© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე # 162
აპრილი 2013
Animal Defenders International -ი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Animal Defenders International v. the United Kingdom) [დიდი პალატა] - 48876/08
გადაწყვეტილება 22.4.2013 [დიდი პალატა]
მე-10 მუხლი
მუხლი 10-1
გამოხატვის თავისუფლება
არასამთავრობო ორგანიზაციისთვის სატელევიზიო რეკლამის განთავსებაზე უარი პოლიტიკურ რეკლამაზე კანონით დადგენილი აკრძალვის გამო: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები – კომუნიკაციების შესახებ 2003 წლის კანონი კრძალავს პოლიტიკურ რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში, რისი მიზანიც არის მაუწყებელ მედიაში მიუკერძოებლობის შენარჩუნება და ძლიერი ჯგუფების მიერ გავლენის ყიდვის თავიდან აცილება. აკრძალვა ვრცელდება არა მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის რეკლამებზე, არამედ ასევე ორგანოებზე, რომლებიც სრულად ან ძირითადად პოლიტიკური ბუნების არის, მიუხედავად რეკლამის შინაარსისა. კანონის ამოქმედებამდე კანონპროექტი სხვადასხვა საპარლამენტო ორგანოების მხრიდან დეტალური განხილვის და კონსულტაციების საგანი გახდა, კერძოდ კი საქმეზე VgT Verein gegen Tierfabriken შვეიცარიის წინააღმდეგ (VgT Verein gegen Tierfabriken v. Switzerland) ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ჭრილში (რომელზეც პოლიტიკურ რეკლამაზე აკრძალვა მიჩნეულ იქნა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევად).
განმცხადებელია არასამათავრობო ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს კამპანიას ცხოველების კომერციული, სამეცნიერო და გასართობი მიზნებით გამოყენების წინააღმდეგ, იღწვის კანონმდებლობაში და საჯარო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანისთვის და ამ საკითხებთან მიმართებით საზოგადოებრივ და საპარლამენტო აზრზე ზეგავლენის მოხდენისთვის. 2005 წელს ამ ორგანიზაციამ განახორციელა სატელევიზიო რეკლამების სკრინინგი, როგორც პრიმატებთან მოპყრობის კამპანიის ნაწილი. თუმცა, მაუწყებლობის რეკლამის ზედამხედველობის ცენტრმა (“the BACC”) უარი განაცხადა რეკლამაზე ნებართვის გაცემაზე, რადგან განმცხადებლის მიზნები პოლიტიკური ბუნების იყო და რეკლამის გადაცემა ექცეოდა კომუნიკაციების შესახებ კანონის 321.2 მუხლით დადგენილ აკრძალვაში. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უმაღლესმა სასამართლომ და ლორდთა პალატამ; ამ უკანასკნელმა 2008 წლის 12 მარტს მიიღო გადაწყვეტილება ([2008] UKHL 15), სადაც აღნიშნა, რომ პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა გამართლებული იყო ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკისთვის მსხვილი გადამხდელების მხრიდან ხელშეშლის თავიდან აცილების მიზნით.
კანონმდებლობა - მე-10 მუხლი: ფასიანი პოლიტიკური რეკლამის რადიოთი და ტელევიზიით გადაცემის კანონით გათვალისწინებული აკრძალვით ხდებოდა ჩარევა განმცხადებლის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში. ჩარევა ‘გათვალისწინებული იყო კანონით’ და ემსახურებოდა საჯარო ინტერესის საკითხებზე მაუწყებლობის მიუკერძოებლობის დაცვის და შესაბამისად, დემოკრატიული პროცესის დაცვის მიზანს. ეს შეესაბამებოდა “სხვათა უფლებების” დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. შესაბამისად, საქმეზე უნდა შეფასებულიყო აუცილებელი იყო თუ არა ეს დემოკრატიულ საზოგადოებაში.
სასამართლომ კვლავ განმარტა რომ სახელმწიფოს შეუძლია კონვენციასთან შესაბამისობაში მიიღოს ზოგადი ზომები, რომლებიც ვრცელდება წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევებზე მიუხედავად თითოეული საქმის ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებებისა, მაშინაც თუ ამან შესაძლოა ინდივიდუალური რთული საქმეები წარმოშვას. სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან მომდინარეობს, რომ ზოგადი ღონისძიების პროპორციულობის განსასაზღვრად სასამართლომ პირველ ყოვლისა უნდა შეაფასოს გატარებული ღონისძიების საფუძვლის შემქმნელი კანონმდებლობა. ღონისძიების აუცილებლობის საპარლამენტო და სასამართლო გადახედვის ხარისხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ასევე რელევანტური იყო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკი, თუკი ზოგადი ღონისძიება მოქნილი იყო. საქმის გარემოებებზე ზოგადი ზომების გავრცელება რჩებოდა პრაქტიკაში მათი მოქმედების ილუსტრირებად და შესაბამისად მისი პროპორციულობის საგანი. და ბოლოს, რაც უფრო დამაჯერებელი იყო ზოგადი ღონისძიებების ზოგადი დასაბუთება, მით უფრო ნაკლებ მნიშვნელობას მიანიჭებდა სასამართლო მის ზეგავლენას კონკრეტულ საქმეზე.
წინამდებარე საქმის ორივე მხარეს ჰქონდა იგივე მიზანი - თავისუფალი და პლურალისტული დებატის შენარჩუნება საჯარო ინტერესის საკითხებზე და უფრო ზოგადად, დემოკრატიულ პროცესში წვლილის შეტანა. თუმცა განმცხადებელმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ ნაკლებად შემზღუდავი წესები საკმარისი იქნებოდა. შესაბამისად, სასამართლოს თხოვეს დაებალანსებინა განმცხადებელი არასამთავრობო ორგანიზაციის უფლება ინფორმაციის და საჯარო ინტერესის იდეების გავრცელებაზე, რომლის მიღების უფლებაც საზოგადოებას ქონდა, სახელმწიფო ორგანოების სურვილთან მიმართებით, დაიცვან დემოკრატიული დებატი და პროცესი გავლენიან მედიაზე უპირატესი წვდომის მქონე ძლიერი ფინანსური ჯგუფების მხრიდან ბოროტად გამოყენებისგან.
ბალანსის დადგენისას სასამართლომ პირველ ყოვლისა მნიშვნელოვნად მიიჩნია ის ფაქტი, რომ გაერთიანებულ სამეფოში პოლიტიკური მაუწყებლობის რთული რეგულირების რეჟიმი როგორც საპარლამენტო ისე მართლმსაჯულების ორგანოების მხრიდან დაზუსტებისა და შესატყვისი გადახედვის საგანი იყო და მათ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ზოგადი ღონისძიება აუცილებელი იყო არსებითი საჯარო ინტერესის მქონე დებატის ხელშეშლის და შესაბამისად, დემოკრატიული პროცესის შებღალვის თავიდან ასაცილებლად. მიღებული კანონმდებლობა იყო აკრძალვის კულტურული, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტების გამორჩეული შესწავლის კულმინაცია და ძალაში შევიდა პარტიათა სრული მხარდაჭერით, წინააღმდეგი ხმების გარეშე. აკრძალვის პროპორციულობა ასევე დებატის საგანი გახდა უმაღლეს სასამართლოში და ლორდთა პალატაში, რომლებმაც შეისწავლა კონვენციური პრეცედენტული სამართალი და პრინციპები, სანამ დაასკვნიდა, რომ ეს აუცილებელი და პროპორციული ჩარევა იყო.
მეორეც, სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ აკრძალვა მეტად ზუსტი იყო კონკრეტული დარღვევის რისკთან მიმართებით, რომლის თავიდან აცილებასაც სახელმწიფო ცდილობდა გამოხატვის უფლებაში მინიმალური ჩარევით. ეს ეხებოდა მხოლოდ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას და ვრცელდებოდა მხოლოდ ყველაზე გავლენიან და ძვირადღირებულ მედიაზე (რადიო და ტელევიზია).
სასამართლომ უარყო განმცხადებელი არასამათავრობო ორგანიზაციის არგუმენტები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდა აკრძალვის ფარგლებთან მიმართებით საკანონმდებლო არჩევანის საფუძვლებს, უთითებდა რა, რომ:
– სხვა მედია საშუალებებთან შედარებით მაუწყებელი მედიის კონკრეტულ ზეგავლენაზე დაფუძნებული გამორჩევა ნათელი იყო ამ უკანასკნელის მყისიერი და ძლიერი ზეგავლენის გათვალისწინებით. არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ უკანასკნელ წლებში ინტერნეტ და სოციალური მედიის განვითარებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ეს გავლენა იმგვარად, რომ კონკრეტულად მაუწყებელ მედიაზე შეზღუდვის საჭიროება კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა.
– რაც შეეხება არგუმენტს, რომ მაუწყებლობის მეშვეობით რეკლამირება აღარ იყო ძვირი სხვა მედიასთან შედარებით, რეკლამის მსურველებმა კარგად იცოდნენ მაუწყებლობის მეშვეობით რეკლამის უპირატესობა და მზად იყვნენ გადაეხადათ დიდი თანხა, რათა რეკლამა გაცდენოდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც სურდათ საჯარო დებატებში მონაწილეობა.
– ის ფაქტი, რომ აკრძალვა კონტროლის გზით მოქნილი იყო პოლიტიკური პარტიებისთვის - დემოკრატიული პროცესების ცენტრალური ორგანოებისთვის - მათთვის უფასო მაუწყებლობის უზრუნველყოფით პოლიტიკური პარტიის, პარტიების არჩევნებისა და რეფერენდუმის კამპანიისთვის, ასევე რელევანტური ფაქტორი იყო სასამართლოსთვის ზოგადი ღონისძიების მიერ მიღწეული ბალანსის შეფასებისას, იმ შემთხვევაშიც თუ ეს არ იმოქმედებდა განმცხადებელზე.
– წესების მოქნილობას, რაც სოციალური ადვოკატირების ჯგუფებს არასაარჩევნო დროს რეკლამირების შესაძლებლობას აძლევდა, შეეძლო განეპირობებია მდგომარეობის ბოროტად გამოყენება (როგორიცაა მდიდარი ორგანიზაციები, რომელთა მიზნებსაც ახორციელებენ სოციალური ადვოკატირების ჯგუფები, რომლებიც სწორედ ამ მიზნით იქმნება ან მსგავსი ინტერეს-ჯგუფები, რომლებიც შექმნილია სარეკლამო დროის ასათვისებლად). უფრო მეტიც, აკრძალვა, რომელიც მოითხოვს რეკლამის მსურველთა და რეკლამების გამიჯვნას, შეიძლება არ იყოს განჭვრეტადი: რთული მარეგულირებელი წინაპირობების გათვალისწინებით, კონტროლის ამ ფორმამ შესაძლოა გამოიწვიოს გაურკვევლობა, სასამართლო განხილვა, ხარჯი და გაჭიანურება, ასევე დისკრიმინაციისა და თვითნებობის შესახებ ბრალდებები.
უფრო მეტიც, მაშინ როცა შესაძლოა ფართო შეზღუდვების საპირისპირო ტენდენცია იყოს, არ არსებობს ევროპული კონსესუსი მაუწყებლობაში ფასიანი პოლიტიკური რეკლამის რეგულირების თაობაზე. ხელშემკვრელი სახელმწიფოები პოლიტიკური რეკლამის რეგულირებისთვის მნიშვნელოვნად განსხვავებულ საშუალებებს იყენებენ, რაც ასახავს ისტორიული განვითარების, კულტურული მრავალფეროვნების, პოლიტიკური აზროვნებისა და დემოკრატიული ხედვის ფართო განსხვავებულობას. კონსესუსის არარსებობამ გააფართოვა სხვა შემთხვევაში საჯარო ინტერესის გამოხატვაზე შეზღუდვებთან მიმართებით სახელმწიფოთა თავისუფალი შეფასების ვიწრო ფარგლები.
და ბოლოს, აკრძალვის შედეგმა ვერ გადაწონა ზოგადი ღონისძიების წინმსწრები დამაჯერებელი დასაბუთება. ალტერნატიულ მედიაზე წვდომა იყო სხვა პოტენციურად სასარგებლო მედიაზე წვდომის შეზღუდვის პროპორციულობის გასაღები და მთელი რიგი ალტერნატივები (როგორიცაა რადიო და ტელე სადისკუსიო გადაცემები, ბეჭდური, ინტერნეტ და სოციალური მედია) ხელმისაწვდომი იყო განმცხადებელი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის.
შესაბამისად, აკრძალვის დასასაბუთებლად სახელმწიფო ორგანოების მიერ მოყვანილი მიზეზები შესატყვისი და საკმარისი იყო და ეს ღონისძიება ვერ ჩაითვლებოდა განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევად.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ცხრა ხმა რვის წინააღმდეგ).
(იხილეთ ასევე VgT Verein gegen Tierfabriken შვეიცარიის წინააღმდეგ (VgT Verein gegen Tierfabriken v. Switzerland), no. 24699/94, 28 ივნისი,2001; TV Vest AS და Rogaland Pensjonistparti ნორვეგიის წინააღმდეგ (TV Vest AS and Rogaland Pensjonistparti v. Norway), no. 21132/05, 11 დეკემბერი, 2008, საინფორმაციო შეტყობინება#. 114; ბოუმანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Bowman v. the United Kingdom) [დიდი პალატა], no. 24839/94, 19 თებერვალი, 1998)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy