© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
ალ სკეინისა და სხვების საქმე გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
CASE OF AL-SKEINI AND OTHERS v. THE UNITED KINGDOM
(საჩივარი # 55721/07)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2011 წლის 7 ივლისი
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა, მაგრამ შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას
სარჩევი1
პროცედურა
ფაქტები
A. ერაყის ოკუპაცია 2003 წლის 1 მაისიდან 2004 წლის 28 ივნისამდე
B. გაერთიანებული სამეფოს ჯარების ყოფნა ერაყში 2003 წლის მაისიდან 2004 წლის ივნისამდე
ჩ. სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის წესები
D. ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ ერაყელი სამოქალაქო პირების მკვლელობასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება
E. მომჩივანთა ნათესავების გარდაცვალება
F. ადამიანის უფლებათა აქტის შესაბამისად განხორციელებული ეროვნული სამართალწარმოება
II. საერთაშორისო სამართლის შესაბამისი მასალები
სამართალი
კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა
A. დასაშვებობა
B. არსებითი განხილვა
1. იურისდიქცია
2. მე-2 მუხლით მოაზრებული საგამოძიებო ვალდებულების სავარაუდო დარღვევა
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
საქმეში Al-Skeini and Others v. the United Kingdom,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელიც შეიკრიბა დიდი პალატის სახით შემდეგ მოსამართლეთა შემადგენლობით:
ჟან პოლ კოსტა, თავმჯდომარე,
ხრისტოს როზაკისი,
ნიკოლას ბრატსა,
ფრანსუაზა ტულკენსი,
ჯოსეფ კასადევალი,
დინ სპილმენი,
ჯოვანი ბონელო,
ელისაბედ შტეინერი,
ლეხ გარლიცკი,
ლილიანა მიჯოვიცი,
დავიდ თორ ბჯორგვინსსონი,
იზაბელლე ბერრო-ლეფევრე,
გეორგ ნიკოლაუ,
ლუის ლოპეზ გუერრა,
ლედი ბიანკუ,
ანა პოვერი,
მიჰაი პოალელუნგი, მოსამართლეები,
და მაიკლ ობოილი, რეგისტრატორის მოადგილე,
იმსჯელა განმარტოებით 2010 წლის 9 და 16 ივნისს, და ასევე 2011 წლის 15 ივნისს,
და გამოიტანა წინამდებარე გადაწყვეტილება 2011 წლის 15 ივნისს
პროცედურა
1. საქმე მომდინარეობს ერაყის ექვსი მოქალაქის ბ-ნი მაზინ ჯუმაა გატეჰ ალ სკეინის, ქ-ნი ფატტემა ზაბუნ დაჰეშის, ბ-ნი ჰამეედ აბდულ რიდა ავაიდ კარეემის, ბ-ნი ფადილ ფაიაი მუზბანის, ბ-ნი ჯაბბარ კარეემ ალიას და პოლკოვნიკ დაუდ მუსას (შემდგომში “მომჩივნები”) მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის (“კონვენცია”) 34-ე მუხლის თანახმად, 2007 წლის 11 დეკემბერს გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრიდან (#55721/07).
2. მომჩივნებს, რომლებსაც მიენიჭათ უფასო სამართლებრივი დახმარება, წარმოადგენდნენ სახალხო ადვოკატები, ბირმინგემში მოღვაწე სოლისიტორები. გაერთიანებული სამეფოს მთავრობას (‘მთავრობა’) წარმოადგენდა მისი აგენტი ბ-ნი დ. ვალტონი, საგარეო და თანამეგობრობის ოფისიდან.
3. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ გარდაცვალების მომენტში მათი ნათესავები იმყოფებოდნენ გაერთიანებულის სამეფოს იურისდიქციის ქვეშ და მათი გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით არ წარმართულა ეფექტიანი გამოძიება, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა კონვენციის მე-2 მუხლთან
4. საჩივარი განსახილველად გადაეცა სასამართლოს მე-4 სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტი). 2008 წლის 16 დეკემბერს სასამართლომ გადაწყვიტა ეცნობებინა მთავრობისათვის წარდგენილი საჩივრის შესახებ. სასამართლომ ასევე გადაწყვიტა თანადროულად განეხილა საქმის დასაშვებობის საკითხი და არსებითი მხარე (მუხლი 29$1). მხარეებმა ჯერ ჯერით წარადგინეს წერილობითი კომენტარები საქმის დასაშვებობასა და არსებით მხარესთან დაკავშირებით. 2010 წლის 19 იანვარს პალატამ გადაწყვიტა საქმის განხილვის უფლებამოსილება გადაეცა დიდი პალატისათვის.
5. დიდი პალატის შემადგენლობის ჩამოყალიბება განხორციელდა კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებებისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის შესაბამისად. მეხუთე სექციის მოსამართლე პიერ ლორენსენმა უკან გაიწვია თავისი კანდიდატურა და იგი ჩაანაცვლა მოსამართლე ლუის ლოპეზ გუერამ.
6. მომჩივნებმა და მთავრობამ სათითაოდ წარადგინეს დამატებითი წერილობითი კომენტარები საქმის დასაშვებობისა და არსებით მხარესთან დაკავშირებით, ხოლო მესამე მხარედ ჩართვის შემდგომ ერთობლივი კომენტარები წარადგინეს Bar Human Rights Committee-მ, the European Human Rights Advocacy Centre-მა, Human Rights Watch-მა, Interights- მა, International Federation for Human Rights- მა, Law Society- მ, da Liberty- მ.
6. საქმის მოსმენა გაიმართა საჯაროდ, 2010 წლის 9 ივნისს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა შენობაში (რეგლამენტის 59$3).
სასამართლოს წინაშე გამოცხადდნენ:
(ა) მთავრობის მხრიდან
ბ-ნი დ. ვალტონიაგენტი
ბ-ნი ჯ.ეადიეQC
ქ-ნი ს.ივიმი
ბ-ნი ს. ვორდსვორთიმრჩეველი
ქ-ნი ლ.დანი
ქ-ნი ჰ.აკივუმიმრჩევლები
(ბ) მომჩივანთა მხრიდან
ბ-ნი რაბინდერ სინგჰი QC
ბ-ნი რ. ჰუსეინი QC
ქ-ნი ს.ფატიმა
ქ-ნი ნ.პატელი
ბ-ნი ტ.ტრიდიმასი
ქ-ნი ჰ. ლოუმრჩევლები
ბ-ნი პ. შინერი
ბ-ნი დ. კარეი
ქ-ნი ტ. გრეგორი
ბ-ნი ჯ.დაფიმრჩევლები
სასამართლომ მოისმინა ბ-ნი ეადიესა და ბ-ნი სინგჰის მიმართვები
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
8. საქმის გარემოებები შემდეგნაირად შეიძლება იქნეს მოკლედ ჩამოყალიბებული.
ა. ერაყის ოკუპაცია 2003 წლის 1 მაისიდან 2004 წლის 28 იავნისამდე
1. ისტორიული ექსკურსი: გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1441
9. 2002 წლის 8 ნოემბერს, გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭომ, გაეროს წესდების მე-7 თავის თანახმად, მიიღო 1441 რეზოლუცია. რეზოლუციაში ნათქვამი იყო inter alia, რომ ერაყი კვლავაც არღვევდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ადრე მიღებულ რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ერაყს უნდა განეხორციელებინა განიარაღების პროცესი და ეთანამშრომლა გაეროსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებთან. 1441 რეზოლუცია ერაყს ანიჭებდა საბოლოო შანსს რომ შეესრულებინა განიარაღებასთან დაკავშირებული ვალდებულება და განეხორციელებინა ინტენსიური ინსპექტირების რეჟიმი. რეზოლუცია მოითხოვდა გაეროს გენერალური მდივნისაგან, რათა მას დაუყოვნებლივ ეცნობებინა ერაყის მხარისათვის რეზოლუციის შესახებ და მოეთხოვა ერაყის მხრიდან ისპექტორებთან თანამშრომლობის დაუყოვნებლივ, უპირობო და აქტიური დაწყება. რეზოლუცია 1441 მთავრდებოდა იმის მოწოდებით, რომ უშიშროების საბჭომ “მრავალჯერ გააფრთხილა ერაყის მხარე, რომ მას ემუქრებოდა მნიშვნელოვანი შედეგები დაკისრებული ვალდებულებების სისტემატური შეუსრულებლობის გამო”. უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა მომავალში კვლავაც ემსჯელა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით.
2. მთავარი საბრძოლო მოქმედებები: 20 მარტი-1 მაისი 2003
10. 2003 წლის 20 მარტს შეიარაღებული ძალების კოალიციამ, ერთიანი მეთაურობით, რომელსაც სათავეში ედგა ამერიკის შეერთებული შტატები და რომელშიც მნიშვნელოვანწილად იყო წარმოდგენილი გაერთიანებული სამეფოს ძალები, ხოლო ავსტრალიას, დანიასა და პოლონეთს ჰყავდათ მცირერიცხოვანი კონტინგენტები, განახორციელა ერაყში შეჭრა. 2003 წლის 5 აპრილს ბრიტანელებმა აიღეს ბასრა, ხოლო 2003 წლის 9 აპრილისათვის ამერიკელებმა უკვე კონტროლი დაამყარეს ბაღდადზე. საბრძოლო ოპერაციების ძირითადი ფაზა დასრულებულად იქნა გამოცხადებული 2003 წლის 1 მაისს. ხსენებულის შემდგომ სხვა სახელმწიფოებმა გააგზავნეს პერსონალი, რათა დახმარება აღმოეჩინათ სამშენებლო სამუშაოებში.
3. სამართლებრივი და პოლიტიკური მოვლენების განვითარება 2003 წლის მაისში
11. 2003 წლის 8 მაისს გაეროში გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენლებმა ერთობლივი წერილით მიმართეს გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს. წერილის თანახმად:
“ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ისევე როგორც კოალიციის პარტნიორები, აგრძელებენ ერთობლივი ქმედებების განხორციელებას, რათა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად უზრუნველყონ ერაყის სრული განაიარაღება მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი გადამტანი საშუალებებისაგან. კოალიციაში მონაწილე სახელმწიფოები მკაცრად დაიცავენ საერთაშორისო სამართლით მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, მათ შორის იმ ვალდებულებებს, რომლებიც უკავშირდება ერაყელი ხალხის ძირითად ჰუმანიტარულ საჭიროებებს. ჩვენ უზურნველვყოფთ, რომ ერაყის ნავთობი იქნეს დაცული და გამოყენებული ერაყელი ხალხის საკეთილდღეოდ.
ერაყში პოსტ კონფლიქტურ ვითარებაში ხსენებული მიზნის მისაღწევად და ვალდებულებების შესასრულებლად, შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და კოალიციის პარტნიორებმა, რომლებიც მოქმედებენ კოალიციური ჯარების ხელმძღვანელისა და არსებული ხელმძღვანელობისა და კონტროლის მექანიზმების ქვეშ, შექმნეს კოალიციის დროებითი მმართველობა, რომელიც მოიცავს რეკონსტრუქციისა და ჰუმანიტარული დახმარების ოფისს, რათა განეხორციელებინათ დროებითი მთავრობის უფლებამოსილებები და აუცილებლობის შემთხვევაში დაცვის უზრუნველყოფა და ასევე ჰუმანიტარული დახმარების დარიგება და მასობრივი განადგურების იარაღის მოსპობა.
შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და კოალიციის პარტნიორები, რომლებიც მოქმედებენ კოალიციის დროებითი ხელისუფლების სახელით, inter alia უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას ერაყის დროებითი ადმინისტრაციისათვის, მათ შორის: შუღლის გაქარწყლების კუთხით; ერაყის ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრის დაცვას; ა) ერაყის მასობრივი განადგურების ყველა სახის იარაღის, ბალისტიკური რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ყველა სხვა სახის ქიმიური, ბიოლოგიური და ატომური იარაღის გადამტანი სისტემების დაცვას, მოხსნას, განმუხტვას, განეიტრალებას, განადგურებას; ბ) ერაყის ყველა პროგრამის, რომელიც მიზნად ისახავს ასეთი იარაღისა და გადამტანი სისტემებისა და ქვესისტემების და შემადგენელი კომპონენტების, მათ შორის ქიმიური და ბიოლოგიური კომპონენტების, ატომური იარაღისათვის გამოსაყენებელი მასალების და ხსენებულთან დაკავშირებულ სხვა მასალების, ტექნოლოგიების, მოწყობილობების, საშუალებებისა და იმ ინტელექტუალური საკუთრების, რომელიც გამოყენებულ იქნა ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს მათ განსავითარებლად, კვლევის, განვითარების, შექმნის, დამზადების, წარმოების, მხარდაჭერის, შეგროვებისა და გამოყენების შეჩერებას. ხსენებული განხორციელდება შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ასევე განხორციელდება ლტოლვილებისა და დევნილების ნებაყოფლობით დაბრუნებისათვის ხელის შეწყობა; სამოქალაქო და კანონმდებლობისა და მართლწესრიგის დაცვა, საერთაშორისო მცდელობების ხელშეწყობა, რომ ხელახლა აღორძინდეს ერაყის სამოქალაქო პოლიცია და განვითარდეს მისი შესაძლებლობები, ერაყში მდებარე ყველა სახის ტერორისტული ინფრასტრუქტურისა და რესურსების განადგურება. განხორციელდება: იმ საკითხზე ზრუნვა რომ ტერორისტულმა ჯგუფებმა უსაფრთხოდ არ იგრძნონ თავი, განაღმვითი და მსგავსი სამუშაოების მხარდაჭერა და კოორდინირება; ერაყის ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებისა და საშინელებებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წახალისება და ერაყის იმ ინსტიტუების კონტროლზე მყისიერი პასუხისმგებლობის აღება, რომელთა კომპეტენციაშიც შედის სამხედროს და უსაფრთხოების საკითხები და საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი დემილიტარიზება, დემობილიზაცია, კონტროლი, ხელმძღვანელობა, რეფორმირება, გაუქმება ან რეორგანიზება იმგვარად, რომ მათ საფრთხე კი აღარ შეუქმნან ერაყელ ხალხს ან საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, არამედ შეძლონ დაიცვან ერაყის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოსა და კოალიციის პარტნიორებს კარგად ესმით იმის საჭიროება, რომ შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც ერაყელი ხალხი შეძლებს თავისუფლად გამოავლინოს ნება საკუთარ პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით. ხსენებული მიზნით, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და კოალიციის პარტნიორები ხელს უწყობენ ერაყელ ხალხს, რათა გადადგმულ იქნეს პირველი ნაბიჯები წარმომადგენლობითი მთავრობის შესაქმნელად, რომელიც დამყარებული იქნება კანონის უზენაესობაზე, უზრუნველყოფს ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და თანასწორ დაცვას და კანონისმიერ სამართლიანობას ერაყელი ხალხის მიმართ, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიისა ან გენდერისა. შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და კოალიციის პარტნიორები ხელს უწყობენ მთავრობის წარმომადგენლობითი ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, ერაყის ფინანსურის სექტორის მმართველი ადმინისტრაციის შექმნას, რომელიც იზრუნებს ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით, ეკონომიკურ რეკონსტრუქციაზე, ერაყის ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების გამჭვირვალე ფუნქციონირებასა და აღდგენაზე და შესაფერის დროს მთავრობის ასეთი წარმომადგენლობითი ინსტიტუტებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების პროგრესულ გადაცემაზე. ჩვენი მიზანია ადმინისტრირებაზე პასუხისმგებლობა მაქსიმალურად სწრაფად გადაეცეს ერაყის ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელს.
გაერთიანებული ერები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში, ერაყში მიმდინარე სარეკონტრუქციო სამუშაოების განხორციელებასა და ერაყის დროებითი მთავრობის ფორმირების კუთხით დახმარების გაწევაში. შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და კოალიციის პარტნიორები მზად არიან მჭიდროდ ითანამშრომლონ გაეროსა და სპეციალიზირებული სააგენტოების წარმომადგენლებთან და იმედოვნებენ გენერალური მდივნის მიერ სპეციალური კოორდინატორის დანიშვნას. ჩვენ ასევე მივესალმებით წევრი სახელმწიფოების, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების და ასევე სხვა გაერთიანებების მიერ კოალიციის მიერ შექმნილი დროებითი მმართველობისა და შესაბამისი კოორდინაციის ქვეშ გაწეულ მხარდაჭერასა და შეტანილ წვლილს.
ჩვენ მადლობელი ვიქნებით თუკი შეძლებთ წინამდებარე წერილის, როგორც უშიშროების საბჭოს დოკუმენტის, გაცნობას სხვებისათვის.
(ხელმოწერილია) ჯერემი გრინსტოკი
გაერთიანებული სამეფოს მუდმივი წარმომადგენელი
(ხელმოწერილია) ჯონ დ. ნეგროპონტე
ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი”
12. როგორც აღნიშნული იყო ზემოხსენებულ წერილში, სახელმწიფოებმა, რომლებმაც განახორციელეს ერაყში სამხედრო ოპერაცია და მოქმედებდნენ კოალიციური ძალების ხელძღვანელობით შექმნეს კოალიციის დროებითი ხელისუფლება, რომელსაც უნდა ემოქმედა როგორც “მზრუნველ ადმინისტრაციას” ერაყის მთავრობის ჩამოყალიბებამდე. ხსენებული დროებით ხელისუფლებას გააჩნდა ინტერ ალია საკანონმდებლო უფლებამოსილებაც. 2003 წლის 13 მაისს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, დონალდ რამსფელდმა, გამოსცა მემორანდმუმი, რომლითაც ფორმალურად დანიშნა ელჩი პოლ ბრემერი, კოალიციის დროებითი ხელისუფლების ადმინისტრატორად და მიანიჭა მას ერაყის დროებითი მართვის უფლებამოსილება. 2003 წლის 16 მაისით დათარიღებულ კოალიციის დროებითი ხელისუფლების რეგულაციაში, ელჩმა ბრემერმა განსაზღვრა შემდეგი:
“ჩემი, როგორც კოალიციის დროებითი ხელისუფლების (CPA) ადმინისტრატორის უფლებამოსილების შესაბამისად და ამავე დროს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების, მათ შორის რეზოლუცია 1483(2003), და საომარი მოქმედებების შესახებ კანონმდებლობის თანახმად, მე ვაქვეყნებ შემდეგს:
თავი I
კოალიციის დროებითი ხელისუფლება
1) CPA დროებით განახორციელებს მთავრობის უფლებამოსილებებს, რათა უზრუნველყოს ერაყის დროებითი მართვა გარდამავალ პერიოდში, რათა აღდგენილ იქნეს უშიშროებისა და სტაბილურობის მდგომარეობა, შეიქმნას ისეთი პირობები, რომელშიც ერაყელ ხალხს თავისუფლად შეეძლება განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკური მომავალი, განხორციელოს მცდელობები, რათა აღდგენილ იქნეს და ჩამოყალიბდეს ეროვნული და ადგილობრივი ინსტიტუტები წარმომადგენლობითი მმართველობისათვის და გაადვილდეს ეკონომიკური აღმშენებლობა და მდგრადი რეკონსტრუქცია და განვითარება.
2) CPA –ს მინიჭებული აქვს ყველა სახის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო უფლებამოსილება, რომელიც აუცილებელია დასახული მიზნების მისაღწევად და რომელიც განხორციელდება გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების, მათ შორის 1483(2003) რეზოლუციისა და საომარი მოქმედებების შესახებ კანონმდებლობის თანახმად. ხსენებულ უფლებამოსილებას განახორციელებს CPA –ს ადმინისტრატორი.
3) როგორც კოალიციის ძალების ხელმძღვანელი, შეერთებული შტატების ძალების ხელმძღვანელობამ პირდაპირ უნდა აღმოუჩინოს მხარდაჭერა CPA–ს შუღლით გამოწვეული ქმედებების განეიტრალებაში, ერაყის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დაცვაში, მასობრივი იარაღის მოძიებაში, მათ დაცვასა და განადგურებაში; და ასევე განახორციელოს კოალიციის მიერ გატარებული პოლიტიკის მხარდაჭერა.
თავი 2
შესაბამისი კანონმდებლობა
CPA –ს მიერ მათ გაუქმებამდე ან შეცვლამდე, ან იმ მომენტამდე სანამ ერაყის დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ მიღებულ კანონმდებლობას არ ექნება უპირატესი ძალა, ძალაში დარჩება 2003 წლის 16 აპრილამდე ერაყში მოქმედი კანონმდებლობა. თუმცა არსებული კანონმდებლობის დებულებები ხელს არ უნდა უშლიდეს CPA –ს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში და წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს CPA –ს მიერ მიღებულ ან მომავალში მისაღებ რეგულაციასთან ან ბრძანებასთან...”
13. კოალიციის დროებითი ხელისუფლების ადმინისტრაცია დაიყო რეგიონული არეალის პრინციპით. სამხრეთ CPA –ზე პასუხისმგებლობა და კონტროლი დაეკისრა გაერთიანებულ სამეფოს და მას ხელმძღვანელობდა გაერთიანებული სამეფოს რეგიონული კოორდინატორი. ხსენებული ფარავდა ერაყის უკიდურესი სამხრეთით მდებარე თვრამეთი პროვინციიდან 4 პროვინციას და თითოეულ ამ პროვინციას ჰყავდა მმართველი კოორდინატორი. გაერთიანებული სამეფოს ჯარები განლაგებული იყო ამავე არეალში. კოალიციის დროებითი ხელისუფლების შტაბბინაში გაერთიანებული სამეფო წარმოდგენილი იყო გაერთიანებული სამეფოს სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით. მთავრობის თანახმად მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს სპეციალური წარმომადგენელი და მისი სამსახური ცდილობდნენ ზეგავლენა მოეხდინათ კოალიციის დროებითი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებზე, გაერთიანებული სამეფოს პერსონალს არ გააჩნდა ფორმალურად გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ამ დროებით ხელისუფლებაში. კოალიციის დროებითი ხელისუფლების ყველა ადმინისტრაციულ და საკანონმდებლო გადაწყვეტილებას იღებდა ელჩი ბრემერი.
14. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1483-ე რეზოლუცია, რომელიც მითითებული იყო ელჩ ბრემერის მიერ კოალიციის დროებითი მმართველობის #1 რეგულაციაში, რეალურად მიღებულ იქნა ექვსი დღის შემდეგ, 2003 წლის 22 მაისს. ხსენებული რეზოლუციის თანახმად:
`უშიშროების საბჭო,
იხსენიებს მის ყველა შესაბამის რეზოლუციას,
კვლავ ადასტურებს ერაყის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,
ასევე კვლავ ადასტურებს ერაყის მასობრივი განადგურების იარაღისგან გათავისუფლების და მისი შესაძლო დემილიტრიზაციის მნიშვნელობას,
ხაზს უსვამს, ერაყელი ხალხის უფლებას თავისუფლად განსაზღვროს თავისი პოლიტიკური მომავალი და აკონტროლოს თავისი ბუნებრივი რესურსები, მიესალმება ყველა დაინტერესებული მხარის მისწრაფებას მხარი დაუჭირონ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც რაც შეიძლება მალე იქნება აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელი და გამოხატავს მტკიცე ნებას, რათა ერაყელთა მიერ თვითმართველობის განხორციელების მაქსიმალურად მცირე დროში განხორციელდეს.
მხარს უჭერს ერაყელი ხალხის მცდელობას მოახდინოს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული წარმომადგენლობითი მთავრობის ფორმირება, რომელიც ერაყის ყველა მოქალაქეს თანასწორ უფლებებს და სამართლიანობას სთავაზობს ეთნიკურობის, რელიგიის ან სქესის მიუხედავად და ამ მიმართებით, იხსენებს 2000 წლის 31 ოქტომბრის 1325-ე (2000) რეზოლუციას,
...
მიესალმება ერაყელი ხალხის პირველ ნაბიჯებს ამ მიმართულებით და უთითებს 2003 წლის 15 აპრილის ნასირიას და 2003 წლის 28 აპრილის ბაღდადის განცხადებებს,
მტკიცედ სჯერა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ერაყის ჰუმანიტარულ დახმარებაში და რეკონსტრუქციაში და წარმომადგენლობითი მმართველობის უმაღლესი და ადგილობრივი ინსტიტუტების აღდგენასა და დაარსებაში,
...
აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მუდმივი წარმომადგენლების მიერ 2003 წლის 8 მაისს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილს (შ/2003/538) და აცნობიერებს შესაბამისი საერთაშორისო სამართლის თანახმად ამ სახელმწიფოთა, როგორც საერთო მმართველობის ქვეშ მყოფი გაერთიანებული საოკუპაციო ძალების (“ხელისუფლების”), სპეციალურ უფლებამოსილებებს, პასუხისმგებლობებს და ვალდებულებებს, ,
დამატებით აღნიშნავს, რომ სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც არ მონაწილეობენ სახელმწიფოების ოკუპაციაში და რომლებიც ახლა მუშაობენ ან მომავალში იმუშავებენ, შეეძლებათ მმართველობის ქვეშ საქმიანობა,
დამატებით მიესალმება წევრ სახელმწიფოთა მისწრაფებას ხელი შეუწყონ ერაყის სტაბილურობას და უსაფრთხო მმართველობას პერსონალის, ეკიპირების და სხვა რესურსების კონტრიბუციის გზით,
შეშფოთებულია, რომ ბევრი ქუვეიტელი და მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს 1990 წლის 2 აგვისტოს შემდეგ,
ადგენს, რომ სიტუაცია ერაყში, მიუხედავად გაუმჯობესებისა, კვლავ წარმოადგენს საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის,
მოქმედებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მეშვიდე თავის შესაბამისად,
1.მიმართავს წევრ სახელმწიფოებს და შესაბამის ორგანიზაციებს დაეხმარნონ ერაყელ ხალხს მათ მცდელობაში მოახდინონ ინსტიტუტების რეფორმები და ხელახლა ააშენონ მათი ქვეყანა და ამ რეზოლუციის შესაბამისად ხელი შეუწყონ სტაბილურობის და უსაფრთხოების დამყარებას ერაყში;
2.მოუწოდებს ყველა შესაბამისი შესაძლებლობის მქონე წევრ სახელმწიფოს, უპასუხონ გაერთიანებული ერების და სხვა ერაყში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარულ მიმართვებს და დაეხმარნონ ერაყელ ხალხს ჰუმანიტარული და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებაში საკვების, მედიკამენტების და ერაყის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციაში აუცილებელი მასალების გადაცემის გზით;
3.მიმართავს წევრ სახელმწიფოებს უარი უთხრან თავშესაფარზე ერაყის ყოფილი რეჟიმის წევრებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან დანაშაულებისა და ბოროტმოქმედების ჩადენაში და ხელი შეუწყონ მათი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას;
4.მოუწოდებს ხელისუფლებას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების და სხვა შესაბამისი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მხარი დაუჭიროს ერაყელი ხალხის კეთილდღეობას ტერიტორიის ეფექტიანი ადმინისტრირებით, მათ შორის უშიშროების და სტაბილურობის აღდგენის მიზნით და იმ პირობების უზრუნველყოფით, რომლის ფარგლებშიც ერაყელ ხალხს თავისუფლად შეეძლება თავისი პოლიტიკური მომავლის განსაზღვრა;
5.მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ მათი ვალდებულებები სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის 1949 წლის ჟენევის კონვენციებს და 1907 წლის რეგულაციებს;
...
8. თხოვნით მიმართავს გენერალურ მდივანს დანიშნოს ერაყის სპეციალური წარმომადგენელი, რომლის ერთ-ერთი უფლებამოსილება იქნება საბჭოს წინაშე მისი საქმიანობის შესახებ რეგულარული მოხსენების წარდგენა ამ რეზოლუციის შესაბამისად, გაერთიანებული ერების საქმიანობის კოორდინაცია ერაყის პოსტ-კონფლიქტურ პროცესებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ერაყში ჰუმანიტარული დახმარების და რეკონსტრუქციაში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის კოორდინაცია და მმართველობასთან შეთანხმებით, ერაყელი ხალხის დახმარება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
(ა) ჰუმანიტარული და აღმშენებლობითი დახმარების კოორდინირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხრიდან და გაერთიანებული ერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის;
(ბ) დევნილების და გადაადგილებული პირების უსაფრთხო, მოწესრიგებული და ნებაყოფლობითი დაბრუნების წახალისება;
(გ) ხელისუფლებასთან, ერაყელ ხალხთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ინტენსიური მუშაობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივი და უმაღლესი წარმომადგენლობითი მმართველობის აღდგენა და დაწესება, მათ შორის ერთობლივი საქმიანობა, რათა ხელი შეეწყოს პროცესს, რომლის შედეგად მიიღწევა საერთაშორისოდ აღიარებული, ერაყის წარმომადგენლობით მთავრობის არჩევა;
(დ) სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ძირითადი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის მხარდაჭერა;
(ე) ეკონომიკური რეკონსტრუქციის და მდგრადი განვითარების პირობების ხელშეწყობა, მათ შორის ეროვნულ და რეგიონალურ ორგანიზაციებთან და, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დონორებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან კოორდინაცია;
(ვ) საერთაშორისო მცდელობათა მხარდაჭერა, რათა სამოქალაქო ადმინისტრაციის ფუნქციების წახალისება იქნას უზრუნველყოფილი;
(ზ) ადამიანის უფლებათა დაცვის წახალისება;
(თ) საერთაშორისო მცდელობის წახალისება, ერაყის სამოქალაქო საპოლიციო ძალების რეკონსტრუქციის მიზნით და;
(ი) საერთაშორისო მცდელობათა წახალისება სამართლებრივი და სასამართლო რეფორმის დასაწყებად.
9. მხარს უჭერს ხელისუფლების დახმარებით და სპეციალურ წარმომადგენელთან თანამშრომლობით ერაყელი ხალხის მიერ დროებითი ადმინისტრაციის ფორმირებას, როგორც გარდამავალ, ერაყელთა მიერ კონტროლირებად დროებით ხელისუფლებას, სანამ ერაყელი ხალხის საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლობითი მთავრობა იქნება არჩეული და ხელთ აიღებს მმართველობის უფლებამოსილებას;
....
24. თხოვნით მიმართავს გენერალურ მდივანს მოახსენოს უშიშროების საბჭოს რეგულარული შუალედებით სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის შესახებ ამ რეზოლუციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით და საერთაშორისო მრჩეველთა და მონიტორინგის საბჭოს აქტივობის შესახებ და მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის და ჩრთილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატებს, რომ მოახდინონ საბჭოს ინფორმირება ამ რეზოლუციის ფარგლებში განხორციელებული ქმედებების შესახებ რეგულარული ინტერვალებით.
25. ადგენს, რომ ამ რეზოლუციის იმპლემენტაციის საკითხი გადაიხედოს მისი მიღებიდან 12 თვის შემდეგ და სხვა საჭირო სამომავლო ნაბიჯები იქნას დასახული.
26. მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს და საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებს, რომ ხელი შეუწყონ ამ რეზოლუციის იმპლემენტაციას;
27. ადგენს, რომ საკითხზე კვლავ აქტიურად იმუშავებს.”
5. 2003 წლის ივლისს და 2004 წლის ივნისს შორის განვითარებული მოვლენები
15. 2003 წლის ივლისში ერაყის მმართველობითი საბჭო იქნა არჩეული. კოალიციის გარდამავალი მმართველობა ვალდებული იყო გაევლო მასთან კონსულტაცია ყველა საკითხზე, რომელიც დაკავშირებული იყო ერაყის დროებით მართვასთან.
16. 2003 წლის 16 ოქტომბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ მიიღო დამატებითი 1511-ე რეზოლუცია, რომელიც ინტერ ალია განსაზღვრავს შემდეგს:
“უშიშროების საბჭო
...
აცნობიერებს, რომ ერაყის სუვერენიტეტი ერაყის ხელშია, კვლავ ვაფიქსირებთ ერაყელი ხალხის უფლებას გადაწყვიტოს თავისი პოლიტიკური მომავალი და აკონტროლოს თავისი ბუნებრივი რესურსები, ვიმეორებთ მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ერაყელთა მიერ თვითმართველობის განხორციელების დღე მალე უნდა დადგეს და ვაცნობიერებთ საერთაშორისო დახმარების მნიშვნელობას, კერძოდ იმავე რეგიონის სახელმწიფოების, ერაყის მეზობლების და რეგიონალური ორგანიზაციების მიერ პროცესის დაწყებას მცირე დროში,
ვაცნობიერებთ, რომ საერთაშორისო დახმარება სტაბილურობის და უსაფრთხოების აღსადგენად მნიშვნელოვანია ერაყელი ხალხის კეთილდღეობისთვის და ასევე ყველა სხვა პირისთვის, რომელიც ერაყელი ხალხის სახელით საქმიანობს და მივესალმებით წევრ სახელმწიფოთა მიერ შეტანილ წვლილს ამ მიმართულებით 1483-ე (2003) რეზოლუციის შესაბამისად,
მიესალმებიან, ერაყის მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ დააკომპლექტონ კონსტიტუციური კომიტეტი, რათა მომზადდეს კონფერენცია, რომელიც კონსტიტუციის პროექტს განიხილავს და გაითვალისწინებს ერაყელი ხალხის მისწრაფებებს და მოვუწოდებთ მათ ამ პროცესის მალე დასრულებისკენ,
....
განვსაზღვრავთ, რომ სიტუაცია ერაყში, მიუხედავად გაუმჯობესებისა, კვლავ წარმოადგენს საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის,
მოქმედებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მეშვიდე თავის შესაბამისად,
1. კვლავ ადასტურებს ერაყის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ამ კონტექსტში ხაზს უსვამს კოალიციის დროებითი მმართველობის (მმართველობის) შესაბამისი საერთაშორისო სამართლიდან მომდინარე და 1483-ე (2003) რეზოლუციაში განსაზღვრული სპეციფიკური პასუხისმგებლობების, მმართველობის და ვალდებულებების დროებით ხასიათს, რომელიც შეწყვეტს მოქმედებას როცა საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლობითი მთავრობა შეიქმნება ერაყელი ხალხის მიერ და მოხდება შესაბამისი წესით მისი ინაუგურაცია და მმართველობის პასუხისმგებლობის ხელში აღება, მათ შორის ქვემოთ მითითებული, მეოთხედან მეშვიდეს ჩათვლით და მეათე პუნქტებში განსაზღვრული ნაბიჯები;
....
4. განსაზღვრავს, რომ მმართველობითი საბჭო და მისი მინისტრები არიან ერაყის დროებითი ადმინისტრაციის ძირითადი ორგანოები, რომლებიც, მათი ევოლუციის ხელშეშლის გარეშე, სახელმწიფოს სუვერენიტეტით არიან აღჭურვილი გარდამავალი პერიოდის ფარგლებში, მანამ სანამ საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლობითი მთავრობა შეიქმნება ერაყელი ხალხის მიერ და მმართველობის პასუხისმგებლობა იქნება აღებული.
5. ადასტურებს, რომ ერაყის ადმინისტრირება პროგრესულად იქნება ხელთ აღებული ერაყის დროებითი ადმინისტრაციის განვითარებადი სტრუქტურების მიერ.
6. მოუწოდებს მმართველობას, ამ კონტექსტში, დაუბრუნოს მმართველობითი პასუხისმგებლობები და უფლებამოსილებები ერაყელ ხალხს პრაქტიკულად შესაძლებელ პირველივე მომენტში და თხოვს მმართველობას, მმართველობით საბჭოსთან და გენერალურ მდივანთან შეთანხმებით წარმოადგინოს მოხსენება საბჭოს წინაშე განხორციელებული პროგრესის შესახებ;
7. იწვევს, მმართველობით საბჭოს, მმართველობასთან და რამდენადაც გარემოებები იძლევიან ამის საშუალებას, გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად, რათა წარმოადგინონ უშიშროების საბჭოს წინაშე ერაყის ახალი კონსტიტუციის პროექტის შედგენის და მის საფუძველზე ჩასატარებელი დემოკრატიული არჩევნების განრიგი და პროგრამა არაუგვიანეს 2003 წლის 15 დეკემბრისა.
8. მტკიცედ სჯერა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, რომელიც ერაყში მოქმედებს გენერალური მდივნის, მისი წარმომადგენლის და გაეროს ერაყში დახმარების მისიის სახით, უნდა გააძლიეროს მისი მნიშვნელოვანი როლი ერაყში, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, ერაყის ეკონომიკური რეკონსტრუქციით და მდგრადი განვითარების პირობების წახალისებით და გააძლიეროს მცდელობები, რათა აღდგეს და დაარსდეს წარმომადგენლობითი ხელისუფლების უმაღლესი და ადგილობრივი ინსტიტუტები;
...
13. ადგენს, რომ უსაფრთხოების და სტაბილურობის პირობები მნიშვნელოვანია ზემოთ მეშვიდე პუნქტში ხაზგასმული პოლიტიკური პროცესების დასრულებისთვის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაძლებლობისთვის ეფქტურად დაეხმაროს აღნიშნულ პროცესს და 1483-ე (2000) რეზოლუციის იმპლემენტაციას და ნებას რთავს ერთიანი მმართველოს ქვეშ მოქმედ მულტინაციონალურ ჯარებს, რათა მიიღონ ყველა საჭირო ზომა ერაყის უაფრთხოების და სტაბილურობის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის ყველა საჭირო პირობების შექმნა განრიგის და პროგრამის იმპლემენტაციისთვის, ასევე გაეროს ერაყში დახმარების მისიისთვის, ერაყის მმართველობითი საბჭოსთვის, ერაყის დროებითი ადმინისტრაციის სხვა ინსტიტუტებისთვის და ჰუმანიტარული და ეკონომიკური ინფრასტრუქტურისთვის;
14. მტკიცედ მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რათა შეიტანონ თავიანთი წვლილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აღნიშნულ მანდატში, მათ შორის სამხედრო ძალების მულტინაციონალურ ძალებში გაერთიანებით, როგორც ეს მითითებულია ზემოთ მე-13 პუნქტში;
15. ადგენს, რომ საბჭო გადახედავს მეცამეტე პუნქტში განსაზღვრული მულტინაციონალური ძალების მოთხოვნებს და მისიას ამ რეზოლუციის მიღებიდან მაქსიმუმ 1 წლის გასვლამდე და იმ შემთხვევაში თუ რეზოლუციის მეოთხედან მეშვიდემდე და მეათე პუნქტებში განსაზღვრული პოლიტიკური პროცესის დასრულების შემთხვევა იქნება სახეზე, სამხედრო ძალების მანდატი გაუქმდება, ამავდროულად ადგენს მზაობას, რათა საჭიროების არსებობის შემთხვევაში გაგრძელდეს მულტინაციონალური ძალების მისია, ერაყის საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლობითი მთავრობის აზრის მხედველობაში მიღებით;
...
25. თხოვს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მულტინაციონალური ძალების სახელით, როგორც ეს განსაზღვრულია მეცამეტე პუნქტში, წარადგინოს მოხსენება უშიშროების საბჭოს წინაშე ძალების შესაბამის მოქმედებათა და პროგრესის შესახებ, როგორც მინიმუმ ექვს თვეში ერთხელ;
26. ადგენს, რომ საკითხზე კვლავ აქტიურად იმუშავებს.”
17. 2004 წლის 8 მარტს ერაყის მმართველობის საბჭომ მიიღო “ერაყის გარდამავალი პერიოდის სახელმწიფო ადმინისტრირების კანონი” (ცნობილი როგორც `გარდამავალი ადმინისტრაციის კანონი”). აღნიშნული წარმოადგენდა დროებით სამართლებრივ ჩარჩოს ერაყის ადმინისტრირებისთვის, ეს პერიოდი კი უნდა დაწყებულიყო 2004 წლის 30 ივნისს ერაყის დროებითი მთავრობის დაარსებით და კოალიციის გარდამავალი მმართველობის დაშლით.
18. ახალი რეჟიმის დებულებები დადგენილ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 1546-ე რეზოლუციით, რომელიც მიღებულ იქნა 2004 წლის 8 ივნისს და ინტერ ალია განსაზღვრულ იქნა, რომ გაეროს წესდების მეშვიდე თავის შესაბამისად, უშიშროების საბჭო:
1. ადასტურებს ერაყის დროებითი მთავრობის ფორმირებას 2004 წლის 1 ივნისის მდგომარებობით და რომელიც აიღებს სრულ პასუხისმგებლობას და მმართველობას 2004 წლის 30 ივნისიდან ერაყის სამართავად, მხოლოდ იმ პირობით, რომ შეკავებულ იქნება თავი რაიმე ისეთი ღონისძიებების განხორციელებისგან, რომლებიც გავლენას მოახდენენ ერაყის ძირითად კურსზე შესაბამისი დროებითი პერიოდის გასვლის შემდეგ, ერაყის გარდამავალი მთავრობის არჩევამდე ქვემორე მეოთხე პუნქტის შესაბამისად;
2. მიესალმება, რომ 2004 წლის 30 ივნისს, ოკუპაცია დასრულდება და კოალიციის დროებითი მმართველობა შეწყვეტს არსებობას და ერაყი აღიდგენს სრულ სუვერენიტეტს;
...
8. მიესალმება ერაყის დროებითი მთავრობის მიმდინარე მცდელობებს შექმნან ერაყული უსაფრთხოების ძალები, მათ შორის ერაყის შეირაღებული ძალები (შემდგომში მოხსენიებული, როგორც `ერაყის უშიშროების ძალები”), რომლებიც ოპერირებულ იქნებიან დროებითი მთავრობის და მის სამართალმემკვიდრეთა მიერ და შეასრულებენ პროგრესულ როლს და საბოლოოდ ხელში აიღებენ სრულ პასუხისმგებლობას ერაყში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
9. უთითებს, რომ ერაყის მულტინაციონალური ძალების არსებობა განპირობებულია დროებითი მთავრობის თხოვნით და შესაბამისად ხელახლა უთითებს მათი ავტორიზაციის გადაწყვეტილებას საერთო მმართველობის ქვეშ 1511-ე (2003) რეზოლუციის შესაბამისად, ამ რეზოლუციაზე თანდართული წერილების გათვალისწინებით;
10. ადგენს, რომ მულტინაციონალურ ძალებს ექნებათ უფლება განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიება, რათა ხელი შეუწყონ უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფას ერაყში ამ რეზოლუციაზე თანდართული წერილების შესაბამისად, რომლებიც გამოხატავენ ინტერ ალია, ერაყის თხოვნას გაგრძელებულ იქნას მულტინაციონალური ჯარების მის ტერიტორიაზე ყოფნა და განახორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილებები, მათ შორის ტერორიზმის პრევენცია და აღკვეთა იმგვარად, რომ გაერომ განახორციელოს მისი როლი ერაყელი ხალხის დახმარების პროცესში, როგორც ეს განსაზღვრულია ზემოთ მეშვიდე პუნქტში და რომ ერაყელმა ხალხმა თავისუფლად და შიშის გარეშე შეძლოს პოლიტიკური პროცესის განრიგის და პროგრამის იმპლემენტაცია და მიიღოს შესაბამისი სარგებელი რეკონსტრუქციიდან და რეაბილიტაციდან;...”
6. დროებითი მთავრობის მიერ უფლებამოსილების გადაცემა
19. 2004 წლის 28 ივნისს კოალიციის დროებითი მმართველობის მიერ მოხდა უფლებამოსილების სრული გადაცემა დროებითი მთავრობისთვის და კოალიციის დროებითმა მმართველობამ შეწყვიტა არსებობა. შემდგომ მულტინაციონალური ძალები, მათ შორის ბრიტანული შენაერთები, რომლებიც მათ ნაწილს წარმოადგენდნენ, დარჩნენ ერაყში ერაყის მთავრობის თხოვნით და გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვით.
B. გაერთიანებული სამეფოს შეირაღებული ძალები ერაყში 2003 წლის მაისიდან 2004 წლის ივნისამდე
20. ამ პერიოდის განმავლობაში კოალიციის ძალები შედგებოდნენ ექვსი დივიზიისგან, რომლებიც იყვნენ შეერთებული შტატების გენერლების საერთო მმართველის ქვეშ. ოთხი მათგანი იყო შეერთებული შტატების დივიზია და ორი მულტინაციონალური. თითოეულ დივიზიას ებარა კონკრეტული გეოგრაფიული არეალი. გაერთიანებული სამეფო იყო მულტინაციონალურ ტერიტორიაზე პასუხისმგებელი (სამხრეთ აღმოსავლეთი), რომელიც შედგებოდა ალ-ბასრაჰის, მაისანის, ტი კარის და ალ-მუტანას პროვინციებისგან, 96000 კვადრატული კოლომენტრის ტერიტორია, 4.6 მილიონიანი მოსახლეობით. 14,500 კოალიციის ჯარიკაცი, მათ შორის 8,150 გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი, დისლოცირებულ იყვნენ მულტინაციონალურ ნაწილში (სამხრეთ აღმოსავლეთი). მულტინაციონალურ მხარეში გაერთიანებული სამეფოს ძალების ძირითადი ადგილი სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად იყო ალ-ბასრაჰის და მაისანის პროვინციები, საერთო მოსახლეობით დაახლოებით 2.75 მილიონი ადამიანი. მხოლოდ დაახლოებით 8,000 ბრიტანელი სამხედრო იყო განლაგებული იქ, რომელთაგან 5,000-ზე მეტი ასრულდებდა აქტიურ სამხედრო ვალდებულებებს.
21. 2003 წლის 1 მაისიდან მოყოლებული ბრიტანული ძალები ერაყში ახორციელებდნენ ორ ძირითად ფუნქციას. პირველი იყო უსაფრთხოების შენარჩუნება მულტინაციონალურ მხარეში (სამხრეთ აღმოსავლეთი), უფრო კონკრეტულად ალ-ბასრაჰის და მაისანის პროვინციებში. უსაფრთხოებასთნა დაკავშირებით ძირითადი დავალება იყო ერაყის უშიშროების ძალების მათ შორის ერაყული პოლიციის აღდგენა. სხვა ვალდებულებები მოიცავდნენ პატრულირებას, დაკავებებს და ანტი-ტერორისტულ ოპერაციებს, სამოქალაქო დემონსტრაციებისას პოლიციური საქმიანობის განხორციელებას, ძირითადი სამოქალაქო ობიექტების, ინფრასტრუქტურის, პოლიციის განყოფილებების დაცვას. ბრიტანული ძალების მეორე ძირითადი ფუნქცია იყო სამოქალაქო ადმინისტრაციის მხარდაჭერა ერაყში სხვადასხვა გზით, კოალიციის დროებითი მმართველობის და ერაყის მმართველობით საბჭოს და ადგილობრივ მთავრობებს შორის კონტაქტის უზრუნველყოფიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურის გადაკეთებით დამთავრებული.
22. აიტკენის მოხსენებაში (იხილეთ ქვემოთ 69-ე პუნქტი), რომელიც მომზადებულ იქნას გენერალური შტაბის უფროსის სახელით, ერაყში პოსტ-კონფლიქტური სიტუაცია აღწერილია შემდეგნაირად:
`ვითარება, რომელშიც ოპერაციები მიმდინარეობდა ერაყში განსაკუთრებული სირთულით გამოირჩეოდა. წინამდებარე მოხსენების მიზნებისთვის შეუსაბამოა ჯუს ად ბელლუმ-ზე და ერაყში შეჭრის საზოგადოებრივ აზრზე კომენტარის გაკეთება. მნიშვნელოვანია იმაზე მითითება, რომ ალიანსის პოსტ-ინტერვენციული გეგმები კონცენტრირებულია უფრო მეტად ჰუმანიტარული უბედურებების თავიდან აცილებისკენ, ვიდრე დანაშაულებრივ ქმედებებზე და შემდგომ ძალადობრივ გართულებებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა. აღნიშნულის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ არ გვყავდა საკმარისი ძალები, რათა ეფექტიანად გავმკლავებოდით იმ სიტუაციას რომელშიც ვიმყოფებოდით. მშვიდობის უზრუნველმყოფი ოპერაციები კანონიერების და წესრიგის აღსადგენად მოითხოვდნენ იმაზე უფრო დიდი რაოდენობის ძალებს, ვიდრე ომის წარმოებისას: ჩვენები იყვნენ ძალიან მეჩხერულად გადანაწილებულები მიწაზე. ბრიგადის უფროსმა კარტერმა ბრედბასკეტის ინციდენტის [იმ ერაყელ პატიმართა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის განხორციელება, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ ჰუმანიტარული დახმარების საცავების ძარცვაში] გამოძიება (2005 წლის აპრილში) შემდეგნაირად აღწერა სიტუაცია ერაყში:
`2003 წლის მაისში, 4 კვირის განმავლობაში ანუ მას შემდეგ როცა ბრიტანულმა შენაერთებმა დაიწყეს საომარი ოპერაციის მაგივრად, სტაბილურობისაკენ მიმართული ქმედებების განხორციელება, სიტუაცია იყო არასტაბილური. საბრძოლო შენაერთებს ეძლეოდათ კონკრეტული გეოგრაფიული არეალები, რაც განისაზღვრებოდა მათი პირველადი ტაქტიკური მიზნებით. საბრძოლო ოპერაციები დასრულდა ოფიციალურად და შესაბამისად საბრძოლო დირექტივებიც შეიცვალა, მაგრამ არსებობდა საბრძოლო შეტაკებათა მზარდი ტენდენცია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ძირითადად ხორციელდებოდა ერაყელთა შორის, რომლებიც ერთმანეთში ძველ ანგარიშებს ასწორებდნენ ან კრიმინალურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი, არსებობდა წინასწარი ნიშნები, რომლებიც მიუთითებდნენ ბრიტანული ძალების მიმართ არსებული საფრთხის ზრდაზე. ბრიტანულ ძალთა სტრუქტურა შეიცვალა. დიდი ოდენობით მძიმე ტექნიკა, რომლის აუცილებლობა არსებობდა ერაყში შეჭრის დროს, გაგზავნილ იქნა უკან. ძალთა სხვადასხვა ელემენტები საჭირო იყო სხვაგან გარკვეული ოპერაციების განსახორციელებლად და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან არსებობდა მოთხოვნა, რათა შემცირებულიყო მათი რაოდენობა საკმარის ოდენობამდე... დროებითი მიდგომები იცვლებოდა. დასაწყისში ბედნიერებით აღვსილმა და წარსულში დამცირებულმა შიიტმა მოსახელეობამ ბასრასა და მის შემოგარენში დაიწყო საეჭვო მოქმედებების განხორციელება და მაისის შუა რიცხვებში ხალხი ჩავარდა სასოწარკვეთაში. მისწრაფებები და მოლოდინები არ აღსრულდა. არ არსებობდა ერაყის ადმინისტრაცია ან მმართველობა. საწვავი და სასმელი წყალი დეფიციტური იყო და ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებებით ხდებოდა, საავადმყოფოები გადავსებული იყო საომარი მოქმედებების ფაზის დროს დაჭრილი პირებით. ხიდები და ძირითადი გზები განადგურებულ იქნა კოალიციის დაბომბვის შედეგად. კანონიერება და წესრიგი მთლიანად განადგურდა. ერაყის პოლიცია დაიშალა და რამდენიმე უშიშროების ოფიცერი, რომლებიც დარჩნენ, მოხუცდნენ და უუნარონი იყვნენ; ერაყის სამხედრო ძალები დაპყრობილი, დაშლილი და მიტოვებული იყო. კრიმინალები გამოჩნდნენ ქუჩებში და ციხეები დაიცალა. სასამართლო ხელისუფლება იმალებოდა. თითოეული სამთავრობო დაწებულება გაძარცვული იყო და ყველა ხელმისაწვდომი ნივთი წაღებულ იქნა. დაუცავი შენობები დაკავებულ იქნა არაუფლებამოსილი პირების მიერ. ფართედ გავრცელდა დანაშაული და ბასრას ნაწილებში ვირტუალური ანარქია სუფევდა. თვითმფრინავების გატაცება, ბავშვთა მოტაცება, შურისძიების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობები, მანქანების ქურდობები და ძარცვა ფართოდ იყო გავრცელებული. დროის მცირე მონაკვეთში ქონება სრულად იქნა გატანილი და გადანაწილებული.”
ამ გარემოში, ბრიტანული არმია იყო კანონის და წესრიგის ერთადერთი დამცველი მის სამოქმედო ტერიტორიაზე. როცა მთავარი პოლიციის ოფიცერთა ასოციაციის უფროსი საერთაშორისო საკითხებში, ბატონი პოლ კერნაგანი, ეწვია ერაყს 2003 წლის მაისში, მან განაცხადა, რომ იგი არ გაუწევს რეკომენდაციას სამოქალაქო პოლიციის ოფიცერთა საბარძოლო მოქმედებათა ველზე განლაგებას, უსაფრთხოების ცუდი მდგომარეობიდან გამომდინარე. ბოლოს როცა არმიამ განახორციელა საოკუპაციო არმიის უფლებამოსილება ეს იყო 1945-ში და აღნიშნულის მომზადებას დასჭირდა მრავალი თვე; 2003 წლის მაისში, იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც სულ ახლახანს იომეს მაღალი ინტენსივობის, ტრადიციული ომში, უნდა გარდაქმნილიყვნენ თითქმის ერთ ღამეში იმ ადამიანებად, რომლებსაც სამხრეთ ერაყის ხალხისთვის მმართველობა და ჰუმანიტარული დახმარება უნდა გაეწიათ. საბრძოლო ჯგუფები (შედგებოდნენ უფროსი ლეიტენანტისგან და დაახლოებით 500 ჯარისკაცისგან) განლაგებულები იყვნენ შესაბამისი პასუხისმგებლობის ტერიტორიებზე, რომელსაც ეკავა ასობით კვადრატული კილომეტრი; მცირე ბატალიონებს (მიაორი და დაახლოებით 100 კაცი მმართველობის ქვეშ) ეძლეოდათ მთლიანი ქალაქი განსაკარგად. ერაყში ბრიტანელთა შეჭრის გეგმები გონივრულად ამცირებდნენ ფიზიკური ინფრასტრუქტურის დაზიანების შესაძლებლობებს; მაგრამ მხოლოდ სამხედრო პერსონალის მონაწილეობა ინფრასტრუქტურის გაძღოლის საქმეში და ადგილობრივი კადრების მინიმალური ჩართულობა, დიდ ტვირთვად აწვებოდა არმიას.
სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნაკლებობის ერთ-ერთი შედეგი იყო ის რომ ბრიტანელ ჯარისკაცებს არ შეეძლოთ გამკლავებოდნენ ჩადენილ დანაშაულს. ჩვენმა გამოცდილებამ ჩრდილოეთ ირლანდიაში და მსოფლიოს გარშემო მშვიდობის დამყარების ოპერაციებში, ნათლად წარმოაჩინა პრინციპი, რომლის მიხედვითაც პოლიციას უნდა მინიჭებოდა უპირატესობა დანაშაულების გამოძიების მიმართ სამხედრო ოპერაციების პერიოდში. სამხედროები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ შეიძლება მოუწიოთ დანაშაულებთან შემხებლობა და სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება ვალდებულნი აღმოჩდნენ დააკავონ ასეთი პირები, მაგრამ (მიუხედავად 1999 წელს ამ სინდრომის გამოცდილებისა კოსოვოში) ჩვენმა დოქტრინამ და პრაქტიკამ არ მოგვამზადა ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც დანაშაულთან ბრძოლა ხორციელდება სამოქალაქო პოლიციის, იუსტიციის სისტემის და ციხეების არასებობის ფარგლებში. მაშინაც კი, როცა ახლად შექმნილი ერაყული პოლიცია ხელახლა დაარსდა 2003-ში, სამხედროებს ჰქონდათ მცირე ნდობა მათ უნართან დაკავშირებით, გამკლავებოდნენ მათთვის გადაცემულ დამნაშავეებს სამართლიანად და გონივრულად. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ ვიცით რომ სხვადასხვა ჯარისკაცები მოქმედენენ კანონგარეშე, როდესაც მათ შემხებლობა ჰქონდათ ადგილობრივ დამნაშავეებთან. მიუხედავად სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული ქმედებების თანმიმდევრულობისა, მათ არ შეეძლოდ ყველგან ყოფნა და ფიზიკურად ვერ ახდენდნენ მათი ჯარებს იმ ოდენობით კონტროლს, რაც საჭირო იყო; შედეგად ასეთ შემთხვევათა აღმოჩენის და პრევენციის შანსი მცირდებოდა.”
23. გაერთიანებული სამეფოს ჩანაწერები ადასტურებს, რომ 2003 წლის 1 მაისიდან მოყოლებული 2004 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 178 დემონსტრაცია და 1050 ძალადობრივი შეტაკება განხორციელდა კოალიციის ძალების მიმართ მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე (სამხრეთ აღმოსავლეთში). ძალადობრივი თავდასხმები მოიცავდა ხუთ ანტი-საჰაერო შეტევას, 12 ხელყუმბარის სროლას, 101 შეტევას ხელნაკეთი ბომბების საშუალებით, 52 ამგვარ მცდელობას, 145 მორტარულ შეტევას, 147 რეკეტულ-პროპერელური გრანატით შეტევა, 535 სროლა და 53 სხვა. იგივე მონაცემები აჩვენებენ, რომ 2003 წლის მაისიდან 2004 წლის მარტამდე, 49 ერაყელი დაიღუპა სხვადასხვა ინციდენტში, რომლებშიც ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ იქნა გამოყენებული ძალა.
C. სამხედრო შეთანხმების წესები
24. ბრიტანელი ჯარების მიერ ძალის გამოყენება ოპერაციებისას განსაზღვრულია სამხედრო შეთანხმების წესების შესაბამისი დებულებებით. ერაყის ტერიტორიაზე, შესაბამის პერიოდში სამხედრო შეთანხმების წესებში მოწესრიგებულია სასიკვდილო იარაღის გამოყენება ბრიტანული ჯარების მიერ, რომელიც დატანილ იყო ყველა ჯარისკაცის სახელზე გაცემულ ბარათში, რომელიც ცნობილია ალფა ბარათის სახელწოდებით. იგი შემდეგნაირად ადგენდა სამხედრო შეთანხმების წესებს:
`ბარათი ა – ცეცხლის გახსნის სახელმძღვანელო პერსონალისთვის, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ატარონ იარაღი და აღჭურვილობა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას
ზოგადი სახელმძღვანელო
1. ეს სახელმძღვანელო არ ახდენს გავლენას თავდაცვის ნაგულისხმევ უფლებაზე. მაგრამ, ყველა შემთხვევაში თქვენ უნდა გამოიყენოთ იმდენი ძალა, რაც აბსოლუტურად აუცილებელია.
იარაღი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ, როგორც უკიდურესი ღონისძიება
2. როცა ხდება ქონების დაცვა, თქვენ არ უნდა გამოიყენოთ სასიკვდილო იარაღი გარდა სიცოცხლის დაცვის შემთხვევისა.
ადამიანის სიცოცხლის დაცვა
3. თქვენ შეგიძლიათ გახსნათ ცეცხლი პიროვნების წინააღმდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სჩადის ან აპირებს ისეთი ქმედების ჩადენას, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და არ არსებობს სხვა გზა, რათა თავიდან იქნას აცილებული ეს საფრთხე.
გაფრთხილება
4. გაფრთხილება აუცილებლად უნდა განხორციელდეს ცეცხლის გახსნისას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ა. აღნიშნული გაზრდის სიკვდილის ან მძიმე დაზიანების საფრთხეს თქვენთვის ან თავდამსხმელის გარდა ნებისმიერი სხვა პირ(ებ)ისთვის,
ან
ბ. თქვენ ან თქვენთან ახლოს სხვა მდგომი პირი იმყოფებით სამხედრო თავდასხმის ობიექტები.
5. თქვენ უნდა გააფრთხილოთ პირი შემდეგნაირად:
`საზღვაო ძალები, არმია, საჰაერო ძალები, შეჩერდით ან ცეცხლს გავხსნი.”
ან შემდეგ სიტყვვები:
ცეცხლს ვხსნი
6. თუ ცეცხლს ხსნით, თქვენ:
a. უნდა გაისროლოთ მხოლოდ დამიზნებით,
და
b. არ უნდა ისროლოთ იმაზე მეტი ვიდრე ეს აუცილებელია,
და
c. მიიღოთ ყველა გონივრული ზომა, რათა არ დააზიანოთ სხვა გარდა თქვენი სამიზნისა.”
D. ბრიტანელ ჯარისკაცთა მონაწილეობით ერაყელ მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოძიება
1. სამეფო სამხედრო პოლიცისთვის ინციდენტის გამოძიების გადაცემის გადაწყვეტილება
25. 2003 წლის 21 ივნისს ბრიგადის უფროსმა მურმა (2003 წლის ივნისიდან ნოემბრამდე ერაყში მე-19 მექანიკური ბრიგადის ხელმძღვანელი) გამოსცა ოფიციალური პროგრამა სროლის ინციდენტების გამოსაძიებლად. ეს პროგრამა ადგენდა, რომ ყველა სროლის ინციდენტი უნდა ყოფილიყო მოხსნებული და დივიზიის მთავარი მარშალის ინფორმირება უნდა განხორციელებულიყო. სამეფო სამხედრო პოლიციის დამოუკიდებელ პოლიციელთა მიერ უნდა შეფასებულიყო ინციდენტი და უნდა დადგენილიყო მათი შესაბამისობა სამხედრო შეთანხმების წესებთან. თუ დადგინდებოდა, რომ შემთხვევა მოდიოდა სამხედრო შეთანხმების წესებთან შესაბამისობაში, შესაბამისი აღნიშვნა კეთდებოდა და შევსებული ბიულეტენი გადაეცემოდა მმართველობის ყველა რგოლს. თუ დადგინდებოდა, რომ შემთხვევა სამხედრო შეთანხმების წესებს არღვევდა და იწვევდა გარდაცვალებას ან სერიოზულ დაზიანებას, გამოძიება გადაეცემოდა სამეფო სამხედრო პოლიციას, სპეციალურ საგამოძიებო განყოფილებას (იხილეთ ქვემოთ 28-ე პუნქტი) დივიზიის მთავარი მარშალის მიერ პირველივე შესაძლებლობისთანავე.
26. მაგრამ ბრიგადირმა მურმა გადაწყვიტა, რომ 2003 წლის 28 ივლისიდან ეს პროგრამა უნდა გადახედილიყო. ახალი პროგრამა მოითხოვდა, რომ ყველა ასეთი ინციდენტი მოხსენებოდა უმალვე მულტინაციონალურ მმართველობას (სამხრეთ აღმოსავლეთი). ამ შემთხვევაში ინციდენტის გამოძიება განხორციელდება მცირე შენაერთის უფროსის ან ჯარისკაცის ზემდგომი ოფიცრის მიერ. ბრიგადის უფროსმა მურმა ამის გასამართლებლად წარმოადგინა შემდეგი:
`ინციდენტის გამოძიების ფორმა დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების სიტუაციაზე და ყველა საქმის ინდივიდუალურ მახასიათებელზე. ზოგადად, იგი მოიცავს მცირე შენაერთის ხელმძღვანელს ან მეთაურ ოფიცერს, რომლებიც იღებენ ახსნა განმარტებებს პატრულებისგან და ამოწმებენ რადიო სიგნალების სტენოგრაფიულ ჩანაწერებს. ეს შეიძლება ასევე გულისხმობდეს შემთხვევის ფოტოების ანალიზსაც. ხანდახან დამატებითი გამოძიება შეიძლება განხორციელდეს გარდაცვლილი პირის ოჯახის ან ტომის წარმომადგენლებთან. მაგრამ გამოძიება, ერთეულთა დონეზეც ვერ მოიცავს სრულ კრიმინალისტიკურ შემოწმებას. ბრიგადის შიგნით, ჩვენ არ გვაქვს ამის შესაძლებლობები.”
თუ ზემდგომი ოფიცერი დარწმუნდება, რომ მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, ჯარისკაცი მოქმედებდა კანონიერად და სამხედრო შეთანხმების წესების შესაბამისად, არ არის აუცილებელი რომ გამოძიება იქნას დაწყებული სპეციალური საგამოძიებო განყოფილების მიერ. ზემდგომი ოფიცერი გადასცემს აღნიშნულ გადაწყვეტილებას წერილობით ბრიგადის უფროსს მურს. თუ ზემდგომი ოფიცერი დაადგენს, რომ არ არის შესაბამისობა სამხედრო შეთანხმების წესებთან, ან თუ გადაწყვეტილების მისაღებად არასაკმარისი ინფორმაციაა სახეზე, ის ვალდებული იქნება მოახდინოს სპეციალური საგამოძიებო განყოფილების მიერ გამოძიების აღძვრა.
27. 2004 წლის იანვრიდან აპრილამდე განხორციელდა ამ პროგრამის დამატებითი გადახედვა, რაც განპირობებული იყო ნაკლებ ძალადობრივი გარემოს შექმნით და ასევე შესაბამისი მედია და საპარლამენტო ინტერესის გაზრდით გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცების მონაწილეობასთან დაკავშირებით იმ ინციდენტებში, რომელთაც ერაყელთა გარდაცვალება მოჰყვა. 2004 წლის 24 აპრილს ახალი პროგრამა იქნა მიღებული მულტინაციონალური დივიზიის მიერ (სამხრეთ-აღმოსავლეთი), რომელიც მოითხოვდა, რომ ყველა სროლა და ინციდენტი, რომლებიც სამოქალაქო პირის გარდაცვალებას ან დაზიანებას შეეხებოდა, დაქვემდებარებოდა სპეციალურის საგამოძიებო განყოფილების მიერ წარმართულ გამოძიებას. გამონაკლის შემთხვევაში ბრიგადის მეთაურს შეეძლო გადაეწყვიტა, რომ გამოძიება არ იყო საჭირო. ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება უნდა ცნობებოდა მულტინაციონალური დივიზიის (სამხრეთ-აღმოსავლეთი) მმართველს წერილობით.
2. სამეფო სამხედრო პოლიციის გამოძიება (სპეციალური საგამოძიებო განყოფილება)
28. სამეფო სამხედრო პოლიცია წარმოადგენს არმიის ნაწილს და გადაადგილდება არმიასთან ერთად საზღვარგარეთ, მაგრამ ყავს დამოუკიდებელი მმართველობითი რგოლი. სამხედრო პოლიციის ოფიცერი ანგარიშვალდებულია მთავარი მარშალის წინაშე, რომელიც თავის მხრივ ემორჩილება მთავარ ადიუტანტს. სამეფო სამხედრო პოლიციის შიგნით, სპეციალური საგამოძიებო განყოფილება პასუხისმგებელია მნიშვნელოვანი დანაშაულების გამოძიებაზე, რომლებიც ჩადენილია ბრიტანელი ძალების მიერ სამსახურეობრივი საქმიანობისას, შემთხვევები, რომლებიც გულისხმობენ სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს შორის კონტაქტს და სხვა სპეციალური საგამოძიებო დავალებები, მათ შორის სამოქალაქო პირთა განადგურება ბრიტანელ სამხედროთა მხრიდან. პრაქტიკულად, იმისათვის რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი დამოუკიდებლობა ჩატარებული ოპერაციებისას, სპეციალური საგამოძიებო განყოფილება შედგება მთლიანად დამოუკიდებელი ერთეულებისგან და გააჩნია დამოუკიდებელი მმართველობითი რგოლი, რომელსაც ხელმძღვანელობენ მთავარი ოფიცრები, რომლებიც ინიშნებიან ტერიტორიული წესით სპეციალურად ამ მიზნით.
29. ერაყელ სამოქალაქო პირთა გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიების ინიცირება ხდება როგორც სპეციალური საგამოძიებო განყოფილების მიერ, ისე მმართველი ოფიცრის შესაბამისი მითითებით ან სპეციალური საგამოძიებო განყოფილების მიერ თავიანთი ინიციატივის საფუძველზე, როცა ინფორმაცია სხვა წყაროებიდან ხდება ცნობილი მათთვის. მაგრამ, ამ უკანასკნელ შემთხვევაში გამოძიება არ შეწყდება, მთავარი მარშალის ან შესაბამისი ერთეულის მმართველი ოფიცრის მითითებების საფუძველზე.
30. სპეციალური საგამოძიებო განყოფილების მიერ წარმართული გამოძიება ერაყში რამდენიმე სურთულეს აწყდებოდა, როგორებიცაა უსაფრთხოების პრობლემა, თარჯიმანთა ნაკლებობა, კულტურული თავისებურებები (მაგალითად, ისლამური წესი, რომელიც მოითხოვს გვამის 24 საათის განმავლობაში დაკრძალვას და 40 დღის მანძილზე მის ხელშეუხებლობას), პათანატომთა და პროზექტურის დაწებულებების სიმცირე, მონაცემთა ბაზების ნაკლებობა, ლოჯისტიკური პრობლემები, კლიმატი და ზოგადი სამუშაო პირობები. აიტკენის მოხსენებაში ეს მდგომარეობა შემდეგნაირადაა ახსნილი:
`არამხოლოდ სამხედრო შენაერთები ასრულებენ საქმიანობას ზეგანაკვეთურად. მოქმედი სამხედრო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა არის დამოუკიდებელი და შესაბამისი მიზნების მიღწევის რელევანტური; მაგრამ ყველაზე ეფექტიანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაც კი აწყდება საგამოძიებო პრობლემებს, როდესაც არ არსებობს ძირითადი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ომის შედეგების შემდეგ, პოლიცია კონკრეტული მტკიცებულებების შეგროვების ბარიერებს წააწყდა, რადგან ინგლისური სამართლით დადგენილი მაღალი მტკიცების სტანდარტების დაკმაყოფილება შეუძლებელი ხდებოდა. ეროვნული მონაცემები – რომლებიც სისხლის სამართლის გამოძიებისას ძირითად მისათითებელ წყაროებს წარმოადგენენ – არ გამოიყენებოდა; ერაყელი ხალხის და ბრიტანული პოლიციის მიერ კანონის განსხვავებული აღქმა იწვევდა დაძაბულობას და ეჭვს; და არმია იმყოფებოდა სახიფათო სამოქმედო გარემოში – ამის დასტურია ის, რომ 2003 წლის 24 ივნისს სამეფო სამხედრო პოლიციის ექვსი წევრი იქნა მოკლულნი ალ-ამარაში. ადგილობრივი ტრადიციები ასევე ხელს უშლიდნენ ბრიტანული მართლმსაჯულების სტანდარტების თანახმად მოქმედებას: ნადემ აბდულას საქმეში, მაგალითად, გარდაცვლილის ოჯახმა უარი განაცხადა გვამის კრიმინალისტიკურ ექსპერტიზაზე და ამით მნიშვნელოვნად შემცირდა მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეგროვებულ მტკიცებულებათა ხარისხი.”
აიტკენის მოხსენება უთითებდა პრობლემებზე, რომლებსაც აწყდებოდა სპეციალური საგამოძიებო განყოფილება, როცა იგი ცდილობდა გამოეძია უფლებამოსილების გადამეტების სერიოზული ბრალდებები; ლოიალურობის გრძნობის გამო არსებობდა იმის საფრთხე, რომ არმიის პერსონალთან კომუნიკაციის დამყარების საფრთხე შეიქმნებოდა, რასაც სამხედრო ტრიბუნალის მოსამართლე უწოდებდა, დაბარებულ სამხედრო მოწმეთა `სიჩუმის კედელს”, როცა იხილავდა მეექვსე განმცხადებლის შვილის მკვლელობის ფაქტს.
31. სპეციალური საგამოძიებო განყოფილების გამოძიების დასკვნის საფძველზე, სპეციალური საგამოძიებო კომისიის ოფიცერი წარუდგენდა წერილობით მოხსენებას შესაბამისი დანაყოფის მმართველ ოფიცერს. აღნიშნული შეიცავდა შესავალ წერილს და მტკიცებულებათა აღწერას, გამოძიების შესაბამისი დოკუმენტურ მტკიცებულებებთან ერთად, რომლებიც წარმოდგენილი იყო მოწმეთა და გამომძიებელთა ჩვენებების სახით. მოხსენება არ შეიცავდა რაიმე სახის გადაწყვეტილებას ფაქტების შესახებ და რანაირ დასკვნებს იმის შესახებ, თუ რა მოხდა. მმართველი ოფიცრის გადასაწყვეტი იყო გადაეცა თუ არა უფლებამოსილი ორგანოსთვის საქმე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით, რასაც შემდგომში უნდა მოყოლოდა სამხედრო ტრიბინალის წინაშე საქმის წარმართვა.
32. აიტკენის მოხსენება (დათარიღებული 2008 წლის 25 იანვრით: იხილეთ 69-ე პუნქტი ქვემოთ) შეიცავს კომენტარს სამხედრო ძალების პერსონალის სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, ერაყელი სამოქალაქო პირების გარდაცვალების გამო:
`განზრახ უფლებამოსილების გადამეტების შედეგად ერაყელი პირების გარდაცვალების ოთხი საქმე იქნა გამოძიებული და შესაბამისად გადაეცა ისინი არმიის პროკურატურის სამსახურს (APC) რადგან არსებობდა prima facie საქმე და დაზარალებულები ბრიტანული ძალების მიერ მოკლულ იქნენ უკანონოდ. ხსენებული სამი საქმე არჩეულ იქნა იმ საფუძვლით, რომ მათ მიმართ არსებობდა მსჯავრდების რეალური საფუძველი და რომ სასამართლო განხილვა გამომდინარეობდა საზოგადოების და სამხედრო სამსახურის ინტერესებიდან; ჯერ-ჯერობით არცერთი მსჯავრდება არ იქნა დაფიქსირებული მკვლელობის ან გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით.
არმიის პოზიცია პირდაპირია სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. იურიდიული კონსულტაცია ხელმისაწვდომია მმართველი ოფიცრებისთვის და უმაღლესი თანამდებობის პირთათვის, რათა მათ მოახდინონ შესაბამისი საქმეების აპს-ისთვის გადაცემა. არმიის იურიდიული სამსახურის დირექტორი (AISD), რომლის ვალდებულებაც გულისხმობს არმიისთვის იურიდიული დახმარების გაწევას, ინიშნება დედოფლის მიერ, როგორც APS. აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი პასუხისმგებელია გადაწყვეტილებებზე, რამდენად წარმართოს სამხედრო მმართველობის მიერ გადმოცემული საქმე სამხედრო სასამართლოში, სპეციალური იურისდიქციის სამოქალაქო სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოში და შესაბამისი აპელაციები სამხედრო სააპელაციო ტრიბუნალში და ლორდთა პალატაში. AISD გადასცემს ამ უფლებებს არმიის იურიდიული დახმარების ოფიცრებს, რომლებიც დანიშნულნი არიან როგორც პროკურორები APS-ს მიერ. APშS ექცევა გენერალური პროკურორის ზედამხედველობის ქვეშ და დამოუკიდებელია არმიის მმართველობის რგოლისაგან: APS დამოუკიდებლად წყვეტს საქმის სამხედრო სასამართლოში წარმართვის საკითხს და შესაბამის ბრალდებებს და არც არმიის მმართველობა, არც მინისტრები და არც სხვა ოფიციალური პირები არ წყვეტენ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საკითხს. მიუხედავად კომპლექსური სიტუაციისა არმიამ უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში და აპს-ის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (რომელიც თავის მხრივ ეფუძნება მტკიცებულებებს და კანონს), არმიამ სავალდებულოდ უნდა მიიღოს კონკრეტული ინდივიდების სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგები ან ბრალდებებიდან გამომდინარე მის რეპუტაციაზე არასათანადო გავლენა.
განზრახ უფლებამოსილების გადამეტების შედეგად მკვლელობით და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით მსჯავრდების ერთი შემთხვევის არარსებობაც კი საკმაოდ შემაშფოთებლად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ იგი ახნადია. მტკიცებულება უნდა შეგროვდეს (და როგორც აღინიშნა, ეს არ არის ადვილი პროცესი); მტკიცებულება უნდა იქნას წარდგენილი სასამართლოში; ბრალდებულები მიიჩნევიან არაბრალეულებად სანამ ბრალდების მხარე დაამტკიცებს ბრალდებას გონივრულ ეჭვს მიღმა. ეს მყარი ტესტია – იგი არ განსხვავდება იმისგან, რაც გამოიყენება სამოქალაქო სასამართლოებში. უფრო ფართე კონტექსტში, სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგები სამხედრო სასამართლოებში, APS-ს მიერ წარმართული ბრალდებების ფარგლებში, თითქმის იდენტურია სამოქალაქო სასამართლოების შედეგებთან მიმართებით. მაგალითად, 2006 წლის ბოლოსკენ სამხედრო სასამართლოებში მსჯავრდებათა რაოდენობა წარმოადგენდა 12%-ს, მაშინ როცა აღნიშნული ნიშნული სამეფო სასამართლოში იყო 13%. თავიდან აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ სხვადასხვა სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება წარმატებით ვერ დასრულდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ამ პირებს ბრალი არ უნდა წარდგენოდათ. ყველაფრის შემდეგ სასამართლო წყვეტს პირის ბრალეულობის საკითხს და არა პროკურორები. ის ფაქტი, რომ მხოლოდ მცირე რაოდენობის 200 საქმე იქნა გამოძიებული პოლიციის მიერ, რომელიც შემდგომ სისხლისსამართლებრივი დევნით გაგრძელდა, შეიძლება ჩაითვალოს დადებით და უარყოფით მანიშნებლად. პოზიტიურია ის, რომ არსებული მტკიცებულებები და კონტექსტი არ იძლეოდა წარსადგენი ბრალდებებისთვის უპირატესობის მინიჭებას, მაგრამ ნეგატიური იყო ის, რომ რამდენიმე საქმეში პოლიციას ექმნებოდა შეფერხება მტკიცებულებების შეგროვების პროცესში, რაც საკმაოდ მაღალი სტანდარტის ბრალდების არჩევის შესაძლებლობას ამცირებდა შემდგომი სისხლისსამართლებრივი დევნის გარანტიით.
მნიშვნელოვანია აღინიშონს, რომ ზემოაღნიშნულიდან არცერთი არ გულისხმობს სამხედრო სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი ელემენტების ეფექტიანობის ფუნდამენტურ ხარვეზიანობას. ორივე, სამეფო სამხედრო პოლიციის სპეციალური საგამოძიებო განყოფილება (სსპ(სსგ)) და აპს შემოწმებულ იქნენ დამოუკიდებლად 2007 წლის განმავლობაში. პოლიციის ინსპექტორებმა მიუთითეს, რომ მისი უდიდებულესობის პოლიციის ინსპექცია აფასებს სსპ(სსგ)-ს როგორც შესაბამისი უნარის და შესაძლებლობის მქონეს გაუძღვეს 36-ე დონის (სერიოზული დანაშაულები) გამოძიებას; და აპს-ს ინსპექტირება 2007 წლის თებერვალში და მარტში განხორციელდა მისი უდიდებულესობის პროკურატურის ინსპექციის მიერ: `აპს ახორციელებს მის უფლებამოსილებას ზედმიწევნით და პროფესიონალური გზით, ხშირად რთულ სიტუაციებში” და იმის აღნიშვნით, რომ 95.7% საქმეთა სასამართლოში გაგზავნის გადაწყვეტილება იყო გამართლებული მტკიცებულებითი საფუძვლებიდან გამომდინარე და 100-ვე პროცენტი გადაწყვეტილებებისა ეფუძნებოდა საჯარო და სამსახურეობრივ ინტერესებს.”
E. განმცხადებლის ნათესავთა გარდაცვალება
33. ფაქტების წინამდებარე აღწერა ეფუძნება მომჩივანთა, მოწმეების და ინციდენტში მონაწილე ბრიტანელ სამხედროთა ჩვენებებს. ხსენებული ფაქტები წარდგენილ იქნა შიდა სასამართლოებში და მეხუთე განმცხადებლის შემთხვევის გარდა, ყველა ინფორმაცია წარმოდგენილია მათ განაჩენებში (უფრო ზუსტად რეგიონალური სასამართლოს განაჩენში).
1. პირველი მომჩივანი
34. პირველი მომჩივანი არის ჰაზიმ ჯუმა გატეჰ ალ-სქეინის (`ჰაზიმ ალ-სქეინი”) ძმა, რომელიც იყო 23 წლის ასაკის გარდაცვალების მომენტში. ჰაზიმ ალ-სქეინი იყო ერთ-ერთი იმ ორ ერაყელთაგანი, რომლებიც ბეინი სკეინის ტომის წარმომადგენლები იყვნენ და რომელიც მოკლა ბასრაში, ალ-მაჯიდიას ტერიტორიაზე 2003 წლის 4 აგვისტოს შუაღამემდე სერჟანტმა A-მ, რომელიც იყო ბრიტანული პატრულის უფროსი.
35. მოწმის ჩვენებაში, პირველი მომჩივანი უთითებს, რომ აღნიშნულ საღამოს, მისი ოჯახის სხვადასხვა წევრები იკრიბებოდნენ ალ-მაჯიდიაჰში მდებარე სახლში დაკრძალვის ცერემონიალზე. ერაყში ჩვეულებაა, რომ იარაღები უნდა განიარაღდეს დაკრძალვისას. პირველმა მომჩივანმა მიუთითა, რომ ის იღებდა სტუმრებს სახლში, როდესაც ისინი მოდიოდნენ ცერემონიალზე და დაინახა მისი ძმა, რომელსაც ცეცხლი გაუხსნა ბრიტანელმა ჯარისკაცმა, როცა ეს უკანასკნელი მოდიოდა ქუჩაში სახლისკენ. პირველი განმცხადებლის მიხედვით, მისი ძმა იყო უიარაღო და ჯარისკაცებისგან იმყოფებოდა 10 მეტრის მოშორებით, როდესაც მოხდა მის მიმართ გასროლა. მასთან ერთად მყოფი მეორე კაცი ასევე იქნა მოკლული. იგი ვერ ხსნის ჯარისკაცთა მიერ ცეცხლის გახსნის მიზეზს.
36. შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით შედგენილი ბრიტანული ანგარიშის მიხედვით, ძალიან ბნელ ღამეს ფეხით მოძრავ პატრულს მოესმა ინტენსიური სროლის ხმა ალ-მაჯიდიას სხვადასხვა მხრიდან. როცა პატრული მიიწევდა უფრო ღრმად სოფელში, ისინი შეხვდნენ ორ ერაყელ კაცს ქუჩაში. ერთ-ერთი იყო სერჟანტ A- სგან, რომელიც თავის მხრივ წინ მიუძღვოდა პატრულს, 5 მეტრის მოშორებით. სერჟანტმა A-მ დაინახა რომ ის იყო შეიარაღებული და მიატრიალა იარაღი მისი მიმართულებით. სიბნელეში, შეუძლებელი იყო მეორე ადამიანის მდგომარეობის დანახვა. იმ რწმენით, რომ მისი და პატრულის სხვა ჯარისკაცთა სიცოცხლე იმწუთიერ საფრთხეში იყო, სერჟანტმა A-მ გახსნა ცეცხლი ორი ადამიანის მიმართ ზეპირი გაფრთხილების გარეშე.
37. მომდევნო დღეს, სერჟანტმა A-მ წარმოადგინა წერილობითი ახსნა განმარტება, რომელიც აღწერდა შემთხვევას. აღნიშნული გადაეცა მისი ბატალიონის მმართველ ოფიცერს, პოლკოვნიკ G-ს, რომელმაც დაადგინა, რომ ჯარისკაცის მოქმედება შესაბამისობაში იყო სამხედრო შეთანხმების წესებთან და შესაბამისი მოხსენება წარადგინა ხსენებულ შემთხვევასთან დაკავშირებით. პოლკოვნიკმა G-მ აღნიშნული მოხსენება გააგზავნა ბრიგადაში, სადაც იგი შეფასდა ბრიგადის მეთაურ მურის მიერ. ბრიგადის მეთაურმა მურმა დამატებითი შეკითხვები დასვა იმასთან დაკავშირებით უმიზნებდა თუ არა გარდაცვლილი პირი იარაღს პატრულს. პოლკოვნიკმა G-მ შეადგინა შემდგომი მოხსენება ბრიგადის უფროს მურის შეკითხვებთან დაკავშირებით. მოხსენების პირველადი ვერსია არ იყო ბრიგადის ჩანაწერებში მოხსენიებული. პოლკოვნიკ G-ს დამატებითი მოხსენების გაანალიზების შემდეგ, ბრიგადის უფროსი მური, ისევე როგორც შტაბის უფროსის მოადგილე და იურიდიული მრჩეველი, დარწმუნდნენ რომ სერჟანტ A-ს ქმედება ექცეოდა სამხედრო შეთანხმების წესებით დადგენილ რეგულაციებში და დამატებითი გამოძიების ბრძანება აღარ გაუცია.
38. 2003 წლის 11, 13 და 16 აგვისტოს პოლკოვნიკი G შეხვდა გარდაცვლილის ტომის წევრებს. მან აუხსნა ის, თუ რატომ გახსნა სერჟანტმა A-მ ცეცხლი და გადასცა ტომს საქველმოქმედო შემოწირულობა 2,500 აშშ დოლარის ოდენობით ბრიტანული არმიის კეთილი ნების გადახდის კომიტეტიდან, გარდაცვალების მიზეზების ახსნა-განმარტების შემცველ ოფიციალურ წერილთან ერთად და იმის აღიარებით, რომ გარდაცვლილი არ ისახავდა მიზნად ვინმეზე თავდასხმას.
2. მეორე მომჩივანი
39. მეორე მომჩივანი არის მუჰამედ სალიმის ქვრივი, რომელიც სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი სერჟანტ ჩ-ს მიერ 2003 წლის 6 ნოემბრის შუაღამის შემდეგ.
40. მეორე მომჩივანი არ ესწრებოდა მისი ქმრის გარდაცვალებას და მისი მტკიცებულება ეყრდნობა იმ ფაქტებს, რომელიც მას უამბეს მოწმეებმა. მან მიუთითა, რომ 2003 წლის 5 ნოემბერს, რამადანის პერიოდში, მუჰამედ სამილი მის ბიძაშვილთან ერთად წავიდა სახლში ბასრაში. დაახლოებით საღამოს 11.30 საათზე ბრიტანელი ჯარისკაცები შევიდნენ სახლში. მათ შეამტვრიეს წინა კარები. ერთ-ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი პირდაპირ შეეჩეხა მეორე განმცხადებლის მეუღლეს სახლის დერეფანში და გახსნა ცეცხლი მისი მისამართით და მოარტყა მუცლის არეში. ბრიტანელმა ჯარისკაცებმა დაჭრილი გადაიყვანეს ჩეხურ სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც 2003 წლის 7 ნოემბერს იგი გარდაიცვალა.
41. შემთხვევის ადგილის ბრიტანული ანგარიშის მიხედვით, პატრულმა მიიღო ინფორმაცია მათი ერთ-ერთი თარჯიმნის მოკავშირისგან, რომ გრძელლულიანი იარაღებით, ხელყუმბარებით და ყუმბარმტყორცნებით შეირაღებულ კაცთა ჯგუფი დაინახა სახლში შემავალი. გაიცა სწრაფი ჩხრეკის და დაკავების ბრძანება. მას შემდეგ, რაც პატრულმა ვერ შეძლო სახლში შესვლა დაკაკუნების შემდეგ, კარები იქნა შეტეხილი. სერჟანტი C სახლში შევიდა წინაკარიდან ორ ჯარისკაცთან ერთად და პირველი ოთახი გაათავისუფლა. მეორე ოთახში გასვლისას მან გაიგო იარაღის სროლა სახლის შიგნიდან. როცა სერჟანტი C გადაადგილდა შემდეგ ოთახში კიბის ძირას, გრძელლულიანი იარაღებით შეიარაღებული ორი პირი გამოემართა მისკენ. არ იყო იმის დრო, რომ მომხდარიყო ზეპირი გაფრთხილების განხორციელება. სერჟანტ C -ს ეგონა, რომ მისი სიცოცხლე იყო იმწუთიერ საფრთხეში. მან გახსნა ცეცხლი წინ მომავალი პირის, მეორე განმცხადებლის მეუღლის, მიმართულებით და მოარტყა ტყვია მუცელში. მან შემდეგ მიატრიალა იარაღი მეორე პირის მიმართულებით, რომლმაც დაყარა იარაღი. განმცხადებლის ოჯახმა შემდგომ აცნობა პატრულს, რომ ისინი იყვნენ ადვოკატები და ჰქონდათ დავა მეორე ოჯახთან ოფისის შენობის საკუთრებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია მათ შორის ორი შეიარაღებული პირის დაპირისპირება და რომელიც ეცნობა პოლიციას შემთხვევამდე სამი დღით ადრე, ხოლო მეორე შემთხვევას მომხდარ ფაქტამდე ნახევარი საათით ადრე ჰქონდა ადგილი.
42. 2003 წლის 6 ნოემბერს სამხედრო მმართველმა შეადგინა შემთხვევის აღწერის მოხსენება. მან დაასკვნა, რომ პატრულს მიეწოდა არასწორი სადაზვერვო ინფორმაცია სამეზობლო დავის შესახებ მეორე მხარის მიერ. მოხსენების გაანალიზების და სამხედრო მმართველთან საუბრის შემდეგ, პოლკოვნიკმა G-მ დაასკვნა, რომ შემთხვევა შეესაბამებოდა სამხედრო წესების შეთანხმებას და არ ითხოვდა დამატებით სპეციალური საგამოძიებო განყოფილების მიერ გამოძიებას. მან შესაბამისად წარმოადგინა მოხსნება ამ მიმართებით იმავე დღეს და გადაუგზავნა იგი ბრიგადას, სადაც აღნიშნული შეფასდა ბრიგადის გენერალ ჯონსის მიერ. ბრიგადის უფროსმა ჯონსმა განიხილა საკითხი შტაბის უფროსის მოადგილესთან და მის იურიდიულ მრჩეველთან. მან ასევე განიხილა საქმე მის პოლიტიკურ მრჩეველთან. შედეგად, ბრიგადის უფროსმა ჯონსმაც დაადგინა, რომ სამხედრო შეთანხმების წესებს შეესაბამებოდა ქმედება და ამ მიმართებით შესაბამისი მოხსენება გამოსცა. მომჩივანი, რომელიც იყო სამი მცირეწლოვანი შვილის და მოხუცებული სიდედრის მარჩენალი, გადაეცა 2,000 აშშ დოლარი ბრიტანული არმიის კეთილი ნების გადახდის კომიტეტიდან, ფაქტის აღწერის წერილთან ერთად.
3. მესამე მომჩივანი
43. მესამე მომჩივანი არის ჰანან ბაჰაიბას სადე შმაილავის ქვრივი, რომელიც სასიკვდილოდ დაიჭრა 2003 წლის 10 ნოემბერს ბასრას ალ-მაასის ტერიტორიაზე განათლების ინსტიტუტთან, სადაც მესამე მომჩივანი მუშაობდა როგორც ღამის პორტიე და ცხოვრობდა მის მეუღლესთან და ოჯახთან ერთად.
44. მესამე განმცხადებლის ჩვენების მიხედვით, ზემოაღნიშნულ საღამოს დაახლოებით საღამოს 8 საათზე ის და მისი ოჯახი ისხდნენ მაგიდასთან და სადილობდნენ, როცა უცებ შენობის გარეთ დაიწყო ავტომატური ტყვიამფრქვევიდან სროლა. მის მეუღლეს ტყვია მოხვდა თავში და წვივში და მის ერთ-ერთ შვილს მხარში. განმცხადებლის მეუღლე და შვილი გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში, სადაც ბავშვი გამოჯანმრთელდა, მაგრამ მეუღლე გარდაიცვალა.
45. შემთხვევის ადგილის აღწერასთან დაკავშირებული ბრიტანული ანგარიშის მიხედვით, მესამე განცმხადებლის მეუღლე გარდაიცვალა ბრიტანეთის პატრულსა და რამდენიმე უცნობ შეიარაღებულ პირს შორის ურთიერთსროლისას. როცა ტერიტორია განათებულ იქნა პარაშუტიანი სანათით, მინიმუმ სამი ადამიანი შემჩნეულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღებით, რომლებიც მიწაზე იწვნენ და რომელთაგან ორი ისროდა ბრიტანელი სამხედროების მისამართით. ერთ-ერთი შეიარაღებული პირი მოკლულ იქნა პატრულთან ურთიერთსროლისას. დაახლოებით 7-10 წუთის შემდეგ სროლა შეწყდა და შეიარაღებული ხალხი გაიქცა. ქალი, (მესამე განმცხადებლის მეუღლე) თავში დაზიანებით და მხარში დაჭრილი ბავშვი აღმოჩენილ იქნენ შენობის ჩხრეკისას. ორივე გადაყვანილ იქნა ჰოსპიტალში.
46. მომდევნო დილას, სამხედრო მეთაურმა წარმოადგინა შემთხვევასთან დაკავშირებული მოხსენება, სხვა ჯარისკაცების ახსნა-განმარტებებთან ერთად. მას შემდეგ რაც შეაფასა მოხსენება და ახსნა-განმარტებები, პოლკოვნიკმა G-მ დაასკვნა, რომ შემთხვევა შეესაბამებოდა სამხედრო წესების შეთანხმებას და არ ითხოვდა დამატებით სპეციალური საგამოძიებო განყოფილების მიერ გამოძიებას. ხსენებულთან დაკავშირებით მან წარმოადგინა შესაბამისი დასაბუთება, რომელიც შემდგომ გადაეცა ბრიგადას. მოხსენება შეფასდა ბრიგადის უფროს ჯონსის მიერ, რომელმაც საკითხი განიხილა შტაბის უფროსის მოადგილესთან, მის იურიდიულ მრჩეველთან და პოლკოვნიკ G-სთან ერთად. შედეგად, ბრიგადის უფროსი ჯონსი მივიდა დასკვნამდე, რომ შემთხვევა შეესაბამებოდა სამხედრო შეთანხმების წესებს და არ მოითხოვა დამატებითი გამოძიება.
4. მეოთხე მომჩივანი
47. მეოთხე მომჩივანი არის 43 წლის ვოლიდ საიას მუზბანის ძმა, რომელიც სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი 2003 წლის 24 აგვისტოს ღამეს უმცროსი კაპრალის S-ის მიერ ბასრაში, ალ ბაქაალის ტერიტორიაზე.
48. მეოთხე მომჩივანი არ იმყოფებოდა ადგილზე, როდესაც მის ძმას ესროლეს, მაგრამ აცხადებს რომ შემთხვევას შეესწრნენ მისი მეზობლები. მის ჩვენებაში იგი აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით აღნიშნულ საღამოს მისი ძმა ბრუნდებოდა სამსახურიდან დაახლოებით საღამოს 8 საათსა და 30 წუთზე. ის ატარებდა მიკროავტობუსს სოუქ ჰიტტენის ქუჩაზე, მისსა და მეოთხე განმცხადებლის საცხოვრებელთან ახლოს. განმცხადებლის ინფორმაციით რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე მიკროავტობუსს გაუხსნეს უწყვეტი ცეცხლი, რის შედეგადაც ვოლიდი დაიჭრა სასიკვდილოთ მუცლისა და მკერდის არეში.
49. უმცროსი კაპრალი S იყო პატრულის წევრი, რომელიც ახორციელებდა შემოწმებას კოალიციის სამხედრო ბაზის (Fort Apache) პერიმეტრზე, სადაც წინა დღეს სამეფო სამხედრო პოლიციის სამი ოფიცერი იქნა მოკლული მანქანიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად. შემთხვევის ადგილის ბრიტანული ანგარიშის მიხედვით, უმცროსი კაპრალი S დააეჭვა მიკროავტობუსმა, რომელსაც ფანჯრებზე ჩამოფარებული ჰქონდა ფარდები და მოძრაობდა პატრულისკენ დაბალი სიჩქარით ფარებ ჩამქრალი. როცა ავტორასტრანსპორტო საშუალებას მოსთხოვეს გაჩერება, ჩანდა რომ მძღოლი ცდილობდა ჯარისკაცებისგან მიმალვას და უმცროსმა კაპრალმა S-მ მიმართა მანქანისაკენ იარაღი და უბრძანა გაჩერება. სატრანსპორტო საშუალება გაჩერდა და უმცროსი კაპრალი შ-ი მიუახლოვდა მძღოლის კარებს და მიესალმა მძღოლს (მეოთხე განმცხადებლის ძმა). მძღოლი რეაგირებდა აგრესიულად და ჩანდა რომ მის ზურგს უკან მჯდომ ხალხს უყვიროდა, რომლებიც მანქანაში ფარდით ჩამოფარებულ ნაწილში იმყოფებოდნენ. როცა უმცროსმა კაპრალმა S-მა სცადა მანქანის უკანა ნაწილში შეხედვა, მძღოლმა ჩაარტყა მას მკერდის არეში. შემდგომ დაუძახა მანქანის უკან მჯდომ ხალხს და აიღო უმცროს კაპრალ შ-ის იარაღი ხელში. კაპრალს მოუწია ძალის გამოყენება, რათა გათავისუფლებულიყო. მძღოლმა შემდგომ დაძრა მიკროავტობუსი და კურსი აიღო პატრულის სხვა წევრების მიმართულებით. უმცროსმა კაპრალმა S-მა გახსნა ცეცხლი მანქანის საბურავების მიმამრთულებით და პატრულისგან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით გააჩერა ეს უკანასკნელი. მძღოლი მობრუნდა უკან და ყვიროდა მანქანის საბარგულის მიმათულებით. ჩანდა თითქოს იგი იარაღს იღებდა. უმცროსმა კაპრალმა S-მა იფიქრა, რომ მის და მისი ჯგუფის მიმართ საფრთხე მომდინარეობდა მძღოლის და მანქანაში მყოფი სხვა პირების მხრიდან. შესაბამისად, მან განახორციელა ხუთი დამიზნებითი გასროლა. მას შემდეგ რაც მანქანა კვლავ დაიძრა, უმცროსმა კაპრალმა S-მა განახორციელა ორი გასროლა მანქანის უკანა ნაწილის მისამართით. მცირე ინტერვალში, მანქანა გაჩერდა მყისიერად. მძღოლი გადმოვიდა და უყვიროდა ბრიტანელ ჯარისკაცებს. მას უბრძანეს დაწოლილიყო მიწაზე. პატრული შემდეგ მიუახლოვდა მანქანას, რათა შეემოწმებინა სხვა შეიარაღებული პირები. დადასტურდა, რომ მანქანა ცარიელი იყო. აღმოჩნდა, რომ მძოლს ჰქონდა სამი ჭრილობა ზურგისა და თეძოს არეში. მას ადგილზე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და შემდგომ გადაყვანილ იქნა ჩეხურ სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც იგი გარდაიცვალა მეორე თუ მესამე დღეს.
50. სპეციალურმა საგამოძიებო განყოფილებამ დაიწყო გამოძიება 2003 წლის 29 აგვისტოს. გამომძიებლებმა შეაგროვეს ტყვიის ფრაგმენტები, ცარიელი ტყვიის მასრები და გადაიღეს შემთხვევის ადგილის ციფრული ფოტოსურათები. ავტოტრანსპორტი აღდგენილ და ტრანსპორტირებულ იქნა გაერთიანებულ სამეფოში. გარდაცვლილის ცხედარი დაუბრუნდა ოჯახს დაკრძალვისთვის და გარდაცვალების შემდგომი შემოწმება არ ჩატარებულა, ამიტომ სპეციალურ საგამოძიებო განყოფილებამ აიღო ჩვენებები ორი ერაყელი ქირურგისგან, რომლებმაც ოპერაცია გაუკეთეს მას. დაიგეგმა შეხვედრა ოჯახთან, რათა მიეღოთ მათი თანხმობა ექსჰუმაციაზე და გაკვეთაზე, მაგრამ აღნიშნული გადაიდო. ცხრა სამხედრო მოწმე, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე დაიკითხნენ და ჩამოერთვათ ჩვენებები. დამატებით ოთხი პირი დაიკითხა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ არ ჰქონდათ არანაირი მტკიცებულება. უმცროსი კაპრალი შ არ იყო დაკითხული, რადგან სპეციალური საგამოძიებო განყოფილების მიერ იგი იყო ეჭვმიტანილად მიჩნეული სამხედრო შეთანხმების წესების დარღვევაში. სპეციალური საგამოძიებო განყოფილების პრაქტიკის მიხედვით, მისი დაკითხვა არ უნდა მომხდარიყო მანამ სანამ არ იქნებოდა საკმარისი მტკიცებულებები მის მიმართ ბრალის წასაყენებლად. შემთხვევის ადგილის კრიმინალისტიკური დათვალიერება განხორციელდა 2003 წლის 6 სექტემბერს.
51. 2003 წლის 29 აგვისტოს პოლკოვნიკმა G-მ გააგზავნა მისი პირველადი მოხსენება შემთხვევის შესახებ ბრიგადის უფროს მურის სახელზე. მან მიუთითა, რომ მისი აზრით, უმცროსი კაპრალი შ მოქმედებდა სამხედრო შეთანხმების წესების შესაბამისად. მაგრამ, პოლკოვნიკმა მიუთითა, რომ აღნიშნული იყო რთული საქმე და მის გამოსაძიებლად აუცილებელი იყო სპეციალური საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ გამოძიების ჩატარება. ბრიგადის გენერალმა მურმა პოლკოვნიკის მოხსენების გაანალიზების შემდეგ, განიხილა საკითხი შტაბის უფროსის მოადგილესთან და მიიღო იურიდიული კონსულტაცია, რის შედეგად გადაწყდა, რომ საკითხი უნდა გამოძიებულიყო სამხედრო ერთეულის დონეზე ჩატარებული გამოძიებით, რომლის დროსაც რამდენიმე დასმულ შეკითხვაზე გაიცა დადებითი პასუხები. შედეგად 2003 წლის 12 სექტემბერს პოლკოვნიკმა G-მ წარმოადგინა დამატებითი მოხსენება, სადაც მან რამდენიმე საკითხი მიმოიხილა და დაასკვნა, რომ სპეციალური საგამოძიებო განყოფილების გამოძიება აღარ იყო საჭირო. შტაბის უფროსის მოადგილესთან საკითხის განხილვის და იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ბრიგადის უფროსმა მურმა დაასკვნა, რომ საქმე შეესაბამებოდა სამხედრო შეთანხმების წესებს.
52. ამ ეტაპისთვის, ბრიგადის უფროსი მური ფლობდა ინფორმაციას, რომ სპეციალურ საგამოძიებო განყოფილებას დაწყებული ჰქონდა ინციდენტის გამოძიება. 2003 წლის 17 სექტემბერს პოლოკვნიკმა G-მ მიწერა სპეციალურ საგამოძიებო განყოფილებას და თხოვა გამოძიების შეწყვეტა. იგივე თხოვნა განხორციელდა ბრიგადის უფროსის მურის სახელით, შტაბის უფროსის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს გამომძიებელ ოფიცერთან შეხვედრისას. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეწყვიტა გამოძიება 2003 წლის 23 სექტემბერს. გარდაცვლილის ოჯახმა მიიღო 1,400 აშშ დოლარი ბრიტანული არმიის კეთილი ნების გადახდის კომიტეტიდან და 3,000 მიკროავტობუსის კომპენსირებისთვის.
53. მეოთხე განმცხადებლის მიმართვის შედეგად (იხილეთ ქვემოთ 73-ე პუნქტი), საქმე გადაიხედა უფროს საგამოძიებო ოფიცერთა მიერ სპეციალურ საგამოძიებო განყოფილებაში და გამოძიების განახლების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გამოძიება დაიწყო ხელახლა 2004 წლის 7 ივნისს და დასრულდა 2004 წლის 3 დეკემბერს, მიუხედავად ერაყში იმ დროისთვის არსებული რთული სიტუაციისა და არსებული სიძნელეებისა.
54. გამოძიების დასრულებისას, სპეციალურმა საგამოძიებო განყოფილებამ მოახსენა ჯარისკაცთა მმართველ ოფიცერს, რომელმაც გადასცა საქმე არმიის პროკურატურის სამსახურს 2005 წლის თებერვალში. არმიის პროკურატურის სამსახურმა გადაწყვიტა, რომ მოწმეთა წინასწარი დაკითხვა უნდა განხორციელებულიყო რამდენიმე მტკიცებულებათა ბუნდოვანებების და გაურკვევლობის გასარკვევად. დეპონირებული ჩვენები იქნა აღებული არმიის პროკურატურის სამსახურის მიერ იმ ჯარისკაცებისგან, რომლებიც შეესწრნენ სროლას და რომლებიც იყვნენ შემთხვევის ერთადერთი ცნობილი მოწმეები. დამატებითი იურიდიული რჩევა იქნა წარმოდგენილი უფროსი იურისტის მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ არ არსებობდა საქმის მსჯავრდებით დასრულების რეალური პერსპექტივა იქიდან გამომდინარე, რომ უმცროს კაპრალ შ-ს არ უდგინდებოდა არათავდაცვით მდგომარეობაში ცეცხლის გახსნა. საქმე გადაიგზავნა მთავარ პროკურორთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ არ გამოეყენებინა მისი უფლებამოსილება და არ გაეცა ბრძანება სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.
5. მეხუთე მომჩივანი
55. მეხუთე მომჩივანი არის აჰმედ ჯაბარ კარემ ალის მამა, რომელიც დაიღუპა 2003 წლის 8 მაისს, 15 წლის ასაკში.
56. მეხუთე მომჩივანის ჩვენებით, რომელიც მან მისცა გაერთიანებული სამეფოს სასამართლოების წინაშე, 2003 წლის 8 მაისს მისი შვილი არ დაბრუნდა სახლში დღის პირველ საათსა და ოცდაათ წუთზე, როგორც ეს ხდებოდა ხოლმე. მეხუთე მომჩივანი წავიდა მის საძებნელად ალ-საადის მოედანზე, სადაც შეიტყო, რომ ბრიტანელმა სამხედროებმა დააკავეს რამდენიმე ახალგაზრდა. მომჩივანი აგრძელებდა მისი შვილის ძებნას და შემდეგ დილას დაეკონტაქტა სხვა ერაყელ ახალგაზრდა A-ს, რომელმაც უთხრა მომჩივანს, რომ მისი შვილი და რამდენიმე პირი დაკავებულ იქნენ ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ წინა დღეს, მოხდა მათი ცემა და შემდგომ შატ ალ-არაბის წყლებში მათი გადაყრა. 2003 წლის 9 მაისს განმცხადებლის ძმამ აცნობა `ბრიტანულ პოლიციას” ამ ინციდენტის შესახებ, სადაც მოსთხოვეს აჰმედის პირადობის მოწმობის გადაცემა. საბოლოოდ მომჩივანმა მისი შვილის გვამი ნახა წყალში 2003 წლის 10 მაისს, რამდენიმე დღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ.
57. მომჩივანმა უმალვე წაიღო მისი შვილის გვამი `ბრიტანული პოლიციის განყოფილებაში”, სადაც იგი გადაამისამართეს ადგილობრივი ჰოსპიტალისკენ. ერაყელმა მორიგე ექიმმა უთხრა, რომ მას არ ჰქონდა საკმაო ცოდნა ჩაეტარებინა გაკვეთა და საავადმყოფოში არ ყავდათ პათანატომი. მომჩივანმა გადაწყვიტა მისი შვილის სხეულის დაკრძალვა, რადგან ისლამური ტრადიციების მიხედვით აღნიშნული უნდა განხორციელებულიყო გარდაცვალებიდან 24 საათის განმავლობაში.
58. დაკრძალვიდან დაახლოებით 10-15 დღის გასვლის შემდეგ, მომჩივანი დაბრუნდა `ბრიტანული პოლიციის განყოფილებაში” და ითხოვა გამოძიება, მაგრამ ეცნობა, რომ ამგვარ ქმედებათა გამოძიება არ შედიოდა `ბრიტანული პოლიციის” კომპეტენციაში. ის დაბრუნდა `პოლიციის განყოფილებაში” და რამდენიმე დღეში ეცნობა, რომ სამეფო სამხედრო პოლიციას სურდა მასთან დაკავშირება და ის უნდა წასულიყო საპრეზიდენტო სასახლეში. მომდევნო დღეს მომჩივანი შეხვდა სპეციალური საგამოძიებო განყოფილების ოფიცრებს საპრეზიდენტო სასახლეში და ეცნობა რომ გამოძიება დაიწყებოდა.
59. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაკითხა A და ჩამოართვა ჩვენება. მათ ჩვენება აიღეს განმცხადებლისგან და ოჯახის სხვა წევრებისგანაც. შემთხვევიდან მინიმუმ 1 თვის გასლის შემდეგ, გამომძიებლები გაემართნენ ალ-საადის მოედანზე და იპოვეს განმცხადებლის შვილის და იმ დღეს დაკავებულ სხვა ახალგაზრდათა ტანსაცმელი. გლოვის მეორმოცე დღის გასვლის შემდეგ, მომჩივანი დათანხმდა მისი ვაჟის სხეულის ექსჰუმაციას სიკვდილის შემდგომი შემოწმებისთვის, მაგრამ უკვე შეუძლებელი იყო იმის დადგენა ცემა სიკვდილამდე თუ შემდგომ განხორციელდა და ასევე ის თუ რა იყო სიკვდილის რეალური მიზეზი. მომჩივანი სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ მისთვის არასდროს გაუცნიათ სიკვდილის შემდგომი შემოწმების შედეგები და რომ ის ინფორმირებული არ იყო გამოძიების მსვლელობაზე, რადგან მისთვის გადაცემული უმეტესი დოკუმენტები ძირითადად იყო ინგლისურად ან ცუდად ნათარგმნ არაბულ ენაზე შედგენილი.
60. მომჩივანი აცხადებს, რომ მისი შვილის ექსჰუმაციიდან 18 თვის განმავლობაში მას არ ჰქონდა კონტაქტი გამომძიებლებთან. 2005 წლის აგვისტოში მას აცნობეს, რომ ოთხ ჯარისკაცს წარედგინა ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით და რომ სასამართლო იმართებოდა ინგლისში. სამხედრო სასამართლოს სხდომა ჩატარდა 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის მაისამდე პერიოდში. ამ დროისთვის, შვიდიდან სამმა ჯარისკაცმა, რომელთაც ბრალი ედებოდათ მისი შვილის მკვლელობაში, დატოვეს არმია და დამატებით ორიც მათგანიც აღარ იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში. პროკურატურის საქმის მიხედვით, ჯარისკაცები დაეხმარნენ ერაყელ პოლიციელებს ოთხი ახალგაზრდის დაკავებაში, რომლებიც მარადიორობაში იყვნენ ეჭვმიტანილები. ისინი წაიყვანეს მდინარის პირას და იარაღის საშუალებით გადაწყვიტეს მათთვის `ჭკუის სწავლება”. 2006 წლის აპრილში მომჩივანმა და A-მ მისცეს ჩვენება სამხედრო სასამართლოში. მომჩივანმა სასამართლო პროცესი მიიჩნია დამაბნევლად და დამამცირებლად და იგი დატოვა იმ განცდით, რომ მოსამართლეები ბრალდებულთა მიმართ მიკერძოებულები იყვნენ. A-მ მისცა ჩვენება, რომ განმცხადებლის შვილი იმყოფებოდა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში წყალში ჩავარდნის შემდეგ, მაგრამ ჯარისკაცები წავიდნენ დახმარების აღმოჩენის გარეშე. მაგრამ, მან ვერ შეძლო ჯარისკაცთა ზუსტი იდენტიფიცირება. ბრალდებულები იხსნიდნენ პასუხისმგებლობას გარდაცვალებაზე და საბოლოოდ გამართლდნენ, რადგან A-ს ჩვენება მიჩნეულ იქნა არათანმიმდევრულად და არასარწმუნოდ.
61. განმცხადებლის შვილის საქმე იყო ერთ-ერთი იმ ექვს საქმეთაგანი, რომელიც გამოძიებულ იყო აიტკანის მოხსენებით (იხილეთ ქვემოთ 69-ე პუნქტი). შემდეგი სათაურის ქვეშ – `დისციპლინარული საქმეებიდან შეცდომებზე სწავლა” – მოხსენება უთითებდა:
`... ჩვენ ვიცით, რომ პოლიციის ორი პირველადი მოხსენება წარმოდგენილი იყო 2003 წლის მაისსში და მასში აღწერილი იყო ორი კვირის შუალედში მომხდარი განსხვავებული შემთხვევები, როცა ერაყელები დაიხრჩვნენ შატ ალ-არაბში ბრიტანელი ჯარისკაცების ხელში ყოფნის პერიოდში. ის, რომ ამ საქმეთაგან ერთ-ერთი არ წარიმართა სასამართლოში ირელევანტურია, რადგან დროის მცირე პერიოდში მოხდა ორი საეჭვო და უცნაური მოვლენა. სხვა ვალდებულებებთან ერთად, სახმელეთო მმართველები არ შეიძლება იქნან დადანაშაულებულნი აღნიშნული ტენდენციის არგარკვევის გამო; მაგრამ უფრო მყისიერი, ეფექტიანი სისტემა რომ არსებულიყო ამგვარი ინფორმაციის გადასაცემად სხვა პირთათვის, რომელთაც აქვთ შესაბამისი კოპეტენცია, შესაძლებელი იქნებოდა საკითხის დროული იდენტიფიცირება. ფაქტობრივად, მტკიცებულებები მიუთითებენ რომ აღნიშნული ორი შემთხვევა ერთმანეთისგან იზოლირებულად განხორციელდა, მაგრამ მისი გაუნებელყოფა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი მოხდებოდა მისი გააზრება როგორც სისტემური მარცხის სიმპტომის. შედარებისთვის, მაგალითად თუკი იქნებოდა ორი მოხსენება იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი იარაღი იქნა გამოყენებული მეამბოხეთა მიერ ბრიტანული ჯავშანმანქანების წინააღმდეგ ორი კვირის შუალედში, შეცდომებზე სწავლების პროცესში მოხდებოდა მისი მნიშვნელობის იდენტიფიცირება, განისაზღვრებოდა კონტრზომები მის დასამარცხებლად და ჩქარა გავრცელდება ახალი პროცედურები რისკის შესამცირებლად. ის ფაქტი, რომ ეს პროცესი არ ვრცელდება დისციპლინურ სამართალწარმოებებზე ნაწილობრივ გამართლებულია კონფიდენციალურობის დაცვის და მტკიცებულების შენარჩუნების ვალდებულებით; მაგრამ ეს არის მთლიანი პროცესის ჩავარდნა, რომელიც კვლავ შეიძლება აღდგენილ იქნას არაბრალეულობის პრეზუმფციის ფუნდამენტური პრინციპის კომპრომენტირების გარეშე.
მოხსენება გრძელდებოდა, შემდეგი სათაურით `გაჭიანურება”;
`ამ მოხსენებაში განხილული საქმეების გადაწყვეტის ხანგრძლივობა გაუმართლებელია. ... სამხედრო სასამართლო აჰმედ ჯაბარ კარემის საქმის განსახილველად არ შეიკრიბა 2005 წლის სექტემბერამდე, დაზარალებულის გარდაცვალებიდან 28 თვის შემდეგ; ამ დროისთვის, მის მკვლელობაში შვიდი ეჭვმიტანილიდან სამმა ჯარისკაცმა დატოვა და ორი მათგანი არ იმყოფებოდა არმიაში.
უმეტეს საქმეებში, არამართებულია არმიის მიერ ადმინისტრაციული ქმედების განხორციელება ნებისმიერი ოფიცრის მიმართ, სანამ დისციპლინური სამართალწარმოება დასრულდება, რადგან არსებობს სასამართლოსთვის პოზიციის წინასწარ ჩამოყალიბების რისკი. როდესაც აღნიშნული დისციპლინური პროცესი გრძელდება დიდხანს, ზემოხსენებული საქმის მსგავსად, შემდგომი ადმინისტრაციული სანქციის ეფექტი საგრძნობლად მცირდება და მათ უფრო მეტად აქვთ კონტრპროდუქციული შედეგები. უფრო მეტიც, დისცპლინური პროცესის ხანგრძლივობის შემთხვევაში, ნაკლებია იმის ალბათობა, რომ არმიის მმართველი რგოლი მიიღებს პროაქტიულ ღონისძიებებს დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი პირობების აღმოსაფხვრელად.”
62. მეხუთე მომჩივანმა მოახდინა სამოქალაქო სამართალწარმოების ინიცირება თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მისი შვილის გარდაცვალების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. 2008 წლის 15 დეკემბერს დავა გადაწყდა არსებითი განხილვის გარეშე, 115,000 ფუნტ სტერლინგის გადახდით. დამატებით, 2009 წლის 20 თებერვალს გენერალ-მაიორმა კუბიტმა მიწერა მეხუთე მომჩივანს და ოფიციალურად მოუხადა ბოდიში მისი შვილის გარდაცვალებაში ბრიტანული არმიის მონაწილეობის გამო.
6. მეექვსე მომჩივანი
63. მეექვსე მომჩივანი არის პოლკოვნიკი ბასრას პოლიციის ძალებში. მისი შვილი ბაჰა მოუსა, იყო 26 წლის, როდესაც იგი დაიღუპა ბრიტანეთის არმიის ხელში, 2003 წლის 14 სექტემბერს მისი დაკავებიდან სამი დღის შემდეგ.
64. მეექვსე განმცხადებლის მიხედვით, 2003 წლის 13/14 სექტემბერს მისი შვილი მუშაობდა მიმღებად ბასრაში მდებარე იბნ ალ-ჰაიტამის სასტუმროში. 14 სექტემბერს ადრე დილით, მომჩივანი წავიდა სასტუმროში მისი შვილის წამოსაყვანად სამსახურიდან. მისვლისას მან შეამჩნია, რომ ბრიტანულ ძალებს ალყა ჰქონდათ შემორტყმული სასტუმროსთვის. განმცხადებლის შვილი და სასტუმროში მომუშავე 6 სხვა პირი იწვნენ ძირს იატაკზე სასტუმროს მისაღებში და ხელები ჰქონდათ თავს უკან. მომჩივანმა გამოხატა მისი შეშფოთება ოპერაციის ხელმძღვანელ ლეიტენანტთან, რომელმაც დაარწმუნა, რომ აღნიშნული იყო ჩვეულებრივი გამოძიება, რომელიც დასრულდებოდა რამდენიმე საათში. მისი შვილის დაკავებიდან მესამე დღეს, მომჩივანს ეწვივნენ სამეფო სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის წევრები. მას განუცხადეს, რომ მისი შვილი იქნა მოკლული დაკავებისას ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე ბასრაში. მას თხოვეს გვამის ამოცნობა. განმცხადებლის შვილის სხეული და სახე დაფარული იყო სისხლით და სისხლჩაქცევებით, მისი ცხვირი იყო გატეხილი და სახეზე კანის ნაწილი ახეული ჰქონდა.
65. 2003 წლის 14 სექტემბერს დაკავებული სასტუმროს სხვა თანამშრომლები გაერთიანებული სამეფოს შიდა სასამართლო სამართალწარმოებისთვის შედგენილ მოწმის ჩვენებაში აცხადებდნენ, რომ ბაზაზე მიყვანის შემდეგ, ერაყელ პატიმრებს თავზე ჩამოაცვეს ტომრები, ამყოფეს სტრესულ მდგომარეობაში, არ აძლევდნენ საჭმელს და წყალს და სცემდნენ და ურტყამდნენ. პატიმრობისას, ბაჰა მოუსა გაყვანილ იქნა სხვა ოთახში, საიდანაც გამოდიოდა მისი ყვირილის და კვნესის ხმა.
66. 2003 წლის 15 სექტემბერის მიწურულს ბრიგადის უფროსს მურს, რომლემაც მონაწილეობა მიიღო სასტუმროს თანამშრომელთა დაკავების ოპერაციაში, ეცნობა რომ ბაჰა მოუსა იყო გარდაცვლილი და სხვა პატიმრების მიმართ განხორციელებული იყო არასათანადო მოპყრობა. სპეციალური საგამოძიებო განყოფილება დაუყონებლივ იქნა გამოძახებული გარდაცვალების გამოსაძიებლად. იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი საავადმყოფოს პერსონალი გაფიცული იყო, პათანატომი გამოძახებულ იქნა გაერთიანებული სამეფოდან. ბაჰა მოუსას დაუდგინდა 93 იდენტიფიცირებადი დაზიანება სხეულზე და გარდაცვალების მიზეზად დასახელდა ასფიქსია. დანარჩენი რვა ერაყლის მიმართაც განხორციელებული იყო არადამიანური მოპყრობა, რომელთაგან ორი საჭიროებდა სამედიცინო მომსახურებას. გამოძიება დასრულდა 2004 წლის აპრილში და მოხსენება გადაეცა სამხედრო ერთეულის მმართველობით რგოლს.
67. 2004 წლის 14 დეკემბერს რეგიონალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის შვილის გარდაცვალების გამოძიება არ იყო ეფექტიანი (იხილეთ ქვემოთ 77-ე პუნქტი). 2005 წლის 21 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა დაებრუნებინა საქმე რეგიონალური სასამართლოსთვის, რადგან საქმეში იყო დამატებითი რეაგირება განხორციელებული (იხილეთ 81-ე პუნქტი ქვემოთ).
68. 2005 წლის 19 ივლისს შვიდ ბრიტანელ ჯარისკაცს წარედგინათ სისხლისსამართლებრივი ბრალდება ბაჰა მოუსას გარდაცვალების გამო. 2006 წლის 19 სექტემბერს, სამხედრო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებისას, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა აღიარა ბრალი სამხედრო დანაშაულისთვის, არადამიანური მოპყრობისთვის, მაგრამ არა გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის. 2007 წლის 14 თებერვალს შვიდიდან დანარჩენი ოთხი ჯარისკაცის მიმართ არსებული ოფიციალური ბრალდებები მოიხსნა და 2007 წლის 13 მარტს დანარჩენი ორი ჯარისკაციც გამართლდა. 2007 წლის 30 აპრილს არასათანადო მოპყრობისთვის მსჯავრდებულ ჯარისკაცს მიესაჯა ერთი წლით თავისუფლებით აღკვეთა და არმიიდან დათხოვნილ იქნა.
69. 2008 წლის 25 იანვარს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც შედგენილი იყო ბრიგადის უფროსის, აიტკენის მიერ და შეეხებოდა ერაყელი სამოქალაქო პირების მიმართ სავარაუდოდ განზრახ უფლებამოსილების გადამეტების და მკვლელობის ექვს შემთხვევას, მათ შორის მეხუთე და მეექვსე განმცხადებლის შვილთა გარდაცვალებას (`აიტკენის მოხსენება”).
70. მომჩივანმა აღძრა სამოქალაქო სამართალწარმოება თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც სრულად აიღო პასუხისმგებლობა 2008 წლის ივლისში და კომპენსაციის სახით გადაიხადა 575,000 ბრიტანული ფუნტი.
71. 2008 წლის 14 მაისს პარლამენტის წინაშე წარდგენილ წერილობით მოხსენებაში თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ბაჰა მოუსას სიკვდილი გამოძიებულ იქნებოდა საჯაროდ. გამოძიებას უხელმძღვანელებდა გადამდგარი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შემდეგი მითითებით:
`ბაჰა მოუსას გარდაცვალების და სხვა დაკავებულთა მოპყრობის გარემოებების გამოძიება და მოხსენება, ჩატარებული გამოძიებების მხედველობაში მიღება, უფრო კონკრეტულად იმ შემთხვევების გაანალიზება, სადაც პასუხისმგებლობა აწევს დედოფლის ლანკაშირის პოლკის პირველი ბატალიონის რომელიმე წევრს პატიმართა მოპყრობის პრაქტიკის აღსრულებისთვის და შესაბამისი რეკომენდაციების მიღება.”
ამ განჩინების მიღების დღისთვის, გამოძიებას დასრულებული ჰქონდა ზეპირი განხილვა, მაგრამ კვლავ არ ჰქონდა საბოლოო მოხსენება შედგენილი.
F. შიდა პროცედურები ადამიანის უფლებათა აქტის მიხედვით
1. რაიონული სასამართლო
72. 2004 წლის 26 მაისს, თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა გადაწყვიტა, რომ გარდაცვლილი 13 ერაყელი სამოქალაქო პირის, მათ შორის ექვსივე განმცხადებლის ნათესავის მიმართ (1) არ განხორციელებულიყო დამოუკიდებელი გამოძიება მათი გარდაცვალების გარშემო; (2) მათ გარდაცვალებაზე არ აეღო პასუხისმგებლობა; (3) არ გადაეხადა სამართლიანი დაკმაყოფილება.
73. 13-მა მომჩივანმა მიმართა სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნით და ითხოვდნენ კონვენციის მეორე მუხლის პროცედურული და მატერიალური ვალდებულებების დარღვევის აღიარებას გარდაცვალებების გამო. 2004 წლის 11 მაისს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ექვსი საქმე უნდა განხილულიყო არსებითად (მათ შორის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეექვსე მომჩივნების), ხოლო დანარჩენი შვიდი საქმე (მათ შორის მეხუთე განმცხადებლის) დარჩა განხილვის მოლოდინში წინასასამართლო საკითხების გადასაწყვეტად.
74. 2004 წლის 14 დეკემბერს რაიონულმა სასამართლომ უარი თქვა პირველი ოთხი განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ სარწმუნოდ მიიჩნია მეექვსე განმცხადებლის საჩივარი ([2004] EWHC 2911 (Admin)). სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიმოხილვის შემდეგ, უფრო კონკრეტლად Banković and Others v. Belgium and Others [GC] (dec.), no. 52207/99, ECHR 2001-XII, დადგინდა, რომ კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით იურისდიქცია ძირითადად იყო ტერიტორიული, მიუხედავად იმისა რომ არსებობდა გამონაკლისები. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც წევრ სახელმწიფოს ჰქონდა ეფექტიანი კონტროლი ტერიტორიაზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. იურისდიქციის აღნიშნული საფუძველი გამოიყენებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც რომელიმე წევრ სახელმწიფოს ტერიტორია კონტროლდებოდა მეორე წევრ სახელმწიფოს მიერ, რადგან კონვენცია მოქმედებდა ძირითადად საკუთარ რეგიონალურ სფეროში და არ უშვებდა ვაკუუმის წარმოქმნის შესაძლებლობას ამ კუთხით. აქედან გამომდინარე, იურისდიქციის აღნიშნული საფუძველი ვერ გავრცელდებოდა ერაყის ტერიტორიის მიმართ.
75. დამატებით არსებობდა სხვა გამონაკლისიც, რომელიც მომდინარეობდა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ მმართველობის განხორციელებიდან ყველგან ხმელეთზე, მაგრამ აღნიშნული შეზღუდული იყო კონკრეტული შემთხვევებით, რომლებიც აღიარებული იყო საერთაშორისო სამართლით და სასამართლოს რამდენიმე პრეცედენტით. ამ გამონაკლისის მიმართ არ არსებობდა ზოგადად იდენტიფიცირებადი მიზეზი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში. მაგრამ, სახელმწიფო მმართველობის განხორციელების დღევანდლამდე მიჩნეული სხვადასხვა მაგალითები წარმოიშვა ტერიტორიებიდან, რომლებსაც ჰქონდათ განცალკევებული კვაზი-ტერიტორიული ხარისხი, ან როცა სახელმწიფოს წარმომადგენლის არსებობა უცხო სახელმწიფოში ნებადართული იყო იმ სახელმწიფოს მიერ და დაცული იყო საერთაშორისო სამართლით, როგორიცაა მაგალითად საელჩოები, საკონსულოები, საჰაერო და საზღვაო ხომალდები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მოპასუხე სახელმწიფოში. ბრიტანული სამხედო ციხე, რომელიც მოქმედებს ერაყში მისი სუვერენული ხელისუფლების თანხმობით და სადაც მოთავსებულნი იყვნენ დაკავებული ეჭვმიტანილები, არ შეიძლება ჩავთვალოთ რომ ხვდება ამ ვიწრო გამონაკლისში. საქმეში Öcalan v. Turkey, (no. 46221/99, 2003 წლის 12 მარტი), სადავო საკითხი იყო ამ ხვდებოდა თუ არა ხსენებულ გამონაკლისში შესაბამისი ქმედება იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი დაკავებული იყო თურქულ თვითმფრინავში და პირდაპირ იქნა გადაყვანილი თურქეთში. ამის მიუხედავად, რაიონულმა სასამართლომ არ განიხილა ის საკითხი, რომ პალატის გადაწყვეტილება Öცალან-ის საქმეში არ უნდა იქნას მიჩნეული როგორც აღნიშნულის ნათელი მაგალითი, რადგან თავის დროზე თურქეთის სახელმწიფომ არ დააყენა იურიდიქციის არ არსებობის შუამდგომლობა დასაშვებობის ეტაპზე.
76. შედეგად დადგინდა, რომ სამხედრო ოპერაციისას პირთა გარდაცვალება, როგორებიცაა პირველი ოთხი განმცხადებლის შემთხვევა, არ ექცეოდა გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ქვეშ კონვენციის პირველი მუხლიდან გამომდინარე, ხოლო მეექვსე განმცხადებლის შვილის დაღუპვა ბრიტანეთის სამხედრო ციხეში კი ხვდებოდა კონვენციის მოქმედების ფარგლებში. რაიონულმა სასამართლომ დამატებით დაადგინა, რომ 1998 წლის ადამიანის უფლებათა კანონის შინაარსი იყო კონვენციის იდენტური ამ კუთხით.
77. სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებიდან მომდინარე საგამოძიებო ვალდებულების დარღვევას ჰქონდა ადგილი მეექვსე მომჩივანთან მიმართებით, 2004 წლის ივლისის მდგომარებით, მკვლელობიდან 10 თვის თავზე გამოძიების შედეგები იყო უცნობი და არასრული. მოსამართლემ მიუთითა, რომ:
`329. ... მიუხედავად იმისა, რომ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ გართულებული იყო გამოძიების წარმართვა იმ დროისთვის ერაყში – უსაფრთხოების ზოგადი პრობლემებიდან გამოდინარე ხალხის სახლებში დაკითხვის, თარჯიმანთა ნაკლებობის, კულტურული განსხვავებების, ლოჯისტიკური პრობლემების, მონაცემთა ბაზების არასრულყოფილების და ა.შ. გამო – [სპეციალური საგამოძიებო განყოფილების] მოხსენების შემდგომი შედეგების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია იმის გაგება, თუ რა იყო ხელშემშლელი იმ ფაქტის გამოძიებაში, რომელიც არ მომხდარა ერაყის მაგისტრალზე ან ქუჩაში, არამედ ბრიტანული ძალების მიერ კონტროლირებად სამხედრო ციხეში.
330. მიუხედავად კაპიტან ლოგანის განცხადებისა, რომ ძალიან გართულებული იყო ლოჯისტიკურად ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირება, დაკავებულები გადაჰყავდათ სხვა ადგილას და სხვადასხვა სამხედრო მოწმეები ბრუნდებოდნენ გაერთიანებულ სამეფოში, იგი მაინც ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემები პროცესის მსვლელობას აფერხებდნენ, მაგრამ არ უშლიდნენ `დამაკმაყოფილებელი” შედეგების დადგომის შესაძლებლობას... ჩვენს წინაშე არაფერია ისეთი, რომელიც ახსნიდა საგამოძიებო პროცესის შენელებულ მსვლელობას: რომელიც შეიძლება დაუპირისპირდეს პროგრესულად მიმდინარე გამოძიებას, საჯარო კონტროლს, რომლის განხორციელებაც როგორც აღვნიშნეთ, ხდებოდა სხვა დანაშაულიდან მომდინარე საგამოძიებო პროცესებში აშშ-ს ძალების მიერ კონტროლირებად ციხეებში. რაც შეეხება [სპეციალური საგამოძიებო განყოფილების] მოხსენებას, ჩვენს წინაშე არსებულ მტკიცებულებებში არაფერია ისეთი, რაც მიანიშნებდა ფაქტების შესახებ გადაწყვეტილებას ან ნებისმიერი სხვა სახის დასკვნას, რომელიც მომხდარს შეეხებოდა.
331. ამ პირობებში ჩვენ ვერ გავიზიარებთ მთავრობის წარმომადგენლის პოზიციას, რომლის მიხედვითაც გამოძიება იყო ადეკვატური კონვენციის მეორე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მთლიანად სპეციალური საგამოძიებო განყოფილების ხელში იყო, რომელიც შეიძლება აღინიშნოს რომ დამოუკიდებელია, რადგან ის იერარქიულად და პრაქტიკულად არ ექვემდებარება სამხედრო ერთეულებს გამოძიების პროცესში (მაგრამ ამ მიმართებითაც ჩვენ გვაქვს ნაწილობრივი ეჭვები, რადგან მოხსენების შედგენა ექვემდებარება თავად სამხედრო ერთეულის სამეთაურო რგოლს), ძნელია იმის თქმა, რომ კონკრეტული გამოძიება იყო დროული, საჯარო და ეფექტიანი.
სხვა დანარჩენ ხუთ გარდაცვალების ფაქტთან მიმართებით, მოსამართლემ დაადგინა, რომ იურისდიქციასთან დაკავშირებით მისი მსჯელობის მცდარობის და მოთხოვნების კონვენციის ფარგლებში არსებობის შემთხვევაში, მეორე მუხლის საგამოძიებო ვალდებულება შეუსრულებელი იყო შემდეგ მიზეზთა გამო:
337. ...ყველა საქმეში, როგორც ბატონი მოუსას შემთხვევაში, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მოქმედებდა იმგვარად, რომ კონვენცია მათზე არ მოქმედებდა. შესაბამისად, მყისიერი გამოძიება წარმოებდა შესაბამისი სამხედრო ერთეულის ფარგლებში და მხოლოდ მეოთხე საქმეში, ბატონ ვოლიდ მუზბანის შემთხვევა, იქნა სპეციალური საგამოძიებო განყოფილება ჩართული და ისიც შეწყდა გაერთიანებულ საქმეფოში მასალების გადაგზავნის და საქმის გამოძიების განახლებამდე. გამომძიებლები შესაბამისად არ იყვნენ დამოუკიდებელნი. ასევე ისინი არ იყვნენ ეფექტიანები და მათი საქმიანობა ძირითადად შემოიფარგლებოდა საკითხის შედარებით ზედაპირული შემოწმებით, რა დროსაც ეყრდნობოდნენ საქმეში მონაწილე ჯარისკაცებისგან მოპოვებულ მტკიცებულებებს, მცირე ოდენობის ახსნა-განმარტებებს ან მოწმეთა ჩვენებებს და ასევე არ არსებობდა კრიმინალისტიკური მტკიცებულებები, რომელნიც შეიძლებოდა მოპოვებულიყო ბალისტიკური და სამედიცინო ექსპერტებისგან.
....
ამ საქმეებთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლის მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ განსაკუთრებულად რთულ სიტუაციებში, როგორც ბრძოლის ველზე ოპერაციებისას, ისე შემდგომ საგამოძიებო პროცეში, არმიამ და მმართველობამ განახორციელეს მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი. მან განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა შემდეგს. ერაყში არ იყო სამართლის უზენაესობა; ოკუპაციის დასაწყისში არ არსებობდნენ პოლიციის შენაერთები საერთოდ და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში არსებული დანაყოფები სრულად არაადეკვატურები იყვნენ და გამუდმებით თავდასხმის ობიექტებებად იქცეოდნენ; მიუხედავად იმისა, რომ ერაყის სასამართლოები ფუნქციონირებდნენ, ისინი იყვნენ დაშინებულები; არ არსებობსა ადგილობრივი სამოქალაქო საგამოძიებო სისტემა ან ამის შესაძლებლობა; ადგილობრივი საკომუნიკაციო სისტემები არ ფუნქციონირებდნენ; არ არსებობდა მორგები, პოსტ მორტალური და სანდო პათანატომების სისტემა; უსაფრთხოების სიტუაცია იყო ყველაზე საშინელი, რაც კი ჯარისკაცებს გამოეცადათ; ყოველდღიური ბრძოლები წარმოებდა ტომებსა და კრიმინალური დაჯგუფებებს შორის; არსებულ სამხედრო შენაერთთა რაოდენობა იყო მცირე და კულტურული დიფერენცირება ამძიმებდა ამ მდგომარეობას.
340. ჩვენ არ უგულებელვყოფთ ამ სიძნელეებს, რომლებიც კუმულაციურად აღებულნი ყველასთვის იქნებოდა პრობლემატური ვინც გადაწყვეტდა გამოძიების ჩატარებას. მაგრამ, მიუხედავად მომჩივანთა წარმომადგენლის არგუმენტაციისა, რომელიც ეყრდნობოდა თურქულ საქმეებს, სადაც მითითებულია, რომ უსაფრთხოების პრობლემები არ წარმოადგენენ გამართლებას მეორე მუხლიდან გამომდინარე საგამოძიებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ჩვენ ვასკვნით, რომ წარმოდგენილი ჰიპოთეზის შესაბამისად, გამოძიება კვლავ ვერ პასუხობს მოთხოვნას. ისინი არ იყვნენ დამოუკიდებელნი; იყვნენ ცალმხრივები და შესაბამისი მმართველები არ ცდილობდნენ ყველაფერს, რათა შესრულებულიყო კონვენციის მეორე მუხლის მოთხოვნები.
341. აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა შემთხვევაში უგულებელვყოფთ სიტუაციის სტრატეგიურ სირთულეს. თურქეთის შემთხვევაში ყველა საქმე შეეხებოდა გარდაცვალებას წევრ სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამ კონტექსტში, მოსალოდნელია რომ ევროსასამართლო იყო საკმაოდ სკეპტიკური სახელმწიფოს სიძნელეების შეფასებისას საგამოძიებო პროცესში, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა იქნას მიღწეული. ჩვენთვის აღნიშნული სკეპტიციზმი არ შეიძლება ასე ადვილად იქნას გადატანილი ექსტრა-ტერიტორიული შემთხვევის მიმართ.
2. სააპელაციო სასამართლო
78. პირველმა ორმა მომჩივანმა გაასაჩივრა რეგიონალური სასამართლოს დასაბუთება, რომლის მიხედვითაც მათი ნათესავების შემთხვევები არ ექვემდებარებოდნენ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციას. სახელმწიფო მდივანმა ასევე გაასაჩივრა მეექვსე განმცხადებლის შვილის შემთხვევის მიმართ არსებული დასაბუთება; მათ აღიარეს სააპელაციო სასამართლოს წინაშე, რომ ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ დაკავებული ერაყელი პირები ერაყის სამხედრო დაკავების ცენტრში იყვნენ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ქვეშ, კონვენციის პირველი მუხლიდან გამომდინარე, მათ სადავოდ გახადეს ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა აქტს არ ჰქონდა ექსტრა-ტერიტორიული ეფექტი და შესაბამისად, მეექვსე განმცხადებლის მოთხოვნა არ იყო აღსრულებადი ნაციონალურ სასამართლოებში.
79. 2005 წლის 21 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არცერთი აპელაცია ([2005] EWCA Civ 1609). კონვენციის პირველი მუხლის პრეცედენტული სამართლის მიმოხილვის შემდეგ ლორდმა ბრუკმა, რომელმაც წარმოადგინა მთავარი გადაწყვეტილება, დაადგინა, რომ სახელმწიფო ვერ განახორციელებდა ექსტრა-ტერიტორიალურ იურიდიქციას, როცა საქმე შეეხებოდა მომჩივანზე განხორციელებულ კონტროლს და მმართველობას (რომელიც მან გადმოსცა, როგორც `სახელმწიფოს წარმომადგენლის მმართველობა”, შემოკლებით `სწმ”) და როცა სახელმწიფო ახორციელებდა ტერიტორიაზე ეფექტიან კონტროლს მის ფარგლებს გარეთ (`სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლი” ანუ `სეკ”), 80-ე პარაფრაფში მითითებულია:
80. მე ვიქნებოდი რაიონულ სასამართლოზე უფრო ფრთხილი Bankovic-ის განჩინების შეფასებისას. ჩემთვის ამ საქმეში ორივე სწმ და სეკ-იც დატოვებულია ღიად ექსტრატერიტორიულ იურიდიქციასთან მიმართებით, მაშინ როცა იმავდროულად ხაზი გაესვა იმას (60-ე პარ), რომ სწმ შეიძლება წარმოადგენდეს სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის დარღვევას (როცა ვინმე არის გატაცებული სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოს მოწვევის ან თანხმობის გარეშე), ეს გზა ექსტრა-ტერიტორიალური იურისდიქციის აღიარებისთვის განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ შემთხვევაში, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად ხორციელდება იგი.
მან განიხილა, inter alia, saqmeebi Öcalan v. Turkey [GC], no. 46221/99, ECHR 2005-IV; Freda v. Italy, (dec.), no. 8916/80, 1980 წლის 7 ოქტომბრის კომისიის გადაწყვეტილება, Decisions and Reports (DR) 21, p. 250; and Sánchez Ramirez v. France, (dec.), no. 28780/95 1996 წლის 24 ივნისის კომისიის გადაწყვეტილება, DR 86-A, პ. 155; და დაადგინა, რომ ამ საქმეებს არაფერი ჰქონდათ საერთო საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპთან, რომელიც შეეხებოდა რეგისტრირებულ თვითმფრინავში ჩადენილ ქმედებებს, რომლებიც ხორციელდება სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში. ამის საპირისპიროდ, ამ საქმეში იურისდიქციასთან დაკავშირებული დასაბუთებები წარმოადგენდა `სახელმწიფოს წარმომადგენლის მმართველობის” შემთხვევას, როდესაც ვიღაცა იყო წევრ სახელმწიფოს წარმომადგენლის კონტროლ და მმართველობის ქვეშ თუნდაც ევროსაბჭოს espace juridique –ს ფარგლებს გარეთ და მიუხედავად იმისა, წევრმა სახელმწიფომ განაცხადა თუ არა იურისდიქციის განხორციელებაზე თანხმობა მის კონტროლს და მმართველობის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე. შესაბამისი პრინციპების გამოყენების შედეგად, მან დაადგინა, რომ მეექვსე განმცხადებლის შვილი იმყოფებოდა გაერთიანებული სამეფოს კონტროლის და მმართველობის ქვეშ და შესაბამისად მის იურისდიქციაში სასტუმროში მისი დაკავების მომენტიდან. სხვა მომჩივანთა ნათესავები არ იმყოფებოდნენ ბრიტანული ძალების კონტროლის და მმართველობის ქვეშ მათი მოკვლის მომენტში და შესაბამისად არ ექვემდებარებოდნენ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციას. ამ მიმართებით მან დაასკვნა, რომ:
`110. ... მნიშვნელოვანია, ჩემ გადაწყვეტილებაში, წარმოდგენილი დებულებები იქნას ნათლად აღქმული. თუ სამხედრო ძალები განზრახ და ეფექტიანად აღუკვეთენ ვინმეს თავისუფლებას, ის მათ კონტროლ ქვეშ იმყოფება. აღნიშნულს არ ჰქონია ადგილი რომელიმე ზემოაღნიშნულ ხუთ საქმეში.”
80. მან შემდეგ განსაზღვრა, ჰქონდათ თუ არა ბრიტანულ ძალებს ქალაქ ბასრაზე ეფექტიანი კონტროლი საქმეში წარმოდგენილ პერიოდში, რათა დადგენილიყო გაერთიანებული სამეფოს იურისდიქცია `ტერიტორიის ეფექტიანი კონტროლის” დოქტრინის ფარგლებში. ხსენებულთან მიმართებაში ლორდმა ბრუკმა დაადგინა შემდეგი:
119. ქალაქი ბასრა იყო კოალიციის დროებითი მმართველობის რეგიონალური ტერიტორია სახელად `CPA სამხრეთი”. სამხედრო ოკუპაციის პერიოდში CPA სამხრეთზე მნიშვნელოვანი ოდენობის პასუხისმგებლობა და მმართველობა ხორციელდებოდა ბრიტანეთის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობა დაკომპლექტებული იყო ხუთი განსხვავებული ქვეყნის მიერ და 2003 წლის ივლისამდე რეგიონალური კოორდინატორი იყო დანიელი. სინამდვილეში, CPA სამხრეთში ოთხიდან მხოლოდ ერთ გოვერნატორულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ბრიტანელი კოორდინატორი. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული სამხედრო ძალების სამეთაურო რგოლს ძირითადად ხელმძღვანელობდა ამერიკელი გენერალი, ალ ბასრა და მაისანის პროვინციები ძირითადად იყო ბრიტანეთის პირდაპირი სამხედრო პასუხისმგებლობის ქვეშ. როგორც უკვე აღვნიშნე..., სახელმწიფო მდივანი ადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფო იყო საოკუპაციო ძალა ჰააგის რეგულაციის 42-ე მუხლის შესაბამისად...., როგორც მინიმუმ სამხრეთ ერაყის კონკრეტულ ადგილებში, განსაკუთრებით ქალაქ ბასრაში, სადაც ბრიტანული ჯარისკაცები ახორციელებდნენ საკმარის მმართველობას ამ მიმართებით.
120. მაგრამ მიუხედავად ჰააგის რეგულაციის შესაბამისად არსებული პოზიციისა, შეკითხვა, რომელსაც ამ სასამართლომ უნდა გასცეს პასუხი არის ის, იმყოფებოდა თუ არა ბრიტანული სამხედრო ძალები ქალაქ ბასრას ეფექტიან მმართველობაში `სეკ”-ის თვალსაზრისით. 2003 წლის აგვისტო-ნოემბრის სიტუაცია სრულად განსხვავდება სამხრეთ კვირპროსის და რუსეთის მიერ ოკუპირებული მოლდოვის ნაწილის შემთხვევისგან, რომელიც წარმოდგენილია სტრასბურგის პრეცედენტულ სამართლში. თითოეულ ამ საქმეში, ერთ წევრ სახელმწიფოს მიერ მოხდა მეორე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის ოკუპაცია იმ მიზნით, რომ განხორციელებულიყო ხანგრძლივვადიანი კონტროლი. ამ ტერიტორიათა სამოქალაქო ადმინისტრაცია იმყოფებოდა საოკუპაციო სახელმწიფოს კონტროლქვეშ და მათ გადაისროლეს საკმარისი რაოდენობის ჯარები, რათა უზრუნველეყოთ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლი.
121. ბრიგადის უფროსი მური, რომლის მმართველობის ქვეშაც იმყოფებოდა ბასრას ტერიტორიაზე მყოფი ბრიტანული ჯარები 2003 წლის მაისიდან ნოემბრამდე პერიოდში, სრულიად განსხვავებულ ისტორიას ჰყვება. მას არ ჰყავდა საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცები და რესურსები ქალაქ ბასრას ეფექტიანად გასაკონტროლებლად. მან აღწერა ის, თუ რამდენად არ შეეძლო ადგილობრივ პოლიციას წესრიგის უზრუნველყოფა. თუ ბრიტანული ჯარები დააკავებდნენ ვინმეს, ხდებოდა მისი გადაცემა ერაყის პოლიციისთვის, რომელიც თავის მხრივ გადასცემდა საქმეს სასამართლო უწყებას, ეს უკანასკნელი კი დაშინებული იყო ადგილობრივი ტომების მიერ და ეჭვმიტანილი კრიმინალები რამდენიმე დღეში ქუჩაში ბრუნდებოდნენ. სიტუაციის მდგომარეობა არ აძლევდა ბრიტანელებს სისხლისსამართლებრივი იუსტიციისადმი ნდობას. აღნიშნულის სარწმუნოობა ასევე დაკნინებული იყო ადგილობრივი ხალხის თვალშიც. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული ძალები უზრუნველყოფდნენ თავდაცვას ერაყელ მოსამართლეთათვის, მაინც არ იწვევდა ეს განსხვავებულ შედეგს. ციხეებიც, თავის მხრივ, თითქმის არ ფუნქციონირებდნენ.
122. ფეთქებადი სიტუაციის ყველა სხვა ასპექტის მიმოხილვის შემდეგ, რომელშიც ბრიტანული სამხედრო პერსონალის შედარებით მცირე რაოდენობა იმყოფებოდა ქალაქის გაკონტროლების პროცესში, ბრიგადის უფროსმა მურმა განაცხადა...:
`ტერორისტული საქმიანობის, ფეთქებადი სიტუაციის და ერაყის უსაფრთხოების ძალების არაეფექტიანობის კომბინაცია იწვევდა უშიშროების თვალსაზრისით ჩვენთვის სახიფათო მდგომარეობას. მიუხედავად ჩვენი საქმიანობისა და მცდელობისა, ვგრძნობდი, რომ 2003 წლის აგვისტოში ვიმყოფებოდით კატასტროფის პირას. მხოლოდ მას შემდეგ რაც მოვგვეშველა დამატებითი ძალები ... და დავიწყეთ სადაზვერვო ინფორმაციის მიღება სხვადასხვა ისლამური მხარეებიდან, კვლავ შევძელი ინიციატივის ხელში აღება.”
123. განსხვავებით თურქული არმიისგან ჩრდილოეთ კვიპროსში, ბრიტანლ სამხედრო ძალებს არ ჰქონდათ კონტროლი ერაყის სამოქალაქო ადმინისტრაციაზე.
124. ჩემი შეფასებით, შეუძლებელია დაეკისროს პასუხისმგებლობა გაერთიანებულ სამეფოს, მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის რეგულაციებისა და ჟენევის მეოთხე კონვენციის შესაბამისად იგი წარმოადგენდა საოკუპაციო ძალას, რადგან მას არ ჰქონდა ქალაქ ბასრაზე იმ დროისთვის ეფექტიანი კონტროლი სტრასბურგის იურისპრუდენციის შესაბამისად. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მას ექნებოდა ვალდებულება, ბანკოვიჩის განჩინების შესაბამისად, დაეცვა ყველა პირის კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები ბასრას ტერიტორიაზე. აღნიშნულის ალბათობის დონეზეც დაშვების შემთხვევაშიც, ნათლად გამოჩნდება მისი არარეალისტურობა. გაერთიანებულ სამეფოს არ ჰქონდა აღმასრულებელი, საკანონმდებლო ან სასამართლო უფლებამოსილება ქალაქ ბასრაში, გარდა იმ ლიმიტირებული კომპეტენციისა, რომელიც ჰქონდათ სამხედროებს და მათ როგორც საოკუპაციო ძალას გააჩნდათ ვალდებულება პატივი ეცათ ერაყში მოქმედი კანონმდებლობისთვის, გარდა იმ შემთხვევაისა, როდესაც აღნიშნული აბსოლუტურად შეუძლებელი იყო (ჰააგის რეგულაციის 43-ე მუხლი...). ეს არ შეიძლება გაუთანაბრდეს სამოქალაქო მმართველობას, რადგან მათი ძირითადი ფუნქცია იყო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ერაყის სამოქალაქო ადმინისტრაციის დახმარება რამდენიმე მიმართულებით.
ლორდმა სედლეიმ ამ მიმართებით აღნიშნა:
194. ერთის მხრივ, როდესაც სახელმწიფოს შეაქვს წვლილი ძალის გამოყენებით მეორე სახელმწიფოს სამოქალაქო მმართველობის ძალადობრივად გადაყენების და დაქუცმაცების პროცესში, მას არ უხდება იმის გაცხადება, რომ მას, როგორც საოკუპაციო ძალას, აქვს ტერიტორიის მცირე კონტროლი და შესაბამისად იგი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი მოსახლეობის ძირითადი უფლებების დაცვაზე. მაგრამ ფაქტია, ერაყში შეჭრის შემდეგ შეიქმნა ვაკუუმი სამოქალაქო მმართველობის რგოლში, რომელსაც ბრიტანელი ჯარისკაცები ვერც დღეს და ვერც მაშინ ვერ ავსებდნენ. სასამართლოს წინაშე არსებული მტკიცებულებების მიხედვით, მინიმუმ 2003 წლის შუიდან, 2004 წლის შუა რიცხვებამდე არსებობდა მყიფე გამყოფი ხაზი ანარქიულ მდგომარეობასთან.
81. სააპელაციო სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მეექვსე განმცხადებლის შვილის გარდაცვალების გარდა, რომელიც მოცული იყო `სახელმწიფოს წარმომადგენლის მმართველობის” გამონაკლისით, გაერთიანებულ სამეფოს არ გააჩნდა იურისდიქცია კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად. სასამართლომ დაადგინა, რომ მეექვსე განმცხადებლის მოთხოვნა ასევე შეესაბამებოდა 1998 წლის ადამიანის უფლებათა აქტის შინაარსს. იქიდან გამომდინარე, რომ რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ ახალი ინფორმაცია იქნა გამოვლენილი მეექვსე განმცხადებლის შვილის გარდაცვალების საქმეში, მათ შორის აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ჯარისკაცის მიმართ მიმდინარეობს სამხედრო სასამართლოში საქმის განხილვა. შესაბამისად, სააპელაციო სასამრთლომ ადეკვატური გამოძიების საკითხის გადაწყვეტის ნაწილში საქმე დაუბრუნა რაიონულ სასამართლოს ხელახლა განსახილველად, მას შემდეგ რაც დასრულდებოდა სამხედრო სასამართლოში შესაბამისი წარმოება.
82. მიუხედავად იურისდიქციის საკითხზე შესაბამისი დაკსვნისა, ლორდმა ბრუკმა, მთავრობის პირდაპირი თხოვნის საფუძველზე, გააკეთა კომენტარი გარდაცვალების ფაქტების ადეკვატურ გამოძიებასთან დაკავშირებით:
`139. კონვენციის პირველი ორი მუხლი გამოხატავს მთლიანი თანამედროვე ევროპული საზოგადოების საზრუნავის მნიშვნელობას, რომელიც ყოველთვის უნდა იქნას დაკავშირებული ყველა ადამიანის სიცოცხლესთან... არასაჭიროა იმის აღნიშვნა, რომ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ადამიანის უფლებათა სტანდარტთან შესაბამისობის უზრუნველყოფად, სხვა საკითხებთან ერთად აუცილებელია უფრო მეტი რესურსების ინვესტირება სამეფო სამხედრო პოლიციის მიმართულებით, ვიდრე ის რაც იყო ერაყში და ასევე მათი გამომძიებლების სრული დიფერენცირება სამხედრო მმართველობის რგოლთან.
140. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ საერთაშორისო სტანდარტების დაცვაა აუცილებელი, ბრიტანული ძალების მიერ ადამიანის გარდაცვალების შემთხვევათა გამოძიება უნდა იყოს მთლიანად დამოუკიდებელი სამხედრო მმართველობის რგოლიდან და გადაეცეს სამეფო სამხედრო პოლიციას. ამ მიზნით გამოძიება შეიცავს დამოუკიდებლობის ნიშნებს, რადგან იგი თავისუფალია გამოძიების დაწყების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ასევე მოხსენების წარდგენა ხდება არმიის პროკურატურის სამსახურში და არა სამხედრო მმართველობის რგოლთან. ამის შემდეგ აუცილებელია გამოძიება იყოს ეფქტური და ამ მიმართებით გამოსადეგი იქნება სტრასბურგის პრეცედენტული სამართლის მოშველიება, რომელიც მე მივუთითე. ამ საქმეში აღნიშნული ბევრი შეცდომა დაძლეულ იქნება, თუ სამეფო სამხედრო პოლიცია განახორციელებს მის როლს, და თუ მათ ჩაუტარდებათ ჯეროვანი ტრეინინგი და ექნებათ შესაბამისი რესურსები, რათა განახორციელონ გამოძიება შესაბამისი ზედმიწევნითი ხარისხით.
3. ლორდთა პალატა
83. პირველმა ოთხმა მომჩივანმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება და შინაგან საქმეთა მინისტრმაც შეიტანა საპასუხო აპელაცია ლორდთა პალატაში, რომელმაც 2007 წლის 13 ივნისს გამოიტანა გადაწყვეტილება ([2007] UKHL 26). ლორდთა პალატის უმრავლესობამ (ლორდი როდჯერი, ბარონესა ჰეილი, ლორდი კარსველი და ლორდი ბრაუნი) დაადგინა, რომ 1998 წლის ადამიანის უფლებათა აქტის ზოგადი მიზანი იყო კონვენციით გარანტირებული უფლებებისთვის ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი საშუალების განსაზღვრა და იგი უნდა იქნას განმარტებული იმგვარად, რომ მისი მოქმედება ვრცელდება ყველა იმ შემთხვევაზე, რომელზეც გაერთიანებულ სამეფოს აქვს იურისდიქცია კონვენციის პირველი მუხლიდან გამომდინარე. ლორდი ბინგემი არ დაეთანხმა აღნიშნულს და განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა აქტს არ ჰქონდა ექსტრა-ტერიტორიალური მოქმედება.
84. პირველი ოთხი განმცხადებლის საჩივართან დაკავშირებით, ლორდთა პალატის უმრალესობამ დაადგინა, რომ გაერთიანებულ სამეფოს არ ჰქონდა იურისდიქცია მათი გარდაცვალების ფაქტებთან მიმართებით. იქიდან გამომდინარე, რომ ლორდმა ბინგემმა მიიჩნია, რომ ადამიანის უფლებათა აქტს არ ჰქონდა ექსტრა-ტერიტორიალური მოქმედება, არ მიიჩნია აუცილებლად გამოეთქვა მისი მოსაზრება გაერთიანებული სამეფოს მიერ კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად იურისდიქციის განხორციელებასთან დაკავშირებით.
85. ლორდმა ბრაუნმა, რომელსაც დაეთანხმა უმრავლესობა, თავისი მსჯელობა დაიწყო იმის აღნიშვნით, რომ კონვენციის პირველი მუხლის საბოლოო ინტერპრეტაციის და გამოყენების საკითხი უნდა გადამწყდარიყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რადგანაც ნაციონალური სასამართლოების ვალდებულება გულისხმობდა მხოლოდ ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის პარალელურად განვითარებას; არსებობდა საფრთხე იმისა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მოხდებოდა კონვენციის მომჩივანთა სასარგებლოდ ფართოდ განმარტება, რადგან მოპასუხე სახელმწიფოებს არ ჰქონდათ ევროსასამართლოში მიმართვის შესაძლებლობა. ლორდმა ბრაუნმა მისი გადაწყვეტილების საწყის ნაწილში მსჯელობა დაიწყო დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე Banković -ის საქმეში, რომელიც მან აღწერა, როგორც `წყალგამყოფი, რომლის ფონზეც ხელახლა უნდა შეფასდეს მთლიანი სტრასბურგის იურისპრუდენცია”. მისი განცხადებით, შემდეგი დებულებები შეიძლება იქნას წარმოდგენილი Banković -ის გადაწყვეტილებიდან (ლორდთა პალატის გადაწყვეტილება, 109-ე პარ):
`(1) პირველი მუხლი აღიარებს `ძირითადად იურისდიქციის ტერიტორიულ მნიშვნელობას” (ფრაზა გამეორებულია რამდენჯერმე სასამართლოს გადაწყვეტილებაში), `იურიდიქციის სხვა საფუძვლები წარმოადგენენ საგამონაკლისო შემთხვევებს და მოითხოვენ სპეციალურ გამართლებას ყოველ კონკრეტულ საქმეში” (61-ე პარ). კონვენცია მოქმედებს, 56-ე მუხლის შესაბამისად, `ძირითადად რეგიონალურ კონტექსტში და უფრო ზუსტად ხელშემკვრელ სახელმწიფოთა იურიდიულ სივრცეში (espace juridique)” (მე-80 პარ) (ე.ი. ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა ტერიტორიაზე).
(2) სასამართლო აღიარებს პირველი მუხლით დადგენილ იურისდიქციას, რათა აიცილოს `ადამიანის უფლებათა [დაცვის] ვაკუუმი”, როდესაც ტერიტორია `ზოგადად დაცულია კონვენციით” (80-ე პარ) (ე.ი. ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოა) და როცა სხვა შემთხვევაში (როგორც ეს იყო ჩრდილოეთ კვიპროსის შემთხვევაში) მოსახლეობა `დარჩება იმ სარგებლის გარეშე, რომელიც დაცულია კონვენციით და იმ სისტემით, რომლის ნაწილნიც მანამდე იყვნენ” (80-ე პარ).
(3) კონვენციით დაცული უფლებები და თავისუფლებები არ უნდა იქნას `დაყოფილი და დავიწროებული” (75-ე პარ).
(4) სასამართლოს მიერ სახელმწიფოს ექსტრა-ტერიტორიული საგამონაკლისო იურისდიქციის აღიარება მოიცავს შემდეგ შემთხვევებს:
(i) როცა სახელწიფო `საზღვარგარეთ, შესაბამისი ტერიტორიის და მისი მოსახლეობის ეფექტიანი კონტროლით, რომელიც შედეგია სამხედრო ოკუპაციის ან იმ ტერიტორიის მთავრობის თანხმობის, მოწვევის ან ნებართვის, ახორციელებს მთლიანად ან ნაწილობრივ საჯარო უფლებამოსილებებს, რომლებიც ძირითადად ხორციელდება ამ ტერიტორიის მთავრობის მიერ” (71-ე პარ) (ე.ი. როცა სხვა შემთხვევაში შეიქმნება ვაკუუმი ევროპის საბჭოს ქვეყანაში, რადგან იმ ქვეყნის მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა `განახორციელოს კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებები” (80-ე პარ) (როგორც ეს იყო ჩრდილოეთ კვიპროსის შემთხვევაში)).
(ii) `საქმეები, რომლებიც შეეხებიან საზღვარეთ მყოფი დიპლომატიურ და საკონსულო მოსამსახურეთა საქმიანობას და რეგისტირებულ ან შესაბამისი დროშით გადაადგილებულ საჰაერო და საზღვაო ხომალდზე განხორციელებულ ქმედებებს, სადაც ჩვეულებითი საერთაშორისო სამართალი და სახელშეკრულებო დებულებები უშვებენ ექსტრა-ტერიტორიუალური იურისდიქციის განხორციელების შესაძლებლობას” (73-ე პარ)
(iii) რამდენიმე სხვა საქმე, როცა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა `შეიძლება პრინციპში წარმოიშვას, რადგან ქმედებათა შედეგები დადგა ან განხორციელდა მათ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (69-ე პარ). საქმე Drozd v France ((1992) 14 EHRR 745) (91-ე პარ) წარმოადგენს ერთადერთ წყაროს, რომელიც მითითებულია Bankovic-ის საქმეში, როგორც ზოგადი წესიდან არსებული გამონაკლისის მაგალითი. Drozd-ის საქმეში, თუ ფრანგი მოსამართლე ახორციელებდა ექსტრა-ტერიტორიულ იურისდიქციას ანდორაში მისი კომპეტენციის ფარგლებში როგორც ფრანგი მოსამართლე, ნებისმიერი პირი, რომელიც ჩიოდა მისი კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევაზე ამ მოსამართლის მიერ, ითვლებოდა, რომ საფრანგეთის იურისდიქციაში იყო.
(iv) Soering v United Kingdom ((1989) 11 EHRR 439) საქმეთა ტიპის შემთხვევებში, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული გულისხმობს სახელმწიფოს ქმედებას, როდესაც შესაბამისი პირი იმყოფება მის ტერიტორიაზე მის იურისდიქციაში (68-ე პარ) და შესაბამისად, ამ შემთხვევაში არ არის სახელმწიფოს მიერ იურისდიქციის საზღვარგარეთ განხორციელების შემთხვევა სახეზე.
ლორდმა ბრაუნმა მიუთითა Öcalan-is, Freda-as da Sánchez Ramirez-is ტიპის საქმეებზე, სადაც მომჩივნები მათი ნების საწინააღმდეგოდ იქნენ გადაყვანილნი არა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს ტერიტორიიდან მოპასუხე სახელმწიფოში სასამართლოს წინაშე წარსადგენად, უცხო სახელმწიფოებთან სრული თანამშრომლობით. მან მიმოიხილა, რომ ამ სახის საქმეები შეეხებოდა `არარეგულარულ ექსტრადიციებს”, რაც წარმოადგენდა Banković-ით განსაზღვრულ გამართლებულ `საგამონაკლისო შემთხვევას”, რომელსაც ჰქონდა `სპეციალური გამართლება” ექსტრატერიტორიული იურისდიქციის მიზნებისთვის პირველი მუხლის შესაბამისად. მან პირველი ოთხი განმცხადებლის შემთხვევა არ მიიჩნია რომ ხვდებოდა სასამართლოს მიერ ტერიტორიული პრინციპთან დაკავშირებით დადგენილ რომელიმე გამონაკლისში.
86. ლორდმა ბრაუნმა შემდგომ მიმოიხილა სასამართლოს 2004 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება Issa and Others v. Turkey (#. 31821/96, § 71), რომელსაც ეყრდნობოდნენ მომჩივნები და დაადგინა შემდეგი:
127. მოსარჩელეთა მიერ იქნა დასაბუთებულ Iსსა-ს საქმის პირველი მუხლით განსაზღვრული ფართო იურისდიქციის მხარდამჭერ არგუმენტად მიჩნევის შემთხვევას მე არ ვიზიარებ. პირველ რიგში, მითითებული განცხადებები უნდა იქნას მიჩნეული obiter dicta -ად. მეორეც, როგორც ავხსენით, ამგვარი ფართო გაგება იურისდიქციის არ არის მხარდაჭერილი მითითებულ წყაროებში (ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული წყაროები დიდი პალატის მიერ აღიარებულ იქნენ, როგორც რელევანტურნი, Bankovic-ის საქმეში), მესამეც, ამგვარი ფართო გაგება იურისდიქციის იქნება შეუთავსებელი Bankovic -ის სამოტივაციო ნაწილთან და უფრო მეტად, მის შედეგთან. ის გაავრცელებს ეფექტიანი კონტროლის ტესტს ევროპის საბჭოს ფარგლებს გარეთ (მაშინ, როცა ის მხოლოდ მის ფარგლებში გამოიყენებოდა, როგორც ესაა ჩრდილოეთ კვიპროსის, საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და დნესტრისპირეთის შემთხვევებში) ერაყზე და ნამდვილად მოვა წინააღმდეგობაში 56-ე მუხლთან დაკავშირებით იმპერატიულ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ლოგიკასთან. ასევე მისი გამოყენების შემთხვევაში, მას ექნება გარდამტეხი როლი იურისდიქციის კონცეფციასთან მიმართებით, რადგან ეს უკანასკნელი გავრცელდება სახელმწიფოს `მმართველობის და კონტროლ” ქვეშ არსებულ სუბიექტებზე. ცალკე საკითხია აღიარო გამონაკლისები იმ სპეფიციკურ საქმეებში, რომლებიც ზემოთ წარმოვადგინე; მაგრამ ამისგან განსხვავებული იქნება იმის გაცხადება, რომ როცა ხელშემკვრელი სახელმწიფო მოქმედებს (სამხედრო ან სხვა გზით) მისი წარმომადგენლების მეშვეობით საზღვარგარეთ, ამგვარ ქმედებასთან შემხებლობაში მყოფი პირები ექცევიან პირველი მუხლის იურისდიქციის ქვეშ. ამგვარი დაშვება იქნება სრულიად ზედმეტი. აღნიშნული ნონსენსად აქცევს Bankovic-ში გაცხადებულის უმეტესობას, თუნდაც იმას, რომ კონვენცია არის `ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციური ინსტრუმენტი”, რომელიც მოქმედებს `ძირითადად რეგიონალურ კონტექსტში” და `არ არის გამიზნული, რომ გამოიყენებოდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუნდაც წევრ სახელმწიფოს ქმედებათა მიმართ” (80-ე პარ). აღნიშნული პრინციპი უსარგებლოს გახდის ტერიტორიის ეფექტიანი კონტროლის ტესტს: რა საჭირო იქნება იგი, თუკი იურისდიქცია წარმოიშობა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც `მმართველობის და კონტროლის” ზოგადი პრინციპი იარსებებს, იმის მიუხედავად ტერიტორია (ა) ეფექტიანად კონტროლდება (ბ) თუ იმყოფება ევროპის საბჭოს შემადგენლობაში?
128. არსებობს კვლავ ერთი მნიშვნელოვანი პრეტენზია ფართო იურისდიქციის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც მოთხოვნილ იქნა მომჩივანთა მიერ `კონტროლის და მმართველობის” თავის ქვეშ და რომელიც სცდება ვიწროდ ზემოთ განსაზღვრულ კატეგორიების ფარგლებს, რომლებიც რამდენიმე შემთხვევაში წარმოიშობა ევროსაბჭოს შიგნით ტერიტორიის ეფექტიანი კონტროლის შედეგად. როგორც აღინიშნა Bანკოვიც-ში (და შემდგომ Assanidze-ში) მითითებულია კონვენციის პირველი მუხლის განუყოფელი ბუნების შესახებ: იგი არ შეიძლება `გაიყოს ან შევიწროვდეს”. როგორც Bankovic -შია მითითებული (40-ე პარ) `განმცხადებლეთა მიერ იურისდიქციის ინტერპრეტაცია გამოიწვევდა სახელმწიფოთათვის პოზიტიური ვალდებულებების შემობრუნებას და გაყოფას მატერიალური უფლებების დაცვის პროცესში, იმ სახით, რომელიც არასდროს ყოფილა კონვენციის პირველი მუხლით დაცული”. Ocalan-ი წარმოადგენს აღნიშნულის მაგალითს, როდესაც მოხდა მეორე მუხლის ინტერპრეტაციის ცვლილება მას შემდეგ, რაც `წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიების შემოერთების შემდეგ ევროპის საბჭო გადაიქცა სიკვდილით დასჯისგან თავისუფალ ზონად” (163-ე პარ) (ჩემი მოსაზრებით, Bankovic -ის 64-ე და 65-ე პუნქტები, ერთმანეთს ადარებს ერთის მხრივ, `კონვენციის მატერიალურ დებულებებს” და `კონვენციის ორგანოების კომპეტენციას”, რომელზეც ვრცელდება `ცოცხალი ინსტრუმენტის” მიდგომა და მეორეს მხრივ, პირველი მუხლის შინაარსს _ `მთლიანი კონვენციის შინაარსი და ფარგლები” – რომელზეც იგი არ ვრცელდება). მხედველობაშია მისაღები ის მკაცრი ტონი, რომელსაც სასამართლო იყენებს კონვენციის განმარტებისას, რაც ნათლად დასტურდება თურქეთის სამხრეთით მდებარე კონფლიქტური ზონიდან მომდინარე საქმეთა სერიებით, რომლებშიც სახელმწიფოს სიძნელეების მიუხედავად, არ დაიშვებოდა არანაირი შერბილების შესაძლებლობა მეორე და მესამე მუხლებიდან მომდინარე საგამოძიებო ვალდებულებებთან მიმართებით.
129. საკითხი მდგომარეობს შემდეგში: იმ შემთხვევის გარდა, როდესაც სახელმწიფო ნამდვილად ახორციელებს ტერიტორიაზე ეფექტიან კონტროლს, მას არ შეიძლება ჰქონდეს კონვენციის ვალდებულებების დაცვის უზრუნველყოფის იმედი ამ ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ევროსაბჭოს ტერიტორიაა, ასევე საკმაოდ რთულია კონვენციით განსაზღვრული უფლებების თავსებადობის განსაზღვრა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აღნიშნული მიდის ამაზე შორს. განსახილველი პერიოდის განმავლობაში უდავოა ის ფაქტი, რომ გაერთიანებული სამეფო იყო საოკუპაციო ძალა სამხრეთ ერაყში და შეზღუდული იყო ჟენევის მეოთხე კონვენციით და ჰააგის რეგულაციებით. ჰააგის რეგულაციის 43-ე მუხლი ადგენს, რომ ოკუპანტმა `უნდა მიიღოს ყველა ღონისძიება მისი ძალაუფლების ფარგლებში, რათა აღადგინოს და უზრუნველყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ქვეყანაში მოქმედი კანონების პატივისცემით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი მოკლებულია ამის შესაძლებლობას.” მომჩივნები დავობენ, რომ ოკუპანტი, ჰააგის რეგულაციის შესაბამისად, სავალდებულოდ გულისხმობს ეფექტიან კონტროლს ტერიტორიაზე და შესაბამის პასუხისმგებელობას კონვენციური უფლებების და თავისუფლებების უზრუნევლყოფად. აქამდე ამგვარად ხდებოდა აღნიშნულის რეგულირება და ოკუპანტს ჰქონდა იმის ვალდებულება, რომ პატივისცემით აღესრულებინა `მოქმედი კანონები” და არა მიეღო ახალი და მათი აღსრულების შესაბამისი საშუალებები (მაგალითად, სასამართლო და იუსტიციის სისტემა) წარმოედგინა, რომლებიც კონვენციიდან მომდინარეობენ. ხშრად (მაგალითად, როდესაც შარიათის კანონები მოქმედებენ) კონვენციური უფლებები მკაფიო წინააღმდეგობაში მოდიან საოკუპაციო ტერიტორიის კანონმდებლობასთან.”
87. ლორდმა როჯერმა (83-ე პარ), რომელსაც ბარონესა ჰეილი დაეთანხმა, და ლორდმა კარსველმა პირდაპირ დაადგინეს, რომ გაერთიანებულ სამეფოს არ ჰქონდა ეფექტიანი კონტროლი ქალაქ ბასრაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იურისდიქციის მიზნებისთვის, კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად.
88. თავდაცვის მდივანმა აღიარა, რომ მეექვსე განმცხადებლის საქმე იყო გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ქვეშ კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად. მხარეებმა, შესაბამისად აღიარეს, რომ თუ (როგორც ეს უმრავლესობამ დაადგინა) ადამიანის უფლებათა აქტის იურისდიქციული შინაარსი იგივე იყო რაც კონვენციის, მეექვსე განმცხადებლის საქმე უნდა გადაცემოდა რაიონულ სასამართლოს, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ განსაზღვრა. შესაბამისად, აღარ იქნა საჭიროდ მიჩნეული ლორდთა პალატის მიერ მეექვსე განმცხადებლის შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იურისდიქციული საკითხის განხილვა. მაგრამ, ლორდმა ბრაუნმა, რომელსაც დაეთანხმა უმრავლესობა, დასკვნა:
132. რაც შეეხება მეექვსე საქმეს, ჩემი გადმოსახედიდან უნდა ვაღიაროთ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქცია ბატონ მოუსასთან მიმართებით, რაიონული სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვიწრო საფუძვლიდან გამომდინარე, რომელიც ძირითადად წარმოადგენს საელჩოებთან დაკავშირებული ექსტრა-ტერიტორიული საკითხების ანალოგიის წესით გადაწყვეტას (ანალოგია აღიარებულია ასევე საქმეში Hess v United Kingdom ((1975) 2 DR 72)), კომისიის გადაწყვეტილებაში უცხო ქვეყნის ციხის კონტექსტში, რომელიც თავის მხრივ უთითებს საელჩოს საქმეს X v Federal Republic of Germany).
II. შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი მასალები
A.საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი სამხედრო ოკუპაციასთან დაკავშირებით
89. საოკუპაციო ძალების ვალდებულებები ძირითადად განსაზღვრულია ხმელეთზე ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ რეგულაციის (ჰააგა, 1907 წლის 18 ოქტომბერი; შემდგომში როგორც `ჰააგის რეგულაცია”) 42-ე და 56-ე მუხლებში და ომის დროს სამოქალაქო პირთა დაცვის კონვენციის (IV) (ჟენევა, 1949 წლის 12 აგვისტო: შემდგომში, როგორც `ჟენევის მეოთხე კონვენცია”) 27-დან 34-მდე და 47-დან 78-ე მუხლებში, ასევე 1977 წლის 8 ივნისის საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტის მსხვერპლთა დაცვის ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების დამატებითი ოქმის სხვადსხვა დებულებებში (შემდგომში, `პირველი დამატებითი ოქმი”).
ჰააგის რეგულაციის 42-ე და 43-ე მუხლების ადგენენ შემდეგს:
`42. ტერიტორია ითვლება ოკუპირებულად, თუკი იგი რეალურად იმყოფება მოწინააღმდეგე მხარის სამხედრო არმიის მმართველობის ქვეშ. ოკუპაცია ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც აღნიშნული მმართველობა ჩამოყალიბდა და შეიძლება განხორციელდეს.
43. ლეგიტიმური ძალაუფლების მქონე მმართველობა ფაქტობრივად გადადის ოკუპანტის ხელში და ამ უკანასკნელმა უნდა მიიღოს ყველა ღონისძიება მისი შესაძლებლობის ფარგლებში, რათა აღადგინოს და უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, შესაბამისი ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მაქსიმალური პატივისცემით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული აბსოლუტურად გამოირიცხება.
ჟენევის მეოთხე კონვენციის 64-ე მუხლი ადგენს, რომ სისხლისსამართლებრივი დებულებები შეიძლება გაუქმებულ ან შეჩერებულ იქნას საოკუპაციო ძალების მიერ, მხოლოდ მაშინ, როცა ისინი წარმოადგენენ საფრთხეს უსაფრთხოებისთვის ან ხელშემშლელ პირობას ჟენევის მეოთხე კონვენციის გავრცელებისთვის. იგი ასევე აღწერს სიტუაციას, როცა საოკუპაციო ძალას აქვს უფლება წარმოადგინოს ახალი საკანონმდებლო ღონისძიებები. აღნიშნული გულისხმობს:
“დებულებების მოქმედებას, რომელიც არსებითად აუცილებელია საოკუპაციო ძალის მიერ წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული ვალდებებულებების შესასრულებლად, ტერიტორიის ნორმალური მართვისა და ოკუპანტი სახელმწიფოს ჯარების ან ადმინისტრაციის პირადი შემადგენლობისა და ქონების, ასევე, მათ მიერ გამოყენებული ობიექტებისა და საკომუნიკაციო ხაზების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.”
საოკუპაციო ძალას და ადგილობრივ მმართველობას შორის დადებული შეთანხმებით არ შეიძლება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით განსაზღვრული დაცვა შეეზღუდოს მოსახლეობას და დაცულ პირებს არცერთ შემთხვევაში არ შეუძლიათ უარი თქვან მათ უფლებებზე (ჟენევის მეოთხე კონვენცია, მე-8 და 47-ე მუხლები). ოკუპაცია არ ცვლის ტერიტორიის სტატუსს (იხილეთ პირველი დამატებითი ოქმის მეოთხე მუხლი), რომელიც შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმებით ან ანექსიით, რომელსაც მოჰყვება აღიარება. ყოფილი სუვერენული მმართველი ინარჩუნებს სტატუსს და არ იცვლება ადგილობრივი მაცხოვრებლების მოქალაქეობა.
B.მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომელიც შეეხება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის ურთიერთობას და სახელმწიფოთა ექსტრა-ტერიტორიულ ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით
90. სამართალწარმოების ფარგლებში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს - ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე კედლის აღმართვის სამართლებრივი შედეგების შესახებ (2004 წლის 9 ივლისი) - საკონსულტაციო მოსაზრებაში, ისრაელმა შემდეგი არგუმენტაციით უარყო იმ ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტების მოქმედება ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე, რომლებიც მის მიერ იყო სავალდებულოდ აღიარებული (102-ე პარ):
`ჰუმანიტარული სამართალი არის კონფლიქტური სიტუაციის დროს განხორციელებული დაცვის გარანტია, როგორებიცაა დასავლეთ სანაპირო და ღაზას სექტორი, ხოლო ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებები მიზნად ისახავენ მოქალაქეთა დაცვას მათი მთავრობისგან მშვიდობიანობის პერიოდში.”
იმისთვის, რომ დაედგინა ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ პირველ რიგში განსაზღვრა ურთიერთობა საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა სამართალს შორის და დაადგინა შემდეგი:
`106. ... სასამართლო ადგენს, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციებით დადგენილი დაცვა არ წყვეტს მოქმედებას შეიარაღებული კონფლიქტის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება გადახვევითი დებულების ამოქმედება, როგორიცაა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მეოთხე მუხლი. რაც შეეხება საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის ურთიერთობას, ამ შემთხვევაში შესაძლებელია წარმოიქმნას სამი შესაძლო შემთხვევა: ზოგიერთი უფლება შეიძლება მომდინარეობდეს მხოლოდ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლიდან; სხვები შეიძლება განსაზღვრული იყოს მხოლოდ ადამიანის უფლებათა სამართლით; დანარჩენი კი შეიძლება იყოს სამართლის ორივე დარგის საკითხი. იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს დასმულ შეკითხვას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ორივე აღნიშნული დარგი, ადამიანის უფლებათა სამართალი და როგორც Lex Specialis, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ შემდგომ მიმოიხილა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის შესაძლო მოქმედება ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და მისი გავრცელების შესაძლებლობა ოკუპირებული პალესტინის ტერიგორიაზე. განსაზღვრული იქნა შემდეგი (მითითებები და ციტატები გამოტოვებულია):
`108. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის გამოყენების ფარგლები განსაზღვრულია მეორე მუხლის პირველ პუნქტში, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:
`ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას პატივი სცეს და მისი ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისათვის უზრუნველყოს ამ პაქტით აღიარებული უფლებები: რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოების გამო.”
აღნიშნული დებულება შეიძლება იქნას ინტერპრეტირებული იმგვარად, რომ იგი ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არიან სახელმწიფოს შესაბამის იურისდიქციაში. იგი ასევე შეიძლება იქნას იმგვარად კონტრუირებული, რომ მოიცვას ის პირები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ასევე ისინი, ვინც არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ სახელმწიფოს იურისდიქციაში. სასამართლო ეცდება განმარტოს მოცემული ტექსტის შინაარსი.
109. სასამართლო უთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს იურისდიქცია ძირითადად არის ტერიტორიული, იგი შეიძლება ხანდახან განხორციელდეს მის ფარგლებს გარეთაც. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის ობიექტის და მიზნის მხედველობაში მიღების შემდეგ, ბუნებრივად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ ამგვარ შემთხვევაში პაქტის წევრი ქვეყანა სავალდებულოდ ასრულებდეს ამგვარ მოთხოვნებს.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის განგრძობადი პრაქტიკაც ამგვარია. შესაბამისად, კომიტეტმა დაადგინა, რომ პაქტი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ სახელმწიფო ასრულებს მის იურისდიქციას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. მათ მიერ განხილულ იქნა ურუგვაის წარმომადგენლების მოქმედებები დაკავების საქმეებში, რომლებიც განხორციელდა ბრაზილიაში ან არგენტინაში. ... იგივენაირად გადაწყდა საქმე ურუგვაელი კონსულისთვის გერმანიაში პასპორტის ჩამორთმევის შემთხვევაში....
....
110. სასამართლო ამ მიმართებით მხედველობაში იღებს ისრაელის პოზიციას პაქტის მოქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ დააფიქსირეს ადამიანის უფლებათა კომიტეტთან კომუნიკაციისას და კომიტეტის მოსაზრებას. 1998 წელს კომიტეტისთვის მოხსენების მომზადებისას, ისრაელმა განაცხადა, რომ მათ უნდა გადაეწყვიტათ საკითხი `იყვნენ თუ არა ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებნი ისრაელის იურისდიქციის ქვეშ” პაქტის მოქმედების მიზნებისთვის... ისრაელის პოზიციის მიხედვით, `პაქტი და მსგავსი ინსტრუმენტები არ მოქმედებდნენ პირდაპირ აღნიშნულ სიტუაციაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე”... კომიტეტმა, თავის დასკვნით მოსაზრებებში, მოხსენების განხილვის შემდეგ, გამოხატა შეშფოთება ისრაელის პოზიციასთან დაკავშირებით და მიუთითა `ისრაელის ოკუპირებულ ტერიტორებზე ყოფნის ხანგრძლივ პერიოდზე, მის გაურკვეველ პოზიციაზე ტერიტორიის სამომავლო სტატუსთან დაკავშირებით და ასევე ისრაელის ჯარისკაცების მიერ ადგილზე ეფექტიანი იურისდიქციის განხორციელების ფაქტზე. ისრაელის მყარი პოზიციის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც `პაქტი არ ვრცელდებოდა მათი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, უფრო ზუსტად დასავლეთ სანაპიროზე და ღაზაზე”, კომიტეტმა მიიღო შემდეგი დასკვნა 2003 წელს:
`დღევანდელ სიტუაციაში, პაქტის დებულებები ვრცელდება ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის სასარგებლოდ, ყველა იმ ქმედების მიმართ, რომელიც წევრ სახელმწიფოს მმართველების ან წარმომადგენლების მიერ იქნა ჩადენილი ამ ტერიტორიებზე და რომლებიც გავლენას ახდენენ პაქტით დაცულ უფლებებზე და ექცევიან ისრაელის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ქვეშ საერთაშორისო საჯარო სამართლის შესაბამისად”...
111. დასკვნის სახით, სასამართლო უთითებს, რომ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი ვრცელდება სახელმწიფოს მიერ მის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ქმედებებზე.
დამატებით მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიუთითა, რომ ექსტრა-ტერიტორიალური ქმედებების მიმართაც, შესაძლებელი იყო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტით განსაზღვრული ვალდებებულებებიდან გადახვევა; 4 § 1 მუხლის მიხედვით:
`ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას პატივი სცეს და მისი ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისათვის უზრუნველყოს ამ პაქტით აღიარებული უფლებები: რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოების გამო.”
მოსაზრების 136-ე პუნქტში, იმის გაანალიზების შემდეგ ქმედებები გამართლებული იყო თუ არა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით სამხედრო აუცილებლობდან გამომდინარე, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიუთითა:
`136. სასამართლო დამატებით უთითებს, რომ ადამიანის უფლებათა რამდენიმე კონვენცია და განსაკუთრებით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი, შეიცავენ დებულებებს, რომლებიც მონაწილე სახელმწიფოების მიერ შეიძლება იქნას გამოყენებული, რათა განხორციელდეს სხვადასხვა პირობებში ნაკისრი ვალდებულებებისგან გადახვევა. ამ მიმართებით, სასამართლო დამატებით მიუთითებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის სახელზე შედგენილ კომუნიკაციას სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, რომელიც ეხება მხოლოდ და მხოლოდ პაქტის მე-9 მუხლს, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებას (იხილეთ 127-ე პუნქტი ზემოთ); შესაბამისად, ისრაელი პასუხისმგებელია აღასრულოს ამ დოკუმენტის სხვა დებულებები.”
91. თავის 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სამხედრო მოქმედებები კონგოს ტერიტორიაზე (Democratic Republic of Congo (DRC) v. Uganda) მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიუთითა, რომ შესაბამის პერიოდში, უგანდა იყო `ოკუპანტი ძალა” კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიის ერთ-ერთ ნაწილზე, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის შესაბამისად, როგორც ეს განსაზღვრულია ჰააგის რეგულაციების 42-ე მუხლში. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ უგანდის ძალები იმყოფებოდნენ ითურის პროვინციაში და ახორციელებდნენ მმართველობა იქ, იმ გაგებით, რომ მათ შეცვალეს კონგოს მთავრობა (174-174 პარ). მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაგრძო მსჯელობა:
`178. სასამართლო შესაბამისად ასკვნის, რომ უგანდა იყო ოკუპანტი ძალა ითურში შესაბამის პერიოდში. აქედან გამომდინარე მას ჰქონდა ვალდებულება, 1907 წლის ჰააგის რეგულაციების 43-ე მუხლიდან გამომდინარე მიეღო ყველა ზომა მის შესაძლებლობის ფარგლებში და მაქსიმალურად შესაძლებელ დონეზე უზრუნველეყო საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის მაქსიმალური პატივისცემით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული აბსოლუტურად გამოირიცხებოდა. ვალდებულება შედგებოდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოქმედი წესებისგან, რომელთა მიხედვითაც ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა დაცული უნდა ყოფილიყო ძალადობის აქტებისგან და ამგვარი მოქმედებები არ უნდა დატოვებული ურეაგირებოდ.
179. სასამართლო, უგანდის ითურის რეგიონში საოკუპაციო ძალად მიჩნევის შემდეგ, ადგენს, რომ უგანდის პასუხისმგებლობა მომდინარეობს როგორც მისი სამხედროების მიერ უშუალოდ განხორციელებული ქმედებებიდან, რომლებიც არღვევდნენ საერთაშორისო ვალდებულებებს, ასევე საკმარის ყურადღებიანობას არ გამოჩენიდან ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების პრევენციის საქმეში, რომლებიც ჩადენილ იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათ შორის მეამბოხეთა მიერ თავიანთი ინიციატივით.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის ფაქტები ოკუპირებული ითურის რეგიონში და ყველგან, რომლებიც სავარაუდოდ მიეკუთვნებოდა უგანდას, (205-212-ე პარ). იმისთვის, რომ განესაზღვრათ წარმოადგენდა თუ არა ქმედება უგანდის საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიუთითა კედლის აღმართვის საკონსულტაციო მოსაზრებაში მის მსჯელობაზე, სადაც აღინიშნა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართალი შეიძლებოდა ყოფილიყო მხედველობაში მიღებული და რომ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს შეიძლებოდა ჰქონოდა ექსტრა-ტერიტორიალური მოქმედება, `განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე” (216-ე პარ). შემდგომ მართმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განსაზღვრა `გამოსაყენებელი საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართალი”, ყველა იმ საერთაშორისო დოკუმენტზე მითითებით, რომელთა წევრიც იყო უგანდა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, შესაბამისი საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის პრინციპებთან ერთად (217-219-ე პარ).
C. სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის გამოძიების ვალდებულება საომარი მოქმედებების დროს და ოკუპაციისას საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის შესაბამისად
92. ჟენევის მესამე კონვენციის 121-ე მუხლი ადგენს, რომ ოფიციალური გამოძიება უნდა განხორციელდეს დამკავებელი სახელმწიფოს მიერ ეჭვმიტანილის სამხედრო ციხეში გარდაცვალების შემთხვევაში. ჟენევის მეოთხე კონვენციის 131-ე მუხლი მიხედვით:
`ინტერნირებულის გარდაცვალების ან მძიმედ დაჭრის ყველა შემთხვევაში, რომელიც ყარაულის მიზეზითაა გამოწვეყლი ან რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ამ უკანასკნელის, სხვა ინტერნირებულის ან ნებისმიერი მესამე პირის მიზეზით მოხდა, ისევე დაუდგენელ გარემოებებში გარდაცვალების ყველა შემთხვევაში, დამკავებელმა სახელმწიფომ ოფიციალური გამოძიება დაუყონებლივ უნდა დაიწყოს. ამასთან დაკავშირებით მფარველ სახელმწიფოს დაუყონებლივ უნდა აცნობონ. ნებისმიერ მოწმებს ჩვენება უნდა ჩამოართვან და ამ ჩვენებათა შინაარსის შემცველი ანგარიში უნდა მომზადდეს და აღნიშნულ მფარველ სახელმწიფოს გაეგზავნოს. თუ გამოძიების შედეგად ერთი ან რამდენიმე პირის ბრალეულობა დადგინდება, დამკავებელი სახელმწიფო დამნაშავის ან დამნაშავეთა სასამართლოს წინაშე წარდგენის ყველა ზომას მიიღებს.”
ჟენევის კონვენციები ასევე აკისრებენ ვალდებულებებს მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, რათა გამოიძიონ და დასაჯოდ შესაძლო კონვენციის მძიმე დარღვევათა ჩამდენნი, მათ შორისაა დაცული პირების განზრახ მკვლელობა (ჟენევის პირველი კონვენციის 49-ე და 50-ე მუხლები; ჟენევის მეორე კონვენციის 50-51-ე მუხლები; ჟენევის მესამე კონვენციის 129-ე და 130-ე მუხლები; ჟენევის მეოთხე კონვენციის 146-ე და 147-ე მუხლები).
93. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლის ფილიპ ალსტონის 2006 წლის 8 მარტის E/CN.4/2006/53 `არაკანონიერი, სუმარული და თვითნებური მოკვდინებების შესახებ” მოხსენებაში მიმოხილულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლით განსაზღვრული სიცოცხლის უფლება შეიარაღებული კონფლიქტის და ოკუპაციის პირობებში (ციტირებები ამოღებულია):
`36. შეიარაღებული კონფლიქტი და ოკუპაცია არ ათავისუფლებს სახელმწიფოს ვალდებულებისგან გამოიძიოს და დასაჯოს ადამიანის უფლებათა დარღვევები. სიცოცხლის უფლების გარანტიიდან გადახვევა არ შეიძლება მიუხედავად სიტუაციისა. აღნიშნული კრძალავს ნებისმიერ იმ ქმედებათა გამოუძიებლობის პრაქტიკას, რომლებიც ჩადენილია შეიარაღებული კონფლიქტისას ან ოკუპაციის დროს. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა, იმ უფლებებთან მიმართებით, რომლებიც არ ექვემდებარებიან გადახვევას, აუცილებელია არსებობდეს პროცედურული გარანტიები. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის დებულებები, რომლებიც ეხებიან პროცედურულ გარანტიებს, არასდროს არ შეიძლება იქნას განპირობებული ისეთი ფაქტორებით, რომლებიც აბსოლუტური უფლებების დაცვას ხელს შეუშლიან. უდავოა ის ფაქტი, რომ შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას, გარემოებები ხანდახან ხელს შეუშლიან გამოძიებას. აღნიშნული ვერასდროს გააუქმებს გამოძიების ვალდებულებას, – ეს მიდგომა შინაარსს გამოაცლიდა უფლებათა აბსოლუტურ ხასიათს – მაგრამ მან შეიძლება იქონიოს გავლენა გამოძიების წარმართვის თავისებურებაზე და ხასიათზე. იმის გარდა, რომ სახელმწიფო მთლიანად პასუხიმგებელია მისი წარმომადგენლების ქმედებებზე, მათ ასევე აკისრიათ ვალდებულება განახორციელონ საკმარისი ყურადღებიანობა კერძო პირთა მიერ ჩადენილი ქმედებების მიმართ, როგორც საომარი კონფლიქტისას, ისე მშვიდობიანობის დროს. ყოველ საქმეში სახელმწიფომ უნდა თქვას უარი გამოძიების უფრო ნაკლებ ეფექტიან ღონისძიებაზე სხვადასხვა დაბრკოლებათა საპასუხოდ. მაგალითად, როცა ძალოვანი სტრუქტურები აკონტროლებენ სროლის შემთხვევის ადგილს, აუტოფსიის განხორციელება შეიძლება შეუძლებელიც იყოს. გარემოებათა მიუხედავად, გამოძიება უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ეფექტიანად და არასდროს იქნას დაყვანილი უბრალო ფორმალობამდე.
94. 2005 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე Mapiripán Massacre v. Colombia, ინტერ-ამერიკულმა სასამართლომ იმსჯელა, inter alia, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების სრულად არ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლებიც ჩადენილი იყო გასამხედროებული ჯგუფის მიერ სავარაუდოდ სახელმწიფო ხელისუფლების მხარდაჭერით:
`238. ამ მიმართებით, სასამართლო აღიარებს კოლუმბიის რთულ სიტუაციას, სადაც მისი მოსახლეობა და ინსტიტუტები ცდილობენ მიაღწიონ მშვიდობას, მაგრამ, ქვეყნის პირობები, მიუხედავად მისი სირთულისა, არ ათავისუფლებს წევრ სახელმწიფოებს კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან, რომლებიც განაგრძობენ მოქმედებას ისეთ შემთხვევებშიც კი, როგორიცაა აღნიშნული. სასამართლოს განცხადებით, როცა სახელმწიფო სჩადის ან არ ეწინააღმდეგება მოქმედებებს, რომელთა შედეგია კანონგარეშე მოკვდინებები, მათი გამოუძიებლობა და პასუხისმგებელთა ჯეროვნად არ დასჯა იწვევს კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების და დაზარალებულთა ან მის ახლო ნათესავთა მიერ უფლებების განხორციელების დარღვევას, არ აძლევს საზოგადოებას ინფორმაციას რეალურად მომხდარის შესახებ და ხელს უწყობს დაუსჯელობის პირობების შექმნას ამ ტიპის ფაქტების მიმართ, რაც მათი ხელმეორედ ჩადენის რისკის შემცველია.”
სამართალი
I.კონვენციის მეორე მუხლის სავარაუდო დარღვევა
95. მომჩივნების თანახმად, კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად გარდაცვალების მომენტში მათი ნათესავები იყვნენ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ქვეშ და აცხადებდნენ, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი მეორე მუხლით განსაზღვრული გამოძიების ვალდებულება, გარდა მეექვსე განმცხადებლის შემთხვევისა.
96. მთავრობამ აღიარა, რომ მეექვსე განმცხადებლის შვილი იმყოფებოდა გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ქვეშ, მაგრამ უარყო აღნიშნული სხვათა მიმართ. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მეორე და მესამე მომჩივანთა ნათესავები გარდაიცვალნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 1511-ე რეზოლუციის მიღების შემდეგ (იხილეთ 16-ე პუნქტი) და შესაბამისად მათ გარდაცვალებაზე პასუსისმგებლობა შეიძლებოდა დაკისრებოდა გაეროს და არა გაერთიანებულ სამეფოს. დამატებით, მთავრობა სადავოდ ხდიდა მეხუთე განმცხადებლის საჩივრის დასაშვებობას, სამართლებრივი დაცვის შიდა სახელმწიფოებრივი საშუალებების არ ამოწურვის გამო, ხოლო მეხუთე და მეექვსე მომჩივნების მიმართ აცხადებდა, რომ ისინი ვეღარ ისარგებლებდნენ მსხვერპლის სტატუსით.
A. დასაშვებობა
1. პასუხისმგებლობის შერაცხვა
97. მთავრობამ მიუთითა, რომ სამხედრო ოპერაციები, რომელთა შედეგადაც გარდაიცვალნენ მეორე და მესამე განმცხადებლის ნათესავები, განხორციელდა 2003 წლის 16 ოქტომბრის შემდეგ, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ მიიღო 1511-ე რეზოლუცია. მისი მეცამეტე პუნქტის მიხედვით მულტინაციონალურ ძალებს მიეცათ უფლებამოსილება, რათა `მიეღოთ ყველა საჭირო ღონისძიება უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ერაყში” (იხილეთ 16-ე პარ ზემოთ). აქედან გამომდინარე, შესაბამისი ოპერაციების განხორციელებისას, როდესაც მეორე და მესამე მომჩივნები დაიღუპნენ, გაერთიანებული სამეფოს ჯარები არ ახორციელებდნენ სუვერენულ სახელმწიფოებრივ მმართველობას, არამედ, წარმოადგენდნენ მულტინაციონალური ძალების ფარგლებში მოქმედ ერთეულს, რომელსაც ეკისრებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სავალდებულო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვალდებულება.
98. მომჩივნებმა ხაზი გაუსვეს, რომ მთავრობას აღნიშნული არგუმენტი არ წამოუყენებია ეროვნულ დონეზე სამართალწარმოებისას. უფრო მეტიც, ამგვარი პოზიციის წამოყენების მცდელობა ჰქონდა მთავრობას, მაგრამ ლორდთა პალატამ უარყო იგი (Al-Jedda-s საჩივარი) (FC) (Appellant) v. Secretary of State for Defence (Respondent) [2007] UKHL 58.
99. სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი ახორციელებს ეროვნული სისტემების დამხმარე საქმიანობას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. შესაბამისად, გამართლებულია, რომ შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს ექნებათ შესაძლებლობა განიხილონ ეროვნული სამართლისა და კონვენციის თავსებადობა და თუ საჩივარი მაინც იქნება შემოტანილი სასამართლოში, ის უნდა შეიცავდეს სასამართლოთა მოსაზრებებს, რომელიც პირდაპირ და მიმდინარე კონტაქტში იმყოფება მისი ქვეყნის სამხედრო ჯარებთან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის არგუმენტები ყოფილიყო დაყენებული ეროვნული სასამართლოების წინაშე იგივენაირად ევროსასამართლოში მის მოთხოვნამდე. უფრო ზუსტად, მთავრობას არ აქვს უფლება სასამართლოს წინაშე წარადგინოს არგუმენტები, რომლებიც არ შეესაბამება ეროვნული სასამართლოების წინაშე წარდგენილ მათ პოზიციას (A. and Others v. the United Kingdom [GC], no. 3455/05, § 154, ECHR 2009‑...)..
100. ეროვნული სასამართლოების წინაშე მთავრობამ არ უარყო, რომ განმცხადებლის ნათესავთა მკვლელობა არ მიეწერებოდა გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულ ძალებს. შესაბამისად სასამართლო ადგენს, რომ მთავრობა მოკლებულია ამ სახის შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას მიმდინარე სამართალწარმოებაში.
2. იურისდიქცია
101. მთავრობა დამატებით სადავოდ ხდის კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად, იურისდიქციის საკითხს, იქიდან გამომდინარე რომ ქმედება ჩადენილი იყო სამხრეთ ერაყში. ერთადერთი გამონაკლისი იყო მეექვსე განმცხადებლის შვილის გარდაცვალება, რომელიც განხორციელდა ბრიტანულ სამხედრო ციხეში და რომელზეც გაერთიანებულ სამეფოს ჰქონდა იურისდიქცია.
102. სასამართლო აცხადებს, რომ ის საკითხი ექვემდებარებოდა თუ არა გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციას განხორციელებული ქმედებები, მჭირდოდაა დაკავშირებული საჩივრის არსებით მხარესთან. შესაბამისად, სასამართლო თანადროულად განიხილავს დასაშვებობასა და არსებით მხარესთან დაკავშირებულ საკითხებს.
3. შიდა სამართლებრივი საშუალებების ამოწურვა
103. მთავრობა აცხადებს, რომ მეხუთე განმცხადებლის საჩივარი უნდა იქნას დაუშვებლად მიჩნეული, რადგან არ არის ამოწურული შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებები. მთავრობამ მიუთითა, რომ სასამართლო განხილვის პროცესში, მიუხედავად კონვენციის მეორე და მესამე მუხლებით განსაზღვრული უფლებების მატერიალური და პროცედურული დარღვევების მოთხოვნისა, მეხუთე განმცხადებლის სარჩელი არ ყოფილა განხილული და ექვსი საქმის განხილვის შედეგზე იყო დამოკიდებული იგი (იხილეთ 73-ე პუნქტი). მას შემდეგ რაც აღნიშნული საქმეები იქნა განხილული, მომჩივანს ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა რაიონული სასამართლოსთვის, რათა მომხდარიყო საქმის განხილვა, ეს კი არ განხორციელებულა. აღნიშნული საქმე არ არის სროლის ინციდენტიდან მომდინარე შემთხვევა და შიდა სასამართლოებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა განეხილათ შესაბამისი ფაქტები და დაედგინათ იმყოფებოდა თუ არა განმცხადებლის შვილი გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში და იყო თუ არა პროცედურული ვალდებულების დარღვევა სახეზე.
104. მომჩივნები სასამართლოს წინაშე შუამდგომლობენ, რათა მთავრობის არგუმენტი არ დაკმაყოფილდეს. მეხუთე განმცხადებლის მიერ 2004 წლის 5 მაისს შეტანილ იქნა საჩივარი. სასამართლოზე შეთანხმების მიხედვით, საქმეთა განხილვა შეჩერებულ იქნა ექვსი საქმის განხილვამდე (იხილეთ ზემოთ 73-ე პუნქტი). ლორდთა პალატის მიერ Al-Skeini საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ, მეხუთე მომჩივანს არ ექნებოდა მისი მოთხოვნის წარმატების გონივრული მოლოდინი საქმის განხილვის გაგრძელების შემდეგაც კი. ქვედა ინსტანციის სასამართლოები ვალდებულნი არიან მხედველობაში მიიღონ კონვენციის პირველ მუხლზე ლორდთა პალატის ინტერპრეტაცია და შესაბამისად მიჩნეულ იქნებოდა, რომ განმცხადებლის გარდაცვლილი შვილი არ იქნებოდა გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ქვეშ.
105. სასამართლო ადგენს, რომ მეხუთე განმცხადებლის მიხედვით, მისი შვილი გარდაიცვალა, როდესაც დაკავებული იყო გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცების მიერ მარადიორობის ბრალდებით და შემდეგ სამხედრო მანქანით გადაყვანილ იქნა მდინარესთან, სადაც აიძულეს წყალში გადახტომა. მისი შემთხვევა, შესაბამისად, განსხვავებულია პირველი, მეორე და მეოთხე მომჩივნებისგან წარმოდგენილი ფაქტებისგან, რომელთა ნათესავებიც მოკლულ იქნენ ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ; მესამე განმცხადებლისგან, რომლის მეუღლეც მოკლულ იქნა ბრიტანელ ჯარისკაცებსა და უცნობ შეარაღებულ ფორმირებებს შორის ურთიერთსროლისას; მეექვსე განმცხადებლისგან, რომლის შვილიც მოკლულ იქნა ბრიტანულ სამხედრო დაწესებულებაში დაკავებისას. მართალია ის ფაქტი, რომ ლორდთა პალატას Al-Skeini-ის სამართლწარმოებისას არ ჰქონია მეხუთე განმცხადებლის მსგავსი საქმე განსახილველი, ანუ შემთხვევა სადაც ერაყელი მოქალაქო გარდაიცვალა ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ დაკავების შემდეგ, მაგრამ არა სამხედრო ციხეში. ამის მიუხედავად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნები სწორად მიიჩნევენ, რომ მეხუთე მომჩივანს არ ექნებოდა წარმატების არანაირი შანსი შიდა სამართალწაროების ფარგლებში. ლორდმა ბრაუნმა, რომელსაც ლორდთა პალატის უმრავლესობა დაეთანხმა, განაცხადა, რომ მათ მიანიჭეს უპირატესობა რაიონული სასამართლოს მიერ იურისდიქციის მხოლოდ მეექვსე განმცხადელის შემთხვევაზე გავრცელებას, რადგან ამ საქმეში იურისდიქცია წარმოიშვა ბაჰა მოუსასთან მიმართებით იქიდან გამომდინარე, რომ იგი მოთავსებული იყო ბრიტანულ სამხედრო ციხეში (იხილეთ 88-ე პუნქტი). ამ პირობებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეექვსე მომჩივანი არ უნდა იქნას გაკრიტიკებული იმის გამო, რომ არ მიმართა რაიონულ სასამართლოს განმეორებით. შესაბამისად, მთავრობის წინასასამართლო შუამდგომლობა შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმების არ ამოწურვასთან დაკავშირებით, უნდა იქნას უარყოფილი.
4. მსხვერპლის სტატუსი
106. მთავრობამ განაცხადა, რომ მეხუთე და მეექვსე მომჩივნები აღარ შეიძლება ყოფილიყვნენ მიჩნეულნი კონვენციის მეორე მუხლით განსაზღვრული უფლებების დარღვევის მსხვერპად, რადგან თითოეული მათგანის შვილის გარდაცვალების გამოძიება განხორციელდა და ასევე მათ გადაეცათ მათ შესაბამისი კომპენსაცია.
107. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი მჭიდროდ დაკავშირებულია და შესაბამისად განხილული უნდა იქნას მეორე მუხლის საჩივრის არსებითად მხარესთან ერთად.
5. დასკვნა დასაშვებობაზე
108. სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი შეიცავს ფაქტის და სამართლის მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც არიან კომპლექსურნი და მათი გადაწყვეტა დამოკიდებულია საქმის განხილვის არსებით მხარეზე. შესაბამისად, საჩივარი არ უნდა იქნეს ცნობილი დაუშვებლად კონვენციის 35 $ 3 მუხლის შესაბამისად; ასევე დაუშვებლობის არც სხვა საფუძვლები იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, საჩივარი უნდა იქნას მიჩნეული დასაშვებად.
B. არსებითი მხარე
1.იურისდიქცია
(ა) მხარეთა არგუმენტები
(i) მთავრობა
109. მთავრობამ მიუთითა, რომ კონვენციის პირველი მუხლით განსაზღვრული `იურისდიქციის” განმარტების მთავარი პრეცედენტი იყო Banković and Others v. Belgium and Others [GC] (dec.), no. 52207/99, ECHR 2001-XII). Banković -ის მიხედვით, ის ფაქტი რომ, პირზე გავლენა ჰქონდა წევრ სახელმწიფოს ან მისი წარმომადგენლის მოქმედებას, არ იყო საკმარისი სახელმწიფოს იურისდიქციის დასადგენად. პირველი მუხლის მიხედვით, იურისდიქცია `პირველ რიგში” და `ძირითადად” იყო ტერიტორიული და მისი გაფართოება წევრ სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ატარებდა `საგამონაკლისო” ხასიათს და მოითხოვდა `სპეციალურ დასაბუთებას ყოველი საქმის თავისებურებიდან გამომდინარე”. სასამართლომ Banković -ში დაადგინა, რომ კონვენციის უფლებები არ უნდა `დაიყოს და დავიწროვდეს”. მისი იურისდიქციის ქვეშ, წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ კონვენციით განსაზღვრული ყველა უფლებების და თავისუფლებების დაცვა. სასამართლომ Banković -ის საქმეში ასევე დაადგინა, რომ კონვენცია იყო `ევროპული საჯარო წესრიგის დამდგენი ინსტრუმენტი” და `მრავალმხრივი შეთანხმება, რომელიც მოქმედებდა კონვენციის 56-ე მუხლის ფარგლებში, რეგიონალურ კონტექსტში და უფრო ზუსტად, წევრ სახელმწიფოთა სამართლებრივ სივრცეში (espace juridique)”. იურისდიქციის ძირითადად ტერიტორიულ კონტექსტში აღქმა გამომდინარეოდა საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან და ითვალისწინებდა პრაქტიკულ და იურიდიულ სიძნელეებს, რომლებიც გამომდინარეობდა ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნით, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, რომლებიც არ იზიარებდნენ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა ღირებულებებს.
110. მთავრობის არგუმენტაციით, დიდმა პალატამ Banković -ში მოახდინა მისი პრეცედენტული სამართლის დეტალური ანალიზი და დაადგინა რამდენიმე საგამონაკლისო შემთხვევა ტერიტორიალურობის პრინციპთან მიმართებით. ერთ-ერთი ასეთი პრეცედენტი იყო ჩრდილოეთ კვიპროსის შემთხვევა და მის მიხედვით, სახელმწიფოს სამხედრო მოქმედების შედეგად, შეიძლება გააჩნდეს ეფექტიანი კონტროლი მის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. როცა სასამართლომ დაადგინა იურისდიქციის აღნიშნული საგამონაკლისო საფუძველი, ხაზი გაესვა იმას, რომ სახელმწიფო ახორციელდებდა ეფქტურ კონტროლს და შესაბამისად იყო პასუხისმგებელი კონვენციით გარანტირებული უფლებების უზრუნველყოფაზე შესაბამის ტერიტორიაზე. (იხილეთ Loizidou v. Turkey (preliminary objections), 1995 წლის 23 მარტი, § 62, Series A no. 310; Cyprus v. Turkey [GC], no. 25781/94, §§ 75-80, ECHR 2001‑IV; Banković, cited above, §§ 70-71; Ilaşcu and Others v. Moldova and Russia [GC], no. 48787/99, §§ 314-316, ECHR 2004‑VII). უფრო მეტიც, მიუხედავად 2004 წლის 16 ნოემბრის განჩინების obiter dicum -ისა საქმეზე Issa and Others v. Turkey, no. 31821/9, დიდმა პალატამ Bანკოვიć-ში ნათლად მიუთითა, რომ `ტერიტორიის ეფექტიანი კონტროლის” იურისდიქციული საფუძველი შეიძლებოდა გამოყენებულიყო მხოლოდ კონვენციის სამართლებრივ სირვცეში. თურქეთის მიერ ჩრდილოეთ კვიპროსში განხორციელებული ეფექტიანი კონტროლის გარდა სასამართლომ გაავრცელა აღნიშნული გამონაკლისი ასევე ერთ ტერიტორიაზე, დნესტრისპირეთზე, რომელიც ასევე წარმოადგენს ერთ-ერთი მაღალ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიას. სხვა სტანდარტი დაავალდებულებდა სახელმწიფოს, რომ მას გაევრცელებინა კულტურულად უცხო სტანდარტები, სუვერენული თვითგამორკვევის საწინააღმდეგოდ.
111. მთავრობის მსჯელობით, კონვენციის 56-ე მუხლთან დაკავშირებული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, წევრი სახელმწიფო არ ახორციელებს პირველი მუხლით განსაზღვრულ იურისდიქციას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიებზე მხოლოდ ეფექტიანი კონტროლიდან გამომდინარე: იხილეთ Quark Fishing Ltd v. the United Kingdom (dec.), no. 15305/06, ECHR 2006‑XIV. თუ ტერიტორიის ეფექტიანი კონტროლი სავალდებულოდ გავრცელდება წევრ სახელმწიფოთა ფარგლებს გარეთაც, აღნიშნულის შედეგად ვიღებთ სიტუაციას, როცა წევრ სახელმწიფოებს აქვთ თავისუფლება გაავრცელონ კონვენციისა და მისი ოქმების მოქმედება ევროპის საბჭოში არ შემავალ ტერიტორიებზე, კონვენციის სამართლებრივი სივრცის ფარგლებს გარეთ, სადაც მათ გააჩნდათ ეფექტიანი კონტროლი წლების განმავლობაში, მაგრამ აღნიშნული თავისუფლება არ ვრცელდება კონვენციის მოქმედებასთან დაკავშირებით ისეთ ტერიტორიებზე, რომლებზეც სახელმწიფო ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს დროებითი სამხედრო ღონისძიების შედეგად, მაგალითად მშვიდობის და უსაფრთხოების აღდგენამდე.
112. მთავრობის მოსაზრებით, ერაყი იყო კონვენციის მოქმედების იურიდიული სფეროს ფარგლებს გარეთ და `ტერიტორიის ეფექტიანი კონტროლის” გამონაკლისი არ ვრცელდებოდა მასზე. სხვა პირობებშიც კი, გაერთიანებულ სამეფოს არ ჰქონდა `ეფექტიანი კონტროლი” ერაყის სრულ ტერიტორიაზე შესაბამის დროს. აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა ეროვნული სასამრთლო, რომელსაც წარედგინა ყველა არსებული მტკიცებულება ამ მიმართებით. კოალიციური ჯარების რაოდენობა, მათ შორის გაერთიანებული სამეფოსი, იყო მცირე: სამხრეთ აღმოსავლეთ ერაყში, სადაც 96,000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაა და 4.6 მილიონი მოსახლე ცხოვრობს, იმყოფებოდა 14,500 კოალიციის ჯარისკაცი და მათგან 8,150 იყო მხოლოდ გაერთიანებული სამეფოდან. გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცები საქმიანობდნენ მხოლოდ ალ-ბასრაში და მაისანის პრონვიციებში, სადაც 2.76 მილიონ მოსახლეზე მოდიოდა 8,119 ჯარისკაცი. ერაყში გაერთიანებული სამეფოს ძალებს უწევდათ რეალურ პრაქტიკულ სიძნელეებთან გამკლავება უსაფრთხოების და სტაბილურობის ადღგენის მიზნით, რათა ერაყელ ხალხს მისცემოდა შესაძლებლობა თავისუფლად გადაეწყვიტა თავისი პოლიტიკური მომავალი. აღნიშნულის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ოკუპაციის დაწყებისას არ არსებობდა ადგილობრივი კომპეტენტურ სამართალდამცავ ორგანოთა სისტემა, იმ ფონზე როცა მოდებული იყო ფართოდ ძალადობრივი დანაშაული, ტერორიზმი და სხვადასხვა ტომთა დაპირისპირებები, როგორც ჩვეულებრივი იარაღებით, ისე მძიმე ტექნიკის გამოყენებით.
113. ერაყის ოკუპაციისას მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელდებდა კოალიციის დროებითი მმართველობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი პოლ ბრემერი და რომელიც არ იყო გაერთიანებული სამეფოს დაქვემდებარებული პირი. 2003 წლის ივლისიდან შეიქმნა ერაყის ცენტრალური მმართველი საბჭო და სხვადასხვა პატარა ადგილობრივი საბჭოები. კოალიციის დროებითი მმართველობის და ერაყის ადმინისტრაციის სტატუსი იყო მთლიანად განსხვავებული კვიპროსული `TRNC”-სა და დნესტრისპირეთული `MRT”-ისგან, რომლებიც ორივე შემთხვევაში სასამართლოს მიერ განიმარტა როგორც `თვითგამოცხადებული მმართველობა, რომელიც არ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ”. დროებითი კოალიციური მმართველობა და ერაყის ადმინისტრაცია აღიარებულია მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მეშვეობით. უფრო მეტიც, გაერთიანებული სამეფოს მონაწილეობა ოკუპაციაში მიზნად ისახავდა ერაყის წარმომადგენლობითი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების რაც შეიძლება მალე გადაცემას. აქედან გამომდინარე, ოკუპაცია გაგრძელდა მხოლოდ ერთი წელი.
114. მთავრობის მოსაზრებაში მითითებულია ის ფაქტი, რომ 2003 წლის მაისიდან 2004 წლის ივნისამდე გაერთიანებული სამეფო იყო საოკუპაციო ძალა ჰააგის რეგულაციების (იხილეთ ზემოთ 89-ე პუნქტი) შესაბამისად, მაგრამ აღნიშნული არ არის საფუძველი კონვენციის უფლებების და თავისუფლებების სამხრეთ ერაყის მოქალაქეებზე გასავრცელებლად. როგორც საოკუპაციო ძალას, გაერთიანებულ სამეფოს არ გააჩნდა სუვერენიტეტი ერაყის ტერიტორიაზე და არ იყო უფლებმოსილი განეხილა აღნიშნული, როგორც საკუთარი ან კოლონიური ტერიტორია, რომელიც მის სრულ მმართველობასა და ძალაუფლების ქვეშ იქნებოდა. ჰააგის რეგულაციები არ აძლევდნენ გაერთიანებულ სამეფოს იმის უფლებას, რომ შეეცვალათ ერაყის კანონები და კონსტიტუცია, რათა ისინი შესაბამისობაში ყოფილიყვნენ მის შიდა სამართალთან და მრავალმხრივ საერთაშორისო შეთანხმებებთან, როგორიცაა თუნდაც კონვენცია. ამის საპირისპიროდ, ჰააგის რეგულაციები განსაზღვრავდნენ ლიმიტს გაერთიანებული სამეფოს უფლებებთან დაკავშირებით და კანონთა პატივისცემის ვალდებულებას ადგენენ, `გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულის შესრულება აბსოლუტურად გამოირიცხება”. უფრო მეტიც, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციით აღიარებულია, რომ ერაყის მმართველობა ოკუპაციის პერიოდში უნდა განხორციელებულიყო კოალიციის დროებითი მმართველობის მიერ და აღნიშნულის მიზანი იყო ხელისუფლების რაც შეიძლება მალე გადაცემა ერაყის წარმომადგენლობითი ადმინისტრაციისთვის. ასევე საერთაშორისო სამართლებრივი სივრცე არ განსაზღვრავს, რომ გაერთიანებული სამეფო ვალდებული იყო დაეცვა კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებები ერაყში, უფრო მეტიც, გაერთიანებულ სამეფოს მოუწევდა მისი საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგოდ მოქმედება, თუ მოხდებოდა ერაყის კონსტიტუციის შეცვლა კონვენციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ნათლად მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მიერ ექსტრა-ტერიტორიალურად იურისდიქციის განხორციელება არის ფაქტის საკითხი, რომელიც დგინდება კონვენციის ბუნების და ისტორიის მხედველობაში მიღებით. ჟენევის მეოთხე კონვენციით და ჰააგის რეგულაციებით განსაზღვრული ვალდებულებები სპეციალურად ვიწროდ მოქმედებენ ოკუპაციის შემთხვევისთვის და არა შეიძლება მათ გავლენა ჰქონდეთ სრულიად განსხვავებულ საკითხზე როგორიცაა იურისდიქცია კონვენციის შესაბამისად.
115. მთავრობამ დაადასტურა, რომ სასამართლოს პრეცედენტული სამართლით შესაძლებელი იყო რამდენიმე საგამონაკლისო იურისდიქციული კატეგორიის იდენტიფიცირება, რომელნიც შეიძლებოდა განხორციელებულიყო ექსტრა-ტერიტორიალურად და ამავდროულად კონვენციის მოქმედების ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. Banković-ში (ციტირებულია ზემოთ) დიდმა პალატამ მიუთითა სხვადასხვა საქმეებზე, რომლებიც შეეხებოდა დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლების მოქმედებებს საზღვარგარეთ და სახელმწიფოს კუთვნილ ან დროშის ქვეშ მცურავ საჰაერო, ან საზღვარო ხომალდზე განხორციელებულ ქმედებებს. Banković-ში სასამართლომ ასევე მიუთითა საქმეზე – Drozd and Janousek v. France and Spain (1992 წლის 26 ივნისი, Series A no. 240) – სადაც დადასტურდა სახელმწიფოს მიერ იურისდიქციის განხორციელება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როდესაც ერთი ქვეყნის მოსამართლე იმყოფება ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და იქ იყენებს მის ეროვნულ სისხლის სამართალს. საქმეში – Öcalan v. Turkey [GC], no. 46221/99, ECHR 2005‑IV – დიდმა პალატამ დაადგინა, რომ თურქეთი ახორციელებდა იურისდიქციას მომჩივანზე, როცა ის იყო `დაკავებული თურქეთის უშიშროების ძალების მიერ თურქეთში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის გარეთ, ნაირობის აეროპორტში” და `ფიზიკურად იქნა იძულებული დაბრუნებულიყო თურქეთში და იმყოფებოდა თურქეთის ოფიციალური პირების მმართველობის და კონტროლის ქვეშ მისი დაკავებიდან თურქეთში დაბრუნებამდე”. მთავრობის არგუმენტაციის მიხედვით, არცერთი აღნიშნული გამონაკლისი არ ვრცელდებოდა პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე განმცხადებლის საქმეებზე.
116. მთავრობა სადავოდ ხდის, მომჩივანთა არგუმენტაციას, რომლის მიხედვითაც ნათესავთა მიმართ განხორციელებული სროლისას, გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცები ახორციელებდნენ გარდაცვლილებზე `მმართველობას და კონტროლს” და შესაბამისად ექცეოდნენ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში. მთავრობის განცხადებით აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის Banković -ის (ციტირებულია ზემოთ) საქმესთან. Banković -ში დიდმა პალატამ მიმოიხილა კონვენციის ექსტრატერიტორიულად მოქმედების საკითხი სამხედრო ოპერაციებისას ზოგადად, სახელმწიფოების პრაქტიკის და კონვენციის მე-15 მუხლის მხედველობაში მიღებით და დაადგინა, რომ კონვენცია არ მოქმედებდა მოპასუხე სახელმწიფოს სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას, რასაც შედეგად მოჰყვა განმცხადებლის ნათესავთა სიკვდილი. შესაბამისად, ამ საქმეშიც, გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცთა მიერ მომჩივანთა ნათესავების მიმართ განხორციელებული სროლა არ ნიშნავს იურისდიქციის განხორციელებას. ამ მიმართებით არ უნდა მოხდეს დიფერენცირება დაბომბვის შედეგად გარდაცვალებასა და საველე ოპერაციისას სროლის შედეგად დაღუპვის შემთხვევებს შორის.
117. მთავრობამ უარყო მომჩივანთა არგუმენტი, რომლის მიხედვითაც იურისდიქციული კავშირი არსებობდა იქიდან გამომდინარე, რომ გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცები ახორციელებდნენ `სამართლებრივ მმართველობას” გარდაცვლილებზე, რომელიც გამომდინარეობდა ჰააგის რეგულაციებით განსაზღვრული ვალდებულებებიდან, რათა უზრუნველყოფილიყო `საჯარო წესრიგი და უსაფრთხოება” ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კონვენციის პირველი მუხლის მნიშვნელობა იყო ავტონომიური და არ შეიძლებოდა განსაზღვრულიყო ჰუმანიტარული სამართლის სრულიად განსხვავებული დებულებებით. უფრო მეტიც, ვალდებულება ეკუთვნოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ყველა ერაყელ მოქალაქეს და მომჩივანთა მოთხოვნის ნამდვილობის შემთხვევაში, გაერთიანებულ სამეფოს ექნებოდა კონვენციის ყველა უფლების გარანტირების ვალდებულება. არც იმის თქმა შეიძლებოდა, რომ იმ პერიოდში გაერთიანებული სამეფოს ჯარები ახორციელედნენ `საჯარო უფლებამოსილებებს” საერთაშორისო შეთანხმებათა შესაბამისად (იხილეთ ზემოთ ციტირებული Banković, § 73). ფაქტობრივად, გაერთიანებული სამეფოს ჯარები ახორციელებდნენ სამხედრო უფლებამოსილებებს, რათა შეექმნათ ისეთი სიტუაცია, რომელშიც სამთავრობო ფუნქციების და სამართლის უზენაესობის აღსრულება უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. მათ მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებს შორის არ არსებობდა არსებითი განსხვავება. არც იმ დასკვნის გამოტანის საფუძველი იყო, რომ კონვენციის გამოყენება დამოკიდებული იქნებოდა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას ჯარისკაცის კონკრეტულ მოქმედებაზე, მიუხედავად იმისა ისინი ახორციელებდნენ ქუჩის საპატრულო, ქვეით თუ საჰაერო დაბომბვით საქმიანობას.
118. დასკვნის სახით, მთავრობამ განაცხადა, რომ შიდა სასამართლოებს არ დაუშვიათ შეცდომა კონვენციის პირველი მუხლის გამოყენებისას პირველი ოთხი განმცხადებლის ნათესავთა გარდაცვალებასთან დაკავშირებით. აღნიშნული არ განსხვავდებოდა Banković -ის საქმეში (ციტირებულია ზემოთ) მოხსენიებულ დაღუპული პირებისგან. პირველი ოთხი განმცხადებლის საქმისგან დიდად არ განსხვავდებოდა მეხუთე განმცხადებლის შემთხვევა. მეხუთე განმცხადებლის შვილი არ იყო Ocalan-ის საქმის (ციტირებულია ზემოთ) მსგავს სიტუაციაში დაკავებული. ძირითადი სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის შემდეგ არსებულ განსაკუთრებულ საზოგადო არეულობის პირობებში, როგორც მარადიორობაში ეჭვმიტანილს გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცებმა მოსთხოვეს მას დაეტოვებინა ის ტერიტორია, სადაც ხორციელდებოდა დანაშაულებრივი ქმედება. გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცების ქმედება მოიცავდა სამხედრო უფლებამოსილების განხორციელებას მეხუთე განმცხადებლის შვილზე, მაგრამ არაფერს მის გარდა. მთავრობამ აღიარა, რომ მეექვსე განმცხადებლის შვილი გარდაცვალებისას იმყოფებოდა გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ქვეშ, მაგრამ იმ საფუძვლით, რომელიც რაიონულმა სასამართლომ და შემდგომში ლორდებმა ბრაუნმა, როჯერმა და კარსველმა და ბარონესა ჰეილმა განსაზღვრეს, კერძოდ, იურისდიქციის წარმოშობის საფუძველი იყო დაკავებული პირის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე და მათ მიერ კონტროლირებად სამხედრო პენიტენციალურ დაწესებულებაში მოთავსება, ძირითადად საელჩოებისთვის დადგენილი ექსტრა-ტერიტორიალური გამონაკლისის ანალოგიის წესით. სასამართლო სხდომაზე, მთავრობის წარმომადგენელმა დაადასტურა პოზიცია, რომლის მიხედვითაც უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამხედრო სატრანსპორტო საშუალებით პირის დაკავების შემთხვევაში, ეს უკანასკნელი არ ექცეოდა გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ქვეშ, სანამ სატრანსპორტო საშუალება და პირი არ იქნებოდნენ შესაბამისი დაწესებულების პერიმეტრის შიგნით.
119. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცებს შეეძლოთ ერაყის ტერიტორიაზე დაუსჯელად საქმიანობა. როგორც ლორდთა პალატის მოსაზრებაში ლორდმა ბინგამმა მიმოიხილა, გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცები ექცეოდნენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის რეგულირების ქვეშ. გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცები ერაყში ექცეოდნენ გაერთიანებული სამეფოს შიდა სისხლისსამართლებრივი დებულებების რეგულირების ფარგლებში და შესაძლებელი იყო მათი დასჯა ეროვნულ სასამართლოებში. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გააჩნდა იურისდიქცია ომის დანაშაულებზე, როდესაც სახელმწიფოს არ სურდა ან არ შეეძლო პირთა დასჯა. სამოქალაქო დელიქტური სარჩელებიც შეიძლებოდა აღძრულიყო გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებში სამეფოს წარმომადგენლების და მმართველების მიმართ, რომლებმაც გამოიწვიეს ერაყის ტერიტორიაზე პირთა დაზიანებები.
(ii) მომჩივნები
120. მომჩივნებმა აღიარეს, რომ პირველი მუხლის მიხედვით იურისდიქცია ძირითადად იყო ტერიტორიალური. მაგრამ, მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ აღნიშნული არ გულისხმობდა ექსკლუზიურად ამგვარ მიდგომას და რომ შესაძლებელი იყო სახელმწიფოს მიერ იურისდიქციის ექსტრა-ტერიტორიულად განხორციელება. 56-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურა სახელმწიფოს აძლევდა იმის ნებას, რომ გაევრცელებინა კონვენციის მოქმედება სხვა ტერიტორიებზე, ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით წერილობითი განცხადების გზით. მაგრამ, სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, 56-ე მუხლით დადგენილი მექანიზმი არ იყო ექსკლუზიური ექსტრა-ტერიტორიული გამოყენების უზრუნველსაყოფად.
121. მომჩივნებმა მიუთითეს, რომ სასამართლოს და კომისიის პრეცედენტული სამართალი აღიარებდა სახელმწიფოს იურისდიქციის განხორციელების შესაძლებლობას `სახელმწიფოს წარმომადგენლის მმართველობის” და `ტერიტორიის ეფექტიანი კონტროლის” გზით. `სახელმწიფოს წარმომადგენლის მმართველობაზე” პირველი მითითება იყო კომისიის დასაშვებობის გადაწყვეტილებაში Cyprus v. Turkey (nos. 6780/74 და 6950/75, კომისიის 1975 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება, vol. 2 Decisions and Reports (DR), პ. 125, 136), როცა კომისიამ მიუთითა, რომ `...სახელმწიფოს უფლებამოსილი წარმომადგენლები არამხოლოდ ექცეოდნენ მისი იურისდიქციის ქვეშ, როცა იმყოფებოდნენ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, არამედ, მაშინაც როცა სხვა პირებს ან ქონებას სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში აქცევდნენ მათზე მმართველობის განხორციელების გზით”. ეს პრინციპი შემდგომ გამოყენებულ იქნა საქმეში Cyprus v. Turkey (#. 6780/74 და 6950/75, კომისიის 1976 წლის 10 ივლისის მოხსენება), როცა კომისიამ დაადგინა რომ თურქი ჯარისკაცების მოქმედება წარმოადგენდა თურქეთის იურისდიქციის განხორციელებას. აღნიშნული მოქმედებები მოიცავდნენ სამოქალაქო პირთა მოკვდინებებს, რომლებიც იმყოფებოდნენ ოფიცერთა გამგეობის ქვეშ და იმათ, რომლებიც მოკლულ იყვნენ თურქეთის კონტროლირებადი საკუთრების დაპატრონების მცდელობისას; ცარიელ სახლებში და ქუჩებში ქალების გაუპატიურებას; სამოქალაქო პირების თვითნებურ დაკავებას; დაკავებულ პირთა მიმართ სასტიკ მოპყრობას; სამოქალაქო პირთა გაუჩინარებას; და საკუთრების სამხედრო კონსფისკაციას. იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთი არ აღიარებდა სასამართლოს იურისდიქციას 1990 წლამდე, საქმე არასდროს ყოფილა განხილული სასამართლოს მიერ. ამის მიუხედავად, კომისიის მოხსენება არ უჭერდა მხარს იმ მოსაზრებას, რომ ცალკე აღებული სამხედრო ტყვეობა წარმოადგენდა საკმარისი მმართველობის და კონტროლის შემთხვევას.
122. მომჩივნებმა მიუთითეს შემდგომ საქმეებზე თურქეთის წინააღმდეგ, რომლებიც შეეხებოდა ჩრდილოეთ კვიპროსს და რომლებიც კომისიამ და სასამართლომ გადაწყვიტეს 1990 წლამდე. თურქეთმა აღიარა, რომ პირველი მუხლიდან გამომდინარე მისი იურისდიქცია ვრცელდებოდა თურქეთის სამხედრო პერსონალის პირდაპირ მოქმედებებზე. მაგრამ, თურქეთის მთავრობამ გადააბრალა აღნიშნული 1983 წელს დაარსებულ ადგილობრივ ავტონომიურ ერთეულ `TRNC”-ს და განაცხადა, რომ არ ჰქონდა იურისდიქცია, რადგან მისი წარმომადგენლების მიერ არ იყო ჩადენილი ქმედებები. სასამართლომ ზემოთ ციტირებულ საქმეებში Loizidou v. Turkey (preliminary objections) და Cyprus v. Turkey უარყო აღნიშნული არგუმენტი `ტერიტორიის ეფექტიანი კონტროლის” პრინციპის წარმოდგენის გზით, რომელიც მოქმდებდა (იხილეთ Loizidou (preliminary objections) § 62):
`სამხედრო მოქმედების შედეგად – მიუხედავად მისი კანონიერება-უკანონობისა – როცა წევრი სახელმწიფო ახორციელებდა ტერიტორიის ეფექტიან კონტროლს მისი ნაციონალური ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. აღნიშნულ ტერიტორიებზე კონვენციური უფლებების და თავისუფლებების უზრუნველყოფის ვალდებულება მომდინარეობდა ამგვარი კონტროლიდან, მიუხედავად იმისა იგი ხორციელდება პირდაპირ სამხედრო ძალების მიერ, თუ დაქვემდებარებული ადგილობრივი თვითმართველობის მიერ”.
ამ საქმეებში სასამართლოს არ მიუთითებია, რომ `სახელმწიფოს წარმომადგენლის მმართველობის” პრინციპი იქნა ჩანაცვლებული. უფრო სწორად, საქმეში Loizidou v. Turkey (preliminary objections) `ტერიტორიის ეფექტიანი კონტროლის” შედეგად იურისდიქციის პრინციპის განსაზღვრამდე, სასამართლომ მიუთითა(§ 62), რომ:
`დამატებით წევრ სახელმწიფოთა ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას მათი წარმომადგენლის ქმედებათა გამო, რომლებიც განხორციელებულია სახელმწიფოს საზღვრებში ან მის ფარგლებს გარეთ და რომელიც წარმოშობს შედეგებს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. (იხილეთ Drozd and Janousek v. France and Spain 1992 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, A #. 240, გვ. 29, პუნქტი. 91).“
უფრო მეტიც, სავარაუდო დარღვევების მიმართ თურქეთის იურისდიქციის განსაზღვრებისას, ორივე არგუმენტი იქნა თანაბრად გამოყენებული (§ 63):
`ამ მიმართებით მოპასუხე მთავრობამ აღიარა, რომ განმცხადებლის მიერ საკუთრებაზე კონტროლის დაკარგვა მომდინარეობდა კვირპოსის ჩრდილოეთ ნაწილის თურქული ჯარების მიერ დაპყრობით და ადგილზე `TRNC”-ის დაარსებით. უფრო მეტიც, არ იყო სადავო ის ფაქტი, რომ მომჩივანს შეეზღუდა საკუთრებაზე წვდომა თურქული ჯარების მიერ.”
სასამართლომ შემდგომ პრეცედენტულ სამართალში მიუთითა, რომ ორი პრინციპი განაგრძობდა თანადროულ მოქმედებას (იხილეთ Banković §§ 69-73; Issa §§ 69-71 (ორივე ციტირებულია ზემოთ); Andreou v. Turkey (dec.), no. 45653/99. 45653/99, 2008 წლის 2 ივნისი; Solomou and Others v. Turkey, 36832/97, §§ 44-45, 2008 წლის 24 ივნისი). არ არსებობს სასამართლოს პრეცედენტი, რომელიც მიუთითებდა, რომ `სახელმწიფოს წარმომადგენლის მმართველობითი” იურისდიქცია იყო სახელმწიფოს სამხედრო ძალების პირდაპირ ქმედებათა შესაფასებლად გამოუსადეგარი საშუალება.
123. მომჩივნები უთითებენ, რომ მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრები ექცეოდნენ გაერთიანებული სამეფოს `სახელმწიფო წარმომადგენლის მმართველობის” პრინციპიდან მომდინარე იურისდიქციაში. მთავრობამ აღიარა, რომ მეექვსე განმცხადებლის შვილთან მიმართებით ბრიტანული სამხედრო პერსონალის მიერ განხორციელებული მმართველობიდან და კონტროლიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო გაერთიანებული სამეფოს ექსტრა-ტერიტორიული იურისდიქციის გავრცელება. მაგრამ, ექსტრა-ტერიტორიულ დაკავების საქმეებში იურისდიქცია არ მომდინარეობს სამხედრო პენიტენციალური დაწესებულებებიდან მხოლოდ, როგორც კვაზი ტერიტორიული ანკლავის იდეიდან. მეექვსე განმცხადებლის შვილის მიმართ იურისდიქცია მაინც იარსებებდა, მისი წამება და მკვლელობა რომ განხორციელებულიყო იმ სასტუმროში, რომელშიც იგი მუშაობდა ან გარეთ პარკირებულ ჩაკეტილ სამხედრო მანქანაში. უფრო მეტიც, სამხედრო პერსონალის მიერ განხორციელებული მმართველობა და კონტროლი არ იყო შემოსაზღვრული მხოლოდ თავისუფლების აღმკვეთ პირთა მოქმედებებით და პირთა დაკავება და დაპატიმრება სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ წარმოადგენდა სახელმწიფოს წარმომადგენლის მმართველობის განხორციელების კლასიკურ შემთხვევას (როგორც ეს იყო აღნიშნული მოპასუხე სახელმწიფოს მიერ Banković -ში, ციტირებულია ზემოთ § 37).
124. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ ექვსივე განმცხადებლის გარდაცვლილი ნათესავები ექცეოდნენ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებული მმართველობიდან და კონტროლიდან გამომდინარე. მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ბრიტანულ სამხედრო ძალებს ჰქონდათ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე ერაყში, ადგილობრივი სამოქალაქო პირების უსაფრთხოების და უშიშროების შენარჩუნებაზე და სამოქალაქო ადმინისტრაციის მხარდაჭერაზე. ამ ფუნქციების შესრულებისას, ბრიტანული სამხედრო ძალები მოქმედებდნენ გაერთიანებული სამეფოს მიერ სამხრეთ ერაყის ოკუპაციის ფართო კონტექსტში. CPA-ს სამხრეთ რეგიონალური ოფისი, რომელიც ძირითადად ბრიტანული პერსონალით იყო დაკომპლექტებული, ახორციელებდა კონტროლს და მმართველობას. მოკლული სამოქალაქო პირების მიმართ ბრიტანულ სამხედრო ძალებს ჰქონდათ უსაფრთხოების და უშიშროების უზრუნველყოფის ვალდებულება. შესაბამისად, არსებობდა კონკრეტული მმართველობითი და საკონტროლო ურთიერთობა გარდაცვლილ სამოქალაქო პირებს და ჯარისკაცებს შორის. იმის დასადგენად, რომ პირები ექცეოდნენ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მმართველობის ქვეშ, არ იყო აუცილებელი Banković -ში უარყოფილი გავლენაზე დამყარებული იურისდიქციული კავშირის გამოყენება და საკითხი მთლიანად ექვემდებარებოდა მმართველობის და კონტროლის კონკრეტულ ურთიერთობას. ალტერნატივის სახით, მომჩივნებმა განაცხადეს, რომ, როგორც მინიმუმ, მეორე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მომჩივნების მიმართ ბრიტანელი ჯარისკაცები ახორციელებდნენ საკმარის მმართვლობას და კონტროლს, რათა გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ქვეშ მომხდარიყო მათი განხილვა.
125. მომჩივნებმა დამატებით მიუთითეს, რომ მათი გარდაცვლილი ნათესავები ექცეოდნენ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ქვეშ, რადგან სამხრეთ ერაყზე ხორციელდებოდა ეფექტიანი კონტროლი. მათი არგუმენტის მიხედვით, საერთაშორისო სამართლიდან მომდინარე წესების შესაბამისად, ტერიტორია საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული იყო, რადგანაც იგი სახელმწიფოს სამხედრო ძალების მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა (ჰააგის რეგულაციების 42-ე მუხლის შესაბამისად: ზემოთ 89-ე პუნქტი), აღნიშნული კი საკმარისი საფუძველი იყო ექსტრა-ტერიტორიალური იურისდიქციის დასაფუძნებლად კონვენციის პირველი მუხლიდან გამომდინარე. ძალადობრივი ოკუპაციის აღნიშნული შედეგი გამოხატული იყო საერთაშორისო სამართალში, ექსტრა-ტერიტორიალური იურისდიქციის და ადამიანის უფლებების შესაბამისად გავრცელების მიმართ.
126. მათ უარყვეს ის იდეა, რომ `ტერიტორიის ეფექტიანი კონტროლის” იურისდიქციული საფუძველი მოქმედებდა მხოლოდ კონვენციის სამართლებრივ სივრცეში. უფრო მეტიც, მათ განაცხადეს, რომ სახელმწიფოს მიერ ტერიტორიის სრული კონტროლის განხორციელება, საკუთარი ტერიტორიის მსგავსად, გამოიწვევდა არახელსაყრელ მდგომარეობას, სადაც კონვენციის დარღვევის ფაქტების შედეგად არ მოხდებოდა დაზარალებულთა კომპენსაციის უზრუნველყოფა, არამედ, ჩაითვლებოდა იურისდიქციის არ განხორციელების საფუძვლად. იგივენაირად, ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელების დადასტურება მხოლოდ ჯარისკაცების რაოდენობიდან გამომდინარე იქნებოდა არაზუსტი, რაც პასუხისმგებლობის მოხსნას და დაუსჯელობის წახალისებას გამოიწვევდა. კონვენციის გამოყენება გავლენას მოახდენს წევრ სახელმწიფოთა მოქმედებებზე, წაახალისებს სამხედრო ინტერვენციისას ფრთხილ მიდგომას და საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცების წარმოდგენის აუცილებლობას საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად. მომჩივნებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო სასამართლოში ლორდ სედლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას (იხილეთ ზემოთ 80-ე პუნქტი), რომლის მიხედვითაც ოკუპაციისას წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი იყვნენ განეხორციელებინათ ყველაფერი, რათა დაეცვათ წესრიგი და ძირითადი სამოქალაქო უფლებები. მაშინ, როცა სასამართლოს პრეცედენტული სამართალი შეიცავდა დეტალებს სამხედრო პერსონალის რაოდენობასთან დაკავშირებით (ზემოთ ციტირებული ჩრდილოეთ კვიპროსის საქმეები და Ilaşcu), აღნიშნული რელევანტური იყო ტერიტორიის დამპყრობელი ძალის მიერ გაკონტროლებასთან მიმართებაში, როცა მოპასუხე სახელმწიფოები (თურქეთი და რუსეთი) უარყოფდნენ ოკუპაციას. იმ საქმეებში კი, სადაც მოპასუხე სახელმწიფო აღიარებდა ოკუპაციას, აღნიშნული შეფასება არ იყო აუცილებელი.
127. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ კონვენციიდან მომდინარე ოკუპანტ სახელმწიფოს იურისდიქციას არ აუქმებდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დადგენილი ვალდებულება, რომლის მიხედვითაც ოკუპანტ სახელმწიფოს ეკრძალებოდა მისი ეროვნული სამართლის გავრცელება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რადგან `ტერიტორიის ეფექტიანი კონტროლის” საფუძველი ვრცელდებოდა უკანონო ოკუპაციაზეც. მათ მიუთითეს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე სამხედრო მოქმედებები კონგოს ტერიტორიაზე და საკონსულტაციო მოსაზრებას ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე კედლის აღმართვის სამართლებრივი შედეგების შესახებ (იხილეთ ზემოთ, 90-91 პუნქტები), სადაც სასამართლომ განაცხადა, რომ ოკუპანტ სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება გაევრცელებინა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალი. ამ საქმეებიდან მომდინარეობს პრინციპი, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სამართალში შეიარაღებული ოკუპაცია წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ექსტრა-ტერიტორიალური იურისდიქციის აღიარების საფუძველს.
(ii) მესამე მხარეები
128. მესამე მხარეებმა (იხილეთ ზემოთ მე-6 პუნქტი) ხაზი გაუსვეს იმას, რომ კონვენცია მიღებულ იქნა 1930-იან და 1940-იან წლებში ევროპაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ, როცა თავზარდამცემი ადამიანის უფლებათა დარღვევები იქნა განხორციელებული სამხედრო ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დაუჯერებელი იქნება ის, რომ კონვენციის ავტორებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ფორმად მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე ჩადენილი ქმედებები განესაზღვრათ. უფრო მეტიც, საერთაშორისო საჯარო სამართალი მოითხოვდა, რომ `იურისდიქციის” კონცეფცია განმარტებულიყო კონკრეტული ხელშეკრულების ობიექტის და მიზნის ჭრილში. სასამართლო უწყვეტად უსვამდა ხაზს კონვენციის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ინტრუმენტის, სპეციალურ მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელიც გამოყენებულ იქნა ადამიანის უფლებათა კომიტეტის და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ სახელმწიფოს ექსტრა-ტერიტორიალური ქმედებების შეფასებისას, გულისხმობს ორმაგი სტანდარტის თავიდან აცილების აუცილებლობას, როცა სახელმწიფოსთვის ნებადართულია კონკრეტული ქმედების განხორციელება უცხო ტერიტორიაზე, მაშინ როცა იგივე აკრძალულია ქვეყნის შიგნით.
129. მესამე მხარეებმა დამატებით ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს წარმომადგენლის ქმედების იურისდიქციის დადგენისას, საერთაშორისო და რეგიონალური სასამართლოებისთვის და ადამიანის უფლებათა ორგანოებისთვის საერთო იყო სახელმწიფოს კონტროლის, მმართველობის ან ძალაუფლების განსაზღვრა კონკრეტულ ინდივიდზე. როცა სახელმწიფოს წარმომადგენლები ახორციელებდნენ ამგვარ კონტროლს, მმართველობას ან ძალაუფლებას ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებაც გრძელდებოდა. აღნიშნული იყო ფაქტობრივი ტესტი, რომელიც დგინდებოდა კონკრეტული ქმედების გარემოებებით ან სახელმწიფოს წარმომადგენლის უმოქმედობის მხედველობაში მიღებით. კონკრეტული სიტუაციები, როგორებიცაა სამხედრო ოკუპაციები, წარმოშობდნენ იმის პრეზუმფციას, რომ პირი იმყოფებოდა ოკუპანტი სახელმწიფოს კონტროლის, მმართველობის ან ძალაუფლების ქვეშ. მართლაც, ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც განვითარდა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან inter alia (იხილეთ 90-91-ე პუნქტი) იყო ადამიანის უფლებათა სამართლის გამოყენების მიზნებისთვის `იურისდიქციის” არსებობის ძლიერი პრეზუმფცია, როდესაც სიტუაცია მიიჩნეოდა ოკუპაციად საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.
(ბ) სასამართლოს შეფასება
(i) კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად იურისდიქციისთვის რელევანტური ზოგადი პრინციპები
130. კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით:
`მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I კარში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს.”
როგორც დადგენილია ამ მუხლში, წევრ სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება უზრუნველყონ (`reconnaître” - ფრანგულ ტექსტში) მათ იურისდიქციაში მყოფ პირთა უფლებები და თავისუფლებები (იხილეთ, Soering v. the United Kingdom, 1989 წლის 7 ივლისი, § 86, Series A no. 161; Banković and Others v. Belgium and Others [GC] (dec.), no. 52207/99, § 66, ECHR 2001‑ XII). `იურისდიქცია” პირველი მუხლის მიხედვით არის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. იურისდიქციის განხორციელება არის სავალდებულო პირობა წევრი სახელმწიფოსთვის, რათა შესაძლებელი იყოს მისი პასუხისმგებლობა ქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის, რომლებიც სავარაუდო შემხებლობაშია კონვენციით განსაზღვრულ უფლებებთან და თავისუფლებებთან (იხილეთ, Ilaşcu and Others v. Moldova and Russia [GC], no. 48787/99, § 311, ECHR 2004‑VII).
(α) ტერიტორიული პრინციპი
131. სახელმწიფოს იურისდიქცია, რომელიც გამომდინარეობს პირველი მუხლიდან ძირითადად არის ტერიტორიული (იხილეთ Soering-ის ზემოხსენებული საქმე § 86; Bankovic-ის ზემოხსენებული საქმე §§ 61 და 67; Illascu-ს ზემოხსენებული საქმე § 312;). სახელმწიფოს ტერიტორიაზე ძირითადად მოქმედებს იურისდიქციის პრეზუმპცია (Illascu ციტირებულია ზემოთ § 312; Assanidze v. Georgia #. 71503/01, § 139, ECHR 2004 II). ამის საწინააღმდეგოდ, წევრი სახელმწიფოს მოქმედებები, რომლებიც განხორციელებულია ან წარმოშობენ შედეგებს მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში ექცევა სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ (Bankovic- ის ზემოხსენებული საქმე § 67).
132. დღევანდელი მდგომარეობით, სასამართლოს პრეცედენტულმა სამართალმა აღიარა რამდენიმე საგამონაკლისო შემთხვევა, რომელიც წევრ სახელმწიფოს ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ წარმოშობენ იურისდიქციას. ყველა შემთხვევაში, საგამონაკლისო შემთხვევის დადგენა, რომელიც ადგენს წევრ სახელმწიფოს იურისდიქციას ექსტრა-ტერიტორიალურად, უნდა განისაზღვროს კონკრეტული ფაქტების მხედველობაში მიღებით.
(β) სახელმწიფოს წარმომადგენლის მმართველობა და კონტროლი
133. სასამართლომ პრეცედენტული სამართლით აღიარა, რომ ტერიტორიალურობის პრინციპიდან გამონაკლისის სახით, წევრ სახელმწიფოს იურისდიქცია, პირველი მუხლიდან გამომდინარე, შეიძლება გავრცელებულიყო მისი ორგანოების ქმედებებზე, რომლებიც წარმოშობენ შედეგებს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (იხილეთ, Drozd and Janousek v. France and Spain 1992 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება Series A no. 240, § 91; Loizidou v. Turkey (პირველადი პრეტენზიები), 1995 წლის 23 მარტი, § 62, Series A no. 310; Loizidou v. Turkey (არსებითი განხილვა), 1996 წლის 18 მარტი, § 52, გადაწყვეტილებები და განჩინებები 1996 VI; და Bankovic-ის ზემოხსენებული საქმე, 69).). Drozd and Janousek-ის და სხვა ზემოხსენებულ საქმეებში განსაზღვრული პრინციპი არის ფართო: სასამართლო უთითებს უბრალოდ წევრ სახელმწიფოთა პასუხისმგებლობის `შესაძლო არსებობობაზე” ამ პირობებში. აუცილებელია სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შემოწმება, რათა მოხდეს შესაბამისი პრინციპის იდენტიფიცირება.
134. პირველ რიგში ნათელია, რომ დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლების ქმედებებმა, რომლებიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისი დებულებების შესაბამისად იმყოფებიან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შეიძლება წარმოშვას იურისდიქცია, როდესაც ისინი ახორციელებენ მმართველობას და კონტროლს სხვა პირებზე (Bankovic ციტირებულია ზემოთ, § 73; იხილეთ ასევე X v. Federal Republic of Germany, no.. 1611/62, კომისიის 1976 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება, Yearbook of the European Convention on Human Rights, vol. 8, pp. 158 and 169; X v. the United Kingdom, no. 7547/76, კომისიის 1977 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება; WM v. Denmark, no. 17392/90, კომისიის 1993 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილება).
135. ასევე, სასამართლომ აღიარა, რომ წევრი სახელმწიფოს მიერ ხორციელდება ექსტრა-ტერიტორიალური იურისდიქცია, როცა იგი სახელმწიფოს თანხმობით, მოწვევით ან მასთან შეთანხმებით ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებებს, რომლებიც ძირითადად ადგილობრივი მთავრობის კომპეტენციას მიეკუთვნებიან (Bankovic-ის ზემოხსენებული საქმე § 71). შესაბამისად, როდესაც ჩვეულების, ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების შესაბამისად, წევრი სახელმწიფოს ორგანოები ახორციელებენ აღმასრულებელ ან სასამართლო უფლებამოსილებებს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, წევრმა სახელმწიფომ შეიძლება აგოს პასუხი კონვენციის შესაბამის დარღვევებზე, თუკი ისინი მიეკუთვნებიან მას და არა შესაბამის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს (იხილეთ Drozd and Janousek-ის ზემოხსენებული საქმე; Gentilhomme and Others v. France, nos. 48205/99, 48207/99 და 48209/99, 2002 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება; და ასევე X ანდ Y ვ. შწიტზერლანდ, ნოს. 7289/75 და 7349/76, კომისიის 1977 წლის 14 ივლისის დასაშვებობის გადაწყვეტილება, DR 9, პ. 57).
136. დამატებით, სასამართლოს პრეცედენტული სამართალი აჩვენებს, რომ სხვადასხვა შემთხვევებში ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მოქმედ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ შეიძლება განხორციელდეს პირის სახელმწიფოს კონტროლ ქვეშ მოქცევა პირველი მუხლით დადგენილი იურისდიქციის შესაბამისად. პრინციპი გამოიყენებოდა, როცა პირი დაკავებული იყო სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. მაგალითად, საქმეში Öcalan v. Turkey [GC], no. 46221/99, § 91, ECHR 2005‑IV, სასამართლომ დაადგინა, რომ `თურქეთის შესაბამისი პირებისთვის დაკავებულის გადაცემის შემდეგ მომჩივანი იმყოფებოდა თურქეთის მმართველობის ქვეშ და შესაბამისად მის იურისდიქციაში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ახორციელებდა მმართველობას მის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ”. 2004 წლის 16 ნოემბრის საქმეში Issa and Others v. Turkey, no. 31821/96, სასამართლომ მიუთითა, რომ დადგენილი იყო თურქი ჯარისკაცების მიერ განმცხადებლის ჩრდილოეთ ერაყში დაკავების ფაქტი, რის შემდეგადაც მოხდა მისი ახლომდებარე გამოქვაბულში გადაყვანა და მოკვდინება, შესაბამისად გარდაცვლილი პირი იმყოფებოდა თურქეთის იურისდიქციის ქვეშ ჯარისკაცების მმართველობიდან და კონტროლიდან გამომდინარე. 2009 წლის 30 ივნისის საქმეში Al-Saadoon and Mufdhi v. the United Kingdom (dec.), no. 61498/08, §§ 86-89, სასამართლომ დაადგინა, რომ ერაყის ორი მოქალაქე, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბრიტანეთის კონტროლირებად სამხედრო ციხეში, ექცეოდნენ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ქვეშ, რადგან ეს უკანასკნელი ახორციელებდა სრულ და ექსკლუზიურ კონტროლს ციხეებზე და მათში განთავსებულ პირებზე. და ბოლოს, საქმეში Medvedyev and Others v. France [GC], no. 3394/03, § 67, ECHR 2010-..., სასამართლომ მიუთითა, რომ საერთაშორისო წყლებში ინსპექტირების შემდეგ მომჩივნები ექცეოდნენ საფრანგეთის იურისდიქციის ქვეშ ფრანგი აგენტების მიერ გემზე და მის ეკიპაჟზე სრული და ექსკლუზიური კონტროლის განხორციელების გამო. სასამართლომ აღნიშნულ საქმეებში იურისდიქცია დაადგინა არა შენობებზე, გემზე ან ხომალდზე განხორციელებული კონტროლის გამო მხოლოდ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ფიზიკური მმართველობის და კონტროლის განხორციელება კონკრეტულ პირზე.
137. ნათელია, რომ როცა სახელმწიფო ახორციელებს ინდივიდზე კონტროლს და მმართველობას და შესაბამისად იურისდიქციას, სახელმწიფო ვალდებულია კონვენციის პირველი მუხლიდან გამომდინარე დაიცვას ინდივიდის კონვენციის პირველი ნაწილით დადგენილი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც განმცხადებლის სიტუაციისთვის რელევანტურია. ამ მიმართებით, კონვენცით უზრუნველყოფილი უფლებები შეიძლება `გაიყოს და დავიწროვდეს” (შეადარე Bankovic-ის ზემოხსენებულ საქმეს § 75).
(γ) ტერიტორიის ეფექტიანი კონტროლი
138. სხვა გამონაკლისი პირველი მუხლით დადგენილი იურისდიქციის პრინციპიდან არსებობს, როდესაც კანონიერი ან უკანონო სამხედრო მოქმედების შედეგად, წევრი სახელმწიფო აკონტროლებს მის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებულ ტერიტორიას. ამ პირობებში, კონვენციით განსაზღვრული უფლებების და თავისუფლებების დაცვის ვალდებულება მომხდინარეობს ამგვარი კონტროლის ფაქტიდან, რომელიც ხორციელდება პირდაპირ წევრ სახელმწიფოს სამხედრო ძალების მიერ ან მის დაქვემდებარებულ ადგილობრივი თვითმართველობის მიერ (Loizidou (პირველადი პრეტენზიები), ის ზემოხსენებული საქმე, § 62; Cyprus v. Turkey [GC], no. 25781/94, § 76, ECHR 2001‑IV, Banković-ის ზემოხსენებული საქმე, § 70; Illascu-ს ზემოხსენებული საქმე, §§ 314-316; Loizidou (არსებითი განხილვა), ზემოხსენებული საქმე § 52 ). როცა ტერიტორიის ამგვარი დომინირების ფაქტი არის დადგენილი, არ არის აუცილებელი განისაზღვროს, რომ წევრი სახელმწიფო ახორციელებს დეტალურ კონტროლს დაქვემდებარებული ადგილობრივი თვითმართველობის პროგრამების და მოქმედებების მიმართ. ის ფაქტი, რომ წევრი სახელმწიფოს სამხედრო ან სხვა სახის დახმარება ასულდგმულებს ადგილობრივ თვითმართველობას, აკისრებს ამ უკანასკნელს პასუხისმგებელს მის პროგრამებსა და მოქმედებებზე. მაკონტროლებელ სახელმწიფოს აქვს იმის ვალდებულება, რომ პირველი მუხლის შესაბამისად დაიცვას მის კონტროლ ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე კონვენციით და შესაბამისად რატიფიცირებული ოქმებით განსაზღვრული ძირითად უფლებათა მთლიანი კატალოგი. იგი იქნება აღნიშნულ უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელი (Cyprus v. Turkey, ციტირებულია ზემოთ, §§ 76-77).
139. მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რამდენად ახორციელებს წევრი სახელმწიფო ეფექტიან კონტროლს მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. ეფექტიანი კონტროლის დასადგენად, სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას აქცევს სახელმწიფოს სამხედრო წარმომადგენლობას ტერიტორიაზე (იხილეთ, Loizidou- ს ზემოხსენებული საქმე, §§ 16 და 56; Illascu -ს ზემოხსენებული საქმე, § 387). სხვა ინდიკატორები ასევე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, როგორებიცაა თუნდაც დაქვემდებარებული ადგილობრივი თვითმართველობის სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური დახმარების ფარგლების შედეგად რეგიონზე გავლენა და კონტროლი (იხილეთ, Illascu ციტირებულია ზემოთ, §§ 388-394).
140. ზემოხსენებული იურისდიქციის `ეფექტიანი კონტროლის” პრინციპი არ ანაცვლებს კონვენციის 56-ე მუხლით (ადრე მოქმედი 63-ე მუხლი) განსაზღვრულ დეკლარაციებს, რომლებიც სახელმწიფოების მიერ კონვენციის მიღებისას იქნა განსაზღვრული იმ უცხო სახელმწიფოთა ტერიტორიებზე გასავრცელებლად, რომელთა საგარეო ურთიერთობებზეც იყვნენ ისინი პასუხისმგებელნი. 56-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს მექანიზმს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ შეიძლება გადაწყვიტოს კონვენციის მოქმედების გავრცელება, `ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით” სხვა ტერიტორიებზეც, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზეცაა იგი პასუხისმგებელი. ამ მექანიზმის არსებობა, რომელიც კონვენციაში გათვალისწინებული იყო ისტორიული მიზეზებით, არ შეიძლება განმარტებულ იქნას იმგვარად რომ დაავიწროვოს პირველ მუხლში განსაზღვრული `იურისდიქციის” შინაარსი. ეფექტიანი კონტროლის პრინციპით მოცული სიტუაცია განსხვავებული და უცხოა იმ შემთხვევებისგან, როცა წევრ სახელმწიფოს არ აქვს გავრცელებული კონვენციის ან რომელიმე ოქმის მოქმედება 56-ე მუხლით განსაზღვრული დეკლარაციის საშუალებით უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლის საერთაშორისო ურთიერთობებზეცაა იგი პასუხისმგებელი (იხილეთ, Loizidou (preliminary objections) ციტირებულია ზემოთ, §§ 86-89 და Quark Fishing Ltd v. the United Kingdom (dec.), no. 15305/06, ECHR 2006-...).
(δ) კონვენციის სამართლებრივი სივრცე (“espace juridique”)
141. კონვენცია წარმოადგენს ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურ დოკუმენტს (იხილეთ Loizidou v. Turkey (პირველადი პრეტენზიები), ის ზემოხსენებული საქმე, § 75). იგი არ აწესრიგებს არაწევრ სახელმწიფოთა მოქმედებებს და არ ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, რათა მათ გაავრცელონ კონვენციის სტანდარტები სხვა სახელმწიფოებზე (იხილეთ, შოერინგ-ის ზემოხსენებული საქმე - 86).
142. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ როცა კონვენციის წევრი სახელმწიფოს მიერ ხდება მეორე სახელმწიფოს ტერიტორიის სამხედრო ოკუპაცია, ოკუპანტმა სახელმწიფომ უნდა აგოს პასუხი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, რადგან საწინააღმდეგო შემთხვევაში აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა დარჩებოდა უუფლებოდ და შედეგად მივიღებდით `ვაკუუმს” `კონვენციის სამართლებრივ სივრცეში” (იხილეთ, Lოიზიდოუ (არსებითი განხილვა), ზემოხსენებული საქმე, §78; Bankovic-ის ზემოხსენებული საქმე, § 80). მაგრამ, აღნიშნულ საქმეებში ოკუპანტი სახელმწიფოს იურისდიქციის განსაზღვრის მნიშვნელობა არ გულისხმობს, a contrario, რომ კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად იურისდიქცია არ შეიძლება გავრცელდეს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (სხვა მაგალითებს შორის იხილეთ Öcalan, Issa, Al-Saadoon and Mufdhi, Medvedyev, ყველა ციტირებულია ზემოთ).
(ii) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
143. იმის განსასაზღვრავად, თუ რამდენად ჰქონდა გაერთიანებულ სამეფოს იურისდიქცია განმცხადებლის ნათესავებზე გარდაცვალების მომენტში, სასამართლო საწყის ნიშნულად იღებს 2003 წლის 20 მარტს, როდესაც გაერთიანებული სამეფო ამერიკის შეერთებლ შტატებთან და კოალიციის სხვა პარტნიორებთან ერთად მათი შეიარაღებლი ძალების გამოყენებით შევიდა ერაყში ბა’ათის რეჟიმის გადასაყენებლად, რომელიც იმ დროისთვის ფლობდა ძალაუფლებას. მიზანი მიღწეულ იქნა 2003 წლის 1 მაისს, როცა ძირითადი სამხედრო ოპერაციები გამოცხადდა დასრულებულად და შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო გახდნენ საოკუპაციო ძალები ჰააგის რეგულაციების 42-ე მუხლის შესაბამისად (იხილეთ 89-ე პუნქტი).
144. როგორც განმარტებული იყო 2003 წლის 8 მაისის გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლების ერთობლივ წერილში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს პრეზიდენტის სახელზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ ჩაანაცვლეს წინა რეჟიმი და შექმნეს კოალიციის დროებითი მმართველობა, `რათა განხორციელებულიყო მთავრობის უფლებამოსილებები დროებით”. 2003 წლის 8 მაისის წერილში მთავრობის ერთ-ერთ უფლებამოსილებად მითითებულ იყო ერაყის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის სამოქალაქო წესრიგის და კანონიერების დაცვა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს მიერ უნდა განხორციელებულიყო კოალიციის დროებითი მმართველობის მეშვეობით. წერილი შემდგომში უთითებდა, რომ `შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და კოალიციის პარტნიორები, რომლებიც მოქმედებებნ კოალიციის დროებითი მმართველობის საშუალებით, უზრუნველყოფენ inter alia ერაყის დროებითი ადმინისტრაციის უსაფრთხოებას, მათ შორის სასწრაფო კონტროლის აღდგენას ერაყის ინსტიტუტებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებზე”.
145. მის პირველ სამართლებრივ აქტში, 2003 წლის 16 მაისის CPA-ის რეგულაცია #1-ში, კოალიციის დროებითმა მმართველობამ განაცხადა, რომ იგი განახორციელებდა `მთავრობის უფლებამოსილებებს დროებით, რათა უზრუნველყოფილიყო ერაყის ეფექტიანი ადმინისტრირება გარდამავალი პერიოდისთვის, უსაფრთხოების და სტაბილურობის პირობების აღსადგენად...” (იხილეთ ზემოთ 12-ე პუნქტი).
146. 2003 წლის 8 მაისის წერილის შინაარსი მითითებული იყო უშიშროების საბჭოს 1483-ე რეზოლუციაში, რომელიც მიიღეს 2003 წლის 22 მაისს. აღნიშნული რეზოლუცია შეიცავდა უსაფრთხოების როლის დამატებით ხაზგასმას, რომელიც ეკისრებოდა გაერთიანებულ სამეფოს და შეერთებულ შტატებს და ამავდროულად მეოთხე პუნქტში მოუწოდებდა საოკუპაციო ძალებს `რათა მომხდარიყო ერაყელი ხალხის კეთილდღეობის წახალისება ტერიტორიის ეფექტიანი ადმინისტრირების გზით, მათ შორის უსაფრთხოების და სტაბილურობის პირობების აღდგენის მიმართულებით (იხილეთ ზემოთ მე-14 პუნქტი).
147. ამ პერიოდის განმავლობაში გაერთიანებული სამეფო აკონტროლდებდა მულტინაციონალურ სამხედრო დივიზიას (სამხრეთ აღმოსავლეთში), რომელიც მოიცავდა ალ-ბასრას პროვინციას სადაც განმცხადებლის ნათესავები დაიღუპნენ. გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების დავალებებს შორის იყო პატრულირება, დაკავებები, ანტი-ტერორისტული ოპერაციები, სამოქალაქო დემონსტრაციების პოლიციური ზედამხედველობა, ძირითადი ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი დაწესებულებების და პოლიციის განყოფილებების დაცვა (იხილეთ ზემოთ, 21-ე პუნქტი).
148. 2003 წლის ივლისში ერაყის მმართველობითი საბჭო შეიქმნა. კოალიციის დროებითი მმართველობა დარჩა ძალაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვალდებული იყო გაეარა კონსულტაცია მმართველობით საბჭოსთან (იხილეთ ზემოთ, მე-15 პუნქტი). 2003 წლის 16 ოქტომბერს მიღებულ 1511-ე რეზულუციით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ხაზი გაუსვა კოალიციის დროებითი მმართველობის მიერ 1483-ე რეზოლუციაში განსაზღვრული ვალდებულებების დროებით ხასიათს. მათ ნება დართეს `საერთო მმართველობის ქვეშ მოქმედ მულტინაციონალურ ძალებს, რათა განეხორციელებინათ ყველა საჭირო ღონისძიება ერაყში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” (იხილეთ მე-16 პუნქტი). გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 1546-ე რეზოლუცია, რომელიც მიღებულ იქნა 2004 წლის 8 ივნისს, უჭერდა მხარს სუვერენული ერაყის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელიც იღებდა სრულ პასუხისმგებლობას და მმართველობას 2004 წლის 30 ივნისამდე ერაყის სამართავად” (იხილეთ ზემოთ, მე-18 პუნქტი). როგორც აღმოჩნდა, ოკუპაცია დასრულდა 2004 წლის 28 ივნისს, როცა ერაყის მმართველობა სრულად გადაეცა ერაყის დროებით მთავრობას კოალიციის დროებითი მმართველობიდან, რომელმაც თავის მხრივ, შეწყვიტა არსებობა (იხილეთ ზემოთ, მე-19 პუნქტი).
(iii) იურისდიქციასთან დაკავშირებული დასკვნა
149. როგორც გამოჩნდა, ბა’ათის რეჟიმის გადაყენებიდან დროებითი მთავრობის შექმნამდე, გაერთიანებული სამეფო (ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად) ახორციელებდა ერაყში სხვადასხვა საჯარო უფლებამოსილებებს, რომლებიც ძირითადად სუვერენული მთავრობის მიერ ხორციელდება. უფრო ზუსტად გაერთიანებული სამეფო ფლობდა ძალაუფლებას და პასუხისმგებლობას, რათა უზრუნველყოფილიყო უსაფრთხოება სამხრეთ ერაყში. ამ საგამონაკლისო შემთხვევებში, სასამართლო მიიჩნევს რომ გაერთიანებული სამეფო, მისი ჯარისკაცების მეშვეობით, რომლებიც განსახილველ პერიოდში ჩაბმულნი იყვნენ ბასრაში მიმდინარე უსაფრთხოების ოპერაციებში, ახორციელებდა მმართველობას და კონტროლს იმ პირებზე, რომლებიც მოკლულ იყვნენ შესაბამისი ოპერაციების მიმდინარეობისას, შესაბამისად დგინდება იურისდიქციის განხორციელება გარდაცვლილებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, პირველი მუხლის შესაბამისად.
150. ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, სასამართლო უთითებს, რომ ამ კონკრეტულ საქმეში მკვლელობები განხორციელდა შემდეგ დროს: მეხუთე განმცხადებლის შვილი გარდაიცვალა 2003 წლის 8 მაისს, პირველი და მეოთხე მომჩივნების ძმები დაიღუპნენ 2003 წლის აგვისტოში; მეექვსე განმცხადებლის შვილი დაიღუპა 2003 წლის სექტემბერში; მეორე და მესამე განმცხადებლის მეუღლეები დაიღუპნენ 2003 წლის ნოემბერში. უდავოა, რომ პირველი, მეორე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მომჩივნების ნათესავების გარდაცვალებები გამოწვეული იყო ბასრაში ბრიტანელი ჯარისკაცების ქმედებებით ან ეტაპობრივი სამხედრო ოპერაციებით. შედეგად სახეზეა ის, რომ ყველა საქმეში არსებობდა იურისდიქციული კავშირი კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის გაერთიანებულ სამეფოს და გარდაცვლილებს შორის. მესამე განმცხადებლის მეუღლე მოკლულ იქნა ბრიტანელ ჯარისკაცებსა და უცნობ შეიარაღებულ პირებს შორის ურთიერთსროლისას და უცნობია თუ ვის მიერ მოხდა სასიკვდილო ტყვიის გასროლა. სასამართლო მიიჩნევს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ სიკვდილი გამოწვეული იყო გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ოპერაციის შედეგად, რომლის ფარგლებშიც ბრიტანელი სამხედროები პატრულირებდნენ განმცხადებლის სახლის სიახლოვეს და ჩაებნენ სამკვდრო-სასიცოცხლო ურთიერთსროლაში, სახეზე იყო იურისდიქციული კავშირი გაერთიანებულ სამეფოსა და გარდაცვლილს შორის.
2. მეორე მუხლით განსაზღვრული საგამოძიებო ვალდებულების სავარაუდო დარღვევა
151. მომჩივნები სასამართლოს წინაშე არ ჩიოდნენ მეორე მუხლით განსაზღვრული სიცოცხლის უფლების რომელიმე მატერიალური კომპონენტის შელახვის გამო. ხსენებულის ნაცვლად ისინი სადავოდ ხდიდნენ მთავრობის მიერ პროცედურული ვალდებულების – მკვლელობის ეფექტიანი გამოძიების – შეუსრულებლობას.
კონვენციის მეორე მუხლის თანახმად:
`1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არ შეიძლება სიცოცხლის განზრახ ხელყოფა, თუ არა სიკვდილის სასჯელის აღსრულების შედეგად, რომელიც სასამართლოს განაჩენით შეეფარდა მოცემულ პირს ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.
2. სიცოცხლის ხელყოფა არ განიხილება ამ მუხლის დარღვევად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა:
(ა) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან;
(ბ) კანონიერი დაკავებისათვის, ანდა კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;
(გ) კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისათვის აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.”
(ა) მხარეთა არგუმენტები
(i) მთავრობა
152. მთავრობამ მიიჩნია, რომ მეორე მუხლით განსაზღვრული პროცედურული ვალდებულებები უნდა იქნას ინტერპრეტირებული საერთაშორისო სამართლის შესაბამის პრინციპებთან თანხვედრაში. უფრო მეტიც, ნებისმიერი მომდინარე ვალდებულება არ უნდა იქნას ინტერპრეტირებული იმგვარად, რომ წევრ სახელმწიფოს დაეკისროს შეუძლებელი ან არაპროპორციული ტვირთი. გაერთიანებულ სამეფოს არ ჰქონდა ტერიტორიის სრული კონტროლი ერაყზე, უფრო ზუსტად, არ გააჩნდა საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სასამართლო კომპეტენცია. თუ საგამოძიებო ვალდებულება უნდა გავრცელდეს ექსტრა-ტერიტორიალურად, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული აღნიშნული გარემოებები და ასევე იმ დროისთვის მოქმედი ბრიტანული პერსონალისთვის რთული უსაფრთხოებითი პირობები, რომელშიც მათ უწევდათ საქმიანობა.
153. მთავრობამ აღიარა, რომ პირველი, მეორე და მესამე განმცხადებლის ნათესავების გარდაცვალების გამოძიება არ იყო საკმარისად დამოუკიდებელი მეორე მუხლის მიზნებისთვის, რადგან ყოველ საქმეში აღნიშნული ხორციელდებოდა ეჭვმიტანილ პირთა მმართველი ოფიცრის მიერ დამოუკიდებლად. მაგრამ, მათ მიუთითეს, რომ მეოთხე და მეხუთე მომჩივნების მიმართ გამოძიება შეესაბამებოდა მეორე მუხლს. ასევე არ დარღვეულა საგამოძიებო ვალდებულება მეექვსე განმცხადებლის მიმართ; უფრო მეტიც, იგი არ აცხადებდა, რომ გამოძიება არ შეესაბამებოდა მეორე მუხლს.
154. მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ ზოგადად სამეფო სამხედრო პოლიციის გამომძიებლები იყვნენ ინსტიტუციურად დამოუკიდებლები სამხედრო ძალებისგან. მათ წარადგინეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იყო სწორი, როდესაც დაასკვნეს რომ სამეფო სამხედრო პოლიციის სპეციალურ საგამოძიებო განყოფილებას შეეძლო განეხორციელებინა დამოუკიდებელი გამოძიება (იხილეთ ზემოთ 82-ე პუნქტი), მიუხედავად ლორდ ბრუკის მითითებისა, რომ სიცოცხლის მოსპობის გამოძიება `უნდა ყოფილიყო სრულიად განცალკევებული სამხედრო მმართველობის რგოლისგან და გადაცემოდა `[სამეფო სამხედრო პოლიციას]”. სამხედრო მმართველობის რგოლის როლი სპეციალური საგამოძიებო განყოფილების ინფორმირებისას და შემდგომ გამოძიებული საქმეების არმიის პროკურატურის სამსახურისთვის გადაცემისას არ გულისხმობდა, რომ მეორე და მესამე მუხლებით განსაზღვრული დამოუკიდებლობის მოთხოვნა არ იყო სახეზე (იხილეთ Cooper v. the United Kingdom [GC], §§ 108-115, no. 48843/99, ECHR 2003‑XII; McKerr v. the United Kingdom, no. 28883/95, ECHR 2001‑III; Paul and Audrey Edwards v. the United Kingdom, no. 46477/99, ECHR 2002‑II). არმიის პროკურატურის სამსახური შედგებოდა სამართლებრივი კვალიფიკაციის მქონე ოფიცრებისგან. იგი იყო სრულად დამოუკიდებელი სამხედრო მმართველობის რგოლიდან სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას. მისი დამოუკიდებლობა აღიარებულ იქნა სასამართლოს მიერ Cooper -ის საქმეში (ციტირებულია ზემოთ).
155. მთავრობამ მიუთითა, რომ მეოთხე განმცხადებლის ძმის გარდაცვალების გამოძიება დაიწყო სპეციალური საგამოძიებო განყოფილების მიერ 2003 წლის 29 აგვისტოს, 14 აგვისტოს სროლიდან ხუთი დღის შემდეგ. სპეციალურმა საგამოძიებო განყოფილებამ აღადგინა ტყვიის ფრაგმენტები, ცარიელი მასრები, ავტომანქანა და შემთხვევის ადგილის ციფრული ფოტოგრაფირება მოხდა. მათ დაკითხეს ექიმი, რომელიც მკურნალობდა გარდაცვლილს და აიღეს ჩვენება. ინციდენტის შემსწრე ცხრა სამხედრო მოწმე იქნა დაკითხული და ჩამორთვათ ჩვენებები, დამატებით ოთხი მოწმე დაიკითხა, მაგრამ საქმისთვის არაფერი ჰქონდათ წარმოსადგენი. გამოძიება შეწყდა 2003 წლის 17 სექტემბერს, მას შემდეგ რაც ბრიგადის გენერალმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სროლა შეესაბამებოდა სამხედრო შეთანხმების წესებს და შესაბამისად იყო კანონიერი. მაგრამ, შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სპეციალური საგამოძიებო განყოფილების უფროსი ოფიცრის მიერ, რომელიც არ ექვემდებარებოდა სამხედრო მმართველობის რგოლს. გამოძიება განახლდა 2004 წლის 7 ივნისს და დასრულდა 2004 წლის 3 დეკემბერს, მიუხედავად იმ დროისთვის ერაყში უსაფრთხოების რთული მდგომარეობისა. საქმე შემდგომ გადაეცა არმიის პროკურატურის სამსახურს, რომელმაც გადაწყვიტა რომ არ წარედგინა ბრალდება, რადგან არ არსებობდა იმის რეალურად დამტკიცების შესაძლებლობა, რომ ჯარისკაცი რომელმაც ესროლა მეოთხე განმცხადებლის ძმას, არ მოქმედებდა თავდაცვის მდგომარეობაში. გენერალურ პროკურორს ეცნობა აღნიშნული და მან შემდგომ გადაყვიტა რომ არ განეხორციელებინა მისი იურისდიქცია და გაეცა სისხლისსამართლებრივი დევნის ბრძანება. მთავრობის მოსაზრებით, გამოძიება იყო ეფექტიანი, რადგანაც მან მოახდინა სიკვდილზე პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება და დაადგინა, რომ ძალის გამოყენების სამართლებრივი დებულებები იყო დაცული. გამოძიება იყო გონივრულად დროული, ექსტრა-ტერიტორიალურ კონტექსტში არსებული სირთულეების გათვალისწინებით. თუ პირველადი გამოძიება შეფერხებულ იქნა დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო, აღნიშნული გამოსწორდა შემდგომი გამოძიებით და არმიის პროკურატურის სამსახურის და გენერალური პროკურორის პროცესში მონაწილეობით (იხილეთ, Gül v. Turkey, §§ 92-95, no. 22676/93, 2000 წლის 14 დეკემბერი; იხ. ასევე McCann and Others v. the United Kingdom, 1995 წლის 27 სექტემბერი, §§ 157 and 162-164, Series A no. 324).
156. მთავრობამ განაცხადა, რომ არ არსებობდა იმის მტკიცებულება, რომ მეხუთე განმცხადებლის საქმეში სამხედრო მმართველობის რგოლი ჩაერია სპეციალური საგამოძიებო განყოფილების გამოძიებაში და ხელყო მისი დამოუკიდებლობა. ამის საპირისპიროდ, საგამოძიებო დასკვნის მიღების შემდეგ, სამხედრო მმართველობის რგოლმა გადასცა საქმე არმიის პროკურატურის სამსახურს, რომელმაც თავის მხრივ გადააგზავნა იგი დამოუკიდებელ სისხლისსამართლებრივ სასამართლოში. გამოძიების ფარგლებში არ მომხდარა გაუმართლებელი დაყოვნება, უფრო კონკრეტულად, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ გაერთიანებული სამეფოს გამომძიებლების მიერ ინციდენტის გამოძიება წარიმართა მთავარი სამხედრო ოპერაციის შეწყვეტიდან რვა დღის შემდეგ. მეხუთე მომჩივანი იყო სრულად და საკმარისად ჩართული გამოძიებაში. მისი მონაწილეობა დაგვირგვინდა, როცა გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ მოხდა მისი ინგლისში გადაყვანა, რათა დასწრებოდა სამხედრო სასამართლოს და წარედგინა მტკიცებულება. სპეციალური საგამოძიებო განყოფილების გამოძიების და ოთხი ჯარისკაცის სისხლისსამართლებრივი დევნის გარდა, მეხუთე მომჩივანმა დაიწყო სამოქალაქო სამართალწარმოება გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ სასამართლოებში და მოითხოვა ზარალის ანზღაურება საფრთხის შემქნელი დელიქტისთვის, საჯარო უფლებამოსილების დაუდევრად განხორციელების და გადამეტების გამო. ამ სამართალწარმოებაში იგი მხედველობაში იღებდა მისი შვილის გარდაცვალებას და შემდეგ გამოძიებას. სამართალწარმოება შეწყდა, როცა თავდაცვის მინისტრმა აღიარა პასუხისმგებლობა და დათანხმდა 115,000 ბტირანული ფუნტის გადახდას კომპენსაციის გზით. უფრო მეტიც, 2009 წლის 20 თებერვალს გენერალ-მაიორმა კუბიტმა მიწერა მეხუთე მომჩივანს და ოფიციალურად მოუბოდიშა ბრიტანული არმიის სახელით, მათი როლის გამო მისი შვილის გარდაცვალებაში. ამ პირობებში, მეხუთე მომჩივანი არ შეძლება ჩაითვალოს კონვენციის დარღვევის მსხვერპლად 34-ე მუხლიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, ანდა ალტერნატივის სახით, არ არის საჭირო საჩივრის განხილვის გაგრძელება (კონვენციის 37 § 1(ც)-ე მუხლი).
157. მთავრობამ დამატებით ხაზი გაუსვა იმას, რომ მეექვსე მომჩივანმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ იგი არ ითხოვდა სასამართლოს წინაშე მთავრობის მიერ კონვენციით გარანთირებული მისი უფლებების დარღვევის დადგენას. აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ მისი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განხორციელდა: (1) ყოვლისმომცველი გამოძიება სპეციალური საგამოძიებო განყოფილების მიერ, რომელიც გამოიხატა ექვსი ჯარისკაცისთვის ბრალის წარდგენაში, რომელთაგან ერთი გასამართლდა; (2) სამოქალაქო სამართალწარმოება, რომელიც განხორციელდა განმცხადებლის მიერ და დასრულდა მთავრობასთან მორიგებით, რომელმაც აღიარა პასუსიხმგებლობა არასათანადო მოპყრობის და სიკვდილის გამო და გადაიხადა 575,000 ბრიტანული ფუნტი; (3) მთავრობის მიერ ოფიციალური საჯარო აღიარება, რომ განმცხადებლის შვილის კონვენციის მეორე და მესამე მუხლით განსაზღვრული უფლებები დაირღვა; (4) სასამართლო სამართალწარმოება, რომელშიც მომჩივანი სჩიოდა, რომ მისი მეორე და მესამე მუხლით განსაზღვრული პროცედურული უფლებები დაირღვა და რომელშიც მხარეები შეთანხმდნენ და ლორდთა პალატის მიერ პროცედურული ვალდებულების დარღვევის გადასაწყვეტად საქმე დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს; (5) საჯარო გამოძიება, რომელიც მიმდინარეობდა. ამ პირობებში, მომჩივანს არ შეუძლია განაცხადოს, რომ წარმოადგენს მსხვერპლს კონვენციის 34-ე მუხლის მიზნებისთვის.
(ii) მომჩივნები
158. მომჩივნებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთთან დაკავშირებით სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება არ იცვლება კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების პრობლემებზე მითითებით. იგივე პრინციპს უნდა ემოქმედა სახელმწიფოს ნებისმიერ მცდელობასთან მიმართებით დაყრდნობოდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას ერაყში ან ინფრასტრუქტურისა და სათანადო პირობების არარსებობას. ქვეყანაში შეჭრამდე და თანმდევი ოკუპაციის განმავლობაში გაერთიანებულმა სამეფომ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ სიძნელეების შესახებ, რომელსაც ეს უკანასკნელი წააწყდებოდა. აღნიშნული სიძნელეების გაუთვალისწინებლობა ვერ გაათავისუფლებდა მას გამოძების ჩატარების ვალდებულებისგან.
159. მომჩივნების მტკიცებით, გაერთიანებულმა სამეფომ დაარღვია პროცედურული ვალდებულება პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მომჩივანთან მიმართებით. სამეფო სამხედრო პოლიცია ბრიტანული არმიის შემადგენელი ნაწილი იყო და არც ინსტიტუციურად და არც პრაქტიკულად არ იყო დამოუკიდებელი სამხედრო მმართველობის რგოლისგან. თეატრში ყოფნის დროს,Aარმიის დანაყოფები ახორციელებდნენ კონტროლს მასზე უსაფრთხოების და ლოჯისტიკური მხარდაჭერის კუთხით. მისი ინციდენტებში მონაწილეობა მთლიანად განსახილველი სამხედრო დანაყოფის Mმოთხოვნაზე იყო დამოკიდებული (რაც კარგად ჩანს მეოთხე განმცხადებლის საქმეში, სადაც სპეციალური საგამძოები დანაყოფის პასუხი ზემდგომი ოფიცრის მითითებით გაუქმდა). ინციდენტების თაობაზე ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით სამეფო სამხედო პოლიცია როგორც ჩანს მთლიანად სამხედრო მმართველობის რგოლზე იყო დამოკიდებული. თუ სამეფო სამხედრო პოლიცია წერდა ანგარიშს, ეს უკანასკნელი სამხედრო მმართველობის რგოლს მისდიოდა, რომელიც წყვეტდა გადაეგზავნა თუ არა ანგარიში არმიის სისხლისსამართლებრივ დევნაზე უფლებამოსილი ორგანოსთვის. სამეფო სამხედრო პოლიციაში არსებული ხარვეზების შესახებ როგორიც იყო რესურსებისა და დამოუკიდებლობის არარსებობა აღინიშნა როგორც სააპელაციო სასამრთლოს მიერ ისე აიტკენის ანგარიშში.
160. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ მეოთხე განმცხადებლის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო დანაყოფის მიერ ჩატარებული გამოძიება შეწყდა სამხედრო მმართველობის რგოლის მოთხოვნით. მომდევნო საგამოძიებო ფაზა, რომელიც ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების შედეგად განახლდა, ასევე ხარვეზიანი იყო სპეციალური საგამოძიებო დანაყოფის დამოუკიდებლობის არარსებობის, ცეცხლის გამხსნელი პირის უკიდურესი დაყოვნებით დაკითხვის და სხვა მთავარი მტკიცებულებების მოუპოვებლობის გამო. მეხუთე განმცხადებლის შემთხვევაში, გამოძიება დაიწყო ოჯახის წევრთა განმეორებითი დაჟინებული თხოვნით ბრტანეთის მთავრობის მხრიდან დაყოვნების და მნიშვნელოვანი ხელშეშლის შემდეგ. გამომძიებლები არ იყვნენ დამოუკიდებლები სამხედრო მმართველობის რგოლისგან და დაზარალებულების ოჯახები არ იყვნენ სათანადოდ ჩართულები. Gმომჩივნების მტკიცებით, მთავრობის პროტესტი, რომ მეხუთე მომჩივანს არ ქონდა მსხვერპლის სტატუსი არ უნდა იქნეს გათვალისწინებული. სამხედრო სასამართლო სამართალწარმოება და კომპენსაცია ,რომელიც მან მიიღო სამოქალაქო სამარათალწარმოების მორიგებით დასრულების შედეგად არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ დაკმაყოფილებულიყო კონვენციის მეორე მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება. განსხვავებით, მეექვსე მომჩივანი არ აცხადებდა, რომ იგი კვლავ იყო მეორე და მესამე მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულების დარღვევის მსხვერპლი.
(ბ) სასამართლოს შეფასება
(i) ზოგადი პრინციპები
161. სასამართლოსთვის ცნობილია, რომ გარდაცვალებებს ადგილი ჰქონდა ქალაქ ბასრაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყში შემოჭრის შემდეგ, კერძოდ მაშინ როდესაც დანაშაული და ძალდობა ენდემური იყო. თუმცა ძირითადი საბრძოლო მოქმედებები შეწყდა 2003 წლის პირველ მაისს, კოალიციური ძალები სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყში ბრიტანელი ჯარისკაცების და სამხედრო პოლიციის ჩათვლით, ათასობით ძალადობრივი შეტევის სამიზნე გახდნენ მომდევნო 13 თვის განმავლობაში. უსაფრთხოების პრობლემებთან ერთად სერიოზული შეფერხებები იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამართალდამცავი ორგანოებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სიტემის განვითარებაში (იხილეთ ზევით 22-ე-23-ე პუნქტები); იხილეთ ასევე ზევით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-80 პუნქტი).
162. ინფორმირებულია რა მოცემული კონტექსტის შესახებ, სასამართლომ თავისი მიდგომის ჩამოყალიბებისას უნდა იხელმძღვანელოს კონვენციის, როგორც ინდივიდთა დაცვის ინსტრუმენტის მიზნითა და ამოცანით, რომელიც მოითხოვს, რომ მისი დებულებების გამოყენება და ინტერპრეტირება მოხდეს იმგვარად, რომ მასში მოცემული გარანტიები პრაქტიკული და ეფექტიანი გახდეს. Kკონვენციის მე-2 მუხლი, რომელიც იცავს სიცოცხლის უფლებას და განსაზღვრავს გარემოებებს, რომლებშიც სიცოცხლის ხელყოფა შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს, წარმოადგენს კონვენციის ერთერთ ყველაზე ფუნდამენტურ დებულებას. კონვენციის მე-2 მუხლიდან გადახვევას არც მე-15 მუხლი უშვებს “გარდა მართლზომიერი საომარი მოქმედებით გამოწვეული ადამიანთა დაღუპვის შემთხვევისა”. მეორე მუხლი ფარავს როგორც განზრახ სიცოცხლის მოსპობას ისე სიტუაციებს რომლებშიც დასაშვებია ძალის გამოყენება, რომელმაც როგორც გაუმიზნავი შედეგი შესაძლოა სიცოცხლის მოსპობა გამოიწვიოს. ნებისმიერი სახის ძალის გამოყენება უნდა იყო “აბსოლუტურად აუცილებელი” ქვეპუნქტებ (a)-დან (c)-მდე “გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე მიზნის მისაღწევად” (იხილეთ McCann and Others v. the United Kingdom, 1995 წლის 27 სექტემბერი, §§ 146 148, Series A no. 324).
163. ზოგადად სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან სიცოცხლის ხელყოფის აკრძალვა არაეფექტიანი იქნებოდა პრაქტიკაში, თუკი არ იარსებებდა ხელისუფლების მხრიდან სასიკვდილო ძალის გამოყენების კანონიერების გადასინჯვის მექანიზმი. სიცოცხლის უფლების დაცვის ვალდებულება ერთად აღებული კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ზოგად ვალდებულებასთან “თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყონ ამ კონვენციით განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები” მოითხოვს რაიმე ფორმის ეფექტიანი გამოძიების არსებობას, როდესაც პირის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა, inter alia,სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან. (იხილეთ ზევით მითითებული საქმე McCann, § 161). ასეთი გამოძიების მთავარი მიზანი არის სიცოცხლის უფლების უზრუნველმყოფი ეროვნული კანონების ეფექტიანი იმპლემენტაცია და იმ შემხვევებში, როდესაც სიცოცხლის ხელყოფაში წვლილი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ან ორგანოებს მიუძღვით – მათი პასუხიმგებლობის უზრუნველყოფა. (იხ. Nachova and Others v. Bulgaria [GC], nos. 43577/98 and 43579/98, § 110, ECHR 2005-VII). თუმცა, გამოძიება საკმაოდ მოცულობითი უნდა იყოს, რათა საგამოძიებო ორგანოებს არა მხოლოდ სახელმწიფოს წარმომადგენელთა ქმედებების გათვალისწინება შეეძლოთ (რომელთაც უშუალოდ გამოიყენეს სასიკვდილო ძალა), არამედ ყველა თანმხლები გარემოების, სადავო ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ჩათვლით, როცა ეს საჭიროა იმის განსასაზღვრად თუ რამდენად შეასრულა სახელმწიფომ კონვენციის მეორე მუხლით ნაკისრი ვალდებულება (იხილეთ ზევით მითითებული McCann and Others, zemoxsenebuli gadawyvetileba §§ 150 and 162; Hugh Jordan v. the United Kingdom, no. 24746/94, § 128, ECHR2001‑III (ამონარიდები); ზევით ნახსენები McKerr, §§ 143 და 151; Shanaghan v. the United Kingdom, no. 37715/97, §§ 100-125, 2001 წლის 4 მაისი; Finucane v. the United Kingdom, no. 29178/95, §§ 77-78, ECHR 2003‑VIII; zeviT naxsenebi Nachova, §§ 114-115; da aseve, mutatis mutandis, Tzekov v. Bulgaria, no. 45500/99, § 71, 2006 წლის 23 თებერვალი).
164. სასამართლომ დაადგინა, რომ მეორე მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება განაგრძობს მოქმედებას რთული უსაფრთხოების პირობებშიც, შეიარაღ ებული კონფლიქტის ჩათვლით (სხვა მაგალითებთან ერთად იხილეთ Güleç v. Turkey, 1998 წლის 27 ივლისი, § 81, Reports of Judgments and Decisions 1998‑IV; Ergi v. Turkey, 1998 wlis 28 ivlisi, §§ 79 and 82, Reports 1998‑IV; Ahmet Özkan and Others v. Turkey, no. 21689/93, §§ 85-90 and 309-320 and 326-330, 2004 წლის 6 აპრილი; Isayeva v. Russia, no. 57950/00, §§ 180 და 210, 2005 წლის 24 თებერვალი; Kanlibaş v. Turkey, no. 32444/96, §§ 39-51. 32444/96, §§ 39-51, 2005 წლის 8 დეკემბერი). ცალსახაა, რომ როდესაც მეორე მუხლის ქვეშ გამოსაძიებელ სიცოცხლის ხელყოფას ადგილი აქვს განზოგადებული ძალადობის, შეიარაღებული კონფლიქტის ან ამბოხის დროს, გამომძიებლებს შეიძლება ბევრი დაბრკოლება შეექმნათ და როგორც გაერთიანებული ერების სპეციალურმა მომხსნებელმა აღნიშნა (იხილეთ ზევით 93-ე პუნქტი) გარკვეულმა შეზღუდვებმა შეიძლება აიძულონ გამომძიებლები მიმართონ ნაკლებად ეფექტიან საგამოძიებო მოქმედებებს ან შეიძლება გამოძიება შეყოვნდეს (ნახეთ მაგალითისათვის Bazorkina v. Russia, no. 69481/01, § 121, 2006 წლის 27 ივლისი). მიუხედავად ამისა, მეორე მუხლით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დაცვა გულისხმობს, რომ რთულ უსაფრთხოების გარემოებებშიც კი ყველა გონივრული ნაბიჯი უნდა გადაიდგას ეფექტიანი, და დამოუკიდებელი გამოძიების ჩასატარებლად (სხვა მაგალითებთან ერთად იხილეთ Kaya v. Turkey, 1998 წლის 19 თებერვალი, §§ 86 92, Reports of Judgments and Decisions 1998‑I; zeviT miTiTebuli Ergi, §§ 82-85; Tanrıkulu v. Turkey [GC], no. 23763/94, §§ 101-110, ECHR 1999‑IV; Khashiyev and Akayeva v. Russia, nos. 57942/00 და 57945/00, §§ 156-166, 2005 წლის 24 თებერვალი; Isayeva, ზემოთ ხსენებული, §§ 215‑224; Musayev and Others v. Russia, nos. 57941/00, 58699/00 and 60403/00, §§ 158-165, 2007 წლის 26 ივლისი).
165. რა სახის გამოძიება მიაღწევს მეორე მუხლის მიზნებს დამოკიდებულია გარემოებებზე. თუმცა, რა მეთოდზეც არ უნდა იყოს საუბარი, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს საკუთარი ინიციატივით როგორც კი ამ უკანასკნელისთვის შემთხვევის შესახებ გახდება ცნობილი. მათ არ შეიძლება ფორმალური საჩივრის შეტანის ან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვალდებულება მსხვერპლის ახლო ნათესავს გადააბარონ (იხილეთ ზევით ნახსენები Ahmet Özkan and Others, § 310, § 310; ზევით ნახსენები Isaeva, § 210). სამოქალაქო სამართალწარმოება, რომელიც ახლო ნათესავმა და არა ხელისუფლებამ წამოიწყო და რომელიც არ გულისხმობს სავარუდო დამნაშავეთა გამოვლენასა და დასჯას, არ შეიძლება იყოს მიღებული მხედველობაში ხელისუფლების მიერ კონვენციის მეორე მუხლით გათვალისწიებული პროცედურული ვალდებულების შესრულების შეფასებისას (იხილეთ მაგალითისათვის ზევით მითითებული Hugh Jordan, § 141). უფრო მეტიც, მეორე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულება ვერ ჩაითვლება შესულებულად მხოლოდ კომპენსაციის გაცემის შემთხვევში (იხილეთ ზევით მითითებული McKerr, § 121; ზევით მითითებული Bazorkina, § 117).
166. როგორც ზევით იქნა ნახსენები გამოძიება ეფექტიანი უნდა იყო, რაც გულისხმობს იმის დადგენის შესაძლებლობას გამართლებული იყო თუ არა მოცემულ გარემოებებში ძალის გამოყენება, ასევე პასუხიმგებელ პირთა გამოვლენასა და დასჯას. Eეს არის შესაძლებლობების და არა შედეგის ვალდებულება. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მისთვის ხელმისაწვდომი გონივრული ზომები რათა უზრუნველყოს ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვება, თვითმხილველთა ჩვენებებისა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და აუტოფსიის ჩათვლით, რომელიც შეიცავს ჭრილობის სრულ და ზუსტ აღრიცხვას და კლინიკური აღმოჩენების ობიექტურ ანალიზს, სიკვდილის მიზეზის ჩათვლით. გამოძიების ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ხელს შეუშლის მას სიკვდილის მიზეზის ან პასუხისმგებელი პირის/ პირთა დადგენაში შეიცავს რისკს, რომ გამოძიება სტანდარტების შესაბამისად არ ჩაითვალოს (იხილეთ ზევით მითითებული Ahmet Özkan and Others, § 312; ზევით მითითებული Isaeva, § 212 და იქვე მითითებული საქმეები).
167. სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი უკანონო სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით გამოძიება რომ ეფექტიანი იყოს, აუცილებელია გამოძიებაზე პასუხისმგებელი და მისი ჩამტარებელი პირი იყოს დამოუკიდებელი მათგან ვინც შესაძლოა კავშირში იყოს დანაშაულთან. აღნიშნული გულისხმობს არა მხოლოდ იერარქიული და ინსტიტუციური კავშირის არქონას, არამედ ასევე პრაქტიკულ დამოუკიდებლობას. (იხილეთ მაგალითისათვის
ზევით მითითებული Shanaghan, § 104). მოცემულ კონტექსტში მოიაზრება სისწრაფის და გონივრული დაჩქარების მოთხოვნა. თუმცა შეიძლება არსებობდეს დაბრკოლებები და სირთულეები, რომლებიც ხელს უშლიან გამოძიების მსვლელობას კონკრეტულ სიტუაციაში, სასკვდილო ძალის გამოყენების გამოძიებისას ხელისუფლების მხრიდან სწრაფი პასუხი შეიძლება ზოგადად ჩაითვალოს არსებითად მათი მიერ კანონის უზენაესობის პატივისცემასთან მიმართებით საზოგადოებრივი ნდობის შესანარჩუნებლად და უკანონო ქმედებების შეწყნარების თავიდან ასაცილებლად. იგივე მიზეზების გამო უნდა არსებობდეს გამოძიების ან მისი შედეგების საზოგადოებრივი კონტროლის საკმარისი ელემენტი პასუხიმგებლობის უზრუნველსაყოფად როგორც პრაქტიკაში ისე თოერიაში. საზოგადოებრივი კონტროლის ხარისხი შეიძლება განსხვავდებოდეს საქმიდან საქმეში. თუმცა, ყველა საქმეში მსხვერპლის ახლო ნათესავი ჩართული უნდა იყოს პროცესში იმ მოცულობით, რაც საჭიროა მისი ლეგიტიმური ინტერესების უზრუნველსაყოფად. ( იხილეთ ზევით მითითებული Ahmet Özkan and Others, §§ 311‑314; Isayeva §§ 211-214, §§ 211-214 და იქვე მითითებული საქმეები).
(ii) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
168. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო საგამოძიებო ორგანოების პრაქტიკულ პრობლემებს განიხილავს, რაც გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ომისა და ინტერვენციის შემდეგ, გაერთიანებული სამეფო უცხო და მტრულ რეგიონში საოკუპაციო ძალას წარმოადგენდა. პრაქტიკულ პრობლემებს წარმოადგენდა; სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შეფერხებები, რამაც, inter alia, ადგილობრივი პათოლოგიისა და აუტოფსიის დაწესებულებების ნაკლებობა გამოიწვია; აგრეთვე, ოკუპანტ ძალასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ენობრივი და კულტურული სხვაობა და გაუგებრობები; და ზოგადად ერაყში იმ პერიოდში განხორციელებული ქმედებების თანმდევი საფრთხეები. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსგავს გარემოებებში მეორე მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება რეალისტურად უნდ გავრცელდეს, და უნდა მოხდეს გამომძიებელთა მიმართ არსებული სპეციფიური პრობლემების გათვალისწინება.
169. თუმცაღა, გაერთიანებული სამეფო საოკუპაციო ძალას წარმოადგენდა, და შესაბამისად იმისთვის, რომ ბრიტანელი ჯარისკაცების ქმედებების გამოძიება ეფექტიანად ჩათვლილიყო, გამომძიებელი ორგანო უნდა ყოფილიყო ან უნდა მიჩნეულიყო სამხედრო მმართველობის რგოლისგან სტრუქტურულად დამოუკიდებლად
170. პირველი, მეორე და მეოთხე განმცხადებლის საქმეებში არ ფიგურირებდა ის საკითხი, რომ მათი ნათესავები მოკლეს ბრიტანელმა სამხედროებმა, რომელთა ვინაობაც დადგენილი იყო. გამოძიების წინაშე იდგა საკითხი, თუ რამდენად შეესაბამებოდა ჯარისკაცის მიერ თითოეული გასროლა სამხედრო შეთანხმების წესებს. რაც შეეხება მესამე მომჩივანს, მეორე მუხლის შესაბამისად, გამოძიებას უნდა დაედგინა სროლის გარემოებები და აგრეთვე, რამდენად იქნა გადადგმული სათანადო ნაბიჯები გარშემო მყოფი სამოქალაქო პირების სიცოცხლის დასაცავად. რაც შეეხება მეხუთე განმცხადებლის შვილს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არ მიუღია შესაბამისი დოკუმენტები სამხედრო სასამართლოსგან, როგორც ჩანს, აღიარებული ფაქტია, რომ იგი დახრჩობით გარდაიცვალა. საჭირო იყო იმის გამორკვევა, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ის ფაქტი, რომ ბრიტანელმა სამხედროებმა ცემეს ბიჭი და შემდეგ ძალით გადააგდეს წყალში. თითოეულ საქმეში თვითმხილველთა ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა. შესაბამისად, აუცილებელი იყო, რომ სამხედრო მოწმეები, კონკრეტულად კი სავარაუდო დამნაშავეები, რაც შეიძლება სწრაფად დაკითხულიყვნენ ექსპერტისა და სრულიად დამოუკიდებელი გამომძიებლის მიერ. ამასთანავე, ყველანაირი ძალისხმევა უნდა გაღებულიყო ერაყელი თვითმხილველების იდენტიფიცირებისთვის და მათ დასარწმუნებლად, რომ ინფორმაციის მიცემით საკუთარ თავს საფრთხეში არ ჩაიგდებდნენ და რომ მათ ჩვენებას სერიოზულად მოეკიდებოდნენ და დაუყოვნებლივ მოახდენდნენ შესაბამის რეაგირებას.
171. ცხადია, რომ პირველი, მეორე და მესამე განმცხადებლის მკვლელობის გამოძიება შორს დგას მეორე მუხლის მოთხოვნებისგან, რადგან საგამოძიებო პროცესი მთლიანად სამხედრო მმართველობის რგოლის ფარგლებში მიმდინარეობდა და მხოლოდ საქმეში გარეული სამხედრო მოსამსახურეების ჩვენებების ჩამორთმევით შემოიფარგლებოდა. საგულისხმოა, რომ ამ დასკვნას მთავრობაც იზიარებს.
172. რაც შეეხება სხვა მომჩივნებს, მიუხედავად იმისა რომ სპეციალურმა საგამოძიებო განყოფილებამ აწარმოა გამოძიება მეოთხე განმცხადებლის ძმის და მეხუთე განმცხადებლის შვილის სიკვდილის თაობაზე, სასამართლოს არ მიაჩნია რომ ეს საკმარისია მეორე მუხლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სასამართლო აღიარებს, რომ სამეფო სამხედრო პოლიციას, სპეციალური საგამოძიებო განყოფილების ჩათვლით, განცალკევებული სამხედრო მმართველობის რგოლი გააჩნდა სამხედრო ვალდებულებების განმახორციელებელი ჯარისკაცებისგან, ვისი ქმედებების გამოძიებაც უნდა მოეხდინა. მაგრამ, როგორც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა მიმოიხილეს (იხ. 77-82 პუნქტი ზევით), სპეციალური საგამოძიებო განყოფილება, განსახილველ პერიოდში, არ იყო სტრუქტურულად დამოუკიდებელი სამხედრო მმართველობის რგოლისგან. ზოგადად, ინციდენტში ჩართული განყოფილების ზემდგომ ოფიცერს უნდა გადაეწყვიტა რამდენად იყო საჭირო სპეციალური საგამოძიებო განყოფილების ჩართვა. თუ სპეციალური საგამოძიებო განყოფილება საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტდა გამოძიების წარმოებას, შესაძლებელი იქნებოდა ამ გამოძიების დახურვა სამხედრო მმართველობის რგოლის მოთხოვნის შესაბამისად, ისევე როგორც მეოთხე განმცხადებლის საქმეში გამოვლინდა. სპეციალური საგამოძიებო განყოფილების მიერ გამოძიების დასრულებისას, წერილობითი მოხსენება გაეგზავნებოდა ზემდგომ ოფიცერს, რომელიც ვალდებული იყო გადაეწყვიტა რამდენად უნდა გადაეგზავნათ საქმე სისხლისსამართლებრივ დევნაზე უფლებამოსილი ორგანოსთვის. ლორდ ბრუკთან თანხმობით (იხილეთ ზევით 82-ე პუნქტი), სასამართლო მიიჩნევს: ფაქტი, რომ სპეციალური საგამოძიებო განყოფილება არ იყო “თავისუფალი თავად გადაეწყვიტა როდის დაეწყო ან შეეწყვიტა გამოძიება” და არ წარუდგინა წერილობითი მოხსენება “პირველ რიგში [არმიის სისხლისსამართლებრივი დევნაზე უფლებამოსილი ორგანოსთვის]” არამედ სამხედრო მმართველობის რგოლს, ნიშნავდა რომ ის ვერ იქნებოდა სათანადოდ დამოუკიდებელი სავარაუდო დანაშაულებში ეჭვმიტანილი სამხედროებისგან, რათა დაეკმაყოფილებინა მეორე მუხლის მოთხოვნები.
173. შესაბამისად, პირველადი გამოძიება მეოთხე განმცხადებლის ძმის მკვლელობაში არ აკმაყოფილებდა სათანადო სტანდარტებს დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო სპეციალური საგამოძიებო განყოფილების ოფიცრების მხრიდან. გამოძიების საწყის ეტაპზე, სროლის ადგილიდან შეგროვდა მასალები და განცხადებები ადგილზე მყოფი ჯარისკაცებისგან იქნა აღებული. თუმცა უმცროსი კაპრალი შ, რომელმაც განმცხადებლის ძმას ესროლა, არ იქნა დაკითხული სპეციალური საგამოძიებო განყოფილების მიერ გამოძიების საწყის ეტაპზე. როგორც ჩანს, სპეციალურმა საგამოძიებო განყოფილებამ დაკითხა ოთხი ერაყელი მოწმე. ამათგან, შესაძლებელია რამდენიმე ის მეზობლები ყოფილიყვნენ, ვინც განმცხადებლის აზრით, შეესწრო სროლას. სპეციალურმა საგამოძიებო განყოფილებამ ზემოაღნიშნული ოთხი მოწმე დაკითხა, თუმცა მათთვის ჩვენებები არ ჩამოურთმევია. ნებისმიერ შემთხვევაში, დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო, ჯერ კიდევ დაუსრულებელი გამოძიება შეწყდა. მოგვიანებით, დაახლოებით 9 თვის შემდეგ, გამოძიება თავიდან გაიხსნა. აღმოჩნდა, რომ სასამართლო ექსპერტიზა იმ პერიოდში შემთხვევის ადგილიდან მოპოვებულ მასალებს დაეყრდნო, აგრეთვე ტყვიის ნარჩენებს და მანქანას.
სპეციალური საგამოძიებო განყოფილების წერილობითი მოხსენება გადაეგზავნა ზემდგომ ოფიცერს, რომელმაც გადაწყვიტა საქმე სისხლის სამართლის დევნის განმახორციელებელი სამხედრო ორგანოსთვის გადაეგზავნა. პროკურორებმა ჩვენებები აიღეს ინციდენტის მოწმე სამხედროებისაგან, და დამატებითი დამოუკიდებელი სამართლებრივი რჩევის მიღების შემდგომ გადაწყვიტეს რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რომ უმცროსი კაპრალი შ კანონიერი თავდაცვის პირობებში არ მოქმედებდა. როგორც მანამდე იქნა აღნიშნული, თვითმხილველთა ჩვენება ცენტრალური იყო საქმისთვის, რადგან სიკვდილის მიზეზი არ იყო დავის საგანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ დროის გრძელი მონაკვეთის გასვლის დაშვება, უმცროსი კაპრალი შ –ს დაკითხვამდე ინციდენტის შესახებ, დამოუკიდებელი გამომძიებლის მიერ სხვა სამხედრო მოწმეების დაკითხვის დაგვიანებასთან ერთად, წარმოადგენდა მაღალ რისკს, რომ მტკიცებულებები შებღალული და არასანდო იყო იმ პერიოდში, როდესაც სამხედრო სისხლის სამართლის დევნის განმახორციელებელმა ორგანომ დაიწყო გამოძიების წარმოება. ამასთანავე, საქმეში არ ჩანს რომ, რომელიმე სრულიად დამოუკიდებელმა გამომძიებელმა აიღო ჩვენება ერაყელი მეზობლებისგან, ვინც, განმცხადებლის მოსაზრებით, იხილა სროლა.
174. მართალია, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სამხედრო მმართველობის რგოლი ეცადა მეხუთე განმცხადებლის შვილის სიკვდილის გამოძიებაში ჩარეულიყო, სასამართლო მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლებს აკლდათ დამოუკიდებლობა ზემოაღნიშნული მიზეზების გამო. ამასთანავე, მთავრობას არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტება ხანგრძლივ დაყოვნებაზე სიკვდილსა და სამხედრო სასამართლოს საქმის წარმოებას შორის. როგორც ჩანს, დაყოვნებამ სერიოზულად უარყოფითი გავლენა მოახდინა გამოძიების ეფექტიანობაზე, და ამის ერთერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ინციდენტში ბრალდებული ზოგი სამხედროს ადგილსამყოფელის მოძებნა უკვე გაძნელდებოდა. (იხ., ამასთან დაკავშირებით, ატკენის ანგარიშის კომენტარები, პუნქტი 61 ზევით). ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართალწარმოების ვიწროდ მიმართვა ბრალდებული ჯარისკაცებისადმი, იყო არაადეკვატური მეორე მუხლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. საქმეში, სულ მცირე prima facie მტკიცებულებაა, რომ განმცხადებლის შვილი, მცირეწლოვანი, იმ ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ იქნა დაკავებული, ვინც ერაყის პოლიციას ეხმარებოდა მოროდიორობის წინააღმდეგ ზომების გატარებაში. აგრეთვე, ამ ჯარისკაცების მიერ არასათანადო მოპყრობის გამო, განმცხადებლის შვილი დაიხრჩო. ამ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეორე მუხლი მოითხოვდა დამოუკიდებელ გამოძიებას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა, როგორც მსხვერპლის ოჯახის, ისე საზოგადოებისთვის. საჭირო იყო გამოძიებულიყო სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სიკვდილისთვის, ისევე როგორც ინსტრუქციები, სწავლება და მეთაურობა გაწეული იმ ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც ზემოაღნიშნულ მოვალეობებს ასრულებდნენ ომის შემდგომ.
175. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, სასამართლო არ Mმიიჩნევს რომ მეორე მუხლის ქვეშ მოაზრებული პროცედურული ვალდებულება დაკმაყოფილებულ იქნა მეხუთე განმცხადებლის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასნკელმა საკმადოდ დიდი თანხა მიიღო სამოქალაქო სარჩელის შედეგად, და აგრეთვე, მოხდა არმიის მიერ ბრალის აღიარება, არასდროს მომხდარა განმცხადებლის შვილის სიკვდილის გარემოებების სრული და დამოუკიდებელი გამოძიება. (იხ. ზევით 165-ე პუნქტი) შესაბამისად, მეხუთე მომჩივანს მაინც შეუძლია მიჩნეულ იქნას მსხვერპლად 34-ე მუხლის მნიშვნელობით და მთავრობის პირველადი შუამდგომლობა განმცხადებლის მიმართ მსხვერპლის სტატუსის არარსებობის შესახებ არ იქნა დაკმაყოფილებული.
176. ზემოაღნიშნულისგან განსხვავებით, სასამართლო აცხადებს, რომ სრულყოფილი საჯარო გამოძიება მეექვსე განმცხადებლის შვილის სიკვდილის გარემოებებზე თითქმის სრულდება. ამ გამოძიების კუთხით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მეექვსე მომჩივანი აღიარებს, რომ იგი აღარ არის მიჩნეული მეორე მუხლით გარანტირებული პროცედურული ვალდებულებების დარღვევის მსხვერპლად. შესაბამისად, სასამართლო ეთანხმება მთავრობის შუამდგომლობას მეექვსე მომჩივანთან მიმართებით.
177. დასკვნის სახით, სასამართლო კონვენციის მეორე მუხლის პროცედურული ვალდებულების დარღვევას ადგენს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მომჩივნებთან მიმართებით.
II. კონვენციის 41-ე მუხლი
178. კონვენციის 41- ემუხლის თანახმად:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს”
A. ზიანი
179. პირველმა, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მომჩივანმა თხოვეს სასამართლოს დაევალებინა სახელმწიფოსათვის მეორე მუხლის შესაბამისი გამოძიების ჩატარება. მათი ნათესავების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე. გაერთიანებული სამეფოს მიერ მათი ნათესავების სიკვდილის ფაქტზე კონვენციის შესაბამისი გამოძიების ჩაუტარებლობისათვის განცდილი ტანჯვის საკომპენსაციოდ, თითოეულმა მომჩივანმა ასევე მოითხოვა 15 000 ფუნტი სტერლინგი.
180. მთავრობამ აღნიშნა, რომ სასამართლო ყოველთვის აშკარად იკავებდა თავს მიეთითებინა სახელმწიფოსათვის ხელახალი გამოძიების დაწყება იმ შემთხვევაში, თუ იგი მეორე მუხლით გათვალისწინებულ პროცედურული ვალდებულების დარღვევას დაადგენდა (იხილეთ მაგალითისათვის Varnava and Others v. Turkey [GC], nos. 16064/90, 16065/90, 16066/90, 16068/90, 16069/90, 16070/90, 16071/90, 16072/90 and 16073/90, § 222, ECHR 2009‑...; Ülkü Ekinci v. Turkey, no. 27602/95, § 179, 2002 წლის 16 ივლისი; ზევით მითითებული Finucane, § 89). სახელმწიფოს აზრით, მოცემულ გარემოებებში, დარღვევის დადგენა საკმარისი იქნებოდა სამართლიანი დაკმაყოფილების თვალსაზრისით. ალტენატივის სახით, თუ სასამართლო გადაწყვეტდა მომჩივნების სასარგებლოდ თანხის დაკისრებას, მთავრობამ აღნიშნა, რომ მოთხოვნილი თანხა იყო ბევრად მეტი, ვიდრე სასამართლო ზოგადად აკუთვნებდა მომჩივნებს. თუმცა, მთავრობას არ შემოუთავაზებია თანხა და თანხის განსაზღვრის საკითხი, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე, სასამართლოს მიანდო.
181. რაც შეეხება ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მოთხოვნას, სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს ზოგად პრინციპზე, რომ მოპასუხე სახელმწიფო თავისუფალია აირჩიოს საშუალებები რომლითაც ეს უკანასკნელი შეასრულებს კონვენციის 46-ე მუხლით ნაკისრ ვალდებულებებს, იმ პირობით, რომ ასეთი საშუალებები/ზომები თანხვედრაში მოვა სასამართლოს გადაწყვეტილებაში გამოტანილ დასკვნებთან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ განცხადებებში იმის განსაზღვრა, თუ პრაქტიკული გაგებით რა შეიძლება გაკეთდეს გადაწყვეტილების აღსულებისათვის მინისტრთა კომიტეტის განსასაზღვრია (რომელი კონვენციის 46-ე მუხლის საფუძველზე მოქმედებს. (იხილეთ ზევით მითიებული Varnava, § 222 და იქვე მითითებული საქმეები).
182. რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად მისი როლი არ არის იმოქმედოს როგორც ეროვნული სასამართლოების მონათესავე სასამართლომ სამოქალაქო დავების განხილვისას მხარეებისათვის მატერიალური ზიანის განსაზღვრის თვალსაზრისით. სასამართლოს სახელმძვანელო პრინციპია თანასწორობა, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს მოქნილობას და ობიექტურ განსაზღვრას იმისა, თუ რა არის სამართლიანი და გონივრული საქმის გარემოებების გათვალისწინებით ( არა მხოლოდ განმცხადებლის მდგომარეობის, არამედ მთლიანი კონტექსტის გავალისიწნებით, რომელშიც დარღვევას ქონდა ადგილი). სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხა მორალური ზიანისათვის ემსახურება იმის აღიარებას, რომ მორალური ზიანი ფუნდამეტური ადამიანის უფლების დარღვევის შედეგი დადგა (იხილეთ ზევით მითითებული Varnava, § 224 და იქვე მითითებული საქმეები). მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ იმ ტანჯვის საკომპენსაციოდ , რაც პირველმა ხუთმა მომჩივანმა მათი ნათესავების გარდაცვალების ფაქტზე დამოუკიდებელი გამოძიების არარსებობის გამო განიცადეს, სამართლიანი იქნება მათ მიეკუთვნოთ მოთხოვნილი თანხა მთლიანად, რაც ევროშო გადაყვანის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 17 000 ევროს თითოეული განმცხადებლისთვის.
B. ხარჯები
183. საქმის სირთულეზე და მნიშვნელობაზე მითითებით, მომჩივნებმა თავიანთი სოლისიტორების/წარმომადგენლების მიერ გაწეული დაახლოებით 580 საათიანი მუშაობისათვის (ევროპის სასამართლოში 4 წარმომადგენლის მიერ საქმის წარმოების ჩათვლით) მოითხოვეს 119, 928 ფუნტი სტერლინგი.
184. მთავრობა აცნობიერებს სადავო საკითხის სირთულეს, თუმცა მაინც აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი თანხა გადამეტებული იყო, რადგან მომჩივანთა წარმომადგენლები კარგად იცნობდნენ საქმეს, რომელზეც გამოდიოდნენ ეროვნული სასამართლოების წინაშე და მათი ხარჯები სახელმწიფოს მიერ იყო ანაზღაურებული. Uუფრო მეტიც, მომჩივანთა ადვოკატის მიერ საათობრივი მუშაობისთვის მოთხოვნილი თანხა – 500 ფუნტ სტერლინგისა და 235 ფუნტ სტერლინგის ფარგლებში და მომჩივანთა სოლისიტორების მიერ მოთხოვნილი თანხა – 18- ფუნტ სტერლინგისა და 130 ფუნტ სტერლინგის ფარგლებში იყო არაგონივრულად მაღალი. არ იყო საჭირო საქმეში ორი სამეფო ტახტის დამცველის და ორი უმცროსი დამცველის ჩართვა.
185. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მომჩივანი უფლებამოსილია მხოლოდ იმ ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებაზე, რომლებიც მან ნამდვილად და საჭიროებისამებრ გაწია. Mმოცემულ საქმეზე, მის ხელთ არსებული დოკუმენტებისა და ზემოთაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია მიაკუთვნოს 50 000 ევრო სასამართლოს წინაშე სამართალწარმოებისათვის.
ჩ. საურავი
186. სასამართლოს მიაჩნია, რომ საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამ პროცენტიანი განაკვეთი.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1.უარყოფს მთავრობის პირველად პრეტენზიებს პასუხისმგებლობის შერაცხვისა და შიდა სახელმწიფოებრივი საშუალებების არ ამოწურვის შესახებ;
2.აერთიანებს საქმის არსებით ნაწილს იმ საკითხთან, თუ რამდენად ხვდებოდნენ მომჩივნები მოპასუხე სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ და რამდენად ინარჩუნებდნენ მსხვერპლის სტატუსს მეხუთე და მეექვსე მომჩივნები;
3.აცხადებს დასაშვებად განაცხადს;
4.ადგენს, რომ მომჩივნების გარდაცვლილი ნათესავები მოპასუხე სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ იყვნენ და არ აკმაყოფილებს მთავრობის წინასასამართლო შუამდგომლობას იურისდიქციის შესახებ;
5.ადგენს, რომ მეექვსე მომჩივანს აღარ შეუძლია კონვენციის მეორე მუხლის პროცედურული ვალდებულების დარღვევის მსხვერპლის სტატუსის მოთხოვნა;
6.ადგენს, რომ ადგილი აქვს კონვენციის მეორე მუხლით გარანტირებული პროცედურული ვალდებულებების დარღვევას, მომხდარიყო პირველი, მეორე მეოთხე და მეხუთე განმცხადებლის ნათესავების სიკვდილის ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება და არ აკმაყოფილებს მთავრობის წინასასამართლო შუამდგომლობას მეხუთე განმცხადებლის მსხვერპლის სტატუსის შესახებ;
7.ადგენს,
ა)რომ მოპასუხე სახელმწიფომ ხუთი განმცხადებლიდან თითოეულს სამი თვის ვადაში, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით უნდა გადაუხადოს 17, 000 ევრო (ჩვიდმეტი ათასი ევრო), და დამატებით ნებისმიერი გადასახადი რაც ამ თანხასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, გადახდის დღეს არსებული ვალუტის კურსით ფუნტ სტერლინგში;
ბ)მოპასუხე სახელმწიფომ ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების სახით ხუთივე მომჩივანს სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს 50,000 ევრო (ორმოცდაათი ათასი ევრო), და დამატებით ნებისმიერი გადასახადი რაც ამ თანხასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, გადახდის დღეს არსებული ვალუტის კურსით ფუნტ სტერლინგში;
გ)ზემოთხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპუს ცენტრალური ბანკის ზღვრული განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამ პროცენტიანი განაკვეთი;
8.არ აკმაყოფილებს მომჩივანთა დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
9. შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადდა ზეპირ მოსმენაზე 2011 წლის 7 ივლისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე (§2 და § 3) მუხლების შესაბამისად.
მაიკლ ობოილი ჟან-პოლ კოსტა
რეგისტრატორის მოადგილე თავმჯდომარე
კონვენციის 45§2 და სასამართლოს რეგლამენტის 74§2 მუხლების შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებები:
ჟ.-P.ჩ.
M.O.B.
მოსამართლე როზაკისის თანმხვედრი მოსაზრება
კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული წევრი სახელმწიფოს იურისდიქციასთან დაკავშირებით ზოგადი პრინციპების მოშველიებისას (იხილეთ დიდი პალატის გადაწყვეტილების 130-ე პუნქტი), სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, ტერიტორიული ასპქეტის გარდა, რომელიც წევრი სახელმწიფოს იურისდიქციის კომპეტენციას განსაზღვრავს, არსებობს „გამონაკლისი გარემოებები, რომლებმაც შეიძლება შესაძლებელი გახადონ წევრი სახელმწიფოს მიერ მისი ტერიტორიული საზღვრების გარეთ იურისდიქციის განხორციელება“ (იხ. ზევით 132-ე პუნქტი). აღნიშნულის შემდეგ სწორედ ასეთ გამონაკლისი შემთხვევებზე მსჯელობა უნდა მოხდეს. 133-ე-147-ე პუნქტებში სახელწოდებით „სახელმწიფო წარმომადგენლის მმართველობა და კონტროლი, „გამონაკლისი შემთხვევების“ მაგალითად მოყვანილია შემთხვევები, რომელშიც ექსტრატერიტორიულად მოქმედი სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლებიც ახორციელებენ მმართველობასა და კონტროლს პიროვნებებზე, ქმნიან იურისდიქციულ კავშირს თავის სახელმწოფოსთან, ისევე როგორც კონვენციიდან გამომდინარე ვალდებულებებს და ხდიან პასუხისმგებელს თავის სახელმწიფოს მისი წარმომადგენლების ქმდებებისა თუ უმოქმედობებისათვის. საუბარია შემთხვევებზე, როდესაც სახელმწიფოები ხელყოფენ კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს ასეთი ექსტრატერიტორიული იურისდიქციის გამონაკლისი შემთხვევების მაგალითები ნახსენებია განჩინებაში (იხილეთ 134-ე-136-ე პუნქტები) და ეხება დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების წარმომადგენელთა ქმედებებს, უცხო ტერიტორიიზე იმ პირის მიერ მმართველობისა და კონტროლის განხორციელებას, რომელიც ტერიტორიაზე მესამე სახელმწიფოს თანხმობით, მოწვევით ან ნებართვით იმყოფება და ასევე თავისი ტერიტორიის გარეთ მოქმედ სახელმწიფო წარმომადგენელთა მხრიდან ძალის გამოყენებას.
Aამ ნაწილამდე მსჯელობას ვეთანხმები, მაგრამ შემდეგ “ეფექტიანი კონტროლი სივრცეზე” სახელწოდებით, სასამართლო უთითებს “იურისდიქციის პრინციპის სვა გამონაკლისზე...”, როცა “სახელმწიფო კანონიერი თუ არაკანონიერი სამხედრო ქმედებებით ახორციელებს ეფექტიან კონტროლს თავისი ეროვნული ტერიტორიის გარეთ მდებარე სივრცეზე.” ვწუხვარ, მაგრამ ვერ დავეთანხმები სასამართლოს, რომ იურისდიქციის მოცემული საფუძველი წარმოადგენს იურისდიქციის სხვა საფუძველს, რომელიც განსხვავედება “სახელმწიფოს მმართველობის და კონტროლის“ იურისდიქციული კავშირისგან. ჩემის აზრით, ზემოთნახსენები მაგალითი არის უკანასკნელი იურისდიქციული კავშირის ნაწილი და ეხება მის კონკრეტულ ასპექტს. Gგანმასხვავებელი ელემენტები, რომლებიც გამოარჩევს ერთმანეთისგან იმ კონკრეტულ ასპექტს სასამართლოს მიერ ნახსენები იურისდიქციული კატეგორიებსგან შეიძლება წარმოჩინდეს კომულაციურად ან იზოლირებულად შემდეგნაირად : ა) ძალის ფართომასშტაბიანი გამოყენება ; ბ) ტერიტორიის ოკუპირება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში; და/ან გ) ოკუპაციის შემთხვევაში, დაქვემდებარებული ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ ძალაუფლების განხორციელება, რომელთა ქმედებები არ ათავისუფებენ ოკუპანტ სახელმწიფოს კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან.
შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ სასამართლოს მხრიდან საკითხისადმი სწორი მიდგომა იქნებოდა, თუკი ეს უკანასკნელი იურისდიქციის იმ ასპექტს “სახელმწიფო მმართველობისა და კონტროლის” ტესტის განხორციელებაში მოიცავდა და უბრალოდ განსაზღვრავდა, რომ “ეფექტიანი” კონტროლი არის იურისდიქციის განხორციელების პირობა, რომელიც სახელმწიფოს კონვენციის ფარგლებში აქცევს, როგორც ეს პირველი მუხლით არის დადგენილი.
მოსამართლე ბონელოს თანმხვედრი მოსაზრება
1. ექვსი საქმე უპირველეს ყოვლისა ეხება საკითხს თუ რამდენად ექცეოდნენ ერაყელი სამოქალაქო პირები რომლებიც სავარაუდოდ არასაბრძოლო ვითარებაში გაერთიენბული სამეფოს ჯარისკაცების ხელში, გაერთიანებული სამეფოს მიერ ოკუპიროებულ ბასრას რეგიონში (ერაყი) გარდაიცვალნენ, გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში.
2. როდესაც 2003 წლის მარტში გაერთიანებულმა სამეფომ და სხვა კოალიციურმა ძალებმა ერაყი დაიპყრეს, დროებითმა კოალიციურმა მთავრობამ (ჩPA) სრული იურისდიქციული ძალაუფლება ერაყზე ამ ძალებს გადასცეს: “ჩPA-ის აქვს სრული აღმასრულებელი, საკანონმდებო და სასამართლო ხელისუფლება თავისი მიზნების მისაღწევად”. აღნიშნული მოიცავდა “საკანონდებლო საქმიანობას”: ” ჩPA დროებით მთავრობის უფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი”
3. Mმე სრულიად ვეთანხმები სასამართლოს განჩინებას, მაგრამ იმის დასადგენად ექცეოდნენ თუ არა მსხვერპლები გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში, მე განსხვავებულ ტესტს (“ფუნქციური იურისდიქციის” ტესტი) გამოვიყენებდი. თუმცა, მოცემულმა განჩინებამ ექსტრატერიტორიალური იურისდიქციის დოქტრინები მეტად საღად განათავსა ვიდრე ოდესმე, მე მაინც არ მიმაჩნია სრულად დამაკმაყოფილებლად ტრადიციული ტესტის ხელახალი დამუშავება.
Fფუნქციური იურისდიქციის ექსტრა-ტერიტორიალური იურისდიქცია ?
4. სასამართლოს პრეცედენტული სამართალი კონვენციის პირველ მუხლთან მიმართებით (წევრ სახელმწიფოთა იურისდიქცია) აქამდე დამაბნეველი იყო. აღნიშნული განპირობებული იყო თანმიმდევრული და აქსიომატური რეჟიმის დაარსების შეუძლებლობითა თუ სურვილის არქონით. რეჟიმის რომელსაც არსებითი საფუძველი ექნებოდა და გავრცელდებოდა იურისდიქციასთან დაკავშირებით წინააღმდეგობათა ფართო სპექტრზე.
5. დღემდე, წევრ სახელმწიფოთა ექსტრა-ტერიტორიალური იურისდიქციის საკითხებზე სასამართლომ რამდენიმე “წამყვანი” განჩინება გამოიტანა, რომელიც ეყრდნობოდა საჭიროებას განხილულიყო მხოლოდ საფუძვლები, რის შედეგადაც საკმაოდ არეული პრეცედენტული სამართალი მივიღეთ. Dდამკვიდრებული დოქტრინები ზოგისთვის საკმაოდ შორს მიდის, ზოგისთვის კი პირიქით საკმაოდ ზედაპირულია. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ საქმეებში სასამართლო თავის მოსაზრებებს ყოველთვის საქმის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს არგებს, არ არის გასაკვირი, რომ იგივე მოსაზრებები მოიკოჭლებს სხვა ფაქტობრივი გარემოებების მქონე საქმეებთან მიმართებით. ერთი განჩინებით დამკვიდრებული პრინციპები ასეთუისე გამართლებული ჩანს ცალკე აღებული, მაგრამ ეს პრინციპები უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს თუ მათ სხვა საქმეში დამკვიდრებულ პრინციპებს შევადარებთ. ისას საქმე წინააღმდეგობაშია ბანკოვიჩის საქმესთან. ბეჰრამისა და ბერიჩის საქმეების თანაარსებობაც მთლიანობაში საკმაოდ პრობლემატურია.
6. ლორდ როჯერს ლორდთა პალატიდან ჩემი სრული მხარდაჭერა ქონდა, როცა ამ უკანასკნელმა ექსტრა-ტერიტორიალური იურისდიქციის გამოყენებისას დაიჩივლა, რომ “ევროპული სასამართლოს განჩინებები და გადაწყვეტილებები არ იყო ერთგვაროვანი”. Gზოგიერთი განსხვავება, რომლსაც მან ხაზია გაუსვა “საკმაოდ სერიოზული ჩანს”.
7. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ კონვეციის პირველ მუხლთან დაკავშირებით პრეცედენტულმა სამართალმა მოცემულ განჩინებამდე განავრცო ყველაფერი და ყველაფრის საწინააღმდეგო. შედეგად, სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესმა სტრასბურგში დახარჯა მეტი ენერგია იმის თანხვედრაში მოყვანაში რაც ძნელად თუ არის თანხვედრაში მოყვანადი, ვიდრე უფრო უნივერსალურად გამოყენებადი ინტელექტუალური არგუმენტების წამოყენებაში. იურისდიქციის ექსტრა-ტერიტორიალური გამოყენების მნიშვნელოვანი რაოდენობის განსხვავებული მიდგომებით ექსპერიმენტირება აქამდე ერთი საქმიდან მეორეში ხდებოდა და ზოგიერთი მათგანი შიდა წინააღმდეგობებით ხასიათდებოდა.
8. ჩემი მიამიტი თხოვნაა დავუბრუნდეთ დაფას. რომ შევეშვათ დოქტრინების ჩამოყალიბებას, რომლებიც თითქოს მოიცავენ ფაქტებს და ამის ნაცვლად დავაფასოთ ფაქტები უცვლელი პრინციპების წინააღმდეგ რომლებიც კონვენციის ფუნდამეტურ ფუნქციებს უდევს საფუძვლად.
9. კონვენციის დამფუძნებელი წევრები და თითოეული შესაბამისი ხელშემკვრელი მხარე იღწვოდა ერთი მიზნისკენ, რომელიც ერთ დროს უსასრულო იყო: ადამიანის უფლებათა სამართლის უზენაესობა. Kკონვენციის პირველი მუხლით მათ აიღეს ვალდებულება, თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში, ყველასათვის უზრუნველყოთ კონვენციით განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები. აღნიშნული იყო და რჩება კონვენციის ქვაკუთხედად. Mმოცემული იყო და რჩება კონვენციის პრეამბულით გამოცხადებულ დღის წესრიგად: ფუნდამენტური ადამიანის უფლებების “უნივერსალური და ეფექტიანი აღიარება და დაცვა.”
10. სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების დაცვას 5 ძირითადი გზით: უპირველეს ყოვლისა ადამიანის უფლებათა დარღვევისაგან (თავისი წარმომადგენლების მეშვეობით) თავის შეკავებით; შემდეგ ისეთი სისტემის ქონით, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციას ახდენს; ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიებით; იმ სახელმწიფო წარმომადგენლების დასჯით, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს; და ბოლოს ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთა კომპენსაციით. აღნიშნული წარმოადგენს ძირითად მინიმუმ ფუნქციებს რაც კონვენციის ხელმომწერ ყველა სახელმწიფოს აქვს ნატვირთი.
11. “ფუნქციური ტესტი”-ს მიხედვით, სახელმწიფო ეფექტიანად განახორციელებდა “იურისდიქციას” ყველა შემთხვევაში როცა მას ძალუძს შეასრულოს ან არ შეასრულოს ზემოაღნიშნული ხუთი ფუნქციიდან ნებისმიერი. ძალიან მარტივად რომ ითქვას, კონვენციის პირველი მუხლის გაგებით, სახელმწიფო ახორციელებს იურისდიქციას მაშინ როდესაც ზემოაღნიშნულ ფუნქციათა დაცვა ან დარღვევა მის მმართველობასა და კონტროლშია.
12. “იურისდიქცია” ნიშნავს არც მეტი და არც ნაკლები “მმართველობას” და “კონტროლს“. კონვეციით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან მიმართებით, იურისდიქცია არც ტერიტორიალურია და არც ექსრა-ტერიტორიალური : ის უნდა ყოფილიყო ფუნქციური- იმ გაგებით, რომ როდესაც სახელმწიფოს მმართველობასა და კონტროლშია მოხდება თუ არა დანაშაულის ჩადენა, დამნაშავეთა გამოვლენა და დასჯა, დარღვევის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდა, თავის მოტყუება იქნებოდა იმის გაცხადება რომ, ხო, სახელმწიფო ახორციელებდა მმართველობასა და კონტროლს, მაგრამ უი, არა, იგი ვერ ახორციელებდა იურისდიქციას.
13. კონვენციის რატიფიცირებით აღებულ ვალდებულებებს თან ახლავს მათი შესრულების ვალდებულება. იურისდიქცია წარმოიშვება ამ ვალდებულებათა აღების ფაქტით და მათი შესრულების (ან შეუსრულებლობის) შესაძებლობის ქონით.
14. თუ ადამაინის უფლებათა სავარაუდო დარვევის ჩამდენები ერთი წევრი სახელმწიფოს მმართველობასა და კონტროლშია, ჩემთვის აბსოლუტურად შედეგობრივია, რომ მათი ქმედებები სახელმწიფოს მმართველობის ძალით რთავენ წევრი სახელმწიფოს იურისდიქციას. მე ვეწინააღმდეგები ნებისმიერ შიზოფრენიას, რომლის მიხედვითაც ნერვიული სნაიპერი ექცევა იურისდიქციის ქვეშ, მისი სროლა ხვდება იურისდიქციის ქვეშ, მაგრამ შემდეგ ამ ნერვიული სნაიპერის მსხევრპლები ბედნიერად იხრჩობიან სისხლით იურისდიქციის გარეთ. N
15. ამ დოქტრინის გარდა სხვა დოქტრინის მიყოლამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული აბსურდი პრაქტიკაში შედეგების თვალსაზრისით. თუ ორი ერაყელი სამოქალაქო პირი ერთად იმყოფება ქუჩაში ბასრაში და გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცი კლავს პირველს დაპატიმრებამდე და მეორე დაპატიმრების შემდეგ, პირველი კვდება უპატრონოდ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის კომფორტს მოკლებული და მეორე აღფრთოვანებული, რომ მისმა სიცოცხლემ დატოვა მისი სხეული გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის ფარგლებში. იგივე ჯარისკაცი გაერთიანებული სამეფოდან, იგივე იარაღი, იგივე საბრძოლო მასალა, იგივე ქუჩის მონაკვეთი-იგივე განსხვავეები. Mმე ამ ფსევდო-დიფერენციალებს ყალბად ვთვლი. მიმაჩნია რომ ისინი ხელს უწყობენ სამართლის კულტურას, რომელიც ყრვნის და არა ადამიანის უფლებათა მართლმსაჯულების მიზეზს.
16. ჩემის აზრით, გულწრფელი ტესტი ყველა გარემოებისათვის (ექსტრა-ტერიტორიალურის ჩათვლით), არის შემდეგი: დამოკიდებული იყო თუ არა სახელმწიფოს წარმომადგენლებზე სავარაუდო დარვევის ჩადენა/ არჩადენა? ხელეწიფებოდა თუ არა სახელმწიფოს დამნაშავეთა დასჯა და მსხვერპლთა ანაზღაურება ? დადებითი პასუხის შემთხვევაში ფაქტები პირდაპირ ექცევა სახელმწიფოს იურისდიქციაში. სხვა მოსაზრება მე მიმაჩნია, მოუქნელ, თავის გასამართლებელ ალიბზე ნადირობად, რაც არ შეეფერება არცერთ სახელმწიფოს, რომელმაც იკისრა ადამიანის უფლებათა “უნივერსალური” დაცვის უზრუნველყოფა იმის მიუხედავად შესწევს თუ არა მას ამის ძალა და დავამატებდი, არც სასამართლოებს, რომელთა ერთადერთი არსებობის მიზეზი რაისონ დ’ეტრე უნდა იყოს იმის უზრუნველყოფა, რომ აღნიშნული ვალდებულებებს არავინ გაექცეს. სასამართლომ, მოცემული განჩინებით საბენიეროდ სანიტარული კორდონი ჩააყენა მასსა და ზემოთანიშნულ მიდგომებს შორის.
17. ფუნქციური ტესტის აშკარა მხარდაუჭერლობამ, რომელიც მხოლოდ კონვენციის პროგრამულ დღის წესრიგს ეყრდნობა, წარსულში უსარგებლო ქვე-ტესტების მიღება გამოიწვია, როლებმაც შესაძლოა კონვენციის ღირებულებებისგან დაცლის როლი შეასრულეს. ზოგიერთმა ამ ტესტმა წაახალისა სამართალდამრღვევები და დაუცველი დატოვა მათი მსხვერპლები. ჩემთვის თავდაპირველი კითხვები რომლებიც უნდა დაისვას დადის შემდეგამდე: როდესაც სახელმწიფო ახდენს კონვენციის რატიფიცირებას, იღებს თუ არა ეს უკანსაკნელი ვალდებულებას მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებებს სადაც შეიძლია, თუ იგი კისრულობს ვალდებულებას მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებებს მხოლოდ მის საზღვრებში და დაარღვიოს Yყველგან სხვაგან ? წევრმა სახელმწიფომ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა იმ მიზნით რომ განესხვავებინა ადამიანის უფლებები მის ტერიტორიაზე და სხვაგან ?
18. მე წინააღმდეგი ვარ მოვიწონო ადამიანის უფლებათა à la carte დაცვა. მე სუსტი მოსაზრების ვარ ადამიანის უფლებათა დაფასების, რომელიც გეოგრაფიულ კოორდინატებიდან გამომდინარე შემთხვევითი და დაახლოებითი გამოდის. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს ფუნდამენტურ უფლებებს საკუთარ ტერიტორიაზე, მაგრამ შემდეგ აგდებით ეკიდება მათ სხვაგან არ ეკუთვნის იმ ქვეყანათა ერთობლიობას რომელთათვისაც ადამიანის უფლებათა უზენაესობა არის როგორც მისია ისე საყვირის ხმა. გაერთიანებული სამეფო ჩემი გაგებით სამწუხაროდ დავობს, რომ მან კოვენციის რატიფიცირება მისი სამხედრო ძალების ქმედების თვალთახედვის სიფართოვის მიხედვით რეგულირებს განზრახვით მოახდინა: ჯელტმენი სახლში, ბანდიტები სხვაგან.
19. ფუნქციური ტესტი, რომელსაც მე გთავაზობთ მოემსახურებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო ამაღლებულ წვდომას, მაგ. წევრ სახელმწიფოებზე დაკისებულ პოზიტიური ვალდებულებების დაცვის პატვისცემას : იყო სახელმწიფოს მმართველობასა და კონტროლში იმის გათვლა, რომ პოზიტიური ვალდებულებები შესრულდებოდა ? თუ იყო, მაშინ თამაშში შემოვა სახელმწიფოს ფუნქციური იურისდიქცია ყველა მისი ბუნებრივი შედეგებით. თუ სახელმწიფო არ ახორციელებს ისეთ მმართველობასა და კონტროლს რომ უზრუნველყოს მისი ყველა ან ნებისმიერი პოზიტიური ვალდებულების უზრუნველყოფა ექსტრა-ტერიტორიალურად, ასეთი ფუნქციური მმართველობისა და კონტროლის უკმარისობა გამორიცხავს იურისდიქციას იმ კონკრეტულ უფლებებთან მიმართებით რომლის შესრულებაც მას არ ძალუძს.
20. ეს იქნებოდა ჩემი უნივერსალური ხედვა იმისა თუ რას წარმოადგენს ეს სასამართლო- ნათელი ხაზოვანი მიდგომა და არა საქმიდან საქმეზე მიდგომა, ასე თუ ისე შთაგონებული, ასე თუ ისე მოდუნებული, იმპროვიზაციები რომელიც რევს სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს დოქტრინებით, რომლებიც საუკეთესო შემთხვევაში შეუთავსებადია და საუარესო შემთხვევაში აშკარად წინააღმდეგობრივია- და არც ერთი არ არის გაზომილი ადამიანის უფლებათა უნივერსალურობის და უზენაესობის მთავარი საზომის წინააღმდეგ არსად და არასდროს.
გამონაკლისები?
21. ფუნქციური იურისდიქციის დოქტრინა მე ისეთ ხაზოვნად და დაუძლევლად მიმაჩნია, რომ არ ვისურვებდი დავთანხმებოდი რაიმე გამონაკლისს, განსაკუთრებით თითქმის აბსოლუტურ სიცოცხლის უფლებასთან და წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვასთან მიმართებით. ოკუპანტი ძალისთვის დამახასიათებელი იურისდიქციის (რომელიც როგორც წესი სამხედრო დაპყრობიდან გამომდინარეობს) პრინციპზე პოზიციის შეცვლის გარეშე ყველაზე დიდი, სასამართლოს შეეძლო განეხილა ძალიან მცირე რაოდენობის გამონაკლისები იმასთან მიმართებით თუ როგორ გამოიყენება კონვენციის მეორე და მესამე მუხლები ეროვნული უსაფრთხოებისათვის მკაფიო და მყისიერი საფრთხეების არსებობის შემთხვევაში, მე პირადად არც ერთ გამონაკლისს არ დავუშვებდი.
დასკვნა
22. ამ სპეფიციკურ საქმეებში ფუნქციონალური ტესტის გამოყენებით, მე ვაკეთებ აშკარა და აბსოლუტურ დასკვნას, რომ ყველა ფაქტი და გაერთიანებული სამეფოს მოხელეთა მიერ სავარაუდოდ მოკლული ყველა დაზარალებული ექცევა გაერთიანებული სამეფოს პირდაპირ იურისდიქციაში, რომელსაც ჰქონდა ვალდებულება უზრუნველეყო კონვენციის მეორე და მესამე მუხლების შესრულება ბასრასა და მის შემოგარენში. უდავოა ის ფაქტი, რომ ყველა ის მოხელე, რომელმაც სავარაუდოდ ჩაიდინეს მოქმედებები, რამაც გამოიწვია დაზარალებულთა გარდაცვალება, იმყოფებოდნენ გაერთიანებული სამეფოს მმართველობის და კონტროლ ქვეშ; შესაბამისად, გაერთიანებული სამეფოს მმართველობის და კონტროლის საგანი იყო ამ გარდაცვალებათა გამოძიება, არ გამოძიების საკითხი; გაერთიანებული სამეფოს მმართველობისა და კონტროლის საგანი იყო ადამიანის უფლებათა დამრღვევების დასჯა, თუ მოხდებოდა მათი დადგენა; და გაერთიანებული სამეფოს მმართველობასა და კონტროლ ქვეშ იყო დაზარალებულთათვის ან მათი მემკვიდრეებისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხი. იმის დასკვნა, რომ ეს ყველაფერი გაერთიანებული სამეფოს სრული მმართველობისა და კონტროლ ქვეშ განხორციელდა და მაინც არ ჰქონდა მას იურისდიქცია, ჩემთვის ისევე გამომდინარეობს ფაქტებიდან, როგორც კარგი ზღაპარი და არ არის სარწმუნო.
23. ამ საქმეში სასამართლოს მიერ გამოყენებული ტესტმა მიგვიყვანა იურისდიქციის დადგენის ერთსულოვან გადაწყვეტილებამდე, მიუხედავად ამისა, მე მჯერა რომ ფუნქციონალური ტესტი, რომელსაც მე მხარს ვუჭერ, უფრო უკეთ შეესაბამება ექსტრა-ტერიტორიალურ იურისდიქციულ დავას, რა ტესტიც არ უნდა ყოფილიყო აღიარებული, მე მაინც დავუჭერდი მხარს გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციის დადგენას ექვსივე მკვლელობასთან დაკავშირებით.
იურისდიქციის პრეზუმფცია
24. მე წარმოვადგენ ეროვნული სასამართლოების მიერ, კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად, ექტრა-ტერიტორიული იურისდიქციის გამოყენებისგან განსხვავებულ ტესტს სამხედრო ოკუპაციის შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხდება აღიარებული `საოკუპაციო ძალა” ჟენევის და ჰააგის ინტრუმენტების შესაბამისად. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, იქნება აღიარებული `საოკუპაციო ძალად”, უნდა გაჩნდეს პრეზუმპცია რომლის თანახმადაც `საოკუპაციო ძალას” გააჩნია `მმართველობა და კონტროლი” ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მოვლენებზე, რაც ხდება და ყველა იმ პირის მიმართ ვინც იმყოფება – იმ შედეგებით, რაც იურიდიული პრეზუმფციიდან მომდინარეობენ. შემდგომ მტკიცების ტვირთი გადავა საოკუპაციო ძალაზე და მას მოუწევს იმის დამტკიცება რომ ანარქიის მდგომარეობა და მოქმედების შეუძლებლობა იყო სახეზე და რომ ეფექტიანი მმართველობა და კონტროლი არ ხორციელდებოდა. მომავალში დაზარალებულს აღარ მოუწევს ომის დროინდელი დანაშაულების დამტკიცება, რათა დადგინდეს საოკუპაციო ძალის მიერ მმართველობის და კონტროლის განხორციელების ფაქტი. მხოლოდ საოკუპაციო ძალას მოუწევს პრეზუმფციის დაძლევა.
25. მე გამიჭირდა გამეგო ეროვნული სამართალწარმოების ფარგლებში განხორციელებული განმარტება, რომლის მიხედვითაც მომჩივნებმა ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ გაერთიანებული სამეფოს მმართველობა და კონტროლი ბასრას რეგიონში. მე მჯერა, რომ ოკუპაციის ფორმალური აღიარება უნდა იყოს განმცხადებლიდან მტკიცების ტვირთის მოპასუხე სახელმწიფოსთვის გადაკისრების საფუძველი.
26. და ჩემი აზრით, ოფიციალურად აღიარებული `ოკუპანტი სახელმწიფოსთვის” საკმაოდ რთული იქნება მმართველობის და კონტროლის უარყოფა სავარაუდო ქმედებებზე, მათ მსხვერპლებზე და დამნაშავეებზე. საოკუპაციო ძალამ აღნიშნული შეიძლება განახორციელოს მხოლოდ იმ ქმედებების მიმართ, რომლებიც მისი ძალების მიერ არ არის ჩადენილი კანონის და წესრიგის სისტემური მარცხის შემთხვევაში. მიმაჩნია უცნაურად, რომ არ ვთქვა შეურაცხმყოფელად, საოკუპაციო ძალამ განაცხადოს, რომ მას არ აქვს მმართველობა და კონტროლი მის სამეთვალყურეო რგოლს დაქვემდებარებულ ჯარისკაცთა მიერ ჩადენილ ქმედებებზე, ანუ სახეზეა ერთის მხრივ იმის თქმა, რომ ქმედების ჩამდენნი არიან სახელმწიფოს ეფექტიანი მმართველობის და კონტროლ ქვეშ, ხოლო მეორეს მხრივ ჩადენილ ქმედებებზე და დაზარალებულებზე მმართველობის და კონტროლის მოხსნა.
27. ჩემი აზრით, იურისდიქცია დადასტურებულია, როცა დადგენილია ქმედებებზე განხორციელებული მმართველობა და კონტროლი. ჩემთვის, ამ საქმეებში, სურეალურ სამყაროს მიღმაა იმის გაცხადება, რომ სამხედრო აპარატმა, რომელიც შევიდა ერაყში როცა მოისურვა, დარჩა იქ რამდენი ხანიც უნდოდა და დატოვა იქაურობა, როცა მისი ინტერესების უზრუნველსაყოფად აღარ ჭირდებოდა აღნიშნული, შეიძლება დარწმუნებით განაცხადოს, რომ არ ახორციელებს მმართველობას და კონტროლს კონკრეტულ ტერიტორიაზე, რომელზეც საომარი თამაშები ხორციელდებოდა გამარჯვებულთა მიერ. გაუმართლებელია სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის მოხსნა იმ ქმედებების გამო, რომლებიც ჩადენილია მისი ოფიცრების მიერ, ანუ პირების მიერ, რომლებიც ატარებენ მის უნიფორმებს, იყენებენ მის იარაღებს, მოძრაობენ მის სამხედრო ბაზებში და ბრუნდებიან იქ. 6-მა დაზარალებულმა დაკარგა სიცოხლე გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცების უკანონო ქმედებების შედეგად არასაბრძოლო სიტუაციაში – მაგრამ პასუხს არავინ აგებს მათი სიკვდილისთვის. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავადანაშაულოთ ბოროტი თვალი.
28. იურისდიქცია წარმოიშობა არა მხოლოდ დემოკრატიული მმართველობით, დაუნდობელი ტირანიით ან კოლონიური უზურპაციით. იგი ასევე მომდინარეობს იარაღის ლულიდან. არასამხედრო სიტუაციებში, ყველა არის იმ პირის მმართველობის და კონტროლ ქვეშ ვინც იარაღს უმიზნებს მათ.
სასამართლო პრაქტიკის არასრულყოფილება
29. უდავოა ის ფაქტი, რომ სასამართლოს დღევანდლამდე არ განეხილა ამგვარი საქმე, სადაც ფაქტობრივი გარემოებები იყო ანალოგიური. სასამართლოს აქამდე მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში ქონდა იმის შესაძლებლობა, რომ განემარტა ექსტრა-ტერიტორიალური იურისდიქციის შემთხვევები, მაგრამ ყველა რადიკალურად განსხვავებული შინაარსის იყო. იმის მცდელობა, რომ იურისდიქციული დოქტრინები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ საზღვარგარეთ რადიო სადგურზე ერთჯერადი საჰაერო დარყმის შედეგად წარმოშობილი ფაქტების გარშემო, გავრცელებულიყო სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებიც ჩადენილია საოკუპაციო ძალების ჯარისკაცების მიერ, რომლებიც სამი წლის განმავლობაში ახორციელებდნენ უცხო ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო კონტროლს, ყველაფერია ლოგიკური შედეგის გარდა. მე მიმაჩნია სასამართოს მიერ ჩამოყალიბებული იურისდიქციული გაიდლაინების ძიება დროის კარგვად იმ საქმეებში, რომლებიც ეხება საფრაგეთის მიერ ნარკოტიკებით დატვირთული კამბოჯის გემის შეპყრობას ტვირთის შემოწმების და ეკიპაჟის სასამართლოს წინაშე წარდგენის მიზნით (Mედვედყევ), მაშინ როცა შესაფასებელი საკითხია გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ ძლიერი სამხედრო შენაერთების (რომელიც ოფიციალურად საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ცნობილია `საოკუპაციო ძალად” და რომელიც იმყოფება იქ განუსაზღვრელი ვადით) მიერ სამი წლის განმავლობაში დაპყრობილი დიდი ტერიტორია.
30. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ინტენსიური ძებნა ზუსტი პრეცედენტების, ისევე შედეგიანია, როგორც კროსვორდის ერთი თავსატეხის გადაჭრა მეორის მინიშნებით. სასამართლოს შეეძლო, ჩემი აზრით, დაეწყო განხილვა, რომ აღნიშნული საკითხი იყო სამართლებრივი ტერრა ინცოგნიტა და შესაძლებელი იყო ექტრა-ტერიტორიალური იურისდიქციის ორგანული დოქტრინის შემუშავება.
ადამიანის უფლებათა ერთიანი ხასიათი
31. აღნიშნული ანალიზი არ ეწინააღმდეგება `ადამიანის უფლებათა ერთიანი ხასიათის” არგუმენტს, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის უფლებები არის განუყოფელი, თუკი დავადგენთ, რომ სახელმწიფოს აქვს ექტრა-ტერიტორიული იურისდიქცია, შემდეგ ამ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება აღასრულოს კონვენციით განსაზღვრული ყველა უფლებები. ამის საპირისპიროდ, თუ სახელმწიფო ვერ განახორციელებს კონვენციით განსაზღვრულ ყველა უფლებას, მას არ შეიძლება ჰქონდეს იურიდიქცია.
32. თითქმის ეგრეა. ექსტრა-ტერიტორიალურად, წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან აღასრულონ ყველა ის უფლებები, რომელთა შესრულების შესაძლებლობა აქვთ. შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ისეთი სიტუაცია, რომელშიც წევრ სახელმწიფოებს, როგორც ოკუპანტ ძალებს, აქვთ იმის ვალდებულება, რომ არ ჩაიდინონ წამება, უკანონო მოკვდინება, დასაჯონ ისინი, ვინც სჩადის მათ და გადასცეს კომპენსაცია დაზარალებულთ – ამავდროულად წევრი სახელმწიფოები არ არიან ვალდებულნი გააფართოონ მათი მმართველობა და კონტროლი იმგვარად, რომ უზრუნველყონ ყველა პირი განათლების, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლებებით: იმ უფლებების განხორციელება, რომლის შესაძლებლობაც ექნება სახელმწიფოს მოხვდება მისი იურისდიქციის ფარგლებში და რომლებისიც არა, ნათელი ხაზის საწინააღმდეგო მხარეს აღმოჩნდებიან. თუ `ადამიანის უფლებათა ერთიან ხასიათს” რამე მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, ვამჯობინებ იგი მოხსენიებულ იქნას `ადამიანის უფლებათა უნივერსალურ ბუნებასთან” ერთად.
33. მე მჯერა, რომ მოპასუხე სახელმწიფოზე არ ახდენს დადებით გავლენას ის მსჯელობა, რომ მათ არ აქვთ ბასრაში ფუნდამენტური უფლებების დაცვის შესაძლებლობა, იმის გამო რომ კონვენციით განსაზღვრული ყველა უფლების უზრუნვეყოფა შეუძლებელია.
იურისდიქციული ვაკუუმი?
34. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კოალიციის დროებით მმართველობაში, გაერთიანებული სამეფო იყო მოწინავე პარტნიორი და `გადაცემული ჰქონდა მთლიანი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება” დამარცხებულ ერაყზე, მან ცადა მოცულობითი და მკაფიო გზით დაეფიქსირებინა ის, რომ მას არ ჰქონდა მისთვის ჩაბარებულ ტერიტორიაზე იურისდიქციის განხორციელების შესაძლებლობა. მათ სასამართლოს არ განუცხადეს, თუ ვის ჰქონდა აღნიშნული. ვინ იყო ის მისტიური, უსახო კონკურენტი, რომელიც აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა სამი წლის განამვლობაში გაერთიანებული სამეფოსთვის გადაცემულ ტერიტორიაზე? იქ ნამდვილად არსებობდა საკმაოდ არამდგრადი სიტუაცია, ძალადობრივი შეტაკებების შესაძლებლობები და არასაიამოვნო, ფარული რეზისტენცია სამხედროების ყოფნის გამო.
35. მაგრამ ბასრას რეგიონში, რაღაც ხელისუფლება მაინც გასცემდა ბრძანებებს, იღებდა კანონებს (ჯურის დიცერე – სამართლის სავალდებულო ნორმის განმარტება), ამუშავებდა გამოსასწორებელ დაწესებულებებს, აგზავნიდა ფოსტას, ქმნიდა და ინახავდა კომუნიკაციებს, უზრუნველყოფდა სამედიცინო სერვისს, მიაწოდებდა წყალს და საკვებს, ახდენდა სამხედრო კონტრაბანდის ხელშეშლას და აკონტროლებდა დანაშაულებრიობას და ტერორიზმს მათი შესაძლებლობის ფარგლებში. ეს მმართველი, სრული და სრულყოფილი სახით გაერთიანებული სამეფოს სახმედროებისგან შემდგარი იყო (ხოლო, დაზიანებული და ამპუტირებული ნაწილი სხვათა მიერ იყო დაკომპლექტებული).
36. ალტერნატივა იქნებოდა იმის დასაბუთება, რომ ბასრა და მისი შემოგარენი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო უფლებამოსილებაში იყვნენ, მოექცნენ იურიდიულ აბსურდში, ლეგენდარულ შავ ხვრელში გაჩხერილნი და რომელთა ძლიერი სახელისუფლებო წყურვილი გაგრძელდა სამი წელი. იურიდიულ ბაზარზე აღნიშნულ დებულებას არ ეყოლება ბევრი მომხმარებელი.
ადამიანის უფლებათა იმპერიალიზმი
37. ვაღიარებ, რომ არ ვარ კმაყოფილი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის არგუმენტაციით, რომლის მიხედვითაც ევროპული კონვენციის ერაყში გავრცელების შემთხვევაში ვიღებდით `ადამიანის უფლებათა იმპერიალიზმს”. სახელმწიფოს კარგად არ ახასიათებს ის, რომ მათ გაავრცელეს სამხედრო იმპერიალიზმი მეორე სუვერენულ სახელმწიფოზე საერთაშორისო საზოგადოების ყველანაირი თანხმობის გარეშე და შემდგომ უარი თქვეს ადამიანის უფლებათა იმპერიალიზმის დამყარებაზე დამარცხებულ მტრის ტერიტორიაზე. ეს გავს იმ შემთხვევას, როდესაც ატარებ საერთაშორისო სამართლის ბანდიტის ბეჯს ამაყად, მაგრამ უცებ შეცბები, როცა ეჭვმიტანილი იქნები ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში
38. პირადად მე უფრო პატივისცემით შევხვდებოდი რამდენიმე სახელმწიფო მოხელის ამ საქალწულე სიმორცხვეს, სხვანაირ პირობებში. სამხედრო იმპერიალიზმის გულუხვობა და ადამიანის უფლებათა სტიგმით სიმორცხვე ჩემთვის არის არასაკმარისი წინააღმდეგობის გაწევა პოლიტიკური არათანმიმდევრულობისთვის. ჩემი გადმოსახედიდან, მე მჯერა რომ ისინი ვინც ახდენენ ომის ექსპორტს, უნდა ხედავდნენ პარალელურად ომის საშინელებებისგან დაცვის გარანტიების აუცილებლობასაც.
39. მე, როგორც ერთი, ვახდენ ჩემი მრავალფეროვნების რეკლამირებას. ჩემ ასაკში ოცნებების ქონა არც ისე სასურველია. მაგრამ ადამიანის უფლებათა იმპერიალიზმის სამუდამო მხარდაჭერა, ჩემთვის განსაკუთრებით მხარდასაჭერია.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy