© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #167
ოქტომბერი 2013
I.B. საბერძნეთის წინააღმდეგ (I.B. v. Greece) - 552/10
გადაწყვეტილება 3.10.2013 [სექცია I]
მუხლი 14
დისკრიმინაცია
აივ ინფიცირებული თანამშრომლის გათავისუფლება კოლეგების მხრიდან ზეწოლის შედეგად: დარღვევა
ფაქტები – 2005 წლის თებერვალში ყოველწლიური შვებულების პერიოდში განმცხადებელმა შეიტყო, რომ მას შეეყარა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ეს ინფორმაცია გავრცელდა კომპანიაში, სადაც ის დასაქმებული იყო. კომპანიის თანამშრომლებმა დაიწყეს ჩივილი ხელმძღვანელობასთან, იმის თაობაზე, რომ მათ უწევდათ აივ-დადებით ადამიანთან და მოითხოვეს მისი გათავისუფლება. განმცხადებლის დამქირავებელმა სამუშაო ადგილზე მოიწვია ექიმი სპეციალისტი კომპანიის პერსონალისთვის აივ-ინფექციის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, მისი გადაცემის გზებზე. მიუხედავად ამისა, თანამშრომელთა ნახევარმა განმცხადებლის დამქირავებელთან გაგზავნეს ერთობლივი წერილი, რომლითაც ითხოვდნენ მის გათავისუფლებას “მათი ჯანმრთელობისა და შრომის უფლების დასაცავად” და აცხადებდნენ, რომ კომპანიაში გამეფებული ჰარმონიული გარემო შეირყეოდა, თუკი ის მათთან დარჩებოდა. განმცხადებლის შვებულებიდან დაბრუნებამდე ორი დღით ადრე დამქირავებელმა ის გაათავისუფლა და გადაუხადა საბერძნეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაცია. განმცხადებელმა სასამართლოს მიმართა. გააუქმა რა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებელი უსამართლოდ არ გაუთავისუფლებიათ.
კანონმდებლობა – მე-14 მუხლი მე-8 მუხლთან ერთობლიობაში
(a) მოქმედების გავრცელება – განმცხადებელი ჩიოდა, რომ სახელმწიფო ორგანოებმა დამსაქმებლის მხრიდან ჩარევისგან ვერ დაიცვეს მისი პირადი სივრცე, რაც განაპირობებდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას. არ არსებობდა ეჭვი, რომ აივ-ინფექციის მქონე ადამიანის დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები და მისი მონაწილეობით მიმდინარე პროცესები ექცეოდა პირადი ცხოვრების ფარგლებში. წინამდებარე საქმეს კონკრეტული მახასიათებელი აქვს: აივ-დადებითი თანამშრომლის გათავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად კომპანიაში ჰარმონიული სამუშაო გარემოს შენარჩუნება დასახელდა, არ არსებობდა ეჭვი, რომ ეს განაპირობა აივ-დადებითი სტატუსის შესახებ ინფორმაციამ. ამ მოვლენამ განაპირობა დამსაქმებლის მიმართ კომპანიის ფუნქციონირების შეფერხების ღია მუქარა, სანამ განმცხადებელი კომპანიაში დასაქმებული იქნებოდა. აშკარა იყო, რომ მისმა გათავისუფლებამ განაპირობა ადამიანის სტიგმატიზება, რომელსაც მიუხედავად აივ-ინფექციისა, არ გამოუვლინდა დაავადების სიმპტომები. ამ ღონისძიებას არ შეიძლება არ ქონოდა მძიმე შედეგები მის პიროვნებაზე, განსაკუთრებით კი მის მიმართ პატივისცემის გამოხატვაზე, მის პირად ცხოვრებაზე. ასევე აღსანიშნავია ახალი სამუშაო ადგილის მოძიებასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, რადგანაც ამ დამსაქმებელთან მისი გამოცდილების გათვალისწინებით სამუშაოს მოძიება ნაკლებად პერსპექტიული ხდებოდა. ის, რომ განმცხადებელმა ახალი სამუშაო ადგილი ნახა გათავისუფლების შემდეგ, არ არის საკმარისი იმ ზიანის შესამცირებლად რაც სადავო მოვლენებმა გამოიწვია, მის ნორმალურ პირად ცხოვრებაზე ზემოქმედებით. შესაბამისად მე-8 და მე-14 მუხლების მოქმედება ვრცელდებოდა [საქმეზე].
(b) საქმის არსებითი მხარე – განმცხადებლის მდგომარეობა უნდა შევადაროთ კომპანიის სხვა თანამშრომლების მდგომარეობასთან, რადგანაც ეს რელევანტური იყო განსხვავებული მოპყრობის შესახებ მისი საჩივრის შეფასებისას. უდავო იყო, რომ განმცხადებელს იმაზე ნაკლებად სახარბიელოდ მოექცნენ ვიდრე სხვა კოლეგებს მოექცეოდნენ, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მას აივ-დადებითი სტატუსი ქონდა. თავის გადაწყვეტილებაში კიუტინი რუსეთის წინააღმდეგ (Kiyutin v. Russia), სასამართლომ დაადგინა, რომ ამ დაავადების გავრცელების გზების უგულებელყოფა კვებავდა ცრუწარმოდგენებს და თავის მხრივ იწვევდა ამ ვირუსის მატარებელთა სტიგმატიზებას ან მარგინალიზებას. მან შესაბამისად მიიჩნია, რომ აივ-ინფიცირებული ადამიანები მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენდნენ ცრუწარმოდგენებისა და სტიგმატიზების ისტორიით და რომ სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ვიწრო ფარგლები უნდა მიენიჭოს იმ ღონისძიებების შერჩევისას, რომლებითაც შესაძლოა ამ ჯგუფის გამოყოფა მათი აივ-სტატუსიდან გამომდინარე განსხვავებულ მოპყრობაზე დაყრდნობით. თუმცა, განმცხადებლის დამქირავებელმა მისი კონტრაქტი ზეწოლიდან გამომდინარე შეწყვიტა, რაც მის მიმართ გარკვეულმა თანამშრომლებმა განახორციელეს და ეს ზეწოლა მომდინარეობდა განმცხადებლის აივ-სტატუსიდან და შფოთვიდან, რომელიც ამან აღნიშნულ პირებში გამოიწვია. უფრო მეტიც, კომპანიის თანამშრომლებს ექიმმა სპეციალისტმა განუმარტა, რომ განმცხადებელთან მათი სამუშაო ურთიერთობის კონტექსტში ინფიცირების რისკი არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლომ პირდაპირ აღიარა, რომ განმცხადებლის აივ-დადებით სტატუსს არ ქონდა რაიმე გავლენა მის შრომისუნარიანობაზე და არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ამას რაიმე ზეგავლენა ექნებოდა მის კონტრაქტზე, რაც დაასაბუთებდა მის დაუყოვნებელ შეწყვეტას. მან ასევე დაადასტურა, რომ კომპანიის არსებობას საფრთხე არ ემუქრებოდა თანამშრომლებისგან მომდინარე ზეწოლაზე დაყრდნობით. თანამშრომლების სავარაუდო ან გამოხატული ცრუწარმოდგენა არ შეიძლება აივ-დადებითი სტატუსის თანამშრომლის გათავისუფლებას დაედოს საფუძვლად. ამგვარ საქმეებზე, უნდა განხორციელდეს დამსაქმებლის ინტერესების დაცვის საჭიროების გულდასმითი შეფარდება თანამშრომლის ინტერესების დაცვის საჭიროებასთან მიმართებით, რომელიც კონტრაქტის შედარებით სუსტი მხარე იყო, განსაკუთრებით როდესაც თანამშრომელი აივ-დადებითი იყო. თუმცა, საკასაციო სასამართლომ შესადარებელი ინტერესები არ შეაფასა ისე დეტალურად და ღრმად, როგორც სააპელაციო სასამართლომ. საკმაოდ მოკლე სამოტივაციო ნაწილში, აფიქსირებდა რა წინამდებარე საქმეში წამოჭრილი საკითხების მნიშვნელოვნებას და უპრეცედენტო ბუნებას, მან დაადგინა, რომ გათავისუფლება სრულიად გამართლებული იყო დამსაქმებლის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ტერმინის სწორი გაგებით, ვინაიდან ეს გადაწყდა კომპანიაში სიმშვიდისა და შეუფერხებელი საქმიანობის აღდგენის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლომ ასევე სადაოდ არ გახადა ის ფაქტი, რომ განმცხადებლის დაავადება არ აფერხებდა მის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებას, მან დამსაქმებლის შიშის გამართლებულად აღიარებისას გადაწყვეტილება დააფუძნა, აშკარად უზუსტო ინფორმაციაზე, კერძოდ კი განმცხადებლის დაავადების “გადამდებობაზე”. ამ დროს მან კომპანიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას იგივე მნიშვნელოვნება მიანიჭა, როგორც ეს თანამშრომლებმა გაითვალისწინეს და დაუკავშირა თანამშრომლების სუბიექტურ მოსაზრებას ამ საკითხთან მიმართებით. და ბოლოს, საკასაციო სასამართლოს წინაშე განსახილველი საკითხებიდან განმცხადებელს რჩებოდა კომპენსაციის საკითხი, რაც მას სააპელაციო სასამართლომ მიანიჭა, რადგანაც მისი თავდაპირველი მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ დააკმაყოფილა როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოებმა. უფრო მეტიც, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო ვერ მოახდენდა იმით სპეკულირებას, როგორი იქნებოდა კომპანიის თანამშრომლების დამოკიდებულება თუკი საკასაციო სასამართლო ძალაში დატოვებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიგნებებს, ან თუკი ბერძნულ კანონმდებლობაში იარსებებდა სამუშაო ადგილზე აივ-დადებითი სტატუსის ადამიანების შესახებ კანონმდებლობა ან დამკვიდრებული პრეცედენტული სამართალი.
და ბოლოს, საკასაციო სასამართლომ არ წარმოადგინა ადეკვატური განმარტება იმის შესახებ თუ როგორ გადაწონა დამქირავებლის ინტერესებმა განმცხადებლის ინტერესები და რატომ ვერ შეაფასა მხარეთა უფლებები კონვენციასთან შესატყვისი ფორმით.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 8,000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ; 6,339.18 ევრო მატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
(იხილეთ კიუტინი რუსეთის წინააღმდეგ (Kiyutin v. Russia), 2700/10, 10 მარტი 2011, საინფორმაციო შეტყობინება 139)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy