© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე # 147
დეკემბერი, 2011
ალ-ხავაჯა და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - 26766/05 – 22228/06
გადაწყვეტილება 15.12.2011 [დპ]
მე-6 მუხლი
სისხლის სამართალწარმოება
მუხლი 6.3.d
მოწმეთა დაკითხვა
დაუსწრებელი მოწმეების ჩვენებაზე დაფუძნებული მსჯავრდება: დარღვევას არ ქონდა ადგილი; დარღვევა
ფაქტები - პირველ განმცხადებელს (ბატონი ალ-ხავაჯა), თერაპევტ-კონსულტანტს, მსჯავრი დაედო ორი ქალი პაციენტის მიმართ უხამსი მოპყრობის ორი ეპიზოდისთვის. ერთი პაციენტი, ST, გარდაიცვალა სასამართლო განხილვამდე, მაგრამ პოლიციას გარდაცვალებამდე მისცა ჩვენება, რაც ნაფიც მსაჯულებს წარედგინათ. მოსამართლემ განმარტა, რომ ჩვენების შინაარსი არსებითი მნიშვნელობის იყო პირველი ეპიზოდისთვის ბრალდებასთან მიმართებით, რადგანაც სხვა რაიმე მტკიცებულება არ არსებობდა იმის შესახებ თუ რა მოხდა. დაცვის მხარე დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ თუკი ჩვენება ნაფიცი მსაჯულებისთვის გამოქვეყნდა სასამართლო მოსმენაზე, მათ შეეძლოთ მისი გაბათილება სხვა მოწმეების ჯვარედინი დაკითხვით. სასამართლო განხილვისას ნაფიცმა მსაჯულებმა მოუსმინეს სხვა მოწმეებს, მათ შორის სხვა მომჩივანს და გარდაცვლილი მოწმის ორ მეგობარს, რომელთაც მან დაუყოვნებლივ მოუყვა მომხდარის შესახებ. დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა ჯვარედინად დაეკითხა ყველა მოწმე, რომელთაც ზეპირი ჩვენება მისცეს. შეჯამებისას პირველი ინსტანციის მოსამართლემ შეახსენა ნაფიც მსაჯულებს, რომ მათ არ მოუსმენიათ ჩვენება ST-გან, არც მის ჯვარედინ დაკითხვას დასწრებიან და რომ ვარაუდები უარყოფილი იყო. პირველ განმცხადებელს მსჯავრი დაედო ორივე ეპიზოდისთვის.
მეორე განმცხადებელს (ბატონი ტაჰერი) ბრალი წაუყენეს, inter alia, განზრახ დაჭრისთვის, რაც ცივი იარაღით ბანდიტურ დაპირისპირებას მოყვა. დანაშაულის ადგილზე დაკითხულთაგან არავის განუცხადებია, რომ იხილეს განმცხადებლის მიერ დაზარალებულის დაჭრა, მაგრამ ორი დღის შემდეგ, თვითმხილველთაგან ერთერთმა, T-მ, პოლიციას მისცა ჩვენება, სადაც უთითებდა მეორე განმცხადებელზე. სასამართლო პროცესზე პროკურორმა ითხოვა ნებართვა, წაეკითხა T-ს ჩვენება, რადგანაც მოწმეს ძალიან ეშინოდა და ამიტომაც არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. პირველი ინსტანციის მოსამართლემ დააკმაყოფილა მოთხოვნა, T-სგან და ოფიცრისგან მტკიცებულებების მიღების შემდეგ დარწმუნდა რა, რომ T-ს შეეშინდა ჩვენების მიცემა (თუმცა მისი შიში არ მომდინარეობდა მეორე განმცხადებლისგან) და რომ დაცვის სპეციალური საშუალებები, როგორიცაა ჩვენების ფარულად მიცემა, არ შეამცირებდა მის შიშს. ამის შემდეგ მოწმე T-ს ჩვენება ნაფიც მსაჯულებს გამოუქვეყნეს მის დაუსწრებლად. მეორე განმცხადებელმაც წარადგინა მტკიცებულება. მოსამართლემ თავის შემაჯამებელ სიტყვაში გააფრთხილა ნაფიცი მსაჯულები T-ს ჩვენებაზე დაყრდნობიდან მომდინარე საფრთხის შესახებ, რადგანაც არ მომხდარა მისი ჯვარედინი დაკითხვა. განმცხადებელს დაუდგინდა ბრალი და მისი მსჯავრდება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ.
ორივე განმცხადებელმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ისინი ჩიოდნენ, რომ მათი დამნაშავედ ცნობა მნიშვნელოვანწილად ემყარებოდა იმ მოწმეთა ჩვენებას, რომელთა ჯვარედინი დაკითხვა ვერ მოხდა სასამართლოზე და შესაბამისად, ამით შეილახა მათი უფლება სამართლიან სასამართლოზე. სასამართლოს პალატის 2009 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ორივე საქმეზე ერთხმად დადგინდა კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა 6.3.d მუხლთან ერთობლიობაში შემდეგი საფუძვლით: მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობის უქონლობა ეფექტიანად არ დაბალანსდა სამართალწარმოებისას.
კანონმდებლობა - 6.1 მუხლი 6.3.d მუხლთან ერთობლიობაში: 6.3.d მუხლი მოიცავს პრინციპს, რომლის თანახმადაც ბრალდებულის დამნაშავედ ცნობამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება როგორც წესი უნდა გამოქვეყნდეს საჯარო სასამართლო სხდომაზე შეჯიბრებითი განხილვისთვის. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დასაშვებია, მაგრამ ამან არ უნდა შელახოს დაცვის მხარის უფლებები. როგორც წესი, ეს გულისხმობს ბრალდებულისთვის მის წინააღმდეგ მოწმის ან ჩვენების მიცემისთანავე ან პროცესის მიმდინარეობისას მოგვიანებით დაკითხვისა და მასთან დაკავშირებით გასაჩივრების ადეკვატური და სათანადო შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ამ ზოგადი პრინციპიდან ორ დასკვნამდე მივდივართ.
1. მოწმის დაუსწრებლად მისი ჩვენების მიღების მნიშვნელოვანი მიზეზი უნდა არსებობდეს. მნიშვნელოვანი მიზეზი inter alia არსებობს, თუ მოწმე გარდაიცვალა ან არ მონაწილეობდა პროცესში განსასჯელთან ან მისი სახელით მოქმედ პირებთან დაკავშირებული შიშის გამო; ამ უკანასკნელ შემთხვევაში განსასჯელს უნდა შეეზღუდოს მისთვის 6.3.d მუხლით გარანტირებული უფლებები. იმ შემთხვევაში თუ მოწმის დაუსწრებლობა გამოწვეულია ჩვენების მიცემის ზოგადი შიშით, რომელიც პირდაპირ ვერ დაუკავშირდება განსასჯელს ან მის წარმომადგენლებს, პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა წარმართოს სათანადო მოკვლევა, არსებობდა თუ არა შიშისთვის მტკიცებულებით გამყარებული ობიექტური საფუძველი. სანამ მოწმე გათავისუფლდება სხდომაზე ჩვენების მიცემისგან შიშის საფუძვლით, პირველი ინსტანციის სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ ყველა ხელმისაწვდომი ალტერნატივა, როგორიცაა მოწმის ანონიმურობა და სხვა სპეციალური ღონისძიებები, შეუსაბამო ან განუხორციელებელი იყო.
2. მსჯავრდება, რომელიც ეფუძნება მხოლოდ ან მეტწილად იმ დაუსწრებელი მოწმის ჩვენებაზე, ვისი გამოკითხვის შესაძლებლობაც არ ქონდა განსასჯელს, არც გამოძიების მიმდინარეობისას და არც სასამართლო პროცესზე, როგორც წესი ჩაითვლება მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანობის მოთხოვნასთან („ერთადერთობის ან მეტწილობის წესი“) შეუსაბამოდ. თუმცა ეს არ არის აბსოლუტური წესი, რომელიც მოუქნელობით ხასიათდება და არ ითვალისწინებს კონკრეტული სამართლებრივი სისტემის განსაკუთრებულობას, ვინაიდან ასეთი მიდგომა წესს გაუგებარ და ქაოტურ ინსტრუმენტად გადააქცევდა, რაც ეწინააღმდეგება [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს ტრადიციულ მიდგომას სამართალწარმოების ზოგად სამართლიანობასთან დაკავშირებით, კერძოდ კი დაცვის მხარის, დაზარალებულის, მოწმეთა და საზოგადოების კონკურენტული ინტერესების დაბალანსებას მართლმსაჯულების ეფექტურად ადმინისტრირებისთვის. შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც გადმოცემით ნათქვამზე აგებული ჩვენებაა ერთადერთი ან მეტწილი მტკიცებულება განსასჯელის წინააღმდეგ, მტკიცებულებად მისი მიღება ავტომატურად არ იწვევს 6.1 მუხლის დარღვევას. ამავდროულად, იმ შემთხვევებში, როდესაც მსჯავრდება მხოლოდ ან მეტწილად ეფუძნება დაუსწრებელი მოწმის ჩვენებას, სასამართლომ საქმისწარმოება უნდა განიხილოს განსაკუთრებული ყურადღებით. ასეთი მტკიცებულების დაშვების საფრთხიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მისი დაბალანსება პინებით და სწორედ ეს მოითხოვს საკმარისად გამაწონასწორებელ ფაქტორებს, მათ შორის ძლიერ პროცედურულ გარანტიებს. თითოეულ ასეთ საქმეში მნიშვნელოვანია გამაწონასწორებელი ფაქტორების არსებობა, მათ შორის ისეთი ზომებისა, რომლებიც შესაძლებელს ხდის ამ მტკიცებულების სარწმუნოობის სამართლიან და სათანადო შეფასებას.
აღნიშნულთან მიმართებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული კანონმდებლობა მოიცავს სამართლიანობის უზრუნველმყოფ ძლიერ გარანტიებს*. რაც შეეხება იმას თუ როგორ რეალიზდებოდა ეს გარანტიები პრაქტიკაში, ის თითოეულ საქმეზე სამ საკითხს განიხილავს: აუცილებელი იყო თუ არა დაუსწრებელი მოწმის ჩვენების დაშვება; იყო თუ არა დაუსწრებელი მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენება განმცხადებლის მსჯავრდების ერთადერთი ან მეტწილი საფუძველი; და არსებობდა თუ არა საკმარისი გამაწონასწორებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსამართლე მთლიანობაში ყოფილიყო სამართლიანი.
(ა) პირველი განმცხადებლის საქმე - ეჭვგარეშეა, რომ ST-ის გარდაცვალებამ აუცილებელი გახადა მისი ჩვენების მიღება, თუ [ჩვენება] დასაშვებად ჩაითვლებოდა. მოსამართლემ ძალიან ნათლად მიუთითა მის მნიშვნელოვნებაზე („არა ჩვენება, არა ეპიზოდი ერთი“) და შესაბამისად მიიჩნია ის მეტწილ საფუძვლად. ამ ჩვენების სანდოობას ამყარებდა ის ფაქტი, რომ მხოლოდ უმნიშვნელო განსხვავებები იყო ST-ის ჩვენებასა და მისი მეგობრებისადმი მონათხრობს შორის, რომლებმაც ჩვენება მისცეს სასამართლო განხილვისას. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ის, რომ ძალიან დიდი მსგავსება იყო გაცხადებული უხამსობის მისეულ აღწერილობასა და მეორე მომჩივნის მიერ მიწოდებულ აღწერილობას შორის, ამასთან არ არსებობდა ჩვენებათა შეთანხმების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. პირადი კონსულტაციისას ექიმის მხრიდან პაციენტის მიმართ უხამსი მოპყრობის შემთხვევაში სადაც მხოლოდ ექიმი და დაზარალებულია დამსწრე, ამაზე სარწმუნო დამადასტურებელი ჩვენების წარმოდგენა რთული იქნებოდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ ყველა დანარჩენმა მოწმემ ჩვენება სასამართლო განხილვაზე მისცა და მათი სარწმუნოობა ჯვარედინი-დაკითხვით შემოწმდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის განმარტება ნაფიცი მსაჯულებისთვის საქმის სააპელაციო წესით განხილვისთვის არასაკმარისად ჩაითვალა, სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ეს მითითება ნაფიცი მსაჯულებისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო იმ კუთხით, რომ ST-ის ჩვენებას ნაკლები ძალა უნდა მინიჭებოდა, ვინაიდან მსაჯულებს არ უხილავთ ის და არ მოუსმენიათ მისი ჩვენებისთვის. აღნიშნულის და პროკურორის მიერ ST-ის ჩვენების გასამყარებლად წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ მიიჩნია, რომ ნაფიც მსაჯულებს ჰქონდათ პირველი განმცხადებლის წინააღმდეგ ST-ის ბრალდების სამართლიანი და სათანადო შეფასების შესაძლებლობა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით და პროცესის ზოგადად სამართლიანად მიჩნევიდან გამომდინარე, საკმარისი ფაქტორები გამოიკვეთა ST-ის ჩვენების მტკიცებულებად მიღების გასაწონასწორებლად.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ).
(ბ) მეორე განმცხადებლის საქმე - სათანადოდ იქნა გამოძიებული საკითხი, არსებობდა თუ არა T-ს შიშის ობიექტური საფუძვლები და პირველი ინსტანციის მოსამართლე დარწმუნდა რომ სპეციალური ღონისძიებები არ შეამცირებდა ამ შიშს.
T ერთადერთი იყო ვინც ამტკიცებდა, რომ დაინახა დაჭრის მომენტი და მისი როგორც დაუდასტურებული თვითმხილველის ჩვენება თუ ერთადერთი არა, მინიმუმ მეტწილი მტკიცებულება იყო განმცხადებლის წინააღმდეგ. ეს ჩვენება აშკარად გადამწყვეტი მტკიცებულება იყო, რომლის გარეშეც ბრალდება გაბათილდებოდა. არც მოსამართლის დასკვნა იმის შესახებ, რომ უსამართლობას არ გამოიწვევდა T-ს ჩვენება, რადგანაც განმცხადებელს შეეძლო სადავო გაეხადა ან გაექარწყლებინა ის თვითონ ან სხვა მოწმეების მოწვევით, არც ნაფიცი მსაჯულებისადმი მოსამართლის გაფრთხილება ფრთხილად შეეფასებინათ T-ს ჩვენება, შეიძლება ჩაითვალოს დაცვის მხარისთვის შექმნილი უთანასწორო შეჯიბრის გამაწონასწორებლად. მიუხედავად იმისა რომ მას გადაეცა ბრალდების უარმყოფი მტკიცებულება, განმცხადებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეემოწმებინა T-ს ჩვენების ნამდვილობა და სანდოობა ჯვარედინი დაკითხვით და ვინაიდან T ერთადერთი მოწმე იყო, რომელმაც მოისურვა და შეძლო ეთქვა, თუ რა ნახა, განმცხადებელს არ შეეძლო მოეწვია სხვა მოწმე, რომელიც დაუპირისპირდებოდა ამ ჩვენებას. უფრო მეტიც, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ნათლად და დამაჯერებლად იყო გამოხატული მოსამართლის გაფრთხილება ნაფიცი მსაჯულების მიმართ გადაუმოწმებელ მტკიცებულებაზე დაყრდნობიდან მომდინარე საფრთხის შესახებ, ეს არ შეიძლება საკმარის გამაწონასწორებელ ფაქტორად ჩაითვალოს, როდესაც სახელმწიფო ბრალდების მხარის თვითმხილველის გადაუმოწმებელი ჩვენება განმცხადებლის წინააღმდეგ ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებაა.
ძლიერი გამაბათილებელი მტკიცებულების არარსებობის პირობებში T-ს ჩვენების მეტწილი ბუნება ნიშნავდა იმას, რომ ნაფიც მსაჯულები მოკლებული იყვნენ T -ს ჩვენების სამართლიანად და სათანადოდ შეფასების შესაძლებლობას. მთლიანად საქმისწარმოების სამართლიანობის შეფასებისას [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ დაასკვნა, რომ სახეზე არ იყო T-ს ჩვენების დაშვებით დაცვის მხარისთვის გამოწვეული სირთულეების საკომპენსაციოდ საკმარისი გამაწონასწორებელი ფაქტორები.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: 6 000 ევრო მეორე განმცხადებლის სასარგებლოდ არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
* ეს გულისხმობს იმ გარემოებათა განსაზღვრის წესებს, რომელთა არსებობისას დაუსწრებელი მოწმის ჩვენება შეიძლება დასაშვებ მტკიცებულებად ჩაითვალოს: ჩვენების პირდაპირ მიცემის შიშის გამო დაუსწრებელი მოწმის დასაშვებად ალტერნატიული ზომების განხილვის მოთხოვნა, დაუსწრებელი მოწმის ჩვენების გამორიცხვის დისკრეცია და საქმისწარმოების შეწყვეტის ვალდებულება, თუკი ბრალდების საფუძველს „სრულად ან ნაწილობრივ“ წარმოადგენს გადმოცემით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიცემული ჩვენება, რომელიც იმდენად არასარწმუნოა, რომ ბრალდება უსაფრთხო არ იქნება. ამასთან, პირველი ინსტანციის მოსამართლეს მოეთხოვებოდა ნაფიცი მსაჯულებისთვის განემარტა, ტრადიციული მტკიცების ტვირთი და ასევე გადმოცემით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიცემულ ჩვენებაზე დაყრდნობის საფრთხე.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy