Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC.
BAKRADZE v. GEORGIA
საჩივარი no. 20592/21
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2024 წლის 7 ნოემბერი
შესავალი
მომჩივანი დავობდა, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია ორი მოსამართლეთა შერჩევის კონკურსის დროს ორგანიზაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობაში“ მისი როლის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ მისი კრიტიკული პოზიციის, ასევე სასამართლო სისტემის მიმართ მისი პოლიტიკის გამო. იგი ეყრდნობოდა კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებს მე-14 მუხლთან მიმართებით და კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლს.ფაქტები
მომჩივანი დაიბადა 1971 წელს და ცხოვრობს თბილისში. მას წარმოადგენდა ქ-ნი თ. სამხარაძე, ადვოკატი თბილისიდან.მთავრობას წარმოადგენდა მათი წარმომადგენელი, ბ-ნი ბ. ძამაშვილი, იუსტიციის სამინისტროდან.საქმის ფაქტები შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად.მომჩივანი ყოფილი მოსამართლეა. 2005 წელს დაინიშნა წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ ათი წლის ვადით. ამის შემდეგ მალევე მივლინებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მუშაობდა 2006 წლამდე. შემდგომში მსახურობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ. 2015 წლის 22 სექტემბერს იგი გაათავისუფლეს მოსამართლეობიდან ათწლიანი ვადის გასვლის გამო. მოსამართლედ მუშაობის პერიოდში მომჩივანი არ დაქვემდებარებულა არც ერთ დისციპლინურ სამართალწარმოებას.მომჩივანი ასევე იყო დამფუძნებელი წევრი და თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციის, სახელწოდებით „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ („მოსამართლეთა ერთობა“) (იხ. პუნქტები 27-34 ქვემოთ).2015 წლის ოქტომბერში და 2016 წლის მაისში მომჩივანმა მონაწილეობა მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ორ კონკურსში. მისი ორივე განაცხადი წარუმატებელი აღმოჩნდა. წინამდებარე საქმე ეხება სამართალწარმოებას, რომელიც თავის მხრივ ეხება მის ორივე მცდელობას ხელახლა დანიშვნის მოთხოვნაზე.2015 წელს მოსამართლის ვაკანსიაზე განაცხადის შეტანა
2015 წლის 6 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა მოსამართლეთა შერჩევის კონკურსი რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში ვაკანსიების შესავსებად („იუსტიციის უმაღლესი საბჭო“, ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია მოსამართლეთა დანიშვნაზე, დაწინაურებაზე და გათავისუფლებაზე, იხილეთ პუნქტი 38 ქვემოთ). მომჩივანმა განაცხადი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე. მომჩივნის მიერ წარდგენილი საბუთების განხილვის შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მას ნება დართო კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე სხვა ოთხმოცდათვრამეტ კანდიდატთან ერთად. ყველა კანდიდატის მონაცემების შემოწმების შემდეგ, იუსტიციის საბჭომ დაიწყო გასაუბრების პროცესი.2015 წლის 15 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მომჩივანთან დაახლოებით ოცდაათი წუთის განმავლობაში ისაუბრეს. პირველი რამდენიმე კითხვა ეხებოდა მის განათლებას, გამოცდილებას და სამუშაოზე განაცხადის მოტივაციას. გასაუბრებიდან რვა წუთში მას დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა „მოსამართლეთა ერთობასთან“ დაკავშირებით, განსაკუთრებით ორგანიზაციის მიზნებთან და მის შიდა მოწყობასთან დაკავშირებით, კერძოდ, რამდენი წევრისგან შედგებოდა იგი და ასევე მის ურთიერთობაზე და თანამშრომლობაზე მოსამართლეთა ასოციაციასთან (სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც წევრიანდებოდა ქვეყანაში მოსამართლეთა უმეტესობა) და იმაზე თუ ჰქონდათ მათთან რაიმე უთანხმოება. შემდეგ მომჩივანს დაუსვეს შეკითხვა მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელი დირექტორის მიერ გამოქვეყნებული ფეისბუქის რამდენიმე კრიტიკული პოსტის შესახებ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს სურდათ გაეგოთ, რას ფიქრობდა იგი ამ პოსტებზე, იყო თუ არა ისინი დაყენებული მოსამართლეთა ერთობის სახელით და იყო თუ არა წინასწარ შეთანხმებული მომჩივანთან; ასევე, ეთანხმება თუ არა ის პოსტების შინაარსს, მათ შორის, იმ პოსტებს რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა შეურაცხყოფად მიიჩნიეს. ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას მომჩივანმა შენიშნა, რომ იგი ვერ ხედავდა რაიმე კავშირს დასმულ კითხვებსა და გასაუბრების მიზანს შორის, რაც წესით უნდა ყოფილიყო მისი მოსამართლის კვალიფიკაციისა და კომპეტენციების შეფასება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი აცხადებდა, რომ იგი პირადად შეურაცხყოფილი იყო „მოსამართლეთა ერთობის“ აღმასრულებელი დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადებით, რომელშიც იგი აკრიტიკებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას პრემიების მინიჭების შესახებ იმ მოსამართლეებისთვის, რომლებსაც ეკავათ მენეჯერული თანამდებობები სასამართლოებში, რაც გულისხმობდა იმას, რომ ისინი იყვნენ „ზარმაცები“ (იხ. შესაბამისი განცხადების პუნქტი 31 ქვემოთ). იგი ვარაუდობდა, რომ მომჩივანი, როგორც „მოსამართლეთა ერთობის“ წარმომადგენელი, პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო ამ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე. „მოსამართლეთა ერთობის“ შესახებ დაახლოებით თხუთმეტწუთიანი კითხვების შემდეგ, მომჩივანს დაუსვეს საბოლოო შეკითხვა მისი დიპლომის შესახებ და გასაუბრება დასრულდა.2015 წლის 28 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნა პრესრელიზი, საიდანაც მომჩივანმა შეიტყო, რომ მისი განაცხადი არ დაკმაყოფილდა. მოგვიანებით მომჩივანს ეცნობა უარის შესახებ, სადაც არ იყო განმარტებული უარის თქმის მიზეზები (მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის პროცედურა დეტალურად არის აღწერილი ქვემოთ 38-43 პარაგრაფებში).საქმის მასალების მიხედვით, მომჩივანმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სთხოვა მიეწოდებინა მისთვის გასაუბრების ვიდეო ჩანაწერის ასლი, ასევე სხვა კანდიდატების გასაუბრების ჩანაწერების ასლი. საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდა პირადად და, შესაბამისად, მომჩივანს შეეძლო მათ ჩანაწერებზე წვდომა მხოლოდ შესაბამისი კანდიდატების თანხმობით. რაც შეეხება საკუთარ გასაუბრებას, მას მიაწოდეს ამ ჩანაწერის ასლი.განცხადება მოსამართლის ვაკანსიაზე 2016 წლის მაისში
2016 წლის 5 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახალი მოსამართლეთა შერჩევის კონკურსი გამოაცხადა. მომჩივანმა კვლავ მიმართა და დარეგისტრირდა სხვა 130 მოსამართლეობის კანდიდატთან ერთად. 2016 წლის 21 ივნისს მომჩივანი გამოიკითხა. კერძოდ, მისი განათლებისა და შესაბამისი გამოცდილების მოკლე პრეზენტაციის შემდეგ, მას დაუსვეს შეკითხვა იურიდიული დიპლომის შესახებ, შემდეგ კი კითხვა მის, როგორც მოსამართლის ძლიერ და სუსტ მხარეებზე. გასაუბრების მერვე წუთიდან, მომჩივანს რამდენიმე კითხვა დაუსვეს მოსამართლეთა საჯარო კრიტიკის საკითხზე მისი შეხედულელების შესახებ და რა მასშტაბზე იყო ეს დასაშვები, და კერძოდ რა იყო მისი პოზიცია იმდროინდელ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის („არასამთავრობო ორგანიზაციები“) მედია კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი წევრის აზრით, სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. მომჩივანს ჰკითხეს, „მოსამართლეთა ერთობის“ თავმჯდომარის როლში თუ ფიქრობდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა სასამართლო სისტემის მიმართ იყო ჯანსაღი და შედიოდა თუ არა ნებადართული კრიტიკის ფარგლებში. დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ მას დაუსვეს ორი საბოლოო შეკითხვა, რომელიც ეხებოდა „მოსამართლეთა ერთობის“ თავმჯდომარის თანამდებობრივ სარგოს და მის ბოლო სამუშაო გამოცდილებას.2016 წლის 14 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მომჩივნის განცხადზე უარის თქმის მიუხედავად, შეარჩია ორმოცდაოთხი კანდიდატი სხვადასხვა მოსამართლეობის თანამდებობაზე დასანიშნად.ანტიდისკრიმინაციული სამართალწარმოება
საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოში2016 წლის 17 ოქტომბერს მომჩივანმა შეიტანა სამოქალაქო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გაასაჩივრა ორივე სასამართლო კონკურსის შედეგები და ამტკიცებდა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოახდინა მისი დისკრიმინაცია მოსამართლეთა ერთობაში მისი როლის (ორგანიზაცია, რომელიც აკრიტიკებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს) და მის მიერ გამოთქმული შეხედულებების გამო, რომლებიც კრიტიკულად აფასებდნენ ქვეყნის სასამართლო სისტემის მდგომარეობას. იგი ამტკიცებდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მასთან ჩატარებული გასაუბრებები არ ემსახურებოდა მისი კომპეტენციების და პროფესიული უნარების შეფასებას, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების მიერ დასმული კითხვები, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავდა გამოერკვია ჰქონდა თუ არა მას რაიმე კრიტიკული შეხედულება, იმის შესახებ თუ რა ხდებოდა სასამართლო ხელისუფლების შიგნით. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეალურად არ სურდა მისი ხელახლა დანიშვნა, „მოსამართლეთა ერთობაში“ მისი როლისა და კრიტიკული შეხედულებების გამო. პასუხად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მომჩივნის ბრალდებები დისკრიმინაციის შესახებ დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი. მათ აღნიშნეს, რომ მომჩივანს არ გაუსაჩივრებია არც ერთი კითხვა, რომელიც დასმული იყო გასაუბრების დროს. ამას გარდა, შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც 2013-2016 წლებში „მოსამართლეთა ერთობის“ თვრამეტი დამფუძნებელი წევრიდან თოთხმეტმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სასამართლო კონკურსში, მათგან ექვსმა წარმატებით დაასაბუთა, რომ დისკრიმინაციის ბრალდებები იყო სრულიად უსაფუძვლო.2016 წლის 8 ნოემბერს მომჩივანმა სთხოვა პირველი ინსტანციის მოსამართლეს, გამოეთხოვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩანაწერების ასლი სხვა კანდიდატებთან შესაბამისი მოსამართლეთა შერჩევის კონკურსის დროს ჩატარებული გასაუბრებების, ასევე მათი სააპლიკაციო ფაილების ასლები. იგი ამტკიცებდა, რომ მოსამართლეობის კანდიდატების დანიშვნასთან ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილებების არარსებობის შემთხვევაში, ეს ინფორმაცია სასამართლოს საშუალებას მისცემს შეადაროს და გააანალიზოს სხვადასხვა გასაუბრების ჩატარების წესი. 2017 წლის 20 ივნისს მომჩივნის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო პალატიდან მის ადმინისტრაციულ პალატაში გადავიდა. 2017 წლის 8 აგვისტოს მომჩივანმა გაიმეორა მოთხოვნა. მისი ორივე მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 24 ოქტომბერს და 2018 წლის 25 იანვარს არ დააკმაყოფილა.2017 წლის 13 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წარადგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. მან დაიწყო ეროვნული კანონმდებლობის მიმოხილვა, რომელიც ეხება მტკიცების ტვირთის განაწილებას დისკრიმინაციის ბრალდებებთან დაკავშირებულ საქმეებში და აღნიშნა, რომ ფაქტებისა და მტკიცებულებებისთვის საჭირო სტანდარტი, რათა აჩვენოს დისკრიმინაციის prima facie შემთხვევა, უფრო დაბალი იყო, ვიდრე მოსამართლისთვის საჭირო იქნებოდა, რომ სასამართლოს დასკვნითი ეტაპზე დაედგინა, რომ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას. ბრალდების წარმოშობისთვის საკმარისი იყო ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნიდა განცდას, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა დისკრიმინაციას. სახალხო დამცველმა ასევე მიმოიხილა მოსამართლეთა შერჩევის კონკურსის გამართვის პროცედურა და განაცხადა, რომ დანიშვნის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილებების არარსებობის და კენჭისყრის ფარული ხასიათის გათვალისწინებით, არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების პირადი და სუბიექტური დამოკიდებულებით მოტივირებული მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღების რისკი. მისი აზრით, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები არ ექვემდებარებოდა სასამართლო განხილვას. სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პირობები და პროცედურები არ იყო საკმარისად დეტალურად განსაზღვრული კანონმდებლობით და, შესაბამისად, არ იყო გამჭვირვალე.2017 წლის 13 დეკემბერს მომჩივანმა სთხოვა პირველი ინსტანციის მოსამართლეს, მტკიცებულებად ეღიარებინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი არამოსამართლე წევრის, ვ.მ-ს მიერ მომზადებული დოკუმენტი, სათაურით „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრობლემები, მათი მიზეზები და მათი გადაჭრის გზები“, რომელშიც იგი, სხვა საკითხებთან ერთად, მოსამართლეთა დანიშვნების პროცედურას ეხებოდა. ამ დოკუმენტში ის ამტკიცებდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ ბოროტად გამოიყენა მოსამართლეების დანიშვნის სისტემა, რათა „შეერყია საპირისპირო შეხედულებების მქონე მოსამართლეთა ორგანიზაციული სტრუქტურა“ და „აღეკვეთა ახალი მოსაზრებების გავრცელება სასამართლო სისტემაში“. რაც შეეხება კონკრეტულად მოსამართლეთა ერთობას, ვ.მ. წერდა, რომ ე.წ. „გაუქმებული ბიულეტენები“ გამოიყენებოდა, იმისათვის რომ არ დაენიშნათ ამ ორგანიზაციის წევრები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნები, სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობებზე.2018 წლის 5 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოსცა ცამეტგვერდიანი გადაწყვეტილება, რომელიც მომჩივნის დისკრიმინაციის მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის მითითებით (იხ. 44-ე პარაგრაფი ქვემოთ), სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:„... სასამართლოში სარჩელის შეტანისას პირმა უნდა წარმოადგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ადგენენ დისკრიმინაციული მოპყრობის ბრალდების საფუძველს, რის შემდეგაც მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე მხარეს [აჩვენოს], რომ არანაირი დისკრიმინაცია არ მომხდარა.
ზემოაღნიშნული დებულების ანალიზი ცხადყოფს, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის ბრალდება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ფაქტებს, რომლებიც სასამართლოს უნდა წარუდგინოს [მოსარჩელემ] და რომელმაც ადეკვატურად უნდა დაასაბუთოს ასეთი მოპყრობა. ამავე დებულების თანახმად, მოპასუხე მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ არ მომხდარა დისკრიმინაცია, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე წარადგენს შესაბამის მტკიცებულებებს [განსახილველი მოპყრობის შესახებ].
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში მსგავსი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. მოსარჩელის დისკრიმინაციული მოპყრობის ბრალდება არ დადასტურდა შესაბამისი მტკიცებულებებით... დადასტურებული ფაქტია, რომ ორგანიზაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ დაარსდა 2014 წელს და მისი წევრები არიან ყოფილი და მოქმედი მოსამართლეები. ზოგიერთი მათგანი 2015-2016 წლებში [სასამართლო] კონკურსში ... წარმატებით მონაწილეობდა.
შესაბამისად, სასამართლო ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ 2015-2016 წლებში [სასამართლო] კონკურსებში მონაწილე მოსამართლეების დანიშვნა არ იყო დამოკიდებული იმაზე, იყო თუ არა კონკრეტული კანდიდატი ორგანიზაციის წევრი.
სასამართლო ვერ მიიღებს მოსარჩელის არგუმენტს, რომ იგი დაექვემდებარა დისკრიმინაციულ მოპყრობას განსხვავებული აზრის გამოხატვის ან/და გარკვეული ორგანიზაციის წევრობის გამო, და რომ [ეს დასკვნა შეიძლება გამომდინარეობდეს] 2015 წლის 25 დეკემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ინტერვიუს დროს მისთვის დასმული კითხვების არსიდან...
... კანდიდატისთვის დასმული კითხვები არ არის გაწერილი არცერთ [შესაბამის] დებულებაში და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს [თითოეული] წევრი ინდივიდუალურად წყვეტს, თუ რომელი შეკითხვა დაუსვას თითოეულ კანდიდატს...
ამავდროულად, 2015 წლის 25 დეკემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებისას [მომჩივანი] დათანხმდა ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას და აღნიშნა, რომ ისინი მისთვის მისაღები იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა იმისი დასკვნის შესაძლებლობას, რომ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი კანდიდატის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და მის სასამართლო თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ უარს შორის, ან ზოგადად იმის შესახებ, რომ მომჩივნის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია“.
საქმის წარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოშიმომჩივანმა გაასაჩივრა 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება. მან ასევე გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს უარი დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის და მთლიანად მას დააკისრა ის. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ ასეთ ვითარებაშიც კი, მას არ მიეცა უფლება სრულად წარმოედგინა თავისი საქმე, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ უარი თქვა მნიშვნელოვანი და შესაბამისი მტკიცებულებების მიღებაზე. ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ კითხვები, რომლებიც მას დაუსვეს ინტერვიუების დროს, პირველ რიგში, ეხებოდა ორგანიზაციის საქმიანობას, მის შეხედულებებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების კრიტიკის შესახებ და მის შეხედულებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. მას არანაირი შეკითხვა არ დაუსვეს მის კომპეტენციებსა და პროფესიულ უნარებთან დაკავშირებით. იგი ამტკიცებდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ გამოიკვლია, იყო თუ არა მისთვის და მოსამართლეობის სხვა კანდიდატებისთვის დასმული კითხვები მსგავსი სტანდარტის. იგი ასევე შეეხო სტატისტიკურ მონაცემებს შვიდი სასამართლო კონკურსის შესახებ, რომლებიც ჩატარდა 2013-2016 წლებში და ამტკიცებდა, რომ ამ მონაცემების მიხედვით ორგანიზაციის წევრების მცირე რაოდენობა იყო დანიშნული მოსამართლეთა თანამდებობებზე.დისკრიმინაციის შესახებ ბრალდებების მხარდასაჭერად მომჩივანმა წარმოადგინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმდროინდელი არამოსამართლე წევრის, ვ.მ-ის მიერ მომზადებული დოკუმენტის შემდგომი ასლი.2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (ოცდაოთხ გვერდიანი) თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებით და სრულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სხვადასხვა კანდიდატისთვის დასმული კითხვების რაოდენობა, შინაარსი და ფორმულირება განსხვავებული იყო; შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა მოსამართლეობის კანდიდატებთან ჩატარებული გასაუბრების შემოწმებას არ შეიძლება რაიმე მნიშვნელობა ჰქონოდა. კერძოდ, განაცხადა, რომ:„...იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით [მისი] გამოცდილებისა და კვალიფიკაციის, კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების საფუძველზე. ამიტომ გასაუბრების დროს დასმული კითხვების შინაარსი და ფორმულირება განსხვავებულია. თითოეულ შემთხვევაში საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს თავისი ინდივიდუალური მახასიათებლები. ამრიგად, სხვა კანდიდატებთან გასაუბრების ჩანაწერები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ [მომჩივანს] განსხვავებულად ექცეოდნენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულებები და მხარეთა არგუმენტები ... არ ადასტურებს საბჭოს მიერ მომჩივნის დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს“.
22. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მომჩივანმა ვერ წარმოაჩინა მის წინააღმდეგ რაიმე მიკერძოება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების მხრიდან. მან განაგრძო დისკრიმინაციის ცნებისა და მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების პროცედურის, კრიტერიუმების ჩათვლით, განიხილა და გამოიყენა მიუკერძოებლობის სუბიექტური და ობიექტური ტესტები და დაასკვნა შემდეგნაირად:
„დისკრიმინაცია არის განსხვავებული მოპყრობა, შეზღუდვების გამოყენებით ან უპირატესობის მინიჭებით თანაბარი უფლებებისა და დაცვის უარყოფის მიზნით, რაც არღვევს თანასწორობის პრინციპს და ლახავს ადამიანის ღირსებას ...
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ [მომჩივნის] მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დასადგენად სასამართლო სისტემისადმი მისი კრიტიკული შეხედულებების გამო ... იგი განიხილავს ჩაერია თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული თანასწორობის უფლებით სარგებლობაში მოსამართლეთა შესაჩევი კონკურსის დროს. ადმინისტრაციული პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიქმნა მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნახევარზე მეტს ნიშნავს მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შექმნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ორგანული კანონით.
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 47(2)(2) მუხლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება თხუთმეტი წევრისგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რვა წევრს, [ზემოხსენებული] კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, ხუთ წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ერთ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც [ამავე დროს] არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2009 წელს მიღებული მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის 8§ა მუხლის თანახმად, რომელიც მოქმედი იყო იმ დროისათვის, მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევა ხდება ორი ძირითადი კრიტერიუმის საფუძველზე - კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. პალატა მიუთითებს, რომ მოსამართლეობის გამოცდილების მქონე კანდიდატის კეთილსინდისიერების კრიტერიუმის ელემენტებია (ა) პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი; (ბ) დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა; (გ) პიროვნული და პროფესიული ქცევა; (დ) პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია; და (ე) ფინანსური ვალდებულება. ხოლო, კომპეტენტურობის კრიტერიუმების მახასიათებლებია: (ა) სამართლის ნორმების ცოდნა; (ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია; (გ) წერის უნარი; (დ) ზეპირი კომუნიკაციის უნარი; (ე) პროფესიული თვისებები, მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში; (ვ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა; და (ზ) პროფესიული აქტივობა.
ამავე წესების მე-10 მუხლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უნდა იმოქმედონ ამ წესებით გათვალისწინებული შეფასების ძირითადი კრიტერიუმების შესაბამისად და შეაფასონ კანდიდატები ობიექტურობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით და გამოიყენონ შეფასების ერთიანი სტანდარტები ყველა მათგანთან მიმართებაში. მოსამართლეობის კანდიდატის შეფასება ასევე ... ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი დოკუმენტაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის ... და კანდიდატთან გასაუბრების შედეგების საფუძველზე.
წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს მომჩივნის მოსაზრებას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი წევრი იყო მიკერძოებული [მომჩივნის] წინააღმდეგ, ვინაიდან იგი იყო საქართველოს მოსამართლეთა გაერთიანების თავმჯდომარე ან სასამართლო სისტემის მიმართ მისი კრიტიკული დამოკიდებულების გამო ...
[სასამართლოსთვის] წარმოდგენილი გასაუბრების ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ [იუსტიციის უმაღლესი საბჭოს] წევრებმა [მომჩივანს] დაუსვეს ბევრი შეკითხვა. გასაუბრების დროს მომჩივანს ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა თავისი პოზიცია და შესულიყო დისკუსიაში, რასაც სააპელაციო სასამართლო მიჰყავს დასკვნამდე, რომ გასაუბრების მიზანი იყო კანდიდატის კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების შეფასება და არა მისი არათანაბარ მდგომარეობაში დაყენება. როგორც ასეთი, გასაუბრების [პროცესში] დასმული კითხვების გათვალისწინებით ადგილი არ ჰქონია [მომჩივნის] უფლებებისა და ინტერესების დარღვევას. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ [იუსტიციის უმაღლესი საბჭო] სარგებლობს ფართო დისკრეციით, დასვას ნებისმიერი სახის სირთულის შეკითხვა იურიდიული სფეროდან თუ მის გარეთ, კანდიდატის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის შეფასების მიზნით; შეფასების ძირითადი კრიტერიუმებიდან გამომდინარე, [იუსტიციის უმაღლესი საბჭოს] წევრები თავად ირჩევენ კითხვების ფორმულირებას, შინაარსსა და რაოდენობას. [მომჩივნისადმი] დასმული კითხვები მიზნად ისახავდა მისი სამართლებრივი ანალიზისა და არგუმენტების შეფასებას ისეთ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა სასამართლოების დამოუკიდებლობა, გამოხატვის თავისუფლება და სხვა სამართლებრივი საკითხები. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერების კრიტერიუმი ეხება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას კონკრეტული ფაქტისადმი და მისი შეფასება თითოეულ შემთხვევაში ცალკეულად უნდა მოხდეს, [შესაბამისი] ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კანდიდატი არ შეწინააღმდეგებია კითხვების შინაარსს ან მათი დასმის მეთოდს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ შეუძლია გაიზიაროს, მომჩივნის მოსაზრება, რომ გასაუბრების მიზანი არ იყო მისი კანდიდატურის შეფასება იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული კრიტერიუმების საფუძველზე.“
23. რაც შეეხება მტკიცების ტვირთის საკითხს, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია. მან მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლი მოითხოვდა მოსარჩელე მხარისაგან, დისკრიმინაციის შესახებ მტკიცებები დაეყრდნობილი ყოფილიყო კონკრეტულ ფაქტებსა და შესაბამის მტკიცებულებებზე და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, დასაბუთებული მტკიცების პირობებში, დაეკისრებოდა მოპასუხე მხარეს იმის მტკიცების ტვირთი, რომ სავარაუდო მოპყრობა არ წარმოადგენდა დისკრიმინაციას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2013 წლიდან 2016 წლამდე „მოსამართლეთა ერთობის“ ჩვიდმეტი წევრი დაინიშნა მოსამართლეთა სხვადასხვა თანამდებობებზე რაიონულ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. ეს ფაქტი, მისი შეხედულებით, იყო იმის საილუსტრაციოდ, რომ ორგანიზაციის წევრების მიმართ განსხვავებული მოპყრობა და დისკრიმინაცია არ არსებობდა. ვ.მ-ის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ იგი წარმოადგენდა მის სუბიექტურ შეხედულებებს და ვერ აძლევდა ობიექტურ სურათს კოლეგიური ორგანოს შესახებ, რომლის გადაწყვეტილებები ეფუძნებოდა პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და მისი თითოეული წევრის შეხედულებებს. ბოლოს, რაც შეეხება მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურას როგორც ასეთს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო დანიშვნების შესახებ გადაწყვეტილებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებდა ფარული კენჭისყრით და რომ კენჭისყრა აუცილებელი იყო კონფიდენციალური ყოფილიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და გარე გავლენისგან დასაცავად. მან განაგრძო შემდეგნაირად:
„ ... გადაწყვეტილების მიღების პროცესში საიდუმლოების ელემენტი მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიმღები პირების შეხედულებების თავისუფლად გამოხატვას და მათი გარე გავლენისგან დაცვას. საიდუმლოება მიზნად ისახავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ან მანიპულირების თავიდან აცილებას, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება ეფუძნება უმრავლესობის პრინციპს, რომელიც განისაზღვრება კოლეგიური ორგანოს თითოეული წევრის შინაგანი რწმენით. შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილება წარმოადგენს მისი თითოეული წევრის ინდივიდუალური შეფასებების ერთობლიობას და მათი პერსონალური აღქმა არ ექვემდებარება საკანონმდებლო რეგულირებას და არ ფასდება კანონის პრიზმაში, ვინაიდან საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღების პროცესი ... გადაეცემა საბჭოს. შესაბამისად, საბჭოს წევრების გადაწყვეტილებების გონივრულობის შემოწმება სცილდება სასამართლოს იურისდიქციას ...“
(გ) სამართალწარმოება უზენაეს სასამართლოში
24. მომჩივანმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით, იმაზე მითითებით, რომ სასამართლომ არასწორად დააკისრა მთლიანი მტკიცების ტვირთი მხოლოდ მას. ამავე დროს უარყო მისი შუამდგომლობები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე. სხვა მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრებისა და შერჩევის მტკიცებულებებზე ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მას ჩამოერთვა შესაძლებლობა დაემტკიცებინა დისკრიმინაციის შესახებ მტკიცებები. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, მან განმარტა, რომ ორგანიზაციის მხოლოდ ის წევრები იყვნენ განსახილველ კონკურსში წარმატებულნი, რომლებსაც არ გაუკრიტიკებიათ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, გარდა ამისა, ყველა მათგანმა დატოვა ორგანიზაცია როგორც კი დაინიშნენ.
25. მომჩივნის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 7 მაისს. უზენაესმა სასამართლომ, პირველ რიგში, აღნიშნა რომ 2013-2016 წლებში ორგანიზაციის ჩვიდმეტი წევრი დაინიშნა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში. ამ ფაქტმა, თავისთავად, უარყო მომჩივნის არგუმენტი იმის შესახებ, რომ იგი დისკრიმინირებული იყო ამ ორგანიზაციაში მისი წევრობის გამო. სასამართლომ ასევე უარყო მომჩივნის არგუმენტი გასაუბრებაში დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, როგორც დაუსაბუთებელი, და დაადგინა, რომ მან არ მიუთითა ან არ აჩვენა, რომელი კონკრეტული კითხვები მიიჩნია დისკრიმინაციულად და მიკერძოებულად. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სარგებლობდა ფართო დისკრეციით კითხვების ბუნებასა და ფორმულირებასთან დაკავშირებით და რომ მომჩივანთან გასაუბრების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ, მან არ მიიჩნია, რომ რომელიმე შეკითხვა არღვევდა მის უფლებებსა და ინტერესებს. კერძოდ, მან აღნიშნა:
“მოცემულ საქმეში [მომჩივანისადმი] დასმული კითხვები შედგენილია იმისთვის, რომ შეფასდეს კანდიდატის სამართლებრივი ანალიზისა და არგუმენტაციის უნარები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და გამოხატვის თავისუფლება ... კანდიდატებისთვის განსხვავებული კითხვების დასმა არ ნიშნავს მათ მიმართ განსხვავებულ მოპყრობას [ან] მათ დისკრიმინაციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანდიდატი გასაუბრებისას არ შედავებია კითხვების შინაარსს და ფორმას და თანახმა იყო მათზე პასუხის გაცემაზე.“
26. სხვა მტკიცებულებებთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება:
“საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ვ.მ-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე ... და აღნიშნავს, რომ საბჭოს გადაწყვეტილება ეფუძნება ინდივიდუალურ პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და თითოეული [მისი] წევრის პირად შეფასებას. ვ.მ-სა და საბჭოს სხვა წევრების შეხედულებები შესაძლოა არ დაემთხვეს ერთმანეთს, რამდენადაც თითოეულ მათგანს აქვს შესაძლებლობა გააკეთოს დამოუკიდებელი შეფასება.”
V. მნიშვნელოვანი ფაქტები მოსამართლეთა გაერთიანების შესახებ
27. 2013 წლის 4 ივნისს მომჩივანმა და ჩვიდმეტმა სხვა მოსამართლემ დააარსეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“, რომლის მიზანი იყო სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მხარდაჭერა, სასამართლო პროცედურების გაუმჯობესება და მოსამართლეთა უფლებამოსილების გაძლიერება მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერით. მომჩივანი მალე არჩეულ იქნა ორგანიზაციის თავმჯდომარედ. 2016 წელს მათი რიცხვი ოდნავ გაიზარდა, ორმოცდარვამდე, საიდანაც ოცდასამი მოსამართლე იყო, ხოლო დანარჩენი ყოფილი მოსამართლეები.
28. “მოსამართლეთა ერთობის” ძირითადი საქმიანობა იყო მოსამართლეებისათვის ტრენინგ-სესიებისა და სემინარების ორგანიზება და კონფერენციები ფართო საზოგადოებისთვის, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებისა და რეფორმის აუცილებლობის შესახებ დებატების გააქტიურების მიზნით. მალე ორგანიზაციამ დაიწყო იუსტიციის საბჭოს პოლიტიკის კრიტიკა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხებოდა მოსამართლეთა დანიშვნასა და კარიერულ წინსვლას. მოსამართლეთა ერთობამ დაიწყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის მონიტორინგისა და ანგარიშგების პროექტი და რეგულარულად აქვეყნებდა საჯარო განცხადებებს დასკვნებითა და რეკომენდაციებით. მის ზოგიერთ ადრეულ კრიტიკულ საჯარო განცხადებას შორის იყო 2013 წლის 2 დეკემბრის ის განცხადება, როდესაც “მოსამართლეთა ერთობამ” განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭომ უკანონოდ აუარა გვერდი შესაბამის შიდა რეგულაციებს, რათა რამდენიმე მოსამართლე პირველი ინსტანციიდან სააპელაციო სასამართლოში გაეგზავნა და პირიქით. ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ იუსტიციის საბჭო ბოროტად იყენებდა სასამართლოში მივლინების სისტემას ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის განსახორციელებლად. კიდევ ერთ განცხადებაში, 2014 წლის 14 თებერვალს, “მოსამართლეთა ერთობამ” გააკრიტიკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკა მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხვასთან დაკავშირებით და მისი რეკომენდაცია იყო არსებული სარეზერვო სიიდან არსებული რამდენიმე ვაკანსიის შევსება. მათ ცალკე წერილი მისწერეს იუსტიციის საბჭოს, რომელშიც აცხადებდნენ, რომ მოქმედი მოსამართლეების თანამდებობიდან გადაყენებით და მათი სარეზერვო სიაში განუსაზღვრელი ვადით შეყვანით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებდა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევით.
29. იმავე პერიოდში მომჩივანმა მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც მან ისაუბრა წინა ხელისუფლების დროს მოსამართლედ მუშაობის გამოცდილებაზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც მოსამართლეებს შეექმნათ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.
30. 2014 წლის აპრილში ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში მოსამართლეთა დანიშვნასთან, დაწინაურებასთან, მივლინებასთან და მოსამართლეთა რეზერვში ყოფნის პრობლემასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა კიდევ ერთი ანგარიში 2014 წლის ოქტომბერში, სადაც შეჯამებული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის მონიტორინგის შედეგები.
31. 2015 წლის 5 მაისს “მოსამართლეთა ერთობის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნ.ჯ-მ წერილობით მიმართა იუსტიციის საბჭოს, სადაც აპროტესტებს სასამართლოებში დიდი დატვირთვისათვის კომპენსაციის მიზნით პრემიების მინიჭების წესებში უსამართლო ცვლილებების შეტანას. იგი ამტკიცებდა, რომ სასამართლოებში მენეჯერული თანამდებობების მფლობელებს, როგორიცაა თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, აგრეთვე კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეები, თავიანთი მენეჯერული მოვალეობების გამო, ნაკლები დატვირთვა ჰქონდათ საქმის განხილვისას და უკვე იღებდნენ უფრო მაღალ ხელფასს: შესაბამისად, ისინი არ იმსახურებდნენ დატვირთვასთან დაკავშირებულ ბონუსებს.
32. შემდგომ პერიოდში „მოსამართლეთა ერთობამ“ რამდენიმე კრიტიკული საჯარო განცხადება გააკეთა, სადაც ამტკიცებდა, რამდენიმე მოსამართლეთა შერჩევის კონკურსის შედეგებზე მითითებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უარს აცხადებდა მოსამართლეთა ხელახლა დანიშვნაზე, რომლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე და რეფორმის აუცილებლობაზე.
33. 2017 წლის თებერვალ-ივნისში მოსამართლეთა ერთობის ოცდაათმა წევრმა, მათ შორის ყველა მოსამართლემ, დატოვა ორგანიზაცია. მათი წასვლის გარემოებები სადავოა. მთავრობა ამტკიცებდა, ზოგიერთი მათგანის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე დაყრდნობით, რომ ისინი წავიდნენ, რადგან “მოსამართლეთა ერთობამ” კიდევ ერთი საჯარო განცხადება გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კრიტიკით, რომლის შინაარსი მათთან წინასწარ არ იყო შეთანხმებული. მომჩივანი, თავის მხრივ, ამტკიცებდა, რომ “მოსამართლეთა ერთობის” სასამართლო წევრები იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ წევრობაზე, იუსტიციის საბჭოს მტრული დამოკიდებულების გამო “მოსამართლეთა ერთობისა” და მისი კრიტიკული შეხედულებებისადმი.
34. 2017 წლის ივლისისთვის “მოსამართლეთა ერთობას” მხოლოდ არამოსამართლე წევრები ჰყავდა. 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს ორგანიზაციამ არსებობა შეწყვიტა.
მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები
35. 2013-2016 წლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ექვსი მოსამართლეთა შერჩევის კონკურსი ჩაატარა, რომლებზეც მხარეებმა სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინეს.
36. მომჩივნის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, “მოსამართლეთა ერთობის” აღმასრულებელი საბჭოს შვიდი წევრიდან ხუთმა, მათ შორის თავადაც, მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსებში და ერთის გარდა, ყველას უარი ეთქვა ხელახლა დანიშვნაზე. გარდა ამისა, შესაბამისი პერიოდის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 214 მოსამართლე დანიშნა სხვადასხვა პოზიციაზე, რომელთაგან დაახლოებით 82% იყო მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე. “მოსამართლეთა ერთობის” წევრ მოსამართლეთა 41%-ს უარი ეთქვა ხელახლა დანიშვნაზე, ხოლო იმ მოსამართლეების შესაბამისი მაჩვენებელი, რომლებიც არ იყვენენ ამ ორგანიზაციის წევრები, იყო მხოლოდ 18%.
37. მთავრობამ განაცხადა, რომ 2013-2016 წლებში “მოსამართლეთა ერთობის” თვრამეტი დამფუძნებელი წევრიდან თოთხმეტი მონაწილეობდა სხვადასხვა სასამართლო კონკურსებში, მათგან ექვსი წარმატებით. საერთო ჯამში, 2013-2016 წლებში “მოსამართლეთა ერთობის” ჩვიდმეტი წევრი დაინიშნა მოსამართლის სხვადასხვა სამოსამართლეო თანამდებობაზე.
სამართალი
კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა მე-10 და მე-11 მუხლთან ერთობლიობაში და მე-12 დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მიხედვით53. მომჩივანი დავობდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით მე-10 და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში და მე-12 დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მიხედვით. რომ იგი მოექცა დისკრიმინაციის ქვეშ მოსამართლეთა დანიშვნის ორი კონკურსის დროს, საქართველოში სასამართლო სისტემის მდგომარეობის შესახებ კრიტიკისა და საჯაროდ გამოხატული შეხედულებების გამო, რომელიც გამოთქვა როგორც დამფუძნებელმა წევრმა და თავმდჯომარემ.
54. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის საჩივარი ეფუძნება ბრალდებას, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს უარი თქვა მოსამართლეთ მის ხელახლა დანიშვნაზე, “მოსამართლეთა ერთობაში” მისი როლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლო სისტემის და მისი პოლიტიკის მიმართ კრიტიკული შეხედულებების გამო. ეროვნულმა სასამართლოებმა განიხილეს მათ წინაშე არსებული მომჩივნის საჩივრები როგორც დისკრიმინაციის შესახებ სარჩელი და მომჩივანმა თავისი საჩივრები სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ამ თვალსაზრისით ჩამოაყალიბა. შესაბამისად, წინამდებარე საქმეში, გამორჩეული საკითხია მომჩივნის მტკიცება, რომ იგი განიცდიდა დისკრიმინაციას სხვა მოსამართლეობის კანდიდატებთან შედარებით, “მოსამართლეთა ერთობის” წევრობის გამო. სტრასბურგის სასამართლო, როგორც საქმის ფაქტებისთვის კანონით მინიჭებული დახასიათების ოსტატი, თვლის, რომ მომჩივნის საჩივარი განხილული უნდა იქნეს კონვენციის მე-14 მუხლთან მიმართებით მე-10 და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში, რომელთა რელევანტურ ნაწილებში ვკითხულობთ:
მუხლი 10
გამოხატვის თავისუფლება
“1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ...
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.”
მუხლი 11
შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
“1. ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლება, მათ შორის, პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება საკუთარი ინტერესების დასაცავად.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელების შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, ამ უფლების განხორციელებაზე დააწესოს კანონიერი შეზღუდვები შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიმართ.”
მუხლი 14
დისკრიმინაციის აკრძალვა
“ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველ გვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.”
ა. მისაღებობა
მხარეთა წარდგინებები55. მთავრობა ეჭვქვეშ აყენებდა მომჩივნის საჩივრის დასაშვებობას და ამტკიცებდა, რომ ის იყო აშკარად დაუსაბუთებელი და დაუშვებელი ratione materiae. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მომჩივნის პრეტენზია დისკრიმინაციის შესახებ სრულიან დაუსაბუთებელი იყო, რადგან შესაბამისი ეროვნული ორგანოების დამოკიდებულებით არ დასტურდებოდა, რომ იგი განსხვავებულ ან ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში მოექცა თავისი კრიტიკული შეხედულებების გამო. მათ ასევე განაცხადეს, რომ საჩივარი ratione materiae შეუთავსებელი იყო კონვენციასთან, რადგან მომჩივანმა ვერ დაასაბუთა საკუთარი ბრალდება იმის შესახებ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უარი მის დანიშვნაზე, წარმოადგენდა ჩარევას მის უფლებებში კონვენციის მე-10 ან მე-11 მუხლთან მიმართებით. არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა, რომ მომჩივნის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები დაკავშირებული იყო მისი გამოხატვის თავისუფლების ან/და გაერთიანების თავისუფლებასთან. მთავრობა აცხადებდა, რომ მისი განაცხადები ხელახლა დანიშნის შესახებ უარყოფილი იქნა მხოლოდ კონკურსის დროს მისი გამოსვლის საფუძველზე.
56. მომჩივანი ზემოაღნიშნულს არ დაეთანხმა. იგი ამტკიცებდა, რომ დისკრიმინაციის შესახებ მისი ბრალდებების დასაბუთების შესაძლებლობა დაქვეითებული იყო მოსამართლეთა შერჩევის არასაკმარისი და არაგამჭვირვალე პროცედურის გამო, რომელიც არ მოითხოვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილებების გამოცემას ცალკეული კანდიდატების დანიშვნაზე ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. უფრო მეტიც, ეროვნულმა სასამართლოებმა, მიუხედავად იმისა, რომ მათგან ეს მოსალოდნელი იყო, უარი თქვეს მტკიცებულების მოპოვებაზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა გადაემოწმებინათ და დაედგინათ, ეპყრობოდა თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა მოსამართლეობის კადნიდატს ერთნაირად და გამოიყენა თუ არა შეფასების ერთიანი სტანდარტები. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მიუხედავად ამისა, მან წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები არ იყო დაფუძნებული მისი სამართლიანობისა და კომპეტენციის შეფასებაზე, არამედ მოტივირებული იყო მისი საქმიანობითა და საჯარო განცხადებებით, რომლებიც დაკავშირებულია მის როლთან “მოსამართლეთა ერთობის” ფარგლებში, შესაბამისად ექცეოდა კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებით განხილვის ფარგლებში. მომჩივნის აზრით, ეს უტოლდებოდა დისკრიმინაციას, რადგან მან განიცადა არასახარბიელო მოპყრობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან, თავისი კრიტიკული შეხედულებებისა და “მოსამართლეთა ერთობაში” მისი როლის გამო.
სასამართლოს შეფასება57. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ უარი პირის საჯარო მოხელედ დანიშვნაზე, როგორც ასეთი, არ შეიძლება იყოს კონვენციის მიხედვით საჩივრის საფუძველი (იხ. Cimperšek v. Slovenia, no. 58512/16, § 56, 30 June 2020, სხვა მითითებებთან ერთად). თუმცა, მომჩივანი არ დავობდა ხელისუფლების უარის შესახებ მის ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებით, არამედ ამტკიცებდა, რომ სადავო გადაწყვეტილებები წარმოადგენდა პასუხს, მის მიერ გამოხატვის თავისუფლებითა და გაერთიანების თავისუფლებით სარგებლობის გამო და დავობდა მე-14 მუხლის დარღვევის შესახებ მე-10 და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის არსებითი მიზანი, როგორც ეროვნულ სამართალწარმოებაში ასევე მის საჩივარში სტრასბურგის სასამართლოს წინაშე იყო, ის თუ როგორ მოეპყრო მას იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იმ მოტივით, რომ აღნიშნული იყო დისკრიმინაციული ხასიათის. ასეთმა საჩივრებმა შეიძლება მიგვიყვანოს დასკვნამდე, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას მე-10 და მე-11 მუხლებით გარანტირებულ უფლებებში, ცალკე აღებული ან მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, როდესაც ფაქტები ცხადყოფს, რომ სადავო გადაწყვეტილება იყო რეაქცია, მაგალითად, შეხედულებებზე ან გაკეთებულ განცხადებებზე (იქვე., §§ 58-59; იხ. ასევე Harabin v. Slovakia, no. 58688/11, § 149, 20 November 2012, სხვა მიტითებებთან ერთად; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12, §§ 140-42 and 144, 23 June 2016; და Hajibeyli and Aliyev v. Azerbaijan, nos. 6477/08 and 10414/08, §§ 52-53, 19 April 2018) ან სხვა მსგავს გარემოებებზე. შესაბამისად, სასამართლო არ აკმაყოფილებს მთავრობის მოთხოვნას ratione materiae მიუღებლობის შესახებ.
58. რაც შეეხება მიუღებლობის შესახებ მთავრობის არგუმენტის მეორე ასპექტს, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის საჩივარი, მე-10 და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში კონვენციის მე-14 მუხლის საფუძველზე, წარმოშობს რთულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებს, რომელთა დადგენა შეუძლებელია არსებითი განხილვის გარეშე. იგი ადგენს, რომ ზემოაღნიშნული საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (ა) პუნქტის მნიშვნელობით და არც მიუღებელია რაიმე სახვა საფუძვლით და შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
ბ. არსებითი გარემოებები
მხარეთა განცხადებები59. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ უარი მის მოსამართლედ ხელახლა დანიშვნაზე არ იყო მისი როგორც მოსამართლის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შეფასების შედეგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, არამედ ეს იყო “მოსამართლეთა ერთობაში” მისი საქმიანობისა და როლის შედეგი და ამ ორგანიზაციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკა. იგი ამტკიცებდა, რომ “მოსამართლეთა ერთობის” ყველა საჯარო განცხადება ეხებოდა სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირებას, რაც წარმოადგენდა საჯარო ინტერესის საკითხს, შესაბამისად, ამ საკითხის შესახებ დებატები დაცული იყო კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში. ამიტომ, უარი მის ხელახლა დანიშვნაზე უტოლდებოდა გამოხატვის თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებში ჩარევას.
60. მომჩივანმა ასევე აღნიშნა, რომ ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ “მოსამართლეთა ერთობის” წევრების ხელახლა მოსამართლედ დანიშვნაზე უარის შესახებ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დისკრიმინაციის ბრალდების შესახებ თავისი ბრალდების შესწავლისთვის. შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მან აღნიშნა, რომ “მოსამართლეთა ერთობის” აღმასრულებელი საბჭოს შვიდი წევრიდან მხოლოდ ერთი იყო ხელახლა დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე, ხოლო ოთხს, მათ შორის, თავადაც, უარი ეთქვა ამაზე. “მოსამართლეთა ერთობის” სხვა წევრები მხოლოდ ორ ან სამ მოსამართლეთა შერჩევის კონკურსში მონაწილეობის შემდეგ დაინიშნენ. უფრო მეტიც, 2015-2016 წლებში “მოსამართლეთა ერთობის” წევრთა 41%-ს უარი ეთქვა ხელახლა დანიშვნაზე, ხოლო მოსამართლეების შესაბამისი მაჩვენებელი, რომლებიც არ ეკუთვნოდნენ ამ ორგანიზაციას, იყო მხოლოდ 18%. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნაკლებად კეთილგანწყობილი იყო, კერძოდ, “მოსამართლეთა ერთობის” იმ წევრების მიმართ, რომლებიც აქტიურად და საჯაროდ წარმოადგენდნენ ორგანიზაციას და აკრიტიკებდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. გარდა ამისა, მომჩივნის თქმით, “მოსამართლეთა ერთობის” ყველა წევრი, რომლებიც დაინიშნენ ან ხელახლა დაინიშნენ მოსამართლის თანამდებობაზე, მოგვიანებით იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ორგანიზაცია.
61. რაც შეეხება გასაუბრებებს, რომლებიც მან გაიარა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან სადავო კონკურსების დროს, მომჩივანმა განაცხადა, რომ კითხვები რომლებიც მას დაუსვეს, იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მიკერძოების კიდევ ერთი მაჩვენებელი. კითხვების უმეტესობა, მომჩივნის თქმით, ეხებოდა მის როლს “მოსამართლეთა ერთობაში” და მიზნად ისახავდა ამ ორგანიზაციის საქმიანობისა და ამოცანების კრიტიკას. მას ასევე სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა “მოსამართლეთა ერთობის” სხვა ცალკეული წევრების კრიტიკულ პოზიციებზე. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ზოგიერთი კითხვების ტონი იყო მბრალდებელი და რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთმა წევრმა, კითხვების დასმის ნაცვლად დაიწყო “მოსამართლეთა ერთობის” კრიტიკა. მომჩივანმა ასევე წამოაყენა არსებითად იგივე არგუმენტები, რაც მან წარმოადგინა ეროვნული სამართალწარმოებისას, მათ შორის, რამდენიმე საერთაშორისო მოხსენების მითითებით, რომლებმაც გამოთქვეს შეშფოთება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შიგნით გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ იყო გამჭვირვალე და პოტენციურად თვითნებური და ამტკიცებდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ განიხილეს ეს საკითხები.
62. მომჩივანმა შემდგომში აღნიშნა, რომ მოსამართლეობის კანდიდატების დანიშვნისა და უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილებების არარსებობის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა უარი თქვეს ყველა მოსამართლეობის კადიდატთან ჩატარებული გასაუბრების მოპოვებაზე და შემოწმებაზე, სასამართლოებს არ მიეცათ საშუალება სათანადოდ შეეფასებინათ მოსამართლის შერჩევის კონკურსის ჩატარების წესი და ვერ შეძლეს გადაემოწმებინათ, გამოიყენა თუ არა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთიანი შეფასების სტანდარტები ან/და იყო თუ არა იგი მიკერძოებული. ამასთან დაკავშირებით, იგი ამტკიცებდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ ვერ გაანაწილეს მტკიცების ტვირთი დისკრიმინაციის შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით და შეუზღუდეს მას წვდომა მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე. მათ მოითხოვეს მომჩივანს ეჩვენებინა, რომ დისკრიმინაცია იყო რეალური, შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
63. მთავრობა, თავის მხრივ, ამტკიცებდა, შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მითითებით, რომ მომჩივანს ეკისრებოდა მტცკიცებულებების წარდგენის ტვირთი იმის დასამტკიცებლად, რომ მან განიცადა დისკრიმინაციის prima facie შემთხვევა მისი “მოსამართლეთა ერთობის” წევრობის გამო ან/და იმ შეხედულებების გამო, რომლებიც მან გამოთქვა ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში; თუმცა მან ეს ვერ შეძლო. მოსამართლის თანამდებობაზე მის ხელახლა დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ ორივე გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო მხოლოდ შესაბამისი მოსამართლეთა შერჩევის კონკურსების დროს მისი მუშაობის შეფასებაზე.
64. მთავრობა ასევე ამტკიცებდა, რომ სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2013-2016 წლებში “მოსამართლეთა ერთობის” 33 წევრიდან 17 დაინიშნა/ხელახლა დაინიშნა მოსამართლეთა თანამდებობაზე, მიუთითებდა ამ ორგანიზაციის მიმართ რაიმე არასახარბიელო მოპყრობის ნაკლებობაზე. რაც შეეხება კითხვებს, მომჩივნის ორივე გასაუბრების ვიდეო ჩანაწერის ასლის მიწოდებით, მთავრობამ აღნიშნა, რომ მას დაუსვეს სხვადასხვა კითხვები, სხვა საკითხებთან ერთად, მის იურიდიულ განათლებაზე და გამოცდილებაზე, აკადემიურ მიღწევებზე, პიროვნულ მახასიათებლებზე და პროფესიულ ეთიკასთან დაკავშირებით, ასევე კითხვები მის შეხედულებებთან დაკავშირებით საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებაზე და “მოსამართლეთა ერთობის” საქმიანობასა და მიზნებთან დაკავშირებით, მათ შორის, აღნიშნული ორგანიზაციის რამდენიმე საჯარო განცხადებასთან მიმართებით მის შეფასებასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს ეკისრებოდა მტკიცების საწყისი ტვირთი, მთავრობამ განაცხადა, რომ მან ვერ წარმოადგინა საკმარისი მასალა არასახარბიელო მოპყრობის prima facie შემთხვევისთვის.
65. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის შესახებ შეურაცხმყოფელი კომენტრების გამოქვეყნება ან ასეთ საქმიანობაში მონაწილეობა ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის საფუძელს და რომ ასეთი პრინციპი აკმაყოფილებს ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს კონვენციის მიხედვით. რაიმე კონკრეტული მაგალითების მოყვანის გარეშე, მთავრობამ შენიშნა, რომ გასაუბრების დროს განხილული განცხადებები, ძირითადად, “მოსამართლეთა ერთობის” ერთმა წევრმა პირადად გააკეთა. ეს განცხადებები არ მიეკუთვნებოდა მომჩივანს და მათი გამოკვლევა გასაუბრების დროს მხოლოდ მომჩივნის დამოკიდებულების შესაფასებლად გამოიყენებოდა სასამართლო ხელისუფლებისა და მისი ფუნქციის მიმართ.
2. საქართველოს სახალხო დამცველი
66. საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრაქტიკული ფუნქციონირების შესახებ, სადაც დაასახელა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ნაკლებობა და თვითნებური გადაწყვეტილების მიღების პროცესი, როგორც მთავარი პრობლემა იმ ორგანოში, რომელიც პასუხისმგებელია, სხვა საკითხებთან ერთად, მოსამართლეთა დაკომპლექტებაზე.
3. სამართლოს შეფასება
(ა) რელევანტური ზოგადი პრინციპები
67. კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებიდან მომდინარე ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეებში Tuleya v. Poland (Nos. 21181/19 და 51751/20, §§ 515-518, 6 ივლისი 2023), Gorzelik and Others v. Poland ([ GC], No 44158/98, §§ 88-96, ECHR 2004-I), და Baka, (ციტირებული ზემოთ, §§ 140-42). ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ მან არაერთხელ გაუსვა ხაზი სასამართლო ხელისუფლების განსაკუთრებულ როლს საზოგადოებაში, რომელიც, როგორც სამართლიანობის გარანტი, ფუნდამენტური ღირებულებაა სახელმწიფოში, იმართება კანონის უზენაესობით და უნდა სარგებლობდეს საზოგადოების ნდობით, იმისათვის, რომ მან თავისი ვალდებულებები წარმატებით შეასრულოს (იხ. Baka, ციტირებული ზემოთ, § 164, შემდგომი მითითებით; აგრეთვე Eminağaoğlu v. Turkey, No. 76521/12, §§ 76-78, 9 მარტი 2021, და Bilgen v. Turkey, No. 1571 /07, § 58, 2021 წლის 9 მარტი). ევროსასამართლო ხელმეორედ აღნიშნავს, რომ მოსამართლეები სარგებლობენ მე-10 მუხლის დაცვით (იხ. Wille v. Liechtenstein [GC], No. 28396/95, § 42, ECHR 1999-VII, და Harabin, ციტირებული ზემოთ, § 149 შემდგომი მითითებით) და არ არიან შეზღუდულნი საჯარო დებატებში მონაწილეობის მიღებისგან, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ ინსტიტუციურ ან/და ინდივიდუალურ დამოუკიდებლობასა და სტატუსზე (იხ. Baka, ციტირებული ზემოთ, § 168). ამგვარად, ისინი არა მხოლოდ სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით, არამედ შეუძლიათ დააფუძნონ ან გაწევრიანდნენ მოსამართლეთა გაერთიანებებში, ან მონაწილეობა მიიღონ სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც წარმოადგენენ მოსამართლეთა ინტერესებს (იხ. mutatis mutandis, Maestri v. Italy [GC], No. 39748/98, §§ 23-24, ECHR 2004-I). ამავე დროს, მოსამართლეებმა უნდა იმოქმედონ სიფრთხილით და თავშეკავებით, როდესაც საქმე ეხება გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას ისეთ სიტუაციებში, როდესაც სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტი და მიუკერძოებლობა სავარაუდოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება (იხ. Wille, ციტირებული ზემოთ, § 64; Kayasu v. Turkey, 64119/00 და 76292/01, § 92, 2008 წლის 13 ნოემბერი, No 29369/10, ECHR 2015; და Baka, ციტირებულია ზემოთ, § 164).
68. დისკრიმინაციის აკრძალვის შესაბამისი პრინციპები შეჯამებულია საქმეებში Beeler v. Switzerland ([GC], no. 78630/12, § 93, 2020 წლის 20 ოქტომბერი) და Molla Sali v. Greece ([GC], no. 20452/14, §§ 133-37, 2018 წლის 19 დეკემბერი, იხილეთ აგრეთვე საკონსულტაციო დასკვნა მიწის მესაკუთრეთა გაერთიანებებს შორის განსხვავებული მოპყრობის შესახებ, რომლებმაც დაამტკიცეს არსებობა მუნიციპალური მონადირეთა ასოციაციის შექმნის თარიღისთვის; და მიწის მესაკუთრეთა ასოციაციები, რომლებიც შეიქმნა ამ თარიღის შემდეგ [GC], მოთხოვნა No P16-2021-002, საფრანგეთის Conseil d’État, § 72, 13 ივლისი 2022).
69. რაც შეეხება მტკიცების ტვირთს კონვენციის მე-14 მუხლთან მიმართებით, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ მას შემდეგ, რაც მომჩივანმა წარმოაჩინა განსხვავებული მოპყრობა, მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ აღნიშნული გამართლებული იყო (იხ., მაგალითად, Molla Sali,, ციტირებული, § 137, აგრეთვე D.H. and Others v. the Czech Republic [GC],§ 177 ECHR 2007-IV). აღნიშნული შეესაბამება ევროპის საბჭოს სოციალური უფლებათა ევროპული კომიტეტის პოზიციას დისკრიმინაციის საქმეებში მტკიცების ტვირთის შებრუნების აუცილებლობის შესახებ (იხ. პარაგრაფი §51 ზემოთ).
70. რაც შეეხება საკითხს, თუ რა წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას, რომელსაც შეუძლია მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხე სახელმწიფოზე, ევროსასამართლომ საქმეში Nachova and Others v. Bulgaria ([GC], Nos. 43577/98 და 43579/98, § 147, ECHR 2005-VII) აღნიშნა, რომ მის წინაშე არსებულ სამართალწარმოებაში არ არსებობდა პროცედურული ბარიერები მტკიცებულების დასაშვებობის ან მისი შეფასების წინასწარ განსაზღვრულ ფორმულირებებთან დაკავშირებით (იხ. Makuchyan and Minasyan v. Azerbaijan and Hungary, No. 17247/13, §§ 211-12, 2020 წლის 26 მაისი). როდესაც ივარაუდება ზოგადი ღონისძიების ან დე ფაქტო სიტუაციის შედეგად განსხვავება, ევროსასამართლო ადრე ეყრდნობოდა მხარეთა მიერ წარდგენილ სტატისტიკას განსხვავებული მოპყრობის დასადგენად (იხ. D.H. and Others,, ციტირებული ზემოთ, §§ 175-80 ). ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც საქმე ეხება ინდივიდზე ან ჯგუფზე ღონისძიების ან პრაქტიკის გავლენის შეფასებას, სტატისტიკა, რომელიც კრიტიკული შემოწმების შედეგად სანდო და მნიშვნელოვანი ჩანს, საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ის მიჩნეულ იქნას prima facie მტკიცებულებად, რომელიც მომჩივანმა უნდა წარმოადგინოს. თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ირიბი დისკრიმინაცია არ შეიძლება დადასტურდეს სტატისტიკური მტკიცებულებების გარეშე (ibid., § 188). სანდო ეროვნული ან საერთაშორისო ანგარიშები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ მიზნით (იხ. mutatis mutandis, D.H. and Others, ციტირებული ზემოთ, § 113, და Y and Others v. Bulgaria, No. 9077/18, § 122, 2022 წლის 22 მარტი).
(ბ) აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
71. მომჩივნის საჩივარი შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მის არათანაბარ მოპყრობას მოსამართლეობის სხვა კანდიდატებთან შედარებით, ‘მოსამართლეთა ერთობაში’ მისი როლის და მის მიერ ქვეყნის სასამართლო სისტემისადმი კრიტიკული შეხედულებების გამოხატვის გამო. მთავრობა ამტკიცებდა, რომ იგი არ დაქვემდებარებია განსხვავებულ მოპყრობას სხვა მოსამართლეობის კანდიდატებთან შედარებით და რომ მისი ხელმეორედ არდანიშვნის ერთადერთი მიზეზი, მის მიერ კონკურსებში მონაწილეობა იყო.
72. ევროსასამართლო იწყებს იმის შეფასებით, რომ წინამდებარე საჩივარში მოსამართლეთა შერჩევის კონკურსი დაორგანიზდა და ჩატარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს - საკონსტიტუციო ორგანოს მიერ, რომლის წევრების უმრავლესობა მოსამართლეები არიან (იხ. პარაგრაფი §38 ზემოთ). რელევანტური სამართლებრივი დებულებები, დეტალურად იქნა განხილული ეროვნული სასამართლოების მიერ, ითვალისწინებდა მოსამართლეთა შერჩევის დეტალურ და კარგად რეგულირებულ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურას, მკაფიოდ და ნათლად ფორმულირებული შეფასების კრიტერიუმებით (იხ. პარაგრაფი 41 ზემოთ). მომჩივანი, არ დავობდა კანონის ხარისხს, როგორც ასეთს, არამედ აღნიშნულის გამოყენებას მის საქმეში.
73. წინამდებარე საქმის გარემოებების თანახმად, ევროსასამართლო ზემოთ ჩამოთვლილი ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით აღნიშნავს (იხ. პუნქტები 68-70 ზემოთ), რომ მომჩივანმა წარმოადგინა მთელი რიგი ელემენტები დისკრიმინაციის სარჩელის მხარდასაჭერად. პირველ რიგში, მან განაცხადა, რომ სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს „მოსამართლეთა ერთობის“ წევრების მიმართ არათანაბარ მოპყრობაზე, რომლებიც ნაკლებად სავარაუდო იყო დაენიშნათ ან ხელახლა დაენიშნათ მოსამართლის თანამდებობებზე მათი კრიტიკული შეხედულებების გამო. მეორეს მხრივ, მან განაცხადა, რომ კითხვები, რომლებიც მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დაუსვეს, იყო მიკერძოებული, ფოკუსირებული ნებისმიერი კრიტიკული შეხედულების გამოვლენაზე, რომელიც მას შეიძლება ჰქონოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკისა და სასამართლო სისტემის მდგომარეობის შესახებ, ვიდრე მისი პროფესიული უნარების შეფასებაზე. და ბოლოს, მან აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის მიერ მომზადებული დოკუმენტი და სხვა დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც, სხვებთან ერთად, წარადგინა საქართველოს სახალხო დამცველმა, მიუთითებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში არსებულ დისკრიმინაციულ პოლიტიკაზე.
74. სტატისტიკურ მონაცემებთან მიმართებით, ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ ამ მონაცემებმა იმთავითვე ვერ წარმოაჩინა რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება განსხვავებული მოპყრობის შესახებ, მოსამართლეობის იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც ეკუთვნოდნენ „მოსამართლეთა ერთობას“ და იმათ შორის, რომლებიც არ ეკუთვნოდნენ. ამავე დროს, ევროსასამართლო აღიარებს ოფიციალური სტატისტიკის მნიშვნელობას ამ კატეგორიის საქმეებში (იხ. D.H. და სხვები, ციტირებული ზემოთ, §§ 190-95). საქმის მასალებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 36-37 ზემოთ) და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მომჩივანი იყო არა მხოლოდ „მოსამართლეთა ერთობის“ წევრი, არამედ მისი დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მონაცემები საჭიროებდა საფუძვლიან შეფასებას სხვა გარემოებებთან ერთად, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ მოსამართლეთა ერთობის დამფუძნებელი წევრები, როგორც ჯგუფი, მიზანში იყვნენ ამოღებულები მოსამართლეთა შერჩევოს კონკურსის დროს.
75. რაც შეეხება გასაუბრების დროს დასმულ შეკითხვებს, ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამისი ეროვნული რეგულაციები, ეროვნული სასამართლოების ინტერპრეტაციით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებდა უფლებამოსილებას, მოსამართლეთა შერჩევის კონკურსის დროს დაესვა შეკითხვების ფართო სპექტრი სამართლებრივი დარგიდან ან მის მიღმა (იხილეთ პარაგრაფები 18, 21-22 და 25 ზემოთ). თუმცა, აღნიშნული კითხვები უნდა დასმულიყო მოსამართლეობის კანდიდატების უნარების, კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების შეფასების მიზნით, ერთიანი შეფასების სტანდარტების მიხედვით (იხ. პარაგრაფი 41 ზემოთ). ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ ბევრი კითხვა, რომელიც მომჩივანს დაუსვეს ორივე გასაუბრების დროს, შეეხებოდა „მოსამართლეთა ერთობას“. კერძოდ, მომჩივნის როლს ამ ორგანიზაციაში და მის დამოკიდებულებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მისი პოლიტიკის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას (იხ. პუნქტები 9 და 12. ზემოთ). ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მომჩივანს ცალკე სთხოვა კომენტარის გაკეთება ფეისბუქის პირად პოსტებზე (იხ. პირველი გასაუბრება, პარაგრაფი 9 ზემოთ). ზოგიერთ კითხვას საბრალდებო ხასიათი ჰქონდა და მომჩივანი პირდაპირ გააკრიტიკეს „მოსამართლეთა ერთობაში“ მისი როლის გამო (იქვე: როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა მომჩივანს უთხრა, რომ იგი პირადად უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი მოსამართლეთა ერთიანობის აღმასრულებელი დირექტორის შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო. მთავრობის განცხადების საპირისპიროდ, მომჩივანმა უკმაყოფილება ამ კითხვებთან დაკავშირებით გამოხატა პირველი გასაუბრების დროს. ეჭვქვეშ დააყენა მათ რელევანტურობა პროფესიული უნარების შეფასებასთან (ibid.).
76. ეროვნულმა სასამართლოებმა დეტალურად არ განიხილეს „მოსამართლეთა ერთობასთან“ დაკავშირებული საკითხები. თუმცა, ისინი მივიდნენ ზოგად დასკვნამდე, რომ გასაუბრების დროს დასმული ყველა კითხვა შესაბამისი იყო მომჩივნის სამართლებრივ კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების შემოწმებასთან.
77. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლების განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, მოსამართლეებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და თავშეკავება, როდესაც საქმე ეხება გამოხატვის თავისუფლების გამოყენებას ისეთ სიტუაციებში, როდესაც მოსამართლეების ავტორიტეტი და მიუკერძოებლობა, შესაძლებელია აღმოჩნდეს კითხვის ნიშნის ქვეშ (იხილეთ ზოგადი პრინციპები, ციტირებული 67-ე პარაგრაფი ზემოთ; აგრეთვე, CCEJ-ის მოსაზრება No. 25 (2022) მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების შესახებ, პუნქტი 52 ზემოთ). აღნიშნული ვალდებულება პირდაპირ კავშირშია მოსამართლის კეთილსინდისიერებასთან, რომელიც დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან ერთად, წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთ ქვაკუთხედს კანონის უზენაესობის მქონე დემოკრატიულ საზოგადოებაში. ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში „მოსამართლეთა ერთობა“ ხმამაღლა აკრიტიკებდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მისი პოლიტიკის გამო (იხ. პარაგრაფები 27-34 ზემოთ). ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ ლეგიტიმური იყო, რომ ზოგიერთი შეკითხვა, რომელიც შეეხებოდა „მოსამართლეთა ერთობის“ მიერ საჯარო განცხადებების თავსებადობას მოსამართლის თავშეკავების ვალდებულებასთან უნდა დასმულიყო და რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიწვია მომჩივანი კომენტარის გასაკეთებლად იმაზე, თუ როგორ ხედავდა ის, როგორც მოსამართლეობის კანდიდატი ამ ვალდებულებას და მის ფარგლებს. თუმცა, ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვერ ხსნის იმ ფაქტს, რომ „მოსამართლეთა ერთობასთან“ დაკავშირებულ კითხვებს პირველი გასაუბრების დროს, დროის ორ მესამედზე მეტი და მეორე გასაუბრების დროს დაახლოებით დროის ნახევარი დასჭირდა. ასევე აშკარაა, რომ მოსამართლის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება შესაძლებელი იყო შემოწმებულიყო სხვა ჰიპოთეტური ან რეალური სიტუაციების შესახებ კითხვების დასმით, როდესაც მოსამართლეს შეიძლება მოეთხოვოს სიფრთხილე საკუთარი შეხედულებების გამოხატვის დროს.
78. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ შესაძლებელი იყო მომჩივანს სამართლიანად აღექვა დისკრიმინაციულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევანი, გასაუბრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ასოციაციის საქმიანობისთვის, რომელიც აქტიურად აკრიტიკებდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომლის წევრიც თავად იყო, მისი პატიოსნების შეფასების სანაცვლოდ - თუ ეს იყო შესაბამისი კითხვის მიზანი - უფრო ნეიტრალური კუთხით. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ სასამართლო სისტემების ფუნქციონირების შესახებ დებატები - რომელიც იყო „მოსამართლეთა ერთობის“ მიერ გაკეთებული განცხადების საგანი - მოსამართლეთა თავშეკავების ვალდებულება არ გულისხმობს მათ მიერ ამ საჯარო დებატებში მონაწილეობის მიუღებლობას (იხ. ზოგადი პრინციპები, ციტირებულია 67-ე პარაგრაფში ზემოთ; აგრეთვე იხილეთ, აგრეთვე No. CCJE-ს 25(2022) მოსაზრება მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების შესახებ, პუნქტი 52 ზემოთ). ამასთან დაკავშირებით, ევროსასამართლო ასევე მიუთითებს მის პრეცედენტულ სამართალში ახლახან დამკვიდრებულ პრინციპზე, რომლის თანახმად, მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების ზოგადი უფლება, მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხების გადასაწყვეტად, შეიძლება გარდაიქმნას კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ საუბრის მოვალეობად, როდესაც ეს ფუნდამენტური ღირებულებები საფრთხის ქვეშ არის. (see Żurek v. Poland, no. 39650/18, § 222, 16 ივნისი, და Baka, cited above, §§ 165-71; აგრეთვე იხილეთ Opinion no. 25(2022) of the CCJE on the Freedom of Expression of Judges, paragraph 52 above) ამ პრინციპის მნიშვნელობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფრთხილ მიდგომას ავალდებულებდა. ევროსასამართლოს აზრით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დაბალანსებული და უფრო ნეიტრალური მიდგომის გამოუყენებლობამ, შეამცირა იმის ალბათობა, რომ „მოსამართლეთა ერთობასთან“ დაკავშირებული კითხვები სხვა არაფერი იყო, თუ არა მომჩივნის პატიოსნების შემოწმების მცდელობა, მოსამართლეთა თავშეკავების ვალდებულებასთან მისი დამოკიდებულების თვალსაზრისით.
79. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ჩატარდა ორი გასაუბრება მომჩივანთან, განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას ამ კითხვების ხასიათსა და რაოდენობას, რომლებიც დაისვა „მოსამართლეთა ერთობასთან“ დაკავშირებით, ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ ეს კითხვები სცილდება მომჩივნის პატიოსნების შემოწმების მიზანს და ემსახურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების მხრიდან, მომჩივნის მიმართ მიკერძოებულობისა და ცრურწმენის დემონსტრირებას, ორგანიზაციაში მისი როლის და მასთან დაკავშირებული საქმიანობის გამო.
80. ევროსასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ეროვნულ სასამართლოებში მომჩივანი ეყრდნობოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ვ.მ.-ს მტკიცებულებებს, რათა დაემტკიცებინა ბრალდებები იმის თაობაზე, რომ იგი დისკრიმინირებული იყო „მოსამართლეთა ერთობაში“ მისი წევრობისა და როლის გამო. ვ.მ. ამტკიცებდა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხელი შეუშალა „მოსამართლეთა ერთობის“ წევრებს, რომლებმაც წარმატებით დააკმაყოფილეს კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნები მოსამართლეთა ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშვნაში (იხ. პუნქტი 17 ზემოთ). ანტიდისკრიმინაციული სამართალწარმოების ფარგლებში, სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების მიერ მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღების რისკზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები მოსამართლეების დანიშვნის შესახებ არ არის დასაბუთებული და კენჭისყრის პროცედურები ფარულია (იხ. პარაგრაფი 16 ზემოთ).
81. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების და მომჩივანთან ორივე გასაუბრების ჩატარების წესის გათვალისწინებით, ევროსასამართლო მოხარულია, რომ მომჩივანმა აღძრა prima facie სარჩელი იმის გამო, რომ მას განსხვავებულად მოექცნენ მოსამართლეთა შერჩევის კონკურსის დროს, „მოსამართლეთა ერთობაში“ მისი როლის და მასთან დაკავშირებული საქმიანობის გამო.
82. იქიდან გამომდინარე, რომ მომჩივანმა წარმოაჩინა დისკრიმინაციის prima facie შემთხვევა, მტკიცების ტვირთი უნდა გადასულიყო შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა (იხ. შესაბამისი ზოგადი პრინციპები, ციტირებული 69-ე პარაგრაფში ზემოთ) და იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, რომელსაც გააჩნდათ შესაბამისი მტკიცებულებები, რომ სავარაუდო განსხვავებულ მოპყრობას ჰქონდა ობიექტური და გონივრული დასაბუთება. თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა დისკრიმინაციის შესახებ მომჩივნის ბრალდებები დაუსაბუთებლად მიიჩნიეს და უარი თქვეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე მტკიცების ტვირთის გადატანაზე (იხ. პუნქტები 18, 23 და 25 ზემოთ).
83. ევროსასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ განსხვავებული მოპყრობის გამართლების წარმოჩენა არ გადადის მოპასუხეზე, პრაქტიკაში მომჩივნის მიერ დისკრიმინაციის დამტკიცება ძალიან რთული იქნება. მოცემულ საქმეში, მტკიცების ტვირთის იუსტიციის უმაღლესი საბჭოზე გადატანას უნდა მოეცვა ორივე გასაუბრების საფუძვლიანი სასამართლო შეფასება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოეთხოვებოდა გონივრული და ობიექტური დასაბუთების წარდგენა მომჩივნისთვის „მოსამართლეთა ერთობის“ შესახებ კითხვების დასმის, განსაკუთრებით მათი ბუნების და რაოდენობის გამო და დადგენა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოიყენა ერთიანი შეფასების სტანდარტები, როგორც ეს მოსალოდნელი იყო მისგან, შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობით (იხ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ციტირებულია პუნქტებში 42-43 ზემოთ). ევროსასამართლო ხაზს უსვამს, რომ წინამდებარე საქმეში არსებული გარემოებების გამო, დისკრიმინაციის სამართალწარმოებაში ზემოაღნიშნული საკითხების საფუძვლიანი გამოკვლევა არსებითი იყო, მაშინ როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები, რომლელთა საფუძველზე უარს ეუბნებოდნენ მომჩივანს ხელახლა დანიშვნაზე, არ შეიცავდა რაიმე მიზეზს და არ ექვემდებარებოდა სასამართლო განხილვას.
84. შეჯამებისთვის, ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის გასაუბრების კონკრეტული გარემოებები, რომლებიც დადასტურდა დამატებითი მტკიცებულებებით, იყო იმგვარი, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებელს შეეძლო გონივრული დასკვნის გაკეთება, რომ მომჩივნის საქმიანობამ, რომელიც უკავშირდებოდა „მოსამართლეთა ერთობას“, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე არ დაენიშნათ იგი ხელმეორედ (compare, mutatis mutandis, Hoppen and trade union of AB Amber Grid employees v. Lithuania, no. 976/20, §§ 231-37, 17 January 2023). მომჩივნის გასაუბრების დროს „მოსამართლეთა ერთობის“ შესახებ კითხვების დასმამ, ევროსასამართლოს აზრით, გამოიწვია აღქმა, რომ თუ გადამწვეტი არა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მომჩივნის კანდიდატურის შეფასებაში მისმა როლმა „მოსამართლეთა ერთობაში“ და მასთან დაკავშირებულმა საქმიანობამ. ამ გარემოებებში, ეროვნულ სასამართლოებს სათანადო ყურადღებით უნდა განეხილათ მომჩივნის საჩივარი დისკრიმინაციის შესახებ, რათა უზრუნველყოფილიყოთ მისი რეალური და ეფექტიანი დაცვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების მხრიდან ნებისმიერი შესაძლო მიკერძოებისა და დისკრიმინაციისგან. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა წარმოაჩნია დისკრიმინაციის prima facie შემთხვევა, მათ მტკიცების ტვირთი უნდა გადაეტანათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე და მოეთხოვათ მისთვის, გაეფანტა მიკერძოებულობის ყოველგვარი აღქმა და წარმოეჩინათ, რომ განსხვავებული მოპყრობა, რომელმაც გავლენა იქონია მომჩივანზე „მოსამართლეთა ერთობაში“ მისი როლიდან გამომდინარე, გამართლებული იყო ობიექტური მიზეზებით. სამწუხაროდ, მათ ვერ შეძლეს ამის გაკეთება.
85. შესაბამისად, ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო ხელისუფლების მიერ მოხდა დისკრიმინაციის თაობაზე მომჩივნის მიერ გაკეთებული ბრალდებების არასაკმარისი სასამართლო განხილვა „მოსამართლეთა ერთობაში“ მისი როლის გამო. აღნიშნულმა გამოიწვია კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა მე-10 და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში.
II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
86. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს“.
A. ზიანი
87. მომჩივანმა მოითხოვა 40,000 ევრო (ევრო) მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
88. მთავრობამ განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა იყო არაგონივრული და გადაჭარბებული. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეროვნულ ანტიდისკრიმინაციულ სამართალწარმოებაში მომჩივანმა მხოლოდ სიმბოლური თანხა, დაახლოებით 5 ევრო მოითხოვა განცდილი მორალური ზიანის გამო.
89. ევროსასამართლოს მიაჩნია, რომ მომჩივანს მიადგა არამატერიალური ზიანი, რომლის ანაზღაურება შეუძლებელია მხოლოდ დარღვევის დადგენით. ევროსასამართლო მომჩივანს მიაკუთვნებს 4,500 ევროს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და ნებისმიერი გადასახადს, რომელიც შეიძლება დაეკისროს.
B. ხარჯები და დანახარჯები
90. მომჩივანს არ წარუდგენია არანაირი მოთხოვნა ხარჯებსა და დანახარჯებზე.
ამ მიზეზების გამო, ევროსასამართლო ერთხმად,
1. დასაშვებად აცხადებს საჩივარს კონვენციის მე-14 მუხლის საფუძველზე, მე-10 და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში;
2. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლი, მე-10 და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში;
3. ადგენს
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივანს სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 4500 ევრო (ოთხი ათას ხუთასი) ამასთან, ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება იყოს გადასახდელი არამატერიალური ზიანის გამო, გადახურდავდება მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის თარიღისთვის მოქმედი კურსით;
(ბ) ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხების გადახდის სრულ განხორციელებამდე, ზემოხსენებულ გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;
4. უარყოფს მომჩივნების მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.