© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #165
ივლისი 2013
ალენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Allen v. the United Kingdom) [დიდი პალატა] - 25424/09
გადაწყვეტილება 12.7.2013 [დიდი პალატა]
მე-6მუხლი
მუხლი 6.2
უდანაშაულობის პრეზუმფცია
განმცხადებლის დანაშაულისთვის მსჯავრდების გაუქმების შემდეგ კომპენსაციაზე უარი: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები – 2000 წლის სექტემბერში განმცხადებელს მსჯავრი დაედო საკუთარი ახალშობილი შვილის მკვლელობისთვის, სამედიცინო მტკიცებულებაზე დაყრდნობით იმის შესახებ, რომ ბიჭის დაზიანებები შეესატყვისებოდა “ჩვილის რყევის სინდრომს” (ასევე ცნობილია როგორც “თავის არაშემთხვევითი დაზიანება” – “NAHI”). სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრებისას ის ამტკიცებდა, რომ ახალი სამედიცინო მტკიცებულება უთითებდა, რომ დაზიანებები შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო სხვა მიზეზით და არა NAHI-ით. 2005 წლის ივლისში სააპელაციო სასამართლომ (სისხლის სამართლის კოლეგიამ) (CACD) გააბათილა მისი მსჯავრდება იმ საფუძვლით, რომ ის არ იყო დასაბუთებული იმის დადგენის შემდეგ, რომ ახალ მტკიცებულებას შეიძლება გავლენა მოეხდინა ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე მსჯავრდების შესახებ. პროკურატურამ არ გაასაჩივრა საქმის ხელახალი განხილვა, იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელმა მოიხადა სასჯელი და უკვე დიდი დრო იყო გასული.
განმცხადებელმა სახელმწიფო მდივნის წინაშე წარადგინა საჩივარი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების 1988 წლის კანონის (1988 წლის კანონი) 133-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ადგენს, რომ პირს, რომელსაც მსჯავრი დაედო დანაშაულისთვის, მაგრამ მისი მსჯავრდება გაბათილდა ახალი მტკიცებულების ან ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებდა, რომ მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებას ქონდა ადგილი, უფლებამოსილია კომპენსაციის მიღებაზე. მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამ გადაწყვეტილების სასამართლო განხილვის მოთხოვნით წარდგენილი განცხადება არ დააკმაყოფილა უმაღლესმა სასამართლომ, რომელმაც დაადგინა, რომ CACD-მა მხოლოდ ის დაადგინა, რომ ახალმა მტკიცებულებამ საქმის სასამართლო განხილვისას წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად “შექმნა შესაძებლობა”, რომ ნაფიც მსაჯულებს “შეეძლოთ განმცხადებლის სათანადოდ გამართლება”. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა განმცხადებლის საჩივარი, აღნიშნა რა რომ გამამართლებელი გადაწყვეტილება “არ მოიცავდა მინიშნებას”, რომ არ არსებობდა საქმე, რომლისთვისაც მას პასუხი უნდა ეგო, შესაბამისად “მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების” ტესტი არ ჩაითვალა.
ევროპული სასამართლოსადმი მის განაცხადში განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მისთვის კომპენსაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილებაში მოცემული საფუძვლები არღვევდა მის უფლებას უდანაშაულობის პრეზუმფციაზე.
კანონმდებლობა – მუხლი 6.2
(a) საქმის ფარგლები – სასამართლოს წინაშე დასმული კითხვა მდგომარეობდა არა იმაში, კომპენსაციაზე უარი per se არღვევდა თუ არა განმცხადებლის უფლებას უდანაშაულობის პრეზუმფციაზე (6.2 მუხლი არ ქმნის გამართლებული პირისთვის მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების გამო უფლებას კომპენსაციაზე), არამედ განმცხადებლის საქმეზე კომპენსაციაზე უარის შესახებ ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ასევე დასაბუთება და გადაწყვეტილების ენა შეესატყვისებოდა თუ არა უდანაშაულობის პრეზუმფციას.
(b) მოქმედების გავრცელება – 6.2 მუხლის ორი ასპექტი იკვეთებოდა. პირველი, პროცედურულ მოთხოვნებს ადგენს სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის კონტექსტში (მაგალითად მტკიცების ტვირთთან, ფაქტისა და კანონმდებლობის პრეზუმფციასთან და საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის პრივილეგიასთან მიმართებით). მეორე, რაც რელევანტური იყო განმცხადებლის საქმეზე, მიმართული იყო იმ ცალკეული პირების დაცვაზე, რომლებიც გაამართლეს სისხლის სამართლის ბრალდებასთან მიმართებით, ან რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა, სახელმწიფო თანამდებობის პირებისგან ან სახელმწიფო ორგანოებისგან იმგვარი მოპყრობისგან, თითქოს ისინი დამნაშავენი იყვნენ. როდესაც სისხლის სამართლის საქმის წარმოება დასრულებულია, განმცხადებელმა, რომელიც 6.2 მუხლზე დაყრდნობით მოქმედებს მომდევნო სამართალწარმოებისას, უნდა აჩვენოს, რომ ორ საქმის წარმოებას შორის არსებობდა კავშირი. ამგვარი კავშირი სახეზეა, მაგალითად, როდესაც მომდევნო საქმის წარმოება მოითხოვს წინა სისხლის სამართლის საქმის წარმოების შედეგების შესწავლას და კერძოდ კი, როდესაც ისინი ავალდებულებენ სასამართლოს, შეისწავლოს [სასამართლოს] გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი მტკიცებულების მიმოხილვასა ან შეფასებაში ჩართვის მიზნით, სისხლის სამართლებრივი ბრალდების გამომწვევ მოვლენებში განმცხადებლის მონაწილეობის შესაფასებლად, ან განმცხადებლის შესაძლო ბრალზე შესაძლო მინიშნებებზე კომენტირებისთვის. წინამდებარე საქმეზე აუცილებელი კავშირი სახეზე იყო, რადგანაც კომპენსაციის მოთხოვნით სამართალწარმოების დაწყების უფლება განაპირობა სისხლის სამართლის საქმეზე გამართლებამ და რადგანაც სახელმწიფოს მდივანი და სასამართლოები ვალდებული იყო გაეთვალისწინებია სისხლის სამართლის საქმის წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება კომპენსაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას და გადახედვისას. შესაბამისად 6.2 მუხლის მოქმედება ვრცელდებოდა.
დადგენილება: წინასწარი პროტესტი არ დაკმაყოფილდეს(ერთხმად).
(c) საქმის არსებითი მხარე – არ არსებობდა ერთიანი მიდგომა იმ გარემოებათა განსაზღვრისას, რომელშიც 6.2 მუხლი ირღვევა სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულების შემდეგ მიმდინარე სამართალწარმოების კონტექსტში. ყველაფერი მეტწილად დამოკიდებული იყო სადაო გადაწყვეტილების მიღების სამართალწარმოების ბუნებაზე და კონტექსტზე. თუმცა, ყველა საქმეზე და მიუხედავად გამოყენებული მიდგომისა, გადაწყვეტილების მიმღებთა ენა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების და მისი დასაბუთების 6.2 მუხლთან შესაბამისობის შეფასებისას.
განმცხადებლის შემთხვევაში საქმის წარმოების ბუნებისა და კონტექსტის შესწავლას თუ დავუბრუნდებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის გამართლება არ იყო გამართლება “საქმის არსებით გარემოებებთან მიმართებით” ამის პირდაპირი გაგებით. მიუხედავად ფორმალური გამართლებისა, მის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულება უფრო მოიცავდა იმ საქმის მახასიათებლებს, რომელზეც სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა.
[სასამართლომ] ასევე აღნიშნა, რომ 1988 წლის კანონის 133 მუხლის თანახმად კომპენსაციის უფლების მოსაპოვებლად აუცილებელი იყო კონკრეტული კრიტერიუმის დაკმაყოფილება, კერძოდ კი: მომჩივანი უნდა ყოფილიყო მსჯავრდებული, ამის შედეგად მას უნდა მოეხადა სასჯელი, სააპელაციო გასაჩივრება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო ვადის გასვლის გამო და გასაჩივრების საფუძველი უნდა ყოფილიყო ის, რომ ახალი ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებდა, რომ ადგილი ქონდა მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებას. ეს კრიტერიუმი მცირე ლინგვისტური ცვლილებით ასახავდა კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის დებულებებს, რისი წაკითხვაც შესაძლებელი უნდა ყოფილიყო 6.2 მუხლთან შესატყვისობის ფორმით. ამ კრიტერიუმში არაფერი აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ გამართლებული პირის უდანაშაულობას და კანონმდებლობა არ მოითხოვდა ბრალეულობის შეფასებას.
რაც შეეხება ეროვნული სასამართლოების ენას, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო არ თვლის, რომ იმ ტესტის გათვალისწინებით, რაც მათ მოეთხოვებოდათ 1988 წლის კანონის 133-ე მუხლით, ამან ეჭვქვეშ დააყენა განმცხადებლის გამართლება ან მის უდანაშაულობასთან შეუსაბამო მოპყრობას დაუქვემდებარა. იმის შეფასებისას “მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებას” ქონდა თუ არა ადგილი, ეროვნულმა სასამართლოებმა არ გააკეთეს კომენტარი იმაზე, სააპელაციო გასაჩივრებისას წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე განმცხადებელი უნდა ან სავარაუდოდ გამართლდებოდა თუ მოხდებოდა მისი მსჯავრდება. თანაბრად ამისა, მათ არ გააკეთეს კომენტარი იმაზე, მტკიცებულება იყო თუ არა მისი ბრალეულობის ან უდანაშაულობის მიმანიშნებელი. მართლაც, ისინი მუდმივად იმეორებდნენ, რომ ნაფიცი მსაჯულების შესაფასებელი იყო ახალი მტკიცებულება, თუკი საქმის ხელახალი განხილვა გადაწყდებოდა.
უფრო მეტიც, ინგლისის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად ბრალეულობის განსაზღვრასთან დაკავშირებით საქმის სასამართლო განხილვისას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აფასებს სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებას და განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობას. განმცხადებლის საქმეზე CACD-ის როლი მდგომარეობდა გადაწყვეტილების მიღებაში იმის შესახებ, მსჯავრდება იყო თუ არა “უსაფუძვლო”, რათა არ მომხდარიყო ნაფიცი მსაჯულების ჩანაცვლება იმის გადაწყვეტისას , ახალი მტკიცებულების საფუძველზე დადგინდა თუ არა მისი ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა. საქმის განუახლებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამ განმცხადებელი გაათავისუფლა სისხლის სამართლის ახალი საქმის წარმოების პროცესის გავლის სტრესისა და მღელვარებისგან და მას არ უმტკიცებია, რომ საქმის ხელახლა განხილვა უნდა მომხდარიყო. როგორც უმაღლესმა, ისე სააპელაციო სასამართლომ ვრცლად მიუთითა CACD-ის გადაწყვეტილებაზე იმის განსაზღვრისას, ჰქონდა თუ არა ადგილი მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელებას და არ მიუღია რაიმე დამოუკიდებელი დადგენილება საქმის შედეგებთან მიმართებით. მათ ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ CACD-ის დადგენილება იმის შესახებ, რომ მსჯავრდება უსაფუძვლო იყო და არ შესთავაზეს, რომ CACD-მა არასათანადოდ შეაფასა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულება. მათ პირდაპირ გაიზიარეს CACD-ის მიგნებები და ყოველგვარი ცვლილების ან ხელახალი შეფასების გარეშე დაეყრდნენ ამ მიგნებებს იმის გადაწყვეტისას 133-ე მუხლით დადგენილი კრიტერიუმი დაცული იყო თუ არა.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy