დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტთან დაკავშირებით N 164
2013 წლის ივნისი
ბანელი ლიტვის წინააღმდეგ - 14326/11
2013 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება [მე–2 სექცია]
მე–2 მუხლი
მე–2 მუხლის 1-ელი ნაწილი
ეფექტური გამოძიება
ხელისუფლების ორგანოებმა ვერ გაატარეს სათანადო ზომები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე 13 წლის ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით: დარღვევა
ფაქტები – 2005 წლის ივნისში მომჩივანთა 13 წლის ვაჟი დაიღუპა გარეთ თამაშის დროს. სიკვდილი გამოიწვია იმ ჭრილობებმა, რომელიც მას აივნის ჩამონგრევის და დაცემის შედეგად მიადგა. 2006 წლის სექტემბერში,მომჩივანმა აღძრა სარჩელი არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ზიანი დადგა უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლისსამართლერბივი პროცესების შედეგად. პროკურორმა დაამტკიცა, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტისთვის 2005 წლიდან ცნობილი იყო, რომ ნაგებობა საჭიროებდა შეკეთებას და მუნიციპალიტეტის ორ თანამდებობის პირს ბრალი დაედო მოვალეობის შეუსრულებლობისათვის. მუნიციპალიტეტში მიმდინარე ადმინისტრაციული ცვლილებებისას, რაც გულისხმობდა უფლება–მოვალეობების გადაცემას აღმოჩნდა, რომ კონკრეტულად არავის ეკისრებოდა პასუხიმგბელობა ნაგებობის უყურადღებოდ მიტოვებისთვის. 2010 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც გამოძიება რამდენჯერმე შეწყდა და განახლდა,ზემოთ ხსენებული ორი თანამდებობის პირის მიმართ გამოძიება საბოლოოდ შეწყდა.მომჩივანმა აღძრა სარჩელი რეგიონულ სასამართლოში, რომელმაც გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სისხლისამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის შესახებ კანონის თანახმად.
სამართალი – მე–2 მუხლი: სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას სიცოცხლის უფლება და მიიღოს გონივრული ზომები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პირის მძიმედ დაჭრის ან სიკვდილის შემთხვევაში, ეფექტიანმა და დამოუკიდებელმა სასამართლო სისტემამ უნდა უზრუნველყოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, დამნაშავეთა დასჯა და მსხვერპლისათვის სათანადო ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, როდესაც სიცოცხლის უფლების დარღვევა არაგანზრახ ხდება, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, კანონით დაარეგულროს ხალხის უსაფრთხოების დაცვა საზოგადოებრივ ადგილებში და უზრუნველყოს ამ საკანონმდებლო ჩარჩოს ეფექტიანი მოქმედება. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ პროკურორმა დაადგინა, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა იცოდა ნაგებობის მდგომარეობის შესახებ, მან არ შეასრულა თავისი სამართლებრივი ვალდებულება მიტოვებულ შენობასთან დაკავშირებით. მიმდინარე ადმინისტრაციული რეფორმით არ შეიძლება გამართლებული იყოს ხელისუფლების წარმომადგენელთა უმოქმედობა.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ სათანადოდ დაიწყო გამოძიება, გამომძიებლები მტკიცებულებების მოპოვებისას არ მოქმედებებდნენ კეთილსინდისიერად. მათ უგულვებელყვეს პასუხიმგებელ პირთა იდენტიფიცირების შესაძლებლობა, მაგალითად: არ დადგა მმართველთა პასუხიმგებლობის საკითხი. საბოლოო ჯამში, სისხლისსამართლებრივი გამოძიება არ იყო სრულყოფილი და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მომჩივნის ვაჟიშვილის სიცოცხლის უფლების დაცვა. აღნიშნულ საქმეში,გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისას, მთლიანად სამართლებრივმა სისტემამ ვერ უზრუნველყო ადეკვატური და დროული რეაგირება, კონვენციის მე–2 მუხლის შესაბამისად არსებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლის შესრულებაც ლიტვამ იკისრა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41–ე მუხლის:20,000 ევრო არამატერილაური ზიანის ანაზღაურების სახით; 8,135 ევრო მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით.
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy