© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე # 115
2009 წლისი ანვარი
მოქალაქეთა ასოციაცია რადკო და პაუნკოვსკი იუგოსლავიის ყოფილი რესპუბიკა მაკედონიის წინააღმდეგ - 74651/01
გადაწყვეტილება 15.1.2009 (V სექცია)
მუხლი 11
მუხლი 11-1
გაერთიანების თავისუფლება
პოლიციეს ჩარევა იმ მშვიდობიანი დემონსტრაციის დასაშლელად რომელიც არ იყო სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებული: დარღვევა
ფაქტები: მომჩივანები არიან ასოციაცია და მისი თავმჯდომარე. ივან მიხაილო-რადკოს (მაკედონიის განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი 1925-1990 წლებში) სახელობის ასოციაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა 2000 წელს. ასოციაციის დებულებით განიმარტა რომ ის იყო დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანს წარმოადგენდა “მაკედონიის განმანთავისუფლებელი მოძრაობის იდეების, მიზნების და ამოცანების პოპულარიზაცია”. ასოციაცია ამ მიზნის მიღწევას ცდილობდა საკუთარი გაზეთის, პუბლიკაციების, ბიბლიოთეკის და ვებგვერდის და სემინარების, კონფერენციების და ფორუმების მოწყობით. მედიაში ხორციელდებოდა სერიოზული კამპანია ასოციაციის საწინააღმდეგოდ მისი ოფიციალურად შექმნამდე და ასევე შექმნის შემდეგ, კიცხავდნენ მის დაფუძნებას და ფუნქციონირებას ვინაიდან ის ეწინააღმდეგებოდა მაკედონიის ეროვნული დენტურობას. 2001 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ასოციაციის დებულება და პროგრამა გააუქმა და მოახდინა მისი ანულირება. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ასოციაციის ნამდვილი მიზნები იყო ივან მიხაილოვ-რადკოს იდეოლოგიის აღორძინება, რომლის მიხედვითაც მაკედონიელები როგორც ერი არასდროს არსებობდა მაკედონიის ტერიტორიაზე და ეკუთვნოდა მაკედონიელ ბულგარელებს და მაკედონიის როგორც ერის აღიარება იყო უდიდესი დანაშაული ჩადენილი ბოლშევიკური რეჟიმის მიერ მისი არსებობის პერიოდში. მან ასოციაციის დებულება და პროგრამა არა კონსტიტუციურად ცნო ისევე როგორც ასოციაციის აქტივობები, რომლებიც რელაურად გამიზნული იყო რესპუბლიკის საკონსტიტუციო წესრიგის ძალადობრივი განადგურებისკენ, ეროვნული ან რელიგიური სიძულვილის გაღვივებისკენ ან შეუწყნარებლობისკენ და მაკედონიელი ხალხის ეროვნული კუთვნილების გამოხატვის თავისუფლების გაკიცხვისკენ. ასოციაცია დაიშალა.
კანონი: საკონსტიტუციო სასამართლომ არ დაახასიათა მომჩივანის ასოციაცია როგორც “ტერორისტული” და არც ის დაუდგენია რომ ასოციაცია ან მისი წევრები გამოიყენებენ არაკანონიერ ან ანტი-დემოკრატიულ საშუალებებს მათი მიზნების მისაღწევად. ასოციაციის დამფუძნებელ დოკუმენტში არ ყოფილა არაფერი იმის თაობაზე რომ ის ხელსშეუწყობდა შუღლის გაღვივებას. საკონსტიტუციო სასამართლოს არც ის განუმარტავს თუ რატომ მიიჩნია მან მაკედონიელთა როგორც ერის უარყოფა ძალადობის ტოლფასად ან საკონსტიტუციო წესრიგის ძალადობრივ დარღვევად. სასამართლომ მიიჩნია რომ ასოციაციის დაფუძნება და რეგისტრაცია ივან მიხაილო-რადკოს სახელით ქმნიდა გარკვეულ დაძაბულობას ვინაიდან მისი იდეოლოგია მიჩნეული იყო მაკედონიელი ხალხის მიერ არა მხოლოდ როგორც შეურაცმყოფელი და გამანადგურებელი, არამედ როგორც მათი ეროვნული იდენტურობის უარმყოფელი. მიუხედავად ამისა, ასოციაციისთვის იმ პიროვნების საპატივცემულოდ სახელის მინიჭება ვინც უარყოფითად აღიქმება მოსახლეობის უმეტესობის მიერ არ შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც საზოგადოებრივი წესრიგის არსებული და მოახლოებული საფრთხე. არარსებობდა კონკრეტული მტკიცებულება იმისა რომ ამ სახელის არჩევით ასოციაციამ აირჩია პოლიტიკა რომელიც წარმოადგენდა მაკედონიელი საზოგადოებისთვის ან მაკედონიის სახელწმიფოსთვის რელაურ საფრთხეს. ასოციაციის სახელის არჩევანი ვერ გაამართლებს მის დაშლას. თუ ვიმსჯელებთ მისი წესდებით, მის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებრივი დისკუსიის წარმოება კონკრეტულ საკითხებზე და ამ საკითხებზე გამოსავლის ძიება. ამ მიზნის მიღწევას ასოციაცია ცდილობდა პუბლიკაციების, კონფერენციების და სხვა მსგავს ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით. არც შეიძლებოდა მათი ქმედებისთვის პასუხი ეგოთ ვინაიდან ასოციაცია შექმნიდან ძალიან მალე დაიშალა. ასოციაცია დაისაჯა ქმედებისთვის, რომელიც მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებას ეხებოდა. სასამართლოს ფუქნციას არ წარმოადგენდა მომჩივანის იდეების შემოწმება და ამიტომაც გაუგებარია თუ რატომ არ გაემიჯნა მომჩივანი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ ასოციაციის რეალურ მიზანს. შეჯამებისთვის, სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილი მიზეზები ასოციაციის დაშლისთვის არ იყო შესაბამისი და საკმარისი და შესაბამისად ჩარევა არ არის გამართლებული და საჭირო დემოკრატიულ საზოგადოებაში.
დასკვნა : დარღვევა (ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ)
მუხლი 41 – 5000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy