© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #93
იანვარი, 2007
ანჰაუზერ-ბუშ ინკორპორაცია (Anheuser-Busch Inc.) პორტუგალიის წინააღმდეგ (დიდი პალატა) - 73049/01
გადაწყვეტილება 11.1.2007 [დპ]
კონვენციის 1-ელი დამატებით ოქმის 1-ელი მუხლი
1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის 1-ელი ნაწილი
საკუთრების შეუფერხებლად სარგებლობის უფლება
საკუთრება
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმა : მოქმედებს 1-ელი დამატებით ოქმის 1-ელი მუხლი; ადგილი არ ქონდა დარღვევას
ფაქტები: განმცხადებელი კომპანია აწარმოებდა ლუდს საფირმო სახელწოდებით „ბუდვაიზერი“. 1981 წელს კომპანიამ მიმართა „ინდუსტრიული საკუთრების ეროვნულ ინსტიტუტს“ (NIIP) პორტუგალიაში ამ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის. კომპანიის განცხადებას დაუპირისპირდა ჩეხური კომპანია, რომელსაც „ბუდვაიზერ ბიერ“ (“Budweiser Bier”) 1968 წელს დარეგისტრირებული ქონდა როგორც ადგილწარმოშობის დასახელება „ადგილწარმოშობის დასახელებათა დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ“ 1958 წლის ლისაბონის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. 1995 წელს განმცხადებელმა კომპანიამ მოიპოვა სასამართლოს ბრძანება, რომლითაც უქმდებოდა აღნიშნული ადგილწარმოშობის დასახელება იმ საფუძვლით, რომ ის არ ექცეოდა ლისაბონის ხელშეკრულების დაცვის ქვეშ. ამის შემდეგ NIIP-მა დაარეგისტრირა მოთხოვნილი სასაქონლო ნიშანი. ჩეხურმა კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოში, დაეყრდნო რა პორტუგალიასა და ჩეხოსლოვაკიას შორის არსებულ ორმხრივ შეთანხმებას რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების დაცვის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩეხური კომპანიის სარჩელი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება და დაადგინა განმცხადებელი კომპანიის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილობა. განმცხადებელი კომპანიის საჩივარი არ დააკმაყოფილა უზენაესმა სასამართლომ 2001 წელს, იმ საფუძვლით, რომ ადგილწარმოშობის დასახელება დაცული იყო ქვეყნებს შორის ორმხრივი შეთანხმებით. შესაბამისად, განმცხადებელი კომპანიის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია შეწყდა. სასამართლოსადმი თავის საჩივარში განმცხადებელი კომპანია ამტკიცებდა, რომ მას ჩამოერთვა სასაქონლო ნიშანი იმ ორმხრივი შეთანხმების მოქმედების საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც მას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის განაცხადი ჰქონდა წარდგენილი.
კანონმდებლობა: 1-ელი დამატებით ოქმის 1-ელი მუხლი - ინტელექტუალური საკუთრება 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დაცვის ქვეშაა. პალატისგან განსხვავებით, დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნაც ამავე ნორმის მოქმედების ქვეშ არის, რადგანაც ის ქონებრივი ხასიათის ინტერესებს წარმოშობს. ამასთან ისიც უდავოა, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ნამდვილი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ არღვევს მესამე პირთა კანონიერ უფლებებს. აქედან გამომდინარე, რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებული უფლებებია პირობითია. მხარე, რომელიც მიმართავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნით, უნდა ელოდოს, რომ მის მოთხოვნას შეისწავლიან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იმის დასადგენად, აკმაყოფილებს თუ არა ეს მოთხოვნა მატერიალურ და პროცედურულ პირობებს. შესაბამისად, განმცხადებელ კომპანიას ქონდა პორტუგალიური კანონმდებლობით აღიარებული ქონებრივი უფლებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება გაუქმებულიყო გარკვეული პირობების არსებობისას: 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი მოქმედებს.
იმასთან მიმართებით, წარმოადგენდა თუ არა ორმხრივი შეთანხმების ნორმების სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთან დაკავშირებით, მანამდე წარდგენილ მოთხოვნაზე გავრცელების შესახებ გადაწყვეტილება საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლებაში ჩარევას, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებელი კომპანიის მთავარი საჩივარი ეხებოდა ადგილობრივი სასამართლოების მიერ ეროვნული კანონმდებლობის განმარტებისა და შეფარდების ხერხებს. ამასთან მიმართებით სასამართლომ კვლავ განმარტა, რომ ადგილობრივი სასამართლოების მიერ ეროვნული კანონმდებლობის განმარტებისა და შეფარდების სისწორის დადგენასთან მიმართებით მისი იურისდიქცია შეზღუდულია და მის ფუნქციას არ წარმოადგენს, დაიკავოს ადგილობრივი სასამართლოების ადგილი, არამედ ის უზრუნველყოფს, რომ ამ სასამართლოების გადაწყვეტილებები არ შეიბღალოს თვითნებობით ან არ იყოს აშკარად არაგონივრული, განსაკუთრებით მაშინ როდესაც, როგორც ამ შემთხვევაში იყო, დგას ეროვნული კანონმდებლობის ინტერპრეტაციის რთული საკითხი. განმცხადებელი კომპანიის საქმე გამორჩეული იყო იმ საქმეებისგან, სადაც სასამართლომ დაადგინა კანონმდებლის მხრიდან უკუძალით ჩარევა. წინამდებარე საქმეში განხილვის საგანს წარმოადგენდა, მოხდა თუ არა კანონმდებლობისთვის უკუძალის მინიჭება, მაშინ როცა მანამდე განხილულ საქმეებში კანონმდებლობის უკუძალა არც იყო სადაო და განზრახვაც აშკარა იყო. ორმხრივი შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტში ერთადერთი მოქმედი რეგისტრაცია იყო ჩეხური კომპანიის სახელზე რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება და მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგისტრაცია გაუქმდა, სასამართლომ ვერ დაადგინა რა შესაძლო შედეგები შეიძლება ქონოდა გაუქმებას ამ სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებულ რაიმე უპირატეს უფლებაზე. თვითნებობის ან აშკარა არაგონივრულობის არასებობის პირობებში, სასამართლო კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებდა უზენაესი სასამართლოს მიგნებებს ან ორმხრივი შეთანხმების მისეულ განმარტებას. სახელწოდების გამოყენების უფლებასთან დაკავშირებით ორი კერძო პირის საპირისპირო არგუმენტების წარდგენის საფუძველზე, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც მან დავის გადასაწყვეტად სათანადოდ და საკმარისად მიიჩნია, დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს განმცხადებელი კომპანიის საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლებაში ჩარევას.
დადგენილება: ადგილი არ ქონდა დარღვევას (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy