© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტული საქმეზე # 116
2009 წლის თებერვალი
ანდრეიევა ლატვიის წინააღმდეგ -55707/00
გადაწყვეტილება 18.2.2009
მუხლი 14
დისკრიმინაცია
უარი საპენსიო თანხის გამოთვლისას მომჩივანის მიერ ყოფილ საბჭოთა კავშირში ნამუშავერი წლების გათვალისწინებაზე ვინაიდან მას არ ჰქონდა ლატვიის მოქალაქეობა: დარღვევა
ფაქტები: მომჩივანმა ლატვიის ტერიტორია პირველად გადაკვეთა 1954 წელს 12 წლის ასაკში, როდესაც ლატვია იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი. ამის შემდეგ ის მუდმივად ცხოვრობდა ლატვიაში. ის წარსულში ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქე იყო ამჟამად კი ის არის ლატვიის მოქალაქეობის არ მოქნე პირი მუდმივი საცხოვრებლის სტატუსით. 1966 წელს მან მუშაობა დაიწყო სამრეწველო ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში ოლეინის ქიმიურ კომპლექსში, ადრე ეს საწარმო იყო სახელწმიფო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქიმიური წარმოების სამინისტროს დაქვემდებარებაში. კომპლექსი განთავსებული იყო მაშინდელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რაც მოგვიანებით გახდა ლატვიის ტერიტორია. 1981 წლამდე ის მუშაობდა სახელწმიფო საწარმოში რომლის სათაო ოფისი იყო კიევში. მოგვიანებით იგი გადაიყვანეს იგივე უწყების ქვედანაყოფის მეთვალყურეობის ქვეშ რომლის სათაო ოფისი იყო მოსკოვში. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანის ხელფასის გადახდა ხდებოდა საფოსტო გადარიცხვის საშუალებით, თავდაპირველად კიევიდან და შემდეგ მოსკოვიდან მისი თანმიმდევრული თანამდებობის ცვლილება არ იწვევს არანაირ მნიშვნელოვან ცვლილებას მის სამუშაო პირობებში, ვინაიდან მან გააგრძელა საკუთარი ვალდებულებების შესრულება სამრეწველო ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში. 1990 წლის ნოემბერში ლატვიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მომჩივანის უშუალო ხელმძღვანელი გახდა ქარხნის მენეჯმენტი. 1997 წელს პენსიაზე გასვლისას მან სთხოვა ადგილობრივ სოცილური დაზღვევის საბჭოს გამოეთვალათ მისი კუთვნილი საპენსიო თანხა. მას შეატყობინეს რომ სახელმწიფო საპენსიო კანონის გარდამავალი დებულების მუხლი 1-ის მიხედვით, მხოლოდ ლატვიაში მუშაობის პერიოდი შეიძლება იყოს გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არ მქონე პირების რომლებიც ლატვიაში ცხოვრობდნენ 1991 წლის 1 იანვრისთვის საპენსიო თანხის გამოთვლისას. ვინაიდან მომჩივანი დასაქმებული იყო 1973 წლის 1 იანვრიდან 1990 წლის 21 ნოემბრამდე უწყების მიერ რომლის სათაო ოფისი განთავსებული იყო ჯერ კიევში და შემდეგ მოსკოვში, საბჭომ გამოითვალა მისი საპენსიო თანხა პერიოდისთვის ამ დრომდე და მის შემდეგ. შედეგად მან მიიღო ყოვეთვიური პენსია 20 ლატვიური ლატის ოდენობით (დაახლოებით 35 ევრო). მომჩივანმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება სასამართლო ორგანოში და ადმინისტრაციულად. საბოლოოდ, სააპელაციო სარჩელი კანონის დებულებებთან დაკავშირებით წარმდგენილი უზენაესი სასამართლოს სენატში საზოგადოებრივი პროკურორის მიერ, რომელიც განხილული იყო საჯარო განხილვაზე 1999 წლის 6 ოქტომბერს არ იქნა მიღებული. სენატმა ძალაში დატოვა საოლქო და რაიონული სასამართლოების დადგენილება რომ პერიოდი როდესაც მომჩივანი დასაქმებული იყო უკრაინული და რუსული საწარმოების მიერ ვერ იქნება გათვალისწინებული საპენსიო თანხის გამოთვლისას. მან ასევე დაადგინა, რომ ვინდაინ ეს დამსაქმებლები არ იყვნენ გადასახადების გადამხდელი ლატვიაში არ არსებობდა საფუძველი ამ პირზე ლატვიის სავალდებულო სოციალური დაზღვევის სქემის გავრცელების. მომჩივანმა მოითხოვა საკუთარი საქმის გადასინჯვა ვინდან მან ვერ მიიღო მონაწილეობა 1999 წლის 6 ოქტომბრის განხილვაში ვინდან ის დაგეგმილზე უფრო ადრე დაიწყო. ეს მოთხოვნა ასევე უარყოფილ იქნა. 2000 წლის თებერვალში მომჩივანს შეატყობინეს რომ შეთანხმების საფუძველზე რომელიც მიღწეულ იქნა ლატვიასა და უკრაინას შორის, მისი პენსია თავიდან იქნა გამოთვლილი და მასში გათვალისწინებულია ის პერიოდი როდესაც ის მუშაობდა უკრაინულ კომპანიაზე და რომელიც ამოქმედდება 1999 წლის 1 ნოემბრიდან.
კანონი: მუხლი 14 დამატებითი ოქმი #1-ის მუხლი 1-თან ერთად - რაც შეეხება დამატებითი ოქმი #1-ის მუხლ 1-ის შესაბამისობას, სახელმიწომ მიანიჭა დიდი მნიშვნელობა განსხვავებას საბჭოთა პენსიებს შორის, რომელსაც იხდიდა სახელმწიფო საერთო საბიუჯეტო რესურსებიდან სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე და 1991 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად განხორციელებული სისტემა რომელიც ეფუძნებოდა თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალურ შენატანებს. სასამართლომ მიუთითა რომ როდესაც სახელმწიფომ აირჩია დაედგინა საპენსიო სქემა აქედან გამომდინარე ინდივიდუალური უფლებები და ინტერესები ჯდება დამატებითი ოქმი # 1-ის მუხლი 1-ის ფარგლებში, მიუხედავად გაკეთებული შენატანებისა და საშუალებისა რომლითაც ხდებოდა საპენსიო სქემის დაფინანსება. გარდა ამისა, სადაც სახელმწიფომ გადაწყვიტა ნებაყოფლობით გადაეხადა პენსია პირებისთვის საკუთარი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ საქმიანობისთვის, მან შექმნა საკმარისად ნათელი სამართლებრივი საფუძველი შიდა კანონმდებლობაში, ასეთი პრივილეგიებით სარგებლობის შესაძლო ხელმისაწვდომობა ასევე ჯდება დამატებითი ოქმი #1-ის მუხლი 1 ფარგლებში. მომჩივანის საქმეზე ლატვიის სახელმწიფო პენსიის კანონის გარდამავალმა დებულებებმა შექმნეს პენსიის მიღების შესაძლებლობა 1991 წლამდე დასაქმების ერთიანი პერიოდისთვის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მიუხედავად თანამონაწილეობით გადახდილი თანხისა, მაგრამ ამ უფლებით სარგებლობის უფლება მიენიჭათ მხოლოდ ლატვიის მოქალაქეებს. ამიტომ მომჩინავს უარი ეთქვა პენსიის მიღებაზე ვინადან მას არ ჰქონდა ლატვიის მოქალაქეობა. ეს სასამართლოსთვის იყო საფუძველი იმისათვის რომ დაედგინა რომ მომჩივანის მატერიალური მოთხოვნა ჯდება დამატებითი ოქმი #1-ის მუხლი 1-ის ფარგლებში.
რაც შეეხება საქმის არსებით მხარეს, სასამართლომ გაიმეორა რომ მას შემდეგ რაც მომჩივანმა დაადგინა განსხვავებული დამოკიდებულება, სახელმწიფო ვალდებული იყო გაემართლებინა ეს განსხვავება. მომჩივანის საქმეში განსხვავებულ მოპყრობას ერთი ლეგიტიმური მიზანი ჰქონდა რაც შესაბამისობაში იყო კონვენციის ზოგად მიზანთან, კონკრეტულად კი ქვეყნის ეკონომიკური სისტემის დაცვა. სასამართლომ გადაწყვიტა გამოეკვლია მიზნის და მათი მიღწევის საშუალებების პროპორციულობა. ხელისუფლების ეროვნული ორგანოების უარი გაეთვალისწინებინათ მომჩივანის მიერ “ლატვიის ტერიტორიის გარეთ” განხორციელებული სამუშაო საპენსიო თანხის გამოთვლისას ეფუძნებოდა მხოლოდ მის ეროვნებას, ვინაიდან იგივე საკითხი არ გახდებოდა სადაო ლატვიის მოქალაქის შემთხვევაში როდესაც მას ნამუშევარი ექნებოდა იმავე თანამდებობაზე რაზეც მომჩივანი მუშაობდა, იმავე საწარმოში იმავე პერიოდში და ის მიიღებდა საპენსიო დანამატს ამ პერიოდისთვის. ამასთანავე, მხარეები თანხმდებოდნენ რომ მომჩივანის მიერ ლატვიის მოქალაქეობის მიღება ნატურალიზაციის გზით გამოიწვევდა მისთვის პენსიის დანიშვნას ავტომატურად ყველა იმ წლისთვის რაც მას ნამუშევარი ჰქონდა. სასამართლომ მიუთითა რომ ძალიან სერიოზული მიზეზი იყო საჭირო იმისათვის რომ სასამართლოს განეხილა განსხვავება დამოკიდებულებაში ეროვნული კუთვნილების საფუძველზე კონვენციასთან შესაბამის ქმედებად; მომჩივანის საქმეში სასამართლომ მსგავსი მიზეზი ვერ იპოვა. პირველ რიგში არ ყოფილა დადგენილი და არც ნავარაუდევი რომ მომჩივანმა ვერ დააკმაყოფილა სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები რომელიც ანიჭებდა მას პენსიის მიღების უფლებას მისი საქმიანობის ყველა წლებისთვის. მომჩივანი იმყოფებოდა ობიექტურად მსგავს მდგომარეობაში იმ პირებისა რომელთაც იდენტური ან მსგავსი კარიერა ჰქონდათ მაგრამ 1991 წლის შემდეგ მათი ლატვიის მოქალაქეობა აღიარებული იყო. მეორე, არ არსებობდა მტკიცებულება იმისა რომ საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა რაიმე განსხვავება ყოფილი საბჭოთა კავშირის ერებს შორის პენსიებთან დაკავშირებით. მესამე, მოცემული მომენტისთვის მომჩივანი არ იყო არცერთი ქვეყნის მოქალაქე მაგრამ სარგებლობდა ლატვიაში “მუდმივად მაცხოვრებელი არა მოქალაქის” სტატუსით. ლატვია წარმოადგენდა ერთადერთ სახელმწიფოს რომელთანაც მომჩივანს ჰქონდა სტაბილური სამართლებრივი კავშირები და ასევე ერთადერთ სახელმწიფოს რომელსაც შეეძლო აეღო ობიექტურად პასუხისმგებლობა მასზე სოციალური დაცვის თვალსაზრისით. ამ გარემოებებში, სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ არის საკმარისი სასამართლოსთვის იმის დასადგენად რომ არსებობდა “გონივრული თანაზომიერი კავშირი” მომჩივანის საქმეში რომელმაც სადაო გახადა განსხვავება მოპყრობაში რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-14-ე მუხლს. მიუხედავად სახელწმიფოს პოზიციისა რომ დასაქმების პერიოდების დათვლა წარმოადგენს სოციალური დაზღვევის შესახებ ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საკითხს, სასამართლომ მიუთითა რომ კონვენციის რატიფიცირებით, ლატვიამ აიღო პასუხისმგებლობა დაეცვა “მის იურისდიქციაში ყველასთვის” კონვენციით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები. შესაბამისად, ლატვიის სახელმწიფო ვერ გათავისუფლდება მე-14-ე მუხლის პასუხსიმგებლობიდან იმ საფუძვლით რომ ის არ იყო ვალდებული გაეცა სოციალური დაზღვევა უკრაინასთან და რუსეთთან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების არ არსებობის გამო. სასამართლო ასევე ვერ მიიღებს სახელწმიფოს არგუმენტს რომ მომჩივანისათვის საკმარისი იქნება გახდეს ლატვიის ნატურალიზებული მოქალაქე იმისათვის რომ მიიღოს საკუთარი პენსია სრულად. მე-14-ე მუხლით დისკრიმინაციის აკრძალვა გაზიარებული იქნებოდა მხოლოდ მაშინ თუ მომჩივანის პირადი მდგომარეობა ზუსტად ისე იქნებოდა გათვალისწინებული როგორც არსებობდა.
დასკვნა: დარღვევა (თექვსმეტი ერთის წინააღმდეგ)
მუხლი 6 – სასამართლომ აღნიშნა, სხვა უფლებებთან ერთად კანონის დებულებების გასაჩივრება მოხდა არა მომჩივანის მიერ პირადად ან მისი ადვოკატის მიერ არამედ საზოგადოებრივი პროკურორის მიერ რომელიც რიგის რაიონული სასამართლოს ნაწილია. სახელმწიომ იდავა რომ საზოგადოებრივი პროკურორის უპირატესმა პოზიციამ გაათავისუფლა სენატი ვალდებულებისგან დაეშვა მომჩივანი პირადად დასწრებოდა საკუთარი საქმის განხილვას. სასამართლოსთვის არ არის დამაჯერებელი არგუმენტ, განსაკუთრებით კი იმიტომ რომ ლატვიური კანონმდებლობით საზოგადოებრივ პროკურორს შეუძლია წარმოადგინოს ერთ-ერთი მხარე ან შეცვალოს ეს მხარე მოსმენაზე. მომჩივანი იყო მხარე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რომელიც მისი სურვილით დაიწყო. შესაბამისად, როგორც ამ სამართალწარმოების როგორც მთავარი მონაწილე მას უნდა ჰქონოდა დაცვის ყველა საშუალება გამომდინარე შეჯიბრებითობის პრინციპიდან. ფაქტი რომ სააპელაციო სარჩელი კანონის დებულებების შესახებ წარმოდგენილი იყო პროკურორის მიერ არ უზღუდავდა მომჩივანს უფლებას დასწრებოდა საკუთარი საქმის მოსმენას, უფლება რომელიც მან ვერ გამოიყენა მიუხედავად მისი სურვილისა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 41 – 5000 ევრო, ყველა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy