© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე # 143
ივლისი 2011
ალ-სკეინი (Al-Skeini) და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - 55721/07
გადაწყვეტილება 7.7.2011 [დპ]
1-ელი მუხლი
სახელმწიფოთა იურისდიქცია
ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მიერ ერაყში სავარაუდო მკვლელობაზე ტერიტორიული იურისდიქცია
მე-2 მუხლი
მუხლი 2.1
ეფექტური გამოძიება
ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთ ერაყის ოკუპაციის დროს ერაყის მოქალაქეთა სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით სრულიად დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების ვერ ჩატარება: დარღვევა; დარღვევა
ფაქტები - 2003 წლის 20 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და კოალიციის სხვა პარტნიორთა შეიარაღებული ძალები შევიდნენ ერაყში იმ დროს ხელისუფლებაში მყოფი ბაათის რეჟიმის შეცვლის მიზნით. 2003 წლის 1 მაისს საბრძოლო მოქმედებათა უმრავლესობა დასრულებულად გამოცხადდა და შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო ოკუპაციური ძალები გახდნენ. მათ შექმნეს კოალიციის დროებითი ორგანო „ხელისუფლების დროებით განსახორციელებლად“. ეს უფლებამოსილება მოიცავდა ერაყში უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც. ოკუპაციური ძალების მიერ აღებული უსაფრთხოების დამცველის როლი გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭომ 2003 წლის 22 მაისს მიღებული 1483-ე რეზოლუციით აღიარა. ოკუპაცია დასრულდა 2004 წლის 28 ივნისს, როდესაც ერაყში ხელისუფლება სრულად გადაეცა ერაყის დროებით ხელისუფლებას და კოალიციის დროებითმა ორგანომ შეწყვიტა არსებობა.
ოკუპაციის პერიოდში გაერთიანებული სამეფო განაგებდა სამხედრო დანაყოფს - კოალიციური დანაყოფი (სამხრეთ აღმოსავლეთი) - რომელიც მოიცავდა ალ-ბასარას პროვინციას. 2003 წლის 1 მაისიდან ალ-ბასარას პროვინციაში უსაფრთხოების შენარჩუნებასა და სამოქალაქო ადმინისტრაციისთვის დახმარებაზე პასუხისმგებლობა აიღო ბრიტანულმა ძალებმა. განმცხადებლები იყვნენ ახლო ნათესავები ერაყის ექვსი მოქალაქისა, რომლებიც ოკუპაციის პერიოდში 2003 წელს ბასრაში მოკლეს.
პირველი, მეორე და მეოთხე განმცხადებლების ნათესავებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს, როდესაც ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს, ჩათვალეს რა რომ მათ თავს ესხმოდნენ ან რისკის ქვეშ იყვნენ. მესამე განმცხადებლის ცოლი გარდაიცვალა ბრიტანულ პატრულსა და უცნობ შეიარაღებულ პირს შორის ორმხრივი ცეცხლის დროს. ოთხივე საქმეში გადაწყდა - პირველ სამ საქმეზე ჯარისკაცთა მეთაური ოფიცრის მიერ, ხოლო მეოთხე განმცხადებელთან მიმართებით სამეფო სამხედრო პოლიციის საგანგებო საგამოძიებო დანაყოფის (SIB) მიერ - რომ ეს შემთხვევები ექცევა ბრიტანული ძალების ჩართულობის წესების* მოქმედების სფეროში და გამოძიების გაგრძელება არ არის საჭირო.
მეხუთე განმცხადებლის ვაჟი ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ცემეს, რადგანაც მის მიერ მარადიორობის ჩადენის ეჭვი გაუჩნდათ და აიძულეს მდინარეში შესვლა, რის შედეგადაც ის დაიხრჩო. მართალია, SIB-იმ დაიწყო გამოძიება და ოთხი ჯარისკაცი სასამართლოს მასალების თანახმად მკვლელობისთვის გაასამართლეს, საბოლოო ჯამში ისინი გაამართლეს, რადგანაც ბრალდების მთავარმა მოწმემ ვერ შეძლო მათი ამოცნობა.
მეექვსე განმცხადებლის ვაჟი, ბაჰა მუსა, ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე, მის სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღმოჩნდა. SIB-ის უმალვე უხმეს გამოძიებისთვის. მეექვსე განმცხადებელმა სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესი წამოიწყო თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ივლისში დასრულდა პასუხისმგებლობის ოფიციალური და საჯარო აღიარებით და 575 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობით კომპენსაციის გადახდით. მინისტრმა განაცხადა, რომ ბაჰა მუსას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საჯარო გამოძიებაც წარიმართებოდა.
2004 წელს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა გადაწყვიტა არ განეხორციელებინა გარდაცვალების ექვსი ფაქტის გამოძიება, არ ეღიარებინა პასუხისმგებლობა, თუ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. განმცხადებლებმა სასამართლო წესით გაასაჩივრეს ეს გადაწყვეტილება. საბოლოო ჯამში საქმე ლორდთა პალატას წარედგინა, რომელმაც აღარა რომ ბაჰა მუსას საქმე გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში იყო, რადგანაც არასათანადო მოპყრობა ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე განხორციელდა. შესაბამისად ეს საქმე გადაეცა პირველი ინსტანციის სასამართლოს, იმის ხელახლა გამოსარკვევად, ადეკვატური გამოძიება ჩატარდა თუ არა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება გარდაცვალების სხვა ფაქტებს, ლორდთა პალატამ მიიჩნია, რომ ისინი ვალდებული იყვნენ ეხელმძღვანელათ [ადამიანის უფლებათა] ევროპული სასამართლოს განჩინებით საქმეზე ბანკოვიჩი (Banković) და სხვები ((განჩ.)[დპ], #. 52207/99, 2001 წლის 12 დეკემბერი) და დაედგინათ, რომ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქცია არ ვრცელდებოდა.
კანონმდებლობა - 1-ელი მუხლი (ტერიტორიული იურისდიქცია): ხელშემკვრელი სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს კონვენციით განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები მის „იუსრისდიქციაში“ მყოფი ადამიანებისთვის, უპირველესად ტერიტორიული კონცეფცია. სახელმწიფოს ტერიტორიის გარეთ განხორციელებული ქმედებები ან მათი ეფექტები შეიძლება მოექცეს ქვეყნის იურისდიქციაში მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში. სასამართლოს პრეცედენტული სამართალი მიუთითებს, რომ ასეთი გარემოებები შეიძლება არსებობდეს როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენლები უფლებამოსილებას ან კონტროლს ახორციელებენ ადამიანებზე ტერიტორიის გარეთ. ამ კატეგორიაში ექცევა შესაბამისი უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ მოწვეული ან თანხმობის საფუძველზე არსებული დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების ქმედებები, ან, სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ ტერიტორიის გარეთ ადამიანის მათ კონტროლს დაქვემდებარების მიზნით ძალის გამოყენებისას. საგამონაკლისო გარემოებები შეიძლება ასევე წარმოიშვას როდესაც კანონიერი ან უკანონო სამხედრო მოქმედების შედეგად ხელშემკვრელი სახელმწიფო ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ეროვნულ საზღვრებს გარეთ პირდაპირ, საკუთარი შეიარაღებული ძალების მეშვეობით, ან დაქვემდებარებული ადგილობრივი ადმინისტრაციის მეშვეობით.
განმცხადებელთა საქმეში ბაათის რეჟიმის ხელისუფლებისგან ჩამოშორებიდან ერაყის დროებითი ხელისუფლების ჩამოყალიბებამდე ერაყში სუვერენული ხელისუფლების გამგებლობაში არსებულ საჯარო უფლებამოსილებათა ნაწილს გაერთიანებული სამეფო (შეერთებულ შტატებთან ერთად) ასრულებდა. კერძოდ კი მან იკისრა სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყში უსაფრთხოების შენარჩუნების უფლებამოსილება და პასუხიმგებლობა. ამ საგამონაკლისო გარემოებებში, გაერთიანებული სამეფო თავისი ჯარისკაცების მეშვეობით მონაწილეობდა განსახილველ პერიოდში ბასრაში მიმდინარე უსაფრთხოების ოპერაციებში და შესაბამისად ასეთი ოპერაციების ფარგლებში გარდაცვალების ფაქტებზე ჰქონდა პასუხისმგებლობა და კონტროლი. ყველა განმცხადებლის ნათესავი გარდაიცვალა სწორედ ამ პერიოდში. მესამე განმცხადებლის მეუღლის [გარდაცვალების] გარდა, ეჭვს არ იწვევდა ის ფაქტი რომ მათი სიცოცხლის მოსპობა გამოწვეული იყო ბასრას ქალაქში ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ განხორციელებული უსაფრთხოების ოპერაციებით ან მათთან დაკავშირებით. შესაბამისად მათ საქმეებზე ამგვარი იურისდიქციული კავშირი არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ცნობილი, ვისი მხრიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა მესამე განმცხადებლის მეუღლე. ის გარდაიცვალა გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებული უსაფრთხოების ოპერაციის შედეგად, რაც მესამე განმცხადებლის სახლის მიმდებარედ ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ პატრულირების შედეგად განხორციელდა მას შემდეგ რაც ისინი შეუერთდნენ ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირებას; შესაბამისად, ამ საქმეზეც არსებობდა იურისდიუქციული კავშირი.
დადგენილება: იურისდიქციაშია (ერთხმად).
მე-2 მუხლი (პროცესუალური მხარე): მე-2 მუხლის თანახმად არსებული პროცესუალური ვალდებულების შეფარდება უნდა მოხდეს რეალისტურად, უცხო ან მტრულად განწყობილი ქვეყნის დაპყრობის ან იქ ომის შემდგომ გამომძიებლების წინაშე არსებული პრობლემების გათვალისწინებით. თუმცა, ის ფაქტი რომ გაერთიანებული სამეფო ოკუპაციურ ძალას წარმოადგენდა ასევე გულისხმობდა იმას, რომ სავარაუდოდ ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ქმედებების გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საგამოძიებო ორგანოს საქმიანობის დამოუკიდებლობა.
აშკარა იყო, რომ პირველი, მეორე და მესამე განმცხადებლების ნათესავების მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება არ შეესაბამებოდა მე-2 მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან საგამოძიებო პროცესი სამხედრო მეთაურობის ჯაჭვში მოექცა სრულად და შემოიფარგლა შესაბამის ჯარისკაცთა დაკითხვით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე განმცხადებლის ძმის და მეხუთე განმცხადებლის ვაჟის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება SIB-იმ წარმართა, ეს არ იყო საკმარისი მე-2 მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად, ვინაიდან SIB იმ პერიოდში არ იყო დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში**. ამასთან მეოთხე განმცხადებლის საქმეში არსებობდა შეცდომაში შემყვან და არასანდო მტკიცებულებათა მაღალი რისკი, რაც იწვევდა სრულიად დამოუკიდებელი გამომძიებლის მიერ ძირითადი მოწმეების დაკითხვის გაჭიანურებას. მართლაც, კონკრეტული თვითმხილველი მოწმე საერთოდ არ დაკითხულა სრულად დამოუკიდებელი გამომძიებლის მიერ. მეხუთე განმცხადებლის ვაჟის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიების ეფექტურობასაც სერიოზული საფრთხე შეექმნა ხანგრძლივი გაჭიანურებით, რამაც გამოიწვია ის, რომ ოპერაციაში ჩართულობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ჯარისკაცის კვალის მიგნება შეუძლებელი გახდა. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმისწარმოების ვიწრო ფოკუსი არაადეკვატური იყო: იმ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, რომელშიც მინიმუმ prima facie მტკიცებულებით გაირკვა რომ განმცხადებლის უმცროსი ვაჟი დაიხრჩო ბრიტანელი ჯარისკაცების - რომლებიც ერაყის პოლიციას ეხმარებოდნენ მარადიორობის წინაღმდეგ ბრძოლაში - არასათანადო მოპყრობის შედეგად, მე-2 მუხლის თანახმად, სავალდებულო იყო გარდაცვალებაზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ფართო საკითხების, მათ შორის დაპყრობის შემდგომ პერიოდში ჯარისკაცთა მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით ინსტრუქციების, სწავლებისა და მათზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი შესწავლა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა დაზარალებულის ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის. აღნიშნულის საპირისპიროდ, ბაჰა მუსას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების საჯარო გამოძიება დასასრულს უახლოვდებოდა. ამ გამოძიების გათვალისწინებით, მეექვსე განმცხადებელი აღარ იყო მე-2 მუხლით დადგენილი პროცესუალურ ვალდებულებათა დარღვევის მსხვერპლი. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო პირველი ხუთი განმცხადებლის ნათესავთა გარდაცვალების ეფექტიანი გამოძიება.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: 17 000 ევრო პირველი ხუთი განმცხადებლიდან თითოეულს არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
(იხილეთ ასევე ალ-ჯედა (Al-Jedda) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 5.1 მუხლის შესახებ, გვ. 5)
* მონაწილეობის წესებით სხვა საკითხებთან ერთად დადგენილია, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უნდა მოხდეს როგორც უკიდურესი ზომა ადამიანის სიცოცხლის დასაცავად და გასროლამდე აუცილებელია გაფრთხილება, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს გაზრდის საფრთხის ქვეშ მყოფთა სიკვდილის ან დაშავების რისკს.
** SIB-ის მიერ საკუთარი ინიციატივით დაწყებული გამოძიება შეიძლება შეწყვეტილიყო სამხედრო დავალების საფუძველზე. გამოძიების დასრულების შემდეგ SIB ანგარიშს წარუდგენდა მეთაურ ოფიცერს, რომელიც თავის მხრივ წყვეტდა, გადაეცა თუ არა საქმე ბრალდების ორგანოსთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy