© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Coureuropéenne des droits de l’homme, 2015. La présentetraduction a étéeffectuée avec le soutien du Fondsfiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignementsveuillez lire l’indication de copyright/droitsd’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 176
ივლისი 2014
ალისიკი (Ališić) და სხვები ბოსნიისა და ჰეცოგოვინის, ხორვატიის, სერბეთის, სლოვენიისა და “მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის” წინააღმდეგ [დიდი პალატა] - 60642/08
გადაწყვეტილება 16.7.2014 [დიდი პალატა]
მუხლი 46
პილოტური გადაწყვეტილება
ზოგადი ღონისძიებები
სლოვენიამ და სერბეთმა მოითხოვეს ყველა ზომის მიღება განმცხადებლებისთვის და მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთათვის შესაძლებლობის შესაქმნელად, დაებრუნებიათ უცხოურ ვალუტაში “ძველი” დანაზოგები
1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი
1-ელი დამატებითი ოქმის მუხლი 1.1
საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობა
იუგოსლავიის სოციალისტური ფედერალური რესპუბლიკის დაშლის შემდეგ უცხოურ ვალუტაში “ძველი” დანაზოგების დაბრუნების შესაძლებლობის არ ქონა: დარღვევა
ფაქტები – განმცხადებლები ბოსნიისა და ჰერცოგოვინის მოქალაქეები არიან. 1989-90 წლებამდე იუგოსლავიის ყოფილმა სოციალისტურმა ფედერალურმა რესპუბლიკამ (ისფრ) საკუთარი მოქალაქეებისთვის მიმზიდველი გახადა ქვეყნის ბანკებში უცხოურ ვალუტაში დეპოზიტური ანგარიშების გახსნა, მაღალი სარგებელით და სახელმწიფო გარანტიით გაკოტრების ან “აშკარა გადახდისუუნარობის” შემთხვევაში. დეპოზიტორები ასევე უფლებამოსილი იყვნენ თავიანთი დანაზოგი და მიღებული სარგებელი ნებისმიერ დროს გამოეტანათ. პირველმა და მეორე განმცხადებელმა უცხოურ ვალუტაში სადეპოზიტო ანგარიში გახსნეს იმ დროისთვის Ljubljanska Banka Sarajevo-ში, ხოლო მესამე განმცხადებელმა Tuzla branch of Investbanka-ში. 1989-90 წლებში რეფორმების შემდგომ Ljubljanska Banka Sarajevo გახდა Ljubljanska Banka Ljubljana-ის ფილიალი და ამ უკანასკნელმა მიიღო მისი უფლებები, ქონება და პასუხისმგებლობა. Investbanka გახდა დამოუკიდებელი ბანკი, სათაო ოფისით სერბეთში და ფილიალებით, მათ შორის ტუზლას ფილიალით ბოსნიასა და ჰეცოგოვინაში. ამ პერიოდში დინარის გაცვლადობამ და გაცვლის მეტად ხელსაყრელმა კურსმა განაპირობა კომერციული ბანკებიდან უცხოური ვალუტის მასობრივი გამოტანა, რამაც ისფრ აიძულა მიეღო საგანგებო ზომები ვალუტის გამოტანის შესაზღუდად. 1991-92 წლებში ისფრ-ს დაშლის შემდგომ, უცხოურ ვალუტაში “ძველი” დეპოზიტები უფლებამონაცვლე ქვეყანაში გაყინული დარჩა, თუმცა ამ ქვეყანამ თანხმობა განაცხადა აენაზღაურებია ეს თანხები ეროვნული ბანკებიდან. ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში საკონსტიტუციო სასამართლომ უამრავი ინდივიდუალური საჩივარი განიხილა Ljubljanska Banka Ljubljana-სა და Investbanka-ს ეროვნულ ფილიალებში არსებული უცხოურ ვალუტაში “ძველი” დანაზოგების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბოსნია და ჰერცოგოვინა ან მათი ინსტიტუციები არ იყვნენ პასუხისმგებლები და ნაცვლად ამისა სახელმწიფოს დაავალა, დახმარებოდა ამ ბანკების კლიენტებს, მათი დანაზოგები მიეღოთ სლოვენიიდან და სერბეთიდან. სამართალმემკვიდრეობის საკითხებზე ხელშეკრულების მოლაპარაკების ფარგლებში ისფრ-ს მიერ უცხოურ ვალუტაში “ძველი” დანაზოგების დარიგების გარანტიებთან დაკავშირებით მოლაპარაკება 2001 და 2002 წელს წარიმართა.
რადგანაც სამართალმემკვიდრე სახელმწიფოებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, 2002 წელს საერთაშორისო ანაზღაურებათა ბანკმა შეატყობინა მათ, რომ ამ საკითხში მომავალში აღარ ჩაერეოდა. განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ მათთვის შეუძლებელი იყო უცხოურ ვალუტაში არსებული დანაზოგის მიღება.
კანონმდებლობა – 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი: დასაშვებობის შესახებ თავის გადაწყვეტილებაში პალატამ დაადგინა, რომ Ljubljanska Banka Ljubljana-ში და Investbanka-ში უცხოურ ვალუტაში “ძველ” დანაზოგებთან მიმართებით ისფრ-ს კანონისმიერი გარანტიები არ ამოქმედებულა ისფრ-ს დაშლამდე და შესაბამისი პასუხისმგებლობა ამ ბანკებიდან ისფრ-ზე არ გადასულა მის დაშლამდე. დიდმა პალატამ აღიარა პალატის მიგნებები ამ საკითხთან მიმართებით. უფრო მეტიც, მან აღნიშნა, რომ ორი ბანკი პასუხისმგებელი რჩება უცხოურ ვალუტაში “ძველ” დანაზოგებზე ბოსნია-ჰერცოგოვინის ფილიალებში, ისფრ-ს დაშლის შემდგომ. სასამართლომ განაგრძო იმის შესწავლა სლოვენია და სერბეთი არიან თუ არა პასუხისმგებელნი აღნიშნულ ბანკთა მიერ განმცხადებლებისთვის ვალების გადაუხდელობაზე.
სლოვენიის მთავრობამ განახორციელა Ljubljanska Banka Ljubljana-ს ნაციონალიზაცია და მისი ქონების უდიდესი ნაწილი ახალ ბანკს გადასცა, თუმცა იმავდროულად დაადასტურა, რომ ძველი Ljubljanska Banka პასუხისმგებელი რჩებოდა სხვა სამართალმემკვიდრე სახელმწიფოებში არსებულ ფილიალებში უცხოურ ვალუტაში განთავსებულ “ძველ” დეპოზიტებზე. მართლაც სლოვენია ძველი Ljubljanska Banka-ს ერთადერთი მეწილე გახდა, ეს ბანკი კი იმართებოდა სახელმწიფო სააგენტოს მიერ. ამასთან სლოვენია დიდწილად პასუხისმგებელი იყო ბანკის უუნარობაზე, აენაზღაურებია საკუთარი ვალები (რადგანაც მან საკუთარი ქონების დიდი ნაწილი სხვა ბანკს გადასცა) და საქმის მასალებში იკვეთებოდა მტკიცებულება, რომ Ljubljanska Banka Ljubljana-ს სარაევოს ფილიალის სახსრების უდიდესმა ნაწილმა სლოვენიაში მოიყარა თავი. შესაბამისად ის იყო პასუხისმგებელი Ljubljanska Banka Ljubljana-ს ვალებისთვის პირველი და მეორე განმცხადებლის მიმართ.
რაც შეეხება Investbanka-ს, ის სერბეთის სახელმწიფო საკუთრებაში იყო და მას აკონტროლებდა სერბეთის სამთავრობო სააგენტო. უფრო მეტიც, ერთ მომენტში ბანკს მოსთხოვეს სახელმწიფოს საკუთრებაში და სოციალურ საკუთრებაში არსებული კომპანიების მიმართ მნიშვნელოვან მოთხოვნებზე უარი ეთქვა საკუთარი ინტერესებისა და დაინტერესებულ პირთა საზიანოდ. შესაბამისად სერბეთმა უარი თქვა Investbanka ქონებაზე, რამაც სასამართლო მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საკმარისი საფუძველი არსებობდა იმისთვის, რომ სერბეთი მიჩნეულიყო პასუხისმგებლად Investbanka-ს ვალებისთვის მესამე განმცხადებელთან მიმართებით.
რაც შეეხება განმცხადებლების შეუძლებლობას თავისუფლად განეკარგათ 1991-92 წლებიდან უცხოურ ვალუტაში არსებული თავიანთი “ძველი” დანაზოგები, სერბეთისა და სლოვენიის ხელისუფლება ამ გაჭიანურებას ხსნიდნენ თავიანთი ვალდებულებით, ეს საკითხი კეთილსინდისიერად განეხილათ სხვა სამართალმემკვიდრე სახელმწიფოებთან, როგორც ამას მოითხოვდა საერთაშორისო სამართალი. თუმცა, მოლაპარაკების ვალდებულება სამართალმემკვიდრე სახელმწიფოებს ხელს არ უშლიდა მიეღოთ ზომები შემნახველთა ინტერესების დასაცავად. ხორვატიის ხელისფლებამ Ljubljanska Banka Ljubljana ზაგრების ფილიალში მის მოქალაქეთა მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებული “ძველი” დანაზოგების დიდი ნაწილი აანაზღაურა და მაკედონიის ხელისუფლებამ იმავე ბანკის სკოპიის ფილიალში უცხოურ ვალუტაში განთავსებული “ძველი” დანაზოგები სრულად აანაზღაურა. იმავდროულად, ამ ორ სახელმწიფოს არასდროს დაუთმია თავისი პოზიცია იმის შესახებ, რომ სლოვენიის სახელმწიფო პასუხისმგებელი უნდა იყოს და აგრძელებდა კომპენსაციის მოთხოვნას სახელმწიფოთაშორის დონეზე, სამართალმემკვიდრეობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების კონტექსტში. უფრო მეტიც, სლოვენიისა და სერბეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო სამართელმემკვიდრეობასთან დაკავშირებული მოლაპარაკების ფარგლებში ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში ბანკების ვალებისთვის პასუხისმგებლობა უნდა გადაწყვეტილიყო ტერიტორიული პრინციპით. სასამართლო არ დაეთანხმა “გამთანაბრებელი პროპორციის” პრინციპის მოხმობას, რაც უნდა გამოყენებულიყო სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეობის შესახებ საერთაშორისო სამართლის თანახმად.
მართალია ზემოთ აღნიშნული დავალიანების დაფარვის დაგვიანება შეიძლება დასაბუთდეს საგამონაკლისო შემთხვევებში და მიუხედავად თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებისა, რითაც მოპასუხე სახელმწიფოები სარგებლობენ ამ სფეროში, განმცხადებლების მიერ ოც წელზე მეტი დროის მანძილზე თავიანთი დანაზოგით თავისუფლად სარგებლობის შეუძლებლობა არაპროპორციული იყო და ამდენად არღვევდა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოთ აღწერილი დასკვნები არ გულისხმობდა, რომ ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს წარუმატებელი ბანკის რეაბილიტაციას 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე ამ ბანკის ვალებზე პირდაპირი პასუხისმგებლობის აღების გარეშე. მოცემული კონტექსტის გათვალისწინებით, ვითარება წინამდებარე საქმეზე უნიკალური იყო და განსხვავდებოდა სხვა საქმეებისგან, რომლებიც ეხებოდა კერძო საკუთრებაში არსებული გადახდისუუნარო ბანკის რეაბილიტაციას.
დასკვნები: სლოვენიის მხრიდან დარღვევები პირველ და მეორე განმცხადებელთან მიმართებით (ერთხმად); დარღვევა სერბეთის მხრიდან მესამე განმცხადებელთან მიმართებით (ერთხმად); სხვა მოპასუხე სახელმწიფოებთან მიმართებით დარღვევა არ დადგინდა (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ).
სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა სლოვენიის მხრიდან პირველ ორ განმცხადებელთან მიმართებით და სერბეთის მხრიდან მესამე განმცხადებელთან მიმართებით.
მუხლი 46: სასამართლოსთვის წარდგენილი იყო 1 850-ზე მეტი მსგავსი განაცხადი 8 000 განმცხადებლის სახელით და ამას ემატებოდა ათასამდე პოტენციური განმცხადებელი. აქედან გამომდინარე შესაბამისი იყო განმცხადებლის საქმეზე პილოტური გადაწყვეტილების პროცედურის გავრცელება. იდენტიფიცირებული სისტემური პრობლემის ჭრილში სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულ დონეზე ზოგადი ღონისძიებების მოხმობა ეჭვსგარეშეა მოხდა წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულებისას. აღსანიშნავია, რომ ერთ წლის განმავლობაში და მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით სლოვენიამ და სერბეთმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები, რათა განმცხადებლებისთვის და მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთათვის შესაძლებელი გახადონ უცხოურ ვალუტაში “ძველი” დანაზოგების მიღება იმავე პირობებით, რა პირობებითაც ამას მიიღებენ მათი მოქალაქეები, რომლებიც სლოვენიისა და სერბეთის ბანკების ეროვნულ ფილიალებში ფლობენ ამგვარ დანაზოგებს.
მართალია არ არსებობდა იმის მითითების საჭიროება, რომ ყველა დაზარალებულ პირს უნდა ქონდეს დაკმაყოფილების მიღების შესაძლებლობა იმ ზიანისთვის, რაც მიადგათ მათი შეუძლებლობით, თავისუფლად ესარგებლათ საკუთარი დანაზოგებით ოც წელზე მეტი დროის მანძილზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ის ამ საკითხის გადასინჯვას შეძლებდა, თუკი რომელიმე რესპოდენტი სახელმწიფო ზემოთ აღნიშნული ზოგადი ღონისძიებიდან რომელიმეს ვერ შეასრულებდა. და ბოლოს, გადაწყვიტა სერბეთისა და სლოვენიის წინააღმდეგ მსგავსი საქმეების განხილვის შეჩერება ერთი წლით.
მუხლი 41: 4 000 ევრო პირველი, მეორე და მესამე განმცხადებლების სასარგებლოდ, არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy