© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N. 180
დეკემბერი 2014
ბატისტა იტალიის წინააღმდეგ - 43978/09
გადაწყვეტილება 2.12.2014 [სექცია II]
მე–4 ოქმის მუხლი 2
ქვეყნიდან გასვლის უფლება
ტერიტორიის დატოვების აკრძალვა ალიმენტის გადაუხდელობის გამო: დარღვევა
ფაქტები– მომჩივანი იმყოფებოდა განქორწინების პროცესში მეუღლესთან, რომლის ფარგლებშიც დროებითი საცხოვრებლის ორდერი გაიცა ორივე მშობლის მიმართ წყვილის ორ შვილთან მიმართებით. 2007 წელს მომჩივანმა მეურვეობის მოსამართლეს ახალი პასპორტის გაცემის თხოვნით მიმართა, რომელშიც მისი ვაჟიშვილის ვინაობის ჩაწერა მოითხოვა. მეურვეობის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა და მიუთითა, რომ აღნიშნული პასპორტის გაცემა მიზანშეუწონელი იყო, ალიმენტზე ბავშვების უფლების დაცვის იმპერატიული ბუნებიდან გამომდინარე. მოსამართლემ ხაზი გაუსვა, რომ მომჩივანი, რომელიც ვალდებული იყო გადაეხადა 600 ევრო (EUR) თვეში, იხდიდა მხოლოდ მცირე რაოდენობას (EUR 45-დან 90-მდე) და არსებობდა საფრთხე, რომ ქვეყნიდან გასვლით იგი საერთოდ აარიდებდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს. მომდევნო თვეს პოლიციის კომისარმა მომჩივანს მოსთხოვა პასპორტის პოლიციის განყოფილებაში ჩაბარება და მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა შეცვალა ისე, რომ შეუძლებელი ყოფილიყო მისთვის საზღვარგარეთ მგზავრობა. 2008 წელს მომჩივანმა განმეორებით მოითხოვა მისთვის პასპორტის გაცემა. აღნიშნული მოთხოვნა და შემდგომი საჩივრებიც დაუშვებლად იქნა ცნობილი იმავე საფუძვლით, რომელზე დაყრდნობითაც პირველ მოთხოვნაზე ეთქვა უარი.
სამართალი– მე–4 ოქმის მუხლი 2: ეროვნული სასამართლოების უარი გაეცათ მომჩივნისთვის პასპორტი და უცხოეთში გამგზავრების მიზნებისთვის მისი პირადობის მოწმობის გაუქმება წარმოადგენდა ჩარევას მის უფლებაში დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა და გაემგზავროს მის მიერ არჩეულ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. აღნიშნულ ჩარევას ცალსახად გააჩნდა საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ შესაბამისი მუხლის არსი „შვილების მიმართ მშობლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა“ იყო. დაწესებული შეზღუდვის მიზანს მომჩივნის შვილების ინტერესების დაცვა წარმოადგენდა და პრინციპში კანონიერი მიზნის მიღწევას ემსახურებოდა, კერძოდ, სხვათა უფლებების დაცვას- მოცემულ საქმეში, ეს იყო ბავშვების უფლება მიეღოთ ალიმენტი.
თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა არ ჩათვალეს საჭიროდ ემსჯელათ მომჩივნის ინდივიდუალურ გარემოებებზე, ასევე მის შესაძლებლობაზე გადაეხადა დაკისრებული თანხები და აღნიშნული მსჯელობის გარეშე, ავტომატურად გამოიყენეს შემზღუდველი ზომა. არ იკვეთება, რომ არსებობდა რაიმე მცდელობა სხვადასხვა უფლებების ბალანსირებისთვის. ერთადერთი ფაქტორი, რომელიც მხედველობაში იქნა მიღებული იყო ალიმენტის მიმღებთა საკუთრებითი ინტერესები. მეტიც, ალიმენტის ამოღების თაობაზე არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი თანამშრომლობა ევროპულ და საერთაშორისო დონეზე. ფუნქციონირებს ეროვნული საზღვრების გარეთ დავალიანების ამოღების სხვადასხვა მეთოდები, კერძოდ, 2008 წლის 18 დეკემბრის N 4/2009 რეგულაცია (EC) იურისდიქციის, გამოყენებადი სამართლის, აღიარების და გადაწყვეტილებათა აღსრულებისა და რჩენის ვალდებულების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ; 2007 წლის 23 ნოემბრის ჰააგის საერთაშორისო კონვენცია ალიმენტის ანაზღაურებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ; ნიუ იორკის კონვენცია საზღვარგარეთ ალიმენტის ამოღების შესახებ. აღნიშნული აქტები არ იქნა მხედველობაში მიღებული ხელისუფლების მიერ მომჩივნისთვის შემზღუდველი ზომის დაწესებისას. ეროვნულმა ხელისუფლებამ უბრალოდ აღნიშნა, რომ მომჩივანს პასპორტის გამოყენებით შეეძლო საზღვრებს გარეთ გამგზავრება და აღნიშნულით კი საკუთარი ვალდებულებებისთვის თავის არიდება. დამატებით, მომჩივნისთვის დაკისრებულმა შეზღუდვამ არ უზრუნველყო მის მიერ ალიმენტის გადახდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი დაექვემდებარა ავტომატური ხასიათის ზომას, მისი ფარგლებისა და ხანგრძლივობის შეზღუდვის გარეშე და ეროვნულ სასამართლოებს, 2008 წლის შემდეგ, არ გადაუსინჯავთ დაკისრებული ზომის მართებულობა და პროპორციულობა არსებული გარემოებების გათვალისწინებით. შესაბამისად, ამგვარი ზომის ავტომატური დაკისრება ვერ ჩაითვლება აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 5 000 EUR არა–მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy