© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
საქმე ბოჩანი უკრაინის წინააღმდეგ (BOCHAN v. UKRAINE) (# 2)
(განაცხადი # 22251/08)
გადაწყვეტილება
ეს რედაქცია ჩასწორდა სასამართლოს რეგლამენტის 81-ე მუხლის საფუძველზე 2015 წლის 11 მარტს.
სტრასბურგი
5 თებერვალი 2015
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შეიძლება დაექვემდებაროს სარედაქციო გადასინჯვას.
საქმეზე ბოჩანი უკრაინის წინააღმდეგ (Bochan v. Ukraine) (# 2),
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (დიდი პალატა) დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, თავმჯდომარე,
ჯოსეფ კასადევალი,
გვიდო რაიმონდი,
ინეტა ზიემელე,
მარკ ვილიგერი,
იზაბელ ბერო,
ბოსტიან მ. ზუპანჩიჩი,
ალვინა გიულუმიან,
განა იუდკივსკა,
ანგელიკა ნიუბერგერი,
ერიკ მოსე,
ანდრე პოტოცკი,
პოლ ლემენსი,
პოლ მაჰოუნი,
ალეს პეიჩალ,
კრზისტოფ ვოიცეკი,
დიმიტრი დედოვი, მოსამართლეები,
და ლოურენს ერლი, იურისტ კონსულტანტი,
ითათბირა 2014 წლის 7 მაისსა და 19 ნოემბერს,
ამ უკანასკნელ დღეს შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:
პროცედურა
1. საქმის წარმოება დაიწყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის (კონვენცია) 34-ე მუხლის საფუძველზე უკრაინის მოქალაქის, ქალბატონ მარია ივანოვნა ბოჩანის (განმცხადებელი) მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასამართლოსთვის 2008 წლის 7 აპრილს წარდგენილი განაცხადის (# 22251/08) საფუძველზე.
2. განმცხადებელს წარმოადგენდა მისი ვაჟი, ბატონი ი. ბოჩანი, ტერნოპილში მოღვაწე იურისტი. უკრაინის ხელისუფლებას (მოპასუხე სახელმწიფო) წარმოადგენდა მისი წარმომადგენელი, ბოლოს ქალბატონი ნ. სევოსტიანოვა, იუსტიციის სამინისტროდან.
3. განმცხადებელი კონვენციის 6.1 მუხლზე და 1-ელი დამატებითი ოქმზე დაყრდნობით ჩიოდა განმცხადებლის წინა საქმეზე (იხილეთ ბოჩანი უკრაინის წინააღმდეგ (Bochan v. Ukraine) # 7577/02, 3 მაისი, 2007) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე “საგამონაკლისო გარემოებების საფუძველზე საჩივართან დაკავშირებით” საქმისწარმოების გამო, რასაც ადგენდა უკრაინის შესაბამისი კანონმდებლობა.
4. 2011 წლის 6 სექტემბერს განაცხადი გადაეცა მოპასუხე სახელმწიფოს.
5. 2013 წლის 19 ნოემბერს მეხუთე სექციის პალატამ, შემდეგი შემადგენლობით, მარკ ვილიგერი, თავმჯდომარე, ანგელიკა ნიუბერგერი, ბოსტიან მ. ზუპანჩიჩი, განა იუდკივსკა, ანდრე პოტოცკი, პოლ ლემენსი, ალეს პეიჩალი, მოსამართლეები და ასევე კლაუდია ვესტერდიეკი, სექციის მდივანი, იურისდიქცია დათმო დიდი პალატის სასარგებლოდ, რაზეც მზარეებს პროტესტი არ გამოუთქვამთ (კონვენციის 30-ე მუხლი და სასამართლოს რეგლამენტის 72-ე მუხლი).
6. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26.4 და 26.5 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის შესაბამისად.
7. განმცხადებელმა და მოპასუხე სახელმწიფომ წარადგინეს წერილობითი მოსაზრებები. 2014 წლის 17 მარტს, მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ დიდი პალატის თავმჯდომარემ გადაწყვიტა არ ჩაეტარებია ზეპირი მოსმენა.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
8. განმცხადებელი დაიბადა 1917 წელს და ცხოვრობს ტერნოპილში.
9. საქმის ფატობრივი გარემოებები მხარეთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით შესაძლებელია შეჯამდეს შემდეგნაირად.
A. საქმის ფაქტობრივი გარემოებები
10. 1997 წლიდან განმცხადებელი წარუმატებლად ითხოვდა უფლებას სახლზე, რომელიც იმ დროისთვის ბატონი მ.-ს საკუთრებაში იყო და მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ეს სახლი იყო განთავსებული. მისი მოთხოვნა შემდეგ არგუმენტებს ემყარებოდა: რომ სადავო სახლის ნაწილი აშენდა მისი და მისი მეუღლის სახსრებით; რომ მისმა მეუღლემ ამ საკუთრებაზე კანონიერად მოიპოვა უფლებამოსილება, რაც მან შესაბამისად მემკვიდრეობით მიიღო; რომ ის ბატონ მ-ს არ მიყიდეს მიუხედავად ამის შესახებ შეთანხმებისა განმცხადებლის ვაჟთან; და რომ ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელზეც ბატონი მ. უთითებდა გაყალბებული იყო.
11. განმცხადებლის მოთხოვნა საკუთრებაზე ეროვნულმა სასამართლოებმა მრავალჯერ განიხილეს. საბოლოოდ უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განსხვავებული ტეროტორიული განსჯადობის დაბალი ინსტანციის სასამართლოებისთვის გადაცემის შემდეგ განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ეყრდნობოდა რა 17 მოწმის ჩვენებებს, რომელთაგან ერთს პირადად მოუსმინეს და ბატონი მ.-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ორი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ბატონმა მ.-მ სადაო სახლის ნაწილის საძირკველი 1993 წელს იყიდა განმცხადებლის ვაჟისგან და შემდეგ გააშენა ის საკუთარი ხარჯებით. შესაბამისად ბატონი მ. სახლის იმ ნაწილის მესაკუთრე იყო და უფლებამოსილი იყო ესარგებლა მიწის ნაკვეთით, რომელზეც სახლის ის ნაწილი იყო აშენებული. დაბალი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების ძალაში დატოვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2002 წლის 22 აგვისტოს მიიღო.
B. სასამართლოს გადაწყვეტილება პირველ საქმეზე
12. 2001 წლის 17 ივლისს განმცხადებელმა განაცხადი წარუდგინა სასამართლოს, ჩიოდა რა მის საჩივართან დაკავშირებით ეროვნულ სასამართლოებში საქმისწარმოების უსამართლობასთან დაკავშირებით. ის ასევე ჩიოდა საქმისწარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით და ამტკიცებდა კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევას ცალკე და კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, მის შედეგებთან დაკავშირებით.
13. 2007 წლის 3 მაისს სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბოლოო გახდა 2007 წლის 3 აგვისტოს. სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის 6.1 მუხლი დაირღვა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომელშიც განმცხადებლის საქმე უზენაესმა სასამართლომ ხელახლა გადაამისამართა და ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებების არასაკმარისი დასაბუთების გამო, ცალცალკე და ერთობლივად (იხილეთ ბოჩანი (Bochan), ციტირება მაღლა, § 85).
14. [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ შემდეგი დასაბუთება წარმოადგინა:
“74. ... განმცხადებლის საქმის ხელახალი გადამისამართება უზენაესმა სასამართლომ ბრძანა დაბალი ინსტანციის სასამართლოების მიგნებებზე აშკარად დაუთანხმებლობის შემდეგ, ფაქტებთან მიმართებით და საქმეს ერთერთ არსებით ასპექტთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვით, დაბალი ინსტანციის სასამართლოების მიერ ფაქტების ხელახალი შეფასებისა და მტკიცებულების გაზიარების შემდეგ. დამატებით უზენაესი სასამართლოს მხრიდან საქმის ხელახალი გადანაწილების დასაბუთების წარმოუდგენლობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის შიში, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, მათ შორის თავმჯდომარის მოადგილეს, აქვს წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი საქმის შედეგებთან მიმართებით და რომ მოსამართლეებმა, ვისაც საქმე გადაეცა 2000 წლის 9 ოქტომბერს საქმე უნდა განიხილონ უზენაესი სასამართლოს შეხედულების შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნას ობიექტურად გამართლებულად.
75. სასამართლო მიიჩნევს, რომ საერთო ჯამში ეს პროცედურული მდგომარეობა ასევე არღვევს სამართლებრივი მდგრადობის პრინციპს (იხილეთ რიაბიხი რუსეთის წინააღმდეგ (Ryabykh v. Russia), # 52854/99, §§ 51-52, ECHR 2003‑IX). ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსაზრებები განმცხადებლის საქმესთან დაკავშირებით განსხვავდება დაბალი ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებებისგან, არ შეიძლება იყოს მისი ხელახლა განხილვისთვის გადამისამართების ერთადერთი საფუძველი. ზემდგომი სასამართლოების უფლებამოსილება გადასინჯვაზე გამოიყენება მართლმსაჯულების შეცდომების, მართლმსაჯულების არასათანადოდ განხორციელების გამოსასწორებლად და არა დაბალი ინსტანციის სასამართლოების მიერ ფაქტების შეფასების ჩასანაცვლებლად.”
15. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა თავს უფლება მისცეს პასუხი არ გაეცათ განმცხადებლის წერილობით მოსაზრებებზე მოწმეთა განცხადებების სანდოობასთან და დოკუმენტური მტკიცებულების ვალიდურობასთან დაკავშირებით, რაც გადამწყვეტი იყო საქმის შედეგებისთვის (იხილეთ ბოჩანი (Bochan), ციტირება მაღლა, §§ 81-84).
16. დაეყრდნო რა კოვენციის 6.1 მუხლის საფუძველზე ზემოთ მითითებულ მიგნებებს, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არ იყო აუცილებელი განმცხადებლის საჩივრის გადაწყვეტა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე, რადგანაც ის არ წარმოშობდა გამორჩეულ საკითხს (იხილეთ ბოჩანი (Bochan), ციტირება მაღლა, § 91).
17. განმცხადებლის საჩივრები საქმისწარმოების ხანგრძლივობასთან და 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევასთან დაკავშრებით, კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, არ დაკმაყოფილდა როგორც დაუსაბუთებელი (იხილეთ ბოჩანი (Bochan), ციტირება მაღლა, §§ 87 და 93).
18. განმცხადებელს მიეკუთვნა 2000 ევრო სამართლიანი დაკმაყოფილების სახით არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ “განმცხადებელი უკრაინის კანონმდებლობის საფუძველზე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა საქმის გადასინჯვა სასამართლოს მიგნებებთან მიმართებით იმის თაობაზე, რომ მის საქმეზე ეროვნული სასამართლოები არ მოქმედებდნენ მე-6 მუხლის შესაბამისად” (იხილეთ ბოჩანი (Bochan), ციტირება მაღლა, §§ 97 და 98).
19. დღემდე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს არ დაუსრულებია გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობა კონვენციის 46.2 მუხლის საფუძველზე.
C. განმცხადებლის “სააპელაციო საჩივარი საგამონაკლისო გარემოებების ჭრილში”
20. 2007 წლის 14 ივნისს განმცხადებელმა უზენაეს სასამართლოს წარუდგინა “სააპელაციო საჩივარი საგამონაკლისო გარემოებებთან დაკავშირებით” 2004 წლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 353-355 მუხლების საფუძველზე (იხილეთ 24-ე პარაგრაფი დაბლა). დაეყრდნო რა სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებას, მან უზენაეს სასამართლოს თხოვა მის საქმეზე სასამართლოების გადაწყვეტილებათა გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდებოდა მისი საჩივრები. ის მიუერთდა მის საჩივრებს [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და ეროვნულ გადაწყვეტილებებზე მითითებით.
21. 2008 წლის 14 მარტს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების პანელმა 18 მოსამართლის შემადგენლობით შეისწავლა საჩივარი პალატებში და დაეყრდნო რა 2004 წლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 358-ე მუხლს (ასახულია 24-ე პარაგრაფში დაბლა), არ დააკმაყოფილა განმცხადებლის საჩივარი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილი შემდეგი შინაარსისაა:
“2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დასაშვებად ცნო განმცხადებლის საჩივრები საქმისწარმოებისას უსამართლობის თაობაზე და 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევის თაობაზე, ხოლო განაცხადის დარჩენილი ნაწილი დაუშვებლად ცნო. საქმეზე დადგინდა კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა. [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ ბრძანა, რომ მოპასუხე სახელმწიფო კონვენციის 44.2 მუხლის შესაბამისად ვალდებულია გადაწყვეტილების მიღების დღიდან სამი თვის ვადაში განმცხადებელს გადაუხადოს 2 000 (ორი ათასი) ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ...
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების 64-ე პარაგრაფში აღნიშნულია, რომ განმცხადებლის წერილობითი მოსაზრება ძირითადად ეხება ოთხ საკითხს, კერძოდ:
(ა) სასამართლოები, რომელთაც განიხილეს [განმცხადებლის] საქმე იყვნენ თუ არა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი;
(ბ) საქმის ჩემეროვეტსკის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილვის ფაქტმა დააბრკოლა თუ არა განმცხადებლის მონაწილეობა საქმისწარმოებაში;
(გ) დაცული იყო თუ არა მხარეთა შორის თანასწორობა ეროვნული სასამართლოების მიერ იმ მოწმეების არ მოსმენით, რომელთა წერილობითი ჩვენებებიც სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო;
(გ) პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებები საკმარისად დასაბუთებული იყო თუ არა.
როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, [ეროვნულ დონეზე] საქმისწარმოებისას განმცხადებელს წარმოადგენდა მისი ვაჟი, იურისტი... საქმისწარმოების მთელი მიმდინარეობისას ის არ გამოცხადდა სასამართლოს წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ ის სათანადო წესით იყო ინფორმირებული მოსმენის შესახებ.
საქმის განხილვაში მონაწილეთაგან არცერთს, მათ შორის არც ბატონ ბ.ი.-ს (განმცხადებლის ვაჟს) არ უთხოვიათ მოწმეთა მოწვევა ... ბატონმა ბ.ი.-მ ვერ წაროადგინა მოწმეთა ჩვენებები... რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სახლი აშენდა მისი (ან მისი მამის ან მისი დედის) სახსრებით.
არცერთ მხარეს, მათ შორის არც ბატონ ბ.ი.-ის არ მოუთხოვიათ [პირველი ინსტანციის] მოსამართლის აცილება. ბატონმა ბ.ი-მ საჩივრები სასამართლოს ობიექტურობის ნაკლებობასთან დაკავშირებით წარადგინა მხოლოდ მას შემდეგ რაც საქმეზე გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც შეიძლება გამოჩნდეს საქმის მასალებიდან, 1993 წლის 18 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების ვალიდურობა, რომლის საფუძველზეც ბატონმა მ.-მ ბატონი ბ.ი-ისგან შეისყიდა საძირკველის ნახევარი და სამშენებლო მასალების ნაწილი, სადავო არ გამხდარა... სახეზეა ასევე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სახლის მარცხენა ნახევარი აშენდა ბატონი მ.-ის ხარჯით და დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ბატონმა მ.-მ ბატონ ბ.ი-ის გადაუხადა 1 550 000 000 კარბოვანეტი [უკრაინის გარდამავალი ვალუტა 1996 წლის სექტემბრამდე] სახლის მარცხენა მხარის საძირკველისთვის. ეს გარემოებები სადავო არ გაბათილებულა ექსპერტის მიერ საქმის შესწავლის შედეგად.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნა, რომ განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ ის დისკრიმინაცის მსხვერპლი გახდა საკუთრების უფლებებით სარგებლობისას, კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევით, 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლთან ერთობლიობაში, სამოქალაქო საქმისწარმოების შედეგებთან მიმართებით. [სასამართლომ] დაასკვნა, რომ განმცხადებლის საჩივრები [წარდგენილი ამ ნორმების საფუძველზე] ვერ დაკმაყოფილდებოდა როგორც აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35.3 და 35.4 მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ [ეროვნული] სასამართლოების გადაწყვეტილებები კანონიერი და კარგად დასაბუთებული იყო და გადაწყვიტა განმცხადებლისთვის მიეკუთვნებია კომპენსაცია 2 000 ევროს ოდენობით, უკრაინის სასამართლოების მიერ მხოლოდ ‘გონივრული ვადის’ მოთხოვნის დარღვევის სანაცვლოდ.
ზემოთ აღნიშნულის გათვილისწინებით ამ საქმეზე სასამართლოების გადაწყვეტილებები ვერ გაუქმდება ქალბატონი ბოჩანის განაცხადში მითითებულ საფუძვლებზე დაყრდნობით.
[უკრაინის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის] 358-ე მუხლის საფუძველზე უკრაინის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების მოსამართლეთა პანელმა
[გადაწყვიტა]:
უარი ეთქვა [ქალბატონ ბოჩან მ.ი-ის] სააპელაციო საჩივარზე ხმელნიცკის რეგიონის ჩემეროვეტსკის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილების, ხმელნიცკის რეგიონული სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებისა და უკრაინის უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საგამონაკლისო გარემოებებში გადასინჯვის თაობაზე.”
22. 2008 წლის 8 აპრილს განმცხადებელმა უზენაეს სასამართლოს წარუდგინა ახალი “სააპელაციო საჩივარი საგამონაკლისო გარემოებებთან დაკავშირებით”. ის ამტკიცებდა, რომ 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების არასწორ “ინტერპრეტაციას” და უზენაეს სასამართლოს თხოვდა საქმე არსებითად გადაესინჯა იმ გადაწყვეტილებაში კონვენციის 6.1 მუხლთან დაკავშირებით [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს მიგნებებთან მიმართებით, როგორც ეს მითითებულია მე-15 პარაგრაფში მაღლა.
23. 2008 წლის 5 ივნისს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების შვიდმა მოსამართლემ დაეყრდნო რა 2004 წლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 356-ე მუხლს, სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რადგანაც ის არ მოიცავდა საქმის საგამონაკლისო გარემოებებში ხელახლა განხილვის საფუძვლებს 2004 წლის სამოქალაქო კოდექსის 354-ე მუხლის შესაბამისად (იხილეთ 24-ე პარაგრაფი დაბლა კოდექსის 354-ე მუხლის ტექსტისთვის და 356-ე მუხლის ამონარიდებისთვის).
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
A. 2004 წლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
24. სადავო დროს კოდექსის შესაბამისი ამონარიდები შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 353. სასამართლო გადაწყვეტილებების საგამონაკლისო გასაჩივრების უფლება
“1. საქმისწარმოების მხარეებს უფლება აქვთ უკრაინის უზენაესი სასამართლოს წინაშე გაასაჩივრონ სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებები საგამონაკლისო გარემოებების საფუძველზე მას შემდეგ რაც [ის გადაწყვეტილებები] კასაციის წესით განიხილება.”
მუხლი 354. საგამონაკლისო გარემოებების საფუძველზე გასაჩივრების საფუძვლები
“1. სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების საკასაციო წესით გადასინჯვის შემდეგ ისინი შეიძლება გადაისინჯოს საგამონაკლისო გარემოებების საფუძველზე თუკი საჩივარი წარდგენილია შემდეგი საფუძვლებით:
(1) საკასაციო სასამართლოს (ან სასამართლოების) მიერ კანონმდებლობის არაერთგვაროვანი შეფარდება;
(2) იმ საერთაშორისო სასამართლო ორგანოს მიერ, რომლის იურისდიქციაც უკრაინამ აღიარა, იმის დადგენა რომ [ეროვნული] სასამართლო გადაწყვეტილება არღვევდა უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებებს.”
მუხლი 355. საგამონაკლისო გარემოებების საფუძველზე სააპელაციო საჩივრის წარდგენა
“1. სააპელაციო საჩივარი შეიძლება წარდგენილ იქნას საგამონაკლისო გარემოებების აღმოჩენიდან ერთი თვის ვადაში.
2. საგამონაკლისო გარემოებების საფუძველზე სააპელაციო საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს საკასაციო საჩივრებისთვის დადგენილ წესებზე დაყრდნობით.
...”
მუხლი 356. საგამონაკლისო გარემოებების საფუძველზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
“1. საგამონაკლისო გარემოებების საფუძველზე სააპელაციო საჩივარის დასაშვებობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პანელის პალატებმა ...
2. სააპელაციო საჩივარი დასაშვებია თუკი სამი მოსამართლე მაინც გადაწყვეტს დასაშვებობას ...
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ არ საჩივრდება ...
4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე ეგზავნებათ მხარეებს...
5. თუკი სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად გამოცხადდება, სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს შესაბამისი გადაწყვეტილებების აღსრულება.
6. ამ მუხლის 1-4 პუნქტებში ასახული წესები არ ვრცელდება კოდექსის 354.2 მუხლში მითითებულ საფუძველზე დაყრდნობით წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე.”
მუხლი 357. საგამონაკლისო გარემოებების საფუძველზე საქმის განხილვის პროცედურა
“1. საქმის შესწავლა საგამონაკლისო გარემოებების საფუძველზე საკასაციო საქმისწარმოების მსგავსია (різновидом касаційного провадження).
2. საქმეს განიხილავს მოსამართლეთა პანელი, რომლებიც წარმოადგენენ უკრაინის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების წევრთა მინიმუმ ორ-მესამედს...
...
4. საქმის შესწავლა საგამონაკლისო გარემოებების საფუძველზე უნდა განხორციელდეს საკასაციო სამართალწარმოების მარეგულირებელი წესების საფუძველზე.”
მუხლი 358. უკრაინის უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება საქმეების საგამონაკლისო გარემოებების საფუძველზე შესწავლისას
“1. საქმის საგამონაკლისო გარემოებების საფუძველზე შესწავლისას უკრაინის უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია:
(1) განუხილველად დატოვოს საჩივარი და გადაწყვეტილება უცვლელი დატოვოს...
(2) სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს სასამართლო გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისთვის გადაუგზავნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს ან საკასაციო სასამართლოს...
(3) გააუქმოს სააპელაციო სასამართლოს ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვოს გადაწყვეტილება, რომელიც არამართებულად გააუქმეს ...
(4) გააუქმოს საქმეზე არსებული გადაწყვეტილებები და შეწყვიტოს საქმისწარმოება...
(5) შეცვალოს გადაწყვეტილება ან მიიღოს ახალი გადაწყვეტილება საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით ...”
მუხლი 360. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების მოქმედება
“1. უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საგამონაკლისო გარემოებების საფუძვლით კანონის ძალის მქონეა მიღების შემდეგ და არ შეიძლება გასაჩივრდეს.”
B. გადაწყვეტილებათა აღსრულების შესახებ კანონი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მოქმედების გავრცელება, 2006 წლის 23 თებერვალი[1]
25. კანონის შესაბამისი ნაწილები იმ დროისთვის მოქმედი რედაქციით შემდეგი შინაარსისაა:
“ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშვა: სახელმწიფოს ვალდებულებიდან, აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდ გადაწყვეტილებები უკრაინის წინააღმდეგ წარმართულ საქმეებზე; საჭიროებიდან, შემცირებულიყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი ოქმების უკრაინის მხრიდან დარღვევის მიზეზები; ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სტანდარტების უკრაინის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ პრაქტიკაში იმპლემენტაციის საჭიროებიდან; და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკრაინის წინააღმდეგ წარდგენილი განაცხადების რაოდენობის შემცირების პირობების შექმნის აუცილებლობიდან.”
მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები
“1. ამ კანონის მიზნებისთვის ეს ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:
...
კონვენცია – 1950 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენცია და ოქმები, რომლებიც შეთანხმებულია როგორც სავალდებულო უკრაინის [პარლამენტის] მიერ;
სასამართლო – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;
...
ბენეფიციარი – (ა) განმცხადებელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკრაინის წინააღმდეგ წარდგენილ საქმეებზე, რომლის სასარგებლოდაც მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება ან რომლის საქმეზე მხარეებმა მიაღწიეს მეგობრულ შეთანხმებას, ან მისი წარმომადგენელი, ან სამართალმემკვიდრე ...
[სასამართლოს] გადაწყვეტილების აღსრულება – (ა) ბენეფიციარისთვის კომპენსაციის გადახდა; (ბ) ინდივიდუალური ღონისძიებების გატარება; (გ) ზოგადი ღონისძიებების გატარება;
...”
მუხლი 2. [სასამართლოს] გადაწყვეტილების აღსრულება
“1. სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულო და აღსასრულებელია უკრაინისთვის კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისად.
2. ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით და სხვა რეგულაციებით, წინამდებარე კანონის სპეციალური ნორმების გათვალისწინებით.”
მუხლი 10. დამატებითი ინდივიდუალური ღონისძიებები
“1. კომპენსაციის გადახდასთან ერთად საჭიროა ინდივიდუალური ღონისძიებების გატარება და მათი მიმართვა ბენეფიციარის [დარღვეული] უფლებების აღდგენაზე.
2. ინდივიდუალური ღონისძიებები მოიცავს:
(ა) კონვენციის დარღვევამდე ბენეფიციარის სამართლებრივი სტატუსის მაქსიმალურ აღდგენას (restitutio in integrum);
...
3. ბენეფიციარის მანამდელი სტატუსი inter alia, უნდა აღდგეს შემდეგი საშუალებებით:
(ა) საქმის ხელახალი განხილვა სასამართლოს მიერ, მათ შორის იმავე საქმეზე საქმისწარმოების განახლება;
(ბ) საქმის ხელახალი განხილვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.”
მუხლი 11. მოქმედებები, რომლებიც სახელმწიფოს წარმომადგენლის სამსახურმა უნდა გაატაროს ინდივიდუალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით
“1. სახელმწიფო წარმომადგენლის სამსახური გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შესახებ სასამართლოს შეტყობინების მიღებიდან სამი დღის ვადაში:
(ა) ბენეფიციარს უგზავნის შეტყობინებას, რომლითაც განუმარტავს მის უფლებას, წამოიწყოს საქმისწარმოება მისი საქმის გადახედვასთან დაკავშირებით და/ან განაახლოს საქმისწარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ...”
III. კანონმდებლობა და პრაქტიკა ევროპის წევრ სახელმწიფოებში
26. ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ოცდათვრამეტი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შედარებითი კვლევიდან აშკარაა, რომ მრავალ სახელმწიფოს გააჩნია ეროვნული მექანიზმები, რომლებიც შესაძლებელს ხდის ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დასრულებული სამოქალაქო საქმეების გადასინჯვის მოთხოვნას, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს მიერ კონვენციის დარღვევის დადგენის საფუძვლით. კერძოდ კი, შესწავლილი წევრი ქვეყნებიდან ოცდაორში ეროვნული სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ ადგენს შესაბლებლობას წარმატებული განმცხადებლისთვის, მოითხოვოს სამოქალაქო საქმის გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ან სხვა საერთაშორისო სასამართლოს მიერ დარღვევის დადგენის საფუძვლით. ეს ასეა შემდეგი ქვეყნებისთვის, ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა, საქართველო, გერმანია, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვაკია, შვეიცარია და თურქეთი. ყველა ამ ქვეყანაში გადასინჯვის მოთხოვნა უნდა წარედგინოს სასამართლოს. თუმცა, სასამართლო ინსტანციის დონე განსხვავდება წევრი ქვეყნების მიხედვით. ზოგიერთ ქვეყანაში უმაღესი ინსტანციის სასამართლო განიხილავს მოთხოვნას, უზენაესი სასამართლო (ეს ასეა ალბანეთში, აზერბაიჯანში, ესტონეთში და ლიტვაში) ან საკონსტიტუციო სასამართლო (ჩეხეთის რესპუბლიკა). სხვებში მოთხოვნა წარედგინება სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებაც საჩივრდება (ხორვატია, მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა და სერბეთი). როგორც წესი, გადასინჯვა არ არის ავტომატური და განიხილება დასაშვებობის საკითხი, როგორციაა ხანდაზმულობა, განმცხადებლის უფლებამოსილება და მოთხოვნის დასაბუთებულობა (ეს ასეა მაგალითად ალბანეთში, მაკედონიის ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკაში, საქართველოში, მონტენეგროსა და თურქეთში). ზოგიერთი ეროვნული კანონმდებლობით დადგენილია სხვა პირობების დაცვის ვალდებულება, მაგალითად, ის რომ დარღვევის მძიმე შედეგები კვლავ სახეზე უნდა იყოს (რუმინეთი), ან რომ კომპენსაცია ვერ უნდა აკმაყოფილებდეს დარღვევას (სლოვაკეთი), ან რომ განმცხადებლის კომპენსირება ვერ მოხდება სხვა საშუალებებით (ესტონეთი).
27. მართალია შესწავლილი ოცდათვრამეტი წევრი სახელმწიფოდან თექვსმეტში სამოქალაქო საქმეების გადასინჯვა სასამართლოს მიერ კონვენციის დარღვევის დადგენის საფუძვლით პირდაპირ არ არის მითითებული მოქმედ სამართლებრივ ნორმებში (ასეა ავსტრიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, უნგრეთში, იტალიაში, ირლანდიაში, ლიხტენშტეინში, ლუქსემბურგში, მონაკოში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, სლოვენიაში, ესპანეთში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში (ინგლისი და უელსი), ამ ქვეყნებიდან ზოგიერთში შესაძლოა განმცხადებლებისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იყოს გადასინჯვის მოთხოვნა ამგვარ ვითარებაში ახლად აღმოჩენილი ფაქტების ან პროცესუალური შეცდომების საფუძველზე პროცედურული გადასინჯვის ფარგლებში (მაგალითად, საფრანგეთი, ნიდერლანდები და პოლონეთი).
IV. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია # R (2000) 2
28. 2000 წლის 19 იანვარს მინისტრთა მოადგილეების 694-ე შეხვედრაზე მიღებულ რეკომენდაციაში # R (2000) 2, მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა, რომ [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პრაქტიკამ აჩვენა, რომ საქმის ხელახალი განხილვა ან საქმისწარმოების განახლება კონკრეტულ გარემოებებში restitutio in integrum-ის მიღწევის ყველაზე ეფექტიანი, თუ ერთადერთი არა საშუალებები. შესაბამისად მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოებს შექმნან სასამართლოს მიერ კონვენციის დარღვევის დადგენის შემდეგ საქმეთა ხელახლა შესწავლის მექანიზმები, განსაკუთრებით როდესაც:
“(i) დაზარალებული მხარე კვლავ განიცდის მძიმე უარყოფით შედეგებს განსახილველი ეროვნული დონის გადაწყვეტილების შედეგების გამო, რომლებზეც არ მოხდა ადეკვატური სამართლიანი დაკმაყოფილება და ვერ გამოსწორდება ხელახალი განხილვის ან საქმის განახლების გარეშე და
(ii) სასამართლოს გადაწყვეტილებით მივდივართ დასკვნამდე, რომ
(ა) სადაო ეროვნული გადაწყვეტილება არსებით საკითხებზე წინააღმდეგობაშია კონვენციასთან, ან
(ბ) დადგენილი დარღვევა ეხება იმგვარი სიმძიმის პროცესუალურ შეცდომებს ან ხარვეზებს, რომ ეროვნულ დონეზე გასაჩივრებული საქმისწარმოების შედეგი მნიშვნელოვან ეჭვს ბადებს.”
კანონმდებლობა
I. კონვენციის 6.1 მუხლისა და 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის სავარაუდო დარღვევა
29. განმცხადებელი ჩიოდა “საგამონაკლისო გარემოებების საფუძვლით გასაჩივრებასთან” (საგამონაკლისო გასაჩივრება) დაკავშირებით საქმისწარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც დასრულდა უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით. კერძოდ კი ის ამტკიცებდა, რომ მისი საგამონაკლისო საჩივრის განხილვისას უზენაესმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულების შეფასების თაობაზე სასამართლოს მიგნებები კონვენციის 6.1 მუხლთან დაკავშირებით, 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებაში (იხილეთ მე-15 პარაგრაფი მაღლა). მან ასევე არ გაითვალისწინა საქმის ზოგიერთი მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ კი ძირითადი წერილობითი მტკიცებულების ვალიდურობა, რომელზეც ეროვნულმა მოსამართლეებმა დააფუძნეს გადაწყვეტილებები. უფრო მეტიც, მისი დასაბუთება რომელიც დაკავშირებულია განმცხადებლის წინა განაცხადის შედეგთან, ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს მიგნებებს 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებაში (იხილეთ მე-13 და მე-18 პარაგრაფები მაღლა). განმცხადებლის თანახმად უზენაესმა სასამართლომ მისი საგამონაკლისო საჩივარი იმგვარი უსამართლო გზით გადაწყვიტა, რომ პირდაპირ დაარღვია კონვენციის 6.1 მუხლი და 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი. განმცხადებლის წერილობითი მოსაზრებების შესაბამისი ნორმები შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 6.1
“სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ... ყველას აქვს ... საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლება ... სასამართლოს მიერ.”
1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი
“ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახდებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.”
30. თავიდანვე სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე განაცხადი იგივე განმცხადებლის მიერ უძრავ ქონებაზე უფლებამოსილების მოპოვებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმისწარმოებაზე წარდგენილ წინა განაცხადთან კავშირშია. ამ განაცხადთან დაკავშირებით 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა საქმისწარმოების შედეგად, რომლითაც დაირღვა 6.1 მუხლით სამართლიანი მოსმენის გარანტიები დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისა, სამართლებრივი მდგრადობისა და საკმარისი დასაბუთების წარდგენის მოთხოვნისა (იხილეთ 13-15 პარაგრაფები მაღლა). დაეყრდნო რა ძირითადად სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებას, განმცხადებელმა საგამონაკლისო საჩივარი წარუდგინა უზენაეს სასამართლოს, რითაც ასაჩივრებდა აღნიშნულ გადაწყვეტილებებს. 2008 წლის მარტში დასრულებული საქმისწარმოებისას, რომელიც მისი წინამდებარე განაცხადის საგანია, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი, დაადგინა რა, რომ ეროვნული დონის გადაწყვეტილებები მართებული და დასაბუთებული იყო.
31. სასამართლომ პირველ ყოვლისა უნდა გადაწყვიტოს, კონვენციის 46-ე მუხლი ხომ არ გამორიცხავს განმცხადებლის მიერ წარდგენილი სხვადასხვა საჩივრების განხილვას, სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის კუთხით მინისტრთა კომიტეტსა და სასამართლოს შორის უფლებამოსილების გადანაწილების თვალსაზრისით (იხილეთ მაგალითად, ლიონსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Lyons and Others v. the United Kingdom) (გადაწყვეტილება), # 15227/03, ECHR 2003‑IX). მეორე, თუკი ეს დაბრკოლება არ არსებობს, შესასწავლია განმცხადებლის საგამონაკლისო საჩივრის ეროვნულ დონეზე განხილვაზე ვრცელდებოდა თუ არა კონვენციის გარანტიები, კერძოდ კი 6.1 მუხლით დადგენილი (იხილეთ სტეკ-რიჩი და სხვები ლიხტენშტეინის წინააღმდეგ (Steck-Risch and Others v. Liechtenstein) (გადაწყვეტილება), # 29061/08, 11 მაისი, 2010) და თუკი ასეა, 6.1 მუხლის მოთხოვნები დაცული იყო თუ არა.
32. მანამდე უნდა აღინიშნოს, რომ განმცხადებლის საჩივრები პირველ რიგში მიმართულია 2007 წლის 14 ივნისს მის საგამონაკლისო საჩივარზე მიმდინარე საქმისწარმოების წინააღმდეგ, რომელიც არ დააკმაყოფილა უზენაესმა სასამართლომ 2008 წლის 14 მარტს. განმცხადებლის მსგავსი თანმდევი საჩივრის ბუნებისა და შედეგის გათვალისწინებით, რაც არ დააკმაყოფილა უზენაესმა სასამართლომ 2008 წლის 5 ივნისს, სასამართლო ასევე გაითვალისწინებს ამ უკანასკნელ საქმისწარმოებას (იხილეთ 55-56 პარაგრაფები დაბლა).
A. კონვენციის 46-ე მუხლით სასამართლოს დაბრკოლება შეექმნა თუ არა წინამდებარე განაცხადდთან დაკავშირებული საჩივრების შესწავლისას
1. ზოგადი პრინციპები
33. მაღალი ხელშემკვრელი მხარეების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების დაცვის საკითხი მისი იურისდიქციის გარეთ ექცევა თუკი არ წარმოიშვა კონვენციის 46.4 და 46.5 მუხლით დადგენილი “დარღვევის პროცედურის” კონტექსტში (იხილეთ “გაერთიანებული მაკედონური ორგანიზაცია ილინდენი” PIRIN და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ (The United Macedonian Organisation Ilinden – PIRIN and Others v. Bulgaria) (# 2), # 41561/07 და # 20972/08, § 56, 18 ოქტომბერი, 2011). 46.2 მუხლის საფუძველზე მინისტრთა კომიტეტს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება ზედამხედველობა განახორციელოს სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე და შეაფასოს მოპასუხე სახელმწიფოთა მიერ გატარებული ღონისძიებები. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების სფეროში მინისტრთა კომიტეტის როლი სასამართლოს არ აბრკოლებს შეისწავლოს ახალი განაცხადი მოპასუხე სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებით გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, თუკი ეს განაცხადი შეიცავს შესაბამის ახალ ინფორმაციას თავდაპირველი გადაწყვეტილებით გადაუწყვეტელ საკითხებზე (იხილეთ Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) შვეიცარიის წინააღმდეგ (Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland) (# 2) [დიდი პალატა], # 32772/02, §§ 61‑63, ECHR 2009).
34. შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამდა საქმეზე ეგმეზი კვიპროსის წინააღმდეგ (Egmez v. Cyprus) ((გადაწყვეტილება), #12214/07, §§ 48-56, 18 სექტემბერი, 2012) შემდეგი შინაარსით:
“48. სასამართლო განმარტავს, რომ დარღვევის დადგენა მის გადაწყვეტილებებში არსებითად დეკლარაციულია (იხილეთ კრჩმარი და სხვები ჩეხეთს რესპუბლიკის წინააღმდეგ (Krčmář and Others v. the Czech Republic) (გადაწყვეტილება), # 69190/01, 30 მარტი, 2004; ლიონსი და სხვები გაერთანებული სამეფოს წინააღმდეგ (Lyons and Others v. the United Kingdom) (გადაწყვეტილება), # 15227/03, ECHR 2003-IX; და მარცკხი ბელგიის წინააღმდეგ (Marckx v. Belgium), 13 ივნისი, 1979, § 58, სერია A # 31) და რომ კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა ვალდებულება აიღეს, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებს ნებისმიერ საქმეზე, რომელზეც მხარეები არიან, ხოლო აღსრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს მინისტრთა კომიტეტი (იხილეთ, mutatis mutandis, პაპამიხაილოპულოსი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ (Papamichalopoulos and Others v. Greece) (მუხლი 50), 31 ოქტომბერი 1995, § 34, სერია A # 330-B). აქედან გამომდინარეობს, inter alia, რომ გადაწყვეტილება, რომელზეს სასამართლომ დაადგინა კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა, მოპასუხე სახელმწიფოებს აკისრებს სამართლებრივ ვალდებულებას, შესაბამის პირებს არა მხოლოდ გადაუხადოს სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში მიკუთვნებული თანხები, არამედ ასევე მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით აირჩიოს ზოგადი და/ან, შესაბამისობის მიხედვით, ინდივიდუალური ღონისძიების გატარება ეროვნული სამართლის სისტემაში, სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევის დასასრულებლად და შედეგების მაქსიმალურად აღმოსაფხვრელად (იხილეთ პისანო იტალიის წინააღმდეგ (Pisano v. Italy) (განსახილველ საქმეთა სიიდან ამოღება) [დიდი პალატა], # 36732/97, § 43, 24 ოქტომბერი, 2002 და სკოზარი და გიუნდა იტალიის წინააღმდეგ (Scozzari and Giunta v. Italy) [დიდი პალატა], #39221/98 და #41963/98, § 249, ECHR 2000-VIII). მინისტრთა კომიტეტის მეთვალყურეობის ქვეშ მოპასუხე სახელმწიფო თავისუფალია აირჩიოს კონვენციის 46-ე მუხლის საფუძველზე მისი სამართლებრივი ვალდებულების შესრულების საშუალებები, იმ პირობით, რომ ამგვარი საშუალებები შესაბამისობაშია სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახულ დასკვნებთან (იხილეთ ზემოთ ციტირებული სკოზარისა და გიუნტას (Scozzari and Giunta) საქმეზე გადაწყვეტილება, § 249). თავის მხრივ სასამართლო ვერ ხედავს თავის როლს ამ დიალოგში (ლიონსი და სხვები (Lyons and Others), ციტირება მაღლა).
49. მართალია სასამართლოს შეუძლია გარკვეულ ვითარებაში მიუთითოს კონკრეტული სამართლებრივი დაცვის საშუალებაზე ან ღონისძიებაზე, რომელიც მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გაატაროს (იხილეთ, მაგალითად, ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ (Assanidze v. Georgia) [დიდი პალატა], # 71503/01, ძირითადი ნაწილის მე-14 პუნქტი, ECHR 2004-II; გენჩელი თურქეთის წინააღმდეგ (Gençel v. Turkey), # 53431/99, § 27, 23 ოქტომბერი, 2003), მაინც მინისტრთა კომიტეტის კომპეტენციაა შეაფასოს ამგვარი ღონისძიებების იმპლემენტაცია კონვენციის 46.2 მუხლის შესაბამისად (იხილეთ გრინსი და M.T. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Greens and M.T. v. the United Kingdom), # 60041/08 და # 60054/08, § 107, 23 ნოემბერი, 2010; სულიაჯიკი ბოსნიისა და ჰერცოგოვინის წინააღმდეგ (Suljagić v. Bosnia and Herzegovina), # 27912/02, § 61, 3 ნოემბერი, 2009; ჰატენ ჩეპსკა პოლონეთის წინააღმდეგ (Hutten Czapska v. Poland) (მეგობრული შეთანხმება) [დიდი პალატა], # 35014/97, § 42, 28 აპრილი, 2008; ჰატენ ჩეპსკა პოლონეთის წინააღმდეგ (Hutten Czapska v. Poland) [დიდი პალატა], # 35014/97, §§ 231-239 და ძირითადი ნაწილი, ECHR 2006-VIII); ბრონიოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Broniowski v. Poland) (მეგობრული შეთანხმება) [დიდი პალატა], # 31443/96, § 42, ECHR 2005-IX; და ბრონიოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Broniowski v. Poland) [დიდი პალატა], # 31443/96, §§ 189-194 და ძირითადი ნაწილი, ECHR 2004-V).
50. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მუდმივად უთითებს, რომ მისი იურისდიქცია არ მოიცავს იმის გარკვევას, ხელშემკვრელმა მხარემ შეასრულა თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული მოვალეობა. შესაბამისად, მან უარი განაცხადა საჩივრების შესწავლაზე, რომლებიც ეხება სახელმწიფოთა მიერ მისი გადაწყვეტილებების აღსრულებას, განაცხადა რა ამგვარი საჩივრები დაუშვებლად ratione materiae (იხილეთ მოლდოვანი და სხვები მოლდოვეთის წინააღმდეგ (Moldovan and Others v. Moldova) (გადაწყვეტილება), # 8229/04, 15 თებერვალი, 2011; დოვსეტი გაერთიანებული სამეფოს წინააღდეგ (Dowsett v. the United Kingdom) (# 2) (გადაწყვეტილება), # 8559/08, 4 იანვარი, 2011; ოჯალანი თურქეთის წინააღმდეგ (Öcalan v. Turkey) (გადაწყვეტილება), # 5980/07, 6 ივლისი, 2010; ჰაასე გერმანიის წინააღმდეგ (Haase v. Germany), # 11057/02, ECHR 2004 III; კომანიცკი სლოვაკიის წინააღმდეგ (Komanický v. Slovakia) (გადაწყვეტილება), # 13677/03, 1 მარტი, 2005; ლიონსი და სხვები (Lyons and Others), ციტირება მაღლა; კრჩმარი და სხვები (Krčmář and Others), ციტირება მაღლა; და ფიშერი ავსტრიის წინააღდეგ ([Fischer] v. Austria) (გადაწყვეტილება), # 27569/02, ECHR 2003 VI).
51. თუმცა ამ სფეროში მინისტრთა კომიტეტის როლი არ ნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევის აღმოსაფხვრელად მოპასუხე სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ აღძრავს გადაწყვეტილებით გადაუწყვეტელ ახალ საკითხს (იხილეთ Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT), ციტირება მაღლა, § 62; ჰაკარი საფრანგეთის წინააღმდეგ (Hakkar v. France) (გადაწყვეტილება), # 43580/04, 7 აპრილი, 2009; ჰაასე (Haase), ციტირება მაღლა; მეჰემი საფრანგეთს წინააღმდეგ (Mehemi v. France) (# 2), # 53470/99, § 43, ECHR 2003‑IV]; რონგონი იტალიის წინააღმდეგ (Rongoni v. Italy), # 44531/98, § 13, 25 ოქტომბერი, 2001; რანდო იტალიის წინააღმდეგ (Rando v. Italy), # 38498/97, § 17, 15 თებერვალი, 2000; ლეტერმე საფრანგეთის წინააღდეგ (Leterme v. France), 29 აპრილი, 1998, ანგარიშები 1998-III; პაილოტი საფრანგეთის წინააღმდეგ (Pailot v. France), 22 აპრილი, 1998, § 57, ანგარიშები 1998-II; და ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ (Olsson v. Sweden) (# 2), 27 ნოემბერი, 1992, სერია A # 250) და თავისთავად წარმოადგენს ახალი განაცხადის საგანს, რაც შეიძლება სასამართლომ განიხილოს.
52. ამ საფუძვლით, სასამართლომ დაადგინა, რომ მას გააჩინა კომპეტენცია, განიხილოს საქმის შემდგომი საჩივრები, მაგალითად, როდესაც ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა საქმე ხელახლა შეისწავლეს ეროვნულ დონეზე სასამართლოს ერთერთი გადაწყვეტილების აღსრულების გზით, ან საქმისწარმოების განახლებით (იხილეთ ემრე შვეიცარიის წინააღმდეგ (Emre v. Switzerland) (# 2), # 5056/10, 11 ოქტომბერი, 2011, და ჰერტელი შვეიცარიის წინააღმდეგ (Hertel v. Switzerland) (გადაწყვეტილება), # 53440/99, ECHR 2002-I]) ან ეროვნულ დონეზე სრულიად ახალი საქმისწარმოების ინიცირებით (იხილეთ გაერთიანებული მაკედონური ორგანიზაცია ილინდენი - PIRIN და სხვები ბულგარეთს წინააღდეგ (The United Macedonian Organisation Ilinden – PIRIN and Others v. Bulgaria) (# 2), # 41561/07 და # 20972/08, 18 ოქტომბერი, 2011 და ლიუ რუსეთის წინააღმდეგ (Liu v. Russia) (# 2), # 29157/09, 26 ივლისი, 2011).
53. უფრო მეტიც, სასამართლოს მიერ დარღვევის დამდგენი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კონვენციური უფლების განგრძობადი დარღვევის სპეციფიურ კონტექსტში სასამართლოსთვის უჩვეულო არ არის განიხილოს მეორე განაცხადი მომდევნო პერიოდში ამ უფლების დარღვევასთან დაკავშირებით (იხილეთ, სხვა წყაროებთან ერთად ივანტოკი და სხვები მოლდოვეთისა და რუსეთის წინააღმდეგ (Ivanţoc and Others v. Moldova and Russia), # 23687/05, §§ 93-96, 15 ნოემბერი, 2011 მიმდინარე პატიმრობასთან დაკავშირებით; ვასერმანი რუსეთის წინააღმდეგ (Wasserman v. Russia) (# 2), # 21071/05, §§ 36-37, 10 აპრილი, 2008 ეროვნული დონის გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით; და რონგონი იტალიის წინააღმდეგ (Rongoni v. Italy), ციტირება მაღლა, § 13, საქმისწარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით). ამგვარ საქმეებზე ‘ახალი საკითხი’ გამომდინარეობს იმ დარღვევის მიმდინარეობიდან, რომელიც საფუძველს წარმოადგენდა სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილებისთვის. თუმცა სასამართლოს მიერ საქმის შესწავლა ეხება ახალ პერიოდს და აღნიშნულთან მიმართებით წარდგენილ ახალ საჩივრებს (იხილეთ მაგალითად, ივანტოკი და სხვები, (Ivanţoc and Others), ციტირება მაღლა).
54. სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან ნათელია, რომ ‘ახალი საკითხის’ არსებობის დადგენა დიდწილად დამოკიდებულია მოცემული საქმის კონკრეტულ გარემოებებზე და საქმეებს შორის განსხვავება ყოველთვის ნათელი არ არის. მაგალითად, საქმეზე Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) (ციტირება მაღლა), სასამართლომ დაადინა, რომ ის კომპეტენტურია შეისწავლოს საჩივარი იმის შესახებ, რომ განსახილველმა ეროვნულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა განაცხადი [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქმისწარმოების განახლების თაობაზე. სასამართლო ძირითადად დაეყრდნო იმ ფაქტს, რომ განაცხადის არ მიღების საფუძვლები ახალი იყო და შესაბამისად მოიცავდა ახალ ინფორმაციას, რომელიც განაპირობებს კონვენციის ახალ დარღვევას (იხილეთ Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT), ციტირება მაღლა, § 65). ის ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მინისტრთა კომიტეტმა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობა დაასრულა საქმის განახლებაზე უარის გაუთვალისწინებლად, რადგანაც მისთვის არ იყო ცნობილი ეს გადაწყვეტილება. სასამართლო მიიჩნევდა, რომ ამ თვალსაზრისით, ეს უარი ახალ ფაქტს წარმოადგენდა (ibid, § 67). მსგავსად ამისა, საქმეზე ემრე (Emre) (ციტირება მაღლა) მის უახლეს გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განახლების შემდეგ ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება და ამ საქმეზე ეროვნული სასამართლოს მიერ ინტერესთა ახალი ბალანსის დადგენა, ახალ ფაქტს წარმოადგენს. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მინისტრთა კომიტეტის მიერ სააღსრულებო წარმოება არ დაწყებულა. მიუხედავად წარმოებაში არ მიღებისა, მსგავსი საჩვრები იყო შელინგი ავსტრიის წინააღმდეგ (Schelling v. Austria) (# 2) (dec.), # 46128/07, 16 სექტემბერი, 2010 და სტეკ-რიჩი და სხვები ლიხტენშტეინის წინააღმდეგ (Steck-Risch and Others v. Liechtenstein) (გადაწყვეტილება) # 629061//08, 11 მაისი, 2010), როგორც სასამართლო მიიჩნევს, ფაქტებთან მიმართებით, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის განაცხადების არ დაკმაყოფილების შესახებ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები არ ეფუძნებოდა ან არ იყო დაკავშირებული შესაბამის ახალ საფუძვლებთან, რაც სავარაუდოდ განაპირობებს კონვენციის ახალ დარღვევას. ასევე, საქმეზე სტეკ-რიში (Steck-Risch) სასამართლომ დაადგინა, რომ მინისტრთა კომიტეტმა დაასრულა ზედამხედველობა სასამართლოს წინმსწრები გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ეროვნული სასამართლოს უარამდე, განეახლებინა საქმისწარმოება და არ დაეყრდნო ფაქტს, რომ შესაძლებელი იყო განახლების მოთხოვნა. აღნიშნულთან მიმართებით ახალი ინფორმაცია არ იყო წარმოდგენილი.
55. ასევე ამ კონტექსტში მითითება უნდა გაკეთდეს პრეცედენტულ სამართალში 35.2.ბ მუხლთან მიმართებით დადგენილ კრიტერიუმზე, რომლის თანახმადაც კრიტერიუმი დაუშვებლად უნდა გამოცხადდეს, თუკი ის ‘არსებითად იგივეა, როგორც საკითხზე, რომელიც სასამართლომ უკვე შეისწავლა... და არ მოიცავს შესაბამის ახალ ინფორმაციას’: (i) განაცხადი მიიჩნევა ‘არსებითად იგივედ’, როდესაც მხადეები, საჩივრები და ფაქტები იდენტურია (იხილეთ Verein Gegen Tierfabriken Schweiz (VgT) ციტირება მაღლა, § 63 და პოუჯერი ავსტრიის წინააღმდეგ (Pauger v. Austria) (გადაწყვეტილება), # 16717/90 და # 24872/94, კომისიის 1995 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება); (ii) საჩივრის კონცეფცია ხასიათდება მასში ასახული ფაქტებით, და არა მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლებით ან არგუმენტებით, რომლებსაც ეს საჩივარი ეფუძნება (იხილეთ გუერა და სხვები იტალიის წინააღმდეგ (Guerra and Others v. Italy), 19 თებერვალი, 1998, § 44, ანგარიშები 1998-I და პოუველი და რაინერი გაერთანებული სამეფოს წინააღმდეგ (Powell and Rayner v. the United Kingdom), 21 თებერვალი, 1990, § 29, სერია A # 172); და (iii) როდესაც განმცხადებელი წარმოადგენს ახალ ინფორმაციას, განაცხადი ვერ იქნება არსებითად იგივე რაც წინა განაცხადი (იხილეთ პატერა ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღდეგ (Patera v. the Czech Republic) (გადაწყვეტილება), # 25326/03), კომისიის 1996 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება და ჩაპექსი შვეიცარიის წინააღდეგ (Chappex v. Switzerland) (გადაწყვეტილება), # 20338/92, კომისიის 1994 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება).
56. შესაბამისად, 46-ე მუხლით მინისტრთა კომიტეტისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, ზედამხედველობა განახორციელოს სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე და შეაფასოს ამ მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების აღსრულება, არ შეიბღალება როდესაც სასამართლომ უნდა განიხილოს შესაბამისი ახალი ინფორმაცია ახალი განაცხადის კონტექსტში (იხილეთ Verein Gegen Tierfabriken Schweiz (VgT) ციტირება მაღლა, § 67).”
2. ზემოთ მითითებული პრინციპების მოქმედების გავრცელება წინამდებარე საქმეზე
35. თუკი მივუბრუნდებით წინამდებარე საქმეს, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეზე განმცხადებლის მოთხოვნები შეიძლება განხილულ იქნას როგორც საჩივარი სასამართლოს 2007 წლის 3 მაისი გადაწყვეტილების სათანადო აღსრულების არ არსებობის შესახებ. უნდა ჩავთვალოთ, რომ განმცხადებელი ამტკიცებს, რომ სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილების სამიზნე, ეროვნულ დონეზე თავდაპირველი სამართალწარმოების ნაკლოვანებები არ აღმოიფხვრა უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით დასრულებული საქმისწარმოებით, რამდენადაც უზენაესმა სასამართლომ ვერ უპასუხა არსებითი დოკუმენტური მტკიცებულების ვალიდურობას, რომელსაც ეფუძნებოდა ეროვნული სასამართლოების გასაჩივრებული გადაწყვეტილებები (იხილეთ 29-ე პარაგრაფი მაღლა). თუმცა საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან თუ სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევის არ აღმოფხვრასთან დაკავშირებით სასამართლოს კომპეტენციის გარეთ ექცევა ratione materiae (იხილეთ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შეჯამება, რომელიც წარმოდგენილია წინამდებარე პარაგრაფში, კერძოდ კი ლიონსი და სხვები (Lyons and Others), ციტირება მაღლა). შესაბამისად, განმცხადებლის საჩივრები, სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილებით დადგენილი კონვენციის 6.1 მუხლის თავდაპირველი დარღვევის აღმოფხვრის ვერ შესრულებასთან დაკავშირებით უნდა გამოცხადდეს შეუსაბამოდ ratione materiae კონვენციასთან 35.3.ა და 35.4 მუხლთან მიმართებით.
36. თუმცა განმცხადებლის ახალი განაცხადი ასევე წარმოშობს ახალ საჩივარს არა იმდენად უზენაესი სასამართლოს მიერ 2008 წელს დასრულებული საქმისწარმოების შედეგზე, არამედ ამ საქმისწარმოების მიმდინარეობასა და სამართლიანობაზე, რომელიც ქრონოლოგიურად მომდევნო და გამიჯნული იყო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილებაში ასახული ეროვნული დონის საქმისწარმოებისგან.
37. განმცხადებლის საჩივარი აღნიშნულთან მიმართებით, როგორც შეიძლება გამომდინარეობდეს მისი წერილობითი მოსაზრებიდან, ეხება გზას, რომლითაც უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა მისი მთავარი არგუმენტი სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით. კერძოდ კი ის განმარტავდა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ თავის 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებაში ასახული დასაბუთება ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს წინმსწრებ მიგნებებს მის 2007 წლის გადაწყვეტილებაში (იხილეთ 29-ე პარაგრაფი მაღლა). ეს ახალი საჩივარი ეხება იმას, რა ფორმითაც იქნა მიღებული 2008 წლის მარტის გადაწყვეტილება განმცხადებლის საგამონაკლისო საჩივართან დაკავშირებით, და არა ამ წარმოების შედეგს ან ეროვნული სასამართლოს ეფექტიანობას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებით (შეადარეთ და დაუპირისპირეთ საქმეს სტეკ-რიჩი და სხვები, ოჩალანი და შელინგი (Steck-Risch and Others, Öcalan, and Schelling) (# 2), ციტირება მაღლა, რომლებშიც არ გაცხადებულა გამორჩეული უსამართლობა ეროვნულ დონეზე ამ საქმეებზე განმცხადებლების მიერ შესაბამისი ახალი საქმისწარმოების მიმდინარეობის თაობაზე). მართალია განმცხადებლის ინიციატივები წინამდებარე საქმეზე ეროვნული დონის გადაწყვეტილებების გადასინჯვის თაობაზე უდავოდ უკავშირდებოდა სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების აღსრულებას, მისი საჩივრები მომდევნო სამართალწარმოების უსამართლობასთან დაკავშირებით ეხებოდა ამ გადაწყვეტილებაში შესწავლილ ვითარებას და მოიცავდა შესაბამის ახალ ინფორმაციას საკითხებზე, რომლებიც არ გადაწყვეტილა ამ გადაწყვეტილებით.
38. შედეგად წინამდებარე საქმეზე ‘ახალი საკითხი’ რომლის შესწავლაზე სასამართლო კომპეტენტურია კონვენციის 46-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე სახელმწიფოსა და მინისტრთა კომიტეტის კომპეტენციის შელახვის გარეშე, ეხება განმცხადებლის საგამონაკლისო საჩივარზე საქმისწარმოების უსამართლობას და არა ამ საქმისწარმოების შედეგს და მის ზეგავლენას სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებაზე.
39. შესაბამისად, კონვენციის 46-ე მუხლი ვერ აბრკოლებს სასამართლოს განმცხადებლის ახალი საჩივრის შესწავლისგან იმ საქმისწარმოების უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელიც უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით დასრულდა. სასამართლო მიუბრუნდება საკითხს, სადავო საქმისწარმოება წარმოშობს თუ არა კონვენციის 6.1 მუხლით დადგენილი სამართლიანობის გარანტიების საკითხს.
B. განმცხადებლის ახალი საჩივარი შესაბამისობაშია ratione materiae თუ არა კონვენციის 6.1 მუხლთან
1. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
40. მოპასუხე სახელმწიფომ კვლავ განაცხადა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ ვრცელდებოდა “საგამონაკლისო გარემოებების საფუძვლით განმცხადებლის საჩივართან” დაკავშირებულ საქმისწარმოებაზე. ისინი ამტკიცებდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მისი პირველი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შუალედური იყო და არ წყვეტდა მის სამოქალაქო უფლებებსა თუ ვალდებულებებს. უზენაესმა სასამართლომ 2008 წლის 5 ივნისის მომდევნო გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა მისი მეორე საჩივარი სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების “განსაზღვრის” შესახებ. მაგრამ ვინაიდან განმცხადებელი არ ჩიოდა, რომ 2008 წლის ივნისის საქმისწარმოება ნაკლული იყო, მე-6 მუხლის მოქმედება არ ვრცელდებოდა.
41. განმცხადებელმა განაცხადა, რომ კონვენციის 6.1 მუხლის მოქმედება ვრცელდებოდა მის საგამონაკლისო საჩივართან დაკავშირებულ სამართალწარმოებაზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით დასრულდა.
2. სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
42. სასამართლო კვლავ განმარტავს, იმისათვის რომ 6.1 მუხლის “სამოქალაქო” ნაწილი ამოქმედდეს, დავა (ფრანგულ ტექსტში “contestation”) უნდა ეხებოდეს “უფლებას”, რომელზეც შეიძლება ითქვას, თუნდაც სადავო საფუძვლებით, რომ აღიარებულია ეროვნული კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა ამ უფლება კონვენცია იცავს თუ არა. დავა უნდა იყოს ნამდვილი და მძიმე; ის შესაძლოა უკავშირდებოდეს არა მხოლოდ უფლების რეალურ არსებობას, არამედ ასევე მის ფარგლებს და ამ უფლებით სარგებლობის ფორმას; და ბოლოს, სამართალწარმოების შედეგი გადამწყვეტი უნდა იყოს განსახილველი უფლებისთვის, მხოლოდ მსუბუქი კავშირი ან არაპირდაპირი შედეგობრიობა არ არის საკმარისი იმისთვის რომ 6.1 მუხლის მოქმედება დადგეს დღის წესრიგში (სხვა წყაროებთან ერთად იხილეთ მიკალეფი მალტის წინააღმდეგ (Micallef v. Malta) [დიდი პალატა], # 17056/06, § 74, ECHR 2009; და ბულუისი ლიქსემბურგის წინააღმდეგ (Boulois v. Luxembourg) [დიდი პალატა], # 37575/04, § 90, ECHR 2012).
43. აღნიშნულთან მიმართებით საკითხის გადაჭრის მარეგულირებელი კანონმდებლობის მახასიათებლები (სამოქალაქო, კომერციული, ადმინისტრაციული სამართალი და ა.შ.) და ამ საკითხზე იურისდიქციის მქონე სახელმწიფო ორგანოს ბუნება (საერთო სასამართლო, ადმინისტრაციული ორგანო და ა.შ.) არ არის გადამწყვეტი შედეგის მქონე (იხილეთ მიკალეფი (Micallef), ციტირება მაღლა, § 74).
(b) პრეცედენტული სამართალი საგამონაკლისო საჩივრებთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაზე მე-6 მუხლის მოქმედების გავრცელების თაობაზე
44. ზემოთ აღნიშნული პრინციპების შესაბამისად და ხანგრძლივი და დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, კონვენცია არ არის დასრულებული საქმის განახლებაზე უფლების გარანტი. დასრულებული სამართალწარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი საგამონაკლისო საჩივრები როგორც წესი არ მოიცავს “სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების” ან “რაიმე სახის სისხლისსამართლებრივი ბრალდების” განსაზღვრას და შესაბამისად მე-6 მუხლი მათზე არ ვრცელდება (სხვა წყაროებთან ერთად იხილეთ, X. ავსტრიის წინააღმდეგ (X. v. Austria), # 7761/77, კომისიის 1978 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება, D.R. 14, გვ. 171; სურმონტი და დე მურეჩი ბელგიის წინააღმდეგ (Surmont and De Meurechy v. Belgium), # 13601/88 და # 13602/88, კომისიის 1989 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება, D.R. 62, გვ. 284; J.F. საფრანგეთის წინააღმდეგ (J.F. v. France) (გადაწყვეტილება), # 39616/98, 20 აპრილი, 1999; ზავადსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Zawadzki v. Poland) (გადაწყვეტილება) # 34158/96, 6 ივლისი, 1999; სონლეიტნერი ავსტრიის წინააღმდეგ (Sonnleitner v. Austria) (გადაწყვეტილება) # 34813/97, 6 იანვარი, 2000; საბლონი ბელგიის წინააღმდეგ (Sablon v. Belgium), # 36445/97, § 86, 10 აპრილი, 2001; ვალენტინ გორიზდრა მოლდავეთის წინააღმდეგ (Valentin Gorizdra v. Moldova) (გადაწყვეტილება) # 53180/99, 2 ივლისი, 2002; კუცერა ავსტრიის წინააღმდეგ (Kucera v. Austria), # 40072/98, 3 ოქტომბერი, 2002; ფიშერი (Fischer), ციტირება მაღლა; ჯუსი საფრანგეთის წინააღმდეგ (Jussy v. France), # 42277/98, § 18, 8 აპრილი, 2003; დანკევიჩი უკრაინის წინააღმდეგ (Dankevich v. Ukraine), # 40679/98, 29 აპრილი, 2003; სტეკ-რიჩი და სხვები (Steck-Risch and Others), ციტირება მაღლა; ოჩალანი (Öcalan), ციტირება მაღლა; შოლინგი (Schelling) (# 2), ციტირება მაღლა; ჰარტერი შვეიცარიის წინააღმდეგ (Hurter v. Switzerland) (გადაწყვეტილება), # 48111/07, 15 მაისი 2012; დიბეკუ ალბანეთის წინააღმდეგ (Dybeku v. Albania) (გადაწყვეტილება), # 557/12, § 30, 11 მარტი, 2014). ეს იმიტომ, რომ რამდენადაც საკითხი ექცევა res iudicata პრინციპის მოქმედებაში ეროვნული სამართალწარმოების საბოლოო გადაწყვეტილებაში, არსებითად ვერ შენარჩუნდება ის, რომ თანმდევი საგამონაკლისო განაცხადი ან საჩივარი გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე, წარმოშობს სადავო მოთხოვნას ეროვნული სამართლით აღიარებული უფლების არსებობაზე ან რომ საქმის ხელახალი განხილვა არგანხილვის შესახებ საქმისწარმოების შედეგები გადამწყვეტია “სამოქალაქო უფლებების ან მოვალეობების ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის” (შეადარეთ და დაუპირისპირეთ საქმე მელისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Melis v. Greece), # 30604/07, §§ 18-20, 22 ივლისი, 2010, რომელიც ემიჯნება ამ მიდგომას).
45. ამ მიდგომას მიყვება ასევე საქმეები სადაც ეროვნულ დონეზე დასრულებული სამართალწარმოებების განახლება განჭვრეტადი იყო სასამართლოს მიერ კონვენციის დარღვევის დადგენის საფუძვლით (იხილეთ მაგალითად, ფიშერი (Fischer), ციტირება მაღლა). საქმეზე Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) შვეიცარიის წინააღმდეგ (Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland) (# 2) (# 32772/02, § 24, 4 ოქტომბერი, 2007) განმცხადებლის საჩივრის მე-6 მუხლის თანახმად დაუშვებლად გამოცხადებისას პალატამ განაცხადა:
“24. ... ნათელია მისი პრეცედენტული სამართლიდან, რომ ეს მუხლი არ ვრცელდება ხელახალი გასამართლების ან სამოქალაქო სამართალწარმოების განახლების შესახებ სამართალწარმოებებზე (იხილეთ საბლონი ბელგიის წინააღმდეგ (Sablon v. Belgium), # 36445/97, § 86, 10 აპრილი, 2001). სასამართლო ვერ ხედავს რაიმე საფუძველს, ეს დასაბუთება რატომ არ უნდა გავრცელდეს საქმის განახლების შესახებ განაცხადზე მას შემდეგ რაც ის დაადგენს კონვენციის დარღვევას (სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით იხილეთ, ფიშერი ავსტრიის წინააღმდეგ ([Fischer] v. Austria) (გადაწყვეტილება), # 27569/02, ECHR 2003‑VI). შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ საჩივარი მე-6 მუხლთან მიმართებით შეუსაბამობაშია კონვენციის ნორმებთან ratione materiae.”
46. თუმცა, თუკი საგამონაკლისო საჩივარი ეხება ან რეალურად მიმართულია საქმის ხელახლა განხილვაზე, მე-6 მუხლი ვრცელდება საქმის “ხელახლა განხილვის” საქმისწარმოებაზე ჩვეულებრივად (იხილეთ მაგალითად, საბლონი (Sablon), ციტირება მაღლა, §§ 88-89; ვანიანი რუსეთის წინააღმდეგ (Vanyan v. Russia), # 53203/99, § 56, 15 დეკემბერი, 2005; ზასურცევი რუსეთის წინააღმდეგ (Zasurtsev v. Russia), # 67051/01, § 62, 27 აპრილი, 2006; ალეკსეიენკო რუსეთის წინააღმდეგ (Alekseyenko v. Russia), # 74266/01, § 55, 8 იანვარი, 2009; ჰაკარი (Hakkar), ციტირება მაღლა; და რიზი ალბანეთის წინააღმდეგ (Rizi v. Albania) (გადაწყვეტილება), # 49201/06, § 47, 8 ნოემბერი, 2011).
47. უფრო მეტიც, მე-6 მუხლის მოქმედება ასევე ვრცელდება გარკვეულ ინსტანციებში, სადაც სამართალწარმოება მიუხედავად “საგანგებო” ან “საგამონაკლისო” წარმოებისა ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, ბუნებითა და ფარგლებით მიმდინარე გასაჩივრების საქმისწარმოების მსგავსია, სამართალწარმოების ეროვნული დონის დახასიათება არ მიიჩნევა გადამწყვეტად მოქმედების გავრცელების საკითხისთვის.
48. შესაბამისად საქმეზე San Leonard Band Club მალტის წინააღმდეგ (San Leonard Band Club v. Malta) (# 77562/01, §§ 41-48, ECHR 2004 IX), მე-6 მუხლის მოქმედება გავრცელდა ახალი სასამართლო განხილვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაზე. [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ დაასაბუთა, რომ მოთხოვნა მსგავსი იყო საჩივრისა საკასაციო სასამართლოს წინაშე კანონმდებლობის საკითხებთან დაკავშირებით, მალტის სახელმწიფო ორგანოები არ სარგებლობდნენ რაიმე დისკრეციული უფლებამოსილებით, არამედ მოეთხოვებოდათ ამ მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღება და ახალი სასამართლო განხილვის საქმისწარმოების შედეგი გადამწყვეტი იყო განმცხადებელი კომპანიის “სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობებისთვის”.
49. მსგავსად ამისა საქმეზე მარესტი ხორვატიის წინააღმდეგ (Maresti v. Croatia) (no. 55759/07, 25 ივნისი, 2009) სასამართლომ დადგინა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების საგანგებო გადასინჯვის მოთხოვნასთან დაკავშირებული საქმისწარმოება მე-6 მუხლის მოქმედების სფეროში ექცევა. ამ სამართალწარმოებების ბუნებისა და კონკრეტული მახასიათებლების შესწავლისას სასამართლომ აღნიშნა, რომ საგანგებო გადასინჯვის მოთხოვნა ბრალდებულისთვის ხელმისაწვდომი იყო სამართლის მკაცრად შეზღუდულ შეცდომებთან მიმართებით, რომლებიც ბრალდებულისთვის საუარესო იყო; მოთხოვნის წარდგენა უნდა მომხდარიყო მკაცრად განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში ბრალდებულის მიმართ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და საგამონაკლისო გადასინჯვის დასაბუთების საფუძვლები პირდაპირ იყო ჩამოთვლილი ხორვატიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და არ იყო დამოკიდებული ხორვატიის უზენაესი სასამართლოს დისკრეციულ გადაწყვეტილებაზე. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საგამონაკლისო გადასინჯვის ექვივალენტის მოთხოვნის საფუძველი არსებობდა ხორვატიის სამოქალაქო სამართალწარმოებაში სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივ საფუძვლებთან მიმართებით გასაჩივრების ფორმით, რომელზეც თავის მხრივ ვრცელდებოდა მე-6 მუხლის მოქმედება (იხილეთ ზემოთ აღნიშული გადაწყვეტილების 25-28 პარაგრაფები).
50. თუ შევაჯამებთ და თუკი როგორც წესი 6.1 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საგამონაკლისო საჩივრებზე დასრულებული სასამართლო განხილვის განახლების თაობაზე, კონკრეულ სამართლებრივ სისტემაში საგამონაკლისო გასაჩივრებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების ბუნება, ფარგლები და სპეციფიური მახასიათებლები შესაძლოა იმგვარი იყოს, რომ სამართალწარმოება გახადოს ისეთი, რომ მოაქციოს 6.1 მუხლის და ამ მუხლით მომჩივნებისთვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს გარანტიების მოქმედების სფეროში. შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეისწავლოს წინამდებარე საქმეზე საგამონაკლისო გასაჩივრების ბუნება, ფარგლები და სპეციფიური მახასიათებლები.
(c) ზემოთ აღნიშული პრინციპების მოქმედების გავრცელება წინამდებარე საქმეზე
51. თუკი მივუბრუნდებით წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამის დროს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ქმნიდა გარანტიებს მხარეებისთვის, რომლებიც საკასაციო გადაწყვეტილებით დასრულებული სამართალწარმოების მხარეები იყვნენ, კერძოდ “უზენაესი სასამართლოს წინაშე სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების საგამონაკლისო გარემოებების საფუძვლით გასაჩივრების უფლებისა” (353-ე მუხლი, კოდექსის კონკრეტული ნაწილის შესავალი მუხლი საგამონაკლისო საჩივრებთან დაკავშირებით - ტექსტი მოცემულია 24-ე პარაგრაფში მაღლა). კოდექსის შესაბამისი ნორმის თანახმად (354.1 მუხლი - ტექსტი ასევე მოცემულია 24-ე პარაგრაფში მაღლა) “უკრაინის მიერ აღიარებული იურისდიქციის მქონე საერთაშორისო სასამართლო ორგანოს მიგნებას იმის თაობაზე, რომ ეროვნული დონის სასამართლო გადაწყვეტილებით უკრაინამ დაარღვია საერთაშორისო ვალდებულებები” საგამონაკლიოს საჩივრის წარდგენის ორი საფუძვლიდან ერთერთი იყო. 357-ე მუხლი (ibid.) ასევე ადგენდა “საქმის საგამონაკლისო გარემოებებში შესწავლას” როგორც “საკასაციო პროცედურის სახეს”, რომელშიც უზენაეს სასამართლოს გადასინჯვის იგივე უფლებამოსილება აქვს რაც საკასაციო წარმოებისას და საგამონაკლისო გასაჩივრება საკასაციო გასაჩივრების მსგავსი პროცედურით მიმდინარეობს. საკასაციო სასამართლოს საგამონაკლისო გასაჩივრების განხილვის უფლებამოსილება ესადაგება მის უფლებამოსილებას საკასაციო გასაჩვრებისას. შესაბამისად, საგამონაკლისო გასაჩივრების საქმისწარმოება შესაძლოა დასრულდეს კოდექსის 358-ე მუხლში ჩამოთვლილ გადაწყვეტილებათაგან ერთერთით, კერძოდ გადაწყვეტილებით “საჩივრის განუხილველობისა და [გასაჩივრებული] გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ”, “[გასაჩივრებული] გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმებისა და საქმის [კომპეტენტური დაბალი ინსტანციის სასამართლოსთვის] ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების შესახებ”, “სააპელაციო სასამართლოს ან საკასაციო სასამართლოს [გასაჩივრებული] გადაწყვეტილების გაბათილების და იმ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, რომელიც არამართებულად გაუქმდა”, ან “[გასაჩივრებული] გადაწყვეტილების შეცვლის ან საქმის არსებითი განხილვის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღების შესახებ” (ibid.).
52. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საფუძველზე განმცხადებლის მიერ გამოყენებული სამართლებრივი დაცვის საშუალების ბუნებისა და ფარგლების ამ სასამართლოს მიერ შესწავლის მიზნით ასევე გარკვეულწილად რელევანტურია შესაბამისი საკანონმდებლო გარემო, რომელიც წარმოდგენილია გადაწყეტილებათა აღსრულებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მოქმედების გავრცელების შესახებ 2006 წლის კანონის ნორმებით (იხილეთ 25-ე პარაგრაფი მაღლა, რომელშიც ასახულია აღნიშული კანონის შესაბამისი ნაწილები). კერძოდ 2006 წლის კანონის 10.3.ა მუხლი ადგენს, რომ “ბენეფიციარის წინა სამართლებრივი სტატუსი” - რომელიც სასამართლოს წინაშე წარმატებული განმცხადებელია - “უნდა აღდგეს სასამართლოს მიერ საქმის გადასინჯვით, რაც მოიცავს ამ საქმის ხელახლა განხილვას” (ibid.). უფრო მეტიც, იგივე კანონის 11.1.ა მუხლის თანახმად მოპასუხე სახელმწიფოს წარმომადგენლის სამსახურმა მოითხოვა ბენეფიციარისთვის “შეტყობინების გაგზავნა, რომლითაც განემარტებოდა ამ საქმის გადასინჯვის და/ან ხელახლა განხილვის საქმისწარმოების უფლება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად”.
53. შესაბამისად, ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოთი განმცხადებლისთვის ხელმისაწვდომი იყო მისი სამოქალაქო საქმის სასამართლო გადასინჯვა უზენაესი სასამართლოს მიერ ამ სასამართლოს მიერ თავდაპირველი ეროვნული დონის გადაწყვეტილების ნაკლულად მიჩნევის მიგნებების ჭრილში. მის მიერ უზრუნველყოფილი სასამართლო გადასინჯვის გზით განმცხადებლის მიერ ინიცირებული საგამონაკლისო გასაჩივრება შესაძლოა მიჩნეულ იქნას როგორც თავდაპირველი (დასრულებული) სამოქალაქო სამართალწარმოების გაგრძელება, უკრაინის კანონმდებლობით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების მსგავსი. ამ მოცემულობაში, მაშინ როცა ამ კასაციის მსგავსი პროცედურის სპეციალურმა მახასიათებლებმა შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს 6.1 მუხლის მოქმედების პროცედურულ გარანტიებზე (იხილეთ დელკურტი ბელგიის წინააღდეგ (Delcourt v. Belgium), 17 იანვარი, 1970, § 26, სერია A # 11), სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს გარანტიები მასზე უნდა ვრცელდებოდეს იმავე გზით როგორც ვრცელდება ზოგადად სამოქალაქო საკითხებზე საკასაციო საქმისწარმოებაზე (იხილეთ მაგალითად, მუშთა უკრაინის წინააღმდეგ (Mushta v. Ukraine), # 8863/06, § 39, 18 ნოემბერი, 2010; და, mutatis mutandis, სან ლეონარდ ბენდ კლუბი და მარესტი (San Leonard Band Club and Maresti), ციტირება 48-49 პარაგრაფებში მაღლა).
54. უკრაინის სამართლებრივი ნორმებიდან მომდინარე ეს დასკვნა დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს მიერ 2008 წლის 14 მარტს რეალურად ჩატარებული “შესწავლის” ფარგლებითა და ბუნებით, სანამ დაითხოვდა განმცხადებლის საგამონაკლისო საჩივარს, გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უცვლელად დატოვებით. ამ შესწავლის ფარგლებში უზენაესმა სასამართლომ განიხილა საქმის მასალები და სასამართლოს გადაწყვეტილებები თავდაპირველი სამართალწარმოებიდან განმცხადებლის ახალი წერილობითი მოსაზრების საფუძველზე, ძირითადად [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით (იხილეთ 20-21 პარაგრაფები მაღლა). შესაბამისად, ის რაც გამოვლინდა 2008 წლის მარტის სამართალწარმოებისას შესაძლოა კარგად შედარდეს სამართალწარმოებას განმცხადებლის საკასაციო საჩივარზე, რომელიც უზენაესმა სასამართლომ 2002 წლის აგვისტოში გადაწყვიტა (იხილეთ მე-11 პარაგრაფი მაღლა და ბოჩანი (Bochan) ციტირება მაღლა, § 39) და რომელზეც ვრცელდებოდა 6.1 მუხლი ratione materiae. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოსთვის 2008 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ განიხილა განმცხადებლის სამოქალაქო საქმე “საგამონაკლისო გარემოებების ჭრილში”, კერძოდ კი [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილებისა, საკასაციოს მსგავსი სამართალწარმოებისას და ვერ დაადგინა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად მან წარმართა “გადასინჯვა”, როგორც ამას 2006 წლის კანონი უწოდებდა, მისი საკუთრების მოთხოვნისა ახალი და მანამდე გამოუვლენელი საფუძვლებით, რომლებიც დაკავშირებული იყო სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტებასთან, რის შედეგადაც გადაწყვიტა, არ შეცვლილიყო საქმის შედეგი და კერძოდ კი არ მომხდარიყო დაბალი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის სრული ხელახლა განხილვა.
55. ზემოთ მოცემული მსჯელობა არ იცვლება იმ ფაქტით, რომ 2008 წლის ივნისში უზენაესმა სასამართლომ, დაეყრდნო რა კოდექსის 356-ე მუხლს, არ დააკმაყოფილა განმცხადებლის 2008 წლის აპრილის თანმდევი საჩივარი როგორც ფორმალური საფუძვლებით დაუშვებელი, საქმის გარემოებების მომდევნო არსებითი “შესწავლის” გარეშე (იხილეთ 23-ე პარაგრაფი მაღლა).
56. შესაბამისად, როგორც უკრაინის შესაბამისი კანონმდებლობის ნორმებისა და ასევე იმ სამართალწარმოების ბუნებისა და ფარგლების ჭრილში, რომელიც განმცხადებლის საგამონაკლისო საჩივარზე 2008 წლის 14 მარტის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა და მას მოყვა 2008 წლის ივნისის დამადასტურებელი გადაწყვეტილებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს სამართალწარმოებები გადამწყვეტი იყო განმცხადებლის სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების გადაწყვეტისთვის. შედეგად, 6.1 მუხლის შესაბამისი გარანტიები ვრცელდება ამ სამართალწარმოებებზეც. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფოს პროტესტი სადავო სამართალწარმოებაზე ამ ნორმის მოქმედების გავრცელებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
57. წინამდებარე საქმეზე განსახილველი საქმისწარმოების მსგავს წარმოებაზე 6.1 მუხლის მოქმედების გავრცელების შესახებ დასკვნისგან დამოუკიდებლად სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოების გადასაწყვეტია, როგორ შეიძლება საუკეთესოდ [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება res iudicata ან სამოქალაქო საქმისწარმოებისას სამართლებრივი მდგრადობის პრინციპების არასათანადოდ გაუთვალისწინებლობის გარეშე, კერძოდ კი როდესაც სამართალწარმოება ვრცელდება მესამე მხარეებზე მათი ლეგიტიმური ინტერესების დაცვით. უფრო მეტიც, მაშინაც როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო უზრუნველყოფს დასრულებული სამართალწარმოების განახლების მოთხოვნას [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ეროვნული სახელმწიფოების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ პროცედურა, რომლითაც გაუმკლავდებიან ამგვარ მოთხოვნებს და დაადგინონ კრიტერიუმი იმის გადასაწყვევტად, კონკრეტულ საქმეზე განახლების მოთხოვნა დასაშვებია თუ არა. ხელშემკვრელ სახელმწიფოებში არ არსებობს ერთგვაროვანი მიდგომა დასრულებული სამოქალაქო სამართალწარმოებების განახლების მოთხოვნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო დაადგენს დარღვევას ან მოქმედი განახლების მექანიზმების იმპლემენტაციის მოდალობებთან დაკავშირებით (იხილეთ 26-27 პარაგრაფები მაღლა).
58. თუმცა მიმდინარე მსჯელობამ კონვენციის სისტემის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვნება არ უნდა შეუსუსტოს იმის უზრუნველყოფას, რომ ეროვნულ დონეზე უნდა არსებობდეს პროცედურები, რომლებიც შესაძლებელს გახდის საქმის გადასინჯვას იმ მიგნების ჭრილში, რომ სამართლიანი სასამართლოს მე-6 მუხლით დადგენილი გარანტიები დაირღვა. საპირისპიროდ ამისა ამგვარი პროცედურები შეიძლება მიჩნეულ იქნას მისი გადაწყვეტილებების აღსრულების მნიშვნელოვან ასპექტად, რაც განისაზღვრება კონვენციის 46-ე მუხლით და მათი ხელმისაწვდომობა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მხრიდან კონვენციასთან და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან მიმართებით ვალდებულებების შესრულების მზაობას ასახავს (იხილეთ ლიონსი და სხვები (Lyons and Others), ციტირება მაღლა). აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო იხმობს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას No. R (2000) 2, რომელიც კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს მოუწოდებს უზრუნველყონ, რომ ეროვნულ დონეზე არსებობდეს საქმის განახლების სამართალწარმოების ადეკვატური შესაძლებლობები, როდესაც [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო კონვენციის დარღვევას დაადგენს (იხილეთ 28-ე პარაგრაფი მაღლა). ის კვლავ ადასტურებს თავის მოსაზრებას, რომ ამგვარი ღონისძიებები შესაძლოა წარმოადგენდეს “restitutio in integrum-ის მიღწევის ყველაზე ეფექტიან, თუ ერთადერთ საშუალებას არა” (იხილეთ Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) (# 2), ციტირება 33-ე პარაგრაფში მაღლა, §§ 33 და 89; და სტეკ-რიჩი და სხვები (Steck-Risch and Others), ციტირება მაღლა).
C. განმცხადებლის საჩივარი კონვენციის 6.1 მუხლთან მიმართებით აკმაყოფილებს თუ არა დასაშვებობის სხვა წინაპირობებს
59. სასამართლო ასევე ადგენს, რომ განმცხადებლის საჩივარი უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით დასრულებულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35.3.ა მუხლის მნიშვნელობისთვის და ის ვერ მიიჩნევა დაუშვებლად რაიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, ის დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.
D. კონვენციის 6.1 მუხლთან მიმართებით განმცხადებლის ახალი საჩივრის არსებითი მხარე
60. რაც შეეხება წინამდებარე საქმეზე 6.1 მუხლის მოთხოვნების დაცვის საკითხს სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის საჩივარი უსამართლობასთან დაკავშირებით კონკრეტულად მიმართული იყო უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებაში ასახული დასაბუთების წინააღმდეგ.
61. ის ადგენს, რომ სასამართლოს დროში გამოცდილი და დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს გადასაწყვეტი არ არის ეროვნული სასამართლოს მიერ დაშვებული სამართლისა და ფაქტობრივი შეცდომები გარდა იმ შემთხვევისა და იმ ფარგლებში რა ფარგლებშიც ის არღვევს კონვენციით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს (იხილეთ მაგალითად, გარსია რუიზი ესპანეთის წინააღმდეგ (García Ruiz v. Spain) [დიდი პალატა], # 30544/96, § 28, ECHR 1999‑I; და პერესი საფრანგეთის წინააღმდეგ (Perez v. France) [დიდი პალატა], # 47287/99, § 82, ECHR 2004‑I), მაგალითად, თუკი საგამონაკლისოდ შეიძლება ითქვას, რომ ისინი კონვენციის მე-6 მუხლთან შეუსაბამო “უსამართლობის” შემადგენელი ნაწილია. ეს ნორმა ადგენს რა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, ის არ განსაზღვრავს მტკიცებულების დასაშვებობის რაიმე წესებს ან იმას თუ რა გზით უნდა შეფასდეს მტკიცებულება, ეს პირველ ყოველისა ეროვნული კანონმდებლობისა და ეროვნული სასამართლოების რეგულირების საგანია. როგორც წესი, ისეთი საკითხები, როგორიცაა ეროვნული სასამართლოების მიერ გარკვეული მტკიცებულებისთვის მინიჭებული წონა ან მათ წინაშე მსჯელობისთვის დაყენებული საკითხის შეფასებები არ არის [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს გადასახედი. სასამართლო ვერ იმოქმედებს როგორც მეოთხე ინსტანცია და შესაბამისად 6.1 მუხლის საფუძველზე კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი მათი მიგნებები მიიჩნევა თვითნებურად ან აშკარად დაუსაბუთებლად (იხილეთ მაგალითად, დულაურანსი საფრანგეთის წინააღმდეგ (Dulaurans v. France), # 34553/97, §§ 33-34 და 38, 21 მარტი, 2000; ხამიდოვი რუსეთის წინააღმდეგ (Khamidov v. Russia), # 72118/01, § 170, 15 ნოემბერი, 2007; და ანდელკოვიჩი სერბეთის წინააღმდეგ (Anđelković v. Serbia), #1401/08, § 24, 9 აპრილი, 2013).
62. შესაბამისად, საქმეზე დულაურანსი (Dulaurans) სასამართლომ დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, ვინაიდან საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს მიერ განმცხადებლის საკასაციო საჩივარის დაუშვებლად ცნობის შესახებ სადავო გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი მიზეზი იყო “une erreur manifeste d’appréciation”-ის შედეგი (“შეფასების აშკარა შეცდომა”) (იხილეთ დულაურანსი (Dulaurans), ციტირება მაღლა). კონვენციის 6.1 მუხლის კონტექსტის შესაბამისად “erreur manifeste d’appréciation”-ის (ფრანგული ადმინისტრაციული სამართლის კონცეფცია) ცნების უკან არსებული მსჯელობა უდავოდ გულისხმობს, რომ თუკი ეროვნული სასამართლოს სამართლის ან ფაქტობრივი შეცდომა იმდენად ხილულია, რომ ხასიათდება როგორც “აშკარა შეცდომა”, ეს არის შეცდომა, რომელიც არცერთმა გონიერმა სასამართლომ არ უნდა დაუშვას, ის შეიძლება იყოს იმგვარი, რომ შელახოს სამართალწარმოების სამართლიანობა. საქმეზე ხამიდოვი (Khamidov), ფაქტებთან მიმართებით ეროვნული სასამართლოების დასკვნის არაგონივრულობა იმდენად “თვალშისაცემი და ხელშესახები იყო”, რომ [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული სამართალწარმოება მიჩნეული უნდა ყოფილიყო “მეტად თვითნებურად” (იხილეთ ხამიდოვი (Khamidov), ციტირება მაღლა, § 174). საქმეზე ანდელკოვიჩი (Anđelković), ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების თვითნებურობა, რასაც რეალურად არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ქონდა ეროვნულ სამართალში და არ მოიცავდა რაიმე სახის კავშირს დადგენილ ფაქტებს, შესაბამის კანონმდებლობასა და სამართალწარმოების შედეგს შორის, უტოლდებოდა “მართლმსაჯულების უარყოფას” (იხილეთ ანდელკოვიჩი (Anđelković), ციტირება მაღლა, § 27).
63. წინამებარე საქმეზე სასამართლო აღიშნავს, რომ 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების მიგნებების მეტად არასწორი განმარტება წარმოადგინა. კერძოდ კი, უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ ამ სასამართლომ დაადგინა, რომ მის საქმეზე ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები კანონიერი და სათანადოდ დასაბუთებული იყო და რომ მას მიეკუთვნა სამართლიანი დაკმაყოფილება “გონივრული ვადის” გარანტიის დარღვევისთვის, ეს აშკარად არასწორი მტკიცებები იყო (იხილეთ 13-18 და 21-ე პარაგრაფი მაღლა).
64. სასამართლო მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს დასაბუთება არ უტოლდება სამართლებრივი ტექსტის განსხვავებულ წაკითხვას. სასამართლოსთვის, ის შეიძლება განიმარტოს როგორც “მეტად თვითნებური” ან “მართლმსაჯულების უარყოფის” შემცველი, იმ გაგებით, რომ ბოჩანის (Bochan) (ციტირება მაღლა) პირველ საქმეზე 2007 წლის გადაწყვეტილების დამახინჯებულ წარდგენას მისი საკუთრების მოთხოვნის შესახებ მის წინა საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების ჭრილში, ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საკასაციო განხილვის ტიპის პროცედურით შესწავლის მოთხოვნის უარყოფის შედეგი ქონდა (იხილეთ 51-53 პარაგრაფები მაღლა). აღნიშულთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ 2007 წლის გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ განმცხადებლის საქმის დაბალი ინსტანციის სასამართლოებისთვის ხელახლა გადაგზავნის გარემოებების გათვალისწინებით განმცხადებლის ეჭვი საქმის განმხილველი მოსამართლეების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, ობიექტურად დასაბუთებული იყო (იხილეთ 13-15 პარაგრაფები მაღლა).
65. შესაბამისად უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების ნაკლოვანების ბუნებასთან და შედეგებთან დაკავშირებით სასამართლოს მიგნებების ჭრილში (იხილეთ 63-64 პარაგრაფები მაღლა), უნდა დავასკვნათ, რომ გასაჩივრებული სამართალწარმოებები კონვენციის 6.1 მუხლით დადგენილი “სამართლიანი სასამართლოს” მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა და შესაბამისად ეს იყო ამ ნორმის დარღვევა.
E. განმცხადებლის ახალი საჩივარი 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლთან დაკავშირებით
66. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მას უკანონოდ ჩამოერთვა ქონება საგამონაკლისო საჩივართან დაკავშირებული სამართალწარმოების შედეგად. ის ეყრდნობოდა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლს.
67. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საჩივარი უკავშირდება ზემოთ განხილულ საჩივარს და შესაბამისად ანალოგიურად უნდა იქნეს მიჩნეული დასაშვებად.
68. კონვენციის 6.1 მუხლის საფუძველზე მისი მიგნებების გათვალისწინებით (იხილეთ 65-ე მუხლი მაღლა), სასამართლო ადგენს, რომ აუცილებელი არ არის იმის შესწავლა ამ საქმეზე ადგილი ქონდა თუ არა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევას.
II. კონვენციის 41-ე მუხლის მოქმედების გავრცელება
69. კონვენციის 41-ე მუხლი შემდეგი შინაარსისაა:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
A. ზიანი
70. განმცხადებელი ითხოვდა 300 000 ევროს ანაზღაურებას ზიანის სანაცვლოდ, რომელიც განპირობებული იყო კონვენციის მე-6 მუხლითა და 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლით გარანტირებული უფლებების დარღვევით.
71. მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ განმცხადებელმა ვერ დააკონკრეტა მის მიერ განცდილი ზიანის ბუნება, მის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და ვერ წარმოადგინა მისი საჩივრის გამამყარებელი მტკიცებულება. შესაბამისად მოთხოვნა სრულად დაუკმაყოფილებელი უნდა დარჩეს.
72. სასამართლო აღიშნავს, რომ განმცხადებელმა არ წარმოადგინა დეტალები გაცხადებული ზიანის ან მისი სიმძიმის ბუნებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა ის მიიჩნევს, რომ განმცხადებელს უნდა განეცადა გარკვეული შფოთვა და მღელვარება უზენაესი სასამართლოს მიერ მისი საგამონაკლისო საჩივრის “უსამართლოდ” განხილვის გამო, რამაც შედეგად გააბათილა მისი მცდელობები საკუთრების უფლების მოთხოვნა შესწავლილიყო მის წინმსწრებ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების ჭრილში, ეროვნული კანონმდებლობით კასაციის ტიპის პროცედურის ფარგლებში (იხილეთ 64-ე პარაგრაფი მაღლა). სასამართლო სათანადოდ არ მიიჩნევს იმის შესწავლას, განმცხადებლის საკუთრების მოთხოვნის ეროვნულ დონეზე გადახედვა განჭვრეტადი იყო თუ არა ამ გარემოებებში, განვლილი დროის, ასევე ამგვარი გადახედვის res iudicata პრინციპებზე შესაძლო ზემოქმედების, დასრულებული სამოქალაქო საქმისწარმოების სამართლებრივი მდგრადობისა და მესამე მხარეების ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით. მეორეს მხრივ, დღეს რეალობაა ის, რომ 41-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ შეფასების მიზნებისთვის განმცხადებელი განხილულ უნდა იქნას როგორც ეროვნულ დონეზე დადგენილი დარღვევის სამართლებრივად მოგვარების პრაქტიკული შესაძლებლობის არ მქონე. შესაბამისად თანასწორ საწყისებზე შეფასების შედეგად სასამართლო გონივრულად მიიჩნევს განმცხადებლისთვის 10 000 ევროს მიკუთვნებას არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ, ასევე დამატებით გადასახადის ოდენობას, რაც შეიძლება ამ თანხას დაერიცხოს.
B. ხარჯები და დანახარჯები
73. განმცხადებელს არ მოუთხოვია ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურება.
C. საურავი
74. სასამართლოს შესაბამისად მიაჩნია საურავის დადგენა ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1. აცხადებს განმცხადებლის საჩივარს კონვენციის 6.1 მუხლთან მიმართებით უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით დასრულებული საქმისწარმოების უსამართლობის თაობაზე და მის საჩივარს კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლთან მიმართებით, იმის თაობაზე რომ მას უკანონოდ ჩამოერთვა ქონება ამ სამართალწარმოებების შედეგად, დასაშვებად და განაცხადის დარჩენილ ნაწილს დაუშვებლად;
2. ადგენს რომ ადგილი ქონდა კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევას;
3. ადგენს რომ საჭირო არ არის საჩივრის შესწავლა კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლთან მიმართებით;
4. ადგენს
(a) რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია განმცხადებელს სამი თვის ვადაში გადაუხადოს 10 000 (ათი ათასი) ევრო, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რაც ამ თანხას შეიძლება დაერიცხოს, არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ, შეთანხმების მომენტისთვის მოქმედი კურსით მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში;
(b) რომ აღნიშნული სამი თვის ამოწურვიდან შეთანხმებამდე ზემოთ აღნიშნულ თანხას უნდა დაერიცხოს მარტივი საურავი, რომელიც დაერიცხება ზემოთ აღნიშნულ თანხას ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული;
5. არ აკმაყოფილებს განმცხადებლის დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და წერილობით გამოქვეყნებულია 2015 წლის 5 თებერვალს სასამართლოს რეგლამენტის 77.2 მუხლის საფუძველზე.
ლოურენს ერლიდინ სპილმანი
იურისტ კონსულტანტისთავმჯდომარე
კონვენციის 45.2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74.2 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი დამოუკიდებელი მოსაზრებები:
(a) მოსამართლეების იუდკივსკასა და ლემენსის ერთობლივი დამადასტურებელი მოსაზრება;
(b) მოსამართლე ვოიცეკის დამადასტურებელი მოსაზრება.
D.S.
T.L.E.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
[1] Rectified on 11 March 2015: the text was “3 February 2006”.
Full & Egal Universal Law Academy