხე სახელმწიფომ დაადასტურა, რომ ტუსაღობა გაერთიანებულ ერებს უკავშირდებოდა და არა გაერთიანებულ სამეფოს და შესაბამისად ამისა, რომ განმცხადებელის კონვენციის 1-ელი მუხლის საფუძველზე გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში არ ექცეოდა. აღნიშნულის საპირისპიროდ, ტუსაღობა განხორციელდა 1546-ე რეზოლუციის საფუძველზე, რომელმაც გაერთიანებული სამეფოსთვის შექმნა ვალდებულება, დაეპატიმრებინა განმცხადებელი, რასაც თავის მხრივ გაერთიანებული ერების წესდების 103-ე მუხლის შესაბამისად უპირატესი ძალა აქვს კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებთან მიმართებით.
(ა) იურისდიქცია - უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განმარტება უნდა მოხდეს არა მხოლოდ ენის თვალსაზრისით, არამედ მათი მიღების კონტექსტის გათვალისწინებით*. 2003 წლის მარტში ერაყის დაპყრობისას არ არსებობდა რეზოლუცია, რომელიც განსაზღვრავდა ერაყში არსებული რეჟიმის შეცვლის შემდეგ როლების გადანაწილებას. 2003 წლის 8 მაისით დათარიღებულ უშიშროების საბჭოს პრეზიდენტისადმი წერილში, შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ არსებული რეჟიმის შემდეგ მათ შექმნეს კოალიციის დროებითი ორგანო ხელისუფლების უფლებამოსილების განსახორციელებლად, მათ შორის ერაყში დროებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ისინი აღიარებდნენ, რომ გაერო სასიცოცხლო როლს ასრულებს ჰუმანიტარული დახმარების გაწევაში, ერაყის აღდგენაში და ხელს უწყობს ერაყის გარდამავალი ხელისუფლების ფორმირებას.
დაპყრობის შემდეგ UNSC-ის პირველი რეზოლუციით - რეზოლუცია 1483, მიღებული 2003 წლის 22 მაისს - გაერთიანებულ ერებს არ განესაზღვრა უსაფრთხოების უზუნველმყოფი რაიმე როლი. თუმცა 2003 წლის 16 ოქტომბერს მიღებული 1511-ე რეზოლუციით უფლებამოსილება მიენიჭა „კოალიციურ სამხედრო ძალას გაერთიანებული მეთაურობით, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ერაყში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად“. სასამართლომ არ მიიჩნია, რომ ეს ნიშნავდა კოალიციური სამხედრო ძალების ჯარისკაცთა მოქმედებების გაიგივებას გაერთიანებულ ერებთან ან გამორიცხავდა მონაწილე ერების დაკავშირებას. კერძოდ კი, გაერთიანებულ ერებს არ გააჩნია რაიმე ხარისხის კონტროლი არც კოალიციურ ძალებზე ან კოალიციის დროებითი ორგანოს სხვა სადამსჯელო ფუნქციაზე. განმცხადებლის დაპატიმრებამდე ოთხი თვით ადრე, 2004 წლის 8 ივნისს მიღებული 1546-ე რეზოლუციით უშიშროების საბჭომ კვლავ დაადასტურა კოალიციური ძალების უფლებამოსილება, მაგრამ არანაირი მითითება არ გაკეთებულა რომ მას სურდა [კოალიციურ] ძალებზე კონტროლის ან მმართველობის უფრო მაღალი ხარისხის განხორციელება, ვიდრე მანამდე ჰქონდა. უფრო მეტიც, ის ფაქტი რომ გაეროს გენერალური მდივანი და UNAMI განმეორებით აპროტესტებდნენ კოალიციური ძალების მიერ უსაფრთხოების მიზნებისთვის ტუსაღობის გამოყენების ფარგლებს, ართულებს იმის მტკიცებას, რომ განმცხადებლის დაპატიმრება უკავშირდებოდა გაერთიანებულ ერებს. და ბოლოს, უშიშროების საბჭოს არც ეფექტური კონტროლი აქვს და არც უპირატესი უფლებამოსილება და კონტროლი კოალიციური ძალების დანაყოფების მოქმედებებსა და უმოქმედებაზე. შესაბამისად, განმცხადებლის დაპატიმრება არ იყო დაკავშირებული გაერთიანებულ ერებთან.
ტუსაღობა განხორციელდა ექსკლუზიურად ბრიტანული ძალების კონტროლის ქვეშ არსებულ საპატიმროში და შესაბამისად განმცხადებელი ამ პერიოდის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოს უფლებამოსილებასა და კონტროლს ექვემდებარებოდა. მისი ტუსაღობაში ყოლის გადაწყვეტილება მიიღო ბრიტანელმა ოფიცერმა, რომელიც მეთაურობდა საპატიმროს. ის ფაქტი, რომ მისი დაპატიმრების საკითხი განიხილეს კომიტეტებმა ერაყელი თანამდებობის პირების და კოალიციური ძალების არა-გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების მონაწილეობით, არ გამორიცხავს გაერთიანებულ სამეფოსთან კავშირს. შესაბამისად განმცხადებელი ექცევა გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში კონვენციის 1-ელი მუხლის მიზნებისთვის.
დადგენილება: იურისდიქციაშია (ერთხმად).
(ბ) მატერიალური მხარე - მოპასუხე სახელმწიფო არ უარყოფს რომ დაპატიმრება არ შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს 5.1 მუხლის a და f ქვეპუნტებით განსაზღვრული გამონაკლისების საფუძველზე, ან რომ წარმოადგენს გამონაკლისს მე-15 მუხლის საფუძველზე. ნაცვლად ამისა ის ამტკიცებდა, რომ გაერთანებული ერების წესდების 103-ე მუხლის** საფუძველზე უშიშროების საბჭოს 1546-ე რეზოლუციით წარმოშობილ მოვალეობებს უპირატესი ძალა ქონდა გაერთიანებული სამეფოს კონვენციურ მოვალეობებთან შედარებით.
თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ გაერთიანებული ერები შეიქმნა არა მხოლოდ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, არამედ ასევე „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პოპულარიზაციისა და პატივისცემის გაძლიერებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის მისაღწევად“. წესდების 24.2 მუხლის თანახმად უშიშროების საბჭოს მოეთხოვება შეზღუდოს მისი ვალდებულებები საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად მის პირველად პასუხისმგებლობასთან მიმართებით, რათა „იმოქმედოს გაერთიანებული ერების მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად“. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განმარტებისას უნდა დავუშვათ პრეზუმპცია, რომ უშიშროების საბჭოს არ ქონდა განზრახვა წევრი ქვეყნებისთვის დაეკისრებინა ადამიანის უფლებათა ძირითადი პრინციპების დამრღვევი რაიმე ვალდებულება. ასეთი რეზოლუციის ორაზროვნების შემთხვევაში სასამართლო შესაბამისად ირჩევს იმ განმარტებას, რომელიც ჰარმონიაშია კონვენციის მოთხოვნებთან და თავიდან იცილებს ვალდებულებათა შორის კონფლიქტს. ადამიანის უფლებათა ხელშეწყობისა და პატივისცემის გაძლიერებაში გაერთიანებული ერების მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით არსებობს მოლოდინი რომ ნათელი და ზუსტი ენა იქნება გამოყენებული, როდესაც უშიშროების საბჭოს სურს, რომ სახელმწიფოებმა განახორციელონ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე მათ ვალდებულებებთან.
ტუსაღობა არ იყო პირდაპირ მითითებული 1546-ე რეზოლუციაში, რომელიც კოალიციურ ძალებს ანიჭებდა უფლებამოსილებას „მიეღოთ ყველა აუცილებელი ზომა ერაყში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების ხელშეწყობისთივს“. თუმცა ტუსაღობა მითითებული იყო რეზოლუციაზე თანდართულ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წერილში როგორც „ამოცანათა ფართო ჩამონათვალის“ ერთერთი მაგალითი, რისი შესრულებისთვისაც მზად იყო კოალიციური ძალები. სასამართლოს აზრით, რეზოლუციის ტერმინოლოგიამ კოალიციური ძალებში შემავალი წევრი ქვეყნებისთვის ღია დატოვა ერაყში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელ საშუალებათა არჩევანი. უფრო მეტიც, რეზოლუციის პრეამბულაში მითითებული იყო ყველა ძალების მზაობაზე, ემოქმედათ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ხოლო კონვენცია საერთაშორისო სამართლის ნაწილია. საპირისპირო შინაარსის ნათელი დებულების არ არსებობის პირობებში უნდა ვივარაუდოთ რომ უშიშროების საბჭოს განზრახვა იყო, კოალიციური ძალებში შემავალ ქვეყნებს ერაყში უსაფრთხოების შენარჩუნების ხელშეწყობისთვის ემოქმედათ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით მათთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესაბამისად.
უფრო მეტიც, რთული იყო 1546-ე რეზოლუციის მიერ წევრი ქვეყნებისთვის ტუსაღობის გამოყენების ვალდებულების დაკისრების შესახებ არგუმენტის შეთავსება გაეროს გენერალური მდივნისა და UNAMI განმეორებით პროტესტთან, კოალიციური ძალების მიერ ტუსაღობის გამოყენებასთან დაკავშირებით. 1546-ე რეზოლუციით უშიშროების საბჭომ გენერალურ მდივანს, სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით და UNAMI-ის განუსაზღვრა „ერაყში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობის“ მანდატი. გაეროს გენერალური მდივანი თავის კვარტალურ ანგარიშში შესაბამისი პერიოდისთვის არაერთგზის აღწერდა კოალიციური ძალების მიერ უსაფრთხოების მიზნებისთვის ტუსაღობის გამოყენების ფარგლებს როგორც „ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მწვავე პრობლემას“. UNAMI-იც იმავე პერიოდში რამდენიმე თვეში ერთხელ აქვეყნებდა ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიშებს და არაერთგზის გამოხატა შეშფოთება სასამართლო ზედამხედველობის გარეშე მრავალი ადამიანის განუსაზღვრელი ვადით ტუსაღობასთან დაკავშირებით.
დასკვნის სახით, სასამართლომ მიიჩნია, რომ 1546-ე რეზოლუციით გაერთიანებულ სამეფოს მიენიჭა უფლებამოსილება, გაეტარებინა ღონისძიებები ერაყში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების ხელშესაწყობად. თუმცა, არც ამ და არც სხვა რეზოლუციებით გაერთიანებულ სამეფოს არ მოეთხოვებოდა უსაფრთხოებისთვის რისკის შემქმნელებად მიჩნეული ადამიანების განუსაზღვრელი ვადით პატიმრობაში ყოფნა ბრალდების გარეშე. ასეთ გარემოებებში, როდესაც არ არსებობდა ტუსაღობის გამოყენების მავალდებულებელი უფლებამოსილება, არც კონფლიქტი არსებობდა გაეროს წესდებით გაერთანებული სამეფოსთვის დაკისრებულ ვალდებულებებსა და კონვენციის 5.1 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შორის. შესაბამისად 5.1 მუხლის დებულებების ჩანაცვლება ვერ მოხდებოდა.
დადგენილება: დარღვევა (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ).
41-ე მუხლი: 25 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
(იხილეთ ასევე ალ-სკეინი (Al-Skeini) და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1-ელი მუხლი, გვ.1)
* მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს საკონსულტაციო მოსაზრება: „ნამიბიაში სამხრეთ აფრიკის განგრძობადი ყოფნის სამართლებრივი შედეგები სახელმწიფოთათვის, უშიშროების საბჭოს 276 (1970) რეზოლუციის გათვალისწინების გარეშე“.
** 103-ე მუხლი ადგენს, რომ კონფლიქტის შემთხვევაში გაეროს წევრი ქვეყნისთვის წესდებით განსაზღვრულ მოვალეობებს უპირატესი ძალა აქვს სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოვალეობებზე.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy