© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი მომზადდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო ძალას არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დოკუმენტის ბოლოში მოცემული შენიშვნა საავტორო უფლებების შესახებ.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე ბულუა ლუქსემბურგის წინააღმდეგ
(საჩივარი № 37575/ 04)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2012 წლის 3 აპრილი
გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო შესწორებას
საქმეზე ბულუა ლუქსემბურგის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნიკოლას ბრატცა, პრეზიდენტი,
ჟან-პოლ კოსტა,
ფრანსუაზ ტულკენსი,
ჯოზეფ კასადევალი,
ნინა ვაჯიჩი,
ბოშტიან მ. ცუანჩიჩი,
ელიზაბეტ ფურა,
ეხბერტ მეიერი,
იან შკუტა,
ინეტა ზიმელე,
მარკ ვილიგერი,
იზაბელ ბერო-ლეფევრი,
პაივი ჰირველა,
გეორგ ნიკოლაუ,
ლედი ბიანკუ,
განა იუდკივსკა,
ვინსენტ ა. დე გაეტანო, მოსამართლეები
და ვინსენტი ბერგერი, იურისკონსული,
განიხილა რა საქმე 2011 წლის 31 აგვისტოსა და 2012 წლის 22 თებერვალს დახურულ სხდომებზე,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება ზემოთ მითითებულ დღეს:
პროცედურასაქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (№37575/04) წარმოდგენილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს წინააღმდეგ, რომელიც 2004 წლის 16 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოში შეიტანა საფრანგეთის მოქალაქემ, ბ-ნმა თომას ბულუამ ( "მომჩივანი").მომჩივანი წარმოდგენილი გახლდათ ბ-ნი ო. ლანგის მიერ, ადვოკატი, რომელიც პრაქტიკას ლუქსემბურგში ეწევა. ლუქსემბურგის მთავრობა ("მთავრობა") წარმოდგენილი გახლდათ მისი მრჩეველით, ბ-ნი ნ. დეკერით, ადვოკატით, რომელიც პრაქტიკას ლუქსემბურგში ეწევა .მომჩივანი დავობდა, რომ მას ჩამოერთვა საქმის სამართლიანად განხილვისა და სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება, მიიღო რა უარი წარმოდგენილ თხოვნაზე დაეტოვებინა ციხე.საჩივარი განსახილველად გადაეცა სასამართლოს პირველ სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). დინ სპილმანმა, ლუქსემბურგიდან არჩეულმა მოსამართლემ დატოვა საქმის მოსმენა (რეგლამენტის მუხლი 28), ხოლო მოპასუხე მთავრობამ კი არ ისარგებლა უფლებით დაენიშნა მისი შემცვლელი. მოცემული სექციის პალატამ მის ადგილას დანიშნა ფრანსუაზ ტულკენსი, მოსამართლე ბელგიიდან (კონვენციის მუხლი 26 § 4 და სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 29 §§ 1 და 2). 2006 წლის 7 დეკემბერს იმავე სექციის პალატამ, შემდეგი მოსამრთლეების შემადგენლობით: ქრისტოს როზაკის, პრეზიდენტი, ლუკის ლუკაიდესი, ფრანსუაზ ტულკენსი, ნინა ვაჯიჩი, ელიზაბეტ შტეინერი, ხალნარ ჰაჯიევი და სვერე ერიკ იებენკი, მოსამართლეები და სიორენ ნიელსენი, სექიის გამწესრიგებელი, მიიღო გადაწყვეტილება შეეტყობინებინათ მოცემული სარჩელის შესახებ მთავრობისათვის.საფრანგეთის მთავრობამ 2006 წლის 12 დეკემბერს შეიტყო რა, რომ კონვენციის 36 § 1 მუხლისა და რეგლამენტის 44-ე მუხლის მიხედვით შეეძლო წერილობით განმარტების წარმოდგენა, 2007 წლის 27 მარტს უარი განაცხადა მოცემული უფლებით სარგებლობაზე.2008 წლის 2 სექტემბერს სასამართლომ გადაწყვიტა გადაედო საქმის განხილვა მანამდე სანამ არ დასრულდებოდა დიდი პალატის წინაშე მიმდინარე Enea v. Italy (N.74912/01) საქმის განხილვა.2010 წლის 14 დეკემბერს, სექციების შემადგენლობაში ცვლილების შემდეგ, მეორე სექციის პალატა შედგებოდა შემდეგი მოსამართლეებისაგან: ირინეუ კაბრალ ბარეტო, პრეზიდენტი, ფრანსუაზ ტულკენსი, დანუტე იოციენე, დრაგოლიუბ პოპოვიჩი, ანდრაშ შაიო, იშილ კარაკაში და გიდო რაიმონდი, მოსამართლეები და სტეინლი ნაისმითი, სექციის განმწესრიგებელი. სექციამ საჩივარი მისაღებად ცნო ხმათა უმრავლესობით. ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას.2011 წლის 4 მარტს მთავრობამ მოითხოვა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა კონვენციის 43-ე მუხლისა და სასამართლო რეგლამენტის 73-ე მუხლის მიხედვით. დიდი პალატის კოლეგიამ დააკმაყოფილა მოთხოვნა 2011 წლის 11 აპრილს.დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26 §§ 4 და 5 და სასამართლო რეგლამენტის 24-ე მუხლების მიხედვით. საბოლოო თათბირში ჟან-პოლ კოსტა მონაწილეობას იღებდა მისი ვადის ამოწურვამდე კონვენციის 23 § 3 და სასამართლოს რეგლამენტის 24 § 4 მუხლების შესაბამისად.მომჩივანმა და მთავრობამ, ორივემ წარმოადგინა წერილობითი სარჩელი.მოსმენა შედგა საჯაროდ ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2011 წლის 31 აგვისტოს (სასამართლო რეგლამენტის წესი 59 § 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით
ბ-ნი ნ. დეკერი, ადვოკატიწარმომადგენელი
ქ-ნი ა. ფერეირა და სილვა, ადვოკატი
ბ-ნი ჯ. ვალენდორფი, მოსამართლე, სააპელაციო სასამართლო, მრჩევლები
(ბ) მომჩვნის სახელით
ბ-ნი ო. ლანგი, ადვოკატიწარმომადგენელი
ბ-ნი რ. სხონსი, ადვოკატიმრჩეველი
ბ-ნი თ. ბულუა,მომჩივანი
სასამართლოს მიმართეს ბ-ნმა ლანგმა და ბ-ნმა დეკერმა.
ფაქტები
I. საქმის გარემოებანი
მომჩივანი, რომელიც დაიბადა 1972 წელს, დააპატიმრებული გახლდათ შრასიგის (ლუქსემბურგი) ციხეში საჩივრის შემოტანის დროისათვის. ამჟამად იგი პეპანში (ლუქსემბურგი) ცხოვრობს.1998 წლის 15 დეკემბერს მას შეეფარდა წინასწარი პატიმრობა.2001 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ 1998 წლის 10 დეკემბერს ჩადენილი სხეულისადმი ზიანის მიყენებით თავდასხმის, გაუპატიურებისა და ცრუ პატიმრობის გამო, რომელსაც თან ახლდა წამების ელემენტები, მას მიუსაჯა პატიმრობა თხუთმეტი წლის ვადით, რომელთაგან სამი წელი შეწყალებულ იქნა.მომჩივანმა სასამართლოს წარმოუდგინა რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილების ასლი, გაცემული 2001 წლის 14 ივნისიდან 2005 წლის 13 აპრილამდე პერიოდში, რომელიც ეხებოდა მის მიერ სამი არასრულწლოვანი შვილის მონახულების უფლებას 2000 წლის 19 ოქტომბრის განქორწილების შემდეგ.ციხეში ყოფნის დროს მომჩივანმა მოითხოვა პირობითი გათავისუფლება, გადაყვანა გივენიშის ნახევრად ღია ციხეში და დროებითი გათავისუფლება ციხიდან (" ციხიდან შვებულება"). მოცემული საქმის განხილვის საგანს წარმოადგენს მოთხოვნები ციხიდან შვებულების შესახებ.
ა. პირველი თხოვნა ციხიდან შვებულების შესახებ
მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2003 წლის ოქტომბერში მან მთავარ პროკურორს წარუდგინა მოთხოვნა ციხიდან შვებულების შესახებ.მრჩეველთა სერვისის ფსიქოლოგის მოთხოვნით, მომჩივანმა 2003 წლის 16 ოქტომბერს განმარტა, რომ ითხოვდა ციხიდან შვებულებას ერთი დღით და თანახმა გახლდათ ამ დროს მას თან ხლებოდა დაცვა. მან მიუთითა, რომ მოთხოვნის მიზანი გახლდათ რიგი ადმინსიტრაციული ფორმალობების დასრულება, მათ შორის:
(i) "მისულიყო ფოტოგრაფთან ან ფოტო ჯიხურში რათა გადაეღო პასპორტის ფოტოები;
(ii) წასულიყო ტრანსპორტის სამინსიტროში რათა განეახლებინა მართვის მოწმობა (სამედიცინო ცნობა უკვე აღებული ჰქონდა);
(iii) წასულიყო საელჩოში რათა განეახლებინა საკონსულო რეგისტრაციის ბარათი;
(iv) ენახა ბ-ნი ბ. ლუქსემბურგის პოლიციის განყოფილებაში, საგამოძებო განყოფილებში, რათა აეღო კონვერტი, რომელშიც იდო დოკუმენტები რომელიც სჭირდებოდა ყოფილ კლიენტს
(v) ენახა მენეჯერი ბ. ბანკში, ეშში/ალზეტი;
(vi) მისულიყო ეშის/ალზეტის საგადასახადო განყოფილებაში;
(vii) შეხვედროდა მეგობრებს რესტორანში ეშში/ალზეტში;
(viii) მისულიყო ბინაში დიფერდანჟეში რათა შეეგროვებინა დარჩენილი დოკუმენტები იმავე კლიენტისათვის;
(ix) აეღო ზომები რიგი ნივთებისათვის, იმ შემთხვევაში თუ მოახერხებდა მათ გაკეთებას (ციხის) სახელოსნოში;
(x) წასულიყო დიფერდანჟეს მერიაში მერთან პირადი ინტერვიუსათვის;
(xi) მისულიყო შინ ქ-ნ ს.-თან ლუქსემბურგში რათა შეეხვედროდა მის ქმარს;
(xii) მისულიყო ადვოკატთან სამსახურში და გადაეცა ყოფილი კლიენტის ის დოკუმენტები რომელიც აკლდა;
(xiii) შესაძლებლობის მიხედვით, შესულიყო წიგნის მაღაზიაში ს.-ს სახლთან ახლოს."
პასუხად მომჩივანმა ასევე აღნიშნა შემდეგი:
"... სამწუხაროდ სამოქალაქო ზიანის გადახდამდე ძალიან შორია, რადგან მე ჯერ საკმარისი ფული იმისთვისაც კი არ მაქვს, რომ გადავიხადო იპოთეკის გადასახადი. ამ მომენტისათვის მე ჯერ ისევ ვიხდი ჩემს სესხებსა და სხვა ვალებს სხვადასხვა პირების წინაშე სამართლებრივ განყოფილებებში ნაკისრი ვალდებულებების საფუძველზე, რათა თავიდან ამეცილებინა ჩემი ქონების დაყადაღება. ..."
2003 წლის 29 ოქტომბერს ფსიქოლოგმა გამოსცა სერთიფიკატი, სადაც აღნიშნა, რომ მომჩივანმა 1999 წლის 19 მაისს დაიწყო ფსიქოთერაპიის კურსი, რომელიც შეწყდა მის კონტროლს მიღმა არსებული მიზეზების გამო 2002 წლის 30 სექტემბერს. ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ მომჩივანი მონდომებული იყო გაეგო თუ რამ აიძულა იგი ჩაედინა დანაშაულები და გაეკეთებინა ყველაფერი რათა თავიდან აეცილებინა დანაშაულის ხელახალი ჩადენა. 2003 წლის 25 ნოემბერს მეორე ფსიქოლოგმა, რომელმაც დაადასტურა, რომ ჰქონდა რეგულარული შეხვედრები მომჩივანთან 2003 წლის შემდეგ და დაეთანხმა 2003 წლის 29 ოქტომბერს გაცემულ ცნობაში მითითებულ კომენტარებს.2003 წლის 5 ნოემბერს, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა გაუგზავნეს მემორანდუმი ციხის უფროსს, სადაც აღნიშნული გახლდათ შემდეგი:
" ... გთხოვთ შეატყობინოთ პატიმარ თომას ბულუას
რომ ციხის საბჭოს გადაწყვეტილებით
მისი თხოვნა ციხიდან შვებულების შესახებ ... არ დაკმაყოფილდა დეპორტაციის გამო (2003 წლის 25 ივნისს იუსტიციის სამინისტროს მიმართ გაკეთდა დეპორტაციის განაცხადი, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული). ამასთანავე, არსებობს საფრთხე, რომ პატიმარი მიიმალება იმის გათვალისწინებით, რომ მას ჯეროვნად არ გაუაზრებია საკუთარი დანაშაული. მანამდე სანამ ისარგებლებს რაიმე სახის პრივილეგიით, მან უნდა დაიწყოს სამოქალაქო მხარეებისათვის გადახდა."
ბ. მეორე თხოვნა ციხიდან შვებულების შესახებ
2004 წლის 17 იანვარს მომჩივანმა გაიმეორა მოთხოვნა, მიაწოდა იგივე მიზეზები და იგივე პროგრამა, რომელსაც განახორციელებდა შვებულების მიღების შემთხვევაში. 2004 წლის 27 იანვარს მისმა ადოკატმა დაადასტურა მოთხოვნა და, inter alia , დასძინა შემდეგი:
" ... მომჩვანისათვის ერთდღიანი შვებულების მიცემა, რომლის დროსაც იგი მოაწესრიგებდა საკუთარ საქმეებს, რაც შემდგომში მას ხელს შეუწყობს აწარმოოს დამოუკიდებელი ცხოვრება ციხის მიღმა, არამარტო დაეხმარება (მომჩივნის) რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას, არამედ, ასევე მისცემს მას საშუალებას დაიწყოს სამოქალაქო მხარეებისათვის ზიანის ანაზღაურება რაც შეიძლება მალე. ..."
2004 წლის 17 მარტს მთავარი პროკურატურის წარმომდგენელმა გაუგზავნა მემორანდუმი ციხის უფროსს სადაც აღნიშნავდა შემდეგს:
" ... გთხოვთ შეატყობინოთ პატიმარ თომას ბულუას
რომ ციხის საბჭოს გადაწყვეტილებით
2003 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა ციხიდან შვებულების შესახებ ... ძალაში რჩება."
გ. ციხიდან შვებულებაზე უარის შემდგომი მიმართვა ადმინისტრაციული სასამართლოებისადმი
2004 წლის 25 მაისს მომჩივანმა შეიტანა საჩივარი ადმინიტრაციულ სასამართლოში (tribunal administratif) სადაც ითხოვდა ციხის საბჭოს მიერ 2003 წლის 5 ნოემბერსა და 2004 წლის 17 მარტს მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვას.2004 წლის 6 დეკემბრის მოსმენაზე ადმინისტრაციულმა სასამართლომ საკუთარი შუამდგომლობით დააყენა საკითხი მასზედ თუ რამდენად ჰქონდა მას იურისდიქცია განეხილა საჩივარი. მთავრობამ, რომელსაც არ წამოუყენებია პრეტენზია იურისდიქციის სავარაუდო არარსებობის შესახებ, მოცემული საკითხი სასამართლოს დისკრეციას დაუქვემდებარა. მომჩივანმა განაცხადა, რომ სასამართლოს ჰქონდა შესაბამისი იურისდიქცია.2004 წლის 23 დეკემბერს ადმინისტრაციულმა სასამართლომ განაცხადა, რომ არ ფლობდა იურისდიქციას რათა განეხილა საჩივარი შემდეგი მიზეზების გამო:
"... ურთიერთისაგან უნდა განსხვავდეს ადმინისტრაციული ზომები, რომლებიც უკავშირდება პატიმრებისადმი მოპყრობას ციხეში (მაგალითად გადაწყვეტილება მათი ციხის უფრო დაცულ ფრთაში განთავსების შესახებ, განსაკუთრებით კი უფრო მკაცრი რეჟიმის პირობებში განთავსებაზე - იხილეთ ადმინისტრაციული სასამართლოს განჩინება N. 14568, 2002 წლის 10 ივლისი), რომელიც წარმოადგენს ციხის მმართველობის ფარგლებში მიღებულ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს და გადაწყვეტილებებს, რომლებმაც შესაძლოა შეცვალონ საერთო სასამართლოების მიერ დაკისრებული სასჯელის ბუნება და მასშტაბი, რაც მიჩნეულ უნდა იქნას უფრო იურიდიულ/მართლმსაჯულებით ვიდრე ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებად.
მოცემულ საქმეში უნდა აღინიშნოს, რომ ციხიდან შვებულების პრივილეგიის მინიჭება ან მასზე უარი წარმოადგენს ზომას, რომელიც ცვლის მომჩივანისადმი საერთო სასამართლოების მიერ დაკისრებული სასჯელის "მასშტაბს".
შესაბამისად, მოცემული ორი გადაწყვეტილება იურიდიული/მართლმსაჯულებითი ბუნების მატარებელია.
შესაბამისად, ზემოთგანსაზღვრული ბუნების გათვალისწინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები ვერ დაექვემდებარება ადმინისტრაციული სასამართლოების განსჯადობას... ."
2005 წლის 14 აპრილს ზემდგომმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ (cour administrative) ძალაში დატოვა მოცემული გადაწყვეტილება შემდეგი მითითებით:
" (მომჩივანმა) აღნიშნა, რომ სასამართლომ შეცდომა დაუშვა როდესაც უარი განაცხადა განეხილა მისი საჩივარი იურიდიულად და მიუთითა, რომ: მოცემულ უარზე სხვა სამართლებრივი მისაგებელი არ არსებობდა და რომ 1996 წლის 7 ნოემბრის კანონის 2(1) მუხლი ადმინისტრაციული სასამართლოების ორგანიზების შესახებ უნდა ყოფილიყო გამოყენებული; გასაჩივრებული გადაწყვეტილებანი არ ცვლიდნენ სასჯელის მასშტაბს; სასამართლომ მას განხილვაზე უარი უთხრა (კონვენციის) (6(1)) მუხლის დარღვევით ჩამოართვა რა საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.
... (მომჩივნის) საქმე ეხება ციხიდან შვებულებას, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ წარმოადგენს გადაწყვეტილებას, რომელიც ცვლის საერთო სასამართლოების მიერ განსაზღვრულ სასჯელის აღსრულების პირობებს და რომელიც შესაბამისად მიჩნეულ უნდა იქნას მართლმსაჯულებით და არა ადმინსიტრაციულ გადაწყვეტილებად.
ფრაზა "დაკისრებული სასჯელის მასშტაბი", რომელიც გამოყენებული იქნა სასამართოს მიერ, მოცემულ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული სასჯელის ხანგრძლივობად, არამედ მიჩნეული უნდა იქნას მისი აღსრულების ფორმად, მისი ფართო გაგებით.
ადმინსიტრაციული სასამართლო, შესაბამისად, მართალი გახლდათ როდესაც უარი განაცხადა განეხილა საჩივარი.
ადმინისტრაციული სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ იგი არ ფლობს იურისდიქციას, ვერ განიხილება მათი მხრიდან საკითხზე გადაწყვეტილების მიღების სურვილის არქონად; შესაბამისად, საჩივარი მართლმსაჯულებაზე უარის შესახებ უსაფუძვლოდ უნდა იქნას მიჩნეული.
(კონვენციის) მუხლი (6(1)) არ გამოიყენება იმ ორგანოს მიმართ, რომელსაც არ გააჩნია უფლებამოსილება განიხილოს საქმე არსებითად. ..."
დ. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი შემდგომი თხოვნები ციხიდან შვებულების შესახებ და ციხის საბჭოს უარი
2004 წლის 11 აგვისტოს მომჩივანმა წარმოადგინა მესამე მოთხოვნა ციხიდან შვებულებაზე, სადაც inter alia აღნიშნა:
"... მე წარმატებით გავიარე რამდენიმე კლასი რომელიც ორგანიზებული გახლდათ CEP-L (დასაქმებულთა პალატის) მიერ და მსურს განვაგრძო შესაბამისი დიპლომების მისაღებად სვლა.
დიპლომები ეხება ბუღალტერიასა და კომპიუტერის გამოყენებას. მე წარმატებით დავასრულე წინარე კურსები, მაგრამ იმისათვის, რომ მივაღწიო დასახულ მიზანს ახლა ჩემთვის არსებითია დავესწრო შემოდგომის სემესტრში უშუალოდ CEP-L-ოფისში ჩანიშნულ გაკვეთილებს. ..."
2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მომჩივანს იმის გამო, რომ მას შეეძლო კურსებს დასწრებოდა ციხეში და ამასთანავე, მას ჯერ არ განეხორციელებინა მცდელობა გადაეხადა მსხვერპლისადმი კომპენსაცია. გადაწყვეტილება ასევე იხმობდა 2003 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების არგუმენტაციას.2004 წლის 14 ოქტომბერს მომჩივანმა მეოთხეჯერ მოითხოვა ციხიდან შვებულება - რომელიც პირველად იქნა წარმოდგენილი დიდი პალატის წინაშე - ითხოვდა რა ნებართვას გაეტარებინა ერთი დღე მის შვილებთან ერთად წმ. ნიკოლოზის ხსენების შაბათ-კვირას.2004 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ მომჩივნის მიერ ბავშვების მონახულების უფლება ჯერ არ იყო ნათლად გადაწყვეტილი.მეხუთე თხოვნაში, წარმოდგენილი 2005 წლის 24 თებერვალს, მომჩივანი აღნიშნავდა, რომ სხვა მრავალს შორის, ვერ ხვდებოდა თუ რატომ ეუბნებოდნენ მას მუდმივად უარს დასწრებოდა საბოლოო გაკვეთილს რათა მიეღო დიპლომი ბუღალტერიასა და კომპიუტერში თუკი აღიარებული გახლდათ საზოგადოებაში მისი რეინტეგრაციის საჭიროება. მან დასძინა, რომ ციხიდან დროებით გათავისუფლების მიზანი გახლდათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და მართვის მოწმობის განახლება, ასევე გამოსავლის პოვნა თუ როგორ გადაეხადა ვალი სხვადასხვა დაწესებულებებისა თუ სამოქალაქო მხარეებისათვის.2005 წლის 23 მარტს მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მიზეზების წარმოუდგენლობის გამო.2005 წლის 12 ივლისს ციხიდან შვებულების მეექვსე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ არსებობდა მომჩივანის ციხეში არ დაბრუნების საფრთხე2006 წლის 4 მაისს ციხიდან შვებულების მეშვიდე თხოვნა არ დაკმაყოფილდა იმის გამო რომ მომჩივანი ძალისხმევას არ გამოხატავდა, განსაკუთრებით სამოქალაქო მხარეებისადმი კომპენსაციის გადახდის კუთხით და უარს აცხადებდა დამორჩილებოდა დადგენილ პირობებს.
ე. მომჩივნის ციხიდან გათავისუფლებამდე განვითარებული შემდგომი მოვლენები
2006 წლის 4 მაისის უარის შემდეგ, მომჩივანმა მიმართა მთავარ პროკურატურას ხუთჯერ 2006 წლის 10 მაისიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში. მან ითხოვა დახმარება ვალების დაფარვის გეგმის შედგენაში, სამოქალაქო მხარეთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე, მოითხოვა განმარტება იმ პირობებისა, რომელიც მის მიმართ იყო დაწესებული საზოგადოებაში მისი ინტეგრაციის გათვალისწინებით, რათა შეძლებოდა მათი დაკმაყოფილება. 2006 წლის 6 ნოემბერს გენერალური პროკურორის წარმომადგენელმა მისწერა მომჩივანს და შეატყობინა, რომ არსებული ვითარების მიხედვით, იგი მიზნად არ ისახავდა ეპასუხა იმ სხვადასხვა წერილისათვის, რომელიც, მისი აზრით, არ საჭიროებდა კომენტარს.2006 წლის 20 ნოემბერს მთავარმა პროკურორმა დაადასტურა მომჩივნის წერილის მიღება, სადაც იგი ითხოვდა გასაუბრებას და აღნიშნა, რომ შეხვდებოდა მას ციხეში შემდგომი ვიზიტის დროს. მომჩივნის მიხედვით, შეხვედრა არასდროს შემდგარა.2008 წლის 31 ოქტომბერს ციხის საბჭომ მომჩვანს მისცა ციხის ერთი დღით დატოვების უფლება იმ პირობით, რომ მას ციხიდან წაიყვანდა და დააბრუნებდა მისი ახალი მეგობარი გოგონა, რომლის სახლშიც იგი გაატარებდა დროს.2008 წლის 12 დეკემრბიდან 2009 წლის 19 ივნისამდე მომჩივანმა ხუთჯერ მიიღო ორდღიანი შვებულება ციხიდან, რომელსაც იგი თავის მეგობარ გოგოსთან ატარებდა.2009 წლის 20 მარტს მომჩივანი გადაიყვანეს გივენიხის ნახევრად ღია ციხეში. იმავე დღეს, ცალკე გადაწყვეტილებით, მას მიეცა ციხის ათი დღით დატოვების უფლება რათა მოეძებნა სამსახური და განეხორციელებინა სხვადასხვა ადმინსიტრაციული ფორმალობები; ასევე, გადაწყდა, რომ იგი განთავსდებოდა ნახევრად საპატიმრო რეჟიმში მას შემდეგ რაც იპოვნიდა სამსახურს.2009 წლის 24 ივნისს მომჩივანმა მოაწერა ხელი პროფესიული რეაბილიტაციის კონტრაქტს - მზარეულის პოზიციაზე.2009 წლის 25 სექტემბერს დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა პირობით გათავისუფლებაზე.სამი გადაწყვეტილებით (დათარიღებული 2009 წლის 25 სექტემბრით, 11 დეკემბრითა და 2010 წლის 26 თებერვლით)მომჩივანს უარი ეთქვა იმ თხოვნების დაკმაყოფილებაზე, რომლის მიხედვითაც იგი ითხოვდა ვადამდე გათავისუფლებას, რომელიც სრულდებოდა 2010 წლის 12 ოქტომბერს.2010 წლის 10 თებერვალს მომჩივანმა დაიწყო ბიზნესი ინდივიდუალურ მოვაჭრედ.2010 წლის 15 ივლისს მომჩივანი ვადამდე გათავისუფლდა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მან საბოლოოდ დატოვა გივენიხის ციხე ამავე დღეს.
II. შესაბამისი ეროვნული კანონდებობა და პრაქტიკა
ა. საპატიმრო სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა
1986 წლის 26 ივლისის კანონი საპატიმრო სასჯელების აღსრულების რიგი ზომების შესახებ ("1986 წლის კანონი") 1 მუხლში ჩამოთვლის სხვადასხვა ზომებს, რომელიც შესაძლოა გამოწვეულ იქნას საპატიმრო სასჯელის აღსრულებით:
" საპატიმრო სასჯელის აღსრულებას შესაძლოა თან ახლდეს ერთ-ერთი მოცემულთაგანი: სასჯელის ნაწილ-ნაწილ მოხდა, ნახევრად საპატიმრო რეჟიმი, ციხიდან შვებულება, სასჯელის გადავადება, ვადამდელი გათავისუფლება."
1. ციხიდან შვებულების განმარტება
1986 წლის კანონის მე-6 მუხლი ციხიდან შვებულებას განმარტავს შემდეგგვარად:
"ციხიდან შვებულება გულისხმობს ციხის დატოვების ნებართვას დღის გარკვეული მონაკვეთით ან ოცდაოთხი საათით. დრო ითვლება სასჯელის ხანგრძლივობაში."
2. ციხიდან შვებულების მიღების უფლება
1986 წლის კანონის მე-7 მუხლის მიხედვით ციხიდან შვებულება შესაძლოა გაიცეს შემდეგი მიზნებისათვის:
" მოცემული პრივილეგია შესაძლოა გაიცეს იმ პატიმრებზე, რომლებიც ცხოვრობენ ან წარმოადგენენ ქვეყნის რეზიდენტებს, ოჯახური მიზნებისათვის ან რეაბილიტაციისა და პროფესიულ ცხოვრებაში ჩართვის მიზნით, ან საცდელად მათ პირობით გათავისუფლებამდე."
1986 წლის კანონის მე-8 მუხლი აღნიშნავს, რომ მოცემული ზომა შესაძლოა შეეფარდოს დანაშაულის პირველად ჩამდენს მას შემდეგ რაც მას მოხდილი ექნება სასჯელის მესამედი.1986 წლის კანონის მე-13 მუხლით:
"ამ კანონით დადგენილი პირობების გამოყენებისას, გათვალისწინებული უნდა იქნას პატიმრის ხასიათი, მისი განვითარება და შემდგომი დანაშაულის ჩადენის საფრთხე."
კანონპროექტის წარდგენისას თანმდევ განმარტებაში, მოცემულ დებულებასთან დაკავშირებით აღნიშნული გახლდათ, რომ სასჯელის აღსრულების ზომები "არასდროს იქნება ავტომატური და მიღებული იქნება სასჯელის განსაზღვრის შემდგომი ორგანოს გადაწყვეტილების ფარგლებში, რომელიც დამოუკიდებლად გადაწყვეტს პატიმართან დაკავშირებული მიღებული ინფორმაციის საფუძველზე."
1989 წლის 19 იანვრის დიდი საგრაფოს წესების მიხედვით, რომელიც inter alia, აყალიბებს ციხიდან შვებულების მიცემისას დეტალულ დებულებებს, ამგვარი შვებულება შესაძლოა გაიცეს კონკრეტული პატიმრის ან მისი წარმომადგენლის თხოვნის საფუძველზე (მუხლი 4); მოთხოვნა წერილობითი უნდა იყოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პატიმარს არ შეუძლია ან არ იცის წერა. შვებულებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ ერთი თვე, გარდა განსაკუთრებული მდგომარეობისა (მუხლი 5). პატიმრის თხოვნაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, ახალი თხოვნა აღარ მიიღება ორი თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნაში გამოიკვეთება ახალი მტკიცებულებანი (მუხლი 6).
3. ციხიდან შვებულების მოთხოვნის პროცედურა
1986 წლის კანონის მე-12 მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
" ორ წელზე ხანგრძლივი საპატიმრო სასჯელის შემთხვევაში ... მოცემული კანონით დადგენილი ზომები ... მიღებული იქნება გენერალური პროკურორის ან მისი წარმომადგენლის მიერ საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად. საბჭო, გენერალურ პროკურორთან ან მის წარმომადგენელთან ერთად, მოიცავს მოსამართლესა და საჯარო პროკურორს. ...
საბჭო მოწვეული უნდა იქნას გენერალური პროკურორის ან მისი წარმომადგენლის ინიციატივით, მას თავმჯდომარეობას გაუწევს მოსამართლე.
გენერალური პროკურორის ან მისი წარმომადგენლის გარდა, სრული წევრები და მათი შემცვლელები დაინიშნებიან მინისტრის ბრძანებით, განახლებადი სამწლიანი ვადით."
4. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ომბუდსმენის N.30-ე რეკომენდაცია საპატიმრო სასჯელების აღსრულებისა და მათი შემდგომი პერიოდისას ძალაუფლების გადანაწილების ცვლილებაზე
N.30 რეკომენდაციაში, რომელიც ეხებოდა 2007 წლის 1 ოქტომბრიდან 2008 წლის 30 სექტემბრამდე მისი საქმიანობის ანგარიშს, ომბუდსმენმა გამოხატა ხედვა, რომ ლუქსემბურგში მოქმედი სასჯელის აღსრულების სისტემა საჭიროებდა კორექტივებს და რეკომენდაცია გასცა შექმნილიყო სასჯელის დანიშვნის შემდგომი მოსამართლის პოზიცია. ეს უკანასკნელი მიიღებდა გადაწყვეტილებებსა და მოისმენდა აპელაციას ციხიდან შვებულებასთან დაკავშირებული მოთხოვნების ირგვლივ შეჯიბრებითი სამართალწარმოების შედეგად.2009 წლის 1 ოქტომბრიდან 2010 წლის 30 სექტემბრამდე საქმიანობის ანგარიშში ომბუდსმენმა აღნიშნა ის ფაქტი, რომ იუსტიციის მინისტრმა ლუქსემბურგის ყოველდღიურ გაზეთში დაბეჭდილ სტატიაში, ისაუბრა სასამართლო ორგანოსათვის რიგი იმ ფუნქციების გადაცემის სასარგებლოდ, რომელთაც ამჟამად გენერალური პროკურორის წარმომადგენელი ახორციელებდა სასჯელის აღსრულებასა თუ ციხის საბჭოსთან მიმართებაში. 2011 წლის 22 დეკემბერს იუსტიციის სამინისტრომ საბჭოს წარუდგინა ციხის რეფორმის მონახაზი, რომელიც მოიცავდა მთავრობის კაბინეტის მიერ 2011 წლის 16 დეკემბერს დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელიც inter alia, ქმნიდა სასჯელის დანიშვნის შემდგომ სასამართლოს. კანონპროექტმა ახლა უნდა განვლოს საკანონმდებლო პროცედურის სხვადასხვა ეტაპი.
ბ. ციხიდან შვებულების პრაქტიკა: მთავრობის მიერ მოწოდებული სტატისტიკა
ლუქსემბურგში არის ორი ციხე, ხოლო პატიმართა საერთო რაოდენობა კი დაახლოებით - 700. პატიმართა უმრავლესობა სასჯელს იხდის ლუქსემბურგის ციხეში, რომელიც დახურულ დაწესებულებას წარმოადგენს. ასევე არსებობს ნახევრად ღია ციხე (გივენიჩის ციხე), რომელიც ძირითადად იმ პატიმრებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც უახლოვდებიან საპატიმრო ვადის დასრულებას ან იხდიან მოკლევადიან სასჯელებს. მათი უმრავლესობა ციხეს ტოვებს ყოველდღიურად სამსახურში წასასვლელად.მთავრობამ აღნიშნა, რომ ურთიერთისაგან უნდა განსხვავდეს ლუქსემბურგისა და გივენიჩის ციხეებიდან შვებულებაში პატიმრების გაშვება.
1. ლუქსემბურგის ციხეში დაკავებულ პირთა მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა ციხიდან შვებულებით სარგებლობის შესახებ
2009 წელს დაკმაყოფილებულ იქნა ციხიდან შვებულების 146 მოთხოვნა და უარყოფილ იქნა 169 მოთხოვნა. 2010 წლის მონაცემებით კი დაკმაყოფილდა 114 და უარყოფილ იქნა 128.მთავრობამ აღნიშნა, რომ ციხიდან შვებულების მრავალი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა, რადგან წარმოდგენილი გახლდათ კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე ადრე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პატიმრებს ჯერ არ ჰქონდათ მოხდილი სასჯელის მესამედი (პირველი დანაშაულის შემთხვევაში) ან ნახევარი (განმეორებითი დანაშაულისას) ან მოთხოვნა წარმოდგენილი გახლდათ პირველ მოთხოვნაზე უარის გაცხადებიდან ორ თვეზე ნაკლებ ვადაში.
2. გივენიჩის ნახევრად ღია ციხეში დაკავებულ პირთა მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა ციხიდან შვებულებით სარგებლობის შესახებ
2009 წელს დაკმაყოფილდა 376 მოთხოვნა და უარი ეთქვა 192 მოთხოვნას. 2010 წელს დაკმაყოფილდა 409 მოთხოვნა და არ დაკმაყოფილდა 191 მოთხოვნა.
III. შესაბამისი საერთაშორისო სამართალი
ა. წევრ სახელმწიფოთა მიმართ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია N. რ(82) 16 ციხიდან შვებულებასთან დაკავშირებით (მიღებული 1982 წლის 24 სექტემბერს)
რეკომენდაცია, inter alia, აღნიშნავს შემდეგს:
" მინისტრთა კომიტეტი, ევროპის საბჭოს წესდების 15.ბ მუხლის პირობების შესაბამისად,
...
მიიჩნევს რა, რომ ციხიდან შვებულება არის პატიმრის სოციალური რეინტეგრაციის ხელშეწყობის ერთ-ერთი ფორმა;
ითვალისწინებს რა ამ სფეროში არსებულ გამოცდილებას,
წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს რეკომენდაციას აძლევს რათა:
1. შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დააკმაყოფილონ ციხიდან შვებულების მოთხოვნა სამედიცინო, საგანმანათლებლო, დასაქმებით, ოჯახურ და სხვა სოციალურ საფუძვლებზე;
2. ციხიდან შვებულების მიცემისას გაითვალისწინონ:
-დანაშაულის ბუნება და სერიოზულობის ხარისხი, სასჯელის ხანგრძლივობა და უკვე მოხდილი პერიოდი,
- პატიმრის ბუნება და საქციელი და საზოგადოებისადმი მის მიერ შექმნილი საფრთხე, ასეთის არსებობის შემთხვევაში,
- პატიმრის ოჯახური და სოციალური მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა შეცვლილიყო მის პატიმრობის განმავლობაში,
- შვებულების მიზანი, მისი ხანგრძლივობა და პირობები;
3. მიანიჭონ ციხიდან შვებულება რაც შეიძლება მალე და ხშირად, ზემოთმოცემული პირობების გათვალისწინებით;
4. ციხიდან შვებულება მიანიჭონ არამარტო ღია ციხეების პატიმრებს, არამედ დახურული დაწესებულების პატიმრებსაც იმ პირობით, რომ მოცემული წინააღმდეგობაში არ მოდის საჯარო უსაფრთხოებასთან;
...
9. შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეატყობინონ პატიმარს ციხიდან შვებულებაზე უარის მიზეზები;
10. უზრუნველყონ პირობები, რომლითად შესაძლებელი იქნება უარის გადახედვა; ..."
ბ. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec(2003)23 წევრ სახელმწიფოთა მიმართ ციხის ადმინისტრაციების მიერ სამუდამო პატიმრობამიჯილ და სხვა გრძელვადიან პატიმართა მართვის შესახებ (მიღებული 2003 წლის 9 ოქტომბერს)
რეკომენდაცია, შესაბამის ნაწილებში, აღნიშნავს შემდეგს:
"მინისტრთა კომიტეტი, ევროპის საბჭოს წესდების 15.ბ მუხლის მიხედვით,
ითვალისწინებს რა შესაბამის პრინციპებს მოცემულს ... კერძოდ:
- რეკომენდაციაში რ(82)16 ციხიდან შვებულების შესახებ; ...
...
1. მოცემული რეკომენდაციის მიზნებისათვის, გრძელვადიან პატიმარს განმარტავს როგორც პატიმარს, რომელიც იხდის საპატიმრო სასჯელს ან სასჯელებს მთლიანობაში ხუთი წლის ვადით ან მეტით.
...
2. გრძელვადიანი პატიმრების მართვის მიზნები მოიცავს:
...
- გაიზარდოს და გაუმჯობესდეს ალბათობა იმისა, რომ მოცემული პატიმრები წარმატებით დაფუძნდებიან საზოგადოებაში და მიჰყვებიან კანონმორჩილ ცხოვრებას გათავისუფლების შემდეგ.
...
23.ბ. განსაკუთრებული მცდელობა მიმართულ უნდა იქნას იმისაკენ, რათა ნებადართული გახლდეთ ციხიდან შვებულების სხვადასხვა ფორმები, საჭიროების შემთხვევაში დაცვით, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნება ციხიდან შვებულების შესახებ რეკომენდაცია N. რ(82)16 მოცემული პრინციპები.
..."
გ. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec(2006)2 წევრ სახელმწიფოთა მიმართ ევროპის ციხის წესების შესახებ (მიღებული 2006 წლის 11 იანვარს)
მოცემული რეკომენდაცია, inter alia , აღნიშნავს შემდეგს:
" მინისტრთა კომიტეტი, ევროპის საბჭოს წესდების 15.ბ მუხლის საფუძველზე,
...
ხაზს უსვამს რა, რომ საპატიმრო სასჯელების აღსრულება და პატიმართა მოპყრობა საჭიროებს უსაფრთხოების, უშიშროებისა და დისციპლინის მოთხოვნების გათვალისწინებას ... პატიმრებისადმი სპეციალური მოპყრობის პროგრამების გახორციელებისას, რომელიც მიზნად ისახავს მათ მომზადებას საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის;
...
კიდევ ერთხელ ითვალისწინებს რა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებში მოცემულ სტანდარტებს, ... განსაკუთრებით კი წევრ სახელმწიფოთა მიმართ ციხის ადმინისტრაციების მიერ სამუდამო პატიმრობამიჯილ და სხვა გრძელვადიან პატიმართა მართვის შესახებ რეკომენდაციას N. Rec(2003)23;
...
103.2 მიღების შემდეგ რაც შეიძლება მოკლე ვადებში, შედგეს ანგარიშები მისჯილი პატიმრების პირადი მდგომარეობის, რეკომენდირებული სასჯელის გეგმისა და მათი გათავისუფლებისათვის მზადების სტრატეგიის შესახენ.
103.3 მისჯილ პატიმრებს ხელი უნდა შეეწყოთ რათა მონაწილეობა მიიღონ საკუთარი სასჯელის გეგმის შედგენაში;
103.4 აღნიშნული გეგმები, იმდენად რამდენადაც შესაძლებელია მათი შესრულება, .. უნდა მოიცავდეს გათავისუფლებისათვის მზადებას.
...
103.6 მისჯილი პატიმრების ზოგადი რეჟიმის განუყოფელ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს ციხიდან შვებულების სისტემა.
...
107.1 მისჯილ პატიმრებს, გათავისუფლებამდე საკმაოდ ადრე, სპეციალური პროცედურებისა და პროგრამების დახმარებით უნდა მიეცეთ საშუალება შეეგუონ ციხის ცხვორებიდან კანონმორჩილ ცხოვრებას საზოგადოებაში.
107.2. იმ პატიმრების შემთხვევაში, რომელთაც მისჯილი აქვთ განსაკუთრებით ხანგრძლივი სასჯელები, მიღებული უნდა იქნას ზომები რათა მოხდეს მათი თანდათანობრივი დაბრუნება თავისუფალ საზოგადოებაში.
სამართალი
კონვენციის 6 § 1 მუხლის სავარაუდო დარღვევა
მომჩივანმა აღნიშნა, რომ მას ჩამოერთვა საქმის სამართლიანად განხილვის უფლება და სასამართლოსადმი წვდომის უფლება ციხიდან შვებულების მოთხოვნაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ პროცედურაში. იგი ამტკიცებდა კონვენციის 6 § 1 მუხლის დარღვევას, რომლის შესაბამისი მონაკვეთის მიხედვითაც:
"ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... საქმის ... განხილვის უფლებით ... სასამართლოს მიერ..."
ა. პალატის გადაწყვეტილება
2010 წლის 14 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში პალატამ დაადგინა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ გამოიყენებოდა მის სისხლისსამართლებრივ ნაწილში. თუმცა, აღნიშნა, რომ მომჩივნის სარჩივარი კონვენციასთან შესაბამისობაში გახლდათ ratione materiae, იმენად რამდენადაც ეხებოდა კონვენციის მე-6 მუხლს სამოქალაქო სამართლის კუთხით. პალატის აზრით, მომჩივანს შეეძლო ემტკიცებინა, რომ როგორც პატიმარს, მას უფლება ჰქონდა მიეღო ციხიდან შვებულება მას შემდეგ რაც დააკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს უფლების შეზღუდვა, რომელსაც ასაჩივრებდა მომჩივანი ციხიდან შვებულების კონტექსტში, ეხებოდა პატიმართა იმ უფლებებს, რომლებიც ევროპის საბჭოს აღიარებული ჰქონდა ევროპის ციხის წესების საშუალებით, მიცემული მინისტრთა კომიტეტის მიერ და დაზუსტებული გახლდათ სამ რეკომენდაციაში. პალატამ შესაბამისად დაასკვნა, რომ დავა "უფლებების" შესახებ კონვენციის 6 § 1 მუხლის ფარგლებში არსებობდა. იმასთან მიმართებაში თუ რამადენად წარმოადგენდა მოცემული უფლებები "სამოქალაქო" უფლებებს, მან აღნიშნა, რომ წარმოება მომჩვნის მიერ ციხიდან შვებულების შესახებ მრავალი თხოვნის ფარგლებში ეფუძნებოდა მონდომებას მოეხდინა მისი პროფესიული და სოციალური ცხოვრების რეორგანიზება ციხიდან გამოსვლისათვის. პალატის აზრით, მომჩივნის თხოვნები ციხის დატოვების შესახებ მოტივირებული გახლდათ მისი სურვილით დასწრებოდა გაკვეთილებს და მიეღო დიპლომი ბუღალტერიასა და კომპიუტერით სარგებლობაში და დაესრულებინა რიგი ადმინისტრაციული ფორმალობები ბანკსა და სხვადასხვა დაწესებულებებში (მათ შორის მართვის მოწმობისა და საკონსულო რეგიტსრაციის ბარათის განახლება). პალატამ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ წამოყენებული შეზღუდვა, მატერიალურ გავლენასთან ერთად, ეხებოდა მის პირად უფლებებსა და ინტერესს ხელახლა დაფუძნებულიყო საზოგადოებაში. მიჩნეულ იქნა რომ მომჩივნის სოციალური რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესი გახლდათ მისი უფლების დასაცავად ჰქონოდა პირადი ცხოვრება და განევითარებინა მისი სოციალური იდენტობა. შესაბამისად, მან დაასკვნა, რომ სამართალწარმოება ეხებოდა მის სამოქალაქო უფლებას.პალატამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის 6 § 1 მუხლის დარღვევას იმდენად, რამდენადაც ციხის საბჭომ არ დააკმაყოფილა "სასამართლოსადმი" დაწესებული მოთხოვნები 6 § 1 მუხლის გაგებით და რომ საქმის არსებითი განხილვისას გადაწყვეტილების ნაკლებობამ გააბათილა ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ ციხის საბჭოს გადაწყვეტილებების განხილვა.
ბ. მხარეთა არგუმენტები
1. მთავრობა
(ა) კონვენციის მე-6 მუხლის გამოყენებადობა
მთავრობამ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში არ გამოიყენებოდა კონვენციის მე-6 მუხლი.სასამართლოს პრაქტიკის მიერ სფეროში დადგენილი პრინციპების მოხმობით, მან აღნიშნა, რომ მომჩივანს არ გააჩნდა "უფლება" კონვენციის 6 § 1 მუხლის მნიშვნელობით.მთავრობის აზრით, ეროვნული კანონმდებლობის მიერ წარმოდგენილი ფორმულირებიდან აშკარა გახლდათ, რომ ციხიდან შვებულება წარმოადგენდა მხოლოდ პრივილეგიას, რომელიც ავტომატურ უფლებას არ ანიჭებდა მხარეს.სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებამ არაპირდაპირ მიიღო გადაწყვეტილება ციხიდან შვებულების მინიჭების ბუნებასთან დაკავირებით. მოცემული საქმე ეხებოდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც მიყენებულ იქნა ციხიდან შვებულებით მოსარგებლე პატიმრის მიერ. სააპელაციო სასამართლომ დააკონკრეტა, რომ იმის დადგენისას, რომ პატიმრები შესაძლოა უფლებამოსილნი შეიქნენ ისარგებლონ ზომებით, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ოჯახური კავშირების შენარჩუნებას და მოამზადებს მათ საზოგადოებაში ხელახლა დასაფუძნებლად, კანონმდებლობამ შექმნა გარკვეული საფრთხე მესამე მხარეებისათვის, რომელთაც მიეცათ საშუალება მოითხოვონ სახელმწიფოსაგან შესაბამისი მისაგებელი.ამასთანავე, ციხის საბჭო სარგებლობდა სრული დისკრეციული უფლებამოსილებით მოცემულ საკითხზე. კანონმდებელი არ აკისრებდა მათ აბსოლუტურ ვალდებულებას მიანიჭონ პატიმარს ციხიდან შვებულება: იმის დაშვების შემთხვევაშიც კი, რომ 1986 წლის კანონის მე-7 მუხლით დადგენილი სხვადასხვა კრიტერიუმი დაკმაყოფილებული გახლდათ, ციხის საბჭოს სრულიად დამოუკიდებელი გახლდათ შეფასებაში თუ რამდენად იმსახურებდა ესა თუ ის პატიმარი პრივილეგიით სარგებლობას. მთავრობამ აღნიშნულის საფუძველზე დაასკვნა, რომ პალატა შეცდა როდესაც დაადგინა, რომ მომჩივანს შეეძლო მოეთხოვა ციხიდან შვებულება კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ. მათ მიიჩნიეს, რომ ამგვარ პირობებიც კი, კანონი აძლევდა ციხის საბჭოს უფლებას არ დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა. ყოველი საქმე განიხილებოდა ჩადენილი დანაშულისა და პატიმრის ბუნების გათვალისწინებით.მთავრობამ დასძინა, რომ პალატამ არამართებულად დაასკვნა, რომ მომჩივანი ფლობდა უფლებებს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული ევროპული ციხის წესების საფუძველზე. მოცემული რეკომენდაციები აყალიბებდა სახელმძღვანელო პრინციპებს წევრი სახელმწიფოებისათვის რათა მომხდარიყო ქმედი წესების ჰარმონიზება და როგორც ასეთი, არ წარმოადგენდა ეროვნული ან საერთაშორსო სამართლის წყაროს. რეკომენდაციები წევრ სახელმწიფოს უტოვებდა თავისუფალი შეფასების ფართო ზღვარს როდესაც საქმე ეხებოდა ციხიდან შვებულებას და მიზნად არ ისახავდა შვებულების აბსოლუტური უფლების დადგენას გარკვეული პირობების დადგენის გარეშე, ყოველ ჯერზე როდესაც პატიმარი მოითხოვდა ციხიდან შვებულებით სარგებლობას. მთავრობის აზრით, მაშინ როდესაც წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებოდათ საკუთარ კანონმდებლობაში ჰქონოდათ დებულება პატიმრების საზოგადოებაში დაფუძნების შესახებ, ფორმა, თუ როგორ ჩამოაყალიბებდნენ ისინი ამ დებულებას სრულად სახელმწიფოებზე გახლდათ დამოკიდებული.მთავრობა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა არგუმენტს მასზედ, რომ მომჩივანის მიერ წამოყენებული "უფლება" "სამოქალაქო" გახლდათ.საკუთარ არგუმენტებში პალატამ მართებულად უგულვებელყო მომჩივნის მიერ წამოყენებული ოჯახური მიზეზები, რადგანაც მისი მოთხოვნა ციხიდან შვებულების შესახებ არ ეფუძნებოდა ბავშვების მონახულების სურვილს. ვერც იმას იტყოდა მომჩივანი, რომ ციხიდან შვებულებაზე მისი მოთხოვნების უარყოფამ დააბრკოლა მისი ხელახალი დაფუძნება ციხის მიღმა, რადგანაც ლუქსემბურგში მოქმედი სისტემა პატიმრებს აძლევდა ამ მხრივ ფართო შესაძლებლობებს, მათ შორის სთავაზობდა ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს და ტრენინგებს, რომლითაც მომჩივანმა ისარგებლა კიდეც.დაბოლოს, მთავრობა აღნიშნავდა, რომ საქმე Enea v. Italy ([GC], no. 74912/01, 17 სექტემბერი 2009) განსხვავდებოდა მოცემული საქმისაგან, რადგანაც მასში მომჩივანი დაპატიმრებული გახლდათ სტანდარტულ რეჟიმში და ექვემდებარებოდა იმ შეზღუდვებს, რომელიც თან ახლავს ნებისმიერ საპატიმრო სასჯელს.
(ბ) არსებითი მხარე
მთავრობის აზრით, ციხის საბჭომ დააკმაყოფილა კონვენციის 6 § 1 მუხლის მოთხოვნები როგორც დამოუკიდებლობის ისე მიუკერძოებლობის კუთხით. არც ამ ორგანოს შექმნას და არც იმ ფაქტს, რომ ადმინსიტრაციულმა სასამართლოებმა არ აღიარეს იურისდიქცია მომჩივნის საჩივრების განსახილველად არ ზღუდავდა მის არც ერთ უფლებას. ციხის საბჭომ გამოსცა გადაწყვეტილებანი, რომლითაც უარი უთხრა ან დააკმაყოფილა ციხიდან შვებულება ობიექტური ფაქტორების საფუძველზე, სადაც მიუთითა კიდევაც შესაბამისი მიზეზები. პატიმრებს შეძლოთ ციხიდან შვებულებაზე წარმოედგინათ რამდენიც სურდათ იმდენი მოთხოვნა.
2. მომჩივანი
(ა) კონვენციის მე-6 მუხლის გამოყენებადობა
მომჩივანი აცხადებდა, რომ იგი ფლობდა "უფლებას" კონვენციის მე-6 მუხლის მნიშვნელობით.მან აღნიშნა, რომ ციხიდან შვებულება ავტომატურად არ გაიცემოდა მხოლოდ იმიტომ, რომ 1986 წლის კანონის მე-7 და მე-8 მუხლებში ჩამოთვლილი ობიექტური კრიტერიუმები უნდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული, რადგან მე-13 მუხლი ითხოვდა, რომ პატიმრის ბუნება, მისი პროგრესი და შემდგომი დანაშულის ჩადენის საფრთხე ასევე ყოფილიყო გათვალისწინებული. იმის გამო, რომ მინიმალური "სადამსჯელო" პერიოდი - ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მომჩივანი დაპატიმრებული უნდა ყოფილიყო გათავისუფლებაზე მოთხოვნის უფლების გარეშე - ამოიწურა სასჯელის მესამედის გასვლისას (მუხლი 8), მას შეეძლო ამ მომენტიდან მოეთხოვა უფლება მიეღო ციხიდან შვებულება, თუმცა, საბჭოს მაინც შეეძლო მიეჩნია, რომ მე-13 მუხლით დაწესებული კრიტერიუმები არ იყო დაკმაყოფილებული. მაშინ როდესაც მთავრობა მართალი გახლდათ, მე-13 მუხლის მიხედვით, დაეხასიათებინათ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება როგორც "დისკრეციული" მოცემული უფლებამოსილების არსებობა, რომელიც კანონიერი გახლდათ სასჯელის აღსრულების კუთხით, სრულიად შეესაბამებოდა კანონის უზენაესობის პრინციპს იმ პირობით, რომ იგი ექვემდებარებოდა განხილვას. თუმცა, როდესაც ადგილი არ ჰქონდა ამგვარ განხილვას, მაშინ უფლებამოსილება თვითნებურ ხასიათს იძენდა. მომჩვანმა დაასკვნა, რომ მას შემდეგ რაც მან დააკმაყოფილა 1986 წლის კანონის მე-7 და მე-8 მუხლებით დადგენილი პირობები, მას ჰქონდა, სადავო საფუძვლებზე მაინც, უფლება რათა მისი მოთხოვნა ციხიდან შვებულების შესახებ განხილულიყო კანონის მე-13 მუხლის სუბიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით. შესაბამისად, ციხის საბჭოს დისკრეციული უფლებამოსილება არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავდა მოცემული ზომების "უფლებად" მიჩნევას (მომჩვანმა მოახდინა შემდეგი საქმის ციტირება mutatis mutandis, H. v. Belgium, 30 ნოემბერი 1987, § 43, Series A no. 127-B).მოთხოვნის გასამყარებლად მომჩივანმა მოიხმო ის ფაქტი, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გაუწია მას იურიდიული დახმარება ციხის საბჭოსა და ადმინსიტრაციული სასამართლოების წინაშე მიმდინარე წარმოებისას (მან მოიხმო mutatis mutandis, to Z and Others v. the United Kingdom ([GC], no. 29392/95, § 89, ECHR 2001-V) და ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მთავრობის წარმომადგენელი ყოყმანის გარეშე დაეთანხმა განხილულიყო საქმის არსებითი მხარე ადმინისტრაციული სასამართლოს წინაშე. მან დასძინა, რომ ომბუდსმენიც, რომელიც განიხილავდა სასჯელის დაწესების შემდგომი მოსამართლის პოზიციის შექმნას, როგორც ჩანს ციხიდან შვებულებას აღიარებდა როგორც უფლებას. მომჩივანმა ასევე მოიხმო მონაკვეთი 1986 წლის კანონის მოსამზადებელი დოკუმენტებიდან, რომელიც აქცენტს აკეთებდა იმ სასჯელებზე, რომელიც ამზადებდა პატიმრებს ციხის მიღმა ცხოვრებისადმი, როდესაც საზოგადოებაში დაბრუნება შესაძლებელი გახლდათ.მომჩვანმა დასძინა, რომ ციხიდან შვებულება წარმოადგენდა უფლებას ლუქსემბურგში, რადგანაც იგი გახლდათ ზომა, რომელიც ასახავდა ევროპის საბჭოსა და თვით გაეროს წევრ სახელმწიოებში ზოგადად აღიარებულ საერთაშორისო სამართლის პრინციპს. მისი აზრით პალატამ სწორად მოიხმო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Enea v. Italy (ციტირებული ზემოთ) როდესაც დაადასტურა, რომ იგი წარმოადგენდა "უფლებას" ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით. მოცემული გადაწყვეტილება ახდენდა მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების ციტირებას, რომელიც მართალია არ გახლდათ სავალდებულო ხასიათის, მაგრამ ეხებოდა პატიმრების რიგ უფლებებს წევრ სახელმწიფოებში.მომჩივანმა ასევე აღნიშნა, რომ მისი უფლება გახლდათ "სამოქალაქო" ხასიათის. მან გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ მას ჩამოერთვა რეინტეგრაციის ყველანაირი პერსპექტივა ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც მისი თხოვნები ციხიდან შვებულების შესახებ არ კმაყოფილდებოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ციხიდან შვებულება ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოებიდან დროებით განყენებული მსჯავრდებული პატიმრების ხელახალ დაფუძნებას.
(ბ) არსებითი მხარე
მომჩივანის არგუმენტების მიხედვით, კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი არცერთი გარანტია მას არ გამოუყენებია არც ციხის საბჭოსა და არც ადმინისტრაციული სასამართლოების წინაშე. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, განსაკუთრებით, ციხის საბჭოს დამოუკიდებლობდა და მიუკერძოებლობა, რადგან ეს უკანასკნელი მოიცავდა ორ წევრს საჯარო პროკურატურიდან. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გენერალური პროკურორის წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელი გახლდათ სასჯელის აღსრულებაზე და რომელმაც არ დააკმაყოფილა მისი ორი მოთხოვნა ციხიდან შვებულების შესახებ გახლდათ იგივე პირი, რომელიც ახორციელებდა საჯარო პროკურორის უფლებამოსილებებს მაშინ როდესაც ითხოვდა მის მსჯავრდებას სააპელაციო სასამართლოს წინაშე. პროცედურის მხრივ მომჩივანმა გაასაჩივრა, რომ მის საქმეზე არ ჩატარებულა მოსმენა ან ზეპირი არგუმენტების მოსმენა.
გ. დიდი პალატის შეფასება
1. კონვენციის მე-6 მუხლის გამოყენებადობა
სასამართლოს აზრით, მთავრობის პირველადი პრეტენზია მასზედ, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ გამოიყენება მოცემულ საქმეში მჭიდრო კავშირშია მომჩვნის საჩივრის არსთან და რომ შესაბამისად განხილულ უნდა იქნას საქმის არსებით მხარესთან ერთად.
2. არსებითი მხარე
(ა) ზოგადი მოსაზრებანი
სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს მის დადგენილ სასამართლო პრაქტიკას მასზედ, რომ პატიმრები ზოგადად განაგრძობენ ყველა იმ ფუნდამენტური უფლებითა და თავისუფლებით სარგებლობას, რაც გარანტირებულია კონვენციით გარდა თავისუფლების უფლებისა, როდესაც კანონიერად დაკისრებული პატიმრობა აშკარად ხვდება კონვენციის მე-5 მუხლის ფარგლებში. მიუღებელია არგუმენტი მასზედ, რომ პატიმარმა უნდა დაკარგოს მოცემული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის საშუალება მხოლოდ იმიტომ, რომ მსჯავრდების შემდეგ იგი იძენს დაპატიმრებულის სტატუსს (იხ.Hirst v. the United Kingdom (no. 2) [GC], no. 74025/01, §§ 69-70, ECHR 2005-IX; Dickson v. the United Kingdom [GC], no. 44362/04, § 67, ECHR 2007‑V; და Stummer v. Austria [GC], no. 37452/02, § 99, 7 ივლისი 2011 ).სასამართლოს ჰქონია შესაძლებლობა ეღიარებინა პროგრესიული სოციალური რეინტეგრაციის პოლიტიკის კანონიერი მიზანი იმ პირებთან მიმართებაში, რომელთაც მიესაჯათ პატიმრობა (იხ.Mastromatteo v. Italy [GC], no. 37703/97, § 72, ECHR 2002‑VIII; Maiorano and Others v. Italy, no. 28634/06, § 108, 15 დეკემბერი 2009; და Schemkamper v. France, no. 75833/01, § 31, 18 ოქტომბერი 2005).მოცემულ საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ეფუძნებოდა კონვენციის მე-6 მუხლს მაშინ, როდესაც ასაჩივრებდა ციხიდან შვებულებაზე მოთხოვნის უარს. სასამართლომ პირველ რიგში უნდა განიხილოს თუ რამდენად არის მომჩივნის მოთხოვნა შესაბამისი მე-6 მუხლთან ratione materiae.მსგავსად პალატისა, დიდი პალატაც მიიჩნევს, რომ კონვენციის 6 § 1 მუხლი არ გამოიყენება სისხლისსამართლებრივი კუთხით, რადგან ციხის სისტემასთან დაკავშირებული სამართალწარმოება არ ეხება "სისხისსამართლებრივი ბრალის" დადგენას (იხ.Enea, ციტირებული ზემოთ, § 97).სასამართლომ, შესაბამისად, უნდა განიხილოს თუ რამდენად ჰქონდა მომჩივანს "სამოქალაქო უფლება" იმისათვის რათა შეაფასოს თუ რამდენად გამოიყენებოდა კონვენციის 6 § 1 მუხლით დადგენილი პროცედურული გარანტიები ციხიდან შვებულებით სარგებლობის მოთხოვნაზე.სასამართლოს ტრადიციული პრაქტიკის მიხედვით, მოთხოვნები, რომელიც ეხება დროებით გათავისუფლებას ან სხვა საკითხებს, რომელიც მოიცავს საპატიმრო სასჯელის აღსრულების სფეროს არ ხვდება კონვენციის 6 § 1 მუხლის ფარგლებში (იხ.Neumeister v. Austria, 27 June 1968, §§ 22 and 23, Series A no. 8; Lorsé and Others v. the Netherlands (dec.), no. 52750/99, 28 August 2001; and Montcornet de Caumont v. France (dec.), no. 59290/00, ECHR 2003-VII).ამასთანავე, მართალია, რომ სასამართლომ ახლახანს დაადგინა, რომ "სამოქალაქო" უფლება გამოიყენებოდა მაგალითად, პატიმრის ოჯახის ვიზიტების ან კორესპოდენციის საკითხებთან მიმართებაში (იხ. Enea, ციტირებული ზემოთ, § 119, და Ganci v. Italy, no. 41576/98, §§ 20‑26, ECHR 2003-XI). სასამართლოს აზრით, თუმცა, აღნიშნული საქმეები არ ეხება ისეთ ვითარებას, რომელიც მსგავსია განსახილველი საქმისა.იმისათვის, რომ შეფასდეს თუ რამდენად გამოყენებადია კონვენციის 6 § 1 სამოქალაქო ნაწილი მოცემულ საქმეში, მომჩივნის მიერ ციხიდან შვებულების მოთხოვნასთან დაკავშირებით, პირველ რიგში უნდა დადგინდეს თუ რამდენად ფლობდა იგი ამგვარ "უფლებას" მოცემული დებულების მიხედვით.
(ბ) "უფლების" არსებობა
(i) სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა
სასამართლო იმეორებს, რომ იმისათვის, რომ გამოყენებადი იქნას 6 § 1 მუხლი, მისი "სამოქალაქო" კუთხით ადგილი უნდა ჰქონდეს დავას (‘‘contestation" ფრანგული ტექსტის მიხედვით) "უფლებაზე, რომელიც, სადავო საფუძვლებზე მაინც, აღიარებული უნდა იყოს ეროვნული კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა დაცულია თუ არა ეს უკანასკნელი კონვენციის მიერ. დავა უნდა იყოს ჯეროვანი და სერიოზული; იგი შესაძლოა ეხებოდეს არა მარტო უფლების არსებობას, არამედ მის მასშტაბს და მისით სარგებლობის ფორმას; და ბოლოს, სამართალწარმოების შედეგები უშუალოდ გადამწყვეტი ხასიათისა უნდა იყოს მოცემული უფლებისათვის, რადგანაც მხოლოდ სუსტი კავშირი ან არაპირდაპირი შედეგები არ არის საკმარისი რათა აამოქმდოს კონვენციის 6 § 1 მუხლი (იხ., სხვა მრავალს შორის, Micallef v. Malta [GC], no. 17056/06, § 74, 15 ოქტომბერი 2009).კონვენციის 6 § 1 მუხლი არ ახდენს (სამოქალაქო) "უფლებებისა და მოვალეობების" რომელიმე კონკრეტული შინაარსის გარანტირებას ხელშემკვრელი სახელმწიფოების კანონმდებლობაში: სასამართლო არ არის უფლებამოსილი 6 § 1 მუხლის ინტერპრეტირების შედეგად შექმნას არსებითი უფლება, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი ამა თუ იმ სახელმწიფოში (იხ. მაგალითად, Fayed v. the United Kingdom, 21 სექტემბერი 1994, § 65, Series A no. 294‑B, და Roche v. the United Kingdom [GC], no. 32555/96, § 119, ECHR 2005‑X). საწყისი ყოველთვის უნდა გახლდეთ შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობისეული დებულება და მისი ინტერპრეტაცია ეროვნული სასამართლოების მიერ (იხ.Masson and Van Zon v. the Netherlands, 28 სექტემბერი 1995, § 49, Series A no. 327-A, და Roche, ციტირებული ზემოთ, § 120). მოცემულ სასამართლო საჭიროებს სერიოზულ მიზეზებს იმისათვის რათა გადაუხვიოს იმ დასკვნებისაგან, რომელიც მიღებული იქნა უზენაესი ეროვნული სასამართლოების მიერ და დაადგინოს, მათდა საპირისპიროდ, რომ სავადო უფლება არსებობდა ეროვნული კანონმდებლობით (ibid).მოცემული შეფასებისას აუცილებელია, რომ გამოყენებული იქნას ფართო ხედვა შესახედაობისა და გამოყენებული ენის მიღმა და საჭიროა რომ კონცენტრირება გაკეთდეს რეალურ ვითარებაზე (იხ.Van Droogenbroeck v. Belgium, 24 ივნისი 1982, § 38, Series A no. 50, და Roche, ციტირებული ზემოთ, § 121).საკითხი თუ რამდენად ჰქონდათ სახელმწიფო ორგანოებს დისკრეციული უფლებამოსილება იმის დადგენისას, დაეკმაყოფილებინათ თუ არა კონკრეტული მომჩივნის მოთხოვნა, გასათვალისწინებელია და შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. შესაბამისად, საქმეში Masson and Van Zon (ციტირებული ზემოთ, § 51), სასამართლომ დაასკვნა, რომ უფლება არ არსებობდა, ხოლო საქმეში Szücs v. Austria (24 ნოემბერი 1997, § 33, Reports of Judgments and Decisions 1997‑VII) კი დაადგინა უფლების არსებობა. მიუხედავად ამისა, სასამართლოს ჰქონია საშუალება აღენიშნა, რომ მხოლოდ სამართლებრივი დებულების ფორმულირება, რომლითაც იგი ადგენს დისკრეციულობის ელემენტს თავისთავად არ გამორიცხავს უფლების არსებობას (იხ. Camps v. France (dec.), no. 42401/98, 23 ნოემბერი 1999, და Ellès and Others v. Switzerland, no. 12573/06, § 16, 16 დეკემბერი 2010).მეორე კრიტერიუმი, რომელიც ასევე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას სასამართლოს მიერ გახლავთ სადავო უფლების აღიარება მსგავს ვითარებებში ეროვნული სასამართლოების მიერ ან იმ ფაქტის დადგენა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა იმსჯელეს მომჩივნის მოთხოვნის არსებითი მხარის ირგვლივ (იხ.Vilho Eskelinen and Others v. Finland [GC], no. 63235/00, § 41, ECHR 2007‑II).
(ii) მოცემული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ "დავა" არსებობს მოცემულ საქმეში და ეხება მომჩივნის მიერ მოთხოვნილი ციხიდან შვებულების უფლების არსებობას.რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის ამგვარი "უფლება", სადავო საფუძვლებზე მაინც აღიარებული ეროვნულ კანონმდებლობაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ 1986 წლის კანონის მე-6 მუხლი განმარტავს ციხიდან შვებულებას როგორც ციხის დატოვების ნებართვას დღის გარკვეული მონაკვეთით ან ოცდაოთხი საათით. მე-7 მუხლი აღნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს "პრივილეგიას", რომელიც " შესაძლოა მინიჭებულ იქნას" პატიმრისადმი გარკვეულ ვითარებებში (იხ. პარაგრაფები 47 და 49 ზემოთ)."პრივილეგიის" ცნებას შესაძლოა განსხვავებული მნიშვნელობანი ენიჭებოდეს კონტექსტის მიხედვით; იგი შეიძლება ეხებოდეს ნებართვას, რომელიც შესაძლოა დაკმაყოფილდეს ან რომელზეც შესაძლოა უარი ეთქვას პირს ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილების მიხედვით, ან შესაძლოა მოიცავდეს ზომას, რომელიც სავალდებულოდ გაიცემა ხელისუფლების ორგანოების მიერ მას შემდეგ რაც პირი დააკმაყოფილებს რიგ წინარე დადგენილ მოთხოვნებს.მოცემულ საქმეში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის მიერ მოხმობილი ტერმინი "პრივილეგია" უნდა გაანალიზდეს ფრაზა "შესაძლოა მინიჭებულ იქნას"-თან ერთად, სადაც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას ის კომენტარები, რომელიც თან ახლდა შესაბამის კანონპროექტს. ამ უკანასკნელის მიხედვით სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული ზომების დაკმაყოფილება "არასდროს იქნება ავტომატური და ყოველთვის დარჩება სასჯელის შემდგომი სახელმწიფო ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილების ფარგლებში" (იხ. პარაგრაფი 49 ზემოთ). შესაბამისად, კანონმდებლის განზრახვა ნათელია, იგი მიზნად ისახავდა პრივილეგიის დაწესებას, რომელთან მიმართებაშიც დადგენილი არ არის სამართლებრივი მისაგებელი. განსხვავებით საქმიდან Enea (ციტირებული ზემოთ), რომელიც ეხებოდა არსებული უფლებების მასშტაბის შეზღუდვას, მოცემული საქმე ეხება სარგებელს, რომელიც შექმნილია პატიმრების წახალისების მიზნით.ამასთანავე, ორივე მხარე იაზრებს, რომ მაშინაც კი, როდესაც 1986 წლის კანონის მე-7 მუხლით დადგენილი სხვადასხვა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, ციხის საბჭოს ენიჭება გარკვეული დისკრეციული უფლებამოსილება იმის განსაზღვრისას თუ რამდენად იმსახურებს ესა თუ ის პატიმარი მოცემულ პრივილეგიას. სასამართლოსათვის მოწოდებული ინფომაციის მიხედვით აშკარაა, რომ 1986 წლის კანონისა და დიდი საჰერცოგოს 1989 წლის 19 იანვრის წესების მიხედვით დადგენილია ციხიდან შვებულებასთან დაკავშირებული პირობები და გარემოებანი, რომლის დროსაც ხდება მათი დაკმაყოფილება. ციხის საბჭოს სამართლებრივი ბაზის მიხედვით, ყოველ ჯერზე, როდესაც მის მიმართ ხდება მოთხოვნის წარდგენა, იგი განიხილავს კომიტეტის ("სახელმძღვანელო კომიტეტი") მიერ მომზადებულ ანგარიშს. საბჭო ითვალისწინებს პატიმრის ბუნებას, მის პროგრესს და მომავალში დანაშაულის ჩადენის საფრთხეს რათა გაანალიზოს თუ რამდენად არის მიზანშეწონილი პატიმრისათვის ციხიდან შვებულების მიცემა. მთავრობის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა (იხ. პარაგრაფები 54 და 58 ზემოთ) ადასტურებს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილების დისკრეციულ ბუნებას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ლუქსემბურგის პატიმრებს არ გააჩნიათ უფლება ციხიდან შვებულებაზე, მაშინაც კი, როდესაც ისინი ფორმალურად აკმაყოფილებენ სავალდებულო კრიტერიუმებს.რაც შეეხება ეროვნული სასამართლოების მიერ კანონმდებლობის განმარტების საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინსიტრაციულმა სასამართლოებმა აღნიშნეს, რომ არ ფლობდნენ იურისდიქციას განეხილათ მომჩივნის საჩივარი. მათ მიუთითეს, იმის გამო, რომ ისინი ცვლიდნენ საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულების პირობებს, მომჩივნის მიერ სადავოდ გახდილი გადაწყვეტილებანი მართლმსაჯულებითი და არა ადმინსიტრაციული ხასიათისა გახლდათ. მხარეებმა ვერ წარმოადგინეს ვერცერთი მართლმსაჯულებთი ან ადმინსიტრაციული გადაწყვეტილება, რომელიც შეეხებოდა ციხიდან შვებულებაზე უარის გასაჩივრების საკითხს (იხ. საპირისპიროდ, Vilho Eskelinen and Others, ციტირებული ზემოთ, § 41, და Rotaru v. Romania [GC], no. 28341/95, § 78, ECHR 2000‑V). სასამართლო აღნიშნავს, რომ მისი დასკვები Enea საქმეში (ციტირებული ზემოთ) ვერ იქნება მოხმობილი მოცემულ საქმეში. აღნიშნულ საქმეში იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ციხის ადმინისტრაციის შესახებ კანონის 35-ე და 69-ე მუხლები არღვევდა კონსტიტუციას იმდენად, რამდენადაც არ აწესებდა მართლმსაჯულებითი განხილვის საშუალებას იმ გადაწყვეტილებებზე, რომელთაც შეეძლოთ პატიმართა უფლებების დარღვევა. მოცემულ საქმეში მხარეებს არ წარმოუდგენიათ ლუქსემბურგის მართლმსაჯულებითი ორგანოს მიერ მიღებული არანაირი მსგავსი გადაწყვეტილება (იხ. განსხვავებით, Enea, ციტირებული ზემოთ, § 100).შესაბამისად, ლუქსემბურგის კანონმდებლობის დებულებების, ისევე როგორც ციხიდან შვებულებებთან დაკავშირებული პრაქტიკის მიხედვით ნათელია, რომ მომჩივანი, სადავო საფუძვლებზე, ვერ მოითხოვდა ეროვნული სამართლებრივი სისტემით დადგენილი "უფლების" ქონას.ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მართალია სასამართლომ აღიარა პატიმრობა მისჯილ პირთა მიმართ პროგრესიული სოციალური რეინტეგრაციის პოლიტიკის კანონიერი მიზანი (იხ. პარაგრაფი 83 ზემოთ), მაგრამ არც კონვენცია და არც მისი ოქმები ცალსახად არ ადგენენ ციხიდან შვებულების უფლებას. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ციხის დატოვების უფლება არ არის აღიარებული, როგორც ასეთი, საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიერ, მიუხედავად მომჩივნის მიერ მათი მოხმობისა. დაბოლოს, წევრ სახელმწიფოებში არ არსებობს კონსესუსი ციხიდან შვებულების სტატუსისა და მისი მინიჭების შესახებ. რიგ ქვეყნებში, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ვალდებულია დააკმაყოფილოს შვებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაკმაყოფილებულია კანონით განსაზღვრული სავალდებულო პირობები, მაშინ როდესაც სხვა სახელმწიფოებში შესაბამისი სახელმწიფო ორგანო სარგებლობს სრული დისკრეციული უფლებამოსილებით მოცემულ საკითხზე. მსგავსად, ყველა სახელმწიფო არ იძლევა საშუალებას გასაჩივრდეს ციხიდან შვებულებაზე უარი. შესაბამისად, ამ მხრივაც, მოცემული საქმე განსხვავდება Enea საქმისაგან (ციტირებული ზემოთ).ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც ნამდვილად არ არიან პატიმართა ხელახალი დაფუძნების საკითხისადმი გულგრილად განწყობილნი, აწესებენ მოცემული მიზნის მიღწევის სხვა საშუალებებს გარდა ციხიდან შვებულებისა. ლუქსემბურგის კანონმდებლობა, სხვა მრავალ წყაროსთან ერთად ეფუძნება მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებს ციხიდან შვებულების შესახებ, რომელიც "უარის განხილვის საშუალებებთან" ერთად ასევე ჩამოთვლის სხვადასხვა ფაქტორებს, რომელიც შესაძლოა გათვალისწინებულ იქნას ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ ციხიდან შვებულების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. პარაგრაფი 59 ზემოთ). ამასთანავე, "ციხიდან შვებულების სისტემასთან ერთად, როგორც მსჯავრდებულ პატიმართა ზოგადი რეჟიმის განუყოფელ ნაწილთან" არსებობს პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავენ "ციხეში ცხოვრებიდან კანონმორჩილ საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადასვლაზე" პატიმართა ხელშეწყობას (იხ. პარაგრაფი 53 ზემოთ).ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მომჩივანის დავა ეხება ლუქსემბურგის კანონმდებლობის ან კონვენციის მიერ აღიარებულ "უფლებას". შესაბამისად, ასკვნის, მსგავსად მთავრობისა, რომ მოცემულ საქმეში არ გამოიყენება კონვენციის მე-6 მუხლი.შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მთავრობის პირველად პრეტენზიას და ადგენს რომ ადგილი არ ჰქონია მე-6 მუხლის დარღვევას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო
აერთიანებს საქმის არსებით მხარესთან, ერთხმად, მთავრობის პირველად პრეტენზიას;
ადგენს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ გამოიყენება;
ადგენს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ შესაბამისად ადგილი არ ჰქონია კონვენციის 6 § 1 მუხლის დარღვევას;
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაჟღერებულია საჯაროდ ადამიანის უფლებათა შენობში, სტრასბურგში, 2012 წლის 3 აპრილს.
ვინსენტ ბერგერინიკოლას ბრატცა
იურისკონსულიპრეზიდენტი
კონვენციის 45 § 2 მუხლისა და სასამართლო რეგლამენტის 74 § 2 მუხლის მიხედვით, მოცემულ გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლეების ტულკენსი და იუდკივსკას განსხავებული მოსაზრებანი.
ნ.ბ.
ვ.ბ.
მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy