დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტზე No. 168
ნოემბერი 2013
ბენზერი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ - 23502/06
გადაწყვეტილება 12.11.2013 [სექცია II]
მე-2 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
მე-2(1) მუხლი
სიცოცხლე
ეფექტური გამოძიება
მე-2(2) მუხლი
ძალის გამოყენება
სამხედრო- საჰაერო ხომალდების მიერ სამოქალაქო სოფლების დაბომბვა და შემდგომში ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობა: დარღვევა
მე-3 მუხლი
არაადამიანური მოპყრობა
სამოქალაქო სოფლების დაბომბვის შედეგად მიყენებული ტანჯვა და მწუხარება: დარღვევა
38-ე მუხლი
38(1a)-ე მუხლი
ვალდებულება უზრუნველყონ ყველა აუცილებელი საშუალებით
მოპასუხე მთავრობამ ვერ უზრუნველყო სამხილის მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოდგენა: დარღვევა
46-ე მუხლი
ინდივიდუალური ზომები
მოპასუხე მთავრობამ მოითხოვა ჩატარებულიყო გამოძიება, რათა მომხადრიყო 1994 წელს სამოქალაქო სოფლების დაბომბვაში პასუხიმგებელი პირების იდენტიფირება.
ფაქტები – მომჩივნები იყვნენ თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ თავიანთ ოჯახებთან ერთად თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის ორ სოფელში. საქმის ფაქტები მხარეებს შორის დავის საგანი გახდა. მომჩივნების თქმით, 1994 წელს მათი სოფლები დაბომბა თურქეთის სამხედრო საჰაერო ხომალდებმა. შედეგად, მომჩივნების ოცდათოთხმეტი ახლო ნათესავი გარდაიცვალა, ზოგიერთი მომჩივანი თავად დაშავდა, და მათი საკუთრებისა და პირუტყვის უმეტესი ნაწილი განადგურდა. შემთხვევის შემდეგ, ყველა გადარჩენილმა სოფლელმა მიატოვა თავისი სოფელი და გადავიდა ქვეყნის სხვა ნაწილებში. ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, სოფლები კვლავ დაუსახლებელი იყო. 1994, 1996 და 2006 წლებში ადგილობრივმა პროკურორებმა დაასკვნეს, რომ სოფლების დაბომბვა განახორციელეს PKK-ს წევრებმა. მთავრობა დაეთანხმა ამ მოსაზრებას და განაცხადა, რომ არ არსებობდა ამ საქმეში მთავრობის ჩართულობის შესახებ რაიმე სამხილი. 2012 წელს მომჩივანებმა სასამართლოში წარადგინეს თვითმფრინავის საბორტო ჟურნალი , რომელიც შედგენილი იყო სამოქალაქო ავიაციის დირექტორატის (Civil Aviation Directorate) მიერ, რომელიც ეხებოდა ეროვნული საჰაერო ძალების მიერ ორ განხორციელებულ საფრენ მისიას, რომელიც განხორციელდა იმავე დღეს, როცა მომჩივანების სოფლები დაიბომბა.
სამართალი – წინასწარი პრეტენზია (ექვსთვიანი ვადა): მოპასუხე მთავრობა დაობდა, რომ მომჩივნებმა ვერ დაიცვეს ექვსთვიანი ვადა, რადგან მათ განაცხადი შეიტანეს შემთხვევიდან 12 წლის შემდეგ. განსაკუთრებული გარემოებების გამო, სასამართლო დაეთანხმა, რომ მომჩივნებს არ შეეძლოთ ეჩივლათ ამ მოვლენებთან დაკავშირებით ეროვნულ დონეზე, რადგან მათ სოფლებზე თავდასხმის შემდეგ გასული იყო დიდი დრო. მათ წარუდგინეს ოფიციალური საჩივრები ეროვნულ ხელისუფლებას, როგორც კი ამის საშუალება მიეცათ, და შეიტანეს საჩივარი ევროპულ სასამართლოში მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები არ მოიტანდა რაიმე შედეგს.
დასკვნა: წინასწარ პრეტენზიას უარი ეთქვა (ერთხმად)
მე-2 მუხლი
(a) არსებითი ასპექტი – ერთადერთი არგუმენტი, რომელსაც მთავრობა ეყრდნობოდა, რათა გაემყანებინა თავისი საჩივარი, რომ სოფლებზე თავდასხმა განხორციელდა PKK-ის წევრების მიერ, იყო ზოგიერთი სოფლებში მცხოვრებლისგან აღებული ჩვენებები და 1994 1996 და 2006 წლებში სამოქალაქო და სამხედრო პროკურორების გადაწყვეტილებები. მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე, ყველა მათ შორის ერთის გარდა, მიცემული იყო იმ ხალხის მიერ, რომლებიც არ იყვნენ მომჩივნების ორ სოფელში მცხოვრებლები და არ იმყოფებოდნენ ინციდენტის დროს იქ. შესაბამისად, ეს სამხილი იყო უბრალოდ სხვებისგან გაგონილი. უფრო მეტიც, ამ მოწმეების უმეტესობა დაკითხა სამხედრო ძალების წევრებმა და არა დამოუკიდებელმა სასამართლო წარმომადგენლებმა. ერთადერთი მოწმე, რომელიც სავარაუდოდ იყო ამ ორი სოფლიდან ერთ-ერთში ინციდენტის დღეს და ვინც PKK-ს წევრებს, უფრო მეტად ვიდრე თვითმფრინავებს, სდებდა ბრალს დაბომბვის განხორციელებაში, არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო დამოუკიდებლად ან მიუკერძოებლად, რადგან ის დასაქმებული იყო სახელმწიფოს მიერ სოფლის მცველად (a village guard). როგორც შემდგომი გამოძიებებიდან ჩანს, გამოძიების ფაილები შედგა 1994 და 1996 წლებში სამოქალაქო პროკურორების მიერ, რომელიც არ შეიცავდა არანაირ სამხილს, რომელიც დაამტკიცებდა PKK-ს ჩართვას ამ თავდასხმაში. შესაბამისად, ამ პროკურორების მიერ გაკეთებული დასკვნები იყო უსაფუძვლო. 2006 წელს სამხედრო პროკურორის მიერ ჩატარებული გამოძიება, სასამართლომ აზრით, იყო დაფუძნებული ისეთ სამხილზე, რომელიც შეიცავდა ალოგიკურ დასაბუთებას და შემდგომში დამტკიცებული იყო არასწორად. შესაბამისად, სასამართლოს შეეძლო, არ მიენიჭებინა მნიშვნელობა პროკურორების მიერ გაკეთებული დასკვნებისთვის ან მიეჩნია, რომ ისინი მხარს უმაგრებდნენ მთავრობის არგუმენტებს.
რაც შეეხება მომჩივნების მტკიცებას, რომ თავდასხმა განხორციელდა სამხედრო საჰაერო ხომალდების მიერ, სასამართლომ შენიშნა, რომ მომჩივნები თანმიმდევრულად ამტკიცებდნენ ამ მოსაზრებას რამდენიმე წლის განმავლობაში. მომდევნო გამოძიებები, რომლებიც პროკურატურის ორგანოების მიერ ჩატარდა 2004 და 2005 წლებში, დაფუძნებული იყო თვითმხილველთა ჩვენებებზე, რომლის მიხედვითაც სოფლები დაბომბა საჰაერო ხომალდმა და არა PKK-მ. დამატებით, ფრენების განრიგის შემდგენი, სამოქალაქო საავიაციო დირექტორატი, ამტკიცებდა, რომ მისიები გაფრინდა იმ ადგილისკენ, სადაც სოფლები მდებარეობდა, იმ დროს, როცა მომჩივნების თქმით თავდასხმა განხორციელდა. ამ მტკიცებულებების ფონზე, სასამართლომ დაადგინა, რომ სამხედრო საჰაერო ხომალდმა, რომელიც ეკუთვნოდა თურქეთის საჰაერო ძალებს, განახორციელა საჰაერო თავდასხმა, რამაც შეიწირა მომჩივნების ოცდაცამეტი ნათესავი და თავად სამი მომჩივანი დაშავდა. სასამართლოს აზრით, სამოქალაქო პირებისა და მათი სოფლების განურჩეველი საჰაერო დაბომბვა არ შეიძლება იყოს მიღებული დემოკრატიულ საზოგადოებაში ან შეთავსებადი კონვენციის მე-2(2) მუხლში მითითებული ძალის გამოყენების რომელიმე საფუძველთან, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჩვეულებით ნორმებთან ან სხვა რომელიმე საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, რომელიც არეგულირებს შეიარაღებულ კონფლიქტებში ძალის გამოყენებას.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
(ბ) პროცედურული ასპექტი – გამოძიება დაბომბვის შესახებ მთლიანად იყო არაადეკვატური და ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გამოტოვებული. მაგალითად, პროკურორებს არ ჩაუტარებიათ რაიმე საყურადღებო გამოკითხვა დაბომბვის უშუალო შედეგებზე, და მაშინ, როცა რეალურად გამოიკვლიეს რა მოხდა, გამოძიებები აღარ იყო დამოუკიდებელი, ქმნიდნენ უსაფუძვლო დასკვნებს, განსაკუთრებით, მინიმალურ გამოძიებებზე, და ცდილობდნენ, არ მიეღოთ გამოძიების ფაილები მომჩივნებისგან. ყველაზე მთავარი ის არის, რომ არ ჩატარებულა გამოძიება ფრენების განრიგთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავდა პასუხიმგებელ პირთა შესაძლო იდენტიფიკაციისა და ბრალდების მთავარ ელემენტს. სასამართლომ გაითვალისწინა რა ინფორმაციისა და სამხილების სიმრავლე, რომელიც მიუთითებდა, რომ მომჩივნების სოფლები დაიბომბა საჰაერო ძალების მიერ, დაასკვნა, რომ გამოძიების არაადეკვატურობა იყო ეროვნული პროკურატურის ორგანოების სურვილის უქონლობის შედეგი, ოფიციალურად დაედგინათ სიმართლე და დაესაჯათ პასუხიმგებელი პირები.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მე-3 მუხლი: სადაო არ იყო ის, რომ მომჩივნები თავიანთი ნათესავების სიკვდილის და თავიანთი საკუთრების განადგურების თვითმხილველები გახდნენ, მოუხდათ ინციდენტის შედეგებთან მარტოებს გამკლავება, და მოუხდათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიტოვება. დაბომბვის შესახებ ბრძანება გაიცა ადამიანის სიცოცხლის მიმართ სულ მცირე გულისხმიერების გარეშე და ჩატარდა პოლოტებისა და მათი უფროსების მიერ, რომლებიც ცდილობდნენ ამის დაფარვას საფრენი განრიგის წარმოდგენაზე უარის თქმით. ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებს დაბომბვის შემდეგ მომჩვნებისთვის არ შეუთავაზებით მინიმუმი ჰუმანიტარული დახმარებაც კი. ამ გარემოებებში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ახლო ნათესავების სიკვდილის ყურებამ, გააორმაგა ხელისუფლების წარმომადგენელთა სრულიად არაადეკვატური და არაეფექტური პასუხი ამ ქმედებების შედეგებთან დაკავშირებით, რომელმაც გამოიწვია მომჩივნების, რომლებიც განიცდიდნენ ამ ფაქტს, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. დამატებით, მათი სახლების დაბომბვამ მათ და თავიანთ ოჯახებს წაართვა თავშესაფარი და დასაყრდენი და იძულებულნი გახდნენ მიეტოვებინათ ადგილები, სადაც თვითონ და თავიანთი მეგობრები ცხოვრობდნენ. ტანჯვა და უბედურება, რომელიც გამოწვეული იყო ამ განადგურებით, იყო საკმარისად მკაცრი, რომ მე-3 მუხლის მიხედვით არაადამიანური მოპყრობის განმარტების ქვეშ მოქცეულიყო.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
38-ე მუხლი: იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მთავრობას სასამართლომ გარკვევით მოსთხოვა 2009 წელს ჩატარებული სრული გამოძიების ფაილის ასლის წარმოდგენა, მას(მთავრობას) არ წარმოუდგენია შესაბამისი ფრენების განრიგი და არც უხსენებია მისი არსებობა თავის არგუმენტებში. ინფორმაციის ეს ნაწილი 2012 წლის ივნისში სასამართლოს მომჩივნებმა მიაწოდეს, მას შემდეგ რაც მთავრობას უკვე ჰქონდა წარდგენილი თავისი არგუმენტები ამ საქმესთან დაკავშირებით. მთავრობა არ დაობდა ფრენების განრიგის ავთენტურობასთან დაკავშირებით, ამტკიცებდა, რომ არ იცოდა მისი არსებობის შესახებ, და არ წარმოუდგენია რაიმე ახსნა, თუ მანამდე რატომ არ წარმოადგინა იგი სასამართლოში. კონვენციით გათვალისწინებულ პროცედურებში მოპასუხე მთავრობის თანამშრომლობის მნიშნველობის გათვალისწინებით, ფრენების განრიგის წარმოუდგენლობა ჩაითვალა 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობად, რაც გულისხმობს ყველა საჭირო შესაძლებლობებით სასამართლოს დახმარებას, მის მოვალეობაში, დაადგინოს ფაქტები.
დასკვნა: 38-ე მუხლის შეუსრულებლობა (ერთხმად).
46-ე მუხლი: იმ ფაქტის გამო, რომ გამოძიების ფაილი და მის მფლობელობაში მყოფი დოკუმენტები ჯერ კიდევ ღია იყო ეროვნულ დონეზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალი საგამოძიებო ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მინისტრთა საბჭოს მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ნაბიჯებს უნდა მოეცვა ეფექტური სისხლისსამართლებრივი გამოძიება, ფრენების განრიგის დახმარებით, იმ მიზნით, რომ მოხდინათ მომჩივნების სოფლებზე დაბომბვაზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და დასჯა.
41-ე მუხლი: თანხები 15 000 ევროდან 250 000 ევრომდე როგორც არამატერიალური ზიანი; საჩივრებს მატერიალურ ზიანზე უარი ეთქვა.
(ნახეთ ასევე Akdıvar and Others v. Turkey, 21893/93, 16 სექტემბერი 1996; Timurtaş v. Turkey, 23531/94, 13 ივნისი 2000; და Musayev and Others v. Russia, 57941/00, 58699/00 და 60403/00, 26 ივლისი 2007, Information Note 99)
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy