დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
აიდანი თურქეთის წინააღმდეგ - 16281/10
გადაწყვეტილება 12.03.2013[მე-2 პალატა]
მე-2 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი
ძალის გამოყენება
ჟანდარმმა, რომელსაც ბრალად ედებოდა დემონსტრაციის დროს, შემთხვევით ადამინის მკვლელობა იარაღით, არ იქნა დასჯილი: დარღვევა
ფაქტები: აპლიკანტები არიან ა. აიდანის ქვრივი და დედა, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრეს 2005 წლის 6 სექტემბერს, სამხედრო ჯიპიდან გასროლილი ცეცხლსასროლი იარაღით, როდესაც ის ელოდებოდა ავტობუსს, დემონსტრაციის ახლოს. 2006 წლის ივლისსში ასიზთა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანი რომლმაც მოახდინა გასროლა არ იქნა სისხლის სამართლის წესით დასჯილი, მიუხედავად იმისა, რომ მან გადააჭარბა თავდაცვის ლიმიტს, სასამართლოს დასკვნით ჟანდარმი იმყოფებოდა საპატიო ემოციურ მდგომარეობაში, შიშსა და პანიკაში. საკასაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
კანონი - მე-2 მუხლი (ძირითადიასპექტი)
ა) იყო თუ არა ძალის ლეტალური გამოყენება „აბსოლუტურად საჭირო“ - ჟანდარმი გ.უ., რომელმაც ცეცხლი გახსნა, არ იყო დაცვის ოპერაციაში ჩართული დემონსტრაციის დროს, იგი ატარებდა ჯიპს ორ თავის კოლეგასთან ერთად, რა დროსაც თავს დაესხნენ დემონსტრანტები. გ.უ აცხადებდა რომ მან ცეცხლი გახსნა მარცხენა ფანჯრიდან და მანამდე სიტყვიერი გაფრთხილება მოახდინა; ასიზთა სასამართლომ და კასაციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გ.უ. არ უნდა დასჯილიყო სისხლის სამართლის წესით, მიუხედავად იმისა, რომ მან გადააჭარბა თავდაცვის ზომებს, რადგან იგი იმყოფებოდა საპატიო ემოციურ, შიშისა და პანიკის მდგომარეობაში, რომელიც ჯდებოდა თურქეთის სისხლის სამართლის კოდექის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფარგლებში. სიტუაცია სრულიად განსხვავდებოდა საქმიდან, რომელშიც აგენტმა გამოიყენა ლეტალური ძალა იმ რწმენაზე დაყრდნობით, რომ მას ემუქრებოდა საფრთხე, რომელიც შემდგომში აღმოჩნდა არასწორი. საქმეში არ იყო საკმარისად დამტკიცებული რომ საფრთხე, რომელიც მოდიოდა დემონსტრანტების მხრიდან იყო ძალიან[ექსტრემალურად] ძალადობრივი. შესაბამისად, არ შეიძებოდა დადგენილიყო, რომ გ.უ. მოქმედებდა იმ რწმენით[ფიქრით], რომ მის და მისი კოლეგების სიცოცხლესა და ფიზიკიურ უსაფრთხოებას ექმნებოდა საფრთხე. ეს განსაკუთრებულად ხაზგასასმელია მაშინ, როდესაც საქმეში არ იყო არანაირი სამხილი, რომელიც გაამართლებდა პოტენციურად ლეტალურ ზომებს თავდაცვის მიზნებიდან გამომდინარე, როგორიცაა შემთცვევითი სროლები ჰაერსა და ხალხის ჯგუფის მისამართით. უფრო მეტიც, მაშინ, როცა გ.უ.-მ განაცხადა, რომ ჰაერში გასროლა განახორციელა გარშემომყოფთა სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ, რათა თავიდან აეცილებინა რომელიმეს დაჭრა, საქმის მასალების სამხილები ამტკიცებს, რომ სამი ნატყვიარი იქნა აღმოჩენილი კერძო მანქანაზე. მე-4 ტყვია მოხვდა ბ-ნ ა.აიდანს. ვერ მოხდა იმის დადგენა, რომ გ.უ.-მ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. გასროლილი ტყვიების ტრაექტორიიდან გამომდინარე უდავო იყო, რომ ტყვიებს შეეძლო გამოეწვია უფრო დიდი ტრაგედია. შესაბამისად, დემონსტრანტების დასაშლელად გამოყენებული ძალა, რამაც გამოიწვია ა. აიდანის სიკვდილი, არ იყო აბსოლუტურად აუცილებელი კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე.დასკვნა: დარღვევა
ბ) იყო თუ არა მოპასუხე სახელმწიფოს მხრდიდან გადადგმული ყველა საჭირო ნაბიჯი იმისათის, რომ შემცირებულიყო მძმე შედეგები ძალის გამოყენებისა რამდენადაც ეს იყო შესაძლებელი - მიუხედავად იმისა, რომ დადგენილი იყო, რომ გ.უ.-მ შეგნებულად გადააჭარბა თავდაცვის ლიმიტებს, როდესაც ის უმიზნოდ ისროდა ხალხის ჯგუფის მიმართულებით, იმყოფებოდა რა ემოციურ, შიშისა და პანიკის მდგომარეობაში, შიდა სასამართლოებმა გადაწყვიტეს, რომ არ დაეკისრებინათ მისთვის სასჯელი. აღნიშნული გადაწყვეტილება [სასამართლოების] არც დამნაშავედ აღიარებდა მას და არც ათავისუფლებდა მას ბრალისგან. ასეთ მიდგომას ექნებოდა საშიში და დამაზიანებელი შედეგი, რადგან აძლევდა საშუალებას, სახელმწიფოს აგენტებს გამოეყენებინათ მომაკვდინებელი ძალა, როდესაც ისინი იყვნენ ემოციურ, შიშისა და პანიკის მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა, რომ თავდაცვის ცნება, რომელიც აღნიშნულ საქმეში გვხვდებოდა, ევროპული სისხლის სამართლის დოქტრინისათვის უცნობი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოების აგენტები de Jure არ იყვნენ მოკლებულნი უფლებას, გადააჭარბონ თავდაცვის ლიმიტს, მათი სტატუსი და ფუნქცია უნდა იყოს გათვალისწინებელი საქმის განხილვის პროცესში.
სასამართლო ვერ დაეთანხმება საკასაციო სასამართლოს პლენარულ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას , რომელიც უთითებდა, რომ ფართო საშიშროება, რომელიც გამოწვეული იყო ტერორისტული აქტებით იმ რეგიონში, სადაც დემონსტრაციებს ქონდათ ადგილი, და ასევე „ძალადობრივი თავდასხმა, რომელიც მიმართული იყო ბრალდებულსა და მის ორ კოლეგის მიმართ“ და „სიკვდილის საშიშროება, რომელიც ასევე მიმართული იყო მათ წინააღმდეგ“, ამართლებდა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც არ იქნა ბრალდებული ის ადამიანი, რომელმაც მოახდინა გასროლა. იმ ფართო საშიშრობის გათვალისწინებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა აღნიშნულ რეგიონში, სამართალდამცავი ორგანოს წარმოამდგენლებს უნდა ჰქონოდათ შესაბამისი მორალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური უნარები, რათა ეფექტურად განეხორციელებინათ მისი ფუნქციები. (მე-18 პრინციპი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითადი პრინციპებისა ძალის გამოყენებისა და სამართალ დამცავი ორგანოების წარმომაგდენლების მიერ იარაღაის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიღებული 1990 წელს). ეს a fortiori ეხება უსაფრთხოების ძალების წევრებსაც, რომლებიც მოქმედებენ ისეთ რეგიონში, რომელიც განსახილველ დროს გამოირჩეოდა უკიდურესი დაძაბულობით და სადაც ამგვარი არეულობები იყო მოსალოდნელი. უფრო მეტიც, გადაწყვეტილება, რომელიც არ აკისრებდა სისხლისსამართლებრივ სანქციებს ჟანდარმს, რომელმაც დაუსაბუთებლად გამოიყენა თავისი ცეცხლსასროლი იარაღი, უნდა განიმარტოს, როგორც იმ რეგიონში მოქმედი უშიშროების ძალების წარმომადგენლებისათვის კარტ-ბლანშის მიცემა, რომელსაც ევალება უზრუნველყოს, რომ ამგვარი იარაღი გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შესაბამის გარემოებებში და ისეთი ფორმით, რომ შეამციროს არასაჭირო დაზიანებების მიყენების რისკი (პრინციპი 11 (b)). ამას გარდა, სისხლის სამართლის კოდექსის გამოყენება ამგვარი ფორმით, იყო შეუსაბამო კონვენციის მე-2 მუხლთან, რომლის მიხედვითაც ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებლად საჭირო და მკაცრად პროპორციული. დასკვნის სახით, რესპოდენტმა სახელმწიფომ ვერ შეძლო დაეცვა სიცოცხლის უფლება და ვერ შეძლო მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
დასკვნა: დარღევა[ერთხმად]
სამართლომ ასევე დაასკვნა, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედრული ნაწილი, რაადგან სახეზე არ იყო ეფექტური გამოძიება და დაირღვა მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი გამოძების გაჭანურების გამო.
41-ე მუხლი: 15 000 EUR მიენიჭა პირველ აპლიკანტს მატერიალური ზიანისათის და 50 000 ევრო არა მატერიალური ზიანისათის; 15 000 EUR მიენიჭა მეორე აპლიკანტს არა მატერიალური ზიანისათვის.
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy