© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
პირველი სექცია
საქმე I.B. საბერძნეთის წინააღმდეგ
(განაცხადი # 552/10)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
3 ოქტომბერი, 2013
საბოლოო
ეს გადაწყვეტილებაა საბოლოოა კონვენციის 44.2 მუხლის საფუძველზე. ის შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას
საქმეზე I.B. საბერძნეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (პირველი სექცია), პალატის შემდეგი შემადგენლობით:
იზაბელ ბევრო-ლეფევრი, თავმჯდომარე
ელიზაბეთ შტეინერი,
ხანლარ ჰაჯიევი,
მირიანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა,
იულია ლაფრანკი,
ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოს,
ერიკ მოსე, მოსამართლეები,
და სორენ ნიელსენი, სექციის მდივანი,
ითათბირეს რა 2013 წლის 10 სექტემბერს, იმავე დღეს მიიღეს წინამდებარე გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (“კონვენცია”) 34-ე მუხლის საფუძველზე 2009 წლის 2 დეკემბერს საბერძნეთის მოქალაქის ბატონი I.B.-ის (“განმცხადებელი”) მიერ საბერძნეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ სასამართლოსთვის წარდგენილი განაცხადი (# 552/10). სექციის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა მისი სახელის გაუმხელობის თაობაზე (სასამართლოს რეგლამენტის 47.4 მუხლი). 2. განმცხადებელს წარმოადგენდნენ ბატონი გ. ლეტსასი და ბატონი მ. მანტუვალუ, ლონდონში მოღვაწე ადვოკატები. საბერძნეთს (“მოპასუხე სახელმწიფო”) წარმაოდგენდნენ მისი სახელმწიფო წარმომადგენლები, ქალბატონი გ. პაპადაკი, “სახელმწიფო სამართლებრივი საბჭოს” მრჩეველი და ქალბატონი გერმანი, “სახელმწიფოს სამართლებრივი საბჭოს” სამართლებრივი თანაშემწე.
3. განმცხადებელი ამტკიცებდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას მე-8 მუხლთან ერთობლიობაში.
4. 2012 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილებით პალატამ განაცხადი ნაწილობრივ დასაშვებად ცნო.
5. განმცხადებელმა და მოპასუხე სახელმწიფომ წარადგინეს შემდგომი წერილობითი მოსაზრებები (59.1 მუხლი).
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
6. განმცხადებელი დაიბადა 1980 წელს და ცხოვრობს ათენში.
7. განმცხადებელი საიუველირო საწარმოში მუშაობდა 2001 წლიდან. 2003 წლის 4 მარტს მან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესრულებისთვის. ამის შემდგომ ის დაუკავშირდა S.K.-ს, კომპანიის მესაკუთრეს და მან კვლავ დაიქირავა [განმცხადებელი] 2004 წლის 1 ივლისიდან და განუსაზღვრა ყოველთვიური სახელფასო სარგო 722.92 ევრო.
8. 2005 წლის იანვარში განმცხადებელმა მის სამ კოლეგას - I.M.-ს, S.M-ს. და O.G.-ს – უთხრა, რომ შიშობდა, რომ მას ქონდა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). 2005 წლის 11 თებერვალს, ყოველწლიური შვებულების პერიოდში ეს შიში დადასტურდა ტესტით, რომლითაც დადგინდა, რომ ის მართლაც აივ-დადებითი იყო. 15 თებერვალს მისმა დამქირავებელმა S.K.-მ ზემოთ აღნიშნული სამი თანამშრომლისგან მიიღო წერილი, რომლითაც მას ატყობინებდნენ, რომ განმცხადებელს “ქონდა შიდსი” და რომ კომპანიას ის უნდა გაეთავისუფლებია შვებულების დასრულებამდე. სამივე თანამშრომელს არ დაუდასტურდა აივ ინფექცია.
9. განმცხადებლის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მთელი კომპანიის 70 თანამშრომელს შორის გავრცელდა. თანამშრომლებმა დაიწყეს დამქირავებელთან ჩივილი იმის გამო, რომ უწევდათ აივ-დადებით თანამშრომელთან მუშაობა და მოითხოვეს მისი გათავისუფლება. S.K.-მ შემდეგ ექიმი სპეციალისტი მოიწვია კომპანიაში აივ ინფექციისა და მისი გადაცემის გზების შესახებ თანამშრომლებთან სასაუბროდ. ექიმმა სცადა თანამშრომლების დარწმუნება უსაფრთხოების ზომების განმარტებით, მაგრამ ისინი განაგრძობდნენ განმცხადებლის გათავისუფლების მოთხოვნას. S.K.-მ შემდეგ გადაწყვიტა განმცხადებლის სხვა განყოფილებაში გადაყვანა, სხვა ტერიტორიაზე, მაგრამ ამ დეპარტამენტის უფროსი პოზიციის დატოვებით დაემუქრა, თუ განმცხადებელს მის გუნდს შეუერთებდნენ. S.K.-მ შემდეგ განმცხადებელს დახმარება შესთავაზა საკუთარი ბიზნესის აწყობაში, თუკი პირადი განცხადებით დატოვებდა სამუშაო ადგილს. მან ასევე შესთავაზა სტილისტის კურსის დაფინანსება. განმცხადებელმა არ მიიღო მისი წინადადებები.
10. 2005 წლის 21 თებერვალს S.K.-ს წერილობით მიმართა კომპანიის ოცდაცამეტმა (მთელი პერსონალის თითქმის ნახევარმა) თანამშრომელმა და მოსთხოვა განმცხადებლის გათავისუფლება “მათი ჯანმრთელობისა და შრომის უფლების დასაცავად”, რისი შეუსრულებლობის შემთხვევაში მათი აზრით კომპანიაში არსებული ჰარმონიულ ატმოსფეროს შერყევა ემუქრებოდა. 2005 წლის 23 თებერვალს, განმცხადებლის შვებულებიდან დაბრუნებამდე ორი დღით ადრე S.K.-მ ის გაათავისუფლა და გადაუხადა ბერძნული კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაცია, კერძოდ კი ერთი თვის ხელფასი და 843,41 ევრო საშვებულებო გასაცემელის სახით.
11. გათავისუფლების შემდეგ მალევე განმცხადებელმა სხვა სამუშაო იშოვა კერძო კომპანიაში.
12. 2005 წლის 13 მაისს განმცხადებელმა დაიწყო საქმის წარმოება ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოში. ის ჩიოდა, რომ “მიუღებელმა საზოგადოებრივმა ცრურწმენამ და მოძველებულმა ტაბუირებულმა მოსაზრებებმა” უპირატესობა მოიპოვა კომპანიაში მის მიერ შეტანილ წვლილზე. ის ასევე ჩიოდა, რომ უსამართლოდ გაათავისუფლეს და მისი გათავისუფლება უკანონო იყო, რადგანაც მას სათანადო კომპენსაცია არ მიაკუთვნეს. ის ამტკიცებდა, რომ გაათავისუფლეს “სამარცხვინო საფუძვლით”, რაც არ ითვალისწინებდა “მისი პიროვნების ადამიანურ ფაქტორს”, რომ მისი დამქირავებელი “აშკარად გულგრილი დარჩა იმ ფაქტის მიმართ, რომ მძიმე ტკივილი მიაყენა მუყაით და გულმოდგინე თანამშრომელს, იმ დროს, როდესაც მინიმალური ჰუმანური მიდგომები მოითხოვდა მის მხარდაჭერას, და ამით სასტიკი შეურაცხყოფა მიაყენა” და რომ მისი დამქირავებელი “მას მოექცა, გაუმართლებელი და არაადამიანური სიძულვილით, მისი ჯანმრთელობის პრობლემების გამო”.
13. განმცხადებელმა დასძინა, რომ ერთადერთი მიზეზი რამაც S.K.-ს გადააწყვეტინა მისი გათავისუფლება იყო აივ-დადებითი პირების მიმართ არსებული ცრუწარმოდგენა (მეცნიერულად დაუსაბუთებელი) და გაცხადებული “რისკი”, რასაც ისინი ქმნიდნენ პროფესიულ და სოციალურ ურთიერთობებში. შესაბამისად, ნათელი იყო, რომ S.K.-ს ქმედებამ უხეშად დაარღვია მისი პირადი უფლებები, კერძოდ კი ყველაზე ინტიმური, რაც ეხებოდა მის პერსონალურ მონაცემებს. მისი გათავისუფლების ფორმამ მიუღებლად დააკნინა მისი როგორც ადამიანის ღირებულება, დაიყვანა რა ის “ობიექტამდე”, რომელსაც შეიძლება მოექცე “პირადი ცრუწარმოდგენისა და აკვიატების” მიხედვით.
14. განმცხადებელმა სასამართლოს მოსთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ გამოცხადება, დამქირავებლისთვის მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების და 9 397 ევროს გადახდის დაკისრება მიუღებელი ხელფასის სანაცვლოდ, 1 068,62 ევროსი - საშვებულებო დანამატისა და სხვა თანხების სანაცვლოდ, რაც მან გამოიანგარიშა, და ბოლოს 200 000 ევროს გადახდა არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
15. 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლება უკანონო იყო, როგორც სამოქალაქო კოდექსის 281-ე მუხლის დარღვევით განხორციელებული, რომელიც კრძალავდა უფლებით სარგებლობას, თუკი ეს უფლება აშკარად ცდებოდა კეთილსინდისიერებით ან მორალით დადგენილ ფარგლებს. სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა განმცხადებლის ავადმყოფობა და მას მიაკუთვნა 6 339,18 ევრო მისი გათავისუფლების მომენტიდან მიუღებელი ხელფასის სახით. სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის ქცევა, მიუხედავად თანამშრომლების მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლისა, წარმოადგენდა უფლებამოსილების გადამეტებას. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ დამსაქმებელმა განმცხადებლის გათავისუფლება გადაწყვიტა კომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირების გაგრძელების უზრუნველსაყოფად და პროტესტისა და საჩივრების თავიდან ასაცილებლად, რითაც უპირატესობა მიანიჭა საკუთარ თანამშრომელთა უმრავლესობას.
16. თუმცა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის საჩივარი იმის შესახებ, რომ მისი გათავისუფლებით დაირღვა მის პიროვნებასთან დაკავშირებული უფლებები, რადგანაც არ დადგინდა, რომ გათავისუფლება მოტივირებული იყო უხამსი განზრახვით ან განმცხადებლის ცილისწამების განზრახვით. თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ S.K.-მ განმცხადებელი გაათავისუფლა იმის შესანარჩუნებლად, რაც მცდარად ეგონა რომ აუცილებელი იყო კომპანიაში მშვიდობიანი სამუშაო ურთიერთობებისთვის. და ბოლოს, სასამართლომ დაადგინა, რომ არ იყო აუცილებელი განმცხადებლის სამუშაოზე აღდგენა, რადგანაც მას უკვე ქონდა ახალი სამუშაო ადგილი.
17. 2007 წლის 26 თებერვალს და 15 მარტს S.K.-მ და განმცხადებელმა ათენის სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს სააპელაციო საჩივრები.
18. 2008 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა S.K.-ს სააპელაციო საჩივარი და დააკმაყოფილა განმცხადებლის საჩივარი ორივე საფუძვლით, კერძოდ კი უფლებამოსილების გადამეტებასთან და პიროვნებასთან დაკაშირებული უფლებების დარღვევასთან მიმართებით. ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, სააპელაციო სასამართლომ აღიარა, რომ S.K.-მ განმცხადებელი გაათავისუფლა თანამშრომელთა მხრიდან ზეწოლის შედეგად და კომპანიაში კარგი სამუშაო გარემოს შენარჩუნების მიზნით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თანამშრომელთა შიში მეცნიერულად დაუსაბუთებელი იყო, როგორც ეს ექიმმა სპეცილისტმა განმარტა. ვირუსის გავრცელების გზების გათვალისწინებით მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. შესაბამისად, მათი შიში ფაქტიურად ეფუძნებოდა ცრუწარმოდგენას და არა დადასტურებულ რისკს; შესაბამისად, განმცხადებლის ავადმყოფობას არ შეიძლება ზეგავლენა ქონოდა კომპანიის შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე.
19. სააპელაციო სასამართლომ კომპანიის შეუფერხებელი მუშაობის საჭიროება, რასაც მეცნიერულად დაუსაბუთებელი შიში უქმნიდა საფრთხეს, შეაფასა განმცხადებლის დასაბუთებულ მოლოდინთან მიმართებით, რომ მას დაიცავდნენ მისთვის რთულ მდგომარეობაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან ერთი თანამშრომლის ავადმყოფობას მავნე ზეგავლენა არ ქონდა შრომით ურთიერთობებზე ან კომპანიის შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე (როგორიცაა გამოუცხადებლობა ან შემცირებული შრომისუნარიანობა), ეს არ შეიძლება კონტრაქტის შეწყვეტის ობიექტურ დასაბუთებად გამოდგეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელს არ გაუცდენია სამსახური და უახლოეს მომავალში არ იყო მოსალოდნელი სამუშაო დღეების გაცდენა ავადმყოფობის გამო. უფრო მეტიც, განმცხადებლის სამუშაოს ხასიათი, რაც არ მოითხოვდა ზედმეტ დატვირთვას, გამორიცხავდა მისი შრომისუნარიანობის შემცირების რისკს, ვინაიდან აივ-დადებითი სტატუსის მრავალი წლის განმავლობაში ქონისას ადამიანის შრომისუნარიანობა მნიშვნელოვნად არ მცირდება.
20. სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის ავადმყოფობას ნეგატიური გავლენა არ ქონია კომპანიის შეუფერხებელ მუშაობაზე, რადგანაც განმცხადებლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მის გათავისუფლებამდე პერიოდში არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია კომპანია. სასამართლომ დაასკვნა, რომ ის ფაქტი, რომ S. K. “დაემორჩილა თანამშრომლების მოთხოვნებს, გაათავისუფლა განმცხადებელი და შეწყვიტა მასთან გაფორმებული კონტრაქტი, არ შეიძლება გამართლდეს კეთილსინდისიერების საფუძვლით ან დამქირავებლის ინტერესებით, ამ ტერმინის პრდაპირი მნიშვნელობით”.
21. სააპელაციო სასამართლომ განმცხადებელს 6 339,18 ევრო მიაკუთვნა გათავისუფლების მომენტიდან მიუღებელი ხელფასის სანაცვლოდ. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ განმცხადებლის პიროვნებასთან დაკავშირებული უფლებები შეილახა, რადგანაც მისმა უსამართლო გათავისუფლებამ გავლენა იქონია მის პროფესიულ და სოციალურ სტატუსზე, რაც მისი პიროვნების ორ მხარეს წარმოადგენდა. სასამართლომ მას დამატებით 1 200 ევრო მიაკუთვნა იგივე საფუძვლით, არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
22. 2008 წლის 4 ივლისს S.K.-მ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველთან მიმართებით გაასაჩივრა.
23. 2008 წლის 16 ოქტომბერს განმცხადებელმაც გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ის დაეყრდნო სამოქალაქო კოდექსის 180-ე (სამართლებრივი აქტის ბათილობა), 281-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 932-ე (კომპენსაცია არამატერიალური ზიანისთვის) მუხლებს და კონსტიტუციის 22-ე მუხლს (შრომის უფლება) და კომპენსაციის მიკუთვნებასთან დაკავშირებით პროპორციულობის პრინციპს. საკასაციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით გათავისუფლების, როგორც უსამართლოს გაუქმების შემთხვევაში დამქირავებელს თანამშრომლის სამუშაოზე აღდგენა ევალებოდა. უფრო კონკრეტულად კი სააპელაციო საჩივრის მეორე საფუძვლის ჩამოყალიბებისას განმცხადებელმა განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად უარყო მისი მოთხოვნა კომპანიაში აღდგენის შესახებ, ამტკიცებდა რა, რომ აღდგენის შესახებ წესი მოქმედებდა 281-ე მუხლის დარღვევისას, ან იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებასთან დაკავშირებული უფლებების ან პირადი განვითარების და პროფესიულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება დაირღვა.
24. 2009 წლის 17 მარტის #676/2009 გადაწყვეტილებით (დასრულდა 2009 წლის 4 ივნისს) საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ inter alia სასამართლომ არასწორად განმარტა და დაეყრდნო სამოქალაქო კოდექსის 281-ე მუხლს ამ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. მან დაადგინა, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა არ იყო უსამართლო, თუ ეს გამართლებული იყო დამქირავებლის ინტერესებით “ამ ტერმინის სათანადო გაგებით”, როგორიც არის თანამშრომლებს შორის მშვიდობიანი სამუშაო ურთიერთობების და კომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირების აღდგენა, რისი დარღვევაც მოხდებოდა გათავისუფლებული თანამშრომლის შენარჩუნებით. საკასაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგ:
“ვინაიდან გათავისუფლება მოტივირებული არ იყო [დამქირავებლის მხრიდან დაქირავებულის მიმართ] ბოროტი განზრახვით, შურისძიებით ან აგრესიით, გათავისუფლება სრულად გამართლებული იყო დამქირავებლის ინტერესებით, ამ სიტყვის სათანადო გაგებით, და რომ ეს განხორციელდა კომპანიაში მშვიდობისა და შეუფერხებელი ფუნქციონირების აღსადგენად. თანამშრომლები მეტად აღელვებული იყვნენ [განმცხადებლის] მეტად მძიმე და გადამდები დაავადებით, რაც მათში დაუცველობის შეგრძნებას და ჯანმრთელობის გამო შიშს აღვივებს, რამაც ისინი აიძულა კოლექტიურად და წერილობით მოეთხოვათ მისი გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას დიდი საფრთხე ემუქრებოდა...”
25. და ბოლოს, საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის საჩივარი, როგორც უსაფუძვლო და საქმე დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.
26. არც განმცხადებელს და არც მის ყოფილ დამქირავებელს გამოუყენებიათ კანონით მინიჭებული უფლება, მიემართათ სააპელაციო სასამართლოსთვის მისთვის დაბრუნებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
A. ეროვნული კანონმდებლობა
27. საბერძნეთის კონსტიტუციის შესაბამისი მუხლებით დადგენილია:
მუხლი 9
“1. ... ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია...”
მუხლი 22
“1. შრომა წარმოადგენს უფლებას და მას იცავს სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია შექმნას ყველა მოქალაქის დასაქმების პირობები და ხელი შეუწყოს სოფლად და ქალაქად მაცხოვრებელთა მორალურ და მატერიალურ განვითარებას.”
მუხლი 25
“1. სახელმწიფო არის თითოეული ადამიანის და საზოგადოების წევრთა ადამიანის უფლებების და კონსტიტუციური კეთილდღეობის პრინციპის გარანტი.
სახელმწიფოს ყველა წარმომადგენელი ვალდებულია უზრუნველყოს მათი შეუფერხებელი და ეფექტიანი რეალიზება. ეს უფლებები შესაბამისობის მიხედვით უნდა გავრცელდეს ადამიანებს შორის ურთიერთობებზე. ნებისმიერი სახის შეზღუდვა, რაც კონსტიტუციის თანახმად შესაძლოა გავრცელდეს ამ უფლებებზე პირდაპირ გათვალისწინებული უნდა იყოს კონსტიტუციით ან კანონით ... და შეესაბამებოდეს პროპორციულობის პრინციპს.”
28. #2112/1920 კანონის 1-ელი მუხლი კერძო სექტორში გათავისუფლებისა და შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ადგენს:
“კერძო სექტორში განუსაზღვრელი ვადით დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც ორ თვეზე მეტი ხანია დასაქმებულია, არ შეიძლება გათავისუფლებულ იქნას შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წინასწარი შეტყობინების გარეშე...”
29. #3304/2005 კანონის შესაბამისი მუხლები თანასწორი მოპყრობის შესახებ (რასის, მოქალაქეობის, რელიგიის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის მიხედვით) ადგენს შემდეგს:
მუხლი 1 (ობიექტი)
“ამ კანონის ობიექტია ზოგადი მარეგულირებელი ჩარჩოს მიღება, დასაქმების სფეროში რელიგიური ან სხვა მრწამსის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის და თანასწორი მოპყრობის პრინციპის მოქმედების უზრუნველსაყოფად.”
მუხლი 2 (თანასწორი მოპყრობის პრინციპი)
1. 1-ელ მუხლში ჩამოთვლილი საფუძვლებით პირდაპირი ან არაპირდაპირი დისკრიმინაცია აკრძალულია.
2. ზეწოლა ადამიანის ღირსებაზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენის და შეურაცხმყოფელი, მტრული, დამამცირებელი, დამაკნინებელი ან აგრესიული გარემოს შექმნის მიზნით განიხილება დისკრიმინაციად.”
მუხლი 10 (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განთავსებისთვის გონივრული ღონისძიებები)
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვის მიზნით დამსაქმებელმა ყველა აუცილებელი ღონისძიებები უნდა მიიღოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ქონდეთ წვდომა სამუშაო ადგილზე, იშრომონ და პროფესიულად განვითარდნენ და ჩაერთონ პროფესიულ სწავლებაში, თუკი ამ ღონისძიებების გატარება დამსაქმებლისთვის არ წარმოადგენს არაგონივრულ ტვირთს...”
მუხლი 12 (პოზიტიური ქმედება და სპეციალური ღონისძიებები)
1. დისკრიმინაციულად არ მიიჩნევა იყოს სპეციალური ღონისძიებების მიღება თუ შენარჩუნება, რომლებიც ემსახურება რელიგიური ან სხვა რწმენასთან დაკავშირებული, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის, ან სექსუალური ორიენტაციის საფუძვლით შექმნილი დაბრკოლების თავიდან აცილებას ან კომპენსირებას.
2. დისკრიმინაციულად არ მიიჩნევა სამუშაო ადგილზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დამცავი ღონისძიებების მიღება თუ შენარჩუნება, ან ღონისძიებებისა, რომლითაც იქმნება თუ შენარჩუნებულია პირობები ან გარემო მათი საქმიანობასა და შრომაში ინტეგრაციის დაცვისა და ხელშეწყობისთვის.”
B. ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისია
30. 2011 წლის 27 იანვარს ადამიანის უფლებათა ეროვნულმა კომისიამ მოამზადა ანგარიში “აივ-დადებით პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე”. ანგარიშს ერთვის შემდეგი შესავალი:
“ადამიანის უფლებათა ეროვნულმა კომისიამ გადაწყვიტა აივ-დადებითი ადამიანების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა ამ ადამიანების მიერ ძირითადი უფლებებით სარგებლობის დაფიქსირებული ნაკლოვანებიდან გამომდინარე, რაც მძიმდება სტიგმატიზებით, არატოლერანტობის დემონსტრირებით, კონფიდენციალობის დარღვევით და მათ საზიანოთ სოციალური დისკრიმინაციის სხვა ფორმებით.
ამის მიზეზი გახდა საკასაციო სასამართლოს #676/2009 გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლომ რეალურად ძალაში დატოვა აივ-დადებითი თანამშრომელის გათავისუფლების კანონიერება და აღიარა მისი გათავისუფლების პირობები. ამ გადაწყვეტილების მნიშვნელოვნების - რომელიც ქვეყანაში მართლმსაჯულების ისტორიაში პირველი გადაწყვეტილებაა ამ შინაარსით - და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გამოიკვეთა აივ-დადებითი ადამიანის წინაშე მდგარი პრობლემების უნიკალური მაგრამ მნიშვნელოვანი ასპექტი, კომისიამ კონსულტაცია გამართა სხვა მრავალ ორგანიზაციასთან და ინსტიტუტებთან, რომლებიც ამ პირების უფლებების დაცვის კამპანიას აწარმოებენ. მთელი რიგი საკითხებისა დაისვა დისკუსიისას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული შემდეგი: ა) აივ/შიდსის საფუძველზე სტიგმატიზება; ბ) ვირუსით დაავადებული პირების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, განსაკუთრებით სამუშაო ადგილზე, გ) ამ პირებისთვის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობა და დ) მათი პირადი ცხოვრების დაცვა.”
31. დასკვნით მოსაზრებებში კომისიამ აღნიშნა:
“სახეზეა აივ-დადებითი ადამიანების უფლებების და ამ უფლებების საფუძველი ძირითადი პრინციპების დაცვის მყისიერი და მწვავე საჭიროება, იმის გათვალისწინებით, რომ უახლესი ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით დაავადებამ ქვეყანაში საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია.
რისკები მომდინარეობს არა მხოლოდ დაავადებისგან ან მისი გავრცელების ფაქტისგან, არამედ ასევე საშიში და მეცნიერულად დაუსაბუთებელი ცრურწმენების სასამართლო გადაწყვეტილების მეშვეობით ფორმირებისა და კონსოლიდირებისგან, რომლითაც დადგინდა, რომ აივ-დადებითი თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილზე “საფრთხეს” წარმოადგენენ.
და ბოლოს, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ აივ-დადებითი ადამიანების უფლებების დაცვა ეხება არა მხოლოდ მათ, არამედ ზოგადად საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვას, ვინაიდან თუ ეს ადამიანები არ იქნებიან დაცულები, ისინი თავს შეიკავებენ ტესტის გავლისგან... რაც თავის მხრივ საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების ძალისხმევას, შეამცირონ დაავადების გავრცელება.”
III. შესაბამისი ევროპული და საერთაშორისო ინსტრუმენტები
A. ILO-ს რეკომენდაცია აივ და შიდსთან დაკავშირებით და დასაქმების სამყაროს შესახებ, 2010 (# 200)
32. ეს რეკომენდაცია ადამიანის უფლებათა პირველი ინსტრუმენტია აივსა და შიდსზე შრომის სამყაროში. ის დიდი უმრავლესობით მიიღეს ILO-ს წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა, დამქირავებლებმა და დასაქმებულებმა წევრი ქვეყნებიდან 2010 წლის ივნისში შრომის საერთაშორისო კონფერენციაზე. ის inter alia ადგენს შემდეგს:
“3. ...
(c) დაუშვებელია დასაქმებულთა, კერძოდ კი სამუშაოს მაძიებელთა და სამუშაო ადგილზე განმცხადებელთა დისკრიმინაცია ან სტიგმატიზება რეალური ან სავარაუდო აივ-სტატუსის ან იმ ფაქტის გამო, რომ ისინი განეკუთვნებიან მსოფლიოს იმ ნაწილს ან მოსახლეობის იმ სეგმენტს, რომელთა მიმართაც არსებობს აივ-ინფექციის მაღალი რისკის ან მეტი მოწყვლადობის ვარაუდი;
...
9. სახელმწიფოებმა დამსაქმებლებისა და თანამშრომლების ყველაზე მაღალი წარმომადგენლობის მქონე ორგანიზაციებთან კონსულტაციით უნდა განიხილონ თანასწორი დაცვის შესაძლებლობა 1958 წლის დისკრიმინაციის (დასაქმებისა და შრომითი დაკავების) კონვენციის თანახმად, რეალური ან სავარაუდო აივ-სტატუსის საფუძველზე დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.
10. რეალური ან სავარაუდო აივ-სტატუსი არ შეიძლება იყოს დისკრიმინაციის საფუძველი და აფერხებდეს დასაქმებას ან შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას, ან დისკრიმინაციის (დასაქმებისა და შრომითი დაკავების) 1958 წლის კონვენციის ნორმებთან შესაბამისი თანაბარი შესაძლებლობებით სარგებლობას.
11. რეალური ან სავარაუდო აივ-სტატუსი არ შეიძლება გახდეს დასაქმების შეწყვეტის საფუძველი. აივთან ან შიდსთან დაკავშირებული ავადმყოფობის ან ზრუნვის ვალდებულების გამო სამუშაოზე დროებით გამოუცხადებლობასთან მიმართებით უნდა მოქმედებდეს იგივე წესები რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა მიზეზების არსებობისას, დასაქმების შეწყვეტის შესახებ 1982 წლის კონვენციის გათვალისწინებით.
12. როდესაც სამუშაო ადგილზე არსებული ღონისძიებები არაადეკვატურია აივ და შიდსთან დაკავშირებული დისკრიმინაციისგან დასაცავად, წევრები ვალდებულია არიან ამ ღონისძიებების ადაპტირება მოახდინონ ან ახალი შექმნან და უზრუნველყონ მათი ეფექტიანი და გამჭვირვალედ იმპლემენტაცია.”
B. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტექსტები
33. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (“PACE”) აივ/შიდსის საკითხს მთელ რიგ დოკუმენტებში გაუსვა ხაზი. შიდსისა და ადამიანის უფლებების შესახებ მის რეკომენდაციაში 1116 (1989) [PACE -მ] განაცხადა შემდეგი:
“3. მიუხედავად იმისა რომ ევროპის საბჭოს პრევენციის საკითხი 1983 წლიდან აწუხებდა, ეთიკური ასპექტების მხოლოდ ზედაპირულ გათვალისწინებას ქონდა ადგილი;
4. თუმცა ხდება იმის მხედველობაში მიღება, რომ არსებითია იმის უზრუნველყოფა, რომ ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები არ ილახება შიდსით გამოწვეული შიშით;
5. გვაშფოთებს დისკრიმინაცია, რასაც შიდსის ზოგიერთი მსხვერპლი და ვირუსმატარებლები ექვემდებარებიან;
...
8. რეკომენდაციას უწევს მინისტრთა კომიტეტს, რომ: მითითება მისცეს ადამიანის უფლებათა საზედამხედველო კომიტეტს, პრიორიტეტი მიანიჭონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ ნორმის გაძლიერებას, დისკრიმინაციის აკრძალული საფუძვლების ჩამონათვალში ჯანმრთელობის მდგომარეობის დამატებით ან კანონის წინაშე თანასწორი მოპყრობის შესახებ ზოგადი ნორმის შემუშავებით...”
34. თავის რეზოლუციაში 1536 (2007), PACE-მ კვლავ დაადასტურა აივ/შიდსის მქონე პირების ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის თავდადება:
“9. აღნიშნავს რა, რომ აივ/შიდსი პანდემიაა, რომელიც განგაშს იწვევს სამედიცინო, სოციალურ და ეკონომიკურ სიბრტყეებში, ასამბლეა მოუწოდებს ევროპის საბჭოს პარლამენტებსა და მთავრობებს:
9.1. უზრუნველყონ მათ კანონმდებლობაში, პოლიტიკასა და პრაქტიკაში ადამიანის უფლებების პატივისცემა აივ/შიდსის კონტექსტში, კერძოდ კი განათლების, შრომის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, დაცვისა და პრევენციის ხელმისაწვდომობის, მკურნალობის, ზრუნვისა და მხარდაჭერის უფლება;
9.2. დაიცვან აივ/შიდსის მქონე პირები ყველა სახის დისკრიმინაციისგან როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში...”.
C. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი
35. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 2.2 მუხლი ადგენს, რომ პაქტით აღიარებული უფლებები “განხორციელებული იქნება რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა გარემოებათა მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე”. თავის ზოგად კომენტარში დისკრიმინაციის წინააღმდეგ (#20, 2009), ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტმა პირდაპირ განაცხადა, რომ პაქტის 2.2 მუხლის ბოლოს მოცემული ტერმინი “სხვა სტატუსი” მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობას, კერძოდ კი აივ-სტატუსს:
“33. ჯანმრთელობის მდგომარეობა ასახავს ადამიანის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადამიანის ჯანმრთელობის რეალურმა ან სავარაუდო მდგომარეობამ არ შექმნას ბარიერი კონვენციით გათვალისწინებული უფლებების რეალიზებისას. სახელმწიფოები ხშირად ასახელებენ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა ადამიანის უფლებების შეზღუდვის საფუძვლად ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტექსტში. თუმცა, ამ შეზღუდვათა დიდი ნაწილი დისკრიმინაციულია, მაგალითად, როდესაც აივ-სტატუსი განსხვავებული მოპყრობის საფუძველია განათლებაზე, დასაქმებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, მოგზაურობაზე, სოციალურ დაცვაზე, განსახლებასა და თავშეფარზე წვდომასთან მიმართებით...”.
D. სამხრეთ აფრიკის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჰოფმანი სამხრეთ აფრიკის ავიახაზების წინააღმდეგ (Hoffman v. South African Airways)
36. საქმეზე ჰოფმანი სამხრეთ აფრიკის ავიახაზების წინააღმდეგ (Hoffman v. South African Airways (CCT 17/00)) 2000 წლის 4 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინა საჩივარი ვითვატერსტრენდის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ ავიაკომპანია “სამხრეთ აფრიკის ავიახაზებში” ბატონი ჰოფმანის ბორტგამცილებლის პოზიციაზე დასაქმებისას მისი ავი-დადებითი სტატუსთან დაკავშირებით დისკრიმინაციის შესახებ. კომპანია დაეყრდნო სამ არგუმენტს: აივ-დადებითი ადამიანების უარყოფითი რეაქცია ყვითელი ცხელების ვაქცინაზე; მგზავრებისა და კომპანიის სხვა წარმომადგენლებისთვის დაავადების გადადების რისკი; და ამ ტიპის პერსონალში ინვესტიციის დაბალი წარმადობა, ვინაიდან მათ მიმართ არსებობს სხვებთან შედარებით დაბალი სიცოცხლისუნარიანობის მოლოდინი.
37. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ დისკრიმინაციის ამ აქტით დაირღვა ბატონი ჰოფმანის კონსტიტუციური უფლებები.
38. პირველ ყოვლისა, მან დაადგინა, რომ უნდა გაიმიჯნოს აივ-დადებითი ადამიანები და ადამიანები, რომელთაც იმუნოდეფიციტი აქვთ. სასამართლომ გამოარკვია, რომ ბატონი ჰოფმანი მხოლოდ აივ-დადებითი იყო მისი გათავისუფლების და სასამართლო გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ სხვა უცხოური ავიახაზების პრაქტიკა არ იყო კავშირში ამ გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესწავლასთან. მეორე, მან აღიარა, რომ კომპანიის კომერციული მღელვარება ლეგიტიმური იყო, მაგრამ მიიჩნია, რომ ეს არ უნდა გამოდგეს ელემენტარული ძირითადი უფლებების, როგორიცაა კომპენსაცია და სხვების მიმართ ტოლერანტულობა, რეალიზებაზე უარის პრეტექსტად. უპირატესი მსჯელობის გათვალისწინებით, აივ-ვირუსით დაზარალებული ადამიანები განსაკუთრებით უსუსურ მდგომარეობაში იყვნენ, რაც სამართლებრივი სისტემისგან სრულ დაცვას მოითხოვს. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ბატონი ჰოფმანის უფლებების დარღვევა ავიაკომპანიისგან მოითხოვს ავიაკომპანიისგან მისთვის სამუშაო ადგილის დაუყოვნებელ შეთავაზებას და სამართალწარმოების ხარჯების ანაზღაურებას.
IV. შედარებით-სამართლებრივი მასალა
39. აივ-ინფიცირებული პირების დასაქმების კონტექსტში დისკრიმინაციისგან დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს ოცდაათი წევრი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი აჩვენებს, რომ შვიდმა ქვეყანამ - ალბანეთი, აზერბაიჯანი, იტალია, მოლდოვა, რუმინეთი, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი - სპეციალური კანონმდებლობა მიიღო ამასთან მიმართებით. დანარჩენ ოცდასამ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს სპეციალური კანონმდებლობა, აივ-დადებით ადამიანებს, რომლებიც სამუშაო ადგილზე განსხვავებულ მოპყრობას აწყდებიან, შეუძლიათ დაეყრდნონ ზოგად ეროვნულ კანონმდებლობას დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ. ადამიანის უფლებების დაცვისთვის ეროვნული სასამართლოებისა და სხვა ორგანოების გადაწყვეტილებები აღნიშნული ქვეყნებიდან ზოგიერთში ადასტურებს, რომ ისინი აივ-დადებით პირებს გათავისუფლებისგან იცავენ სხვა საფუძვლებით, როგორიცაა ჯანმრთელობა ან შეზღუდული შესაძლებლობა, დისკრიმინაციის აკრძალვით.
40. მაგალითად, საფრანგეთში, 2012 წლის 6 სექტემბერს, თანასწორი მოპყრობის კომისიამ (ადამიანის უფლებათა საბჭო 2012 წლის ოქტომბრიდან) დაადგინა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან ქრონიკულად დაავადებული პირების მიმართ თანასწორი მოპყრობის შესახებ კანონმდებლობა არ ავალდებულებს დასაქმებულს (საქმე ეხებოდა ლიცენზირებული ბარის აივ-დადებითი თანამშრომლის გათავისუფლებას), გაამჟღავნოს საკუთარი დაავადების შესახებ ინფორმაცია, მანამ სანამ მისთვის სხვაგვარად შეუძლებელი იქნება შრომითი საქმიანობის შესრულება. კომისიამ ასევე დაადგინა, რომ კლიენტების სავარაუდო ცრუდამოკიდებულება აივ-დადებითი პირების მიმართ არ ამართლებს ხელშეკრულების შეწყვეტას.
41. 1995 წლის 13 დეკემბერს პონტუის სისხლის სამართლის სასამართლომ საფრანგეთში ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დამსაქმებელს, შეუჩერა საქმიანობა და 3 000 ევროს ოდენობით ზიანის ანაზღაურება დააკისრა მისი ერთერთი თანამშრომლის, აივ-დადებითი სტატუსის მქონე ვეტერინარის თანაშემწის, გათავისუფლებისთვის.
42. ბელგიაში დისკრიმინაციის ამა თუ იმ ფორმის აღმოფხვრის შესახებ 2007 წლის 10 მაისის კანონის ამოქმედებამდე დენდერმოდის შრომის სასამართლომ 1998 წლის 5 იანვარს დაადგინა, რომ დამსაქმებელმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას მხოლოდ აივ-ინფექციის საფუძვლით თანამშრომლის შრომითი კონტრაქტის შეწყვეტით.
43. შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ (გადაწყვეტილება ATF 127 III 86) დაადგინა, რომ მხოლოდ აივ-ინფექციის საფუძველზე სამუშაოდან გათავისუფლება დისკრიმინაციული და უსამართლო იყო ვალდებულებათა შესახებ კოდექსის 336-ე მუხლის მიზნებთან მიმართებით.
44. 2004 წლის 18 ოქტომბერს პოლტავის რეგიონულმა სასამართლომ, უკრაინაში გაზეთის რედაქტორს ჟურნალისტისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რომელიც გაათავისუფლეს აივ-დადებითი სტატუსის გამო.
45. ხორვატიაში, ომბუცმენის ჩარევის შემდეგ, პოლიციის შიდა რეგლამენტში შევიდა ცვლილება, რომლითაც მანამდე დადგენილი იყო, რომ აივ-დადებით პირს არ შეეძლო გამხდარიყო პოლიციის ოფიცერი ან ვერ დარჩებოდა პოლიციის ოფიცრის თანამდებობაზე.
46. 2009 წლის 23 ნოემბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტი, რომლის თანახმადაც აივ-დადებითი სტატუსის მქონე პოლიციის ოფიცერი დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადებულიყო სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისთვის შეუსაბამოდ.
47. 2011 წლის 26 აპრილს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო სამოქალაქო ავიაციის რეგულაცია, რომელიც აივ-დადებით ადამიანებს უკრძალავდა ნებისმიერი ტიპის ავიახომალდზე პილოტად მუშაობას.
კანონმდებლობა
I. კონვენციის მე-14 მუხლის გაცხადებული მტკიცება მე-8 მუხლთან ერთობლიობაში
48. განმცხადებელი ჩიოდა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის გამო, აცხადებდა რა, რომ საკასაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია აივ-სტატუსის საფუძვლით მისი გათავისუფლება. მან ასევე განაცხადა, რომ მისი გათავისუფლება დისკრიმინაციული იყო, ხოლო საკასაციო სასამართლოს დასაბუთება, რომლის თანახმადაც მისი გათავისუფლება გამართლებული იყო კომპანიაში კარგი სამუშაო გარემოს შენარჩუნების საჭიროებით, არ იყო განსხვავებული მოპყრობისთვის მე-14 მუხლის შესაბამისი ვალიდური საფუძველი. ის დაეყრდნო კონვენციის მე-14 მუხლს მე-8 მუხლთან ერთობლიობაში. ეს ნორმები ადგენს შემდეგს:
მუხლი 8
“1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხოციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღებოსი ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.”
მუხლი 14
“ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედუელებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.”
A. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
1. მოპასუხე სახელმწიფო
49. მოპასუხე სახელმწიფომ დაადასტურა, რომ თანამშრომლის გათავისუფლება ეჭვგარეშე ზეგავლენას ახდენს მის პირად ცხოვრებაზე. თუმცა, ეს არ განაპირობებს მე-8 მუხლის მოქმედების გავრცელებას. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, გათავისუფლება არ წარმოშობს პრობლემას მე-8 მუხლთან მიმართებით, გარდა იმ შემთხვევისა თუ ამას არ მოყვება ფართო შედეგები თანამშრომლისთვის, როგორიცაა სხვა საუშაოს შოვნის შეუძლებლობა და არა უბრალოდ სამუშაო ადგილის დაკარგვა. განმცხადებლის გათავისუფლებამ არ გამოიწვია მისი დასაქმების ბაზრიდან გარიყვა (როგორც ამას ადგილი ქონდა საქმეზე სიდაბრასი და ძიაუტასი ლიტვის წინააღმდეგ (Sidabras and Džiautas v. Lithuania) ##55480/00 და 59330/00, ECHR 2004‑VIII) ან აივ-დადებითი სტატუსის მქონე ადამიანებისთვის დასაქმების უფლების ჩამორთმევა. განმცხადებელმა სამუშაო ადგილი გათავისუფლების შემდეგ მალევე იშოვა. მე-8 მუხლი იცავს ურთიერთობებს, რომელთა დაზიანებასაც ორივე მხარე ცდილობს, ხოლო განმცხადებლის საქმეზე მის კოლეგებს არ სურდათ მასთან ერთად მუშაობა. და ბოლოს, განმცხადებლის დამსაქმებელს ბოროტად არ გამოუყენებია განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.
50. მოპასუხე სახელმწიფოს განცხადებით განმცხადებელი არც დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო. დამქირავებელმა ის გაათავისუფლა კომპანიის ინტერესების დასაცავად და მშვიდობიანი სამუშაო ურთიერთობების შესანარჩუნებლად და არა აივ-სტატუსის მიმართ ცრუწარმოდგენის გამო. ის ფაქტი, რომ საკასაციო სასამართლომ აღიარა, მისი სწორედ ამ საფუძვლით გათავისუფლება, არ ნიშნავს, რომ განმცხადებლის მიმართ ცრუწარმოდგენას ან უსამართლო მოპყრობას ქონდა ადგილი. სასამართლოს დასაბუთება არ ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ განმცხადებელი აივ-დადებითია. უფრო მეტიც, განმცხადებლის დამქირავებელი, S.K. საკასაციო სასამართლოს წინაშე არ სარგებლობდა უპირატესობით იმის გათვალისწინებით, რომ არ იყო აივ-დადებითი.
51. მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ განმცხადებლის ჯანმრთელობა და კომპანიაში მისი შრომითი ურთიერთობის გაგრძელება არ იყო დამსაქმებელსა და განმცხადებლის თანამშრომლებს შორის ”მოლაპარაკების” საგანი. დამსაქმებელი შეეცადა გამოსავალი ეპოვა, საკუთარი კომპანიის სიცოცხლისუნარიანობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე და განმცხადებლის ინტერესების გათვალისწინებით. მან შეისწავლა გათავისაუფლებაზე ნაკლებად რადიკალური ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა და სცადა დახმარებოდა განმცხადებელს სტილისტის სასწავლო კურსის შეთავაზებით ან საკუთარი ბიზნესის აწყობაში დახმარებით. მას შემდეგ რაც ეს მცდელობები წარუმატებლად დასრულდა, დამსაქმებელმა საკუთარი ინტერესები - კომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირება - განმცხადებლის ინტერესებზე მაღლა დააყენა და მისი გათავისუფლება გადაწყვიტა. დამსაქმებელი ვერ უგულებელყოფდა დასაქმებულების შიშს. ჰარმონიული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა დამსაქმებლის არა მხოლოდ უფლება, არამედ ასევე ვალდებულება იყო საკუთარი თანამშრომლების წინაშე. ის ფაქტი, რომ დამსაქმებელმა საკუთარი პირადი ინტერესები ერთი თანამშრომლის ინტერესზე მაღლა დააყენა და არ მიმართა “სასურველ” გზას - კერძოდ კი არ უგულებელყო თანამშრომლების შიში - და ის ფაქტი, რომ საკასაციო სასამართლომ არ დაავალდებულა დამსაქმებელი განეხორციელებია “სასურველი”, არ უტოლდებოდა კონვენციის დარღვევას.
52. მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ საქმე ობსტი გერმანიის წინააღმდეგ (Obst v. Germany) (#425/03, 23 სექტემბერი, 2010) და შლუთი გერმანიის წინააღმდეგ (Schlüth v. Germany) (#1620/03, ECHR 2010), რომლებშც განმცხადებელი დაეყრდნო, უფრო მეტად დარღვევის არ არსებობას ამყარებდა. კერძოდ კი მეორე საქმეზე სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ განმცხადებლის გათავისუფლება სრულიად შეუძლებელს გახდიდა მისთვის სამუშაო ადგილის მოძიებას, რასაც ადგილი არ ქონდა წინამდებარე საქმეზე. ვინაიდან განმცხადებელი სხვა კომპანიამ მისი გათავისუფლების შემდეგ მალევე დაიქირავა, გათავისუფლებას არ გამოუწვევია მისი სტიგმატიზება ან მისი პროფესიული და სოციალური ცხოვრებიდან გარიყვას.
53. მოპასუხე სახელმწიფომ მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმე უნდა გაიმიჯნოს საქმისგან კიუტინი რუსეთის წინააღმდეგ (Kiyutin v. Russia) (# 2700/10, ECHR 2011), რომელშიც განმცხადებლის უფლებებზე შეზღუდვების დაწესება სახელმწიფოს ქმედების შედეგს წარმოადგენდა. წინამდებარე საქმეზე სადავო დისკრიმინაციული მოპყრობა ინდივიდის ქმედებას წარმოადგენდა და საკასაციო სასამართლოს ევალებოდა ცალკეულ პირებს შორის დავის განხილვა. უფრო მეტიც, კიუტინის საქმეზე [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს მიერ დადგენილი ევროპული კონსესუსი ეხებოდა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში აივ-დადებითი სტატუსის მქონე პირების შესვლას, დარჩენასა და ბინადრობას და არა ცალკეული პირების პასუხისმგებლობის ხარისხს და მის გათანაბრებას სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან.
54. მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლომ განმცხადებლის კოლეგების შიში არ მიიჩნია დაცვის ღირსად. მისი გადაწყვეტილება არც თვითნებური იყო და არც დაუსაბუთებელი, მაშინაც კი, თუ სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლები შეზღუდულად მიიჩნეოდა განმცხადებლის აივ-დადებითი სტატუსის ქონის სტატუსთან მიმართებით. წინამდებარე საქმეზე საბერძნეთის მართლმსაჯულების სისტემა უძლური იყო დამსაქმებლისგან მეტი მოეთხოვა, იმის გათვალისწინებით, რომ ის ადამიანი იყო, მან ცადა განმცხადებლის გათავისუფლების თავიდან აცილება, ასევე მისთვის დახმარები და კომპანიაში არსებული ატმოსფერო განსაკუთრებით მტრული იყო მის მიმართ.
55. მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ განმცხადებელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არც საკასაციო სასამართლო და არც მისი დამსაქმებელი არ მოქცევია საუარესოდ. დამსაქმებელს განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეუდარებია სხვა თანამშრომლების ჯანმრთელობისთვის; მან განმცხადებელი გაათავისუფლა არა მისი აივ-დადებითი სტატუსის გამო, არამედ კომპანიაში მშვიდობიანი გარემოს აღსადგენად.
56. მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ არც მე-8 მუხლი ცალკე ან მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, არც მე-12 დამატებითი ოქმი არ ავალდებულებს სახელმწიფოებს მიიღონ კანონმდებლობა, რომელიც უკანონოდ გამოაცხადებს აივ-დადებითი სტატუსის მქონე თანამშრომლების გათავისუფლებას კერძო სექტორში დაკავებული პოზიციიდან. ამგვარი ვალდებულების დამდგენი ნორმა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას გაავრცელებდა ფიზიკურ პირებს შორის უერთიერთობებზე, მაშინ როცა სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართლის მიხედვით სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლები აქვს ამ სფეროში. მათ მიუთითეს საქმეზე ევანსი გაერთიანებული სამეფოს წინააღდეგ (Evans v. the United Kingdom) ([დიდი პალატა], #. 6339/05, § 77, ECHR 2007‑I).
57. მოპასუხე სახელმწიფოს აზრით რა თქმა უნდა სახელმწიფოებს არ ეკრძალება ამ ტიპის კანონმდებლობის მიღება, მაგრამ ეს არ შეიძლება განხილულ იქნას კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლებიდან გამომდინარე ვალდებულებად. საბერძნეთმა რეალურად შეასრულა პოზიტიური ვალდებულებები დასაქმების კანონმდებლობასთან მიმართებით, მათ შორის იმ სფეროში, სადაც დაისმის კითხვები შესაბამისი პირების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. მან ხელმისაწვდომი გახადა აივ-დადებითი თანამშრომლების ეფექტიანი დაცვა დასაქმების კანონმდებლობის, სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის გამართული პროცედურითა და პრაქტიკით, რომლებიც ვრცელდება თანამშრომელთა სპეციფიურ კატეგორიებზე (კანონი # 2643/1998 “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დასაქმებისას დაცვის” გარანტიას უქმნის და კანონი # 3304/2005, რომელიც ასახავს საბჭოს 2000 წლის 27 ნოემბრის დირექტივას 2000/78/EC და ადგენს ზოგად ჩარჩოს თანასწორი მოპყრობისთვის შრომითი ურთიერთობისა და დასაქმების სფეროში).
58. მოპასუხე სახელმწიფომ დაადგინა, რომ სამოქალაქო და დასაქმების კანონმდებლობის შესაბამის ნორმებზე დაყრდნობით განმცხადებელმა სამოქალაქო საქმის წარმოება დაიწყო სასამართლოებში, რომლებმაც საქმე შეისწავლეს დასაქმების დავის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. ის ფაქტი, რომ დაბალი ინსტანციის სასამართლოებმა განმცხადებლის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს, ადასტურებს, რომ ზემოთ აღნიშნული ნორმები აივ-დადებითი სტატუსის მქონე თანამშრომლების დაცვისთვის საკმარის ჩარჩოს ქმნიდა. ამ ჩარჩოს ეფექტიანობა არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მხოლოდ იმის გამო, რომ საკასაციო სასამართლომ განმცხადებლის დამსაქმებლის სასარგებლოდ გადაწყვიტა საქმე.
2. განმცხადებელი
59. დაეყრდნო რა საქმეებს სიდაბრასი და ძიაუტასი (Sidabras and Džiautas), ციტირება მაღლა, ობსტი (Obst) და შლუთი (Schlüth), ციტირება მაღლა, პალომო სანჩესი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], Palomo Sánchez and Others v. Spain), ## 28955/06, 28957/06, 28959/06 და 28964/06, ECHR 2011) და სილიადინი საფრანგეთის წინააღმდეგ (Siliadin v. France) (# 73316/01, ECHR 2005-VII), განმცხადებელმა განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ მისი საჩივარი ეხებოდა მისი გათავისუფლების გარემოებებს per se არ გამორიცხავდა კონვენციის მე-8 მუხლის ან პოზიტიური მოვალეობების პრინციპის მოქმედების გავრცელებას. საქმის ფაქტობრივმა გარემოებებმა აჩვენა, რომ მისი კოლეგებისა და მისი დამსაქმებლის დამოკიდებულებას გავლენა ქონდა მის პირად ცხოვრებაზე, რაც არ შეიძლება განხილულ იქნას დაუდევრობად. ის დაექვემდებარა დაუყოვენებლ, პირდაპირ და ეფექტიან სტიგმატიზებას თავისი კოლეგების მხრიდან და მას მოექცნენ, როგორც გარიყულს, რომელსაც მუშაობის უფლება აღარ ქონდა. უფრო მეტიც, მის დამსაქმებელს შეეძლო და უნდა გამოევლინა კიდეც მის მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება და განსაკუთრებით დაეჟინა, რომ აივ-სტატუსი არ იყო გათავისუფლების საფუძველი, ნაცვლად იმისა, რომ ეს ექცია თავის თანამშრომლებთან მოლაპარაკების საგნად. განმცხადებელმა აღნიშა, რომ მან გამოხატა სამუშაო ადგილის შენარჩუნების სურვილი მიუხედავად მტრული განწყობებისა და სოციალური ბრენდირებისა, რასაც მის მიმართ ქონდა ადგილი. დასაქმება ადამიანის თვითშეფასების მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო, რაც არსებითი იყო სოციალური და პირადი ურთიერთობების ფორმირების შესაძლებლობისთვის.
60. განმცხადებელმა ასევე მიუთითა მთელ რიგ საერთაშორისო ინსტრუმენტებზე, როგორიცაა ILO-ს რეკომენდაცია #200 და PACE-ის რეზოლუცია 1536 (2007), რომელიც, მის წერილობით მოსაზრებებში, განსაზღვრავდა სტიგმატიზებას დასაქმების სამყაროში და მოუწოდებდა ვირუსით ინფიცირებული პირების დაცვას ყველა სახის დისკრიმინაციისგან.
61. განმცხადებელმა განაცხადა, რომ საკასაციო სასამართლო “ვალდებული იყო”, საქმის გარემოებებში გათავისუფლება უსამართლოდ გამოეცხადებია, დისკრიმინაციის საფუძველზე. ის მიიჩნევდა, რომ მას ნაკლები უპირატესობა მიანიჭეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვიდრე მის კოლეგებს. თუკი ის არ იქნებოდა ინფიცირებული, მისი კოლეგები უარს არ იყტოდნენ მასთან მუშაობაზე და დამსაქმებელი მას არ გაათავისუფლებდა. თუკი საბერძნეთში მყარად დამკვიდრებული პრინციპი იარსებებდა იმის შესახებ, რომ დაუშვებელი იყო აივ-დადებითი თანამშრომლის გათავისუფლება, ცრუდამოკიდებულების მქონე თანამშრომლებს ეცოდინებოდათ, რომ ისინი ვერ მიაღწევდნენ გათავისუფლებას, ვერ შეაფერხებდნენ კომპანიის ფუნქციონირებას და თავს შეიკავებდნენ ამ პირის პროფესიულ და პირად ცხოვრებაში ჩარევისგან. წინამდებარე საქმეზე თანამშრომელთა მოტივები არ გამოირჩეოდა დამსაქმებლის მოტივისგან და ვერ განაცხადებდი, რომ გათავისუფლება არ იყოს დისკრიმინაციული იმ საფუძვლით, რომ ცალკე აღებული დამსაქმებლის მოტივები გათავისუფლების ვალიდურ საფუძველს წარმაოდგენდა.
62. განმცხადებელმა განაცხადა, რომ თუკი არ მოხდებოდა მოწყვლადი ჯგუფის წევრის იმ საფუძვლით გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, რომ მისი კოლეგები უარს აცხადებდნენ მასთან მუშაობაზე ცრუდამოკიდებულების გამო, ეს გამოიწვევდა ფართო-მაშტაბიან დისკრიმინაციას და გარიყვას: პირებმა, რომელთაც ცრუდამოკიდებულება აქვთ კონკრეტული რასის, ეთნიკური წარმომავლობის ან სექსუალური ორიენტაციის პირების მიმართ, შეიძლება უბრალოდ უარი განაცხადონ მათთან მუშაობაზე და მათმა დამქირავებლებმაც შესაბამისად გაათავისუფლონ ისინი. სასამართლოები რომ არ ჩარეულიყვნენ, მესამე მხარეთა ცრუდამოკიდებულებას კერძო სექტორის დიდ ნაწილში მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შეზღუდვის ეფექტი ექნებოდა და წარმოშობდა სეგრეგაციას იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ასაქმებენ ამ ჯგუფის წარმომადგენელ პირებს და რომლებიც არ ასაქმებენ ამ პირებს.
63. განმცხადებელმა განაცხადა, რომ წინამდებარე საქმეზე საკასაციო სასამართლომ აივ-დადებითი თანამშრომლების დისკრიმინაციისგან დაცვის საჭიროება არ შეაფასა დამსაქმებლების მიერ თავიანთი ინტერესების დაცვის საჭიროებასთან მიმართებით. უფრო მეტიც, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსაკუთრებით ლაკონური იყო და ფაქტიურად არ იყო შესწავლილი განსახილველი ჩარევის პროპორციულობა.
64. განმცხადებელმა განაცხადა, რომ წინამდებარე საქმეზე არსებობდა რიგი ფაქტორებისა, რომლებიც დაასაბუთებდა - როგორც ეს [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ დაადგინა საქმეზე კიუტინი (Kiyutin) (ციტირება მაღლა, § 63) - რომ სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების უფრო ვიწრო ფარგლები ქონდა. ეს ფაქტორებია: მისი კოლეგების მხრიდან აშკარა ცრუდამოკიდებულება აივ-დადებითი პირების მიმართ; ის ფაქტი, რომ ეს უკანასკნელი იმ მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებოდა, რომლებიც სისტემური დისკრიმინაციის მსხვერპლნი იყვნენ და განიცდდნენ სტიგმატიზებას, სოციალურ გარიყვას და მარგინალიზებას; და ფაქტი, რომ აივ-სტატუსი შეუქცევადი იყო და ააშკარავებდა კონკრეტული პირის სექსუალურ არჩევანს. აივ-დადებითი თანამშრომლის გათავისუფლების შემთხვევაში თანმდევი სტიგმატიზება დამანგრეველი იყო. ის ამ მომენტიდან უნდა გამკლავებოდა არა მხოლოდ ავადმყოფობას, არამედ ასევე ავადმყოფობის გამო გათავისუფლების ნეგატიურ შედეგს. ამგვარი სტიგმატიზების შედეგად შესაძლოა გართულებულიყო ახალი სამუშაოს შოვნა.
65. საკუთარი განაცხადების განსამტკიცებლად განმცხადებელი ასევე დაეყრდნო მრავალი ქვეყნის უზენაესი სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომლებითაც აივ-დადებითი თანამშრომლებისთვის სასარგებლოდ გადაწყდა საკითხი, კერძოდ კი [გადაწყვეტილებას] საქმეს ჰოფმანი სამხრეთ აფრიკის ავიახაზების წინააღმდეგ (Hoffman v. South African Airways), რომელზეც სამხრეთ აფრიკის საკონსტიტუციო სასამართლომ (იხილეთ 36-38 პარაგრაფები მაღლა) დაადგინა, რომ ამგვარი პირების მიმართ ცრუდამოკიდებულება არ წარმოადგენდა ლეგიტიმურ პროფესიულ ინტერესს.
66. დაეყრდნო რა საქმეს ბაჰი გაერთიანებული სამეფოს წინააღდეგ (Bah v. the United Kingdom) (# 56328/07, ECHR 2011), განმცხადებელმა განაცხადა, რომ სახელმწიფოებმა მტკიცედ უნდა გააუმჯობესონ არგუმენტები სამედიცინო პირობებზე დაყრდნობით, როგორიცაა აივ-სტატუსი, განსხვავებული მოპყრობის დასასაბუთებლად. როგორც [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ განაცხადა გადაწყვეტილებაში, გარდაუვალ პიროვნულ მახასიათებელზე დაყრდნობით განსხვავებული მოპყრობა უფრო დეტალურად უნდა განიმარტოს, ვიდრე განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ეფუძნება არჩევით მახასიათებელს. განმცხადებლის შემთხვევაში აივ-სტატუსი იყო პირობა, რომელიც ერთხელ დადგომის შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოა გაქრეს.
B. სასამართლოს შეფასება
1. მე-8 მუხლის მოქმედება მე-14 მუხლთან ერთობლიობაში
67. რაც შეეხება საკითხს, ექცევა თუ არა საქმის გარემოებები მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში, სასამართლომ კვლავ განმარტავს, რომ “პირადი ცხოვრების” ცნება ფართო კონცეფციაა და არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას. ის მოიცავს ადამიანის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას და ხშირად მოიცავს ადამიანის ფიზიკური და სოციალური იდენტობის ასპექტებს, მათ შორის უფლებას წამოიწყოს და განავითაროს ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, “პირადი განვითარების” უფლება ან თვითგამორკვევის უფლება (იხილეთ საქმე შლუთი (Schlüth) ციტირება მაღლა § 53).
68. როგორც საქმეზე შლუთი (Schlüth), წინამდებარე საქმეზეც განმცხადებელი არ ჩიოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების პირდაპირი ჩარევით გამოწვეული გათავისუფლების გამო, არამედ მათი მხრიდან მისი პირადი სივრცის დამსაქმებლის მხრიდან ჩარევისგან დაუცველობის გამო, რაც ითვალისწინებდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას (იხილეთ, mutatis mutandis, პალომო სანჩესი და სხვები (Palomo Sanchez and Others), ციტირება მაღლა, § 60).
69. სასამართლოს უკვე ქონდა შესაძლებლობა მე-8 მუხლზე დაყრდნობით გადაეწყვიტა თანამშრომელთა მათი პირადი აქტივობების საფუძველზე გათავისუფლების საქმეები (იხილეთ საქმეები ობსტი (Obst) და შლუთი (Schlüth) ციტირება მაღლა). მსგავსად ამისა განსხვავებულ კონტექსტში სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მე-8 მუხლის მოქმედება ვრცელდებოდა შემთხვევაზე, სადაც სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა უარი განაცხადებს ბინადრობის მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელი აივ-დადებითი სტატუსის მქონე იყო (იხილეთ საქმე კიუტინი (Kiyutin), ციტირება მაღლა) ან როდესაც კონკრეტულ პირებს აეკრძალათ კერძო სექტორში მუშაობა მათი წინა დასაქმებიდან გამომდინარე (იხილეთ საქმე სიდაბრასი და ძიაუტასი (Sidabras and Džiautas) ციტირება მაღლა). 70. შესაბამისად, უკვე დადგინდა, რომ დასაქმება მნიშვნელოვანია და აივ-ინფიცირებული ადამიანების არსებობა კონკრეტულ სიტუაციაში ექცევა პირადი ცხოვრების ფარგლებში. შესაბამისად სასამართლოს არ შეუძლია სხვაგვარად დაადგინოს, ვინაიდან აივ ეპიდემია არ შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ სამედიცინო პრობლემად, რადგანაც მისი ზეგავლენა იგრძნობა პირადი ცხოვრების ყველა სფეროში.
71. წინამდებარე საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში იკვეთება თავისებურება, რაც ამ საქმეს სხვა ზემოთ ხსენებული საქმეებისგან განასხვავებს: აივ-დადებითი თანამშრომლის სამუშაოდან გათავისუფლება. უდავოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლის გათავისუფლების გაცხადებული საფუძველი კომპანიაში კარგი სამუშაო გარემოს შენარჩუნება იყო, მაპროვოცირებელი მოვლენა მისი აივ-დადებითი სტატუსის გაცხადება იყო. ეს იყო ის მოვლენა, რამაც მის თანამშრომლებს გადააწყვეტინა მასთან მუშაობაზე უარი ეთქვათ, მიუხედავად დამსაქმებლის მიერ დაავადების გადადების გზების განსამარტად მოწვეული ექიმი სპეციალისტის დამაჯერებელი განმარტებისა, ხოლო დამსაქმებელს [გადააწყვეტინა] კომპანიიდან წასვლაზე მისი დარწმუნების ცდა, და ბოლოს თანამშრომლებს - ღიად დაეფიქსირებიათ კომპანიის ფუნქციონირების შეფერხების მუქარა, თუკი განმცხადებელი იქ მუშაობას განაგრძობდა.
72. ნათელია, რომ განმცხადებლის გათავისუფლებას შედეგად მოყვა იმ ადამიანის სტიგმატიზება, რომელსაც მიუხედავად აივ-დადებითი სტატუსისა, არ ქონდა დაავადების რაიმე აშკარა სიმპტომები. ამ ღონისძიებას მძიმე შედეგები ქონდა მის პიროვნულ უფლებებზე, მის მიმართ არსებულ პატივისცემაზე და განსაკუთრებით მის პირად ცხოვრებაზე. ამას უნდა დაემატოს ახალი სამუშაოს მოძიებასთან დაკავშირებული ბუნდოვანება, ვინაიდან წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი სამუშაოს მოძიება შესაძლოა გონივრულად წარმოჩენილიყო ძალიან მოიუწვდომლად. ის ფაქტი, რომ განმცხადებელი გათავისუფლების შემდეგ დასაქმდა არ აბალანსებს მისი გათავისუფლების დამაზიანებელ ეფექტს მის შესაძლებლობაზე, ქონდეს ნორმალური პირადი ცხოვრება.
73. და ბოლოს, სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ საქმეზე კიუტინი (Kiyutin), ციტირება მაღლა (§ 57), მან დაადგინა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა აივ-ინფექცია, ექცევა - ან შეზღუდული შესაძლებლობის ქონის ფორმა ან შეზღუდული შესაძლებლობის თანაბრად - კონვენციის მე-14 მუხლის ფორმულირებაში “სხვა ნიშნით” დეფინისციის ქვეშ.
74. ამას ემატება ის, რომ კონვენციის მე-14 მუხლი მე-8 მუხლთან ერთობლიობაში ვრცელდება წინამდებარე საქმეზე.
2. მე-14 მუხლთან შესაბამისობა, მე-8 მუხლთან ერთობლიობაში
a) იმყოფებოდნენ თუ არა განმცხადებელი კომპანიის სხვა თანამშრომლები ანალოგიურ მდგომარეობაში
75. სასამართლოს დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, დისკრიმინაცია ნიშნავს ანალოგიურ ან შედარებით მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, ობიექტური და არგუმენტირებული დასაბუთების გარეშე (იხილეთ D.H. და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (D.H. and Others v. the Czech Republic) [დიდი პალატა], #57325/00, § 175, ECHR 2007‑IV, და ბარდენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Burden v. the United Kingdom) [დიდი პალატა], #13378/05, § 60, ECHR 2008).
76. როგორც კომპანიის თანამშრომელს, განმცხადებელს შეეძლო ლეგიტიმური იმედი ქონოდა იქ მუშაობის გაგრძელებაზე მანამ სანამ არ ჩაიდენდა ქმედებას, რომელიც ეროვნული დასაქმების კანონმდებლობის მიხედვით გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა. თუმცა, ის მალევე გაათავისუფლეს მას შემდეგ რაც მისი აივ-დადებითი სტატუსი გამოვლინდა.
77. სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის ვითარება უნდა შედარდეს კომპანიის სხვა თანამშრომლების მდგომარეობას, ვინაიდან ეს რელევანტურია განსხვავებული მოპყრობის შესახებ მისი საჩივრის შეფასებისას. ნათელია, რომ განმცხადებელს უარესად მოექცნენ ვიდრე მის კოლეგებს და ეს მხოლოდ აივ-დადებითი სტატუსის გამო მოხდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის საწუხარი იყო კომპანიაში მშვიდობის აღდგენა, მაგრამ ეს საწუხარი ეფუძნებოდა აივ-სტატუსის მიმართ განმცხადებლის კოლეგების დამოკიდებულებით შექმნილ ვითარებას.
b) სადავო განსხვაებული მოპყრობა იყო თუ არა ობიექტურად და არგუმენტირებულად დასაბუთებული
78. მას შემდეგ რაც განმცხადებელმა წარმოაჩინა რომ ადგილი ქონდა განსხვავებულ მოპყრობას, მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულებაა დაადმტკიცოს, რომ მოპყრობაში განსხვავება დასაბუთებული იყო. ამგვარი დასაბუთება უნდა იყოს ობიექტური და არგუმენტირებული ან სხვა სიტყვებით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და უნდა არსებობდეს პროპორციულობის გონივრული ურთიერთმიმართება გამოყენებულ ზომებსა და მისაღწევ მიზანს შორის. [კონვენციის] ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების ფარგლებით იმის შეფასებისას მსგავს ვითარებაში განსხვავებულობა და მისი რა ფარგლები ასაბუთებს განსხვავებულ მოპყრობას. თავისუფალი შეფასების ფარგლები განსხვავებულია გარემოებების, საგნისა და საფუძვლების მიხედვით (იხილეთ კიუტინი (Kiyutin), ციტირება მაღლა, § 62).
79. საქმეზე კიუტინი (Kiyutin), ციტირება მაღლა, სასამართლომ განაცხადა, რომ ძირითადი უფლებების შეზღუდვა გავრცელდებოდა საზოგადოების განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფზე, რომელიც წარსულში მნიშვნელოვან დისკრიმინაციას დაექვემდებარა, სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლები მნიშვნელოვნად ვიწრო იქნებოდა და მნიშვნელოვანი არგუმენტების მოყვანა დასჭირდებოდა ამგვარი შეზღუდვების დასაწესებლად (idem., § 63).
80. აივ-დადებითი ადამიანების წინაშე დგას მთელი რიგი პრობლემებისა, არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ასევე პროფესიონალური, სოციალური, პირადი და ფსიქოლოგიური და ამასთან ერთად მყარი ცრუდამოკიდებულებები თვით მაღალი განათლების მქონე ადამიანებს შორის.
81. სასამართლომ აღიარა ზემოთ ციტირებულ კიუტინის (Kiyutin) საქმეზე არსებული მდგომარეობა. მან დაადგინა, რომ დაავადების გავრცელების გზების უგულებელყოფამ გააძლიერა ცრუდამოკიდებულება, რამაც თავის მხრივ გააძლიერა ვირუსით დაავადებულთა სტიგმატიზება თუ მარგინალიზება. მან დასძინა, რომ შედეგად აივ-ვირუსის მქონე ადამიანები მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენდნენ, ცრუდამოკიდებულებისა და სტიგმატიზების გამოცდილებით და სახელმწიფოებს უნდა ქონოდათ თავისუფალი შეფასების ვიწრო ფარგლები იმ ღონისძებების შერჩევისას, რაც გამოარჩევს ამ ჯგუფს განსხვავებული მოპყრობისთვის, მათი აივ-სტატუსიდან გამომდინარე (idem., § 64).
82. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ აივ-ინფიცირებული ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი დასაქმებისას დისკრიმინაციისგან დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს ოცდაათი წევრი ქვეყნის კანონმდებლობის შედარებითი კვლევის თანახმად მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ მიიღო სპეციალური კანონმდებლობა. თუმცა, დანარჩენ ოცდასამ ქვეყანაში, სადაც არ არის ამგვარი კანონმდებლობა, აივ-დადებითი სტატუსის ადამიანებს, რომლებმაც დასაქმების ადგილზე განსხვავებული მოპყრობა განიცადეს, შეუძლიათ დაეყრდნონ ეროვნული კანონმდებლობის ზოგად ანტიდისკრიმინაციულ ნორმებს. მათ შორის რამდენიმე ქვეყანაში ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები და სხვა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები აჩვენებენ, რომ მათ აივ-დადებით ადამიანებს გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიები მიაკუთვნეს ამ საფუძვლის დისკრიმინაციის აკრძალვის სხვა საფუძვლებში მოქცევით, როგორიცაა ჯანმრთელობა ან შეზღუდული შესაძლებლობა (იხილეთ 39-ე პარაგრაფი მაღლა).
83. შესაბამისად აშკარა გახდა, რომ მართალია ევროპის საბჭოს ყველა წევრს არ აქვს სპეციალური კანონმდებლობა აივ ვირუსის მქონე ადამიანების სასარგებლოდ, მაგრამ სახეზეა სამუშაო ადგილებზე ამ ადამიანების დისკრიმინაციისგან დაცვის ნათელი ზოგადი ტენდენცია ზოგადი საკანონმდებლო ნორმების მეშვეობით, რომლებსაც სასამართლოები მიმართავენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში აივ-დადებითი თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ საქმეების განხილვისას (იხილეთ 40-47 პარაგრაფები მაღლა).
84. უფრო მეტიც, სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ ნორმები სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტში აივ-ინფიცირებულ პირებს დაცვას ანიჭებს. ამ კონტექსტში გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტმა აივ-დადებითი სტატუსი აღიარა, როგორც დისკრიმინაციის აკრძალული საფუძველი. უფრო მეტიც, მთელი რიგი საერთაშორისო ინსტრუმენტებისა შეიცავს ნორმებს აივ-დადებითი ადამიანების შესახებ, მათ შორის სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის აკრძალვას; ასეთია ILO-ს რეკომენდაცია #200 აივ და შიდსის და დასაქმების სამყაროს შესახებ.
85. საქმის გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის დამსაქმებელმა კონტრაქტი შეწყვიტა მასზე თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, რომელთაც შეიტყვეს განმცხადებლის აივ-დადებითი სტატუსის შესახებ და საკუთარი ჯანმრთელობის გამო გაუჩნდათ შიში. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის თანამშრომლებს ექიმმა სპეციალისტმა განუმარტა, რომ განმცხადებელთან მათი სამსახურებრივი ურთიერთობა მათთვის ინფიცირების რაიმე რისკს არ ქმნიდა.
86. დაბალი ინსტანციის სასამართლოებმა კომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირების საჭიროება შეაფასეს განმცხადებლის დასაბუთებულ მოლოდინთან მიმართებით, რომ ის დაცული იქნებოდა მისთვის რთულ პერიოდში. მათ დაადგინეს, რომ სასწორი განმცხადებლის სასარგებლოდ იხრებოდა. კერძოდ კი სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ წინამდებარე საქმეზე თანამშრომელთა მასობრივი რეაქციის შედეგად კომპანიის შეფერხების საფრთხე ემყარებოდა მეცნიერულად დაუსაბუთებელ პასუხს. მან დაადგინა, რომ თუკი თანამშრომლის ავადმყოფობა აშკარა საფრთხეს არ უქმნის კომპანიაში შრომით ურთიერთობებს ან კომპანიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას (რაც გამოიხატება სამუშაოზე გამოუცხადებლობაში, შრომის უნარის შემცირებაში და ა.შ.), ეს არ შეიძლება გამოდგეს კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლად. უფრო მეტიც, განმცხადებლის სამუშაოს ბუნება, რაც არ მოითხოვდა განსაკუთრებულ დატვირთვას, გამორიცხავდა მისი შრომისუნარიანობის შემცირებას, ვინაიდან აივ-დადებითი სტატუსის ქონის მრავალი წლის მანძილზე ადამიანის შრომისუნარიანობა მნიშვნელოვნად არ მცირდება.
87. წინამდებარე საქმეზე სააპელაციო სასამართლომ აშკარად აღიარა, რომ განმცხადებლის აივ-სტატუსს არ ქონდა რაიმე გავლენა მის შრომისუნარიანობაზე და არ მიუთითებდა, რომ ვერ შეძლებდა საკუთარი სამუშაო ვალდებულების სათანადოდ შესრულებას და ამით გამართლებული იქნებოდა მასთან კონტრაქტის შეწყვეტა (იხილეთ მე-19 პარაგრაფი მაღლა). სააპელაციო სასამართლომ ასევე აღიარა, რომ კომპანიის არსებობას არაფერი ემუქრებოდა თანამშრომლების მხრიდან ზეწოლის შედეგად (იხილეთ მე-20 პარაგრაფი მაღლა). თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო ან გამოხატული ცრუდამოკიდებულება არ შეიძლება აივ-პოზიტიურ თანამშრომელთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გამხდარიყო. ამგვარ საქმეებზე დამსაქმებლის ინტერესების დაცვის საჭიროება სათანადოდ არ იყო დაბალანსებული იმ თანამშრომლის ინტერესების დაცვის საჭიროებასთან მიმართებით, რომელიც კონტრაქტის უფრო სუსტი მხარე იყო, კერძოდ კი, როდესაც ამ უკანასკნელს აივ-დადებითი სტატუსი გააჩნდა.
88. თუმცა, საკასაციო სასამართლომ ფრთხილად და დაკვირვებით არ შეაფასა ყველა კონკურენტული ინტერესი, ისე როგორც სააპელაციო სასამართლომ. მეორეს მხრივ, საქმიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი და უჩვეულო საკითხების გათვალისწინებით, [საკასაციო სასამართლომ] დაადგინა, რომ გათავისუფლება სრულად გამართლებული იყო დამსაქმებლის ინტერესების საფუძველზე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგანაც ღონისძიება გატარდა კომპანიაში სიმშვიდის აღსადგენად და მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების აღსადგენად. მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლომ სადავოდ არ გახადა ის ფაქტი, რომ განმცხადებლის ინფექცია პირდაპირ არ აფერხებდა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, მან, გამართლებულად მიიჩნია რა თანამშრომელთა შიში, საკუთარი გადაწყვეტილება დაამყარა აშკარად უზუსტო დაშვებას, კერძოდ კი იმას, რომ განმცხადებლის დაავადება “გადამდები” იყო. ამ დროს საკასაციო სასამართლომ კომპანიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას მიანიჭა იგივე მნიშვნელოვნება, რაც თანამშრომლებს სურდათ და ამით ეს დეფინიცია თანამშრომლების სუბიექტურ დამოკიდებულებას გაუთანაბრა.
89. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე სახელმწიფოს შეხედულებას იმის შესახებ, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განმცხადებლის სასარგებლოდ ვერ გადაჭრიდა პრობლემას, რადგანაც დამსაქმებელს შემდეგ მოუწევდა დიდი ოდენობით ხარჯის გაღება, რაც კომპანიის ხანგრძლივ შეფერხებას გამოიწვევდა, ხოლო განმცხადებელს კვლავ მტრულ გარემოში მოუწევდა ყოფნა. საკასაციო სასამართლოს წინაშე არსებული საშუალებები კომპენსაციის მისაღებად (რაც მას სააპელაციო სასამართლომ მიაკუთვნა) შეზღუდული იყო, რადგანაც მისი თავდაპირველი მოთხოვნა (კომპანიაში დაბრუნების თაობაზე) არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. უფრო მეტიც, არ შეიძლება არსებობდეს სპეკულაცია იმის თაობაზე, როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ კომპანიის თანამშრომლებს, თუკი საკასაციო სასამართლო ძალაში დატოვებდა დაბალი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას, თუკი საბერძნეთში იარსებებდა კანონმდებლობა ან მყარად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართალი სამუშაო ადგილზე აივ-დადებითი ადამიანების დაცვის შესახებ.
90. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლომ ადეკვატურად ვერ განმარტა, დამსაქმებლის ინტერესები რამდენად უპირატესი იყო განმცხადებლისაზე და ვერ შეაფასა ამ ორი მხარის უფლებები კონვენციის მოთხოვნათა დაცვით.
91. აქედან გამომდინარეობს, რომ განმცხადებლის მიმართ ადგილი ქონდა დისკრიმინაციას ჯანმრთელობის საფუძველზე, კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევით, მე-8 მუხლთან ერთობლიობაში. შესაბამისად, ეს ნორმები დაირღვა.
II. კონვენციის 41-ე მუხლის მოქმედების გავრცელება
92. კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამრთლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფიელბას მიაკუთვნებს.”
A. ზიანი
93. განმცხადებელმა მატერიალური ზიანის სანაცვლოდ მოითხოვა 6 339,18 ევრო, თანხა, რომელიც მას სააპელაციო სასამართლომ მიაკუთვნა. მან ასევე მოითხოვა კანონით გათვალისწინებული სარგებელი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დღიდან. მან ასევე მოითხოვა მისი სტიგმატიზებითა და დისკრიმინაციული გათავისუფლებით გამოწვეული არამატერიალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ევროს ოდენობით.
94. მოპასუხე სახელმწიფომ სასამართლოს სთხოვა არ დაეკმაყოფილებია მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ ეს ეხებოდა დასაქმების ეკონომიკურ ასპექტს და არა მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. რაც შეეხება არამატერიალურ ზიანთან მიმართებით განმცხადებლის მოთხოვნას, განმცხადებლის მტკიცება სტიგმატიზებისა და დისკრიმინაციის შესახებ დაუსაბუთებელი იყო, რადგანაც გათავისუფლების შემდეგ მალევე მან ახალი სამუშაო ადგილი იშოვა. თუკი სასამართლო დაადგენდა კონვენციის დარღვევას, ეს საკმარისი სამართლიანი დაკმაყოფილება უნდა ყოფილიყო.
95. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მან დაადგინა მე-14 მუხლის დარღვევა მე-8 მუხლთან ერთობლიობაში იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ საკასაციო სასამართლომ ვერ შეაფასა ორივე მხარის უფლებები კონვენციით გათვალისწინებული ფორმით. მან დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლისთვის ასანაზღაურებელ თანხად განსაზღვრა მიუღებელი ხელფასი 6 339,18 ევროს ოდენობით და მიაკუთვნა ეს თანხა მატერიალური ზიანის სანაცვლოდ. მან ასევე მიიჩნია, რომ არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ განმცხადებელს უნდა განესაზღვროს 8 000 ევრო.
B. ხარჯები და დანახარჯები
96. განმცხადებელმა 6 000 ევრო მოითხოვა ორი ადვოკატისთვის ანაზღაურების სახით, რომლებიც მას [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოში წარმოადგენდნენ (სამოცი სამუშაო საათი, ტარიფი - საათში 100 ევრო).
97. მოპასუხე სახელმწიფომ სასამართლოს თხოვა მოთხოვნის არ დაკმაყოფილება, რადგანაც მოთხოვნას თან არ ერთვოდა აუცილებელი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
98. სასამართლოს დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხევით, ხარჯები და დანახარჯები არ განისაზღვრება 41-ე მუხლის საფუძველზე, თუკი არ დადასტურდა, რომ ამას რეალურად ქონდა ადგილი, აუცილებელი იყო და გონივრული ოდენობით იყო (იხილეთ იატრიდისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Iatridis v. Greece) (სამართლიანი დაკმაყოფილება) [დიდი პალატა], # 31107/96, § 54, ECHR 2000‑XI). სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებელმა არ წარმოადგინა ხარჯებისა და დანახარჯების მოთხოვნის დამადასტურებელი აუცილებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
C. საურავი
99. სასამართლოს შესაბამისად მიაჩნია საურავის დადგენა ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ ერთხმად
1. დაადგინა, რომ ადგილი ქონდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას მე-8 მუხლთან ერთობლიობაში;
2. დაადგინა
(a) რომ მოპასუხე სახელმწიფო კონვენციის 44.2 მუხლის საფუძველზე ვალდებულია გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში განმცხადებელს გადაუხადოს შემდეგი თანხა:
(i) 6 339,18 ევრო (ექვსი ათას სამასოცდაცხრამეტი ევრო და თვრამეტი ევრო-ცენტი) მატერიალური ზიანის სანაცვლოდ;
(ii) 8 000 ევრო (რვა ათასი ევრო) და სხვა ნებისმიერი გადასახადი, რაც შეიძლება დადგინდეს, არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ;
(b) რომ აღნიშნული სამი თვის ამოწურვის შემდგომ თანხის გადახდამდე პერიოდისთვის განისაზღვროს მარტივი საურავი, რომელიც დაერიცხება ზემოთ აღნიშნულ თანხას ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული;
3. არ აკმაყოფილებს განმცხადებლის დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ფრანგულად და სასამართლოს რეგლამენტის 77.2 და 77.3 მუხლის საფუძველზე გამოქვეყნებულია 2013 წლის 3 ოქტომბერს.
სონერ ნილსენიიზაბელ ბერო-ლეფევრე
მდივანითავმჯდომარე
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy