დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N 95
მარტი 2007
არმა საფრანგეთის წინააღმდეგ (Arma v. France) - 23241/04
გადაწყვეტილება 8.3.2007 [III სექცია]
მუხლი 6
სამოქალაქო სამართალწარმოება
მუხლი 6.1
სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა
კომპანიის მმართველ დირექტორსა და ერთადერთ აქციონერს, არ მიეცა კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ მიღებული ბრძანების გასაჩივრების შესაძლებლობა: დარღვევა
ფაქტები: მომჩივანმა დაარსა კომპანია, რომლის მენეჯერი და ერთადერთი აქციონერი თავად იყო. დიდი ხნით ადრე კომპანიის წინააღმდეგ საქმე სასამართლოში განიხილებოდა; სამართალწარმოების შედეგად სასამართლომ გასცა ბრძანება კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ და დანიშნა ლიკვიდატორი. აპლიკანტის საჩივარი ლიკვიდაციის ბრძანების შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი იმ საფუძვლით, რომ კომპანიის მმართველ დირექტორს ლიკვიდაციის პროცესში არ ჰქონდა უფლებამოსილება ემოქმედა კომპანიის სახელით და საჩივარი უნდა შეეტანა ad hoc წარმომადგენელს. მომჩივანს სამართლის საკითხები არ გაუსაჩივრებია.
სამართალი: მუხლი 35.1 - სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაში იყო საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან. ამგვარად, მოპასუხე მთავრობის არგუმენტის საწინააღმდეგოდ, სამართლის საკითხების გასაჩივრება არ იყო სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება, რომლის გამოყენებაც მოეთხოვებოდა მომჩივანს.
სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა: ლიკვიდაციის შესახებ განსახილველი სამართალწარმოების მიმდინარეობისას, კომპანია მენეჯერისგან დამოუკიდებელი სამართალსუბიექტი იყო. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, მომჩივანს, როგორც კომპანიის მენეჯერს, ჰქონდა თუ არა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის ინტერესი მისი კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით.
როგორც კომპანიის მმართველსა და ერთადერთ აქციონერს, მომჩივანს ჰქონდა განსაკუთრებული ინტერესი კომპანიას გაეგრძელებინა არსებობა და, აგრეთვე, დაეცვა ინვესტირებული კაპიტალი.
მომჩივნის ჩარევა გასაჩივრების სამართალწარმოებაში კომპანიის ინტერესებში შედიოდა, ვინაიდან ის სავარაუდოდ კომპანიას მისცემდა შესაძლებლობას, გაეგრძელებინა ვაჭრობა ან სულ მცირე, მომჩივანი წარადგენდა კომპანიის არსებობის გაგრძელების მხარდასაჭერ არგუმენტებს.
მომჩივანს ასევე შეეძლო მართებულად ედავა სარჩელის შეტანის უშუალო პირად ინტერესზე, ვინაიდან სერიოზული ბრალდებები იქნა წარდგენილი პირადად მის წინააღმდეგ, რასაც მისთვის მომავალში შეეძლო უკუშედეგები გამოეწვია.
ამას გარდა, ad hoc წარმომადგენელს ფიზიკურად ვერ ექნებოდა დრო, კანონით გასაჩივრებისთვის დადგენილ ათდღიან ვადაში, კომპანიისა და მისი მენეჯერის სახელით საჩივარი შეეტანა. უფრო მეტიც, დაცვის მხარის უფლებების უკეთ უზრუნველსაყოფად შეიცვალა კანონი (თუმცა მხოლოდ შესაბამისი დროის შემდეგ) იმ მიზნით, რომ კომპანიის ყოფილ მმართველებს მინიჭებოდათ ლიკვიდაციის შესახებ სასამართლო ბრძანების გასაჩივრების უფლება.
საბოლოოდ, მომჩივანს ჰქონდა ინტერესი ემოქმედა თავისი სახელით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე და შესაბამისად, ის სარგებლობდა მსხვერპლის სტატუსით კონვენციის 34-ე მუხლის თანახმად. აპლიკანტის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება შეიზღუდა მისი საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41- 3, 000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის. დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy