© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #182
თებერვალი 2015
ბოჩანი უკრაინის წინააღმდეგ (Bochan v. Ukraine) (# 2) [დიდი პალატა] - 22251/08
გადაწყვეტილება 5.2.2015 [დიდი პალატა]
მუხლი 6
სამოქალაქო საქმისწარმოება
მუხლი 6-1
სასამართლოზე ხელმისაწვდომობა
სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები
სამართლიანი მოსმენა
უზენაესი სასამართლოს მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მეტად თვითნებური ფორმულირება საგამონაკლისო საჩივრის დათხოვნისას: 6.1 მუხლის მოქმედება ვრცელდება; დარღვევა
ფაქტები – განმცხადებელი მონაწილეობდა ეროვნულ სასამართლოებში მიწაზე უფლებასთან დაკავშირებულ ხანგრძლივ მაგრამ მეტადრე წარუმატებელ სამართალწარმოებაში. 2001 წელს მან განაცხადი წარუდგინა ევროპულ სასამართლოს, ჩიოდა რა ეროვნულ დონეზე საქმისწარმოებისას უსამართლობის თაობაზე. 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა იმ საფუძვლებით, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები მიიღწა სამართალწარმოებისას, რომლებიც არ აკმაყოფილებდა 6.1 მუხლით გათვალისწინებულ სამართლიანი მოსმენის გარანტიებს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, სამართლებრივი სიმტკიცისა და საკმარისი დასაბუთების მოთხოვნის სახით. მან განმცხადებელს მიაკუთვნა 2 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
დაეყრდნო რა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, განმცხადებელმა შემდეგ წარადგინა “საჩივარი საგამონაკლისო გარემოებების საფუველზე” (“საგამონაკლისო საჩივარი”), რომლითაც ის უკრაინის უზენაეს სასამართლოს თხოვდა მის საქმეზე ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების გაუქმებას და მისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას. 2008 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი, მას შემდეგ რაც დაადგინა, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები სწორი და დასაბუთებული იყო. 2008 წლის ივნისში მან ასევე დაუშვებლად ცნო განმცხადებლის მიერ წარდგენილი მომდევნო საგამონაკლისო საჩივარი.
წინამდებარე საქმეზე ევროპული სასამართლოსთვის წარდგენილი განაცხადით განმცხადებელი ჩიოდა კონვენციის 6.1 მუხლისა და 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე იმის თაობაზე, რომ მისი საგამონაკლისო საჩივრის დათხოვნით უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების მიგნებები.
კანონმდებლობა – მუხლი 6.1: [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა სამი საკითხი: ა) კონვენციის 46-ე მუხლი აცილებდა თავიდან თუ არა განმცხადებლის საჩივრების განხილვას იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი კვლავ ზედამხედველობდა 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების აღსრულებას, ბ) განმცხადებლის საგამონაკლისო საჩივარზე ვრცელდებოდა თუ არა კონვენციის გარანტიები და თუ ასეა გ) 6.1 მუხლის მოთხოვნები შესრულდა თუ არა.
ა)46-ე მუხლიდან გამომდინარე სასამართლოსთვის შეუძლებელი იყო თუ არა საჩივრების შესწავლა – დიდმა პალატამ კვლავ განმარტა რომ მინისტრთა კომიტეტის როლი სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების სფეროში არ აფერხებს სასამართლოს, შეისწავლოს ახალი განაცხადი მოპასუხე სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიღებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, თუკი ეს განაცხადი შეიცავს ახალ ინფორმაციას, რომელიც ეხება საკითხებს, რომლებიც თავდაპირველი გადაწყვეტილებით არ გადაწყვეტილა.
წინამდებარე საქმეზე განმცხადებლის ზოგიერთი მოთხოვნა შესაძლოა გავიგოთ როგორც საჩივარი სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების ნაკლოვანებებთან მიმართებით. თუმცა საჩირები სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან ან დარღვევაზე ანაზღაურების გაუცემლობასთან დაკავშირებით სასამართლომ უკვე მიიჩნია მის კომპეტენციის გარეთ არსებულად. შესაბამისად განმცხადებლის საჩივრები 6.1 მუხლის წინამორბედ საქმეზე თავდაპირველი დარღვევის აღმოფხვრასთან დაკავშირებით დაუშვებელი იყო.
თუმცა განმცხადებელმა ასევე წამოჭრა ახალი საკითხი უზენაესი სასამართლოს ქცევისა და სამართლიანობის შესახებ 2008 წლის მარტში მიმდინარე სამართალწარმოებისას. კერძოდ კი ის ამტკიცებდა, რომ ამ გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლოს დასაბუთება აშკარად ეწინააღდეგებოდა [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს შესაბამის მიგნებებს 2007 წლის გადაწყვეტილებაში. თუმცა ეს ახალი საჩივარი ეხებოდა 2008 წლის მარტში განმცხადებლის საგამონაკლისო საჩივართან დაკავშირებით საქმისწარმოების შედეგად გადაწყვეტილების მიღების ფორმას და არა ამ საქმისწარმოების შედეგს და არც ეროვნული სასამართლოების ეფექტიანობას [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისას. შესაბამისად, ეს ეხებოდა 2007 წლის გადაწყვეტილებაში შესწავლილი სიტუაციისგან განსხვავებულს და მოიცავდა შესაბამის ახალ ინფორმაციას იმ საკითხების შესახებ, რომლებიც არ გადაწყვეტილა ამ გადაწყვეტილებით. შესაბამისად კონვენციის 46-ე მუხლი არ აბრკოლებდა სასამართლოს რომ მას შეესწავლა განმცხადებლის ახალი საჩივარი სამართალწარმოების უსამართლობასთან დაკავშირებით, რაც დასრულდა უზენაესი სასამართლოს 2008 წლის მარტის გადაწყვეტილებით.
ბ) მე-6 მუხლის მოქმედება განმცხადებლის საგამონაკლისო საჩივართან დაკავშირებით მიმდინარე სამართალწარმოებაზე - მართალია 6.1 მუხლის მოქმედება როგორც წესი არ ვრცელდება საგამონაკლისო საჩივრებზე, რომლითაც მოითხოვენ შეწყვეტილი სამართალწარმოების განახლებას, კონკრეტულ სამართლებრივ სისტემაში საგამონაკლისო საჩივართან დაკავშირებული სამართალწარმოების ბუნება, ფარგლები და კონკრეტული მახასიათებლები შესაძლოა იყოს იმგვარი, რომ ამგვარი სამართალწარმოება მოაქციოს 6.1 მუხლის მოქმედებისა და მომჩივანი მხარეებისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს გარანტიების ფარგლებში. შესაბამისად [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ უნდა შეისწავლოს კონკრეტულ საქმეზე საგამონაკლისო საჩივრის ბუნება, ფარგლები და კონკრეტული მახასიათებლები.
შესაბამისმა ეროვნულმა სამართლებრივმა ჩარჩომ განმცხადებლისთვის ხელმისაწვდომი გახადა სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც შესაძლებელს ხდიდა მისი სამოქალაქო საქმის გადასინჯვას უზენაესი სასამართლოს მიერ ევროპული სასამართლოს მიგნებების ჭრილში, იმის დასადგენად, რომ თავდაპირველი ეროვნული დონის გადაწყვეტილება ხარვეზიანი იყო. ამგვარი სასამართლო განხილვის გზით განმცხადებლის მიერ ინიცირებული საგამონაკლისო საჩივარი შესაძლოა განხილულ იქნას როგორც თავდაპირველი (შეწყვეტილი) სამოქალაქო სამართალწარმოების გაგრძელება, საკასაციო სამართალწარმოების მსგავსი, როგორც ამას უკრაინის კანონმდებლობა განსაზღვრავს. ამ მოცემულობაში მაშინ როცა ამ კასაციის მაგვარი საქმისწარმოების განსაკუთრებულ მახასიათებლებს შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა 6.1 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული გარანტიების მოქმედებაზე, სასამართლო მიიჩნევდა, რომ ამგვარი გარანტიების მოქმედება უნდა გავრცელდეს იგივე ფორმით რა ფორმითაც ზოგადად სამოქალაქო საკითხებზე საკასაციო სამართალწარმოებისას მოქმედებდა.
შესაბამისი ეროვნული დონის სამართლებრივი დებულებებიდან მომდინარე ეს დასკვნა განმტკიცებული იყო 2008 წლის მარტში უზენაესი სასამართლოს მიერ რეალურად განხორციელებული “შესწავლის” ფარგლებსა და ბუნებაზე მითითებით, მანამ სანამ ის დაითხოვდა განმცხადებლის საგამონაკლისო საჩივარს და უცვლელად დატოვებდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებს. უზენაესმა სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და სასამართლოს გადაწყვეტილებები თავდაპირველი სამართალწარმოებებიდან განმცხადებლის ახალი განაცხადების ჭრილში, რომლებიც ეფუძნებოდა [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილებას.
შესაბამისად უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისი დებულებებისა და იმ სამართალწარმოების ბუნებისა და ფარგლების გათვალისწინებით, რომლის შედეგიც იყო უზენაესი სასამართლოს 2008 წლის მარტის გადაწყვეტილება განმცხადებლების საგამონაკლისო საჩივართან მიმართებით, რასაც მოყვა ამავე სასამართლოს 2008 წლის ივნისის დამადასტურებელი გადაწყვეტილება, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს სამართალწარმოებები გადამწყვეტი იყო განმცხადებლის სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრისთვის. შესაბამისად, 6.1 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები ვრცელდებოდა ამ სამართალწარმოებებზეც.
დადგენილება: წინასწარი პროტესტი არ დაკმაყოფილდეს (ერთხმად).
გ) 6.1 მუხლთან შესაბამისობა – სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მისი როლი არ არის იმოქმედოს როგორც მეოთხე ინსტანციამ და 6.1 მუხლის საფუძველზე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი მიგნებები შესაძლოა მიჩნეულ იქნას თვითნებურად ან აშკარად დაუსაბუთებლად.
წინამდებარე საქმეზე უზენაესმა სასამართლომ 2008 წლის მარტის გადაწყვეტილებით მეტად არამართებულად განმარტა ევროპული სასამართლოს მიგნებები 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებაში. კერძოდ კი მან განმარტა, რომ ევროპულმა სასამართლომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები მიიჩნია კანონიერად და დასაბუთებულად და სამართლიანი დაკმაყოფილება მიაკუთვნა “გონივრული ვადის” გარანტიის დარღვევისთვის (მაშინ როცა ეს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი). ეს მტკიცებები აშკარად არასწორი იყო. უზენაესი სასამართლოს დასაბუთება არ უტოლდება სამართლებრივი ტექსტის განსხვავებულ განმარტებას. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოსთვის ის შესაძლოა მიჩნეულ იქნას როგორს “მეტად თვითნებური” ან როგორც “მართლმსაჯულების უარყოფის” შემცველი, იმ თვალსაზრისით, რომ 2007 წლის გადაწყვეტილების დამახინჯებით გადმოცემას ქონდა განმცხადებლის მცდელობის ჩახშობის ეფექტი, მოეთხოვა მისი ქონებრივი საჩივრის შესწავლა ამ გადაწყვეტილების ჭრილში ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული კასაციის-მსგავსი ჩარჩოს ფარგლებში. შესაბამისად გასაჩივრებული სამართალწარმოებები ვერ აკმაყოფილებდა 6.1 მუხლით გათვალისწინებულ “სამართლიანი სასამართლოს” მოთხოვნას.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 10 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
* ბოჩანი უკრაინის წინააღდეგ (Bochan v. Ukraine), 7577/02, 3 მაისი, 2007.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy