© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #128
2010 წლის მარტი
ალ – საადონი და მუფდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ – 61498/08
გადაწყვეტილება 2.3.2010 (IV სექცია)
მუხლი 3
არადამიანური მოპყრობა
პოზიტიური ვალდებულებები
პატიმრების გადაცემა ერაყის სახელმწიფო უწყებებისთვის მიუხედავად სიკვდილით დასჯის საფრთხისა: დარღვევა
მუხლი 13
ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალებები
ლორდთა პალატაში აპელაცია არ იყო ეფექტური პატიმრების გადაცემა ერაყის სახელმწიფო უწყებებისთვის მოხდა იქამდე სანამ აპელაციის განხილვა მოხდებოდა: დარღვევა
მუხლი 34
საჩივრის წარდგენის უფლების გამოყენების შეფერხება
ერაყის სახელმწიფო უწყებებისთვის პატიმრების გადაცემა უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიების საწინააღმდეგოდ თითქოსდა “ობიექტური დაბკროლების” გამო რაც შეუძლებელს ხდის შესაბამისობას: დარღვევა
მუხლი 46
მუხლი 46-2
გადაწყვეტილების აღსრულება
ინდივიდუალური ღონისძიება
მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს ყველა შესაძლო ღონისძიება იმისათვის რომ მიიღოს ერაყის სახელმწიფო უწყებებისგან პირობა რომ მომჩივნებს არ დასჯიან სიკვდილით
ფაქტები – საქმე ეხება ორი ეროვნებით ერაყელი პირის საჩივარს, რომლებიც ერაყში ბრიტანეთის სახელმწიფო უწყებებმა გადასცეს ერაყის საპატიმროს ევროპის სასამართლოს მიერ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით განსაზღვრული უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიების დარღვევით, ამ ქმედებით ისინი აღმოჩნდნენ რეალური რისკის წინაშე წარმდგარიყვნენ უსამართლო სასამართლოს წინაშე და დასჯილიყვნენ სიკვდილით ჩამოხრჩობის გზით.
მომჩივანები 2003 წელს დააპატიმრეს ბრიტანულმა სამხედრო ძალებმა მრავალ-ეროვნული ძალების მიერ ერაყის დაკავების შემდეგ. თავდაპირველად ისინი განათავსეს ბრიტანეთის მეთვალყურეობის ქვეშ არსებულ ციხეში როგორც “უსაფრთხოების პატიმრები” ეჭვის საფუძველზე რომ ისინი იყვნენ პარტია ბაასის მაღალჩინოსნები ძველი რეჟიმის პირობებში და რომ ისინი ხელმძღვანელობდნენ კოალიციის ძალების საწინააღმდეგოდ მიმართულ ძალადობას. 2004 წლის ოქტომბერში ბრიტანეთის სამხედრო ძალები, რომლებიც იძიებდნენ ორი ბრიტანელი სამხედროს გარდაცვალების ფაქტს 2003 წლის 23 მარტს სამხრეთ ერაყში, დაადგინეს რომ არსებობდა მტკიცებულება მომჩივნების ამ მკვლელობაში მონაწილეობის თაობაზე. 2005 წლის დეკემბერში ბრიტანეთის სახელმწიფო უწყებებმა გადააგზავნეს მკვლელობის საქმეები მომჩივნების წინააღმდეგ ერაყის სისხლის სამართლის სასამართლოში. 2006 წლის მაისში გაიცა პატიმრობის ბრძანება მათ წინააღმდეგ ერაყის სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე და მათი ბასრაში ბრიტანული ჯარის ზედამხედველობის ქვეშ პატიმრობაში დატოვება იყო გათვალისწინებული. ბრიტანულმა სახელმწიფო უწყებებმა შეუცვალეს მომჩივნებს სტატუსი ”უსაფრთხოების პატიმრებიდან” “სისხლის სამართლის პატიმრებზე.” 2006 წელს საქმეები გადაეცა ბასრას სისხლის სამართლის სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა რომ მომჩივნების ბრალდებები წარმოადგენდა ომის დანაშაულს რომელიც უნდა განეხილა ერაყის უმაღლეს ტრიბუნალს, რომელიც უფლებამოსილია მიუსაჯოს სიკვდილით დასჯა. ერაყის უმაღლესმა ტრიბუნალმა რამდენჯერმე ითხოვა მომჩივნების მის ზედამხედველობაში გადაცემა. შესაძლო გადაყვანის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით მომჩივნებმა მიმართეს ინგლისის სასამართლოებს. 2008 წლის 19 დეკემბერს დივიზიურმა სასამართლომ კანონიერად სცნო და ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 30 დეკემბერის გადაწყვეტილებით. იმის გათვალისწინებით რომ არსებობდა რეალური რისკი მომჩივნების სიკვდილით დასჯის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა რომ გაეროს მანდატის ვადის გასვლამდე 2008 წლის 31 დეკემბრამდე გაერთიანებული სამეფო არ იყენებდა მომჩივნებთან დაკავშირებით ავტონომიურ ძალაუფლებას როგორც სუვერენული სახელმწიფო არამედ მოქმედებდა როგორც ერაყის სასამართლოს აგენტი. მას არ ჰქონდა საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილება დაეკავებინა, გაეთავისუფლებინა ან დაებრუნებინა მომჩივნები. მას დაკავებული ჰყავდა მომჩივნები მხოლოდ ერაყის უმაღლესი ტრიბუნალის მოთხოვნის და გადაწყვეტილების საფუძველზე და ვალდებული იყო დაებრუნებინა ისინი იმ ტირბუნალის ზედამხედველობის ქვეშ გაერთიანებულ სამეფოს და ერაყს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე. ეს მართალი იყო მანდატის გასვლასთან ერთად ვინაიდან ამ რიცხვის შემდეგ ბრიტანული ძალები ვეღარ ისარგებლებდნენ სამართლებრივი უფლებამოსილებით პატიმრობაში ყოლოდათ ნებისმიერი ერაყელი. ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინაც კი თუ დიდი ბრიტანეთი ისარგებლებდა იურისდიქციით, მას საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული ჰქონდა ვალდებულება გადაეცა მომჩივნები ერაყის უმაღლესი ტრიბუნალის მეთვალყურეობის ქვეშ გარდა იმ შემთხვევისა თუ მომჩივნებს ჩადენილი ჰქონდათ დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ ან წამება. სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით არცერთ ამ კატეგორიაში არ ჯდებოდა. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელაცია. მან ასევე უარყო ლორდთა პალატაში გასაჩივრების უფლება ან მომჩივნების დორებითი შემსუბუქების საშუალებით უზრუნველყოფა.
მოკლე ვადაში მას შემდეგ რაც ევროპულმა სასამართლომ შეიტყო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე გასცა განმარტება სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის მიხედვით რომ მომჩივნები არ შეიძლება გადაყვანილ იქნან დიდი ბრიტანეთის საპატიმრო ზედამხედველობიდან შემდეგ შეტყობინებამდე. მიუხედავად ამისა, 2008 წლის 31 დეკემბერს სახელმწიფომ უპასუხა რომ ვინაიდან გაეროს მანდატი იწურებოდა შუაღამისას ისინი ვერ დაუშვებდნენ გამონაკლისს და ამიტომ მათ უკვე გადასცეს მომჩივნები ერაყს პატიმრობაში იმ დღეს დილით. მომჩივნების სასამართლო პროცესი ერაყის უმაღლეს რრიბუნლაში დაიწყო 2009 წლის მაისში და დასრულდა 2009 წლის სექტემბერში გადაწყვეტილებით სადაც მათი ბარლდებები გაუქმდა და ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ. პროკურორის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ ერაყის საკასაციო სასამართლომ გადასცა საქმე დამატებითი გამოძიებისთვის ერაყის სახელმწიფო უწყებას და ხელახალი სასამართლო პროცესისთვის. მომჩივნები დარჩნენ პატიმრობაში.
2009 წლის გადაწყვეტილებით საქმის მისაღებობის შესახებ (იხილეთ საინფორმაციო ჩანაწერი #120), ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რომ სრულად და ექსკლუზიური დე ფაქტო და საბოლოოდ კი დე იურე კონტორლის უფლების მიცემა გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უწყებების მიერ ბარსაში საპატიმროზე მომჩივნები იმყოფებოდნენ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში იქამდე სანამ არ მოხდა მათი ფიზიკური გადაყვანა ერაყის უწყებების მეთვალყურეობის ქვეშ 2008 წლის 31 დეკმებერს.
კანონი – მუხლი 3: მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილით დასჯა არ მიიჩნეოდა საერთაშორისო სტანდარტის დარღვევად მაშინ როდესაც კონვენცია დაიწერა, ამის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა და მოხდა მისი სრული დე ფაქტო და დე იურე გაუქმება ევროპის საბჭოს ყველა სახლეწმიფოებში. კონვენციის ორი დამატებითი ოქმი შევიდა ძალაში რომლითაც გაუქმდა სიკვდილით დასჯა ომის დროს (დამატებითი ოქმი #6) და ყველა გარემოებებში (დამატებითი ოქმი #13), და გაერთიანებულმა სამეფომ ორივეს რატიფიკაცია მოახდინა. ყველა სახელმწიფომ გარდა ორისა ხელი მოაწერა დამატებით ქომს #13 და ყველა სახელმწიფომ რომლებმაც ხელი მოაწერე გარდა სამისა მოახდინეს მისი რატიფიცირება. ეს მონაცემები და შესაბამისი სახელმწიფო პრაქტიკა სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის თაობაზე განმარტავს რომ კონვენციის მე-2-ე მუხლი შეიცვალა ისე რომ სიკვდილით დასჯა აიკრძალა ყველა გარემოებებში. შესაბამისად, არანაირი აკრძალვა აღარ არსებობდა იმაზე რომ სიკვდილით დასჯა განხილული ყოფილიყო როგორც სიკვდილის დადგომის ცოდნით გამოწვეული ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა რომელიც შეიძლება განხილული იყოს როგორც არაადმიანური და დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა მესამე მუხლის ფარგლებში.
მტკიცებულებების და მათ მიმართ არსებული ბრალდებების ბუნებიდან გამომდინარე, 2004 წლის აგვისტოდან, როდესაც სიკვდილით დასჯა თავიდან დაკანონდა ერაყში, არსებობდა საკმარისი საფუძველი იმაზე ფიქრისა რომ მომჩივნები იდგნენ რეალური რისკის წინაშე დასჯილიყვნენ სიკვდილით იმ შემთხვევაში თუ მათი ბრალდების განხილვა და მსჯავრდება მოხდებოდა ერაყის სასამართლოს მიერ. ეს რისკი თავად მომჩივნებისთვისაც უნდა ყოფილიყო ცნობილი. სასამართლოს აზრით, 2006 წლის მაისიდან, მას შემედეგ რაც ერაყის სისხლის სამართლის სასამართლომ მოიპოვა მათ საქმეებზე ეიურისდიქცია, მომჩივნები განიცდიდნენ კარგად დასაბუთებულ და განგრძობად საფრთხეს სიკვდილით დასჯის რაც მათ მკვეთრ ფსიქოლოგიურ ტანჯვას აყენებდა რომელიც უდაოდ გაძლიერდა მათი ერაყის საპატიმროში გადაყვანით 2008 წლის 31 დეკემბერს.
რაც შეეხება სახელმწიფოს არგუმენტს რომ საერთაშორისო სამართლის კარგად დამკვიდრებული პრინციპების მიხედვით, მათ არ ჰქონდათ არჩევანი გარდა იმისა რომ პატივი ეცათ ერაყის სუვერენიტეტისთვის და გადაეცათ მომჩივნები ერაყის სასამართლოს იურისდიქციის პატიმრობაში მოთხოვნისამებრ, სასამართლომ უპასუხა რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის არ არის სავალდებულო გარიგებაში შევიდეს სხვა სახელმწიფოსთან რომელიც არღვევს მის მიერ კონვენციით აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევბში როდესაც სიკვდილით დასჯას ან მძიმე და შეუქცევად ზიანს აქვს ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული სასამართლოები მიიჩნევდნენ რომ ისინი შეზღუდული იყვნენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებით რომელიც ზღუდავდა “დიპლომატიური თავშესაფრით” უზრუნველყოფას იმ შემთხვევბში როდესაც პიროვნებას ჰქონდა რისკი მკაცრი მოპყრობის რომელიც კაცობრიობის წინაღმდეგ ჩადენილ დანაშუალს უტოლდებოდა, სასამართლომ დაადგინა რომ მომჩივანის მდგომარეობა აშკარად განსხვავებული იყო. მომჩივნებს არ მოუთხოვიათ თავშესაფარი გაერთიანებულ სამეფოში არამედ აქტიურად იყვნენ მათი დაკავების მომენტიდან პატიმრობამდე ბრიტანული შეიარაღებული ძალების მეთვალყურეობის ქვეშ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ფარგლებში. ამ შემთხვევაში, მოპასუხე სახელმწიფოს ეკისრებოდა ვალდებულება უზრუნველეყო რომ მომჩივნების დაკავება და პატირმობა არ დასრულებულიყო ისეთი ფორმით რაც შელახავდა მათ უფლებებს.
ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლო არ იყო დაკმაყოფილებული არგუმენტით რომ მომჩივანის კონვენციით განსაზღვრული უფლებების დაცვის საჭიროება გარდაუვლად იწვევდა ერაყის სუვერენიტეტის შელახვას. აშკარა იყო რომ არანაირი რეალური ქმედება არ განხორციელებულა იმისათვის რომ ერაყის სახელმწიფო უწყებებთან წარმოებულიყო მოლაპარაკებები სიკვდილით დასჯის რისკის პრევენციისთვის. მაგალითად, მიუხედავად იმისა რომ მტკიცებულებით აშკარა იყო რომ ერაყის პროკურორებს არ “ეყოთ გამბედაობა” თავად წამოეწყოთ საქმე მისი “მაღალი მნიშვნელობის” გამო, შესაძლებლობა არ ჩანდა ამოწურული იმაზე მოლაპარაკებების საწარმოებლად რომ მომჩივნების საქმის განხილვა მომხდარიყო ბრიტანული სასამართლოს მიერ ან ერაყში ან გაერთიანებულ სამეფოში. ასევე არ ყოფილა მოთხოვნა წაყენებული ერაყის სახელმწიფო უწყებების მიმართ, სანამ გადაწყვეტილება მომჩივანთა საქმეების ერაყის სასამართლოების გადაცემის თაობაზე იქნებიდა მიღებული, რომ საქმის გადაცემის შემთხვევაში მომჩივანს არ დაემუქრებოდა სიკვდილით დასჯა. არანაირი მსგავსი წინასწარი თანხმობა არ ყოფილა მიღებული.
ასეთი წინასწარი დაპირების არ არსებობის შემთხვევაში, მომჩივნების გადაცემა ერაყის სასამართლო სისტემისადმი და მათი ფიზიკური გადაყვანა ერაყის სახელმწიფო უწყების მმართველობის ქვეშ არსებულ ციხეში წარმოადგენდა გაერთიანებული სამეფოს მიერ კონვენციის მე-2-ე და მე-3-ე მუხლებით და დამატებითი ოქმი #13 მუხლი 1 აღებული ვალდებულების შეუსრულებლობას იქამდე სანამ მათი საქმის შედეგი ერაყის უმაღლეს სასამართლოში გაურკვეველი იყო, მომჩივნები იქცნენ 2006 წლის მაისიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლებად ერაყის სახელმწიფო უწყებების მიერ სიკვდილით დასჯის გამოყენების მოლოდინში.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 6: სასამართლომ გაითვალისწინა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება რომ მომჩივნების ერაყის სახელმწიფო უწყებების მეთვალყურეობის ქვეშ გადაყვანისთივს არ ყოფილა დადგენილი რომ მომჩივნები რისკავდნენ ერაყის უმაღლეს ტრიბუნალში გამხდარიყვნენ არასამართლიანი სასამართლოს ობიექტები. არც ეხლა, როდესაც სასამართლო უკვე ჩატარდა, სასამრთლოს წინაშე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება რომელიც ეჭვს შეიტანს ამ შეფასებაში.
დასკვნა: არ არის დარღვევა. (ერთხმად)
მუხლები 13 და 34: სახელმწიფო დაობდა რომ არსებობდა “ობიექტური წინააღმდეგობა” სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით რაც გამოიხატებოდა იმაში რომ მომჩივნების გადაცემა ერაყის სახელმწიფო უწყებებისთვის წარმოადგენდა ერთადერთ მოქმედებას რომელიც შესაბამისობაში იყო ერაყის სუვერენიტეტთან. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფო პასუხისმგებელი იყო იმ მდგომარეობაზე რაშიც ის აღმოჩნდა, პირველი, მან არ მოიპოვა სავალდებულო დაპირება სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით მომჩივნების საქმის ერაყის სასამართლოებისადმი გადაცემამდე და მათი ფიზიკურად ერაყის მეთვალყურეობის და პატიმრობის ქვეშ გადაცემამდე და მეორე ის გარიგებაში შევიდა სხვა სახელწმიფოსთან რომელიც არ ასრულებდა მის ვალდებულებებს განსაზღვრულს კონვენციით რაც მომჩივნების ფუნდამენტური ადამიანის უფლებების დაცვაში გამოიხატება. სახელმწიფოს არც ის დაუდგენია არსებობდა თუ არა ამ უფლებების დაცვის რეალური ან პრაქტიკული საშუალებები.
ამასთანავე, სასამართლო არ დაკმაყოფილდა იმით რომ სახელმწიფომ გადადგა ყველა გონივრული ნაბიჯი, ან ნებისმიერი ნაბიჯი იმისათვის რომ მისი მოქმედება შესაბამისობაში ყოფილიყო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლთან. მათ არ მოახდინეს სასამართლოს ინფორმირება, მაგალითად, აეხსნათ სიტუაცია ერაყის სახელმწიფო უწყებებისთვის და მიეღწიათ საკითხის დროებითი მოგვარებისთვის. სახელმწიფოს მიდგომა ერაყის სახელმწიფო უწყებების მიმართ მომჩივანის 2008 წლის 31 დეკემბერს გადაცემამდე არ იყო საკმარისი იმის უზრუნველსაყოფად რომ სიკვდილით დასჯა არ განხორციელებულიყო და მათი შემდგომი მცდელობები განხორციელდა მას შემდეგ რაც მომჩივნებმა დატოვეს მათი იურისდიქცია ანუ მაშინ როდესაც ბრიტანულმა სახელმწიფო უწყებებმა დაკარგეს ნებისმიერი რეალური და კონკრეტული ძალაუფლება მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის. მოპასუხე სახელმწიფომ არ გადადგა ყველა გონივრული ნაბიჯი იმისათვის რომ მისი მოქმედება შესაბამისობაში ყოფილიყო დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიებებთან და ამით მომჩივნებს მიადგათ მძიმე და გამოუსწორებელი ზიანი. ამან ასევე იქონია გავლენა ლორდთა პალატაში აპელაციის ეფექტურობის ბათილობაზე.
დასკვნა: დარღვევა (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ)
მუხლი 46: სახელმწიფო ვალდებული იყო ბოლო მოეღო მომჩივნების სიკვდილის დასჯის საფრთხისთვის დაუყოვნებლივ ყველა შესაძლო ნაბიჯის გადადგმით და ერაყის სახელმწიფო უწყებებიდან თანხმობის მიღებით რომ მომჩივნებს არ დასჯიდნენ სიკვდილით.
მუხლი 41: მე-3-ე, მე-13-ე და 34-ე მუხლების დარღვევის დადგენა 46-ე მუხლთან ერთად წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას ნებისმიერ მორალურ ზიანთან მიმართებით
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy