© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
საქმე ალენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
(განაცხადი # 25424/09)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
12 ივლისი, 2013
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ გადახედვას.
საქმეზე ალენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, თავმჯდომარე,
ჯოსეფ კასადევალი,
გვიდო რაიმონდი,
ინეტა ზიემელე,
მარკ ვილიგერი,
იზაბელ ბერო-ლეფევრი,
ხანლარ ჰაჯიევი,
დავიდ თორ ბიორგვინსონი,
იან სიკუტა,
გეორგ ნიკოლაუ,
ანდრეს შაიო,
ლედი ბიანკუ,
ზდრავკა კალაიდიევა,
ვინსენტ ა. დე გაეტანო,
პოლ ლემენსი,
პოლ მაჰოუნი,
კრზისზტოფ ვოიტჩეკი, მოსამართლეები,
და მიხაელ ობოილე, სასამართლო მდივნის მოადგილე,
2012 წლის 14 ნოემბერს და 2013 წლის 22 მაისს დახურული განხილვის შედეგად, ამ უკანასკნელ დღეს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმის წარმოება დაიწყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (“კონვენცია”) 34-ე მუხლის საფუძველზე ბრიტანეთის მოქალაქის, ბატონი ლორენ ალანის (“განმცხადებელი”) 2009 წლის 29 აპრილს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ სასამართლოსთვის წარდგენილი განაცხადის (#25424/09) საფუძველზე.
2. განმცხადებელს, რომელსაც განესაზღვრა უფასო იურიდიული მომსახურება, წარმოადგენდა “სტივენსონსი”, ვიგანში არსებული სოლისიტორების კომპანია. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას (“მოპასუხე სახელმწიფოს”) წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი, ქალბატონი ი. აჰმადი, საგარეო და თანამეგობრობის სამსახური.
3. განმცხადებელი კონვენციის 6.2 მუხლის საფუძველზე ამტკიცებდა, რომ მისი გამართლების შემდეგ მისთვის მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებისთვის კომპენსაციის განსაზღვრაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებით დაირღვა მისი უფლება უდანაშაულობის პრეზუმფციაზე.
4. 2010 წლის 14 დეკემბერს განაცხადი გადაეცა მოპასუხე სახელმწიფოს. ასევე გადაწყდა განაცხადის დასაშვებობაზე მსჯელობა და საქმის არსებითად განხილვა ერთდროულად (მუხლი 29.1).
5. 2012 წლის 26 ივნისს მეოთხე სექციის პალატამ შემდეგი შემადგენლობით ლ. გარლიკი, დ. ბიორგვინსონი, ნ. ბრატზა, გ. ნიკოლაუ, ლ. ბიანკუ, ზ. კალაიდიევა, ვ. დე გაეტანო და ტ.ლ. ერლი, სექციის თანაშემწე, დათმო იურისდიქცია დიდი პალატის სასარგებლოდ, რაც არცერთ მხარეს არ გაუპროტესტებია (კომვენციის 30-ე მუხლი და სასამართლოს რეგლამენტის 72-ე მუხლი).
6. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26.4 და 26.5 მუხლის და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის საფუძველზე.
7. განმცხადებელმა და მოპასუხე სახელმწიფომ წერილობითი მოსაზრებები წარადგინეს განაცხადის დასაშვებობაზე და არსებით საკითხებზე.
8. საქმის მოსმენა გაიმართა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2012 წლის 14 ნოემბერს (მუხლი 59.3).
სასამართლოს წინაშე წარდგნენ:
(a) მოპასუხე სახელმწიფოს სახელით
ქალბატონი ი. აჰმედი, სახელმწიფოს წარმოამდგენელი,
ბატონიჯ. სტრაჩანი, კონსულტანტი,
ბატონის. გულბოურნი,
ბატონიგ. ბეირდი, მრჩევლები;
(b) განმცხადებლის სახელით
ბატონიჰ. სოუთეი (დედოფლის კონსულტანტი), კონსულტანტი.
სასამართლომ მოისმინა ბატონი სტრაჩანისა და ბატონი სოუთეის მიმართვების და სასამრთლოს მიერ დასმულ კითხვებზე მათი პასუხები.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
9. განმცხადებელი დაიბადა 1969 წელს და ცხოვრობს სკარბოროუში.
A. სისხლის სამართლის წესით მსჯავრდება
10. 2000 წლის 7 სექტემბერს ნოტინგემის სამეფო სასამართლოში განმცხადებელს მსჯავრი დაედო ნაფიცი მსაჯულების მიერ საკუთარი ოთხი თვის ვაჟის, პატრიკის მკვლელობისთვის. მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
11. მისი საქმის სასამართლო განხილვისას მტკიცებულება წარმოადგინეს ექსპერტმა სამედიცინო მოწმეებმა, რომელთაც აღწერეს, მისი ვაჟის დაზიანებები თუ რამდენად შეესატყვისებოდა შერყევას ან მის შედეგს. მსჯავრდება დაეყრდნო “ჩვილის რყევის სინდრომის” ჰიპოთეზას, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “თავის არაშემთხვევითი დაზიანება” (NAHI), იმაზე დაყრდნობით, რომ შიდა ქალის დადგენილი დაზიანებების ტრიადა შედგებოდა ენცეფალოპათიისგან, სუბდურალური ჰემორაგიისა და რეტინალური ჰემორაგიისგან, რაც იყო უკანონო ძალის გამოყენების დიაგნოზი ან მინიმუმ ძლიერი მიმანიშნებელი. სამივე დადასტურდა განმცხადებლის ვაჟის გარდაცვალების საქმეზე.
12. განმცხადებელმა მისი მსჯავრდებისთანავე არ გაასაჩივრა გადაწყვეტილება.
B. მსჯავრდების გაუქმება
13. სახელმწიფო ორგანოების მიერ იმ საქმეთა გადახედვის შემდგომ, რომლებიც საექსპერტო სამედიცინო მტკიცებულებას ეფუძნებოდა, განმცხადებელმა მოითხოვა და მას დაუკმაყოფილდა ეს მოთხოვნა სააპელაციო გასაჩივრების ხანდაზმულობის გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე. საჩივარი ეფუძნებოდა NAHI-ის შესახებ აღიარებული ჰიპოთეზის გასაჩივრებას ახალი სამედიცინო მტკიცებულების საფუძველზე, რომლითაც შემოთავაზებული იყო, რომ დაზიანებათა ტრიადა შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო სხვა გამომწვევ მიზეზთან და არა NAHI-სთან.
14. დაუზუსტებელ დღეს განმცხადებელი გაათავისუფლეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მას შემდეგ რაც მოიხადა თექვსმეტი თვე შეფარდებული სასჯელიდან.
15. სააპელაციო სამართალწარმოების კონტექსტში სააპელაციო სასამართლომ (სისხლის სამართლის კოლეგიამ) (“CACD”) სამედიცინო დარგის რამდენიმე ექსპერტისგან მოისმინა მტკიცებულებები. 2005 წლის 21 ივლისს სასამართლომ გააბათილა განმცხადებლის მსჯავრდება იმ საფუძვლით, რომ ის არ იყო დასაბუთებული.
16. აპელაციის სტადიაზე მტკიცებულებათა გადასინჯვისას სასამართლომ საკუთარი როლის შესახებ აღნიშნა შემდეგი:
“70. ... ამგვარი ხასიათის ზოგად საკითხებზე, როდესაც სახეზეა არსებითი განსხვავება ორ სარწმუნო სამედიცინო მოსაზრებას შორის, ჩვენი, სისხლის სამართლის სააპელაციო სასამართლოს, გადაწყვეტილება არ იქნება სათანადო ფორუმი ამ საკითხების გადასაწყვეტად. ეს სასამართლო აქცენტს გააკეთებს იმის გადაწყვეტაზე, დასაბუთებული იყო თუ არა მსჯავრდება, აპელაციისას წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გათვალისწინებით, რომელიც წარმოდგენილია დაბლა. არ შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი განსხვავება არ შეიძლება გადაწყდეს სასამართლო განხილვისას. სასამართლო განხილვისას, როდესაც ამგვარი საკითხები წამოიჭრება, ნაფიცი მსაჯულების (სისხლის სამართალწარმოებისას) და სასამართლოს (სამოქალაქო სამართალწარმოებისას) უფლებამოსილებაა გადაწყვტოს ეს, როგორც საქმის ფაქტობრივი მხარე, საქმეზე წარმოდგენილ ხელმისაწვდომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით...”
17. განმცხადებლის საქმის ფაქტობრივ გარემოებათა შეფასებასთან მიმართებით, სასამართლომ კვლავ აღნიშნა, რომ მისი ამოცანა იყო მსჯავრდების დასაბუთებულობის განსაზღვრა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე, მნიშნვნელოვანი იყო კორნჰილის ლორდ ბინგჰემის მიერ პენდლტონის (Pendleton) საქმეზე დადგენილი ტესტის (იხილეთ 47-ე პარაგრაფი დაბლა) გათვალისწინება, რაც გულისხმობდა იმის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, სასამართლო განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულებას შეეძლო თუ არა დასაბუთებულად შეეცვალა ნაფიცი სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდების შესახებ. მან განმარტა:
“143. ... საქმის სასამართლო განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულება და სააპელაციო გასაჩივრებისას სამეფო სასამართლოს მიერ წარდგენილი მტკიცებულება მყარ საქმეს წარმოადგენს [განმცხადებლის წინააღმდეგ]. [სამეფო სასამართლოს კონსულტანტის] წერილობითი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტრიადა დადასტურდა და მისი ეჭვქვეშ დაყენების ნებისმიერი მცდელობა სპეკულაციური იქნება, მყარია. მიუხედავად [განმცხადებლის] წინააღმდეგ მიმდინარე საქმის სიმყარისა, ჩვენ გარკვეული ეჭვები გვაქვს მსჯავრდების დასაბუთებულობასთან მიმართებით.
18. სასამართლომ გადახედა განმცხადებლის სახელით წარმოდეგნილი ექსპერტების სამედიცინო მტკიცებულებას და სამეფო სასამართლომ აღნიშნა მათ შორის განსხვავება და დაადგინა:
“144. პირველ ყოვლისა, იმისათვის, რომ არ დავაკმაყოფილოთ სააპელაციო საჩივარი, უნდა დავეთანხმოთ [სამეფო სასამართლოს კონსულტანტის] წერილობით მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სრულად უნდა უარვყოთ [განმცხადებლის ექსპერტის] ექიმ სქუიერის მტკიცებულება...
145. ... ჩვენ შორს ვართ ექიმი სქუიერის მტკიცებულების გაზიარებისგან ექიმი როკ-ადამსის [სამეფო სასამართლოს ექსპერტის] მტკიცებულების საპირისპიროდ. ნამდვილად, [მომჩივანის] მოსაზრებების სადაოობის შემქმნელი მტკიცებულების შეფასებისას ჩვენ თავს ვიკავებთ იმისგან რომ შეიძლება ექიმი სქუიერი მართალი იყოს. მაგრამ თანაბრად ამისა, საქმის ყველა გარემოებებში, მათ შორის განსხვავებაა ის, რაც ნაფიც მსაჯულებს უნდა შეეფასებინათ საქმეზე წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში.
146. მეორე, მიუხედავად იმისა რომ რეტინალური ჰემორაგიის მტკიცებულება რყევების განმამტკიცებელი ძლიერი მტკიცებულებაა, თავისთავად მხოლოდ ეს არ არის რყევების დიაგნიზის დამდგენი. თუკი სუბდურალური ჰემორაგია ეჭვქვეშ დადგება, რეტინალური ჰემორაგიის დადგენა ვერ შეავსებს ხარვეზს, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ, რომ ორივე შესაძლოა განხილულ იქნას ერთობლიობაში. ასევე დგას საკითხი, ექიმი ადამსი [განმცხადებლის მხარეს] იყო თუ არა სწორი, თავის შეხედულებაში იმის შესახებ, რომ ფიქსირებული და გაფართოებული გუგები, რაც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დააფიქსირა, ტვინის შეშუპების ნიშნები იყო.
147. მესამე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე განვაცხადეთ, რომ დაზიანებათა ტრიადის გამოსაწვევად უმრავლეს შემთხვევაში უხეშ მოპყრობაზე მეტი ძალა იქნება საჭირო, მტკიცებულება მიუთითებს, რომ იშვიათ შემთხვევებში დაზიანებები არ შეესატყვისება გამოყენებული ძალის ინტენსივობას. სულ მცირე, შესაძლებელია, რომ ამგვარ საგამონაკლისო შემთხვევებში (შესაძლოა ძალიან იშვიათ შემთხვევებში) ძალიან მცირე ძალასაც კი გამოეწვია კატასტროფული დაზიანებები.”
19. საქმეზე კლინიკური მტკიცებულების მნიშვნელოვნებაზე ხაზგასმით სასამართლომ ასევე განმარტა:
“150. ... და ბოლოს, [განმცხადებელი] ხასიათდებოდა როგორც ყურადღებიანი და მზრუნველი დედა. მან ექიმი ბარბერი გამოიძახა გვიან ღამე პატრიკთან დაკავშირებით მისი მღელვარების გამო. ექიმი ბარბერი მას აღწერდა როგორც მშვიდს და თვითკონტროლის მქონეს იმ მომენტში. სახელმწიფო ბრალდების მიერ სასამართლო განხილვისას წარმოდგენილ საქმეში აღწერილი იყო, რომ ექიმი ბარბერის წასვლის შემდეგ და 2.30 საათს შორის პერიოდში, როდესაც [განმცხადებელმა] სასწრაფო გამოიძახა, მან ძალადობრივად და უკანონოდ არყია პატრიკი. ჩვენს გადაწყვეტილებაში ეს ისტორია განხილულია ერთობლიობაში იმასთან, რომ თავის, სახის თუ სხეულის არეში არ აღინიშნებოდა სისხლნაჟღენთები; და რაიმე მოტეხილობის ან სხვა რაიმე ნიშანის არ არსებობა, გარდა დაზიანებათა ტრიადისა, მარტივად არ შეესატყვისება სამეფო სასამართლოს საქმეს დაზიანებათა ტრიადის საფუძველზე უკანონო თავდასხმის შესახებ, რაც თავის მხრივ ჰიპოთეზა იყო.”
20. სასამართლომ დაასკვნა:
“152. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამეფო სასამართლოს აგრუმენტები მყარია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ [განმცხადებლის] მხარის მიერ მოწვეული მოწმეებმა დამაჯერებლად ვერ გამოკვეთეს პატრიკის დაზიანებების ალტერნატიული მიზეზები. მაგრამ, სააპელაციო საჩივარში ტრიადა გამიჯნულია, ხოლო ჩვენს გადაწყვეტილებაში კლინიკური მტკიცებულება NAHI-სგან განგვარიდებს. შესაბამისად ტრიადა შესაძლოა არ იყოს უეჭველად აქამდე განხილული მიზეზებით გამოწვეული. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი მტკიცებულების ჩვენეული შეფასებით მხოლოდ ტრიადის არსებობა ავტომატურად ან აუცილებლად არ შეიძლება გახდეს NAHI-ის დიაგნოზის საფუძველი.
153. სასამართლო განხილვისას ცენტრალურ საკითხს წარმოადგენდა [განმცხადებელმა] გამოიწვია თუ არა საკუთარი შვილის, პატრიკის სიკვდილი უკანონო ძალის გამოყენებამ. ჩვენ საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას, ახალი მტკიცებულება, რომელიც სიკვდილის გამომწვევად მიიჩნევა და ტრიადის გამოსაწვევად აუცილებელი ძალის ინტენსივობა, იქონიებდა თუ არა დასაბუთებულ გავლენას ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე. ზემოთ აღნიშნულ საფუძვლებზე მითითებით ჩვენ ვასკვნით, რომ იქონიებდა. შესაბამისად, მსჯავრდება დაუსაბუთებელია და ეს სააპელაციო საჩვარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. მსჯავრდება გაუქმდება.”
21. საქმის ხელახალი განხილვის განკარგულება არ გაიცემა.
C. კომპენსაციის მოთხოვნა
1. სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება
22. მსჯავრდების გაუქმების შემდეგ განმცხადებელმა მიმართა სახელმწიფო მდივანს მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების სანაცვლოდ კომპენსაციის მისაღებად სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შესახებ 1988 წლის კანონის (“1988 წლის კანონი” - იხილეთ 49-53 პარაგრაფები დაბლა) 133-ე მუხლის საფუძველზე.
23. 2006 წლის 31 მაისის წერილით განმცხადებლის სოლისიტორებს შეატყობინეს, რომ სახელმწიფო მდივანი არ მიიჩნევს, რომ ამ საქმეზე წარმოიშვა კომპენსაციის მიღების უფლება. წერილში აღნიშნული იყო:
“სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ თქვენი კლიენტი არ აკმაყოფილებს კანონის 133.1 მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილული სამედიცინო მტკიცებულებით არ ვლინდება ახალი ფაქტი ... სახელმწიფო მდივანი თვლის, რომ ახალი სამედიცინო მტკიცებულება დაზიანებათა ტრიადის გამომწვევი ძალის ინტენსივობის შესახებ არ არის ახალი ან ახლად აღმოჩენილი ფაქტი; არამედ ის მიუთითებს ცვალებად სამედიცინო მოსაზრებაზე ძალის ინტენსივობის შესახებ, რაც საჭიროა ტრიადის გამოსაწვევად და კატეგორიზდება როგორც ახალი მტკიცებულება უკვე ცნობილი ფაქტების შესახებ და არა როგორც ახალი ფაქტი.”
2. უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება
24. შედეგად განმცხადებელმა წამოიწყო მისთვის 1988 წლის კანონის 133-ე მუხლის საფძველზე კომპენსაციის გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართალწარმოება. ის ამტკიცებდა, რომ აკმაყოფილებდა ამ მუხლით დადგენილ კრიტერიუმს კომპენსაციის მისაღებად.
25. 2007 წლის 10 დეკემბერს უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი. მოსამართლემ დაიწყო CACD-ის მიდგომის განხილვა განმცხადებლის მსჯავრდების გაუქმების შესახებ, წარმოადგინა რა შემდეგი დასკვნები:
“21. ... (1) სასამართლომ პენდლტონის ტესტი გამოიყენა და არ გადაწყვიტა კომპლექსური სამედიცინო საკითხი, რომელიც წარმოიშვა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებიდან; (2) ერთადერთი რამ რაც მან გადაწყვიტა, არის ის რომ მისთვის წარდგენილი მტკიცებულების ნაფიცი მსაჯულების მიერ გაზიარება გამოიწვევდა ნაფიცი მსაჯულების მიერ მომჩივნის გამართლებას; (3) მიუხედავად ამ დადგენილებისა, სასამართლო მიიჩნევდა, რომ სამეფო სასამართლოს საქმე მტკიცედ არგუმენტირებული იყო. ჩემთვის გაუგებარია დასკვნა იმ ვარაუდის შესახებ, რომ ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ახალი სამართალწარმოების შემთხვევაში საქმის განმხილველი მოსამართლე ვალდებული იქნებოდა მითითება მიეცა ნაფიცი მსაჯულებისთვის მომჩივნის გამართლების შესახებ; (4) სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილული მასალები, რაზე დაყრდნობითაც მან საბოლოო დადგენილება მიიღო, ფაქტებისა და მოსაზრებების კომპლექსურ ნარევს წარმოადგენდა.”
26. მან დაადგინა, რომ CACD-მა არ გასცა საქმის ხელახლა განხილვის განკარგულება, არამედ მიიჩნია, რომ ეს არ იყო არსებითი, რადგანაც იმ დროისთვის განმცხადებელს მოიხდილი ქონდა სასჯელი და ხელახალი სასამართლო განხილვა უსაგნო იქნებოდა და არ მოექცეოდა საჯარო ინტერესში.
27. რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას კომპენსაციაზე, მოსამართლემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარემ აღიარა, რომ განმცხადებელმა მოიხადა სასჯელი იმ მსჯავრდების შედეგად, რომელიც შემდგომ გაუქმდა, 133-ე მუხლის თანახმად მისი საჩივრის დარჩენილი ელემენტი სადაო იყო. მან განმარტა:
“29. 133-ე მუხლის განმარტება გაითვალისწინა ლორდთა პალატამ საქმეზე R (მულენის განაცხადზე) შინაგან საქმეთა დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის წინააღდეგ (R (on the application of Mullen) v Secretary of State for the Home Department) [იხილეთ 54-62 პარაგრაფები დაბლა]. ლორდ ბინგჰამსა და ლორდ სტეინს შორის კარგად ცნობილი აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. საქმის ფაქტობრივი მხარე შორს არის წინამდებარე საქმისგან და გადაწყვეტილების ratio decidendi არ გვეხმარება ამ საჩივრის გადაწყვეტაში. მულენის მსჯავრდების გაუქმების საფუძვლები არ უკავშირდებოდა გამოძიებას ან სასამართლო განხილვის წარმართვას, ან მტკიცებულებას რასაც ის დაეყრდნო, შესაბამისად ის არ იყო კომპენსაციაზე უფლებამოსილი 133-ე მუხლის საფუძველზე. ამ საქმის განმასხვავებელი ნიშანი იყო ის, რომ მან ვერცერთ სტადიაზე ვერ დაადასტურა, რომ ფაქტიურად უდანაშაულო იყო იმ დანაშაულთან მიმართებით, რისთვისაც ბრალეულად ცნეს.”
28. მოსამართლემ აღიარა, რომ სახელმწიფო მდივნის მიერ კომპენსაციაზე უარის თქმის საფუძველმა გამოააშკარავა გადაჭარბებულად ვიწრო ხედვა იმის შესახებ რა იყო ახალი ან ახლად აღმოჩენილი ფაქტი. მან მიიჩნია, რომ სამედიცინო მოსაზრებისა და ფაქტის გამიჯვნა საგამონაკლისოდ რთული იყო და მომჩივნის მიმართ განსაკუთრებით უსამართლო იქნებოდა კომპენსაციის მოთხოვნაზე უარის თქმა, მხოლოდ იმიტომ რომ საჩივარი ეფუძნებოდა სამედიცინო მოსაზრების და ასევე კლინიკური მიგნებების ცვლილებას. თუმცა, ეს მიგნებები არ იყო განმცხადებლის მოთხოვნის განმსაზღვრელი, ისევე როგორც აზრი არ ქონდა სახელმწიფო მდივნისთვის მათ გადაგზავნას ხელახალი განხილვისთვის, თუკი ის ვალდებული იყო იგივე გადაწყვეტილება მიეღო კომპენსაციასთან დაკავშირებით, სხვა საფუძვლით წარდგენილი განაცხადის შემთხვევაში.
29. მოსამართლემ აღნუსხა განმცხადებლის კონსულტანტის წერილობითი მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისთვის არ იყო აუცილებელი იმის ჩვენება, რომ ის უდანაშაულო იყო მისთვის წაყენებულ ბრალდებაში; და [კონსულტანტის] მოსაზრება, რომ უმაღლესი სასამართლოს წინაშე სადაო არ გამხდარა, რომ თუკი ყველა განმცხადებელი შეძლებდა იმის ჩვენებას, რომ მათი ბრალეულობის შესახებ არსებობდა ეჭვი, რაც ნაფიცი მსაჯულების მიერ გამართლებას გამოიწვევდა, კომპენსაციის მოთხოვნა დასაშვები იქნებოდა. მოსამართლემ ეს მოსაზრება გარდაუვალად მიიჩნია და ეს უფლებაც, საქმეზე R (კლიბერის განაცხადის საფუძველზე) შინაგან საქმეთა დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის წინააღმდეგ R (on the application of Clibery) v. Secretary of State for the Home Department [2007] EWHC 1855 Admin ლორდი უმაღლესი მოსამართლის მიერ გაცხადებული მოსაზრებების ჭრილში, რომელიც შემდეგი შინაარსის არის:
“41. ... ლორდი ბინგჰემი [საქმეზე R (მულენი)] ... განიხილავს ორ განსხვავებულ მდგომარეობას, რომლებიც მისი აზრით 1988 წლის კანონის 133-ე მუხლით გათვალისწინებული “მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების” აღწერაში ექცევა. პირველის შემთხვევაში ახალი ფაქტებით ხდება იმის დემონსტრირება, რომ მომჩივანი უდანაშაულო იყო მისთვის წაყენებულ ბრალში. ამ გარემოებებში შესაძლებელია იმის გაცხადება, რომ თუ სადაო ფაქტები წარედგინებოდა ნაფიც მსაჯულებს, მისი მსჯავრდება არ მოხდებოდა. მეორე შემთხვევაში სახეზეა მოქმედება ან უმოქმედება, რომელიც საქმის სასამართლო განხილვისას არ უნდა წარმოჩენილიყო და რამაც ისე შელახა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომ შესაძლებელია იმის გაცხადება, რომ მისი “არამართებულად მსჯავრდება” მოხდა. ამ გარემოებებში შესაბამისი იქნება იმის გაცხადება, რომ მომჩვნის მსჯავრდება არ უნდა მომხდარიყო.’ ”
30. მოსამართლემ განაგრძო:
“42. ბატონმა სუთიმ (განმცხადებელი) არ მომმართა სტრასბურგში გაცხადებულ უდანაშაულობის პრეზუმფციაზე. მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას ამაზე მითითებით. ამ საკითხზე საკუთარ პოზიციას ის ინარჩუნებს მომავლისთვის. ამასთან მიმართებით მიმაჩნია, რომ კანონმდებლობის ენის გარეთ ექცევა იმ საქმის აღწერა, რომელზეც ნაფიცი მსაჯულები მივიდოდნენ სხვა გადაწყვეტილებამდე, აჩვენებდნენ რა ‘გონივრულ ეჭვს მიღმა რომ ადგილი ქონდა მართლმსაჯულების არასათანადო განხორციელებას’. ჩემი აზრით ლორდ ბინგჰემის მოსაზრებები პროცესის არასათანადოდ წარმართვის შესახებ არ არის რაიმე ფორმით დაკავშირებული საქმეებზე მტკიცებულების დონეზე მართლმსაჯულების არასათანადოდ წარმართვასთან. მტკიცებულების დონეზე მართლმსაჯულების არასათანადოდ წარმართვის საქმეებზე მოითხოვება, რომ ახალი ან ახლად აღმოჩენილი ფაქტები გონივრულ ეჭვს მიღმა აჩვენებდეს, რომ ადგილი ქონდა მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებას. ამის წარმოუჩენლობას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ახალი მტკიცებულება რომ არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი, სათანადო მიმართულების მქონე ნაფიცი მსაჯულები სხვა გადაწყვეტილებამდე მივიდოდნენ.”
31. მოსამართლემ ასევე დაადგინა:
“44. ავიღოთ საქმე, რომელზეც განსასჯელი დაკითხვისას ან სასამართლო განხილვისას - როდესაც მის წინააღდეგ არსებობს მხოლოდ მოწმის ჩვენება - რომელსაც თავის მხრივ მსჯავრი დაედო ამ მტკიცებულების საფუძველზე, მხარდამჭერ მტკიცებულებასთან ერთად მისი დუმილის სახით. თუკი ერთადერთი მოწმის ჩვენებასთან მიმართებით დადგინდა, რომ სრულიად არამართებული იყო, მოწმის არასათანადო მოტივის ან უბრალოდ შეცდომის გამო, ყველაზე ნაკლებად სადაოა, რომ ამ მომჩივნის საქმეზე ადგილი ქონდა მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებას, მიუხედავად იმისა, რომ არავის გადაუწყვეტია და ვერც ვერასდროს გაიგებდა, განსასჯელი იყო თუ არა ბრალეული წარდგენილ ბრალში. ეს მოსაზრება ვერ დააკმაყოფილებს მომიჩვანს. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოსთვის და ნაფიცი მსაჯულებისთვის სამედიცინო მტკიცებულების წარდგენის შედეგად მყარი მტკიცებულება არსებობდა მომჩივნის წინააღმდეგ. სახელმწიფო ბრალდების საქმისა და ყველა მტკიცებულების წარდგენის შემდეგ და სააპელაციო სასამართლოს აშკარად გაცხადებული მოსაზრების გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულების გადასაწყვეტი იყო ეს საკითხი...”
32. მან ბოლოს დაადგინა:
“45. როგორც ჩემს მიერ ციტირებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების [კლიბერის საქმეზე] ამონარიდები მიუთითებს, ამ სასამართლომ გადაწყვიტა შემდეგი: რომ ახალი მტკიცებულებით შეიქმნა შესაძლებლობა, რომ სასამართლო განხილვისას წარმოდგენილ მტკიცებულებასთან ერთობლიობაში გათვალისწინებით ნაფიც მსაჯულებს შეეძლოთ დამაჯერებლად მიეღოთ გამამართლებელი გადაწყვეტილება. ეს შორს არის გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დემონსტრირებისგან, რომ ამ საქმეზე ადგილი ქონდა მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებას. შესაბამისად და ამ მარტივი მიზეზის გამო მე არ ვაკმაყოფილებ წინამდებარე საჩივარს.”
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
33. განმცხადებელმა გაასაჩივრა. 2008 წლის 15 ივლისს სააპელაციო სასამართლომ (სამოქალაქო სამართლის კოლეგიამ) არ დააკმაყოფილა საჩივარი. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ლორდმა მოსამართლე ჰიუგესმა დაიწყო CACD-ის მიდგომის შეჯამება განმცხადებლის მსჯავრდების გაუქმებასთან მიმართებით. მან მიუთითა CACD-ის გადაწყვეტილებაში გამოხატულ დასკვნებში იმის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლის წინააღმდეგ მყარი საქმე კვლავ არსებობდა, სასამართლო არ იყო დარწმუნებული მსჯავრდების დასაბუთებულობაში. მან განაგრძო:
“17. ... ახალი მტკიცებულების წარდგენისას მსჯავრდების დასაბუთებულობის შესახებ გადაწყვეტილებას თავად სასამართლო იღებს და არ არის დამოკიდებული იმაზე თუ რა გავლენა ექნება ახალ მტკიცებულებას ნაფიც მსაჯულებზე, მაგრამ რთულ საქმეზე სასამართლომ შესაძლოა სასარგებლოდ მიიჩნიოს მათი წინასწარი მოსაზრების შეფასება, იმის დაზუსტებით, ამჟამად ხელმისაწვდომ მტკიცებულებას ექნებოდა თუ არა დასაბუთებული ზემოქმედება ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე მსჯავრდებულთან მიმართებით. წინამდებარე საქმეზე ნათელია, რომ CACD-მა ეს უკანასკნელი მიდგომა აირჩია და თავის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანწილად დაეყრდნო იმას, თუ რა გავლენა ექნებოდა მის მიერ მოსმენილ სამედიცინო მტკიცებულებას, თუკი ეს მტკიცებულება ხელმისაწვდომი იქნებოდა ნაფიცი მსაჯულებისთვის ... არ არსებობს ეჭვი, რომ სასამართლომ სათანადოდ განმარტა ამ საქმეზე წარმოდგენილი კლინიკური მიგნებები, როგორც ის საკითხები, რომელიც არ უნდა გადაეწყვიტა მას თავად, არამედ ის საკითხები, რომლებიც ნაფიც მსაჯულებს შეეძლოთ და უნდა გადაეწყვიტათ კიდეც სხვადასხვა ექსპერტთა მოსაზრებების მოსმენის შედეგად. ამ მიდგომის მიღებით, მან გადაწყვიტა, რომ ამჟამად ხელმისაწვდომი მტკიცებულება, ნაფიცი მსაჯულების მიერ მოსმენის შემთხვევაში, სხვა შედეგამდე მიიყვანდა.”
34. რაც შეეხება CACD-ის გადაწყვეტილებას საქმის ხელახლა განხილვის შესახებ განკარგულების არ გაცემის შესახებ, მოსამართლემ განმარტა:
“18. ... გასაჩივრების მომენტისთვის განმცხადებელმა მოიხადა სასჯელი და საკმაოდ დიდი დრო იყო გასული. გასაგებია, რომ ამ გარემოებებში საქმის ხელახალი განხილვის შესახებ მითითება არ გაუკეთებია სამეფო სასამართლოს, რადგანაც არ არსებობდა ეჭვი, რომ სასამართლო განხილვიდან მალევე მოხდებოდა მსჯავრდების გაუქმება.”
35. მოსამართლემ განიხილა “მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების” მნიშვნელობა და ლორდი ბინგჰემისა და ლორდი სტეინის განსხვავებული მიდგომები საქმეზე R (Mullen) შემდეგნაირად შეაჯამა:
“21. ... ლორდმა სტეინმა დაადგინა, რომ ამ კონტექსტში “მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელება” გულისხმობს განსასჯელის უდანაშაულობის აღიარებას. ლორდმა ბინგჰამმა ამ საკითხთან დაკავშირებით არ წარმოადგინა დასკვნითი მოსაზრება, მაგრამ ნათლად აღნიშნა, რომ ის ‘თავს შეიკავებდა ამ განმარტების აღიარებისგან’. ამასთან მიმართებით ის მზად იყო მიეღო, რომ ‘მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელება’ ამ კონტექსტში ვრცელდებოდა საქმეთა სასამართლო განხილვის მნიშვნელოვან ხარვეზებზე, მიუხედავად იმისა უდანაშაულობა აშკარა იყო თუ არა.”
36. თუმცა მან განმარტა, რომ ბატონი მულენის საჩივრის უსაფუძვლობასთან მიმართებით ლორდთა პალატის ერთსულოვნების გათვალისწინებით, ლორდი სტეინისა და ლორდი ბინგჰემის განსხვავებული ინტერპრეტაციები არ იყო მკაცრად აუცილებელი გადაწყვეტილებისთვის.
37. მოსამართლემ აღნიშნა, რომ განმცხადებლის კონსულტანტმა გაიზიარა, რომ განმცხადებლის უდანაშაულობის დემონსტრირება არ მოხდა გონივრულ ეჭვს მიღმა, და შედეგად CACD-ის გადაწყვეტილებით მსჯავრდების გაუქმების შესახებ. შესაბამისად, მან დაადგინა, რომ თუკი 1988 წლის კანონის 133-ე მუხლის ლორდი სტეინისეული განმარტება მართებული იყო, განმცხადებლის საჩივარი არ დაკმაყოფილდებოდა. თუმცა, განმცხადებელი მიიჩევდა, რომ ლორდი ბინგჰამის მიდგომა უნდა გაზიარებულიყო და ამ განმარტებაზე დაყრდნობით მისი საჩივარი დაკმაყოფილდა, რადგან მის საქმეზე სასამართლო განხილვისას მძიმე პრობლემები შეიქმნა, საქმეზე R (Mullen) ლორდი ბინგჰამის კომენტარების მიმოხილვისას მოსამართლემ აღნიშნა:
“26. ... აშკარაა, რომ “მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების” ვრცელი განმარტების არსებითი მახასიათებელია, რასაც [როდი ბინგჰამი] განიხილავდა, ის რომ ‘საქმის სასამართლო განხილვისას, რაღაც ძალიან ცუდად წარიმართა’...”
38. მოსამართლემ ასევე განმარტა:
“27. წინამდებარე საქმეზე საქმის სასამართლო განხილვისას ცუდად არაფერი წარმართულა, არც მძიმედ და არც სხვაგვარად. ‘არასრულყოფილ საექსპერტო მტკიცებულებაზე’ მსჯელობისას აშკარაა, რომ ლორდი ბინგჰამი ვერ განსჯიდა მტკიცებულებას, რომელიც გააზრებულად იქნა წარმოდგენილი და საქმის განხილვის მომენტისთვის ეფუძნებოდა სანდო ექსპერტიზას. ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას საქმის განხილვისას წარმოდგენილ ექსპერტის მტკიცებულებაზე, ის შესაძლოა საჭიროებდა მორგებას, ახალი სამედიცინო კვლევისა და/ან აზროვნების ჭრილში. ნებისმიერ შემთხვევაში, საქმის სასამართლო განხილვისას სამედიცინო მტკიცებულება არ წარმოჩინდა, როგორც ნაკლული, ამ შეზღუდული მნიშვნელობითაც კი. როგორც CACD-ის გადაწყვეტილების ჩემს მიერ ციტირებული ამონარიდები მიუთითებს, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ გასცდა იმის მინიშნებას, რომ სამედიცინო მოსაზრებებს შორის განსხვავება საჭიროებდა ნაფიცი მსაჯულების მიერ გადაჭრას. არც ის საქმე იყო, რომელზეც ნაფიც მსაჯულებს წარმოუდგინეს სამედიცინო კონსესუსი იმის შესახებ, რომ ტრიადა უკანონო მკვლელობის დიაგნოზი იყო. სამედიცინო მტკიცებულება მოუწოდებდა განმცხადებელს გაეზიარებინა, რომ ის უკავშირდებოდა უკანონო მკვლელობას, მაგრამ სადაო იყო ამგვარი დასკვნის აუცილებლობა. გასაჩივრება დასაშვები იყო, რადგანაც გასული წლების მანძილზე განმცხადებლის მხარდამჭერი მოსაზრების გასაჟღერებლად მეტი შესაძლებლობა გაჩნდა და ამას ამყარებდა ექიმი სუიერის მტკიცებულება, რაც ნაფიც მსაჯულებს არ მოუსმენიათ და რომელსაც CACD მიუხედავად არსებული ეჭვებისა, სრულად ვერ უგულებელყოფდა.
28. იგივე მიზეზებით, ეჭვიც არ მეპარება, რომ CACD-ის გადაწყვეტილება არ ავითარებს იმ ვარაუდს, რომ ახალი მტკიცებულების გამოვლენის შემდეგ მომჩივნის მიმართ არ არსებობდა რაიმე საქმე ...”
39. მოსამართლემ განაგრძო იმ ვითარების განხილვა, რომელშიც გამოჩენილ ექსპერტთა შორის აზრთა სხვადასხვაობა იმ დასკვნამდე მიიყვანდა, რომ საქმის სასამართლო განხილვა უგნური ან დაუსაბუთებელი იქნებოდა. მან აღნიშნა, რომ არ არსებობდა წყარო, რომელიც მიუთითებდა, რომ თუკი ექსპერტები დაზიანებების საფუძველზე მიღებულ დასკვნებზე ვერ თანხმდებოდნენ, საქმე ნაფიც მსაჯულებს არ უნდა გადაეწყვიტათ. საპირისპიროდ ამისა, მან მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის მტკიცებულებათა სტანდარტის გათვალისწინებით, ამგვარი უთანხმოების გადაჭრა ნაფიცი მსაჯულების ფუნქციების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებოდა. შესაბამისად მან დაასკვნა:
“29. წინამდებარე საქმეზე, არ არსებობდა იმის გაცხადების საფუძველი, რომ ახალი მტკიცებულების შედეგად აღარ არსებობდა საქმე, რომელიც ნაფიც მსაჯულებს უნდა განეხილათ. უფრო მეტიც, თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ (ახლა) არ არსებობდა საქმე, რომელიც უნდა გადაწყვეტილიყო, ის ამას პირდაპირ განაცხადებდა. საპირისპიროდ ამისა, უკვე მრავალჯერ განიმარტა, რომ საპირისპირო სამედიცინო მოსაზრებების შეფასების ნაფიცი მსჯაულების უფლებამოსილებად განსაზღვრა სრულად შეუსაბამო იქნება იმის დადგენასთან, რომ ახალი სამედიცინო მტკიცებულების საპასუხოდ საქმე არ არსებობდა. მსგავსად ამისა, პენდლონის კითხვის დასმა შემოწმების გზით შუსაბამოა იმის დადგენასთან, რომ საქმეს არ უნდა მიეღწია ნაფიც მსაჯულებამდე თუკი ახალი მტკიცებულება გამოვლინდებოდა.
30. ამ გარემოებებში, მე მივდივარ კონკრეტულ დასკვნამდე, რომ 133-ე მუხლის ლორდი ბინგჰემის მიერ არჩეულ განმარტებაზე დაყრდნობით ეს საქმე წარმატებით არ დასრულდება ...”
40. მიუხედავად იმისა, რომ ამ გარემოებებში არ იყო აუცილებელი ლორდი ბინგჰემისა და ლორდი სტეინის მიერ შემოთავაზებული, 133-ე მუხლის აგებულების განსხვავების გადაჭრა, მოსამართლემ უპირატესობა მიანიჭა ლორდ სტეინის მიდგომას, აღნიშნა რა, inter alia რომ:
“40 iii) მართალია სრულად ვეთანხმები, რომ CACD-ი თავდაპირველად არ განიხილავს ბრალეულობის საკითხს, არამედ მსჯელობს მსჯავრდების დასაბუთებულობაზე, საქმეებზე, სადაც განსასჯელის უდანაშაულობა იმთავითვე აშკარაა გონივრულ ეჭვს მიღმა ახალი ან ახლად აღმოჩენილი ფაქტის საფუძველზე, ეს გამოიკვეთება სასამართლოზე და გადაწყვეტილება ფაქტიურად ყოველ საქმეზე აშკარად მიუთითებს რომ ეს ასეა ... ჩემი აზრით ამ მუხლის მოქმედება რეალურ სირთულეებს ქმნის, თუკი [მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების] ფართო განმარტება იქნება გაზიარებული, აუცილებელი ხდება მსჯავრდების თითოეულ საქმეზე კითხვის დასმა, აკმაყოფილებს თუ არა ის 133-ე მუხლით გათვალისწინებულ გონივრულ ეჭვს მიღმა მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების კრიტერიუმს, თუ ეს უბრალოდ საქმეა, სადაც წარმოიშვა ეჭვი მსჯავრდების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. თუმცა, თუ მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელება გულისხმობს უდანაშაულობის დადგენას გონივრულ ეჭვს მიღმა, ამ საქმეებზე არ იარსებებს რაიმე სირთულე რაც აშკარა იქნება CACD-ის გადაწყვეტილებებიდან.”
41. რაც შეეხება განმცხადებლის წერილობით მოსაზრებას უდანაშაულობის პრეზუმფციაზე დაყრდნობით, მოსამართლემ მიუთითა [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საქმეზე სეკანინა ავსტრიის წინააღმდეგ (Sekanina v. Austria) 1993 წლის 25 აგვისტო, სერია A no. 266‑A; რუშიტი ავსტრიის წინააღმდეგ (Rushiti v. Austria), # 28389/95, 21 მარტი, 2000; ვეიქსელბრაუნი ავსტრიის წინააღმდეგ (Weixelbraun v. Austria), #33730/96, 20 დეკემბერი, 2001; O. ნორვეგიის წინააღმდეგ (O. v. Norway), # 29327/95, ECHR 2003‑II; და ჰამერნი ნორვეგიის წინააღმდეგ (Hammern v. Norway), # 30287/96, 11 თებერვალი, 2003. მან დაადგინა, რომ ისინი არ მიიყვანდნენ დასკვნამდე, რომ განმცხადებელი 133-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილი იყო კომპენსაციაზე, შემდეგ მიზეზთა გამო:
“35. i) ამ საქმეთაგან არცერთი არ ითვალისწინებდა ICCPR-ის [1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი - იხილეთ 65-ე პარაგრაფი დაბლა] კომპენსაციის გადახდის სქემას დამტკიცებული მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებისთვის, რაც წინამდებარე საქმეზე დავის საგანია.
ii) ICCPR-ის მე-14 მუხლი ადარებს კომპენსაციის უზრუნველყოფას 14.6 მუხლის თანახმად, რაც ამჟამად არის განხილვის საგანი და 14.2 მუხლს, ნორმა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.2 მუხლის იდენტურია. 14.6 მუხლით მოითხოვება უფრო მეტი ვიდრე მხოლოდ მსჯავრდების გაუქმება, კომპენსაციის უფლების წარმოშობისთვის, კერძოდ კი ის, რომ მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელება ერთდროულად აშკარა გახდეს ახალი ან ახლად გამოვლენილი ფაქტებით. არ მგონია, რომ ეს ნორმები შესაძლოა თანაარსებობდეს ამ პირობებში, თუკი 14.2 მუხლის მოქმედების შედეგია ის, რომ კომპენსაციისთვის არ მოითხოვება იმაზე მეტი ვიდრე მსჯავრდების გაუქმება ახალი ფაქტის საფუძველზე...
iii) მართალია ICCPR ევროპული კონვენციისგან დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა, 14.6 მუხლის იდენტური ნორმებია მოცემული ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლში. იგივე მიზეზებით წარმოუდგენელია, რომ მე-3 მუხლი მოქმედებდეს, თუკი ძირითადი კონვენციის 6.2 მუხლით იგულისხმება, რომ კომპენსაცია აუცილებლად მოყვება მსჯავრდების გაუქმებას ახალი მტკიცებულების საფუძველზე.
iv) როგორც ლორდმა სტეინმა აღნიშნა მულენის საქმეზე, განსხვავება განსახილველ ავსტრიის ეროვნულ სქემასა და მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით გათვალისიწნებულ საერთაშორისო სქემას შორის იყო ის, რაზეც მიუთითა სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე სეკანინა, 25-ე პარაგრაფი...
v) ავსტრიული და ნორვეგიული საქმეებიდან აშკარაა, რომ 6.2 მუხლის გავრცელებასა და არგავრცელებას შორის ზღვარი ძალიან მყიფეა. სეკანინას საქმეზე კომისიამ პირდაპირ განაცხადა, რომ 6.2 მუხლი ‘ბუნებრივად’ არ გამორიცხავს იგივე ფაქტებზე დაყრდნობას, საქმის არსებით ნაწილში გამართლების შემდგომ, განსასჯელის წინააღმდეგ სამოქალაქო საჩივრის წარდგენასთან მიმართებით და ეს უნდა მოხდეს რუტინულად, ისევე როგორც თანმდევი ბავშვზე ზრუნვის საქმეები. თუმცა საქმეზე ორი ნორვეგიის წინააღმდეგ (Orr v Norway) სასამართლომ დაადგინა, რომ 6.2 მუხლი მომჩივნისთვის წყვეტს კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობას გაუპატიურების საქმეზე გამართლების შემდგომ, მიუხედავად სამოქალაქო მოთხოვნასთან მიმართებით არსებული განსხვავებული მტკიცების სტანდარტისა; გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მოქმედების იმ ფორმას, რაც სასამართლომ გამოიყენა ამ უკანასკნელი საკითხის გადაწყვეტისას.
vi) ავსტრიულ და ნორვეგიულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა გამამართლებელი გადაწყვეტილებებს შორის კავშირის სიახლოვე და გადაწყვეტილება კომპენსაციის შესახებ. ავსტრიულ საქმეზე კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციაში იყო, თუმცა მას სხვა შემადგენლობის სისხლის სამართლის სასამართლო იღებდა გამართლების შემდეგ, როგორც ეს მაგალითად ინგლისში ხდება კონფისკაციის შესახებ ბრძანებასთან მიმართებით. უფრო მეტიც, სასამართლომ ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილების გაანალიზების შესაბამისად იმოქმედა. ნორვეგიულ საქმეებზე გამამართლებელი გადაწყვეტილება მოსამართლეებისა და ნაფიცი მსაჯულებისგან შემდგარმა სასამართლომ მიიღო და იგივე მოსამართლეებმა განიხილეს კომპენსაციის საკითხიც, მეტნაკლებად დაუყოვნებლივ...
vii) საპირისპიროდ ამისა, ახალი მტკიცებულების საქმეზე კომპენსაცია 14.6 მუხლის და 133-ე მუხლის საფუძველზე არ უკავშირდება გამართლებას. უფრო მეტიც, მისი გადახდა უნდა მოხდეს არა მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მსჯავრდება შეიცვალა, არამედ როდესაც ასევე დადგინდა გონივრულ ეჭვს მიღმა მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების დემონსტრირების დამატებითი ფაქტორები და შესაბამისად, რასაც ადგილი ქონდა.
viii) ეჭვს გარეშე უნდა ითქვას, რომ ვინაიდან სასამართლომ ნორვეგიული სქემით საქმეზე გამართლებისთვის კომპენსაცია აღწერა როგორც პროცედურა, რომლის მიზანი იყო ‘იმის დადგენა, სახელმწიფოს ქონდა თუ არა იმ ტვირთის კომპენსაციის ფინანსური ვალდებულება, რაც მან შეუქმნა პირს მის წინააღმდეგ წარმართული პროცედურებით’ (იხილეთ O ნორვეგიის წინააღმდეგ (O v Norway...), კომპენსაციის იგივე სქემაა 14.6 მუხლის საფუძველზე მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებისთვის. მაგრამ ეს კითხვას იწვევს, როდესაც განსახილველი სქემა ამგვარ ვალდებულებას წარმოშობს. თუკი 6.2 მუხლი გავრცელდება საჩივრებზე, რომლებიც ამჟამად განსახილველ სქემას ეხება, არანაირი არგუმენტი არ იარსებებს ახალი მტკიცებულების საფუძველზე მსჯავრდების გაუქმებისა და სხვა საფუძვლებით მსჯავრდების გაუქმების ლოგიკური და სამართლიანი გამიჯვნისთვის; თითოეულ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება უდანაშაულობის პრეზუმფციაზე დაყრდნობა. და მართლაც, არ იარსებებს აშკარა მიზეზი იმათი განსხვავებისთვის ვინც მსჯავრდებულია, მაგრამ მისი მსჯავრდება გაუქმდა და ვინც გაამართლეს სასამართლო განხილვისას. მაგრამ ნათელია, რომ 14.6 მუხლი არ უზრუნველყოფს კომპენსაციის გადახდად, გარდა მასში მითთებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.
ix) მალენის საქმეზე ლორდმა სტეინმა დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციის 6.2 მუხლი არ ვრცელდება ICCPR-ის 14.6 მუხლით დადგენილ სპეციალურ წესებზე. ლორდი ბინგჰამის გადაწყვეტილება მდგომარეობდა იმაში, რომ ავსტრიული და ნორვეგიული საქმეები ვერ დაეხმარებოდა მულენს, რადგანაც მიდი ‘გამართლება’ არ ეხებოდა მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების არსებით მხარეს.”
42. განმცხადებელმა საჩივრით მიმართა ლორდთა პალატას. საჩივარი არ დაკმაყოფილდა 2008 წლის 11 დეკემბერს.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
A. მსჯავრდების გაუქმება
1. 1968 წლის კანონი სისხლის სამართლის საჩვრების შესახებ
43. სისხლის სამართლის საჩივრების შესახებ 1986 წლის კანონის 2.1 მუხლი ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლომ:
“(a) დასაშვებად უნდა ცნოს მსჯავრდების გასაჩივრება თუკი მიიჩნევს, რომ მსჯავრდება დაუსაბუთებელია; და
(b) არ უნდა დაუშვას ამგვარი სხვა შემთხვევაში.”
44. 2.2 მუხლის თანახმად სასამართლო ვალდებულია გააუქმოს ცნოს მსჯავრდება, მას შემდეგ რაც დასაშვებად ცნობს საჩივარს.
45. მუხლი 2.3 ადგენს:
“მსჯავრდების გაუქმების შესახებ სააპელაციო სასამართლოს ბრძანება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მომჩივანის მიმართ მე-7 მუხლის თანახმად დადგინდება საქმის ხელახლა განხილვა, მოქმედებს როგორც მითითება საქმის განმხილველი სასამართლოსთვის მსჯავრდების ჩანაწერის ნაცვლად დააფიქსიროს გამამართლებელი გადაწყვეტილება და ვერდიქტი.”
46. 1968 წლის კანონის 7.1 მუხლი ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უშვებს გასაჩივრებას მსჯავრდების წინააღმდეგ და სასამართლოსთვის ნათელი ხდება, რომ თუკი ამას მართლმსაჯულების ინტერესი მოითხოვს, მან შეიძლება მიიღოს განკარგულება მომჩივნის ხელახლა გასამართლების შესახებ. ხელახალი გასამართლება შესაძლოა არ იყოს შესაბამისი მოქმედება, მაგალითად როდესაც განსასჯელმა უკვე მოიხადა სასჯელი და ხელახალი გასამართლების შემთხვევაში ვერაფერს მიიღებს.
2. ახალი მტკიცებულების საქმეებზე მსჯავრდების გაუქმებისადმი სასამართლოს მიდგომა
47. საქმეზე R პენდლტონის წინააღმდეგ (R v. Pendleton) [2001] UKHL 66, ლორდთა პალატამ განსაზღვრა, როგორი უნდა იყოს სააპელაციო სასამართლოს მიდგომები საქმეებზე, სადაც წარმოდგენილია ახალი მტკიცებულება. კორნჰილის ლორდმა ბინგჰამმა განმარტა:
“19. ... პალატა სტაფორდის საქმეზე უფლებამოსილი იყო არ მიეღო კონსულტანტის წერილობითი მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არამართებული კითხვა დასვა ახალი მტკიცებულების ტესტთან გაიგივებით და იმის გაუაზრებლობით, რა გავლენა ექნებოდა მტკიცებულებას ნაფიც მსაჯულებზე... მე არ მჯერა რომ პალატამ არამართებული პრინციპები გამოკვეთა სტაფორდის საქმეზე, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლო ძალიან ნათლად ჭვრეტს იმას, რომ მისი განხილვის საგანია, არის თუ არა მსჯავრდება დასაბუთებული და არა ის არის თუ არა ბრალდებული დამნაშავე. მაგრამ საფორდის საქმეზე კონსულტანტის მიერ წარმოდგენილ ტესტს აქვს ორმაგი დატვირთვა ... პირველი, ის სააპელაციო სასამართლოს ახსენებს, რომ ის არ არის და ვერასდროს გახდება გადაწყვეტილების პირველი მიმღები. მეორე, ის ახსენებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მას არასრულყოფილი და დაუსრულებელი წარმოდგენა აქვს იმ პროცესის შესახებ, რამაც ნაფიცი მსაჯულები მსჯავრდებამდე მიიყვანა. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მისთვის წარდგენილი ახალი მტკიცებულების შეფასება, მაგრამ დასრულებულ საქმეზე ის არასახარბიელო მდგომარეობაშია, რადგან ცდილობს ახალი მტკიცებულება დაუკავშიროს სხვა მტკიცებულებებს, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა უკვე მოისმინეს. ამ მიზეზთა გამო, უფრო გონივრული იქნება სააპელაციო სასამართლოსთვის, რთულ საქმეებზე, გატესტოს საკუთარი პირობითი მოსაზრება, კითხვის დასმით, სასამართლო განხილვისას მისი წარმოდგენის შემთხვევაში, დასაბუთებულ გავლენას მოახდენდა თუ არა ის ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე მსჯავრდების შესახებ. თუ ეს დადასტურდა, მაშინ მსჯავრდება დაუსაბითებლად უნდა იქნეს მიჩნეული.”
48. ეტონ-ანდერ-ჰეივუდის ლორდი ბრაუნი პრივის საბჭოს მომდევნო საქმეზე დიალი და სხვა ტრინიდადისა და ტობაგოს წინააღმდეგ Dial and another v. State of Trinidad and Tobago [2005] UKPC 4 შემდეგ კომენტარს აკეთებს:
“31. ... კანონმდებლობა აშკარად სახეზეა და შეიძლება გადმოიცეს შემდეგი სახით. სისხლის სამართლის საქმეზე აპელაციის სტადიაზე ახალი მტკიცებულების წარმოდგენისას, არსებობს ვარაუდი, რომ ის მიიღებს მტკიცებულებას, შეაფასებს მის მნიშვნელოვნებას საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებების კონტექსტში. თუკი სასამართლო დაასკვნის, რომ ახალი მტკიცებულება არ წარმოშობს გონივრულ ეჭვს განსასჯელის ბრალთან მიმართებით, ის არ დააკმაყოფილებს საჩივარს. ეს კითხვა პირველ რიგში სასამართლოს დაესმის და არ ეხება იმას, თუ ახალ მტკიცებულებას რა გავლენა ექნებოდა ნაფიც მსაჯულებზე. შესაბამისად, თუ სასამართლო საქმეს რთულად მიიჩნევს, მან შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს მისი შეხედულების შემოწმება ‘საკითხის დაყენებით, მტკიცებულება საქმის სასამართლო განხილვისას წარმოდგენის შემთხვევაში, დასაბუთებულ გავლენას მოახდენდა თუ არა ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე მსჯავრდების შესახებ’: საქმეზე R პენდლტონის წინააღმდეგ წამყვან პრინციპად რჩება სტაფორდის საქმეზე გაცხადებული და პალატის მიერ პენდლტონის საქმეზე დადასტურებული:
‘მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ და პალატამ შესაძლოა ჩვეულ წესად მიიჩნიოს იმის განსჯა, როგორ იმოქმედებდნენ ნაფიცი მსაჯულები, თუკი ახალ მტკიცებულებას მოისმენდნენ, უპირატესი პასუხისმგებლობა მხოლოდ მათზეა და მხოლოდ მათი გადასაწყვეტია ეს საკითხი [ვერდიქტი დასაბუთებულია თუ არა].’”
B. კომპენსაცია მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებისთვის
1. 1988 წლის კანონი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შესახებ
49. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შესახებ 1988 წლის კანონის 133.1 მუხლი ადგენს, რომ:
“(1) მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც პირს მსჯავრი დაედო დანაშაულში და როდესაც მისი მსჯავრდება გაუქმდა ან ის შეიწყალეს ახალ ან ახლად აღმოჩენილ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დადასტურებისას, რომ მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებას ქონდა ადგილი, სახელმწიფო მდივანმა მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებისთვის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს პირს, რომელიც ამგვარი მსჯავრდების შედეგად სასჯელს იხდიდა ... გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცნობი ფაქტის გაუმხელობა სრულად ან ნაწილობრივ უკავშირდებოდა მსჯავრდებულ პირს.
50. მუხლი 133 უზრუნველყოფს თუ არა კომპენსაციის უფლებას სახელმწიფო მდივანმა განსაზღვრა განსახილველი პირის მიერ მიმართვის შემდეგ.
51. 133.5 მუხლის თანახმად, ტერმინი “გაუქმება” უნდა განიმარტოს როგორც მსჯავრდების გაუქმებაზე მიმანიშნებელი, ხანდაზმული გასაჩივრებისას; ან სისხლის სამართლის საქმეთა გადახედვის კომისიის მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის მითითების შესაბამისად.
52. 133.6 მუხლი ადგენს, რომ პირს სასჯელი განესაზღვრება მსჯავრდების შედეგად, როდესაც ეს სასჯელი ინიშნება მისთვის დანაშაულად შეფარდებული მსჯავრის საფუძველზე.
53. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და იმიგრაციის შესახებ 2008 წლის კანონის ამოქმედების შედეგად 133-ე მუხლს დაემატა შემდეგი დებულებები, რომლითაც განაცხადების წარდგენისთვისშემოღებულია ორწლიანი ვადა და მსჯავრდების “გაუქმებასა” და შესაძლო ხელახალ გასამართლებას შორის კავშირის განსაზღვრიდან. ეს ნორმები ძალაში შევიდა 2008 წლის 1 დეკემბრიდან, წინამდებარე საქმეზე კომპენსაციის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (იხილეთ 33-ე პარაგრაფი მაღლა).
2. “მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების” სასამართლოსმიერი განმარტება
(a) განმცხადებლის საქმეზე კომპენსაციის საქმის წარმოების დაწყებამდე
54. საქმეზე R (Mullen) შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის წინააღმდეგ [2004] UKHL 18, ლორდთა პალატამ განიხილა 1988 წლის კანონის 133-ე მუხლის მოქმედების გავრცელება. მულენის საქმის სასამართლო განხილვა ინგლისში შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიტანულმა სახელმწიფო ორგანოებმა ორგანიზება გაუკეთეს მის დეპორტაცია ზიმბაბვედან, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევით. ეს საკითხი დაისვა მისი მსჯავრდებისა და სააპელაციო სასამართლოსთვის საჩივრით მიმართვის შემდეგ, შვიდი წლის შემდეგ, რასაც შედეგად მისი მსჯავრდების გაუქმება მოყვა იმ საფუძვლით, რომ დეპორტაცია განხორცილდება პროცედურის დარღვევით, კერძოდ კი აღმასრულებელი უფლებამოსილების განსაკუთრებული გადამეტებით. 133-ე მუხლის საფუძველზე მის მიერ კომპენსაციის მოთხოვნა ან ex gratia სქემა, რომელიც იმ დროისთვის პარალელურად არსებობდა, არ დააკმაყოფილა სახელმწიფო მდივანმა. მომდევნო სასამართლო განხილვისას ლორდთა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ 133-ე მუხლი არ მოითხოვს კომპენსაციის გადახდას მართლმსაჯულების არასათანადო განხორციელებისთვის, მის საქმეზე. თუმცა, ლორდი ბინგჰემისა და ლორდი სტეინის აზრები გაიყო 133-ე მუხლის კონსტრუქციასთან დაკავშირებით.
55. რაც შეეხება ტერმინს “არამართებული მსჯავრდება”, ლორდმა ბინგჰამმა აღნიშნა:
“4. ... გამოთქმა ‘არამართებული მსჯავრდება’ არ არის სამართლებრივი ტერმინი და მას არ აქვს განსაზღვრული განმარტება. ძალიან მარტივად ეს გამოთქმა მოიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდებას. მაგრამ ჩვეულებრივ მეტყველებაში ეს გამოთქმა ჩემი აზრით გავრცელდება მათზე ვინც მიუხედავად ბრალეულობისა, აშკარად არ უნდა გამხდარიყო მსჯავრდებული. შეუძლებელი და არააუცილებელია მრავალმხრივი დასაბუთების იდენტიფიცირება, თუ რატომ უნდა მომხდარიყო განსასჯელის მსჯავრდება, როდესაც მის მიმართ ეს არ უნდა მომხდარიყო. ეს შესაძლოა იმიტომ მოხდა, რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულება გაყალბდა ან წინასწარ შეიქმნა. ან შესაძლოა იმიტომ რომ ექსპერტთა ხარვეზიან მტკიცებულებას დაეყრდნენ მსჯავრდების შესანარჩუნებლად. ან იმიტომ, რომ დაცვის მხარის მტკიცებულება დაიფარა, ან გამოთხოვილ იქნა. ან შესაძლოა სასამართლოს უსამართლობის ან არასწორი მიმართულებით მოქმედების გამო. ამგვარ საქმეებზე, ხშირად შესაძლოა შესაძლებელი იყოს იმის გაცხადება, რომ განსასჯელი უდანაშაულოა, მაგრამ შესაძლებელია იმის თქმა, რომ მისი მსჯავრდება არამართებულად მოხდა. ამგვარ საქმეებზე საერთო ფაქტორია ის, რომ რაღაც მეტად არამართებულად წარიმართა სამართალდარღვევის გამოძიებისას ან საქმის სასამართლო განხილვისას, რასაც შედეგად მოყვა იმ პირის მსჯავრდება, რომლის დამნაშავედ ცნობა არ უნდა მომხდარიყო.”
56. მართალია განმცხადებლის საქმეზე უმაღლესმა სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ 133-ე მუხლში ასახული “მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების” ლორდი ბინგჰემისეული განმარტება გაიზიარა, უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც ეს ლორდმა ჰოუპმა განმარტა უზენაესი სასამართლოს მომდევნო გადაწყვეტილებაში ადამსის საქმეზე (იხილეთ 63-ე პარაგრაფი დაბლა), ლორდი ბინგჰემის კომენტარები არ იყო მიმართული ამ განმარტებაზე, მაგრამ ფრაზაზე “არამართებული მსჯავრდება”, იმ დროს მოქმედი ex gratia სქემის კონტექსტში.
57. ლორდმა ბინგჰამმა აღნიშნა, რომ 133-ე მუხლი ამოქმედდა ICCPR-ის 14.6 მუხლიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესასრულებლად და მიუთითა, რომ ეს უკანასკნელი მუხლი მიმართული იყო იმაზე, რომ უზრუნველეყო განსასჯელთა სამართლიანი გასამართლება; ეს არ ვრცელდებოდა აღმასრულებელი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, რაც არ იწვევდა სასამართლოს მიერ საქმის უსამართლოდ განხილვას. მან განაგრძო:
“8. ... ბატონი მალენის მსჯავრდების გაუქმებისას სააპელაციო სასამართლომ (სისხლის სამართლის კოლეგიამ) დაგმო აღმასრულებელი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რამაც განაპირობა მისი მღელვარება და გატაცება, ერთადერთი გზით რაც მას შეეძლო. თუმცა საქმის სასამართლო განხილვისას რაიმე დარღვევა არ დაუდასტურებია. სახელმწიფო სამდივნო საქმის სასამართლო განხილვისას დაშვებული შეცდომებისას ვალდებულია 133-ე მუხლისა და 14.6 მუხლის საფუძველზე გადაიხადოს კომპენსაცია. ამ შეზღუდულ საფუძველზე დაყრდნობით, ვადგენ, რომ 133-ე მუხლის თანახმად ის არ არის ვალდებული უზრუნველყოს კომპენსაციის გადახდა.”
58. მან თავი შეიკავა სახელმწიფო მდივნის წერილობითი მოსაზრებების გაზიარებისგან იმის შესახებ, რომ ICCPR -ის 14.6 მუხლის ამსახველი 133-ე მუხლის საფუძველზე ის ვალდებული იყო გადაეხადა კომპენსაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც განსასჯელი, რომელიც საბოლოო ჯამში გაამართლეს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამის გარემოებებში, გონივრულ ეჭვს მიღმა ცნობილი იქნებოდა უდანაშაულოდ დანაშაულთან მიმართებით, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო. იმ დასკვნის ჭრილში, რომ არანაირი კომპენსაციის ვალდებულება არ არსებობდა, აუცილებელი იყო ამ საკითხის გადაწყვეტა.
59. ლორდმა სტეინმა დაადგინა, რომ 133-ე მუხლი ICCPR-ის 14.6 მუხლის საფუძველზე შემუშავდა, ისევე როგორც კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი. მან განიხილა ამ [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელშიც 6.2 მუხლის დარღვევა დადგინდა კომპენსაციის პროცედურებთან მიმართებით, სადაც განმცხადებლები გაამართლეს საქმის სასამართლო განხილვისას, და დაასკვნა:
“41. ... გადაწყვეტილებები არ არის რელევანტური ამჟამად განსახილველ საკითხთან მიმართებით. 6.2 მუხლსა და მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლს შორის კავშირი არ არის განსჯის საგანი. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ავსტრიულ კანონმდებლობაში კომპენსაციის უფრო ფართო უფლებაა ვიდრე ამას მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი უზრუნველყოფს.”
60. დაასკვნა რა, რომ ამ [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს იურისდიქცია არ იყო გამოსადეგი 133-ე მუხლის ინტერპრეტაციისას, ლორდი სტეინი გადავიდა 14.6 მუხლის განმარტებაზე საკუთარი ტერმინებით. მან აღნიშნა, რომ საქმე, სადაც განსასჯელს არამართებულად დაედო მსჯავრი და სადაც მისი მსჯავრდება გაუქმდა დადგენილ ვადებში წარდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, არ ექვემდებარება კომპენსაციის დადგენას. ის ასევე მიუთითებს, რომ თუკი არ გამოვლინდა ახალი ან ახლად აღმოჩენილი ფაქტი, არამედ ადგილი ქონდა მარტივად იმის აღიარებას, რომ სააპელაციო საჩივრის დაკამაყოფილებაზე უარი არამართებული იყო, საქმე 14.6 მუხლის მოქმედების გარეთ ექცევა. შესაბამისად მან დაასკვნა, რომ არ არსებობდა ყოვლისმომცველი მიზანი ყველა არამართებულად მსჯავრდებულისთვის კომპენსაციის გაცემის თაობაზე; და რომ 14.6 მუხლით დადგენილი ძირითადი უფლება უდავოდ ვიწროდ შემოფარგული იყო. მან განაგრძო:
“46. მოთხოვნა, რომ ახალი ან ახლად აღმოჩენილი ფაქტით დამაჯერებლად უნდა ჩანდეს (ან 133-ე მუხლის დეფინიციების შესაბამისად გონივრულ ეჭვს მიღმა), რომ ‘მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებას ჰგონდა ადგილი’ მნიშვნელოვანია. ეს ფილტრავს საქმეებს, სადაც დამტკიცდა, რომ ადგილი ქონდა არამართებულ მსჯავრდებას. მსგავსად ამისა, გამოირიცხება საქმეები, სადაც მხოლოდ შესაძლებელია, რომ ადგილი ქონდა არამართებულ მსჯავრდებას. ეს ორი კატეგორია მოიცავს იმ საქმეთა უმრავლესობას, სადაც გასაჩივრება დასაშვებია ვადის გასვლის მიუხედავად... მე განვიხილავ ამ მსჯელობას როგორც ბატონი მალენის სახელით წარმოდგენილ, ‘მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების’ ვრცელი ინტერპრეტაციის საპირწონეს. მათ ასევე წარმოაჩინეს ფართო განმარტების არადამაჯერებლობა ...: ეს სრულად აღმოფხვრის მტკიცებულების მოქმედებას, რომელიც ‘შესაბამისად ავლენს, რომ ადგილი ქონდა მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელბას’. ვაღიარებთ რა რომ სხვა კონტექსტში ‘მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელება’ შეიძლება განიმარტოს ვიწროდ ან ფართოდ, ერთადერთი შესატყვისი კონტექსტი სადაც ვიწრო განმარტება უნდა გავრცელდეს არის საქმე, სადაც უდანაშაულობა გამოიკვეთა.”
61. შესაბამისად მან დაასკვნა:
“56. ... გამოთქმის ‘მართლმსაჯულების არასათანადო განხორციელება’ ავტონომიური მნიშვნელობა ვრცელდება მხოლოდ ‘მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების აშკარა საქმეებზე, იმ გაგებით, რომ აღიარებულია, რომ შესაბამისი პირი აშკარად უდანაშაულოა’ როგორც ეს მოცემულია განმარტებით ანგარიშში [მე-7 დამატებითი ოქმი]. ეს საერთაშორისო განმარტებაა, რომელიც პარლამენტმა მიიღო 1988 წლის კანონის 133-ე მუხლის ამოქმედებისას.”
62. ვინაიდან ბატონი მალენი არ იყო უდანაშაულო, ის არ იყო უფლებამოსილი კომპენსაციაზე 133-ე მუხლის საფუძველზე.
(b) განმცხადებლის საქმეზე კომპენსაციასთან დაკავშირებული სამართალწარმოების შემდგომ
63. საქმეზე R (ადამსი) იუსტიციის სახელმწიფო მდივნის წინააღმდეგ (R (Adams) v Secretary of State for Justice) [2011] UKSC 18, უზენაესი სასამართლოს, ცხრა მოსამართლისგან შემდგარი პალატას, ეთხოვა კვლავ გადაეხედა 1988 წლის კანონის 133-ე მუხლში მოცემული “მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების” მნიშვნელობა. მოსამართლეებმა განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს ტერმინის სწორ განმარტებასთან მიმართებით.
III. შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი მასალები და პრაქტიკა
A. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა 1966 წლის საერთაშორისო პაქტი
64. ICCPR-ის მუხლი 14(2) ადგენს:
“ყველა, ვისაც ბრალი ედება დანაშაულში, სარგებლობს უფლებით, ჩაითვალოს უდანაშაულოდ, სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით.”
65. მუხლი 14(6) ადგენს:
“თუ პირს საბოლოო გადაწყვეტილებით მსჯავრდი დაედო დანაშაულის ცადენისთვის და თუ მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი შემდეგ გაუქმდა ან ის შეიწყალეს იმ საფუძვლით, რომ ახალი ან ახლად გამოვლენილი ფაქტი აუცილებლად მიუთითებს, რომ ადგილი ქონდა მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებას, პირი, რომელიც დაისაჯა ამგვარი მსჯავრდების შედეგად, უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მტკიცდება, რომ ამ უცნობი ფაქტის დროული გაუმხელობა სრულად ან ნაწილობრივ მისი მიზეზით მოხდა.”
66. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განიხილა ICCPR-ის შესაბამისი მუხლების მოქმედება. საქმეზე W.J.H. ნიდერლანდების წინააღმდეგ (W.J.H. v. Netherlands), კომუნიკე #408/1990 [1992] UNHRC 25, სადაც ამტკიცებდნენ 14.2 და 14.6 მუხლის დარღვევას გამართლების შემდგომ კომენსაციაზე უარის შედეგად, კომიტეტმა დაადგინა, რომ 14.2 მუხლი ვრცელდებოდა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაზე და არა კომპენსაციასთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაზე. მან ასევე დაადგინა, რომ 14.6 მუხლით დადგენილი პირობები არ იყო შესრულებული.
67. მე-14 მუხლთან მიმართებით თავის ზოგად კომენტარში #32, რომელიც გამოქვეყნდა 2007 წლის 23 აგვისტოს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა უდანაშაულობის პრეზუმფციასთან მიმართებით განაცხადა:
“30. 14.2 მუხლის შესაბამისად, ყველა ვისაც მსჯავრი დაედო დანაშაულში, უფლებამოსილია მის მიმართ არსებობდეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, სანამ კანონით დადგენილი წესით დადგინდება ბრალეულობა. უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც არსებითია ადამიანის უფლებების დასაცავად, სახელმწიფო ბრალდებას აკისრებს ბრალდების მტკიცების ტვირთს, გარანტიას ქმნის, რომ ბრალეულობა არ შეიძლება დადგინდეს მანამ სანამ ბრალდება არ დამტკიცდება გონივრულ ეჭვს მიღმა, უზრუნველყოფს, რომ განსასჯელის მიმართ ეჭვის შემთხვევაში ის სარგებლობს უპირატესობით და მოითხოვს, რომ პირს, რომელიც ეჭვმიტანილია სისხლის სამართალდარღვევაში, მოექცნენ ამ პრინციპების შესაბამისად. ყველა სახელმწიფო ორგანოს ვალდებულებაა, თავი შეიკავოს საქმის სასამართლო განხილვის შედეგების წინასწარი განსჯისგან, მაგალითად, თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისგან, რომლითაც დაადასტურებენ ეჭვმიტანილის ბრალეულობას. განსასჯელები საქმის სასამართლო განხილვისას, როგორც წესი არ უნდა იყვნენ საქმის სასამართლო განხილვისას ბორკილდადებული ან გისოსებს მიღმა, ან სასამართლოზე წარმოდგენილები, როგორც საშიში კრიმინალები. მედიამ თავი უნდა შეიკავოს უდანაშაულობის პრეზუმფციის შემლახავი გაშუქებისგან. უფრო მეტიც, წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობა არ შეიძლება გაგებულ იქნას როგორც ბრალეულობის ან მისი ხარისხის მიმანიშნებელი. აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებებზე უარი ან სამოქალაქო წესით პასუხისმგებლობის დადგენა გავლენას ვერ მოახდენს უდანაშაულობის პრეზუმფციაზე.” (სქოლიოები გამოტოვებულია)
68. მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციეელბისთვის კომპენსაციის მიღების უფლებაზე კომიტეტმა განმარტა შემდეგი:
“53. გარანტიები არ მოქმედებს, თუ დამტკიცდა, რომ ამგვარი ფაქტის დროული გაუმხელობა სრულად ან ნაწილობრივ განსასჯელის მიზეზით მოხდა; ამგვარ საქმეებზე მტკიცების ტვირთი სახელმწიფოს ეკისრება. უფრო მეტიც, კომპენსაცია არ ინიშნება თუკი მსჯავრდება გაუქმდა გასაჩივრების შედეგად, მაგალითად, გადაწყვეტილების საბოლოო ძალაში შესვლამდე, ან შეწყალების შედეგად რაც ჰუმანიტარული და დისკრეციული ბუნებისაა, ან განპირობებულია თანასწორობის მოტივებით და არ მოიცავს იმას, რომ ადგილი ქონდა მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებას.”
B. კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი
69. მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი ადგენს:
“თუ საბოლოო გადაწყვეტილებით პირი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის და შემდგომში მისი ეს მსჯავრდება გაუქმდა, ან სასჯელის მოხდისაგან ის გათავისუფლდა, რადგან ახალმა ან ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ მართლმსაჯულება არაჯეროვნად განხორციელდა, და თუკი არ დამტკიცდება, რომ მანამდე უცნობი გარემოებების დროულად აღმოჩენის ან გამოვლენის შეფერხება მთლიანად ან ნაწილობრივ ამავე პირის მიზეზით მოხდა, ამგვარი მსჯავრდების გამო შეფარდებული სასჯელისათვის მას მიეკუთვნება კომპენსაცია შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონის ან დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით.”
70. გაერთიანებულმა სამეფომ არც ხელი მოაწერა და არც შეუერთდა მე-7 ოქმს.
71. მე-7 დამატებითი ოქმის განმარტებითი ანგარიში მოამზადა ადამიანის უფლება საზედამხედველო კომიტეტმა და წარუდგინა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. ის იმთავითვე განმარტავს, რომ ანგარიში:
“... არ წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც წარმოადგენს ოქმის ტექსტის ავტორიტეტულ ინტერპრეტაციას, თუმცა ის შეიძლება იყოს იმგვარი ბუნების, რომ ხელი შეუწყოს მისი ნორმების უკეთ გაგებას.”
72. რაც შეეხება მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლს, ანგარიშში აღნიშნულია, inter alia რომ:
“23. მეორეც, ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც პირის მსჯავრდება გაუქმდა ან ის შეიწყალეს, ორივე შემთხვევაში იმ საფუძვლით, რომ ახალი ან ახლად აღმოჩენილი ფაქტი დადასტურებულად მიუთითებს, რომ ადგილი ქონდა მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებას - რაც თავის მხრივ გულისხმობს სამართალწარმოებისას სერიოზულ ჩავარდნებს, რაც მოიცავდა მძიმე შედეგებს მსჯავრდებული პირის მიმართ. შესაბამისად, ამ მუხლით არ დგინდება კომპენსაციის გადახდის მოთხოვნა თუკი მსჯავრდება გაუქმდა ან პირი შეიწყალეს რაიმე სხვა საფუძვლით...
...
25. ყველა საქმეზე, რომლებზეც ეს წინაპირობები დაკმაყოფილებულია, კომპენსაცია გადახდას ექვემდებარება ‘შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის ან პრაქტიკის შესაბამისად’. ეს არ გულისხმობს იმას, რომ კომპენსაცია არ გადაიხდება თუკი კანონმდებლობით ან პრაქტიკით არ არის შექმნილი ამგვარი კომპენსაციის გადახდის საფუძველი. ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობა ან პრაქტიკა უნდა ქმნიდეს კომპენსაციის გადახდის საფუძველს ყველა იმ საქმეზე, რომლებზეც ეს მუხლი ვრცელდება. განზრახვა მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოებს ევალებოდეთ პირთათვის კომპენსაციის გადახდა მხოლოდ მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების აშკარა საქმეებზე, იმ პირობით, რომ მოხდება აღიარება, რომ შესაბამისი პირი აშკარად უდანაშაულო იყო. ეს მუხლი არ უზრუნველყოფს კომპენსაციაზე უფლებას როდესაც ყველა წინაპირობა არ არის დაკმაყოფილებული, მაგალითად, როდესაც სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მსჯავრდება, რადგანაც აღმოაჩინა ფაქტები, რომლებიც მიანიშნებდა გონივრულ ეჭვზე განსასჯელის ბრალეულობასთან მიმართებით და რაც გამორჩა საქმის განმხილველ მოსამართლეს.”
C. წევრ ქვეყნებში საქმის წარმოების შეწყვეტის ან გამართლების შემთხვევაში კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურის მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრაქტიკა
73. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის თანახმად არ არსებობს ერთგვაროვანი მიდგომა ოცდათექვსმეტ წევრ ქვეყანაში საქმის წარმოების შეწყვეტის ან გამართლების შემთხვევაში კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და პრაქტიკასთან მიმართებით. ზოგიერთ ქვეყანას ერთზე მეტი მოქმედი სქემა აქვს, რაც მოიცავს სხვადასხვა ტიპის კომპენსაციას.
74. კომპენსაციის მოთხოვნის პროცედურა მნიშნველოვნად განსხვავდება შესწავლილ ქვეყნებში. ათ ქვეყანაში კომპენსაციის მიღების პროცედურა პირდაპირ უკავშირდება სისხლის სამართლის საქმის წარმოებას იმ ტრიბუნალში რომლის განსჯადი იყო სისხლის სამართლის საჩივარი და იურისდიქცია კომპენსაციის მოთხოვნის საჩივრის შეფასებაზე, მას შემდეგ რაც თავდაპირველი სამართალწარმოების შედეგად დადგინდა გამართლება (გერმანია, რუსეთი და უკრაინა) ან მსჯავრდება გაუქმდა საქმის ხელახალი განხილვის შედეგად (ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი,იტალია, ლუქსემბურგი, მონაკო და შვეიცარია).
75. ოცდაათ ქვეყანაში კომპენსაციის მიღების პროცედურა სისხლის სამართალწარმოებისგან დამოუკიდებელია (ალბანეთი, ავსტირა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ირლანდია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდავეთი, მონაკო, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, ესპანეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი, მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა, თურქეთი და უკრაინა). ამ ქვეყნებში კომპენსაციის მოთხოვნა შეიძლება წარედგინოს ადმინისტრაციული წესით მინისტრებს ან თანამდებობის პირებს (ავსტრიაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ხორვატიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, დანიაში, ესტონეთში, ფინეთში, ირლანდიაში, ლუქსემბურგში, მონაკოში, მონტენეგროში, სერბეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, ესპანეთში და მაკედონიის ყოფილი იუგოსლავის რესპუბლიკაში), სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სასამართლოებს (ალბანეთში, ბულგარეთში, საფრანგეთში, უნგრეთში, ლიტვაში, მოლდოვაში, ნორვეგიაში, რუმინეთში, რუსეთში, შვედეთში და უკრაინაში); ან სისხლის სამართლის სასამართლოებს, იმ მოსამართლეებს, რომელთაც მონაწილეობა არ მიუღიათ სისხლის სამართლის მთავარი საქმის განხილვაში (პოლონეთი და თურქეთი). ვადები დადგენილია თითქმის ყველა შესწავლილ ქვეყანაში, კომპენსაციის მოთხოვნის სისხლის სამართლის საქმის განხილვის დასრულებასთან დაკავშირებით. გამონაკლისია ირლანდია და მალტა.
76. შესწავლილი ქვეყნების უმრავლესობაში მოქმედებს კომპენსაციის სქემა, რომელიც იმაზე ბევრად უფრო გულუხვია ვიდრე გაერთიანებულ სამეფოში არსებული. ბევრ შესწავლილ ქვეყანაში კომპენსაციები ფაქტიურად ავტომატურია უდანაშაულობის დადგენის, მსჯავრდების გაუქმების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ (მაგალითად, ბულგარეთში, ხორვატიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, დანიაში, ფინეთში, გერმანიაში, მონტენეგროში, მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკაში, რუმინეთში, თურქეთსა და უკრაინაში).
77. ხელშემკვრელი სახელმწიფოების პრაქტიკაში ძალიან მწირი მტკიცებულება მოიპოვება “მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების” ინტერპრეტაციასთან მიმართებით.
კანონმდებლობა
I. კონვენციის 6.2 მუხლის გაცხადებული დარღვევა
78. განმცხადებელი ჩიოდა, რომ გამართლების შემდგომ მისთვის კომპენსაციის მინიჭებაზე უარის დასაბუთებით დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია. ის დაეყრდნო კონვენციის 6.2 მუხლს, რომელიც შემდეგი შინაარსის არის:
“ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.”
79. მოპასუხე სახელმწიფო არ დაეთანხმა ამ არგუმენტს.
A. საჩივრის ფარგლები
80. განმცხადებელმა აღიარა, რომ კომპენსაციაზე უარი თავისთავად არ წარმოშობდა საკითხს 6.2 მუხლის საფუძველზე, რადგანაც ის არ მოიცავს სახელმწიფოს შეხედულებებს ბრალეულობის ან უდანაშაულობის შესახებ. ის ასაჩივრებდა, რომ უმაღლესი სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს უარი მის საქმეზე ემყარებოდა დასაბუთებას, რაც ეჭვებს აღძრავდა მის უდანაშაულობასთან მიმართებით.
81. მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, რომ 6.2 მუხლი არ ადგენს გამართლების შემდგომ კომპენსაციის ზოგად უფლებას მხოლოდ იმიტომ, რომ გამართლების შედეგად პირები უდანაშაულოდ ითვლებიან მათ წინააღდეგ წარდგენილ ბრალში. 1988 წლის კანონის 133-ე მუხლში მოცემული სიტყვები არ უნდა განიმარტოს ფართოდ, იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ სასარგებლო იქნება კომპენსაციის გაცემა რაც შეიძლება მეტ გამართლებულ პირზე.
82. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ 6.2 მუხლი არ ქმნის პირისთვის, რომელსაც ბრალად წარედგინება დანაშაულებრივი ქმედება, გარანტიას კომპენსაციის უფლებაზე კანონიერი წინასწარი პატიმრობისთვის ან ხარჯებისთვის, როდესაც სამართალწარმოება შეწყდა ან დასრულდა გამართლებით (სხვა წყაროებთან ერთად იხილეთ, ენგლერტი გერმანიის წინააღმდეგ (Englert v. Germany), 25 აგვისტო, 1987, § 36, სერია A # 123; სეკანინა (Sekanina), ციტირება მაღლა, § 25; კაპო ბელგიის წინააღმდეგ (Capeau v. Belgium), # 42914/98, § 23, ECHR 2005‑I; იასარ ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Yassar Hussain v. the United Kingdom), # 8866/04, § 20, ECHR 2006‑III; და ტენდამი ესპანეთის წინააღმდეგ (Tendam v. Spain), # 25720/05, § 36, 13 ივლისი, 2010). თანაბრად ამისა, ეს მუხლი სისხლის სამართლის საქმეზე გამართლებული პირისთვის არ ქმნის კომპენსაციის უფლების გარანტიას მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების ნებისმიერი სახისთვის.
83. სასამართლოს წინაშე დასმული კითხვა მდგომაროებს არა იმაში კომპენსაციაზე უარი per se არღვევს თუ არა განმცხადებლის უფლებას უდანაშაულობის პრეზუმფციაზე. სასამართლოს მიერ საჩივრის შესწავლა მიმართულია იმაზე, განმცხადებლის საქმეზე კომპენსაციაზე უარის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, მათ შორის დასაბუთება და გამოყენებული ენა შესაბამისობაში მოდიოდა თუ არა 6.2 მუხლით დაცულ უდანაშაულობის პრეზუმფციასთან.
B. დასაშვებობა
1. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
(a) მოპასუხე სახელმწიფო
84. მოპასუხე სახელმწიფოს განმარტებით 6.2 მუხლი ვრცელდება მხოლოდ დანაშაულში ბრალდებულთა მიმართ. “სისხლის სამართლის საქმის წარმოების” სასამართლოს მიერ დადგენილი ფართო განმარტების შემთხვევაშიც ისინი ამტკიცებდნენ, რომ წინამდებარე საქმეზე კომპენსაციასთან დაკავშირებული წარმოება ამ განმარტების გარეთ ექცევა.
85. პირველი, მოპასუხე სახელმწიფომ დაადგინა, რომ არ არსებობდა სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომელიც მიუთითებდა, რომ 6.2 მუხლი ვრცელდებოდა კომპენსაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებაზე მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლში მოცემულ კრიტერიუმთან მიმართებით. მართლაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ საქმეზე სეკანინა (Sekanina), ციტირება მაღლა, § 25, სასამართლომ დაადგინა, რომ 6.2 მუხლის მოქმედება არ ვრცელდებოდა ამგვარ სამართალწარმოებაზე. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ამგვარი მიდგომა შეესაბამებოდა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიდგომას საქმეზე W.J.H. ნიდერლანდების წინააღმდეგ (W.J.H. v. Netherlands) (იხილეთ 66-ე პარაგრაფი მაღლა). კომპენსაციაზე უარი კრიტერიუმებთან შესაბამისობის ნაკლებობის მიზეზით არ შეიძლება 6.2 მუხლთან შეუსაბამოდ ჩაითვალოს; სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება ICCPR-ს 14.6 მუხლში და მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლში მოცემულ კრიტერიუმს და შეზღუდვებს უფუნქციოს გახდის.
86. მეორე, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ გაიზიარა, რომ 6.2 მუხლი ვრცელდება კომპენსაციასთან დაკავშირებულ გარკვეული სახის პროცედურაზე, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია როდესაც მჭიდრო კავშირია სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, რომელმაც წარმოშვა მოთხოვნა. შესაბამისად, საპირისპიროდ ამისა, კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება განსხვავდება და გამოირჩევა გადაწყვეტილებისგან სისხლის სამართლის მსჯავრდების გაუქმების შესახებ, რადგანაც ის მიღებულია აღმასრულებელი და არა სასამართლო ხელისუფლების მიერ; ის მიღებულია ადმინისტრაციული და არა სისხლის სამართალწარმოების შედეგად; ის შესაძლოა ეფუძნებოდეს მტკიცებულებას, რაც არ განხილულა ძირითადი საქმის სასამართლო განხილვისას; დროის თვალსაზრისით ის განყენებულია, რადგანაც კომპენსაციის მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია მსჯავრდების გაუქმებიდან ორი წლის განმავლობაში; და ის წყდება და განმცხადებლის უზრუნველყოფა ხდება კონფიდენციალობის დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ 1988 წლის კანონის 133-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების დადასტურებული გამოვლინების შეფასება მოიცავს მტკიცებულების შეფასებას, რომელმაც მსჯავრდება განაპირობა, ეს პროცესი არ გულისხმობს უდანაშაულობის პრეზუმფციის რაიმე ფორმით დარღვევას და არ ბღალავს გამართლებას.
87. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფომ სასამართლოს მოუწოდა დაედგინა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია საერთოდ არ ხდება განხილვის საგანი 1988 წლის კანონის 133-ე მუხლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების კონტექსტში და შესაბამისად განაცხადი დაუშვებლად ეცნო.
(b) განმცხადებელი
88. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ამ სასამართლომ მრავალი გადაწყვეტილება მიიღო, სადაც დაადგინა, რომ 6.2 მუხლის მოქმედება ვრცელდება, როდესაც პირის გამართლების შემდეგ კომპენსაციის მიღების კრიტერიუმთან შესაბამისობა ფასდება (ციტირება, inter alia, რუშიტი (Rushiti) და ჰამერნი (Hammern), ორივეს ციტირება მაღლა; და პუიგ პანელა ესპანეთის წინააღმდეგ (Puig Panella v. Spain), # 1483/02, 25 აპრილი, 2006). მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო წესით მისაღებ კომპენსაციასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმესთან მიმართებით სასამართლომ დაადგინა, რომ 6.2 მუხლის მოქმედება არ ვრცელდებოდა, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ამ საქმეებზე სასამართლოებს მოეთხოვებოდათ სამოქალაქო ქმედუნარიანობის შეფასება; მაშინ როცა 133-ე მუხლი მოითხოვს პირის გამართლების საფუძვლის შეფასებას და იმის შეფასებას, თუ რას ამბობს გამამართლებელი [გადაწყვეტილება] სისხლის სამართლებლივ ბრალეულობაზე. უფრო მეტიც, მაშინ როცა სამოქალაქო საქმის წარმოებისას ბალანსი უნდა დადგინდეს მესამე მხარის უფლებებთან მიმართებით, ამ შემთხვევაში ამგვარი ბალანსი არ არის რელევანტური, ვინაიდან სახელმწიფოა პასუხისმგებელი კომპენსაციის გადახდაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო ადგენს რომ 6.2 მუხლი ვრცელდება სამოქალაქო სამართალწარმეობასთან დაკავშირებულ საქმეებზეც, სადაც განმცხადებლის უდანაშაულობის დამდგენი საქმის წარმოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება (ციტირება ორი ნორვეგიის წინააღმდეგ (Orr v. Norway), #31283/04, 15 მაისი 2008).
89. განმცხადებელმა სადაო გახადა არგუმენტი იმის შესახებ, რომ 6.2 მუხლი ვრცელდება მხოლოდ იმ საქმეებზე, სადაც მჭიდრო კავშირია სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან. მან მიუთითა [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს მიგნებებზე საქმეზე სიჩიკი ხორვატიის წინააღმდეგ (Šikić v. Croatia), # 9143/08, § 47, 15 ივლისი, 2010 და ვანიაკი ხორვატიის წინააღმდეგ (Vanjak v. Croatia), # 29889/04, § 41, 14 იანვარი, 2010, იმასთან მიმართებით, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა უნდა მოხდეს “ნებისმიერი სხვა სახის საქმის წარმოებისას”. მან განმარტა რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამართლების საქმეებზე, სადაც 6.2 მუხლით გათვალისწინებული დაცვა ბევრად უფრო ძლიერია.
90. ნებისმიერ შემთხვევაში, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ 133-ე მუხლის საფუძველზე კომპენსაციის განსაზღვრა აშკარად მჭიდროდ დაკავშირებული იყო სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, რაც დასრულდა მსჯავრდების გაუქმებით. 133-ე მუხლიდან და საქმეზე R (Adams) უზენასი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან აშკარა იყო, რომ კომპენსაციასთან დაკავშირებული საქმის წარმოებისას გადამწყვეტი იყო მსჯავრდების გაუქმების საფუძველი და კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გადაწყვეტილების მიმღებისგან მოითხოვდა მსჯავრდების გაუქმების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესწავლას. საქმეზე R (Adams) გამოკვეთილი საფუძვლებით კომპენსაციაზე უარი წარმოშობს კითხვებს, სახელმწიფო იზიარებდა თუ არა, რომ კომპენსაციის მომთხოვნი პირი მართლაც უდანაშაულო იყო. ეს ფაქტიურად საკმარისი იყო იმისთვის რომ დადგენილიყო 6.2 მუხლის მოქმედება.
91. და ბოლოს, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ არ შეიძლება მართებული ყოფილიყო, რომ 6.2 მუხლი არ ვრცელდებოდა ICCPR-ის 14.6 მუხლითა და მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით დადგენილ კომპენსაციის სქემაზე, არამედ ვრცელდებოდა გამართლების შემდგომი კომპენსაციის სხვა ფორმებზე. ამგვარი გამიჯვნის რაიმე ლოგიკური საფუძველი არ არსებობდა.
2. სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
(i) შესავალი
92. კონვენციის, როგორც ადამიანთა დაცვის ინსტრუმენტის მიზანი და ამოცანა მოითხოვს, რომ მისი ნორმების განმარტება და მოქმედების გავრცელება მოხდეს იმგვარად, რომ მასში ასახული გარანტიები იყოს პრაქტიკული და ეფექტიანი (იხილეთ, inter alia, სოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Soering v. the United Kingdom), 7 ივლისი, 1989, § 87, სერია A # 161; და ალ-სკეინი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al‑Skeini and Others v. the United Kingdom) [დიდი პალატა], #55721/07, § 162, ECHR 2011). სასამართლომ აშკარად განაცხადა, რომ ეს ვრცელდება 6.2 მუხლში ასახულ უფლებაზე (იხილეთ მაგალითად, ალანეტ დე რიბემონტი საფრანგეთის წინააღმდეგ (Allenet de Ribemont v. France), 10 თებერვალი, 1995, § 35, სერია A # 308; და კაპუ (Capeau), ციტირება მაღლა, § 21).
93. 6.2 მუხლი იცავს პირის “უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო დადგინდება კანონით დადგენილი წესით”. სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებით (იხილეთ ბარბერა, მესეგუ და ჟაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué and Jabardo v. Spain), 6 დეკემბერი, 1988, § 77, სერია A # 146; და ტელფნერი ავსტრიის წინააღმდეგ (Telfner v. Austria), # 33501/96, § 15, 20 მარტი, 2001); ფაქტისა და კანონმდებლობის სამართლებრივი პროზუმპცია (იხილეთ სალაბიაკუ საფრანგეთის წინააღმდეგ (Salabiaku v. France) 7 ოქტომბერი, 1988, § 28, სერია A # 141‑A; და რადიო საფრანგეთი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ (Radio France and Others v. France), #53984/00, § 24, ECHR 2004‑II); საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის პრივილეგია (იხილეთ საუნდერსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Saunders v. the United Kingdom), 17 დეკემბერი, 1996, § 68, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა ანგარიშები 1996‑VI; და ჰენეი და მაკგინესი ირლანდიის წინააღმდეგ (Heaney and McGuinness v. Ireland), # 34720/97, § 40, ECHR 2000‑XII); წინასასამართლო საჯაროობა (იხილეთ აკაი თურქეთის წინააღმდეგ (Akay v. Turkey) (გადაწყვეტილება), # 34501/97, 19 თებერვალი, 2002; და G.C.P. რუმინეთის წინააღმდეგ (G.C.P. v. Romania), #20899/03, § 46, 20 დეკემბერი, 2011); და საქმის განმხილველი სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოების დაუდატურებელი განცხადებები განსასჯელის ბრალეულობასთან მიმართებით (იხილეთ ალენეტ დე რიბემონტი (Allenet de Ribemont), ციტირება მაღლა, §§ 35-36; და ნესტაკი სლოვაკეთის წინააღმდეგ (Nešťák v. Slovakia), # 65559/01, § 88, 27 თებერვალი, 2007).
94. თუმცა, 6.2 მუხლით გარანტირებული უფლების პრაქტიკულობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის საჭიროების საპასუხოდ, უდანაშაულობის პრეზუმფციას სხვა ასპექტი აქვს. მისი ზოგადი მიზანი, მეორე საკითხთან მიმართებით ცალკეულ პირთა დაცვაა, რომლებიც გაამართლეს, ან რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა, სახელმწიფო თანამდებობის პირთა ან სახელმწიფო ორგანოების მხდრიდან იმგვარი მოპყრობისგან, თითქოს ისინი რეალურად ბრალეულნი არიან ბრალად წაყენებულ ქმედებაში. ამგვარ შემთხვევებში, უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს, საქმის სასამართლო განხილვისას სხვადასხვა მოთხოვნების გავრცელებით, რომლებიც პროცედურული გარანტიების ნაწილია, უსამართლო სისხლის სამართლებრივი მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად. გამართლების ან სხვა ნებისმიერი წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილების პატივისცემის უზრუნველყოფის დაცვის გარეშე 6.2 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს გარანტიები თეორიულ და ილუზორულ მოვლენად დარჩენის რისკის ქვეშ არის. სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულების შემდეგ განხილვის საგანია პირის რეპუტაცია და ის თუ ამ პირს როგორ განიხილავს საზოგადოება. გარკვეულ ფარგლებში 6.2 მუხლით გათვალისწინებული დაცვა ამასთან მიმართებით შესაძლოა ემთხვეოდეს მე-8 მუხლით გათვალისწინებულ დაცვას (იხილეთ მაგალითად, ზოლმანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Zollman v. The United Kingdom) (გადაწყვეტილება), # 62902/00, ECHR 2003-XII; და ტალიადოროუ და სტილიანოუ კვიპროსის წინააღმდეგ (Taliadorou and Stylianou v. Cyprus), ## 39627/05 და 39631/05, §§ 27 და 56-59, 16 ოქტომბერი, 2008).
(ii) 6.2 მუხლის მოქმედება
95. როგორც ეს პირდაპირ ითქვა უშუალოდ ამ მუხლთან მიმართებით, 6.2 მუხლი მოქმედებს, როდესაც პირს “ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ქცევისთვის”. სასამართლომ მრავალჯერ აღნიშნა, რომ ეს ავტონომიური კონცეფციაა და უნდა განიმარტოს მის პრეცედენტულ სამართალში განსაზღვრული სამი კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ კი ეროვნულ დონეზე არსებული სამართალწარმოების კლასიფიცირება, მათი არსებითი ბუნება და პოტენციური სასჯელის ხარისხი და სიმკაცრე (“სისხლისსამართლებრივი ბრალდების” კონცენფციის სხვა წყაროებთან ერთად იხილეთ, ენგელი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ (Engel and Others v. the Netherlands), 8 ივნისი, 1976, § 82, სერია A # 22; და ფილიპსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Phillips v. the United Kingdom), # 41087/98, § 31, ECHR 2001‑VII). 6.2 მუხლთან მიმართებით საქმის სასამართლო წარმოებიდან გამომდინარე წარმოშობილი ნებისმიერი საჩივრის შესაფასებლად პირველ ყოვლისა აუცილებელია იმის დადასტურება, სადაო საქმის წარმოება ემსახურებოდა თუ არა სისხლის სამართლის ბრალდების განსაზღვრას სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მნიშვნელობიდან გამომდინარე.
96. თუმცა, 6.2 მუხლით დასაშვები დაცვის მეორე ასპექტის მომცველ საქმეებზე, რომლებიც წარმოიშობა სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტისას, აშკარაა, რომ წინამდებარე ტესტის გავრცელება არ არის შესატყვისი. ამ საქმეებზე სისხლის სამართლის საქმის წარმოება აუცილებლობიდან გამომდინარე დასრულდა და თუკი მომდევნო სასამართლო განხილვის შედეგად ახალი ბრალდების საკითხი არ დადგა კონვენციური ავტონომიური მნიშვნელობიდან გამომდინარე, და თუკი 6.2 მუხლის საკითხია ჩართული, ეს განხილულ უნდა იქნას სხვა საფუძვლებით.
97. მხარეები არ გვთავაზობენ, რომ განმცხადებლის მიერ ინიცირებულ კომპენსირებასთან დაკავშირებული სამართალწარმოება “სისხლის სამართლებრივ ბრალდებას” იწვევს, კონვენციის ავტონომიური გაგებით. შესაბამისად, 6.2 მუხლით გათვალისწინებული დაცვის მეორე ასპექტი მოქმედებს წინამდებარე საქმეზე; და სასამართლო შესაბამისად შეისწავლის როგორ მიდგომა აირჩია 6.2 მუხლის მოქმედების გავრცელებაზე წინამდებარე საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო განხილვასთან მიმართებით.
98. სასამართლოს წარსულში მოუწოდეს განეხილა 6.2 მუხლის მოქმედების გავრცელება სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულების შემდეგ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, საქმის წარმოების შეწყვეტის ან გამართლების შემდეგ, სამართალწარმოებაზე შემდეგ საკითხებზე, inter alia:
(a) ყოფილი განსასჯელის ვალდებულება სასამართლო ხარჯებისა და სახელმწიფო ბრალდების ხარჯების ანაზღაურებაზე (იხილეთ მინელი შვეიცარიის წინააღმდეგ (Minelli v. Switzerland), 25 მარტი, 1983, §§ 30-32, სერია A # 62; და მაკჰუგო შვეიცარიის წინააღმდეგ (McHugo v. Switzerland) (გადაწყვეტილება), # 55705/00, 12 მაისი, 2005);
(b) ყოფილი განსასჯელის მოთხოვნა კომპენსაციაზე, წინასწარი პატიმრობისთვის ან სხვა დისკომფორტისთვის, რაც გამოიწვია მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებამ (იხილეთ ენგლერტი (Englert), ციტირება მაღლა, § 35; ნოლკენბოკჰოფი გერმანიის წინააღმდეგ (Nölkenbockhoff v. Germany), 25 აგვისტო 1987, § 35, სერია A # 123; სეკანინა (Sekanina), ციტირება მაღლა, § 22; რუშიტი (Rushiti), ციტირება მაღლა, § 27; მულაჯი და სალაჰი ავსტრიის წინააღმდეგ (Mulaj and Sallahi v. Austria) (გადაწყვეტილება). # 48886/99, 27 ივნისი, 2002; O., ციტირება მაღლა, §§ 33-38; ჰამერნი (Hammern), ციტირება მაღლა, §§ 41-46; ბაარსი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Baars v. the Netherlands), # 44320/98, § 21, 28 ოქტომბერი, 2003; კაპუ ბელგიის წინააღმდეგ (Capeau v. Belgium) (გადაწყვეტილება), # 42914/98, 6 აპრილი, 2004; დელ ლატე ნიდერლანდების წინააღმდეგ (Del Latte v. the Netherlands), # 44760/98, § 30, 9 ნოემბერი, 2004; A.L. გერმანიის წინააღმდეგ (A.L. v. Germany), # 72758/01, §§ 31-33, 28 აპრილი, 2005; პუიგ პანელა (Puig Panella), ციტირება მაღლა, § 50; ტენდამი (Tendam), ციტირება მაღლა, §§ 31 და 36; ბოკი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Bok v. the Netherlands), # 45482/06, §§ 37-48, 18 იანვარი, 2011; და ლორენცეტი იტალიის წინააღმდეგ (Lorenzetti v. Italy), # 32075/09, § 43, 10 აპრილი, 2012);
(c) ყოფილი განსასჯელის მოითხოვნა დაცვის ხარჯების ანაზღაურებაზე (იხილეთ ლუცი გერმანიის წინააღმდეგ (Lutz v. Germany), 25 აგვისტო, 1987, §§ 56-57, სერია A # 123; ლუტჩერი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Leutscher v. the Netherlands), 26 მარტი, 1996, § 29, ანგარიშები 1996‑II; იასარ ჰუსანი (Yassar Hussain), ციტირება მაღლა, § 19; და აშენდონი და ჯოუნსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ashendon and Jones v. the United Kingdom), ## 35730/07 და 4285/08, §§ 42 და 49, 15 დეკემბერი, 2011);
(d) ყოფილი განსასჯელის მოთხოვნა კომპენსაციაზე, უკანონო ან არამართებულად წარმართული გამოძიების ან სახელმწიფო ბრალდების შედეგად გამოწვეული ზიანისთვის (იხილეთ პანტელეიენკო უკრაინის წინააღმდეგ (Panteleyenko v. Ukraine), # 11901/02, § 67, 29 ივნისი, 2006; და გრაბჩუკი უკრაინის წინააღმდეგ (Grabchuk v. Ukraine), #8599/02, § 42, 21 სექტემბერი, 2006);
(e) კომპენსაციის გადახდის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება დაზარალებულზე (იხილეთ რინგვოლდი ნორვეგიის წინააღმდეგ (Ringvold v. Norway), # 34964/97, § 36, ECHR 2003‑II; Y. ნორვეგიის წინააღმდეგ (Y. v. Norway), #56568/00, § 39, ECHR 2003‑II; Orr, ციტირება მაღლა, §§ 47-49; ერკოლი თურქეთის წინააღმდეგ (Erkol v. Turkey), # 50172/06, §§ 33 და 37, 19 აპრილი, 2011; ვულახი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Vulakh and Others v. Russia), # 33468/03, § 32, 10 იანვარი, 2012; დიაჩენკო რუმინეთის წინააღმდეგ (Diacenco v. Romania), #124/04, § 55, 7 თებერვალი, 2012; ლაგარდერი საფრანგეთის წინააღმდეგ (Lagardère v. France), # 18851/07, §§ 73 და 76, 12 აპრილი, 2012; და კონსტანტინ ფლორეა რუმინეთის წინააღმდეგ (Constantin Florea v. Romania), #21534/05, §§ 50 და 52, 19 ივნისი, 2012);
(f) განმცხადებლის მიერ დამზღვევების წინააღმდეგ წარდგენილ სამოქალაქო მოთხოვნებზე უარი (იხილეთ ლუნდკვისტი შვედეთის წინააღმდეგ (Lundkvist v. Sweden) (გადაწყვეტილება), #48518/99, ECHR 2003-XI; და რევესი ნორვეგიის წინააღმდეგ (Reeves v. Norway) (გადაწყვეტილება), # 4248/02, 8 ივლისი, 2004);
(g) ბავშვის ზრუნვის შესახებ ბრძანების მოქმედების შენარჩუნება მას შემდეგ რაც სახელმწიფო ბრალდებამ გადაწყვიტა, მშობლის წინააღმდეგ არ წარედგინა ბრალდება ბავშვზე ზეწოლის გამო (იხილეთ O.L. ფინეთის წინააღმდეგ (O.L. v. Finland) (გადაწყვეტილება), # 61110/00, 5 ივლისი, 2005);
(h) დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან ან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე (იხილეთ მულეტი საფრანგეთის წინააღმდეგ (Moullet v. France) (გადაწყვეტილება), #27521/04, 13 სექტემბერი, 2007; ტალიადორუ და სტილიანუ (Taliadorou and Stylianou), ციტირება მაღლა, § 25; სიკიჩი (Šikić), ციტირება მაღლა, §§ 42-47; და ჩელიკი (ბოზქურთი) თურქეთის წინააღმდეგ (Çelik (Bozkurt) v. Turkey), #34388/05, § 34, 12 აპრილი, 2011); და
(i) სოციალურ განსახლებაზე განმცხადებლის უფლების გაუქმებაზე (იხილეთ ვასილიოს სტავროპულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ (Vassilios Stavropoulos v. Greece), # 35522/04, §§ 28-32, 27 სექტემბერი, 2007).
99. მთელ რიგ ამგვარ საქმეებზე სასამართლომ 6.2 მუხლის მოქმედების გავრცელება დაადგინა. ადრეულ საქმეთა ტრიოში მიმდინარე სისხლის სამართლებრივი ბრალდების არ არსებობის მიუხედავად 6.2 მუხლის მოქმედების გავრცელების ახსნისას სასამართლომ განმარტა, რომ ხარჯებისა და კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილებები განმცხადებლების უფლებამოსილების შესახებ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულების “შედეგები და აუცილებელი თანმდევი”, ან “პირდაპირი გაგრძელებაა” (იხილეთ ენგლერტი (Englert), ციტირება მაღლა, § 35; ნოლკენბოკჰოფი (Nölkenbockhoff), ციტირება მაღლა, § 35; და ლუცი (Lutz), ციტირება მაღლა, § 56). მსგავსად ამისა, გვიანდელ საქმეებზე სასამართლომ დაადგინა, რომ ავსტრიის კანონმდებლობა და პრაქტიკა “აკავშირებდა ორ საკითხს - განსასჯელის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და უფლებას კომპენსაციაზე - იმგვარი ხარისხით, რომ გადაწყვეტილება ამ უკანასკნელ საკითხზე შესაძლოა განხილულიყო როგორც შედეგი და გარკვეულ ფარგლებში ამ გადაწყვეტილების თანმდევი”, რაც იწვევს 6.2 მუხლის მოქმედების გავრცელებას კომპენსაციასთან დაკავშირებულ წარმოებაზე (იხილეთ სეკანინა (Sekanina), ციტირება მაღლა, § 22; რუშიტი (Rushiti), ციტირება მაღლა, § 27; და ვეიქსელბრაუნი (Weixelbraun), ციტირება მაღლა, § 24).
100. მომდევნო საქმეებზე ამ იდეის განვრცობისას სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლების მოთხოვნა კომპენსაციებზე “სისხლის სამართლის საქმის წარმოებას არა მხოლოდ დროში მოსდევს, არამედ დაკავშირებულია ამ საქმის წარმოებასთან კანონმდებლობით და პრაქტიკით, იურისდიქციასთან და დავის საგანთან მიმართებით”, რითაც კავშირი მყარდება საქმის წარმოების ორ პროცესს შორის, რის შედეგადაც 6.2 მუხლის მოქმედება ვრცელდება მათზე (იხილეთ O., ციტირება მაღლა, § 38; და ჰამერნი (Hammern), ციტირება მაღლა, § 46).
101. იმ განმცხადებლისგან კომპენსაციის მოთხოვნის დაზარალებულის უფლებასთან დაკავშირებულ საქმეებზე, ვინც უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, სასამართლომ დაადგინა, რომ სადაც სამოქალაქო კომპენსაციაზე გადაწყვეტილება მოიცავს განაცხადს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, ეს ქმნის კავშირს ორ სამართალწარმოებას შორის, რაც თავის მხრივ იწვევს 6.2 მუხლის გავრცელებას კომპენსაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე (იხილეთ რინგვოლდი (Ringvold), ციტირება მაღლა, § 38; Y., ციტირება მაღლა, § 42; და ორი (Orr), ციტირება მაღლა, § 49).
102. უკანასკნელ პერიოდში სასამართლომ გამოხატა მოსაზრება, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ უდანაშაულობის პრეზუმფცია მოითხოვს, რომ პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი მსჯავრის არ არსებობა დაცული იყოს სხვა ნებისმიერი ბუნების სამართალწარმოებისას (იხილეთ ვანჟაკი (Vanjak), ციტირება მაღლა, § 41; და შიკიჩი (Šikić), ციტირება მაღლა, § 47). მან ასევე აღნიშნა, რომ გამამართლებელი გადაწყვეტილების მოქმედ ნაწილს პატივის უნდა სცეს ნებისმიერმა სახელმწიფო ორგანომ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მიუთითებს დაინტერესებული მხარის სისხლის სამართლებრივ პასუხსიმგებლობაზე (იხილეთ ვასილიოს სტავროპულოსი (Vassilios Stavropoulos), ციტირება მაღლა, § 39; ტენდამი (Tendam), ციტირება მაღლა, § 37; და ლორენცეტი (Lorenzetti), ციტირება მაღლა, § 46).
(iii) დადგენილება
103. წინამდებარე საქმე ეხება უდანაშაულობის პრეზუმფციის გავრცელებას CACD-ის მიერ განმცხადებლის მსჯავრდების გაუქმების შემდგომ, რამაც განმცხადებლის გამართლება განაპირობა, საქმის სასამართლო განხილვისას. ზემოთ განხილული 6.2 მუხლის მიზნების გათვალისწინებით (იხილეთ 92-94 პარაგრაფები) და მიდგომები, რომლებიც ზემოთ განხილული პრეცედენტული სამართლიდან იკვეთება, სასამართლო უდანაშაულობის პრეზუმფციას ამ კონტექსტში შემდეგი სახით ჩამოაყალიბებს: უდანაშაულობის პრეზუმფცია ნიშნავს, რომ სისხლის სამართლებრივი ბრალდებისა და სისხლის სამართლის საქმის გამართლებით დასრულების შემდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას დაქვემდებარებული პირი უდანაშაულოა კანონის წინაშე და ამ უდანაშაულობის შესაბამის მოპყრობას უნდა დაექვემდებაროს. შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფცია რჩება სისხლის სამართლის საქმის დასრულების შემდეგ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერ დაუდასტურებელ ბრალდებასთან მიმართებით შესაბამისი პირის უდანაშაულობა დაცულია. ამ უპირატეს მიდგომას ემყარება სასამართლოს მიდგომა ამ საქმეებზე 6.2 მუხლის მოქმედების გავრცელებასთან დაკავშირებით.
104. როდესაც წარმოიშობა 6.2 მუხლის მოქმედების გავრცელების საკითხი თანმდევი სამართალწარმოების კონტექსტში, განმცხადებელმა როგორც ზემოთ აღინიშნა, უნდა წარმოაჩინოს კავშირის არსებობა დასრულებულ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და თანმდევ საქმის წარმოებას შორის. ამგვარი კავშირი, მაგალითად, არსებობს როდესაც თანმდევი საქმის წარმოება მოითხოვს წინმსწრები სისხლის სამართლის საქმის წარმოების შედეგების შესწავლას, კერძოდ კი, როდესაც სასამართლოს ევალება სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების შესწავლა; განხილვის ან შეფასებისას ჩართულია მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმიდან; სისხლის სამართლის მსჯავრდების გამომწვევ მოვლენათა ნაწილში ან ყველა მოქმედებაში განმცხადებლის მონაწილეობის შეფასებისას; ან განმცხადებლის შესაძლო ბრალეულობის დარჩენილ მინიშნებებზე კომენტირებისას.
105. 6.2 მუხლით დადგენილი გარანტიის ბუნების გათვალისიწნებით ის ფაქტი, რომ 1988 წლის კანონის 133-ე მუხლი ამოქმედდა ICCPR-ის 14.6 მუხლიდან გამომდინარე სახელმწიფოს ვალდებულებების შესასრულებლად და რომ ის წარმოდგენილია ამ მუხლისა და მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის იდენტური ტერმინებით, არ იწვევს შედეგად თანმდევი კომპენსაციასთან დაკავშირებული წარმოების 6.2 მუხლის მოქმედების სფეროსგან გამიჯვნას, რასაც მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა. ეს ორი მუხლი ეხება სისხლის სამართლის პროცესის სრულიად განსხვავებულ ასპექტებს; არ არის იმაზე მინიშნება, რომ მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი გამიზნულია გავრცელდეს კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელზეც ვრცელდება 6.2 მუხლით დადგენილი ზოგადი გარანტიები (შეადარეთ და დააპირისპირეთ საქმესთან მაუია საფრანგეთის წინააღმდეგ (Maaouia v. France) [დიდი პალატა], # 39652/98, §§ 36-37, ECHR 2000‑X). მართლაც, მე-7 დამატებითი ოქმის მე-7 მუხლი განმარტავს, რომ დამატებით ოქმის მატერიალური ნაწილის მუხლების ნორმები განიხილება, როგორც კონვენციის დამატებითი მუხლები და რომ “კონვენციის ყველა ნორმის მოქმედება უნდა გავრცელდეს შესაბამისად”. შესაბამისად მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც lex specialis 6.2 მუხლის მოქმედების გამორიცხვით.
(b) ზოგადი პრინციპების შეფარდება საქმის გარემოებებზე
106. რადგანაც განმცხადებელს წარსულში ბრალი დაედო მკველობისთვის, ამ დანაშაულთან მიმართებით უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებდა ბრალის წაყენების მომენტიდან. თუმცა მის მსჯავრდებასთან მიმართებით, რომელიც მან არ გაასაჩივრა, უდანაშაულობის პრეზუმფციით გათვალისწინებული დაცვა კვლავ დადასტურდა CACD-ის გადაწყვეტილების საფუძველზე მისი გამართლების შედეგად (იხილეთ 45-ე პარაგრაფი მაღლა).
107. ამ ეტაპზე სასამართლოს ამოცანაა ანალიზისას შეისწავლოს არსებობდა თუ არა კავშირი დასრულებულ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და კომპენსაციასთან დაკავშირებულ საქმის წარმოებას შორის, ზემოთ მოცემული მსჯელობის გათვალისწინებით (იხილეთ 104-ე პარაგრაფი მაღლა). ამასთან მიმართებით სასამართლო მიიჩნევს, რომ 1988 წლის კანონის 133-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურა მოითხოვს, რომ წინა მსჯავრდება შებრუნდეს. ეს მსჯავრდების თანმდევი შებრუნებაა, რაც აცოცხლებს მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებისთვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას. უფრო მეტიც, იმის შესასწავლად, 133-ე მუხლში მოცემული კუმულაციური კრიტერიუმი დაცულია თუ არა, სახელმწიფო მდივანს და სასამართლოებს საქმის სასამართლო განხილვისას მოეთხოვებათ CACD-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინება. მხოლოდ ამ გადაწყვეტილების შესწავლის შედეგად შეძლებენ ისინი იმის იდენტიფიცირებას, მსჯავრდების შებრუნება, რაც წინამდებარე საქმეზე განმცხადებლის გამართლებით დასრულდა, ემყარებოდა თუ არა ახალ მტკიცებულებას და განაპირობა თუ არა ამან მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელება.
108. შესაბამისად სასამართლო დარწმუნდა, რომ განმცხადებელმა წარმოაჩინა აუცილებელი კავშირი სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და თანმდევ კომპენსაციასთან დაკავშირებული საქმის წარმოებას შორის. შედეგად, 6.2 მუხლი მოქმედებს 1988 წლის კანონის 133-ე მუხლით გათვალისწინებულ საქმის წარმოებაზე, რათა უზრუნველყოს განმცხადებლის მიმართ მისი უდანაშაულობის შესატყვისი მოპყრობა. შესაბამისად, განაცხადის დასაშვებობაზე უარის თქმა ვერ მოხდებოდა კონვენციის 35.3.a მუხლის საფუძველზე, როგორც კონვენციის ნორმებთან ratione materiae შეუსაბამოსი.
109. სასამართლო არც კონვენციის 35.3.a მუხლის მნიშვნელობით აშკარად დაუსაბუთებლად ან დაუშვებლად მიიჩნევს საჩივარს. შესაბამისად, სასამართლო არ აკმაყოფილებს მოპასუხე სახელმწიფოს პროტესტს დასაშვებობასთან დაკავშირებით და საჩივარს დასაშვებად აცხადებს.
C. საქმის არსებითი მხარე
1. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
(a) განმცხადებელი
110. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მის საქმეზე უმაღლესი სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს უარი ემყარებოდა საფუძვლებს, რამაც ეჭვქვეშ დააყენა მისი უდანაშაულობა. კონკრეტულად კი მან გამოყო უმაღლესი სასამართლოს მიგნება, რომ “მის წინააღმდეგ კვლავ არსებობდა ძლიერი მტკიცებულება” (იხილეთ 31-ე პარაგრაფი მაღლა); სააპელაციო სასამართლოს მითითება იმ ფაქტზე, რომ ახალ მტკიცებულებას “ნაფიცი მსაჯულების მიერ მოსმენის შემთხვევაში შესაძლოა სხვა შედეგი გამოეწვია” (იხილეთ 33-ე პარაგრაფი მაღლა); კომენტარი იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს “ეჭვი არ ეპარებოდა, რომ [CACD-ის გადაწყვეტილება] არ მოიცავდა მინიშნებას, რომ განსახილველი საქმე არ არსებობდა” (იხილეთ 38-ე პარაგრაფი მაღლა); სააპელაციო სასამართლოს მიგნება იმის შესახებ, რომ “არ არსებობდა საფუძველი იმის გასაცხადებლად, რომ ახალ მტკიცებულებაზე დაყრდნობით აღარ არსებობდა ნაფიცი მსაჯულების მიერ განსახილველი საქმე” (იხილეთ 39-ე პარაგრაფი მაღლა). ეს კომენტარები უნდა განვიხილოთ კომპენსაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ზოგადი პოზიციის ჭრილში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აშკარად მიანიშნებს, რომ მისი მსჯავრდება პოტენციურად შესაძლებელი იყო საქმის ხელახალი განხილვის შემთხვევაში.
111. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მოთხოვნა იმის შესახებ, რომ პირის მიერ საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება მრავალ საქმეზე ცნობილი იქნა 6.2 მუხლის დარღვევად (დაეყრდნო რა საქმეებს კაპუ (Capeau), პუიგ პანელა (Puig Panella) და ტენდამი (Tendam), ყველა ციტირებულია მაღლა). ის ამტკიცებდა, რომ თუკი სახელმწიფო დაადგენს მოთხოვნას, რომ უდანაშაულობა უნდა დამტკიცდეს სანამ შესაძლებელი გახდება კომპენსაციის გადახდა, გარდაუვალია, რომ იმის დადგენა, რომ კომპენსაციის გადახდა არ არის შესაძლებელი მოიცავს სახელმწიფოს მიერ პირის უდანაშაულობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.
112. და ბოლოს, განმცხადებელმა მიუთითა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომელშიც მითითებულია, რომ უდანაშაულობასთან მიმართებით უბრალოდ ეჭვის გამოთქმა შეუსაბამოა 6.2 მუხლთან, როდესაც ადგილი ქონდა გამართლებას (დაეყრდნო რა საქმეებს სეკანინა (Sekanina), რუშიტი (Rushiti) და დიაცენკო (Diacenco), ყველა ციტირებულია მაღლა). განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მის მიმართ დადგა სრული გამართლება, ვინაიდან CACD-მა მისი მსჯავრდების განხილვისას დაადგინა, რომ მსჯავრდების ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი შეირყა.
113. მან დაასკვნა, რომ მის საქმეზე კომპენსაციასთან დაკავშირებული წარმოებისას სასამართლოებმა გააბათილეს მისი უდანაშაულობა და მან მოუწოდა [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოს 6.2 მუხლის დარღვევის დადგენისკენ.
(b) მოპასუხე სახელმწიფო
114. სახელმწიფო არ დაეთანხმა იმას, რომ წინამდებარე საქმეზე დაირღვა 6.2 მუხლი. 1988 წლის კანონის 133-ე მუხლი არ ლახავს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რადგანაც ის კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს გამართლების მართებულობას ან განმცხადებლის უფლებამოსილებას, მიიჩნეოდეს უდანაშაულოდ. საქმეები, რომლებზეც განმცხადებელმა მიუთითა, როგორიცაა რუშიტი (Rushiti), ციტირება მაღლა, არ შეიძლება განიმარტოს როგორც გამართლება 6.2 მუხლის უკიდურესი ინტერპრეტაციისა, იმასთან მიმართებით, რომ პირის გამართლებისთანავე მას უნდა მოეპყრან როგორც პოზიტიურად უდანაშაულოს ყველა მიზნებისთვის. მოპასუხე სახელმწიფომ განმარტა, რომ ეს არ იქნება შესაბამისი მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლთან ან სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან 6.2 მუხლთან შესაბამისობაზე იგივე ფაქტებიდან მომდინარე სამოქალაქო წარმოებასთან მიმართებით (მითიება საქმეზე Y., ციტირება მაღლა).
115. მოპასუხე სახელმწიფომ სადაო გახადა, რომ კომპენსაციის საკითხების მომცველ წარსულ საქმეებზე, მათ შორის განმცხადებლის მიერ ციტირებულებზე, სასამართლო ინტერესდებოდა, კომპენსაციაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ტოვებდა თუ არა რაიმე ეჭვს სავარაუდო ბრალთან მიმართებით; გამოყენებული სიტყვები უბრალო ეჭვს ან ვარაუდებს მიღმა უნდა ყოფილიყო. საპირისპიროდ ამისა, მსგავსი პრობლემა არ იკვეთებოდა 1988 წლის კანონის 133-ე მუხლიდან გამომდინარე კომეპენსაციაზე უარის შემთხვევაში, არც ზოგადად და არც განმცხადებლის საქმეზე კონკრეტული უარისას. კომპენსაციაზე უარი შესაბამისობაში იქნებოდა 6.2 მუხლთან იმ პირობით, რომ გამოყენებული ენა აშკარას ხდიდა, რომ განმცხადებელს ვერანაირ ბრალს ვერ მიაწერდნენ (მითითება საქმეზე A.L., ციტირება მაღლა).
116. და ბოლოს, მოპასუხე სახელმწიფომ მიუთითა უდანაშაულობის პრეზუმფციაზე სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე სამოქალაქო და დისციპლინური სამართალწარმოების კონტექსტში (საქმეების შიკიჩი (Šikić), ვანიაკი (Vanjak) და ბოკი (Bok) ციტირება, ყველა საქმე ციტირებულია მაღლა). ეს ადასტურებდა, რომ სასამართლომ მოქნილი მიდგომა დაადგინა სისხლის სამართალწარმოების გარეთ უდანაშაულობის პრეზუმფციასთან მიმართებით და ერგებოდა სამოქალაქო და დისციპლინური სამართალწარმოების ეფექტიანი ფუნქციონირების საჭიროებას.
117. მოპასუხე სახელმწიფომ დაასკვნა, რომ ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებებში განმცხადებლის გამართლების შემლახავი ან ეჭვის ამსახველი არაფერი იყო. შესაბამისად წინამდებარე საქმეზე 6.2 მუხლის დარღვევას ადგილი არ ქონდა.
2. სასამართლოს შეფასება
118. სასამართლო ადგენს, რომ წინამდებარე საქმე არ ეხება 1988 წლის კანონის 133-ე მუხლით დადგენილი კომპენსაციის სქემის შესაბამისობის დადგენას მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლთან, დამატებითი ოქმისა, რომელიც მოპასუხე სახელმწიფოს არ აქვს რატიფიცირებული (იხილეთ 70-ე პარაგრაფი მაღლა). შესაბამისად სასამართლო არ შეაფასებს მოხდა თუ არა ამ მუხლის მოთხოვნების დაცვა; არც ის არის მისი ამოცანა, შეაფასოს, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ ამ მუხლში მოცემული ფრაზის “მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელება” ინტერპრეტაცია, გამონაკლისია 6.2 მუხლით დაცულ უდანაშაულობის პრეზუმფციასთან შეუსაბამო ინტერპრეტაცია.
119. როგორც ზემოთ განიმარტა, მას შემდეგ რაც დადგინდება, რომ კავშირი არსებობს საქმისწარმოების ორ პროცესს შორის, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, საქმის ყველა გარემოებებში დაცული იყო თუ არა უდანაშაულობის პრეზუმფცია. შესაბამისად, მოსახერხებელია წარსულში მსგავსი საქმეების არსებითი მხარის შესწავლისას სასამართლოს მიდგომის მიმოხილვა.
(a) სასამართლოს მიდგომა წარსულში განხილულ მსგავს საქმეებზე
120. მინელის (Minelli) ადრეულ საქმეზე, რომელიც ციტირებულია მაღლა და რომელიც ეხებოდა განმცხადებლის მიმართ წარდგენილ მოთხოვნას, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემდგომ, გადაეხადა სახელმწიფო ბრალდების ხარჯები, სასამართლომ შემდეგი პრინციპი დაადგინა:
“37. სასამართლოს შეფასებით, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა თუკი განსასჯელის მიმართ კანონით დადგენილი წესით ბრალეულობის დადგენის გარეშე და განსაკუთრებით, მის მიერ დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობის არ ქონის პირობებში, მასთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება ასახავს მოსაზრებას, რომ ის დამნაშავეა. ეს შესაძლოა აშკარა იყოს ფორმალური მიგნებების არ არსებობისასაც; ეს მიანიშნებს, რომ არსებობს რაღაც საფუძველი იმისთვის, რომ სასამართლომ განსასჯელი ბრალეულად მიიჩნიოს.”
121. პირველ საქმეებზე, რომლებზეც განაცხადები წარმოდგენილი იყო ყოფილი განსასჯლების მიერ კომპენსაციისთვის ან დაცვის ხარჯებისთვის, სასამართლომ დაადგინა მინელის (Minelli) საქმეზე შემუშავებული პრინციპი, განმარტა რა, რომ გადაწყვეტილებები რომლითაც არ დაკმაყოფილდა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემდგომი მოთხოვნა წინასწარი პატიმრობისთვის კომპენსაციაზე და განსასჯელის აუცილებელი ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებაზე, წარმოშობს 6.2 მუხლთან მიმართებით საკითხს, თუკი ამყარებს დასაბუთებას, რომელიც ვერ იმიჯნება ოპერაციული დებულებებისგან, რომლებიც არსებითად უტოლდება განსასჯელის ბრალეულობის დადგენას, რომლის ბრალეულობაც მანამდე ვერ დადგინდა კანონით დადგენილი წესით და ასევე მის მიერ დაცვის უფლების რეალიზების შესაძლებლობის არ ქონის პირობებში (იხილეთ ენგლერტი (Englert), ციტირება მაღლა, § 37; ნოლკენბოკჰოფი (Nölkenbockhoff), ციტირება მაღლა, § 37; და ლუტცი (Lutz), ციტირება მაღლა, § 60). სამივე საქმე ეხებოდა წინა სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, რომლებიც შეწყვეტით დასრულდა და არა გამართლებით. იმის დადგენისას, რომ 6.2 მუხლი არ დარღვეულა, სასამართლომ განმარტა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა აღწერეს “ეჭვის მდგომარეობა” და მათი გადაწყვეტილებები არ მოიცავდა ბრალეულობის დადგენას.
122. მომდევნო საქმეზე სეკანინა (Sekanina), სასამართლომ გამიჯნა საქმეები, რომლებზეც სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და რომლებზეც დადგინდა გამამართლებელი გადაწყვეტილება, განმარტა რა, რომ ეჭვის გამოხატვა განსასჯელის უდანაშაულობასთან მიმართებით შესაძლებელი იყო, რადგანაც სისხლის სამართლის საქმის წარმოება არ დასრულდა ბრალდების არსებითად განხილვის შედეგად, მაგრამ ამგვარ ეჭვზე დაყრდნობა დაუშვებელი იყო გამართლების ძალაში შესვლის შემდეგ (ხიტირება მაღლა, 30-ე პარაგრაფი). შესაბამისად სეკანინას (Sekanina) საქმეზე დადგენილი პრინციპი შემოიფარგლა მინელის (Minelli) საქმეზე დადგენილი პრინციპით საქმეებზე, სადაც სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა. პრეცედენტული სამართალი მიუთითებს, რომ უკანასკნელ საქმეებზე მინელის (Minelli) პრინციპზე მუდმივად ხდება მითითება, როგორც ზოგად პრინციპზე (იხილეთ ლუტჩერი (Leutscher), ციტირება მაღლა, § 29; მულაი და სალაჰი (Mulaj and Sallahi), ციტირება მაღლა; ბაარსი (Baars), ციტირება მაღლა, §§ 26-27; კაპუ (Capeau), ციტირება მაღლა, § 22; A.L., ციტირება მაღლა, § 31; პანტელეიენკო (Panteleyenko), cited ციტირება მაღლა, § 67; და გრაბჩუკი (Grabchuk), ციტირება მაღლა, § 42). სეკანინას (Sekanina) საქმეზე შეწყვეტილ და გამართლებით დასრულებულ საქმეებს შორის განსხვავება გავრცელდა სეკანინას (Sekanina) საქმის შემდგომ გამამართლებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიღებულ მრავალ საქმეზე (იხილეთ, მაგალითად, რუშიტი (Rushiti), ციტირება მაღლა, § 31; ლამანა ავსტრიის წინააღმდეგ (Lamanna v. Austria), # 28923/95, § 38, 10 ივლისი, 2001; ვეიქსელბრაუნი (Weixelbraun), ციტირება მაღლა, 25; O., ციტირება მაღლა, § 39; ჰამერნი (Hammern), ციტირება მაღლა, § 47; იასარ ჰუსენი (Yassar Hussain), ციტირება მაღლა, §§ 19 და 23; ტენდამი (Tendam), ციტირება მაღლა, §§ 36-41; აშენდონი და ჯოუნსი (Ashendon and Jones), ციტირება მაღლა, §§ 42 და 49; და ლორენცეტი (Lorenzetti), ციტირება მაღლა, §§ 44-47; მაგრამ შეადარეთ და დააპირისპირეთ საქმესთან Del Latte და ბოკი (Bok), ორივე ციტირებულია მაღლა).
123. დაზარალებულის მიერ კომპენსაციის სამოქალაქო წესით მოთხოვნის მომცველ საქმეებზე, მიუხედავად იმისა სისხლის სამართლის საქმე დასრულდა შეწყვეტით თუ გამართლებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დაცული უნდა იყოს სამოქალაქო წესით კომპენსაციის მოთხოვნის საქმის წარმოებისას, ამან არ უნდა გამორიცხოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა იგივე ფაქტებიდან გამომდინარე კომპენსაციის გადახდაზე, ნაკლებად მკაცრი მტკიცების ტვირთის საფუძველზე. თუმცა, თუკი ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილება კომპენსაციის შესახებ განცხადებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოპასუხე მხარისთვის მიკუთვნების თაობაზე, ეს წარმოშობს კონვენციის 6.2 მუხლით გათვალისწინებულ საკითხს (იხილეთ რინგვოლდი (Ringvold), ციტირება მაღლა, § 38; Y., ციტირება მაღლა §§ 41-42; Orr, ციტირება მაღლა, §§ 49 და 51; და დიაცენკო (Diacenco), ციტირება მაღლა, §§ 59-60). ეს მიდგომა განმტკიცდა საქმეებზე, სადაც სამოქალაქო მოთხოვნები წარადგინეს გამართლებულმა განმცხადებლებმა დამზღვევების წინააღმდეგ (იხილეთ ლუნდკვისტი (Lundkvist) და რივსი (Reeves), ორივე ციტირებულია მაღლა).
124. დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ საქმეებზე სასამართლომ გაიზიარა, რომ 6.2 მუხლის ავტომატურ დარღვევას არ ქონდა ადგილი, როდესაც განმცხადებელს ბრალეულად ცნობდნენ დისციპლინურ გადაცდომაში, რაც უკავშირდებოდა იგივე ფაქტებს, რასაც სისხლის სამართლის ბრალდება, რამაც არ გამოიწვია მსჯავრდება. მან აღნიშნა, რომ დისციპლინური საქმის მწარმოებელ ორგანოებს აქვთ უფლება და უფლებამოსილი არიან დამოუკიდებლად დაადგინონ ფაქტები მათ წინაშე წარდგენილ საქმეზე და დანაშაულისა და დისცილპინური გადაცდომის შემადგენლობა არ არის იდენტური (იხილეთ ვანიაკი (Vanjak), ციტირება მაღლა, §§ 69-72; და შიკიჩი (Šikić), ციტირება მაღლა, §§ 54‑56).
125. 6.2 მუხლთან დაკავშირებით სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ზემოთ მოცემული მიმოხილვიდან იკვეთება, რომ არ არსებობს ერთიანი მიდგომა იმ გარემოებების დადასტურებისას, რომელთა არსებობისას ეს მუხლი დაირღვევა სისხლის სამართლის საქმის წარმოების თანმდევი სამართალწარმოების კონტექსტში. როგორც სასამართლოს დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლიდან იკვეთება, ბევრი რამ დამოკიდებულია საქმის წარმოების ბუნებასა და კონტექსტზე, რომელშიც სადაო გადაწყვეტილება მიიღეს.
126. ყველა საქმეზე და მიუხედავად გამოყენებული მიდგომისა, გადაწყვეტილების მიმღების ენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილებისა და მისი დასაბუთების 6.2 მუხლთან შესაბამისობის შეფასებისას (იხილეთ, მაგალითად, Y., ციტირება მაღლა, §§ 43-46; O., ციტირება მაღლა, §§ 39-40; ჰამერნი (Hammern), ციტირება მაღლა, §§ 47-48; ბაარსი (Baars), ციტირება მაღლა, §§ 29-31; რივსი (Reeves), ციტირება მაღლა; პანტელეინკო (Panteleyenko), ციტირება მაღლა, § 70; გრაბჩუკი (Grabchuk), ციტირება მაღლა, § 45; და კონსტასი საბერძნეთის წინააღმდეგ (Konstas v. Greece), # 53466/07, § 34, 24 მაისი, 2011). თუმცა საქმეზე, სადაც ეროვნულმა სასამართლომ დაადგინა, რომ “აშკარად შესაძლებელი” იყო, რომ განმცხადებელმა “ჩაიდინა დანაშაულები, რომელთათვისაც ბრალი წარედგინა”, სასამართლომ დაადგინა, რომ მან გადაამეტა სამოქალაქო დისკუსიის ფარგლებს და წარმოაჩინა ეჭვი გამართლების მართებულობასთან მიმართებით (იხილეთ Y., ციტირება მაღლა, § 46; იხილეთ ასევე ორი (Orr), ციტირება მაღლა, § 51; და დიაცენკო (Diacenco), ციტირება მაღლა, § 64). მსგავსად ამისა, როდესაც ეროვნულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმე საკმარის მტკიცებულებას შეიცავდა იმის დასადგენად, რომ დანაშაული იქნა ჩადენილი, გამოყენებული ენა მიჩნეულ იქნა უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევად (იხილეთ პანტელეინკო (Panteleyenko), ციტირება მაღლა, § 70). საქმეებზე, სადაც [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს გადაწყვეტილება აშკარად მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალეულობის ეჭვის გაფანტვა ვერ მოხერხდა, 6.2 მუხლის დარღვევა დადგინდა (იხილეთ მაგალითად, სეკანინა (Sekanina), ციტირება მაღლა, §§ 29-30; და რუშიტი (Rushiti), ციტირება მაღლა, §§ 30-31). თუმცა, როდესაც კონკრეტული საქმის წარმოების ბუნება და კონტექსტი გათვალისწინებულია, თუნდაც არასათანადო ენის გამოყენება არ შეიძლება იყოს გადამწყვეტი (იხილეთ 125-ე პარაგრაფი მაღლა). სასამართლოს პრეცედენტული სამართალი შეიცავს რამდენიმე მაგალითს, სადაც 6.2 მუხლის დარღვევა დადგინდა მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ორგანოების და სასამართლოების მიერ გამოყენებული ენა კრიტიკის საგანი გახდა (იხილეთ რივსი (Reeves), ციტირება მაღლა; და A.L., ციტირება მაღლა, §§ 38-39).
(b) დაცული იყო თუ არა განმცხადებლის უფლება უდანაშაულობის პრეზუმფციაზე წინამდებარე საქმეზე
127. წინამდებარე საქმის ზოგადი კონტექსტისთვის რელევანტურია, რომ განმცხადებლის მსჯავრდებაა CACD-მა გააბათილა “დაუსაბუთებლობის” საფუძვლით, რადგანაც ახალ მტკიცებულებას სასამართლო განხილვისას ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე (იხილეთ მე-20 პარაგრაფი მაღლა). CACD-მა თვითონ არ შეაფასა ყველა მტკიცებულება ახალ მტკიცებულებასთან ერთობლიობაში, იმის გადასაწყვეტად ბრალი დადგინდა თუ არა გონივრულ ეჭვს მიღმა. არც საქმის ხელახალი განხილვა დადგინდა, რადგანაც განმცხადებელს მისი მსჯავრდების გაუქმების მომენტისთვის უკვე მოხდილი ქონდა თავისუფლების აღკვეთა (იხილეთ 21-ე, 26-ე და 34-ე პარაგრაფები მაღლა). სისხლის სამართლის სააპელაციო გასაჩივრების შესახებ 1968 წლის კანონის 2.3 მუხლის თანახმად, განმცხადებლის მსჯავრდების გაუქმება იწვევს გამამართლებელი ვერდიქტის ძალაში შესვლას (იხილეთ 45-ე პარაგრაფი მაღლა). თუმცა, სასამართლოს აზრით განმცხადებლის გამართლება არ იყო გამართლება “საქმის არსებით შემადგენლობაზე” ამის პირდაპირი გაგებით (შეადარეთ და დააპირისპირეთ საქმეები სეკანინა (Sekanina) და რუშიტი (Rushiti), ორივე ციტირებულია მაღლა, სადაც გამართლება ემყარებოდა პრინციპს, რომ ნებისმიერი გონივრული ეჭვი განხილული უნდა იქნეს განსასჯელის სასარგებლოდ). აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად ფორმალური გამართლებისა, განმცხადებლის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დასრულება შესაძლოა განხილულ იქნას როგორც საქმე, რომელიც უფრო მეტად იზიარებს იმ საქმეების მახასიათებლებს, სადაც სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა (იხილეთ, მაგალითად, ენგლერტი, ნოლკენბოკჰოფი, ლუტცი, მუჯაჟი და სალაჰი (Englert, Nölkenbockhoff, Lutz, Mulaj and Sallahi), ყველა ციტირებულია მაღლა; როტისი ავსტრიის წინააღმდეგ (Roatis v. Austria) (გადაწყვეტილება), # 61903/00, 27 ივნისი, 2002; და ფელნერი ავსტრიის წინააღდეგ (Fellner v. Austria) (გადაწყვეტილება), # 64077/00, 10 ოქტომბერი, 2002).
128. ასევე მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმ ფაქტზე, რომ 1988 წლის კანონის 133-ე მუხლი ადგენს იმ კონკრეტულ კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია კომპენსაციის უფლების წარმოშობისთვის. ეს კრიტერიუმი კონკრეტულად ადგენს, რომ მომჩივანი წარსულში მსჯავრდებული უნდა იყოს; რომ მის მიმართ სასჯელი უნდა იყოს გამოყენებული; ის რომ გასაჩივრება დასაშვები იყო და რომ გასაჩივრების დაშვების საფუძველს წარმოადგენდა ახალი ფაქტი, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა წარმოაჩენდა, რომ ადგილი ქონდა მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებას. კრიტერიუმი მცირედი ლინგვისტური ცვლილებებით ასახავს კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის დებულებებს, რომლის წაკითხვაც შესაძლებელი უნდა იყოს 6.2 მუხლთან შესაბამისობაში. შესაბამისად სასამართლო დარწმუნდა, რომ თავისთავად ეს კრიტერიუმი არაფერს შეიცავს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ბრალდებული პირის უდანაშაულობას და რომ თავად კანონმდებლობა არ მოითხოვს განმცხადებლის სისხლისსამართლებრივი ბრალეულობის რაიმე ფორმით შეფასებას.
129. სასამართლო ასევე ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფოში გამართლების შემდგომ კომპენსაციის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად იზღუდება 133-ე მუხლით დადგენილი კრიტერიუმით. ნათელია, რომ შესაბამის ვადაში სააპელაციო წესით გასაჩივრების შედეგად გამართლება არ წარმოშობს უფლებას კომპენსაციაზე 133-ე მუხლიდან გამომდინარე. მსგავსად ამისა ნაფიცი მსაჯულებისთვის არაადეკვატური მიმართულებების ან უსამართლო მტკიცებულების დაშვების საფუძველზე გასაჩივრების შედეგად გამართლება ასევე არ აკმაყოფილებს 1988 წლის კანონის 133-ე მუხლში ასახულ კრიტერიუმს. ეროვნული სასამართლოების ამოცანაა, განმარტონ კანონმდებლობა კანონმდებლის ნების ასამოქმედებლად და ამ დროს ისინი უფლებამოსილი არიან, დაასკვნან, რომ “მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების” დასადგენად უფრო მეტია საჭირო ვიდრე გამართლების დადგენა, იმ პირობით, რომ ისინი განმცხადებლის უდანაშაულობას არასდროს დააყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო პრობლემად არ მიიჩნევს ამ ტერმინის განსხვავებულ განმარტებებს ლორდთა პალატის მოსამართლეების მიერ საქმეზე მალენი (Mullen) და წინამდებარე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უზენასი სასამართლოს მოსამართლეების განმარტებებს საქმეზე ადამსი (Adams). სასამართლო აფასებს ეროვნული სასამართლოების მიერ შესასრულებელი ამოცანის ბუნების და განმცხადებლის მსჯავრდების გაუქმების გადაწყვეტილების გათვალისწინებით (იხილეთ 127-ე პარაგრაფი მაღლა), მათი ენა შეესაბამება თუ არა 6.2 მუხლით გარანტირებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას.
130. რაც შეეხება სასამართლოების ამოცანას, აშკარაა, რომ 133-ე მუხლით დადგენილი კრიტერიუმის დაკამყოფილების შეფასება ეროვნული სასამართლოებისგან მოითხოვდა მსჯავრდების გაბათლების შესახებ CACD-ის გადაწყვეტილებაზე მითითებას, გამართლების საფუძვლების და ფარგლების გამოსავლენად, რომელშიც შეიძლება გაცხადებულიყო, რომ ახალი ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა წარმოაჩენდა მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებას. ამრიგად, საქმისწარმოების კონტექსტი ავალდებულებდა უმაღლეს სასამართლოს და შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს, შეეფასებინათ CACD-ის გადაწყვეტილება 133-ე მუხლთან მიმართებით.
131. უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებით სასამართლო ადგენს, რომ მოსამართლემ გაანალიზა CACD-ის მიგნებები და მიიჩია, რომ ისინი არ “შეესაბამებოდა შემოთავაზებას, რომ საქმის ხელახალი განხილვის შემთხვევაში მოსამართლე ვალდებული იქნებოდა ნაფიცი მსაჯულებისთვის მომჩივანის გამართლების შესახებ მინიშნება მიეცა” (იხილეთ 25-ე პარაგრაფი მაღლა). 133-ე მუხლთან მიმართებით სასამართლოების წინაშე წარდგენილი სხვა საქმეების შესწავლის შედეგად, მან მიიჩნია, რომ 133-ე მუხლის შინაარსის გარეთ იქნება საქმის აღწერა, რომელში ნაფიც მსაჯულებს შეეძლოთ მიეღოთ განსხვავებული გადაწყვეტილება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა აჩვენებდა, რომ ადგილი ქონდა მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებას (იხილეთ 30-ე პარაგრაფი მაღლა). განმცხადებლის საქმეზე CACD-ის და ნაფიცი მსაჯულების მიერ მოსმენილი სამედიცინო მტკიცებულება წარმოაჩენდა, რომ განმცხადებლის წინააღმდეგ არსებობდა “ძლიერი მტკიცებულება” და ეს საკითხი ნაფიცი მსაჯულების გადასაწყვეტი იყო (იხილეთ 31-ე პარაგრაფი). მან დაასკვნა, რომ CACD-მა მხოლოდ გადაწყვიტა, რომ ახალი მტკიცებულება საქმის სასამართლო განხილვისას სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში “შექმნიდა შესაძლებლობას”, რომ ნაფიცი მსაჯულები განმცხადებელს “შესაძლოა სათანადოდ გაამართლებდნენ”. ეს შორს არის იმის დემონსტრირებისგან, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ამ საქმეზე ადგილი ქონდა მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებას (იხილეთ 32-ე პარაგრაფი მაღლა).
132. თავის მხრივ სააპელაციო სასამართლომ ასევე დაიწყო მითითება მსჯავრდების გაუქმების გადაწყვეტილების ტერმინებზე. მან განმარტა: CACD-მა გადაწყვიტა, რომ მტკიცებულება, რომლებიც ამჟამად ხელმისაწვდომი იყო “ნაფიცი მსაჯულების მიერ მოსმენის შემთხვევაში შესაძლოა მათ სხვა შედეგამდე მიიყვანდა” (იხილეთ 33-ე პარაგრაფი მაღლა). მოგვიანებით მან განმარტა, რომ CACD-ის გადაწყვეტილება “არ მოიცავდა მინიშნებას”, რომ განმცხადებლის მიმართ საქმე არ არსებობდა და რომ ახალი მტკიცებულების საფუძველზე “არ არსებობდა საფუძველი იმის სათქმელად”, რომ ნაფიცი მსაჯულებისთვის მისამართად არ არსებობდა საქმე (იხილეთ 38-39-ე პარაგრაფები).
133. ფაქტია, რომ იმის შეფასებისას განმცხადებლის საქმეზე ფაქტები “მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების” მნიშვნელობაში ექცეოდა თუ არა უმაღლესმა სასამართლომ და ასევე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ლორდთა პალატაში განხილულ საქმეზე R (Mullen) ლორდი ბინგჰამისა და ლორდი სტეინის მიერ ამ ფრაზის ურთიერთსაპირისპირო განმარტებებზე. ვიმაიდან ლორდმა სტეინმა თავის მოსაზრებაში აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელება იკვეთება, თუკი უდანაშაულობა გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდა, აუცილებელი იყო დისკუსია უდანაშაულობის საკითხზე და თუ რა ფარგლებში წარმოაჩენდა უდანაშაულობას CACD-ის გადაწყვეტილება მსჯავრდების გაუქმების შესახებ. ამასთან მიმართებით მინიშნებები გაკეთდა მე-7 დამატებითი ოქმის განმარტებით ანგარიშზე, რომელიც განმარტავს, რომ ამ ოქმის მე-3 მუხლის მიზანია დაავალდებულოს სახელმწიფოები, უზრუნველყონ კომპენსაცია მხოლოდ როდესაც არსებობს აღიარება, რომ შესაბამისი პირი “აშკარად უდანაშაულოა” (იხილეთ 72-ე პარაგრაფი მაღლა). სრულად გასაგებია, რომ ბუნდოვანი სამართლებრივი ცნების მნიშვნელობის იდენტიფიცირებისას, როგორიცაა “მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელება”, რომელიც საერთაშორისო ინსტრუმენტებიდან მომდნარეობს - ამ შემთხვევაში ICCPR-ის 14.6 მუხლი და მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი - ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა მოიშველიონ ამ ნორმებთან მიმართებით საერთაშორისო პრეცედენტული სამართალი და მათი შექმნის ისტორია, ავტორთა ჩანაფიქრის ამოსაცნობად. თუმცა, განმარტებითი ანგარიში თავის მხრივ მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიზნად ისახავს ოქმის დებულებების აღქმის ხელშეწყობას, ის არ წარმოადგენს ტექსტის ავტორიტეტულ განმარტებას (იხილეთ 71-ე მუხლი მაღლა). უდანაშაულობის დემონსტრირების საჭიროებაზე მინიშნება უნდა განვიხილოთ 6.2 მუხლთან მიმართებით [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში ასახვის თვალსაზრისით. მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით განმცხადებელს არ მოეთხოვებოდა ლორდი სტეინის ტესტის დაკმაყოფილება უდანაშაულობის დემონსტრირებასთან დაკავშირებით. უმაღლესი სასამართლო კონკრეტულად მიუთითებდა, რომ საქმეზე R (Mullen) ფაქტები საკმაოდ განსხვავდებოდა განმცხადებლის საქმისგან და რომ საქმეზე R (Mullen) მიღებული გადაწყვეტილების ratio decidendi არ არის დამხმარე ამ საქმის გადაწყვეტისას (იხილეთ 27-ე პარაგრაფი მაღლა).
134. სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ეროვნული სასამართლოების ენა, მათ მიერ სავალდებულო სავარჯიშოს განხორციელებისას გამოყენებული, შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც განმცხადებლის გამართლების შემლახავი ან ამით მის მიმართ განხორციელდა მის უდანაშაულობასთან შეუსაბამო მოპყრობა. სასამართლოებმა 133-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად თავიანთი საქმიანობა მიმართეს იმის დადგენისკენ, ჰქონდა თუ არა ადგილი “მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებას”. იმის შეფასებისას ჰქონდა თუ არა ადგილი “მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებას”, სასამართლოებმა კომენტარი არ გააკეთეს იმის შესახებ, აპელაციის სტადიაზე წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე მოხდებოდა თუ არა განმცხადებლის გამართლება თუ მსჯავრდება. მსგავსად ამისა, მათ არ იმსჯელეს მტკიცებულება მიანიშნებდა განმცხადებლის ბრალეულობაზე თუ უდანაშაულობაზე. მათ უბრალოდ აღიარეს CACD-ის დასკვნები, რომელიც თავის მხრივ ეხებოდა ისტორიულ კითხვას, ახალი მტკიცებულების სასამართლო განხილვამდე ან განხილვისასა ხელმისაწვდომობის მიუხედავად განმცხადებლის მიმართ მაინც არსებობდა საქმე. ისინი დამაჯერებლად იმეორებდნენ, რომ ახალი მტკიცებულება ნაფიცი მსაჯულების შესაფასებელი იქნებოდა, თუკი განისაზღვრებოდა საქმის ხელახალი განხილვა (იხილეთ შემდეგი პარაგრაფები მაღლა - 31, 33 და 38-39).
135. ამასთან მიმართებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ინგლისის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურის მტკიცებულების სადაოობის შეფასება და განსასჯელის ბრალის დადგენა ნაფიცი მსაჯულების ამოცანაა. განმცხადებლის საქმეზე CACD-ის ამოცანა იყო დაედგინა მსჯავრდება იყო თუ არა “დაუსაბუთებელი” 1968 წლის კანონის 2.1.a მუხლის მნიშვნელობისთვის (იხილეთ 43-ე პარაგრაფი მაღლა) და არა ნაფიცი მსაჯულების ჩანაცვლება იმის განსაზღვრისას, ამჟამად ხელმისაწვდომი მტკიცებულების საფუძველზე განმცხადებლის ბრალეულობა დადგინდა თუ არა გონივრულ ეჭვს მიღმა. განმცხადებლის საქმეზე საქმის ხელახლა განხილვის ბრძანების არ მიღებით, ის გათავისუფლდა ახალი სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესის გავლის სტრესისგან და მღელვარებისგან. ის არ ამტკიცებდა, რომ ხელახალი განხილვა არ უნდა შემდგარიყო. როგორც უმაღლესი სასამართლო, ისე სააპელაციო სასამართლო აშკარად მიუთითებდა, CACD-ის გადაწყვეტილებაზე მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების განსაზღვრასთან მიმართებით და არ ცდილობდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას საქმის შედეგებთან მიმართებით. მათ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებიათ CACD-ის დასკვნა იმის შესახებ, რომ მსჯავრდება დაუსაბუთებელი იყო; არც ის შემოუთავაზებიათ, რომ CACD-ი ბუნდოვანი იყო მისთვის წარდგენილი მტკიცებულების შეფასებისას. მათ გაიზიარეს CACD-ის მიგნებები და დაეყრდნენ მოდიფიცირების ან ხელახალი შეფასების გარეში, იმის გადაწყვეტისას 133-ე მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმი დაკმაყოფილებული იყო თუ არა.
136. შესაბამისად სასამართლო დარწმუნდა, რომ განმცხადებლის საქმეზე უმაღესი სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები არ ავლენს პატივისცემის ნაკლებობას უდანაშაულობის პრეზუმფციისადმი, რითაც ის სარგებლობდა მკვლელობისთვის მსჯავრდებასთან მიმართებით, რაზეც ის გაამართლეს. შესაბამისად კონვენციის 6.2 მუხლი არ დარღვეულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ერთხმად
1. აცხადებს განაცხადს დასაშვებად;
2. ადგენს, რომ კონვენციის 6.2 მუხლი არ დარღვეულა.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გამოქვეყნდა საჯარო მოსმენისას ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგი, 2013 წლის 12 ივლისს, სასამართოს რეგლამენტის 77.2 და 77.3 მუხლის შესაბამისად.
მაიკლს ობოლედინ სპილმანი
მოსამართის თანაშემწის მოადგილე თავმჯდომარე
კონვენციის 45.2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74.2 მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე დე გაეტანოს განსხვავებული მოსაზრება.
D.S.
M.O’B.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy