დოკუმენტი ხელმისაწვდომია რელიგიის თავისუფლების კვლევისა და მონიტორინგის ცენტრის () მხარდაჭერით. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was made available with the support of Religious Freedom Research and Monitoring Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი # 160
თებერვალი 2013
აუსტრიანუ რუმინეთის წინააღმდეგ - 16117/02
გადაწყვეტილება 12.2.2013 [III სექცია]
მუხლი 9
მუხლი 9-1
რელიგიის ან რწმენის გამოხატვა
მაგნიტოფონის კონფისკაცია, რომლითაც პატიმარი უსმენდა რელიგიურ ჩანაწერებს: დაუშვებელი
ფაქტები - მოსარჩელე, რომელიც იყო ბაპტისტური აღმსარებლობის, იხდიდა გრძელვადიან სასჯელს. პატარა რადიო-მაგნიტოფონის, რომელიც მან „ქრისტიანულ მორალურ საგანმანათლებლო“ პროგრამაში მიღწეული კარგი შედეგებისთვის მიიღო, კონფისკაციაზე წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მას ციხის ხელმძღვანელობამ აცნობა, რომ პატიმრებს უფლება ჰქონდათ ექონიათ მხოლოდ ელემენტებზე მომუშავე რადიოები და ტელევიზორები, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, მას შეეძლო საკუთარი აუდიო კასეტებისთვის მოესმინა კულტურულ-საგანმანათლებლო განყოფილების საკუთრებაში არსებული მაგნიტოფონის საშუალებით. ევროპული სასამართლოს მიმართ საკუთარ სარჩელში, მოსარჩელე ჩიოდა, სხვათაშორის, რომ მისი რელიგიური ჩანაწერებისა და მაგნიტოფონის კონფისკაციამ დაარღვია მისი რელიგიის თავისუფლება.
კანონი - მუხლი 9: ეს დებულება არ იცავს რელიგიით ან რწმენით მოტივირებულ ან შთაგონებულ ნებისმიერ ქმედებას. მხედველობაში მიიღება რა სახელმწიფოს შეფასების თავისუფლება, მაგნიტოფონის კონფისკაციამ (ივარაუდება რა, რომ ეს წარმოადგენდა ჩარევას მოსარჩელის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში) სრულად არ შეუშალა ხელი მოსარჩელეს საკუთარი რელიგიის გამოხატვაში. მთავრობის თანახმად, ციხის ხელმძღვანელობამ მოსარჩელეს შესთავაზა ესარგებლა მაგნიტოფონით ციხის კულტურულ-საგანმანათლებლო განყოფილებაში, საკუთარი რელიგიური კასეტების მოსასმენად და მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ მსგავსი შესაძლებლობა სადავოდ მიიჩნია, როგორც ჩანს, მან საჩივარი არ წარადგინა ამასთან დაკავშირებით, ციხის ხელმძღვანელობის მიმართ. მეტიც, მას ნება დართეს დასწრებოდა რელიგიურ სემინარებს და მისთვის არასოდეს შეუშლიათ ხელი, ეკითხა რელიგიური წიგნები თავის საკანში. მიღებულ იქნა რა მხედველობაში ეს ყოველივე, სასამართლომ ჩათვალა, რომ პატიმრებისთვის საკუთარ საკნებში ნებადართული საგნების ჩამონათვალის შეზღუდვა, იმ ნივთების გარდა (როგორიცაა მაგნიტოფონი), რომლებიც არ იყო აუცილებელი რელიგიის გამოსახატავად, წარმოადგენდა პროპორციულ ზომას სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და ციხეში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებისთვის.
დასკვნა: დაუშვებელი (დაუსაბუთებელი).
(იხილეთ ასევე, კოვალკოვსი ლატვიის წინააღმდეგ, # 35021/05, 2012 წლის 31 იანვარი)
სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის საჩივარი (მე-14 მუხლი მე- 9 მუხლთან კავშირში). მან დააკმაყოფილა მოსარჩელის საჩივარი 3-ის მუხლის ორივე ნაწილში, როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური ნაწილების დარღვევების შესახებ, იმ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც მას დაარტყეს ხელკეტი, 1998 წლის 9 დეკემბერს, მაგრამ არ იქნა დადგენილი ადეკვატური სამედიცინო მკურნალობის სავარაუდო არ აღმოჩენასთან დაკავშირებული დებულების დარღვევა.
Full & Egal Universal Law Academy