© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე # 143
ივლისი 2011
ბაიათანი (Bayatyan) სომხეთის წინააღმდეგ - 23459/03
გადაწყვეტილება 7.7.2011 [დპ]
მე-9 მუხლი
მუხლი 9.1
რელიგიის ან რწმენის გამოხატვა
შინაგანი მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარის გამო მსჯავრდება: დარღვევა
ფაქტები - განმცხადებელმა, იეჰოვას მოწმემ, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის გამოსადეგად ცნეს, სათანადო ორგანოებს შეატყობინა, რომ ის უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე შინაგანი მრწამსიდან გამომდინარე, მაგრამ მზად იყო შეესრულებია ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური. 2001 წლის მაისში როდესაც განმცხადებელი გამოიძახეს, რათა შესდგომოდა სამხედრო სამსახურს, ის არ გამოცხადდა მოვალეობის შესასრულებლად და დროებით დატოვა სახლი იმის შიშით, რომ იძულებით გადაიყვანდნენ სამხედრო ნაწილში. მას ბრალი წაუყენეს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისათვის და 2002 წელს შეეფარდა სასჯელი ორი წლითა და ნახევრით თავისუფლების აღკვეთის სახით. ათი თვისა და ნახევრის მოხდის შემდეგ ის ვადამდე ადრე გაათავისუფლეს. იმ დროისთვის სომხეთში არ არსებობდა კანონი, რომელიც ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს გაითვალისწინებდა შინაგანი მრწამსის გამო სამხედრო სამსახურის შესრულებაზე უარზე მყოფთათვის.
კანონმდებლობა - მე-9 მუხლი
(ა) ნორმის მოქმედება - ეს იყო სასამართლოს მიერ განხილული პირველი საქმე, რომელიც ეხებოდა მე-9 მუხლის მოქმედებას შინაგანი მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარის განმცხადებლებზე. მანამდე ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ მთელ რიგ განჩინებებში უარი თქვა ამ ნორმების ასეთ პირებზე გავრცელებაზე, იმ საფუძვლით, რომ კონვენციის მუხლი 4.3.b იძულებითი შრომის ცნებიდან გამორიცხავს „სამხედრო ხასიათის ნებისმიერ სამსახურს, ან სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად დაკისრებულ სამსახურს იმ ქვეყნებში, სადაც შინაგანი მრწამსის გამო, სამხედრო სამსახურის გავლაზე უარის თქმის უფლება აღიარებულია“, ხოლო შინაგანი მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარის განმცხადებელთა აღიარების არჩევანი ხელშემკვრელი მხარეების დისკრეციად რჩებოდა. შესაბამისად, ეს საკითხი არ განიხილებოდა მე-9 მუხლის მოქმედების ფარგლებში, რაც არ განიმარტებოდა როგორც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების გამო ბრალდებისგან თავისუფლების გარანტია. თუმცა, მე-9 მუხლის განმარტება იმ იდეებს ასახავდა, რაც უპირატესობით სარგებლობდა იმ დროისთვის. მას შემდეგ საერთაშორისო დონეზეც და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში სამართლებრივი სისტემები მნიშვნელოვნად განვითარდა. 2002 წლის მარტისთვის, როდესაც სავარაუდოდ ადგილი ქონდა განმცხადებლის მე-9 მუხლით დაცულ უფლებებში ჩარევას, წევრ ქვეყნებს შორის ფაქტიურად არსებობდა კონსენსუსი, მათი უმრავლესობა აღიარებდა შინაგანი რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის გაცხადების უფლებას. განმცხადებლის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სომხეთმაც აღიარა ეს უფლება. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიიჩნია, რომ შინაგანი რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლება მომდინარეობს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ სამოქალაქო პაქტის მე-18 მუხლიდან, ხოლო ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიის მე-9 მუხლი პირდაპირ მიუთითებს რომ შინაგანი რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის უფლება აღიარებულია ამ უფლებით სარგებლობის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. უფრო მეტიც, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და მინისტრთა კომიტეტმა რამდენჯერმე მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომელთაც ჯერ არ ქონდათ აღიარებული ეს უფლება, ეღიარებინათ შინაგანი რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლება და საბოლოო ჯამში ეს გახდა ორგანიზაციაში ახალი წევრი ქვეყნების მიღების წინაპირობა. ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებითა და „ცოცხალი ინსტრუმენტის“ დოქტრინაზე დაყრდნობით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მე-9 მუხლის განმარტების ცვლილება აუცილებელი და განჭვრეტადი იყო და რომ დაუშვებელი იყო ამ დებულების განმარტება 4.3.b მუხლთან ერთობლიობაში. ნებისმიერ შემთხვევაში მე-4 მუხლის travaux préparatoires-დან ირკვეოდა, რომ 3.b ნაწილის ერთადერთი მიზანი იყო უზრუნველეყო „იძულებითი ან სავალდებულო შრომის“ ცნების განმარტება, რაც არც აღიარებს და არც გამორიცხავს შინაგანი რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის უფლებას. შესაბამისად, ამას არ უნდა ქონდეს მე-9 მუხლით გარანტირებული უფლებების დელიმიტაციის ეფექტი.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მე-9 მუხლი პირდაპირ არ უთითებს შინაგანი რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის უფლებაზე, სასამართლომ მიიჩნია რომ სამხედრო სამსახურთან დაპირისპირება, რომელიც მოტივირებულია შეიარაღებულ ძალებში სამსახურსა და პირად სინდისს შორის ან ღრმა და ბუნებრივ რელიგიურ ან სხვა მრწამსს შორის მწვავე და გადაულახავი კონფლიქტით, წარმოადგენს მე-9 მუხლით გათვალისწინებული გარანტიების მოხმობის საკმარისი დამაჯერებლობის, სერიოზულობის, მთლიანობის და მნიშვნელოვნების მტკიცებას ან რწმენას.
(ბ) შესაბამისობა - განმცხადებლის მიერ სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა მისი რელიგიური მრწამსის დემონსტრირებას წარმოადგენდა, ხოლო შესაბამისად მისი მსჯავრდება - მისი რელიგიის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას. ღიად დატოვა რა საკითხი, იყო თუ არა ჩარევა კანონით გათვალისწინებული ან ემსახურებოდა თუ არა ლეგიტიმურ მიზანს, სასამართლომ დაიწყო მოპასუხე სახელმწიფოს მიერ განმცხადებლის საქმეზე დასაშვები თავისუფალი შეფასების ფარგლების შესწავლა. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის საბჭოს თითქმის ყველა წევრ ქვეყანაში არსებობდა სამხედრო სამსახურის ალტერნატივები, ნებისმიერი სახელმწიფო, სადაც ეს არ არსებობდა სარგებლობა თავისუფალი შეფასების შეზღუდული ფარგლებით და უნდა დაემტკიცებინა, რომ ნებისმიერი ჩარევა გამოწვეული იყო „მწვავე სოციალური საჭიროებით“. განსახილველ დროს სომხეთში არსებული სისტემა მოქალაქეებს აკისრებდა მოვალეობებს, რომელთაც პოტენციურად სერიოზული შედეგები ქონდათ შინაგანი რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის განმცხადებელთათვის, ვინაიდან არ იყო შესაძლებელი რწმენასთან დაკავშირებით რაიმე გამონაკლისების დაშვება და ისჯებოდნენ ისინი, ვინც, როგორც განმცხადებლის შემთხვევაში იყო, უარს აცხადებდნენ სამხედრო სამსახურზე. შესაბამისად ასეთი სისტემა ვერ უზრუნველყოფდა საზოგადოების, როგორც მთლიანობის ინტერესებსა და ინდივიდთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვას. სასამართლოს აზრით, განმცხადებელზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება იმ პირობებში, როცა რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე აუცილებლობასთან მიმართებით არანაირი შეღავათი არ დაიშვებოდა, არ შეიძლება განხილულიყო აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ განმცხადებლის ბრალდება და მსჯავრდება განხორციელდა მას შემდეგ რაც სომხეთის ხელისუფლებამ ევროპის საბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვალდებულება აიღო გარკვეულ ვადებში შემოეღო ალტერნატიული სამსახური და ეს მათ შეასრულეს განმცხადებლის მსჯავრდებიდან ერთ წელიწადზე ნაკლებ ვადაში. ამ გარემოებათა გათვალისწინებით განმცხადებლის მსჯავრდება, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა რეფორმის ოფიციალურ პოლიტიკასთან და სომხეთის საერთაშორისო ვალდებულების შესასრულებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან, არ შეიძლება ჩაითვალოს მწვავე სოციალური საჭიროებით ნაკარნახევად.
დადგენილება: დარღვევა (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ).
41- ე მუხლი: 10 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy