© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016წ. წინამდებარე თარგმანი განხორციელდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ატარებს სასამართლოსთვის სავალდებულო ხასიათს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
ბოუიდი ბელგიის წინააღმდეგ
(საჩივარი N23380/09)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
28 სექტემბერი 2015
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე ბოუიდი ბელგიის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:
დინშპილმანი, თავმჯდომარე
გიდო რაიმონდი,
იზაბელ ბერო,
ალვინა ჯაილუმიანი,
ლედი ბიანკუ,
ნონა წოწორია,
ნებოჟია ვუჩინიჩი,
ვინსენტ ა დე გაეტანო,
პაულო პინტო დე ალბუქუარქი,
ერიკ მოსე,
ჰელენ კელერი,
პაულ ლემენსი,
პაულ მაჰანი,
კრისტოფ ვოჟტუცეკი,
ფარის ვაჰებოვიჩი,
ეგიდიუს კურისი,
ლულია ანტოანელა მოტოსი, მოსამართლეები
და ჯონ ქოლოვერთი, დიდი პალატის გამწესრიგებლის მოადგილე
2014 წლის 8 ოქტომბერს და 2015 წლის 24 ივნისს გამართული დახურული თათბირის შემდეგ,
მითითებულთაგან ბოლო დღეს გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
საქმის საფუძველია საჩივარი (N 23380/09) ბელგიის სამეფოს წინააღმდეგ, რომლითაც სასამართლოს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, 2009 წლის 28 აპრილს მიმართა ბელგიის ორმა მოქალაქემ ბ-ნმა საიდ ბოუიდმა (პირველი მომჩივანი) და ბ-ნმა მუჰამედ ბოუიდმა (მეორე მომჩივანი). მომჩივნებს წარმოადგენდნენ ბ-ი კრისტოფერ მარჩანდი და ბ-ნი ზოუჰერ ჩიჰაოუი, რომლებიც საადვოკატო საქმიანობას ბრიუსელში ახორციელებენ. ბელგიის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა - სახელმწიფო წარმომადგენელი, ბ-ნი მარკ ტუსიბერტი, ფედერალური იუსტიციის სამინისტროს უფროსი მრჩეველი. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ პოლიციის განყოფილებაში ორივე მათგანს პოლიციის ოფიცრებმა ხელი დაარტყეს.მომჩივნები ასაჩივრებდნენ დამამცირებელ მოპყრობას და ამტკიცებდნენ, რომ ისინი იყვნენ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის მსხვერპლნი. საჩივარი გადაეცა სასამართლოს მეხუთე სექციას (სასამართლორეგლამენტისმუხლი 52 § 1). 2013 წლის 21 ნოებერს აღნიშნული სექციის პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც დასაშვებად ცნო საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით, ხოლო საჩივრის დანარჩენი ნაწილი გამოაცხადა დაუშვებლად. საბოლოოდ, კი სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მე-3 მუხლის დარღვევას საქმეზე ადგილი არ ჰქონია. პალატა წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით: მარკ ვილიჯერი, პრეზიდენტი, ან ფაუევერ-ფორდე, განა იუდკივსკა, ანდრე პოტოცკი, პაულ ლემენსი, ჰელენ იადერბლომი და ალეს პეჟჩალი, მოსამართლეები და ასევე, სტეფან ფილიფსი სექციის გამწესრიგებლის მოადგილე. 2014 წლის 24 იანვარს, კონვენციის 43-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნებმა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა მოითხოვეს. 2014 წლის 24 მარტს დიდი პალატის კოლეგია ამ მოთხოვნას დათანხმდა. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26-ე §4, §5 და რეგლამენტის 24–ემუხლის თანახმად. მომჩივნებმა და მთავრობამ წერილობითი მოსაზრებები წარადგინეს საჩივრის არსებითი მხარის შესახებ (მუხლი 59 § 1). არასამთავრობო ორგანიზაციაREDRESS და გენთის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიეცათ შესაძლებლობა საქმეში წერილობითი ფორმით ჩართულიყვნენ (კონვენციის მუხლი 36 § 2 და სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 44 § 3). საქმისზეპირიმოსმენა2014 წლის 8 ოქტომბერს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა სასახლეში გაიმართა (მუხლი 59 § 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით:
ქ-ნი ი. ნაიდლისფეჩერი, აგენტი;
(ბ) მომჩივნების სახელით:
ბ-ნი ს. მერჩენდი;
ბ-ნი ზ. ჩიჰაოუ, იურისტი.
სასამართლომ მოისმინა ბ-ნი მერჩენდის, ბ-ნი ჩიაოუის და ქ-ნი ნაიდლისფეჩერის მიმართვები და სასამართლოს შეკითხვებს პასუხები გასცეს ბ-ნმა მერჩენდმა და ქ-ნმა ნაიდლისფეჩერმა.
ფაქტები
საქმის გარემოებები
პირველი მომჩივანი დაიბადა 1986 წელს, ხოლო მეორე მომჩივანი 1979 წელს და ცხოვრობენ სენთ-ჯოს-თენ-ნოდში (ბრიუსელის დედაქალაქის ერთ-ერთი რაიონი). მომჩივნები არიან ძმები, რომლებიც მშობლებთან, ძმასთან და ორ დასთან ერთად ცხოვრობენ სენთ-ჯოს-თენ-ნოდის ადგილობრივი პოლიციის განყოფილების გვერდით. ისინი აცხადებენ, რომ პოლიციის ოფიცრებმა მათ სილა გააწნეს - რასაც მთავრობა არ ეთანხმება - პირველ შემთხვევას ადგილი ქონდა 2003 წლის 8 დეკემბერს, ხოლო მეორეს 2004 წლის 23 თებერვალს. მათ განაცხადეს, რომ ამ შემთხვევებს წინ უძღოდა პოლიციის განყოფილების კონკრეტულ ოფიცრებსა და მომჩივნების ოჯახს შორის დაძაბული ურთიერთობა.
ა. 2003 წლის 8 დეკემბრის და 2004 წლის 23 თებერვლის მოვლენები
2003 წლის 8 დეკემბრის მოვლენები
მომჩივნებმაგანაცხადეს, რომ 2003 წლის 8 დეკემბერს დაახლოებით შუა დღის 4 საათზე პირველი მომჩივანი მეგობართან ერთად თავისი საცხოვრებელი სახლის კართან იდგა. მას გასაღები არ ჰქონდა და ამიტომ ელოდებოდა, თუ როდის გაუღებდნენ მშობლები კარს. ამ დროისათვის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელმა, ა.ზ.-მ სთხოვა წარედგინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რაზედაც პირველმა მომჩივანმა უარი განაცხადა და საპასუხოდ ოფიცერს მოსთხოვა ეჩვენებინა მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. ოფიცერმა მომჩივანს ქურთუკში ხელი ჩაავლო, რა დროსაც ქურთუკი გაიხა და ძალის გამოყენებით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. პირველი მომჩივანი მოათავსეს ოთახში. როდესაცის ა.ზ.-სთან ერთად ოთახში მარტო დარჩაპოლიციის ოფიცერმა მას სახეში სილა გააწნა, რადგან მომჩივანი მისი დაკავების ფაქტს აპროტესტებდა. მომჩივნებმა წარმოადგინეს დაკავების დღეს 19:20 საათზე ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა, რომელიც ადასტურებდა, რომ პირველი მომჩივანი იმყოფებოდა „შოკურ მდგომარეობაში“ და მას შემდეგი დაზიანებები აღენიშნებოდა: „ერითემა მარცხენა ლოყაზე“ და „ერითემა მარცხენა ყურის ნიჟარაზე“. მთავრობა ამტკიცებდა, რომ პირველი მომჩივნის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩვენებაზე უარის თქმის გამო, პოლიციის ოფიცერს ა.ზ.-ს მომჩივნის იდენტიფიცირების მიზნით სხვა გზა არ ჰქონდა, მისი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის გარდა. მთავრობის მტკიცებით, პოლიციის განყოფილებაში მომჩივანმა გამართა სკანდალი რა დროსაც ამტკიცებდა, რომ მას უსამართლოდ მოეპყრნენ და უკანონოდ მოსთხოვეს ვინაობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა და შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის ოფიცერს, რომელიც თავის მხრივ სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. მას შემდეგ რაც დადგინდა პირველი მომჩივნის ვინაობა, ის მყისიერად იქნა განთავისუფლებული პოლიციის განყოფილებიდან და ამავდროულად, ა.ზ.-ს მიერ იქნა ინფორმირებული, რომ მის წინააღმდეგ აღიძვრებოდა საქმე საჯარო მოხელისათვის წინააღმდეგობის გაწევის, შეურაცხმყოფელი ქცევისა და სიტყვიერი მუქარის ფაქტზე. გათავისუფლებიდან რამოდენიმე წუთში მომჩივანი მშობლებთან ერთად დაბრუნდა პოლიციის განყოფილებაში და ა.ზ. დაადანაშაულა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში, რასაც პოლიციის ოფიცერი დაჟინებით უარყოფდა. 18:00 საათზე პოლიციის ოფიცერმა ა.ზ.-მ წარადგინა საჩივარი პირველი მომჩივნისწინააღმდეგ საჯარო მოხელისათვის წინააღმდეგობის გაწევის, შეურაცხმყოფელი ქცევისდა სიტყვიერი მუქარის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგა ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ ა.ზ.-მ 5:30 საათზე მის ხელმძღვანელებს და ასევე, „პოლიციის უფროს ოფიცერს“ კ-ს შეატყობინა მომხდარის შესახებ.
2004 წლის 23 თებერვლის მოვლენები
მომჩივნებმა მიუთითეს, რომ 2004 წლის 23 თებერვალს 9:44-სა და 10:22 საათებს შორის პერიოდში (როგორც ნაჩვენებია მეორე მომჩივნისდაკითხვის ოქმში), როდესაც მეორემომჩივანი სენთ-ჯოს-თენ-ნოდის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა და პოლიციის ოფიცერი პ.პ. კითხვებს უსვამდა მისი და დედამისის დაპირისპირების შესახებ მესამე მხარესთან (რასთან დაკავშირებითაც ამ უკანსკნელს საჩივარი ჰქონდა შეტანილი), პ.პ.-მ მეორე მომჩივანს სილა გააწნა, მას შემდეგ რაც მიუთითა, რომ მის მაგიდაზე არ დახრილიყო. ამის შემდეგ საკანში მოთავსების მუქარით მოაწერინა ხელი ჩვენებაზე. მომჩივნებმა წარადგინეს 2004 წლის 23 თებერვალს ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა, რომელიც ადასტურებდა მეორე მომჩივნის „მარცხენა ლოყაზე სილურჯეების არსებობას“. აღნიშნულ ცნობაში არ იყო მითითებული მისი შედგენის კონკრეტული საათი, თუმცა ის შედგენილი უნდა ყოფილიყო დილის 11:20 საათამდე, ვინაიდან ამ დროს წარედგინა ცნობა ფი კომიტეტს ( იხილეთ პარაგრაფი 25, ქვევით). მთავრობის მტკიცებით, მეორე მომჩივანი დაკითხვის დროს გამაღიზიანებლად იქცეოდა, კერძოდ, ქანაობდა სკამზე, დროდადრო პ.პ.-ს საწერ მაგიდას ეყრდნობოდა, უმიზეზოდ იცინოდა და კითხვებზე მოკლე პასუხებს იძლეოდა. ასევე, მეორე მომჩივანმა რამოდენიმეჯერ შეცვალა ჩვენება, ის ამბობდა რომ პოლიციელები იყვნენ მოსყიდულები და პოლიციის განყოფილებიდან გასვლისას პოლიციელებს დაემუქრა, რომ მომავალში კვლავ შეახსენებდა მათ თავს. მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მეორე მომჩივნის აგრესიული დამოკიდებულების მიუხედავად, რომელიც აშკარად კონფლიქტისკენ იყო მიმართული, პ.პ. სიმშვიდეს და მოთმინებას მაინც ინარჩუნებდა.
ბ. მოვლენების წინაპირობა
მომჩივნების გადმოცემით, მათ ოჯახს გამუდმებით აწუხებდა სენთ-ჯოს-თენ-ნოდის პოლიცია. ისინი აცხადებდნენ, რომ პრობლემები დაიწყო 1999 წელს, როდესაც პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა ეჭვი მიიტანა მათ ძმა ნ.-ზე, რომ ამ უკანასკნელმა მიზანმიმართულად დაკაწრა პოლიციის ოფიცრის კუთვნილი ავტომანქანა. ამის შედეგად, ნ-ს ბრალი წაუყენეს იმავე პოლიციის ოფიცრის ძარცვისა და მასზე განხორცილებული მუქარის საფუძველზე. 2000 წლის 21 აპრილს ნ.-ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი ბრიუსელის არასრულწლოვანთა სასამართლოს მიერ. მომჩივნების მტკიცებით, ნ-ს წინააღმდეგ აღძრული საქმე მთლიანად გაყალბებული იყო სენთ-ჯოს-თენ-ნოდის პოლიციის წარმომადგენელთა მიერ, სამაგიეროს გადახდის მიზნით. მომჩივნებმა დამატებით მიუთითეს, რომ 1999 წლის 24 ივნისს პირველი მომჩივანი, რომელიც იმ დროს 13 წლის იყო, სცემა სხვა პოლიციის ოფიცერმა პოლიციის შენობაში, სადაც ის ქუჩაში მომხდარი ჩხუბის გამო მიიყვანეს. ამ უკანასკნელს დაუზიანეს ყურის აპკი, ხოლო მის დედას და ერთ-ერთ დას, რომლებიც მოსაცდელ ოთახში იმყოფებოდნენ, პოლიციის ოფიცრებმა ხელი კრეს. 1999 წლის 25 ნოემბერს მომჩივნების ერთ-ერთ დას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სენთ-ჯოს-თენ-ნოდის პოლიციის ოფიცერმა, ხოლო 2000 წლის 11 მარტს მომჩივნებისძმა ნ. პოლიციელებმა გაჩხრიკეს, ხელი კრეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომჩივნებმა ასევე განაცხადეს, რომ 2000 წელს „ნ-ს წინააღმდეგ საქმე აღძრა სენთ-ჯოს-თენ-ნოდის პოლიციამ, რომელიც გადაეცა გამომძიებელ მოსამართლეს“, მაგრამ სასამართლო პროცესი შეწყდა. იმავე წელს, მეორე მომჩივანზე გამოცხადდა ძებნა მისი დაკითხვის მიზნით. სენთ-ჯოს-თენ-ნოდის პოლიციამ 2002 წლის 23 ივლისს ის ამოიღო ძებნილთა სიიდან, თუმცა მას მაინც მოუწია არაერთი განაცხადის წარდგენა პროკურატურაში და ლოდინი 2005 წლის მარტამდე, სანამ საქმე დაიხურებოდა, რამაც მას ბევრი უსიამოვნება მოუტანა 2001 წლის 6 აპრილსა და 2001 წლის 12 ივლისს მომჩივნების ძმას ნ.-ს და მეორე მომჩივანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სენთ-ჯოს-თენ-ნოდის პოლიციის ოფიცრებმა. მომჩივნები მიუთითებდნენ, რომ ისინი სისტემატურად ატყობინებდნენ სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს და პოლიციას ყველა ინციდენტის შესახებ, რომელთა მსხვერპლსაც ისინი წარმოადგენდნენ და წარდგენილი ჰქონდათ შესაბამისი საჩივრები.
გ. 2003 წლის 8 დეკემბრის და 2004 წლის 23 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებული საჩივარი, დაზარალებული მხარის განცხადება, სასამართლო გამოძიება და გადაწყვეტილება საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ
2003 წლის 9 დეკემბრის 9:42 საათზე პირველმა მომჩივანმა საჩივარი შეიტანა პოლიციის მომსახურებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ მუდმოვმოქმედ კომიტეტში (რომელიც ცნობილი იყო, როგორც „კომიტეტი ფი“), რასთან დაკავშირებითაც იგი დაიკითხა საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ. წინა დღეს გაცემული სამედიცინო ცნობის ასლი მიმდინარე საქმის მასალებს დაერთო. 2004 წლის 23 თებერვლის 11:20 საათზე მეორე მომჩივანმაც წარადგინა საჩივარი. საჩივარში იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ „სენთ-ჯოისის პოლიციის დამოკიდებულება მისი ოჯახის მიმართ იმდენად აუტანელი გახდა, რომისინი თავიანთი საცხოვრებელი სახლის შეცვლაზეც კი ფიქრობდნენ“. იმავე დღეს გაცემული სამედიცინო ცნობის ასლი მიმდინარე საქმის მასალებს დაერთო. მომჩივნების დედა 2004 წლის 23 თებერვალს მეორე მომჩივნის მიერ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით ფი კომიტეტისსაგამოძიებო დეპარტამენტის მიერ დაიკითხა. მომჩივნის დედამ აღნიშნა, რომ მან სახლში დაბრუნებისთანავე გამოუძახა პოლიციის უფროს ოფიცერს კ.-ს (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 14), რათა ამ უკანასკნელს დაერწმუნებინა პ.პ., რომ ბოდიში მოეხადა. პოლიციის უფროსი ოფიცერი კ. მყისიერად მივიდა მომჩივნების სახლში, სადაც მას დახვდა ექიმი, რომელმა გასცა სამედიცინო ცნობა. მომჩივნების დედამ ასევე წარადგინა საჩივარი, სადაც მიუთითებდა, რომ პოლიციელი პ.პ მასაც უპატივცემულოდ მოექცა. 2004 წლის 5 მაისს პოლიციელი პ.პ. დაიკითხა ადგილობრივი პოლიციის შიდა საზედამხედველო ორგანოს დირექტორის მიერ მეორე მომჩივნის და დედამისის საჩივართან დაკავშირებით. პ.პ.-მ განაცხადა, რომ მეორე მომჩივანი დაკითხვის დროს უპატივცემულობას ამჟღავნებდა მის მიმართ და რომ მკლავში ხელი ჩაავლო ახალგაზრდას, რათა მას პოლიციის შენობა დაეტოვებინა, მაგრამ პ.პ უარყოფდა მისთვის სახეში სილის გაწნის ფაქტს. 2004 წლის 17 ივნისს მომჩივნებმა სამოქალაქო მხარეებად ჩართვა მოითხოვეს მათი შევიწროების, ფუნდამენტური უფლებების თვითნებური ხელყოფის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, თვითნებური დაკავების და განზრახ დაჭრის ბრალდებებთან დაკავშირებით. მათ აღწერეს სენთ-ჯოს-თენ-ნოდის პოლიციასთან მათი დაძაბული ურთიერთობის დეტალები და დაჟინებით მოითხოვეს, 2003 წლის 8 დეკემბერსა და 2004 წლის 23 თებერვალს მომხდართან დაკავშირებით აღძრულ საქმეში სამოქალაქო მხარეებად ჩართვა. პოლიციის ოფიცრებს ა.ზ.-ს და პ.პ.-ს ბრალად წაუყენეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პირების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება კერძოდ, განზრახი თავდასხმა და უკანონო ქმედებებში ჩართვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების საწინააღმდეგოდ. 2004 წლის 26 ივნისს ბრიუსელის პირველი ინსტანციის სასამართლოს გამომძიებელი მოსამართლის განკარგულებით ფი კომიტეტის საგამოძიებო დეპარტამენტს დაევალა: გაეთვალისწინებინა მომჩივანთა მოთხოვნა სამოქალაქო მხარედ საქმეში ჩართვასთან დაკავშირებით; დაეკითხა მომჩივნები მათ მიერ წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით ; შეედგინა ანგარიში ბოუიდების ოჯახის ქმედებებთან დაკავშირებით; შეექმნა ამ უკანასკნელთა წინააღმდეგ აღძრული საქმეების და ასევე, მათ მიერ შეტანილი საჩივრების ჩამონათვალი და გაეცათ ახსნა-განმარტებები აღნიშულთან დაკავშირებით მიღებული ზომების თაობაზე.
31. ფი კომიტეტის საგამოძიებო დეპარატამენტმა გადაწყვიტა აღარ დაეკითხა მომჩივნები, რადგან მათ უკვე დაკითხული ყავდათ მომჩივნები, მათ მიერ წარდგენილი საჩივრების საფუძველზე (იხილეთ, ზემოთ, 24-25 პარაგრაფი). 2004 წლის 26 ივლისს ფი კომიტეტის საგამოძიებო დეპარტამენტმაგამომძიებელ მოსამართლეს წარუდგინა ანგარიში, რომელიც ეფუძნებოდა სენთ-ჯოს-თენ-ნოდის რაიონული პოლიციის შიდა საზედამხედველო დეპარტამენტის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებს, რომელშიც ასახული იყო ინფორმაცია მომჩივნების ოჯახს და ადგილობრივი პოლიციას შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ. ანგარიში ასევე მოიცავდა ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების ჩამონათვალს, მიუთითებდა, რომ პირველი მომჩივანი ჩართული იყო 2003 წლის დეკემბერში დაწყებული საქმის სამართალწარმოებაში, რომელიც აღიძრა შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი ქმედებების და პოლიციელის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე და ასევე, აღნიშნული იყო, რომ ნ. ფიგურირებდა 7 საქმეზე, რომლებიც აღიძრა 1997 წლის ოქტომბერსა და 1999 წლის ივნის შორის პერიოდში. ამავე ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ მიმდინარე საქმეზე წარდგენილი საჩივრების გარდა, მომჩივნებისოჯახის წევრებს წარდგენილი ჰქონდათკიდევ სამი საჩივარი (ორი საჩივარი ფი კომიტეტში 1999 წლის ივნისსა და 2001 წლის ივლისში, და ერთი საჩივარი არასრულწლოვანთა განყოფილებაში, 1999 წელს), ხოლო ორი დამატებითი საჩივარი განხილულ იქნა სენთ-ჯოს-თენ-ნოდის რაიონული პოლიციის შიდა საზედამხედველო დეპარტამენტის მიერ. ბოლოს პირველი მომჩივნის წინააღმდეგ აღძრული საქმის კონტექსტში არსებულ ანგარიშზე და ადმინისტრაციული კუთხით დადგენილ შედეგებზე დაყრდნობით, ანგარიში მიუთითებდა ადგილობრივ პოლიციასა და ბოუიდების ოჯახს შორის არსებული ურთიერთობების პრობლემატურ ბუნებაზე და ამ უკანასკნელის „ზოგად ქცევასთან“ დაკავშირებით აღნიშნავდა შემდეგს:
„ პოლიციელების ჩვენებების თანახმად ბოუიდების ოჯახი (ოჯახის წევრი ქალები და განსაკუთრებით დედა), როგორც ჩანს უარს ამბობენ იმის აღიარებაზე, რომ მათი ოჯახის ბავშვებს ეკისრებათ პასუხიმგებლობა თავიანთი შეურაცხმყოფელი საქციელის გამო.ეს უკანასკნელი გარემოება, ბავშვების ქმედებებზე წამახალისებელ ხასიათს ატარებს. ზოგადად, ოჯახის წევრებს იმასაც კი მიუთითებენ, რომ აგრესიულად და პროვოკაციულად მოიქცნენ პოლიციასთან მიმართებით.
ინციდენტების შემდეგ, რომელშიც პოლიციის ოფიცერი [ბ] მონაწილეობდა, შერიგების მიზნით დანიშნულმა მედიატორმა ვერ შეძლო შეესრულებინა მასზე დაკისრებული ფუნქცია, ბოუიდების ოჯახის წევრი ქალების შეურიგებელი დამოკიდებულების გამო.
1999 და 2000 წლებში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მედიატორის გამოყოფა აღნიშნული ოჯახისთვის.“
32. 2004 წლის 3 აგვისტოს გამომძიებელმა მოსამართლემ გამოძიება დახურა და საქმის მასალები პროკურატურისორგანოებს გადაუგზავნა.
33. 2004 წლის 16 ნოემბერს პოლიციელია.ზ. დაიკითხა ფი კომიტეტის საგამოძიებო დეპარტამენტის ერთ-ერთი წევრის მიერ 2003 წლის 8 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. პოლიციელიამტკიცებდა, რომ ის არ იცნობდა პირველ მომჩივანს როდესაც გადაიყვანა იგი სენთ-ჯოს-თენ-ნოდის პოლიციის განყოფილებაში.
34. 2005 წლის 10 ნოემბრის განცხადებით საოლქო პროკურორმა მოითხოვა საქმის შეწყვეტა, იმაზე დაყრდნობით, რომ „ სასამართლო გამოძიებამ ვერ დაადგინა, რომ ფაქტები წარმოადგენდა მნიშვნელოვან ან მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევას და არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც საქმის გაგრძელების საფუძველი იქნებოდა“.
35. მომჩივნებს აცნობეს, რომ საქმე დასრულდებოდა 2006 წლის 2 მარტს ბრიუსელის პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის განმხილველ სამმართველოში. 2006 წლის პირველ მარტს მათ მიმართეს გამომძიებელ მოსამართლეს დამატებით 20 საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მოთხოვნით. ამ შუამდგომლობამ გამოიწვია საქმის განხილვის განუსაზღველი ვადით გადადება.
36. 2006 წლის 7 მარტს გამომძიებელმა მოსამართლემ დააკმაყოფილა მომჩივნების ორი მოთხოვნა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე, ხოლო დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა, მათი საქმესთან არარელევანტურობის საფუძვლით. შემდგომ, მომჩივნებმა და მათი ოჯახის სხვა წევრებმა კიდევ ერთხელ შეაჯამეს რა მათ მიერ სენთ-ჯოს-თენ-ნოდის პოლიციის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, მიმართეს გამომძიებელ მოსამართლეს მათთვის სამოქალაქო მხარის სტატუსის გაგრძელების თაობაზე. ეს უკანასკნელი მოთხოვნა უარყოფილ იქნა. ზემოთ ხსენებული ორი დამატებითი საგამოძიებო მოქმედება ჩტარდა 2006 წლის 15 აპრილს, 15 და 24 მაისს.
37. საქმის განმხილველი სამმართველოს 2007 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით, გაზიარებულ იქნა საოლქო პროკურორის შუამდგომლობაში მოხმობილი საფუძვლები და საქმისწარმოება შეწყდა.
38. მომჩივნებმა აღნიშნული დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
39. 2007 წლის 3 დეკემბრის განცხადებაში, ოლქის მთავარმა პროკურორმა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების ძალაში დატოვება მოითხოვა .
40. 2008 წლის 5 თებერვალს მომჩივნებმა და მათი ოჯახის სხვა წევრებმა შეიტანეს საჩივარი, როგორც სამოქალაქო მხარემ, ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელთა თაობაზეც გამომძიებელმა მოსამართლემ განაცხადა, რომ მის წინაშე აღნიშნული საკითხები განხილვის საგანი არ გამხდარა (იხილეთ, ქვევით, პარაგრაფები 43-44) .
41. 2008 წლის 9 აპრილს ბრიუსელის სააპელაციო სასამართლოს საბრალდებო დასკვნების სამმართველომ, მას შემდეგ რაც უარი განაცხადა 2003 წლის 8 ნოებრისა და 2004 წლის 23 თებერვლის საქმეების, 2008 წლის 5 თებერვლის სამოქალაქო სარჩელის საფუძველზე აღძრულ ახალ საქმესთან გაერთიანებაზე, ძალაში დატოვა საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილება. სასამართლოს გადაწყვეტილება ასე იკითხება:
„...
საქმის ფაქტებიდან გამომდინარე დგინდება, რომ:
- 2003 წლის 8 დეკემბერს ბრალდებულმა [ა.ზ.]-მ სავარაუდოდ განახორციელა პოლიციელისათვის უკანონო ქმედება სამოქალაქო მხარის, სეიდ ბოუიდის, წინააღმდეგ . ეს უკანასკნელი საქმის ვითარებას ასე აღწერს: პოლიციის ოფიცერმა [ა.ზ.]იგი გააჩერა თავის სახლთან ახლოს, ხელი ჩაავლო ქურთუკში და გაუხია; შემდგომ ის გადაიყვანეს ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც იმავე ოფიცერმა მას სილა გააწნა მარჯვენა ხელით.
- 2004 წლის 23 თებერვალს ბრალდებულ [პ.პ]-მ სავარაუდოდ განახორციელა პოლიციელისათვის უკანონო ქმედება სამოქალაქო მხარის, მუჰამედ ბოუიდის, წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი საქმის ვითარებას ასე აღწერს: მან თავისი სახლის წინ გააჩერა მანქანა, რათა დედამისს საყიდლები მანქანიდან გადმოეტანა, ამ დროს მის უკან მდგომი მანქანის მძღოლთან მოუვიდა კამათი; მოგვიანებით იგი პოლიციის განყოფილებაში გამოიძახეს მძღოლის მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე; დაკითხვის დროს, მუჰამედ ბოუდს ბრალდებულმა [პ.პ] სილა გააწნა ( იხილეთ სამედიცინო ცნობა, ექიმი...) და დაემუქრა საკანში მოთავსებით თუ ჩვენებას, რომლის შეცვლაც უნდოდა მუჰამედ ბოუიდს, ხელს არ მოაწერდა.
- 1999 წლის მარტიდან დაწყებული ბოუდების ოჯახს, აშკარად ბევრი სირთულე შეხვდათ სენთ-ჯოს-თენ-ნოდის პოლიციის განყოფილების კონკრეტული წევრებისაგან, კერძოდ, პოლიციის ოფიცერმა [ბ] ეჭვი მიიტანა სეიდ ბოუიდზე, თითქოს ამ უკანასკნელმა მას მანქანა დაუკაწრა, ამ ფაქტმა დასაბამი მისცა ბოუიდების ოჯახსა და პოლიციას შორის დაძაბული ურთიერთობის ჩამოყალიბებას და პოლიციის მხრიდან მათი დევნის დაწყების ფაქტს.
- აღნიშნულია, რომ სენთ-ჯოს-თენ-ნოდის პოლიციის მხრიდან პროვოკაციულმა ქმედებებმა ბოუდების ოჯახის ცხოვრება აუტანელი გახადა.
(მოცემული) რაიონული პოლიციის შიდა ზედამხედველობის დეპარტამენტმა და ასევე, ფი კომიტეტის საგამოძიებო დეპარტამენტმა სიღრმისეულად გამოიძიეს სამოქალაქო მხარის მიერ წარდგენილ საჩივრებში მითითებული ფაქტები.
სასამართლო გამოძიების მიერ გამოკვლეული გარემოებებიდან, კერძოდ, მხარეთა ურთიერთგამომრიცხველი ჩვენებების საფუძველზე დგინდება, რომ ბრალდებულთა წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მათ დაპატიმრებას გაამართლებდა ოლქის მთავარი პროკურატურის მიერ დადგენილი ბრალდებების ჩამონათვალის საფუძველზე, იმ პერიოდთან მიმართებით, როდესაც დარღვევები განხორციელდა.
ბრალდებულთა განცხადებები, რომლებშიც ისინი უარყოფენ მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას, არის თანმიმდევრული; ამ მიმართებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია მივმართოთ სამოქალაქო მხარეთა ოჯახის ზოგად ქცევასთან დაკავშირებით ფი კომიტეტის მიერ შედგენილ დეტალურ ანგარიშს, რომელიც ნათელს ჰფენს ამ საქმის ზოგად კონტექსტს.
სამოქალაქო მხარეებს არ წარმოუდგენია სასამართლოს წინაშე, კერძოდ, საბრალდებო დასკვნების სამმართველოს წინაშე, რაიმე ახალი რელევანტური და დამაჯერებელი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ იყო წარდგენილი ქვედა ინსტანციის სასამართლოს წინაშე და რომელიც იქნებოდა ბრალდებულების საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც გამართლებული იქნებოდა ბრალდებულების სასამართლოს წინაშე წარდგენა.
უფრო მეტიც, სასამართლო გამოძიებამ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, იმ ინციდენტების დროს, რომელშიც ისინი სავარაუდოდ მონაწილეობდნენ.
დამატებით აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებიდან არ იკვეთება 1992 წლის 5 აგვისტოს პოლიციის შესახებ კანონის 37-ე მუხლის დებულებების შეუსრულებლობა.
2005 წლის 10 ნოემბრის საოლქო პროკურორის და ოლქის მთავარი პროკურორის წარდგინებაში და საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ განსახილველი საქმის მასალებიდან არ დგინდებოდა სერიოზული ან წვრილმანი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.
...“
42. მომჩივნების საკასაციო საჩივარი - რომელიც ეყრდნობოდა კონვენციის 3, 6 და 13 მუხლებს - 2008 წლის 29 ოქტომბერს დაუშვებლად ცნო საკასაციო სასამართლომ.
დ. სამოქალაქო მხარის საჩივარი 2003 წლის 8 დეკემბერსა და 2004 წლის 23 თებერვლამდე განვითარებულ მოვლენებზე
43. 2008 წლის 5 თებერვალს ბოუიდების ოჯახის ექვსმა წევრმა, მომჩივნების ჩათვლით, სამოქალაქო სარჩელით მიმართა ბრიუსელის სასამართლოს პირველი ინსტანციის გამომძიებელ მოსამართლეს, სენთ-ჯოს-თენ-ნოდის პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ არსებულ ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით, კერძოდ, სარჩელი შეხებოდა იმ ფაქტებს, რომლებიც წინ უსწრებდა 2003 წლის 8 დეკემბრისა და 2004 წლის 23 თებერვლის მოვლენებს.
44. მომჩივანთა სარჩელის საფუძველზე პოლიციის ექვსი ოფიცერი წარსდგა ბრიუსელის სასამართლოს პირველი ინსტანციის წინაშე. 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ სამართალდარღვევებზე საქმის წარმოება ხანდაზმული იყო. საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა .
საერთაშორისო ტექსტები, მექანიზმები და დოკუმენტები
ა. ღირსების ცნება
45. 1946 წლის 26 იანვრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრეამბულაში ვკითხულობთ - „გაერთიანებული ერების ხალხებმა, მტკიცედ გადავწყვიტეთ, კვლავ დავამკვიდროთ რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ფასეულობისა, მამაკაცთა და ქალთა თანასწორობისა და დიდი და პატარა ერების თანაბარი უფლებებისა“. ღირსების ცნება ასევე განსაზღვრულია, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულით, კერძოდ, „ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობის და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს“. ამავე დეკლარაციის პირველი მუხლით განმტკიცებულია, რომ „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით“.
46. ადამიანის უფლებათა ბევრი საერთაშორის ტექსი და ინსტრუმენტი უთითებს ღირსების ცნებაზე, მათ შორის:
- გაერთიანებული ერების 1963 წლის 20 ნოემბრის დეკლარაცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც ამტკიცებს „მთელ მსოფლიოში რასობრივი დისკრიმინაციის, მისი ნებისმიერი ფორმის და გამოვლინების სასწრაფოდ აღმოფხვრის აუცილებლობას, და ადამიანის პიროვნული ღირსების გაგებისა და პატივისცემის უზრუნველყოფას“. იგივე განცხადებულია, 1965 წლის 21 დეკემბრის საერთაშორისო კონვენციაში რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (ეს უკანასკნელი, ბელგიას რატიფიცირებული აქვს);
- სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ასევე 1966 წლის 16 დეკემბრის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციების (ორივე კონვენცია, ბელგიას რატიფიცირებული აქვს) პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ადამიანთა მოდგმის ყველა წევრის თანასწორი და განუყოფელი უფლებები, „ადამიანის თანდაყოლილი ღირსებიდან გამომდინარეობს“. გარდა ამისა, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონცენციის მე-10 მუხლის მიხედვით, „ყველა თავისუფლება აღკვეთილ პირს უფლება აქვს ჰუმანურად მოექცნენ და პატივი სცენ მის პიროვნულ ღირსებას“. ხოლო ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენცის მე-13 მუხლის მიხედვით, „პაქტის მონაწილე სახელმწიფოები...აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას... [და] თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ უნდა იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას...“;
- ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 წლის 18 დეკემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია ბელგიის მიერ) პრეამბულაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაცია „არღვევს თანასწორუფლებიანობისა და ადამიანის ღირსების პატივისცემის პრინციპებს“;
- წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ 1984 წლის 10 დეკემბრის კონვეციის (რატიფიცირებულია ბელგიის მიერ) პრეამბულაში აღნიშნულია, რომ „ადამიანის ოჯახის ყველა წევრის თანაბარი და განუყოფელი უფლებები...ადამიანის პოროვნებისათვის დამახასიათებელი ღირსებიდან გამომდინარეობს“;
- ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია ბელგიის მიერ) პრეამბულით დადგენილია, რომ „ბავშვი მთლიანად მომზადებული უნდა იყოს საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღიზარდოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებულ იდეალებზე, და, განსაკუთრებით მშვიდობის, ღირსების, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით“ (იხილეთ ასევე 23 მუხლის პირველი ნაწილი, 28 მუხლის მეორე ნაწილი, 37 მუხლი, 39 მუხლი და მე-40 მუხლის პირველი ნაწილი);
- იძულებით გაუჩინარებულ პირთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია (რატიფიცირებულია ბელგიის მიერ) (იხილეთ, მე-19 მუხლის მეორე ნაწილი და 24 მუხლის მეხუთა ნაწილის (გ) ქვეპუნტქი);
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (რატიფიცირებულია ბელგიის მიერ) პრეამბულით განმტკიცებულია, რომ „ნებისმიერი ადამიანის დისკრიმინაცია შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით შეურაცხყოფს ადამიანის თანდაყოლილ ღირსებასა და ღირებულებას“. კონვენციის მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა (1-ლი მუხლი), ეს უკანასკნელი ასევე წარმოადგენს კონვენციის ზოგად პრინციპს (მე-3 მუხლი (ა)) (იხილით ასევე, მე-8 მუხლი (ა), მე-16 მუხლის მე-4 ნაწილი, 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 25 მუხლი);
- სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ 1989 წლის 15 დეკემბრის მეორე ფაკულტატური ოქმის (რატიფიცირებულია ბელგიის მიერ) პრეამბულის მიხედვით, ოქმის მონაწილე სახელმწიფოებს სჯერათ, რომ „სიკვდილით დასჯის გაუქმება ხელს შეუწყობს ადამიანის ღირსების ამაღლებას და ადამიანის უფლებების პროგრესულ განვითარებას“;
- 2011 წლის 19 დეკემბრის ბავშვთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის კომუნიკაციის პროცედურების (რატიფიცირებულია ბელგიის მიერ), პრეამბულა ადასტურებს „ბავშვის, როგორც უფლებათა სუბიექტის სტატუს და აღიარებს, მას როგორც ღირსების და განვითარებადი შესაძლებლობების მქონე ადამიანს“;
- 2008 წლის 10 დეკემბრის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის ფაკულტატური ოქმი (რატიფიცირებულია ბელგიის მიერ) და 1999 წლის 6 ოქტომბრის ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმი (რატიფიცირებულია ბელგიის მიერ).
47. ადამიანის უფლებათა რამოდენიმე რეგიონალური ტექსტი და მექანიზმი ასევე უთითებს ღირსების ცნებაზე, მათ შორის:
- 1969 წლის 22 ნოემბრის ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია (მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი და მე-11 მუხლი 1-ლი ნაწილი);
- 1975 წლის 1-ლი აგვისტოს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნითი აქტით, სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ „ხელი შეუწყონ და წაახალისონ სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური განხორციელება, რომლებიც ადამიანის პიროვნების ღირსებიდან გამომდინარეობს და აუცილებელია მისი სრულყოფილი განვითარებისათვის“ (პრინციპი VII);
- 1981 წლის 28 ივნისის აფრიკის ადამიანისა და ხალხთა უფლებების შესახებ ქარტიის მე-5 მუხლის მიხედვით, „ყველა ადამიანს აქვს უფლება თანდაყოლილი ღირსების პატივისცემაზე და მისი სამართლებრივი სტატუსის აღიარებაზე“;
- 1997 წლის 4 აპრილის ბიოლოგიისა და მედიცინის გამოყენების შესახებ ადამიანის უფლებათა და ღირსების დაცვის კონვენციის პრეამბულა ადგენს, რომ „საჭიროა ადამიანის, როგორც ინდივიდის და ასევე, როგორც საზოგადოების წევრის პატივისცემა და... მნიშვნელოვანია, მისი ღირსების პატივისცემა“;
- 2000 წლის 7 დეკემბრის ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის პრეამბულის მიხედვით, „შეიცნო, რა მისი სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობა, ევროკავშირი დაარსდა ადამიანის ღირსების, როგორც განუყოფელი, უნივერსალური ღირებულების, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის იდეის მატარებელი კავშირი“, ხოლო 1-ლი მუხლი ადგენს, რომ „ადამიანის ღირსება არის ხელშეუხებელი და მას პატივი უნდა ვცეთ და დავიცვათ“( იხილეთ ასევე, 31-ე მუხლი „სამართლიანი სამუშაო პირობები“);
- ნებისმიერ ვითარებაში სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ 2002 წლის 3 მაისის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის N13 დამატებითი ოქმის პრეამბულა ადგენს, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმება არის აუცილებელი ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის უფლების დასაცავად და „ყოველი ადამიანის წარუვალი ღირსების“ სრული აღიარებისათვის;
- 2005 წლის 16 მაისის ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის პრეამბულაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „ადამიანებით ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევას და ადამიანის ღირსებისა და პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს“ (იხილით, მე-6 და მე-16 მუხლები).
ბ. წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის დოკუმენტები
48. დოკუმენტში სახელწოდებით „CPT სტანდარტები“ ((CPT/Inf/E (2002) 1 – Rev. 2015) წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი (CPT) აღნიშნავს, რომ :
„... 97. იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის პრევენციული მანდატი, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ვიზიტების პრიორიტეტს წარმოაგდენს, დაწესებულებებში, არასრულწლოვანთა თავისუფლების აღკვეთის პირობებში სათანადო მოპყრობის სტანდარტების შემოწმება. სამწუხაროდ, შემაშფოთებელია, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში სამართალდამცავი პირების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები კვლავ არ არის აღმოფხვრილი. კვლავ გრძელდება კომიტეტის დელეგაციების მიერ სარწმუნო განაცხადების მიღება არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ეს განაცხადები ხშირ შემთხვევაში ეხება ცემას, სილის გაწნას და ხელკეტის დარტყმებს დაკავების დროს (მას შემდეგ, რაც არასრულწლოვნები პოლიციის დაქვემდებარებაში იმყოფებიან), ტრანსპორტირებისას ან დაკითხვისას სამართალდამცავ დაწესებულებებში. არც ის ფაქტია უჩვეულო, არასრულწლოვანებისათვის, როდესაც ისინი მუქარის ან სიტყვიერი შეურაცხყოფის (მათ შორის, რასისტული) მსხვერპლნი ხდებიან სამართალდამცავი პირების მხრიდან.
...
126. ... კომიტეტის მიერ არასრულწლოვანთა დაწესებულებებში ვიზიტებისას, არც ის ფაქტი აღმოჩნდა უჩვეულო, რომ ცუდი დისციპლინის მქონე არასრულწლოვანთა მიმართ დაწესებულების წარმომადგენლები იყენებენ ე.წ. ‘პედაგოგიურ ცემას’ ან სხვა სახის ფიზიკურ დისციპლინურ სასჯელს. ამ მხრივ, კომიტეტი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია ფიზიკურმა სასჯელმა არასათანადო მოპყრობის სახე მიიღო და რომ ეს მკაცრად უნდა აიკრძალოს. ...“
1999 წლის 30 აგვისტოს მე-9 ზოგადი საქმიანობის შესახებ ანგარიშში (CPT/Inf (99) 12) წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი ასევე აღნიშნავს:
„ ... 24. არასრულწლოვანთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვიზიტისას კომიტეტის დელეგაციას ატყობინებდნენ, რომ ცუდი დისციპლინის მქონე არასრულწლოვანთა მიმართ დაწესებულების წარმომადგენლები იყენებენ ე.წ. ‘პედაგოგიურ ცემას’. კომიტეტი მიიჩნევს, რომ არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის პრაკტიკაში ყველა ფორმის ფიზიკური სასჯელი უნდა იქნეს აკრძალული და თავიდან აცილებული. დაწესებულებაში წესრიგის დაარღვევის შემთხვევაში, პატიმრებს მხოლოდ დადგენილი დისციპლინური პროცედურების შესაბამისად უნდა მოექცნენ.“
49. CPT-ის ბელგიის მთავრობისადმი წარდგენილ ანგარიშში 2005 წლის 18 აპრილიდან 27 აპრილამდე პერიოდში ბელგიაში ვიზიტის შედეგების შესახებ (CPT/Inf (2006) 15; 20 აპრილი 2006) აღნიშნულია შემდეგი:
„... 11. ვიზიტის განმავლობაში მიღებული ყველა ინფორმაციის საფუძველზე, კომიტეტი მივიდა იმ დასკვნამდე, -ისევე როგორც ბელგიაში პირველი სამი ვიზიტის შემდეგ - რომ სამართალდამცავი პირების მხრიდან დაკავებული პირებისადმი არასათანადო მოპყრობის რისკები კვლავ არსებობს. შესაბამისად, კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია ბელგიის ხელისუფლების მიმართ და მოუწოდა მათ, განსაკუთებით ყურადღებიანი ყოფილიყვნენ და სპეციალური ძალისხმევა გაეწიათ თავისუფლება აღკვეთილი არასრულწლოვნების მიმართ.
კომიტეტი რეკომენდაციაში დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალდამცავ პირებს რეგულარულად უნდა ახსენებდნენ, რომ თავისუფლება აღკვეთილი პირის მიმართ არასათანადო მოპყრობა - მათ შორის შეურაცხყოფა - მიუღებელია, და რომ ნებისმიერი არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტი სათანადოდ იქნება გამოძიებული და, რომ ნებისმიერი პასუხისმგებელი პირი მკაცრად იქნება დასჯილი.
12. უფრო კონკრეტულად, წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტმა არა ერთხელ აღნიშნა, რომ არასათანადო მოპყრობის კონტექსტში, სამართალდამცავი პირების მიერ ეჭვმიტანილის დაკავების პროცესი სერიოზულ სირთულეებთან და რისკებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით, ეჭვმიტანილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისას, ან საკმარისი საფუძველის არსებობისას, რომ პირმა შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას სამართალდამცავებს. თუმცაღა, დაკავების პროცესში ძალის გამოყენება უნდა მოხდეს მკაცრად განსაზღვრული აუცილებლობის პირობებში; გარდა ამისა, მას შემდეგ რაც ეჭვმიტანილი სამართალდამაცავი პირების კონტროლქვეშ მოხვდება არასათანადო მოპყრობას არ შეიძლება რამენაირი გამართლება ჰქონდეს. ...“
წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის 2009 წლის 28 სექტემბრისა და 7 ოქტომბრის ინტერვალში ბელგიაში განხორციელებილი ვიზიტის ანგარიში (CPT/Inf (2010) 24; 23 ივლისი 2010), შეიცავს შემდეგ მითითებს, კერძოდ:
„... 13. პოლიციის განყოფილებებში ვიზიტისას კომიტეტის დელეგაცია შეხვდა ძალიან მცირე თავისუფლება აღკვეთილ პირს. მიუხედავად ამისა, ციხეში ვიზიტისას, ისინი შეხვდნენ ძალიან ბევს ადამიანს, რომლებიც შხვედრამდე ცოტა ხნით ადრე იმყოფებოდნენ პოლიციის პატიმრობაში.
კომიტეტის დელეგაციასთან გასაუბრებისას პატიმართა უმრავლესობამ არ მიუთითა არასათანადო მოპყრობის ფაქტების არსებობაზე პოლიციის პატიმრობაშ ყოფნისას. თუმცაღა, კომიტეტის დელეგაციამ შეზღუდული რაოდენობით მოისმინა, ეჭვმიტანილის დაკავებისას გადამეტებული ძალის გამოყენების (როგორიცაა ცემა ან ძალიან მჭიდრო ხელბორიკილის გამოყენება, როდესაც პირი უკვე სამართალდამაცავების კონტროლქვეშ იმყოფება) შემთხვევები (კონკრეტულად, ბრიუსელში, შარლერუასსა და მარსინელში). კომიტეტი ხშირად უთითებს, რომ არასათანადო მოპყრობის კონტექსტში, სამართალდამცავი პირების მიერ ეჭვმიტანილის დაკავების პროცესი სერიოზულ სირთულეებთან და რისკებთან არის დაკავშრებული, განსაკუთრებით, ეჭვმიტანილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისას, ან საკმარისი საფუძველის არსებობისას, რომ პირმა შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას სამართალდამცავებს. გარდა ამისა, კომიტეტი ხშირად აღნიშნავს, რომ სამართალდამცავ პირებს რეგულარულად უნდა ახსენებდნენ, რომ დაკავების პროცესში ძალის გამოყენება უნდა მოხდეს მკაცრად განსაზღვრული აუცილებლობის პირობებში; ასევე, მას შემდეგ რაც ეჭვმიტანილი სამართალდამაცავი პირების კონტროლქვეშ მოხვდება არასათანადო მოპყრობას არ შეიძლება რამენაირი გამართლება ჰქონდეს. ...“
გ. პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსი
50. 2011 წლის 19 სექტემბერს (2001)10 რეკომენდაციის საფუძველზე მიღებულ იქნა პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსი. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განცხადებით, „პოლიციელებისადმი საზოგადოების ნდობა დაკავშირებულია მათ დამოკიდებულებასა და ქცევაზე ამ უკანასკნელთა მიმართ, განსაკუთრებით, მათ მიერ ადამიანის პიროვნული ღირსებისა და უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზე, როგორც აღნიშნულია, ადამინის უფლებათა ევროპულ კონვენციაში“. რეკომენდაციის მიხედვით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იხელმძღვანელონ ამ რეკომენდაციაზე თანდართული პოლიციის ეთიკის ევროპულ კოდექსში გაწერილი პრინციპებით, ეროვნული კანონმდებლობის, პრაქტიკასა და პოლიციის ქცევის კოდექსის ჩამოყალიბებისას/გაუმჯობესებისთვის, რათა მოხდეს ამ ტექსტის პროგრესული იმპლემენტაცია და ფართო ტირაჟირების ხელშეწყობა.
51. კოდექსი ადგენს, რომ პოლიციელებისათვის ერთ-ერთ მთავარი მიზანს უნდა წარმოადგენდეს კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა (1-ლი პარაგრაფი). კოდექსის ნაწილი - „პოლიციის ქმედებების/ინტერვენციების სახელმძღვანელო“ - მიუთითებს, რომ „პოლიციამ არცერთ ვითარებაში არ უნდა განახორციელოს, წააქეზოს ან შეეგუოს არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ფაქტს“(პარაგრაფი 36) და რომ „ძალის გამოყენება შეუძლიათ, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას და ისიც მხოლოდ იმ ფარგლებში, რომელიც დადგენილია კანონიერი მიზნის მიღწევისათვის“ (პარაგრაფი 37). გარდა ამისა, „საქმიანობის განხორცილებისას, მათ ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები“ (43-ე პარაგრაფი) და ასევე, „პოლიციის თანამშრომლები საზოგადოების წევრებს პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ, განსაკუთრებულად კი აღსანიშნავია, მოწყვლადი ჯგუფები“ (პარაგრაფი 44).
დ. არასრულწლოვანთა მოწყვლადობის საკითხი
52. 1989 წლის 20 ნოემბრის ბავშვთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (რატიფიცირებულია ბელგიის მიერ) (კონვენციის პირველ მუხლში „ბავშვი“ შემდეგნაირადა განმარტებული - „ყოველი ადამიანი სანამ 18 წლის ასაკს მიაღწევს, თუ კანონით, რომელიც ამ ბავშვისადმი მოქმედებს, ის უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას“) პრეამბულა მიუთითებს ზემოთ აღნიშნულ დეკლარაციებზე და ხაზს უსვამს ბავშვთა განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობას, რომელიც აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მუხლები 23 და 24), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მუხლი 10), აგრეთვე იმ სპეციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებებითა და შესაბამისი დოკუმენტებით, რომლებიც ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მუშაობენ.
53. რამდენიმე მომდევნო საერთაშორისო და ადგილობრივი დოკუმენტი დაფუძნებულია არასრულწლოვანთა მოწყვლადობის საკითხის აღიარების აუცილებლობაზე. მაგალითად, სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშთა დაცვის შესახებ 2007 წლის 25 ოქტომბრის ევროპის საბჭოს კონვენციის (რატიფიცერებულია ბელგიის მიერ) პრეამბულა ადგენს, რომ „თითოეულ ბავშვს თავისი ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან გააჩნია დაცვის ისეთი ზომებით სარგებლობის უფლება, რომელსაც ითვალისწინებს მისი, როგორც არასრულწლოვნის სტატუსი“, ხოლო ბავშვი განმარტებულია, როგორც „ნებისმიერი პირი, რომელსაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი” ( მე-3 მუხლის (ა) პუნქტი). აღსანიშნავია ასევე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2008 წლის 5 ნოემბერსა და 2009 წლის 18 ნოემბერს მიღებული რეკომენდაციები - ევროპული წესები არასრულწლოვანი დამნაშავეების მიმართ გამოსაყენებელი სანქციების და ზომების შესახებ რეკომენდაცია CM/Rec(2008)11 და ძალადობისგან ბავშთა დაცვის შესახებ ერთიანი ეროვნული სტრატეგიის რეკომენდაცია CM/Rec(2009)10. ამ უკანასკნელ რეკომენდაციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ „ბავშვთა სისუსტე, დაუცველობა და ზრდისა და განვითარებისათვის მათი დამოკიდებულება ზრდასრულ ადამიანებზე ოჯახებისგან, საზოგადოებისა და სახელმწიფოსაგან მოითხოვს უფრო მეტ ინვესტიციას ძალადობისგან ბავშვთა პრევენციისა და დაცვისათვის“; ეს უკანსკნელი განსაკუთრებით ხაზს უსვამს თავისუფლება აღკვეთილი არასრულწლოვნების მოწყვლადობის საკითხს (რეკომენდაციის დანართი, პარაგრაფი 52.1). ბოლო ხანებში წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა, პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნების მოწყვლადობის საკითხზე (2015 წლის იანვრის, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 2013-2014 წლების 24-ე ზოგადი ანგარიში, სისხლის სამართლის კანონმდებლობით თავისუფლება აღკვეთილი არასრულწლოვნები, პარაგრაფი 3, 98 და 99).
სამართალი კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
54. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ სეინთ-ჯოს-თენ-ნოდის პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას პოლიციის ოფიცრებმა მათ სახეში სილა გააწნეს. ისინი აღნიშნავდნენ, რომ იყვნენ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლნი. ისინი ასევე ასაჩივრებდნენ გამოძიების არაეფექტურობას, არასრულყოფილებას, არაობიექტურობასა და ზედმეტ ხანგრძლივობას. მომჩივნებმა თავიანთ საჩივარს საფუძვლად დაუდეს კონვენციის მე-3, მე-6.1 და მე-13 მუხლები, მითითებულთაგან პირველი მუხლის თანახმად:
„ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია“.
55. სასამართლოს პალატამ დაადგინა რომ, მოცემული საჩივრები ერთიდაიგივე საფუძველს ეყრდნობოდა და ამიტომ, მიზანშეწონილად მიიჩნია მომჩივნების მოთხოვნები, მხოლოდ კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით განეხილა. დიდი პალატა ეთანხმება აღნიშნულ მიდგომას. ამიტომ, დიდი პალატაც მე-3 მუხლის ჭრილში განაგრძობს განხილვას.
ა. პალატის გადაწყვეტილება
56. გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებულ პრეცედენტული სამართლით დადგენილ პრინციპებზე. კერძოდ, მან მიუთითა იმ პრინციპზე, როდესაც სადავო შემთხვევები, მთლიანად ან ნაწილობრივ, წარმოადგენს შესაბამის ორგანოთა ექსკლუზიური ინფორმირებულობის სფეროს, როგორც ეს დაკავებული პირების შემთხვევაშია, ჩნდება ძლიერი ეჭვები თავისუფლების აღკვეთის პერიოდში წარმოქმნილ დაზიანებებთან დაკავშირებით. მთავრობის ტვირთია, წარმოადგინოს დამაჯერებელი და მტკიცებულებებით გაჯერებული ახსნა-განმარტება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა მსხვერპლის მიერ აღწერილ მოვლენებს. პალატამ ასევე მიუთითა იმ პრინციპზე, როდესაც ინდივიდის მიმართ, რომელსაც თავისუფლება აქვს აღკვეთილი, ან უფრო ზოგადად, სამართალდამცავ პირებთან დაპირისპირებაშია, ნებისმიერი ფიზიკური ძალის გამოყენება, რომელიც ამ პირის ქმედებიდან გამომდინარე არ იყო მკაცრად აუცილებელი ლახავს ადამიანურ ღირსებას და პრინციპში, წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლით დაცული უფლების დარღვევას. არასათანადო მოპყრობა უნდა აღწევდეს სისასტიკის მინიმალურ დონეს იმისათვის, რომ მე–3 მუხლის მოქმედების ქვეშ მოექცეს. მეტიც, ძალადობის ზოგიერთი ფორმა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გასაკიცხი იყოს მორალურად და ფართოდ გავრცელებული ხელშემკვრელი სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში, შესაძლებელია კონვენციის მე-3 მუხლით დაცული უფლების ფარგლებში არ ჯდებოდეს. პალატამ აღნიშნა, რომ მთავრობა სადავოდ ხდიდა პოლიციის ოფიცრების მიერ მომჩივნებისათვის სილის გაწნის ფაქტს და აცხადებდა, რომ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობებით არ დგინდებოდა, რომ ცნობაში აღნუსხული დაზიანებები სილის გაწნით იყო გამოწვეული. მიუხედავად ამისა, სასამართლომ აზრს მოკლებულად მიიჩნია შეესაწავლა ფაქტების ნამდვილობა და მომჩივნების სხვაგვარი პრეტენზიები, ვინაიდან იმ შემთხვევაშიც კი თუ დადგინდებოდა მომჩივნების მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტები, ამ საქმეში პოლიციელთა ქმედებები არ წარმოადგენდა ისეთ მოპყრობას, რომელიც არღვევს მესამე მუხლის მოთხოვნებს. სასამართლომ დაადგინა შემდეგი: (პარაგრაფი 51):
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ რომ სილის გაწნას ჰქონდა ადგილი, ორივე შემთხვევაში ეს იყო იზოლირებული და განპირობებული პოლიციის ოფიცრის არაგონივრული ქმედებით, რომელიც თავისმხრივ გაღიზიანებული იყო მომჩივნების უპატივცემულო და პროვოკაციული ქმდებით და ის არ ცდილობდა მათგან აღიარების მოპოვებას. მეტიც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა დაძაბულ ურთიერთობას მომჩივნების ოჯახსა და პოლიციის ოფიცრებს შორის. ამ გარემოებებში, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მომჩივანი იმ დროისთვის 17 წლის იყო და იმ შემთხვევაშიც კი თუ მოვლენებს რეალურად ჰქონდა ადგილი ისე, როგორც მომჩივნებმა აღწერეს და მათ უნდა ჰქონოდათ ღრმა შურისძიების განცდა, სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ფაქტი, რომ აღნიშნული მოხდა დაძაბული სიტუაციის ფონზე და არ ჰქონდა სერიოზული ან გრძელვადიანი ეფექტი. აღნიშნულს მივყავართ მოსაზრებამდე, რომ მსგვასი ტიპის ქმდებები მართალია მიუღებელია, მაგრამ ის არ შეიძლება განხილულ იქნას იმ ხარისხის ღირსების შემლახავ ან დამამცირებელ მოპყრობად, რომელიც მესამე მუხლის დარღვევად შეიძლება განვიხილოთ. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ნებისმიერ შემთხვევაში, მოცემულ საქმეში სისატიკეს არ მიუღწევია იმ დაუშვებელ ზღვრამდე, რის გამოც შეიძლებოდა სადავო გამხდარიყო კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნების დარღვევა, მატერიალური ან პროცედურული თვალსაზრისით“.
ბ. დიდი პალატის წინაშე მხარეთა მიერ წარდგენილი მოსაზრებანი
მომჩივნები
57. კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალურ შინაარსთან დაკავშირებით, მომჩივნები ასაჩივრებდნენ პალატის მიერ დიდი პალატის დადგენილი პრინციპების უგულებელყოფას. მათ აღნიშნეს, რომ პალატამ არ გაითვალისწინა, თავისუფლება აღკვეთილი ან პოლიციის დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიმართ ძალადობის გამოყენების ფაქტებზე მიზეზობრივი და სიმკაცრის პრეზუმციის მოთხოვნები. ასეთი ტიპის საქმეებზე არსებობდა მიზეზ-შდეგობრიობის პრეზუმფცია დარტყმისგან დატოვებულ კვალსა და აღნიშნულთან პოლიციის შემხებლობასთან დაკავშირებით, რაც სავარაუდო დამრღვევისაგან გონივრული ახსნა-განმარტებით უნდა გაბათილდეს. თუ ეს უკანასკნელი პრინციპი არ მოქმედებს, თავისუფლება აღკვეთილი პირის მიმართ მეორე პრეზუმფცია იწყებს მოქმედებას, კერძოდ, ვინაიდან თავისუფლება აღკვეთილი პირის მიმართ ძალის გამოყენება არსებითად არღვევს ადამიანის ღირსებას, ნებისმიერი ასეთი ქმედება მიიჩნევა შეუთავსებლად მე-3 მუხლთან, თუმცა სავარაუდო დამრღვევს შეუძლია გააბათილოს აღნიშნული პრეზუმფცია, თუ დაამტკიცებს, რომ ძალის გამოყენება აუცილებელი იყო მსხვერპლის საქციელიდან გამომდინარე. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ ქმედების სიმძიმის განსაზღვრის მიზნით, იმასთან დაკავშირებით წარმოადგენდა თუ არა ის კლასიკურ „წამებას“ თუ „არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, სასამართლოს ქმედების სიმძიმის შემოწმება „დამატებითი საფუძვლებით“ შეეძლო.
58. მომჩივნებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამედიცინო ცნობა შევსებული იყო მომხდარი ფაქტიდან მოკლე დროში და ის პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ მათთვის მიყენებული დარტყმის კვალზე მიუთითებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი მიუთითებენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე და აღნიშნავენ, რომ მთავრობამ, ისევე როგორც პოლიციის სამსახურებმა ადგილობრივ დონეზე, არ წარმოადგინეს ახსნა-განმარტებები, რომლებიც ამ პრეზუმფციას გააბათილებდა და მხოლოდ დარტყმის ფაქტის უარყოფით შემოიფარგლნენ. გარდა ამისა, მათ წინააღმდეგ გამოყენებული ძალა არ იყო არც აუცილებელი და არც პროპორციული. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც მათ სილა გააწნეს, დარტყმის კვალი არ აღენიშნებოდათ და რომ შესაბამისად მათ პოლიციისათვის არ გაუწევიათ ფიზიკური წინააღმდეგობა. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ პოლიციამ და ბელგიის სახელმწიფომ - ისინი ყოველთვის უარყოფდნენ მომჩივანთათვის სილის გაწნის ფაქტს - ვერ დაასაბუთა დარტყმის აუცილებლობა და რომ გასათვალისწინებელი უნდა ყოფილიყო ბელგიაში არსებული კონტექსტი პოლიციელთა ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ნერვიული ატმოსფერო და უპატივცემულო და დაძაბული ურთიერთობა მეზობლად მდებარე პოლიციის განყოფილებასა და ბოუიდების ოჯახს შორის არ იყო ძალის გამოყენებისათვის საკმარისი მიზეზი. პირველმა მომჩივანმა დამატებით აღნიშნა, რომ მისი ვინაობის შემოწმება, რისთვისას ის გააჩერა პოლიციის ოფიცერმა, გაუმართლებელი იყო, შემოწმების მიზეზები ბუნდოვანი გახლდათ. ამ კონფლიქტისას მას გაეხა ქურთუკი, ასევე, პირველი მომჩივანი იმ დროისთვის არასრულწოლოვანი გახლდათ და სილის გარტყმამ მასში შოკური მდგომარეობა გამოიწვია, შიშისა და სტრესის შეგრძნებამ კი იმატა იმ ფაქტის ფონზე, რომ მას ოთხი წლის წინ პოლიციის ოფიცრის დარტყმის შედეგად მიყენებული ჰქონდა ყურის ნიჟარაზე ერითემა და ამ ფაქტის მიმართ პოლიციელებმა გამოამჟღავნეს უმოქმედობა და კორპორაციული ლოიალობა. მეორე მომჩივანმა დასძინა, რომ სილის გაწვნის დროს ის იჯდა და მისი მხრიდან რაიმე საფრთხეს ადგილი არ ჰქონია.
59. მომჩივნები მიუთითებდნენ, რომ ბელგიაში მწვავედ იდგა პოლიციის მიერ ძალადობის საკითხი: მედიას დოკუმენტირებული ჰქონდა მრავალი მსგავსი საქმე და პოლიციის მომსახურებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი მუდმოვმოქმედი კომიტეტის („კომიტეტი ფი“) 2012 წლის წლიურ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ პოლიციის მიერ გამოვლენილ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით საჩივრების ზრდის ტენდენცია შეიმჩნეოდა(468 საჩივარი 2010 წელს და 576, 2012 წელს). მეტიც, წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა, 2005 წლის 18-27 აპრილს ბელგიაში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ საფრთხეებზე მითითება, რომ პატიმრობის ადგილებში პირი შესაძლოა გახდეს სამართალდამცავი პირების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, არ არის საფუძველს მოკლებული (20 აპრილი 2006, CPT/Inf(2006)15, § 11).მეტიც, გაეროს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საწინააღმდეგო კომიტეტმა, ბელგიის მესამე პერიოდულ ანგარიშთან დაკავშირებით გაცემულ ზოგად კომენტარებში, მიუთითა სამართალდამცავი პირების მხრიდან ძალის უკანონო გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით საჩივრების რიცხვის რეგულარული ზრდის შესახებ და გასცა რეკომენდაცია, რომ ჩატარებულიყო „ჯეროვანი, დამუკიდებელი და მიუკერძოებელი“ გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე (28 ოქტომბერი – 22 ნოემბერი 2013, CAT/C/BEL/CO/3, § 13). მომჩივნებმა ასევე წარადგინეს ინფორმაცია, რომ ბელგიის ადამიანის უფლებათა ლიგის(OBSPOL) ვებგვერდზე, ყოველკვირეულად ოთხი საჩივარი მაინც ვრცელდებოდა პოლიციის მხრიდან გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე. მომჩივნებს ექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ მართალია პოლიციის ოფიცრები მაშინვე სისტემატურად აღრიცხავდნენ მათ წინააღმდეგ წარდგენილ საჩივრებს, თუმცა იმ შემთვევებშიც კი, თუ საქმე სასამართლომდე მიდიოდა, მისი განხილვა საგრძნობლად ჭიანურდებოდა, ვიდრე ეს ჩვეულებრივი მოქალაქის შემთხვევაში ხდებოდა ხოლმე. აღნიშნული საზოგადოებაში აჩენდა დაუსჯელობის ატმოსფეროს და უფლების დარღვევის მსხვერპლები თავს იკავებდნენ სარჩელების წარდგენისაგან.
60. მესამე მუხლის პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებით მომჩივნები აცხადებდნენ, რომ მათ საქმეზე მიმდინარე გამოძიება არ აკმაყოფილებდა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებს.
61. პირველ რიგში, მომჩივნები მიუთითებდნენ, რომ მიმდინარე გამოძიება ძირითადად ეფუძნებოდა მათი ოჯახის ქცევის შემოწმებას, და ამ პროცესში ეყრდნობოდა პოლიციის განყოფილების მიერ მომზადებულ ანგარიშებს, სადაც ის პოლიციელები მუშაობდნენ, რომელთა წინააღმდეგაც ჰქონდათ საჩივრები წარდგენილი. შემაჯამებელ ანგარიშში დეტალურად აისახა პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ მათი ოჯახის წევრების მიერ შეტანილი საჩივრები და ასევე ისიც, რომ მათ არ მოყოლია რეაგირება, ასევე, შემაჯამებელი ანგარიში არ მოიცავდა ინფორმაციას პოლიციელების მიერ მათი ოჯახის წევრებზე მომზადებულ მოხსენებებზე - უმეტესობა შემთხვევებში არ არსებობდა საქმის მასალები ან საქმეზე შეწყდა წარმოება- ეს ფაქტები მიუთითებდა, რომ გამოძიების მიზანი პოლიციელების გამართლება იყო. ამასთან, მომჩივნები მიუთითებენ, რომ გამოძიება ნათელს არ ჰფენდა პოლიციის მხრიდან ჩარევასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
62. მეორე, მომჩივნები აცხადებდნენ, რომ საქმის გამოძიების პროცესი სერიოზული ხარვეზებით წარიმართა, კერძოდ, გამომძიებელი მოსამართლის მითითების საწინააღმდეგოდ, მომჩივნები საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ დაკითხეს გამომძიებლებმა; 1999 წელს პოლიციის ოფიცრის მანქანის დაკაწვრის საქმეზე ინფორმაცია საქმის მასალებში სრულყოფილად არ იყო ასახული; გამომძიებელი მოსამართლე არ იყო ინფორმირებული ბოუიდების ოჯახის წინააღმდეგ აღძრული სხვა საქმეების ფარგლებში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ (შემაჯამებელ ანგარიშში აღნიშნული ზოგიერთი საქმე რეალურად ან არ არსებობდა ან ის საქმეები იყო, რომლებშიც ისინი თავს მსხვერპლად მიიჩნევდნენ). მომჩივნები აცხადებდნენ, რომ გამოძიების ზემოაღნიშნული ხარვეზების აღმოჩენის შემდეგ, გამომძიებელ მოსამართლეს ოცი დამატებითი შუამდგომლობით მიმართეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელთაგან მხოლოდ ორი დაკმაყოფილდა: საქმის მასალებში ელექტრონული მეილის დართვა და პოლიციის ოფიცრის დაკითხვა, რომელმაც 2003 წლის 8 დეკემბერს პირველ მომჩივანს სავარაუდოდ შეურაცხყოფა მიაყენა (უფრო მეტიც, მომჩივნებს მტკიცებულებების ამ ნაწილთან წვდომა არ ჰქონდათ)
63. მესამე, სისხლის სამართლის დანაშაულის არასრულწლოვან მსხვერპლთა დაკითხვისათვის დადგენილი სამართლის ნორმები არ ყოფილა გამოყენებული (ისინი მიუთითებდნენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის bis91 და 92 მუხლებზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამართალდამცავების მიერ არასრულწლოვანის დაკითხვის პროცესი ზრდასრული პირის თანხლებით უნდა მიმდინარეობდეს, ხოლო დაკითხვა უნდა იწერებოდეს).
64. მეოთხე, გამომძიებელ მოსამართლეს საკუთარი ინიციატივით შეეძლო შემდეგი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება მოეთხოვა: პირველი მომჩივნის მეგობრის დაკითხვა, რომელიც მას თან ახლდა პოლიციის ოფიცრის მიერ მისი შეჩერებისა და შეკითხვების დასმის დროს; პოლიციის განყოფილების შესასვლელსა და გასასვლელში არსებული კამერით დაფიქსირებული შენობაში შესვლის და გამოსვლის ვიდეოჩანაწერების ამოღება და დართვა საქმის მასალებში; დამატებითი სამედიცინო მოსაზრების წარმოდგენის დავალება და დაპირისპირება.
65. მომჩივნები აღნიშნავდნენ, რომ არაეფექტური გამოძიების შედეგად, რომლის მიზანი შესაბამისი პოლიციის ოფიცრების გამართლება იყო, საგამოძიებო ორგანოებმა მიიჩნიეს, რომ დანაშაულს არ ჰქონდა ადგილი და რომ არ არსებობდა მათი სამართლებრივი დევნის საფუძველი.
მთავრობა
66. მთავრობამ განაცხადა, რომ ის ეთანმხება მომჩივნების ანალიზს მიზეზ-შედეგობრიობის პრეზუმფციასთან მიმართებით, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის დაზიანებების კვალსა და პოლიციის ამ დაზიანებებთან შემხებლობის ასპექტში და ასევე იმაში, რომ ეს ვარაუდი გონივრული ახსნა-განმარტებით უნდა გაბათილდეს. მათ დაადასტურეს, რომ აღნიშნული ქმედება, სავარაუდოდ სერიოზული ხასიათის იყო, რადგან მაშინ როდესაც პირი პოლიციელთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, სასამართლო, დე ფაქტო, ადგენს პირისათვის ღირსების შელახვის ფაქტს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ვარაუდი შესაძლებელია გაბათილდეს მსხვერპლის ქმედების ფონზე ძალის გამოყენების მკაცრი აუცილებლობის საფუძვლით. მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ არასდროს ჰქონიათ მიზნად ზემოაღნიშნული პრეზუმფციის უგულებელყოფა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არ გააჩნიათ ლეგიტიმური საფუძველი ეჭვქვეშ დააყენონ პოლიციის ოფიცრების მტკიცება, იმ ფონზე, როდესაც წარმოებული სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად მათი მტკიცებების საწინააღმდეგო ვერაფერი დადგინდა.
67. მთავრობის აზრით, სასამართლო ხელისუფლებამ უნდა შეათავსოს მიზეზ-შედეგობრიობის პრეზუმფცია უდანაშაულობის პრეზუმფციის თანასწორ პრინციპთან: სასამართლო ორგანოები ვერ გადაუხვევენ პრინციპს, რომლის თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის საფუძველზე უნდა გამოცხადნენ სახელმწიფო მოხელეები დამნაშავედ მომჩივნების წინააღმდეგ განხორციელებული დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე.
68. მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა წარმოადგინეს სამედიცინო ცნობა, რომელიც მიუთითებდა იმ დაზიანებებზე, რომლებიც სავარაუდოდ მათ მიერ გასაჩივრებულ შემთხვევას უკავშირდება, ეს იყო მხოლოდ მომჩივანთა განაცხადი, რომ დაზიანებები სილის გაწნის შედეგი იყო და რომ ორივე მომჩივანს სილა პოლიციის ოფიცრებმა გაარტყეს.გარდა ამისა, პოლიციის ოფიცრები ყოველთვის მკაცრად უარყოფდნენ ასეთი ქმედებების განხორციელებას და ამასთან, გამოძიების მსვლელობისას შეგროვებული არცერთი მტკიცებულებით დასტურდება საწინააღმდეგო. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ ბოუიდების ოჯახს, პოლიციასთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ადგილობრივი პოლიციის განყოფილების ოფიცრების წინააღმდეგ სხვა საჩივრებიც შეჰქონდათ ხოლმე, მას შემდეგ, რაც პოლიციის ოფიცრები მათ აჩერებდნენ და კითხვებს უსვამდნენ. მთავრობის აზით, ბოუდების ოჯახის ქმედებებით გასაგები იყო, რომ მომჩივანთა საჩივრები მიმართული იყო პოლიციის ოფიცრების დისკრედიტირებისაკენ, მიუხედავად იმისა გარტყმის ფაქტი მოხდა თუ არა. მოსმენაზე მთავრობამ წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ მომჩივნებმა თავად გაირტყეს სილა, რათა პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ, რომლებთანაც რთული ურთიერთობა ჰქონდათ მრავალი წლის განმავლობაში, საქმე წამოეწყოთ. მთავრობის აზრით, დაძაბულობა იმდენად სერიოზული იყო, რომ ასეთი შედეგი არ იყო წარმოუდგენელი.
69. მაშასადამე მოცემულ საქმეში „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დამტკიცებულიყო სავარაუდო ფაქტები“.
70. მთავრობამ აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი განცხადება არ ეწინააღმდეგება იმ ზოგად პრინციპს, რომლის თანახმად თავისუფლება აღკვეთილი ან სამართალდამცავ პირებთან შემხებლობაში მყოფი პირის მიმართ არა საჭირო ფიზიკური ძალის გამოყენება, რაც არ გამომდინარეობს თავად პირის საქციელიდან, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფას და კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას წარმოადგენს.
71. მთავრობა ასევე აღნიშნავდა, რომ მომჩივნებს ჰქონდათ წვდომა ეფექტურ ოფიციალურ გამოძიებასთან, რომელმაც ყველა შესაძლო მონაცემი დაამუშავა ანგარიშების, ჩანაწერებისა და ჩვენებების სახით. გამოძიებით ვერ დადგინდა, რომ მომჩივნების მიერ აღნიშნულ ფაქტებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი და შესაბამისად, შეუძლებელი იყო ერთი ან რამდენიმე სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება.
72. და ბოლოს, მთავრობამ თქვა, რომ აღნიშნული საქმე არ შეიძლებოდა განხილულიყო, როგორც პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტი, რადგანაც ფაქტები არ ყოფილა სათანადოდ დადგენილი.
ბ. მესამე მხარის მოსაზრებები გენთის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრი
73. მესამე მხარე მიუთითებს, რომ იმ საკითხის გადაწყვეტის დროს მიაღწია თუ არა გამოვლენილმა სისასტიკემ კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ზღვარს, პალატამ მხედველობაში მიიღო, მომჩივნების სავარაუდო უპატივცემულო ან პროვოკაციული ქცევა, დაძაბულობის კლიმატი, რომელიც პრევალირებდა მომჩივნების ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებს შორის და ის გარემოებაც, რომ სილის გარტყმის ფაქტები არ განხორციელებულა იმ მიზნით, რომ პოლიციას მიეღო აღიარებითი ჩვენება და წარმოადგენდა იზოლირებულ აქტებს, რომელსაც არ გააჩნდა რიამე სერიოზული ან გრძელვადიანი ეფექტი. თუმცა, მესამე მხარეს მიაჩნია, რომ ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, ზემოთ აღნიშნული ოთხი ფაქტორიდან პირველი სამის მითითება არარელავანტური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული მეოთხე ფაქტორი ვალიდურ ახსნად შეიძლება ჩაითვალოს, მესამე მხარის შეფასებით, არსებობს მხოლოდ ერთი ძირითადი კრიტერიუმი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად მიაღწია თუ არა გამოვლენილმა მოპყრობამ დაუშვებელი სისასტიკის ზღვარს იმ ქმედებასთან მიმართებით, რომელიც ჩადენილია პოლიციის მიერ თავისუფლება აღკვეთილი პირის მიმართ. კერძოდ, ფაქტი, რომ პოლიციის მიერ ძალის ბოროტად გამოყენება განხორციელდა იმ პირობებში, როდესაც პირები პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. ასეთ შემთხვევებში სასამართლომ უნდა გამოიყენოს სისასტიკის ზღვარის შეფასების შედარებით დაბალი სტანდარტი. მესამე მხარემ შემდეგ საქმეებზე Salman v. Turkey ([GC], no. 21986/93, ECHR 2000 VII), Denis Vasilyev v. Russia (no. 32704/04, 17 დეკემბერი December 2009) და Valiulienė v. Lithuania (no. 33234/07, 26 მარტი 2013) მითითებით, განაცხადა, რომ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირები მოწყვლად მდგომარეობაში არიან და კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოებს დაიცვან მსგავს მდგომარებაში მყოფი პირების ფიზიკური ხელშეუხებლობა და ასევე, მესამე მუხლით დაუშვებელი სისასტიკის ზღვარის სტანდარტის შეფასებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს მსხვერპლის შიშისა და დაუცველობის შეგრძნებები. მესამე მხარის შეფასებით, აღნიშნული განსაკუთრებით მიემართებოდა არასრულწლოვან თავისუფლება აღკვეთილ პირებს, რომლებიც კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან. ამ კონტექსტში, მხოლოდ სილის გარტყმასაც კი შესაძლოა გამოეწვია სერიოზული ფსიქოლოგიური შედეგები, რომელიც შეუსაბამოა კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებთან. პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, სილის გარტყმა შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც კიდევ უფრო სასტიკი ძალადობის ან სასჯელის საფრთხე.
74. მესამე მხარემ მოუწოდა სასამართლოს მხედველობაში მიიღოს ის ფაქტი, რომ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 2006 და 2010 წლის ანგარიშებში ბელგიას მიეცა რეკომენდაცია, რომ „დაკავების დროს პოლიციის ოფიცრებმა ძალა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს უნდა გამოიყენონ და არ შეიძლება არსებობდეს რაიმე გამართლება მსგავსი მოპყრობისა იმ პირობებში, როდესაც დაკავებული პირი პოლიციის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ იმყოფება“. (CPT/Inf(2010)24 და CPT/Inf(2006)15).
75. მესამე მხარემ მიუთითა, რომ საქმეში დავიდოვი და სხვები უკრაინის წინააღმდეგ (საჩივრები NN 17674/02 და 39081/02, § 268, 2010 წლის 1-ლი ივლისის გადაწყვეტილება), სასამართლომ დაადგინა, რომ მე-3 მუხლი სახელმწიფოებს ავალდებულებს მისი სამართალდამცავი პირები დაატრეინინგოს ისე, რომ მათ გააჩნდეთ მაღალი დონის კომპეტენცია პროფესიული მოვალეობების შესრულების დროს, ისე რომ არც ერთი პირი არ გახდეს მათ მიერ მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის მსხვერპლი.
76. საბოლოოდ, მესამე მხარემ განსაკუთრებული ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ბელგიაში პოლიციის მიერ ძალადობის გამოყენება არ იყო უჩვეულო. მომჩივნების მსგავსად, მან მიუთითა ფი კომიტეტისა და OBSPOL მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე. მან დაამატა, რომ ბოლო პერიოდში ბელგიის პოლიცია მონაწილეობდა ძალადობის რამდენიმე საქმეში და ბრიუსელის რეგიონში პოლიციის ზოგიერთ განყოფილებაში გაშლილი ხელით სილის გარტყმა (იმ მიზნით, რომ დარჩენილიყო მაქსიმალურად უმნიშვნელო კვალი) განგრძობად პრაქტიკას წარმოადგენდა.
2. REDRESS
77. მესამე მხარემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, სამართალდამცავ პირებს ფიზიკური ძალის გამოყენების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის აუცილებელია და პროპორციულად ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. მხარემ მიუთითა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა სამოქალაქო პაქტის მე-10 მუხლთან დაკავშირებით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მე-20 ზოგად კომენტარზე, გაეროს სამართალდაცავი პირების ქცევის კოდექსზე, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ გაეროს ძირითად პრინციპებზე, პოლიციის ეთიკის ევროპულ კოდექსზე (მინისტრთა კომიტეტი, Rec(2001)10) და ციხის ევროპულ წესებზე (რომელსაც ევროპული სასამართლო და წამების საწინააღმდეგო კომიტეტი იყენებენ საკუთარ საქმიანობაში), ასევე ეუთოს სახელმძღვანელოზე საპოლიციო საქმიანობის დემოკრატიული საფუძვლების შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მათ სასამართლოს წინაშე წარმოადგინეს შემდეგი პრინციპები: ყველას აქვს უფლება იყოს თავისუფალი წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობისგან ან სასჯელისგან და როგორც ამას ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირის დაცვის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპები აზუსტებს, აღნიშნული მოთხოვნები უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ დაცვის მაღალი გარანტიები გავრცელდეს ძალადობის წინააღმდეგ: პირველ რიგში გამოყენებული უნდა იქნას არაძალადობრივი საშუალებები; საპოლიციო ძალა შეიძლება გამოყენებული იქნას უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და მხოლოდ კანონიერი სამართლებრივი მიზნების მისაღწევად; დაკავებული პირების მიმართ სამართალდამცავმა პირებმა არ უნდა გამოიყენონ ძალა, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ის აუცილებელია შესაბამის დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად ან როცა პერსონალური უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგება; არ შეიძლება დაშვებული იყოს რაიმე ტიპის გამონაკლისი ან შეწყალება პოლიციის მიერ ძალის უკანონო გამოყენების შემთხვევებში; გამოყენებული ძალა ყოველთვის პროპორციული უნდა იყოს დასახული კანონიერი მიზნებისა; ძალის გამოყენება თვითშეზღუდულად უნდა განხორციელდეს; შესაძლო ზიანი და სხეულებრივი დაზიანებები მინიმიზებული უნდა იყოს; დიფერენცირებული ძალის გამოყენებისთვის უნდა არსებობდეს სხვადასხვა საშუალება; ყველა სამართალდამცავი პირი უნდა იყოს გაწვრთნილი სხვადასხვა ტიპის საპოლიციო საშუალებების გამოყენებაში; ყველა ოფიცერი უნდა იყოს გაწვრთნილი არაძალადობრივი საშუალებების გამოყენებაში.
78. მესამე მხარემ მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ დაკავებული პირის მიმართ ძალის გამოყენება იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა ამის უკიდურესი აუცილებლობა, ლახავს პირის ღირსებას და არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს. აღნიშნული პრინციპი ასევე გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში (მესამე მხარემ მიუთითა საქმე Loayza Tamayo v. Peru, 1997 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება, § 57). მეტიც, სასამართლომ მიუთითა, რომ როდესაც სახეზე არ გვაქვს უკიდურესი აუცილებლობის პირობა, მე-3 მუხლის დარღვევის შეფასებისთვის აუცილებელი არ არის სასამართლომ შეაფასოს მიყენებული ტანჯვის სისასტიკე (მესამე მხარემ ამ მიმართებით მიუთითა საქმე Keenan v. the United Kingdom, საჩივარი N27229/95, § 113, ECHR 2001‑III); იმ შემთხვევაში კი, თუ უკიდურესი აუცილებლობა დადასტურდება, ყველა გადამწყვეტი ფაქტორი უნდა იქნას მიღებული მხედველობაში, მათ შორის, სასტიკი მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკურ ან/და მენტალური ეფექტები, და ზოგიერთ შემთხვევაში, სქესი, ასაკი, მსხვერპლის ჯამრთელობის მდგომარეობა, ასევე მისი მოწყვლადობა. დაკავებული პირი ისედაც დაუცველ მდგომარეობაში იმყოფება იმის გამო, რომ ის პოლიციის ან სასჯელაღსრულებითი დაწესებულების თანამშრომლების სრული კონტროლის ქვეშ არის მოქცეული. მესამე მხარემ ასევე მიუთითა ესპანეთის უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომელშიც სასამართლომ, მოწყვლადობის შეფასების დროს, დაადგინა, რომ პოლიციის თანამშრომლის მიერ დაკავებული პირისთვის სილის გაწნა იმ პირობებშიც კი როცა მას არ დაუტოვებია რაიმე ხილული დაზიანება მსხვერპლისთვის, ღირსების შემლახავ მოპყრობას წარმოადგენს. მგავსი მიდგომები აქვთ გაზიარებული ტერორიზმთან ბრძოლის დროს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტული თავისუფლებების დაცვისა და ხელშეწყობის საკითხებზე სპეციალურ მომხსენებელს, წამების საწინააღმდეგო კომიტეტსა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს.
79. მესამე მხარემ მიუთითა, რომ როგორც ეს მითითებულია წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ, დაკავებული არასრულწლოვანი პირები იმყოფებოდნენ ორმაგად მოწყვლად მდგომარეობაში. მესამე მხარემ გაეროს წესებზე თავისუფლებაღკვეთილ არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და ბავშვთა უფლებებზე გაეროს კომიტეტის მუშაობაზე აპელირებით, დამატებით აღნიშნა, რომ მყარად დადგენილ პრაქტიკას წარმოადგენს, რომ ძალის გამოყენება ბავშვების მიმართ აკრძალულია და შესაძლებელია მხოლოდ ძალიან შეზღუდული მიზნებისთვის. აღნიშნული მიდგომა გამოიყენება ყველა ფორმის ძალადობის შემთხვევებში, მათ შორის არაფიზიკური ან არაგანზრახი ძალადობისას, იმის მიუხედავად, თუ როგორია სასტიკი მოპყრობის სიხშირე და ინტენსივობა და რამდენად არსებობდა ზიანის მიყენების მოტივი. წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მე-9 ზოგადი ანგარიშის მსგავსად, დაგმობილი იყო აღმზრდელობითი მიზნებისთვის ძალის გამოყენება (კერძოდ, აღმზრდელობითი მიზნებისთვის სილის გაწნა), რომელიც წარმოადგენს პასუხს ბავშვის მხრიდან თანამშრომლობაზე უარზე ან ცუდ ქცევაზე, რასთან დაკავშირებითაც წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა მიუთითა, რომ პოლიციის განყოფილებები არის ადგილი სადაც ახალგაზრდა პირები იმყოფებიან განზრახ არასათანადო მოპყრობის მაღალი რისკის ქვეშ.
80. საბოლოოდ, მესამე მხარემ აღნიშნა, რომ ეროვნული სამართლებრივი სისტემები ასახავენ შესაბამის საერთაშორისო და რეგიონალურ სტანდარტებს. ძალის გამოყენების აკრძალვის ძირითადი წესი, იმ გამონაკლისის გარდა, როცა ის უკიდურესად აუცილებელია, ასევე გათვალისწინებულია ბრიტანეთის, შვედეთის, კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ სამართლებრივ სისტემებში.
გ. სასამართლოს შეფასება
1. საჩივრის არსებითი ნაწილი
(a) ზოგადი პრინციპები
1. კონვენციის მე-3 მუხლი წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოებების ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებას(მათ შორის, იხილეთ Selmouni v. France [GC], no. 25803/94, § 95, ECHR 1999‑V; Labita v Italy [GC], no. 26772/95, § 119, ECHR 2000‑IV; Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, § 87, ECHR 2010; El-Masri v. “the former Yugoslav Republic of Macedonia” [GC], no. 39630/09, § 195, ECHR 2012; and Mocanu and Others v. Romania [GC], nos. 10865/09, 45886/07 and 32431/08, § 315, ECHR 2014 (extracts)). რასაკვირველია, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა არის ცივილიზაციის ღირებულება, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის ღირსების პატივისცემასთან.
კონვენციის უმეტესი ძირითადი მუხლისაგან განსხვავებით, მესამე მუხლი არ ითვალისწინებს გამონაკლისებს და არანაირი გადახვევა არ არის ნებადართული 15 § 2 მუხლის საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი, როცა ერის სიცოცხლეს ექმნება საფრთხე (ibid.). ურთულეს პირობებშიც კი, როგორიცაა ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კონვენცია სრულად კრძალავს წამებასა და არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას, მიუხედავად პირის ქცევისა (მათ შორის, იხილეთ Chahal v. the United Kingdom, 15 ნოემბერი 1996, § 79, Reports of Judgments and Decisions 1996‑V; and Labita, Gäfgen and El‑Masri, ყველაზემოთციტირებული; ასევე იხ.Georgia v. Russia (I) [GC], no. 13255/07, § 192, ECHR 2014 (extracts); and Svinarenko and Slyadnevv. Russia [GC], nos. 32541/08 და 43441/08, § 113, ECHR 2014 (ამონარიდები)).
2. მესამე მუხლის საწინააღმდეგო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული პრეტენზიები, შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა გამყარდეს. ამ მტკიცებულებების შესაფასებლად სასამართლო ადგენს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცების სტანდარტს, მაგრამ დასძენს, რომ ასეთი მტკიცება შესაძლებელია გამომდინარეობდეს საკმაოდ ძლიერი, მკაფიო და შეთანხმებული დასკვნებისა ან მსგავსი უტყუარი ვარაუდებიდან (მათ შორის იხილეთ, Ireland v. the United Kingdom, 18 January 1978, § 161 in fine, Series A no. 25; Labita, ზემოთციტირებული, § 121; Jalloh v. Germany [GC], no. 54810/00, § 67, ECHR 2006‑IX; Ramirez Sanchez v. France [GC], no. 59450/00, § 117, ECHR 2006‑IX; and Gäfgen, ზემოთციტირებული, § 92).
3. ამ უკანასკნელ საკითხზე სასამართლომ ახსნა, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც საკითხი მთლიანად ან ნაწილობრივ ხვდება ხელისუფლების ექსკლუზიურ კომპეტენციაში, როგორც იმ პირების შემთხვევაში, რომლებიც დაკავების დროს იმყოფებიან მათი კონტროლის ქვეშ, ძლიერი ვარაუდები წარმოიშვება დაკავების დროს გაჩენილი დაზიანებებთან დაკავშირებით. მტკიცების ტვირთი შემდეგ აწვება ხელისუფლებას, რომ მან უზრუნველყოს დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი ახსნა მტკიცებულებების წარმოდგენით, რომლებიც გააქარწყლებენ მსხვერპლის მიერ წარმოდგენილ მოვლენებს (იხ.Salman, ზემოთ ციტირებული, § 100; Rivas v. France, no. 59584/00, § 38, 1 აპრილი 2004; და ასევე, სხვათაშორის, Turan Çakır v. Belgium, no. 44256/06, § 54, 10 მარტი 2009; Mete and Others v. Turkey, no. 294/08, § 112, 4 ოქტომბერი 2012; Gäfgen, ზემოთციტირებული, § 92; and El-Masri, ზემოთციტირებული, § 152).ასეთი ახსნის არარსებობის შემთხვევაში სასამართლომ შესაძლებელია გამოიტანოს მთავრობისათვის არასახარბიელო დასკვნა (იხ. სხვა საქმეებს შორის, El-Masri,ზემოთ ციტირებული, § 152). ეს გამართლებულია იმით, რომ პატიმრობაში მყოფი პირები არიან მოწყვლადები და ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ისინი(იხ. სხვათაშორის, Salman, ზემოთციტირებული, § 99).
4. სასამართლომ ამ საქმეზე დაადგინა, რომ იგივე პრინციპი გამოიყენებოდა პოლიციაში პიროვნების შემოწმების (როგორც პირველი მომჩივნის შემთხვევაში) ან მსგავს დაწესებულებებში უბრალო დაკითხვის დროს (როგორც მეორე მომჩივნის შემთხვევაში). დიდი პალატა თანხმდება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 83-ე პარაგრაფში ჩამოყალიბებული პრინციპი ეხება ყველა იმ შემთხვევას, როდესაც პიროვნება არის პოლიციის ან მსგავსი ორგანოების კონტროლის ქვეშ.
5. El-Masri საქმეზე სასამართლომ ასევე აღნიშნა, (მითითებულია ზემოთ, § 155), რომ მიუხედავად იმისა, რომ აღიარებულია, რომ ევროპული სასამართლო საქმის განხილვის დროს არ მოქმედებს, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, იმ შემთხვევაში, სადაც კონკრეტული საქმის გარემოებების გამო უწევს ასე იმოქმედოს (იხ. McKerr v. the United Kingdom (dec.), no. 28883/95, 4 აპრილი 2000), სასამართლომ უნდა გამოიყენოს „განსაკუთრებით ზედმიწევნითი კონტროლი“ მესამე მუხლის ქვეშ განსახილველ საქმეებზე (იხ., mutatis mutandis, Ribitsch v. Austria, 4 დეკემბერი 1995, § 32, Series A no. 336; and Georgiy Bykov v. Russia, no. 24271/03, § 51, 14 ოქტომბერი 2010), მაშინაც კი, როდესაც საქმეზე უკვე ჩატარდა ეროვნული სამართალწარმოება და გამოძიება (იხ. Cobzaru v. Romania, no. 48254/99, § 65, 26 ივლისი 2007). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ კონტექსტში სასამართლო მზად არის, რომ განახორციელოს ეროვნული სასამართლოების მიგნებების დეტალური გამოკვლევა. აღნიშნული გარემოებების კვლევისას მან შესაძლებელია გაითვალისწინოს შიდა საქმის წარმოების ხარისხი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსებული შესაძლო ხარვეზები (იხ.Denisenko and Bogdanchikov v. Russia, no. 3811/02, § 83, 12 თებერვალი 2009).
6.არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, იმისათვის, რომ მესამე მუხლის მოქმედების ქვეშ მოხვდეს. აღნიშნული მინიმუმის შეფასება დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიცაა მოპყრობის ხანრგძლივობა, მისი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური შედეგები და ზოგ შემთხვევაში, მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა (იხ., სხვა წყაროთა შორის, Ireland v. the United Kingdom, ზემოთ მითითებული § 162; Jalloh, ზემოთ მითითებული, § 67; Gäfgen, ზემოთ მითითებული, § 88; El-Masri, ზემოთ მითითებული, § 196; და Svinarenko and Slyadnev, ზემოთ მითითებული, § 114). დამატებითი ფაქტორია მიზანი, რის გამოც განხორციელდა არასათანადო მოპყრობა, განზრახვასა და მოტივაციასთან ერთად (შეადარეთ, inter alia, Aksoy v. Turkey, 18 დეკემბერი 1996, § 64, Reports 1996‑VI; Egmez v. Cyprus, no. 30873/96, § 78, ECHR 2000‑XII; and Krastanov v. Bulgaria, no. 50222/99, § 53, 30 სექტემბერი 2004; იხ. ასევე, სხვა წყაროთა შორის, Gäfgen, ზემოთ მითითებული, § 88; and El-Masri, ზემოთ მითითებული, § 196), თუმცა მსხვერპლის დამცირებისა და შეურაცხყოფის განზრახვის არარსებობა ვერ გამორიცხავს მესამე მუხლის დარღვევას (იხ. სხვა წყაროთა შორის, V. v. the United Kingdom [GC], no. 24888/94, § 71, ECHR 1999‑IX; and Svinarenko and Slyadnev, ზემოთ მითითებული, § 114). ყურადღება ასევე უნდა მიექცეს კონტექსტს, რომელშიც არასათანადო მოპყრობა განხორციელდა, მაგალითად განსაკუთრებით დაძაბული და ემოციური ატმოსფეროს არსებობა (შეადარეთ, მაგალითად, Selmouni, ზემოთ მითითებული, § 104; and Egmez,ზემოთ მითითებული, § 78; იხ. ასევე, სხვა წყაროთა შორის, Gäfgen, ზემოთ მითითებული, § 88).
7. არასათანადო მოპყრობა, რომელიც აღწევს სისასტიკის ასეთ მინიმალურ ზღვარს, როგორც წესი გულისხმობს რეალურად მიყენებულ სხეულის დაზიანებას ან ინტენსიურ ფიზიკურ ან მენტალურ ტანჯვას. თუმცა, ამ ასპექტების არარსებობის პირობებშიც, სადაც მოპყრობა შეურაცხყოფს ან ამცირებს პირს, ავლენს მის მის მიმართ უპატივცემულობას ან აკნინებს მის ადამიანურ ღირსებას, ან წარმოშობს შიშის, ტანჯვის ან არასრულფასოვნების გრძნობას, რასაც შეუძლია პიროვნების მორალური ან ფიზიკური წინააღმდეგობის გატეხვა, ის შეიძლება შეფასდეს, როგორც დამამცირებელი და ასევე, მოექცეს მესამე მუხლით დადგენილი აკრძალვის ფარგლებში (იხ.სხვა წყაროთა შორის, Vasyukov v. Russia, no. 2974/05, § 59, 5 აპრილი 2011; Gäfgen, ზემოთ მითითებული, § 89; Svinarenko and Slyadnev, ზემოთ მითითებული, § 114; and Georgia v. Russia (I), ზემოთ მითითებული, § 192). ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ შესაძლოა საკმარისად ჩათვალოს ის გარემოება, რომ მსხვერპლი დამცირებულია მისივე თვალში, თუნდაც არ იყოს დამცირებული სხვების თვალში (იხ, სხვა წყაროთა შორის, Tyrer v. the United Kingdom, 25 აპრილი 1978, § 32, Series A no. 26; and M.S.S. v. Belgium and Greece [GC], no. 30696/09, § 220, ECHR 2011).
8. გარდა ამისა, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტის ხაზგასმას, რომ პირთან მიმართებაში, რომელსაც ჩამოერთვა თავისუფლება ან, უფრო ზოგადად, რომელიც წინააღმდეგობაშია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან, ფიზიკური ძალის გამოყენება, რომელიც არსებითად პირის საქციელით არ იყო განპირობებული, აკნინებს მის ადამიანურ ღირსებას და ფაქტობრივად წარმოადგენს მესამე მუხლით გათვალისწინებული აკრძალვის დარღვევას (იხ, სხვა წყართა შორის, Ribitsch, ზემოთ ციტირებული, § 38; Mete and Others, ზემოთ ციტირებული, § 106; and El-Masri, ზემოთ ციტირებული, § 207).
9. სიტყვა „ღირსება“ გათვალისწინებულია არა ერთ საერთაშორისო და რეგიონულ ტექსტსა და ინსტრუმენტში (იხ. პარაგრაფები 45-47 ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ კონვენცია არ ახსენებს ამ ცნებას - რომელიც მაინც ჩნდება კონვენციის „სიკვდილით დასჯის ყველა ვითარებაში გაუქმების შესახებ“ მე-13 ოქმის პრეამბულაში - სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის ღირსების პატივისცემა შეადგენს კონვენციის მთავარი არსის განუყოფელ ნაწილს (იხ. Svinarenko and Slyadnev, ზემოთ ციტირებული, § 118), ადამიანის თავისუფლებასთან ერთად (იხ. C.R. v. the United Kingdom, 22 ნოემბერი 1995, § 42, Series A no. 335‑C; and S.W. v. the United Kingdom, 22 ნოემბერი 1995, § 44, Series A no. 335‑B; იხ., სხვა წყაროთა შორის, Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 65, ECHR 2002‑III).
10. უფრო მეტიც, განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი არსებობს კონვენციის მესამე მუხლის მიხედვით „დამამცირებელი“ მოპყრობისა ან დასჯის არსსა და „ღირსების“ პატივისცემას შორის. 1973 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ კონვენციის მესამე მუხლის კონტექსტში ფორმულირება „დამამცირებელი მოპყრობა“ გამოხატავდა, რომ ამ მუხლის ზოგადი მიზანი იყო ადამიანის ღირსების განსაკუთრებით სერიოზული შელახვა (იხ. East African Asians v. the United Kingdom, nos.4403/70, 4404/70, 4405/70, 4406/70, 4407/70, 4408/70, 4409/70, 4410/70, 4411/70, 4412/70, 4413/70, 4414/70, 4415/70, 4416/70, 4417/70, 4418/70, 4419/70, 4422/70, 4423/70, 4434/70, 4443/70, 4476/70, 4477/70, 4478/70, 4486/70, 4501/70, 4526/70, 4527/70, 4528/70, 4529/70 and 4530/70, კომისიის 1973 წლის 14 დეკემბრის ანგარიში, გადაწყვეტილებები და ანგარიშები 78-A, § 192). სასამართლომ, თავის მხრივ, პირველად ეს მიგდომა ღიად გამოიყენა ზემოთ ციტირებულ Tyrer-ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში, რომელიც ეხებოდა არა „დამამცირებელ მოპყრობას,“ არამედ „დამამცირებელ დასჯას“. შეფასებისას, რომ ეს დასჯა იყო დამამცირებელი კონვენციის მესამე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს არ განუცდია მძიმე ან ხანგრძლივი ფიზიკური ზემოქმედება, მისი დასჯა - როდესაც მას ეპყრობოდნენ როგორც ობიექტს ხელისუფლების ხელში, წამოადგენდა თავდასხმას მასზე, რაც მესამე მუხლით დაცული მთავარი მიზანია- პიროვნების ღირსება და ფიზიკური ხელშეუხებლობა “ (§ 33). სასამართლოს არა ერთმა მომდევნო გადაწყვეტილებებმა ხაზი გაუსვა მჭიდრო კავშირს „დამამცირებელი მოპყრობისა“ და „ღირსების“ პატივისცემის ცნებებს შორის (იხ. მაგალითად, Kudła v. Poland [GC], no. 30210/96, § 94, ECHR 2000‑XI; Valašinas v. Lithuania, no. 44558/98, § 102, ECHR 2001‑VIII; Yankov v. Bulgaria, no. 39084/97, § 114, ECHR 2003‑XII (extracts); დაSvinarenko and Slyadnev, ზემოთციტირებული, § 138).
(ბ) წინამდებარე საქმეში გამოყენება
(i) ფაქტების დადგენა
11. მთავრობას არ გაუსაჩივრებია ზემოაღნიშნული პრინციპი, რომლის თანახმად თუკი პირზე აღმოჩნდა დარტყმების კვალი, მას შემდეგ, რაც ის იმყოფებოდა პოლიციის კონტროლის ქვეშ და ჩივის, რომ ეს კვალი არასათანადო მოპყრობის შედეგია, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ეს მართლაც ასე იყო (იხ. პარაგრაფები 83-84 ზემოთ). მთავრობა ასევე დათანხმდა, რომ აღნიშნული პრინციპი წინამდებარე საქმეშიც მოქმედებდა. თუმცა, მთავრობა მიუთითებდა, რომ მომჩივნების მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობებით არ დასტურდებოდა, რომ მიღებული დაზიანებები სილის გაწვნის შედეგი იყო და არც ის, რომ აღნიშნული პოლიციის ოფიცრებმა განახორციელეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქმესთან დაკავშირებული პოლიციის ოფიცრები ყოველთვის უარყოფდნენ ასეთ ფაქტებს. დამატებით მთავრობა აცხადებდა, რომ გამოძიების დროს მოგროვებული არცერთი სამხილი არ აბათილებდა პოლიციელთა მტკიცებას.
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული პრეზუმფცია გავრცელდეს, იმ პირებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არიან კონვენციის მესამე მუხლის დარღვევის მსხვერპლები, უნდა აჩვენონ არასათანადო მოპყრობის კვალი, რომელიც მათ მიიღეს პოლიციის ან მსგავსი ხელისუფლების სხვა ორგანოს კონტროლის ქვეშ. ბევრ საქმეში, რომელთანაც სასამართლოს ჰქონდა შეხება, ასეთი პირები, როგორც წესი, წარმოადგენენ სამედიცინო ცნობებს აღნიშნული მიზნით, რომლებშიც აღწერილი იყო დაზიანებები ან დარტყმების კვალი, რაც სასამართლოსთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებაა.
13. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ცნობები - რომელთა ავთენტურობა არ არის სადავო - მიუთითებს პირველი მომჩივნის შემთხვევაში, მის „შოკურ მდგომარეობას“, „ერითემას მარცხენა ლოყაზე (ქრობადი)“,„ერითემა მარცხენა ყურის ნიჟარაზე“ (იხ. პარაგრაფი 12 ზემოთ) და მეორე მომჩივნის შემთხვევაში, „სილურჯეებს მარცხენა ლოყაზე“ (იხ. პარაგრაფი 16 ზემოთ). ეს არის სახეში გარტყმის შესაძლო შედეგები.
14. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ცნობები გაიცა ინციდენტების დღეს, მომჩივნების მიერ სენთ-ჯოს-თენ-ნოდის პოლიციის განყოფილების დატოვებიდან მოკლე პერიოდში, რაც აძლიერებს მათ მტკიცებულებით ღირებულებას. პირველ მომჩივანთან დაკავშირებით ცნობა გაიცა 2003 წლის 8 დეკემბერს 7:30 სთ-ზე, პირველი მომჩივანი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა 4 სთ-დან 5:30 სთ-მდე. (იხ, პარაგრაფები 12 და 14 ზემოთ). მეორე მომჩივანთან დაკავშირებით ცნობა დათარიღებულია 2004 წლის 23 თებერვლით და შედგენილ იქნა დილით 11:20 სთ-მდე - როდესაც ის წარედგინა პოლიციის მომსახურებაზე მუდმივი ზედამხედველობის კომიტეტს (Committee P)(იხ. პარაგრაფი 25 ზემოთ) – მეორე მომჩივანი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა 09:44 სთ-სა და 10.20 სთ-ს შორის ინტერვალში ( იხ. პარაგრაფები 15 და 16 ზემოთ).
15. სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ ყოფილა, რომ მომჩივნებს არ აღენიშნებოდათ მსგავსი ნიშნები სენთ-ჯოს-თენ-ნოდის პოლიციის განყოფილებაში შესვლისას.
16. ბოლოს, შიდა სასამართლო პროცესების განმავლობაში საქმესთან დაკავშირებული პოლიციის ოფიცრები მუდმივად უარყოფდნენ მომჩივნებისთვის ხელის გარტყმის ფაქტს. თუმცა, მომჩივნებიც იმავე ინტენსივობით ამტკიცებდნენ საწინააღმდეგოს. უფრო მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიებაში იყო სერიოზული ხარვეზები (იხ. 124-134 პარაგრაფები ქვემოთ), შეუძლებელია დავასკვნათ, რომ ოფიცრების განცხადებები იყო უტყუარი, გამომდინარე იმ უბრალო ფაქტიდან, რომ გამოძიებამ ვერ მოახერხა წარმოედგინა საწინააღმდეგო მტკიცებულებები.
17. მთავრობის მიერ აღნიშნული ჰიპოთეზის საპასუხოდ, იმასთან დაკავშირებით რომ მომჩივნებმა თავად გაირტყეს ხელი სახეში, იმ მიზნით , რომ წამოეწყოთ დავა პოლიციის წინააღმდეგ (იხ. პარაგრაფი 68, ზემოთ), სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება. უფრო მეტიც, მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ეს ვერსია არ გაჟღერებულა ეროვნული სასამართლოების წინაშე.
18. ზემოაღნიშნულის ფონზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ცნობებში აღწერილი დაზიანებები წარმოიშვა, იმ დროს, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ სენთ-ჯოს-თენ-ნოდის პოლიციის განყოფილებაში, მათი კონტროლის ქვეშ. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა წარმოედგინა მტკიცებულებები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მომჩივნების მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაჟეჟილობები წარმოეშვათ პოლიციის ოფიცრის მიერ სახელში სილის გარტყმის შედეგად. სასამართლო, შესაბამისად, თვლის, რომ ფაქტი დამტკიცებულია.
19. შესაბამისად, შეფასებელი რჩება ქმედება, რომლის თაობაზეც დავობენ მომჩვნები, წარმოადგენს თუ არა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევას.
(ii) მომჩივნების მიმართ განხორციელებული მოპყრობის კლასიფიკაცია
20. როგორც სასამართლომ უკვე აღნიშნა (იხ. პარაგრაფი 88), ფიზიკური ძალის გამოყენება პირის მიმართ, რომელსაც შეზღუდული აქვს თავისუფლება, ან უფრო ზოგადად, რომლის წინააღმდეგად მოქმედებენ სამართალდამცავი პირები, როცა ამგვარი მოპყრობა არსებითად არ არის განპირობებული პირის ქცევით, აკნინებს მის ადამიანურ ღირსებას და პრინციპში წარმოადგენს მესამე მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევას.
21. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ სიტყვა „პრინციპში“ არ უნდა იქნას გაგებული ისე, რომ შეიძლება არსებობდეს სიტუაციები, როდესაც დარღვევა არ დგინდება, რადგან არ არის მიღწეული ზემოთ აღნიშნული სისასტიკის ზღვარი (იხ. პარაგრაფები 86-87 ზემოთ). ადამიანის ღირსების ნებისმიერი შელახვა, დარტყმას აყენებს კონვენციის არსს (იხ. 89 პარაგრაფი ზემოთ). ამ მიზეზით, პოლიციის ოფიცრების ნებისმიერი ქმედება პირის წინააღმდეგ, რომელიც ამცირებს ადამიანის ღირსებას, არის კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა. ეს ძირითადად ეხება პოლიციის თანამშრომლების მიერ პირის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებას, იმ პირობებში, როდესაც ეს არ იყო არსებითად გამოწვეული ამ პირის საქციელით, მიუხედავად პირისათვის დამდგარი შედეგისა.
22. წინამდებარე საქმეში მთავრობა არ აცხადებდა, რომ გარტყმები, რომელთა შესახებ ორი მომჩივანი მიუთითებდა, გამოწვეული იყო მათივე საქციელით; მთავრობა უბრალოდ უარყოფდა გარტყმის ფაქტს. რეალურად, როგორც საქმის მასალებიდან აღმოჩნდა, თითოეული გარტყმა იყო იმპულსური აქტი დამოკიდებულების მიმართ, რომელიც აღქმულ იქნა, როგორც უპატივცემულო, რომელიც ნამდვილად არ არის საკმარისი ძალის გამოყენების გასამართლებლად. სასამართლო შესაბამისად ადგენს, რომ მომჩივნების ღირსება შეილახა და ადგილი ჰქონდა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევას.
23. ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლო ხაზს უსვამს, რომ გარტყმა, რომელიც განხორციელდა სამართალდამცავი ორგანოს ოფიცრის მიერ პირზე, რომელიც მთლიანად მისი კონტროლის ქვეშაა, წარმოადგენს პირის ღირსებაზე სერიოზულ თავდასხმას.
24. გარტყმას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმ პირზე, რომელიც იღებს მას. სახეში გარტყმა ზემოქმედებს პიროვნების სხეულის იმ ნაწილზე, რომელიც გამოხატავს მის ინდივიდუალურობას, ავლენს მის სოციალურ იდენტობას და წარმოადგენს მისი გრძნობების - მხედველობის, საუბრისა და სმენის - ცენტრს, რომლებიც გამოიყენებიან სხვებთან კომუნიკაციისათვის. მართლაც, სასამართლოს უკვე ჰქონდა შემთხვევა, რომელშიც ხაზი გაუსვა სოციალურ ინტერაქციაში სახის როლს (იხ. S.A.S.v. France [GC], საზოგადოებრივ ადგილებში სახის დასაფარად განკუთვნილი ტანსაცმლის აკრძალვასთან დაკავშირებით; no. 43835/11, §§ 122 და 141, ECHR 2014 (ამონარიდები)). სასამართლო ასევე ეხება სხეულის ამ ნაწილის სპეციფიკურობას კონვენციის მე-3 მუხლის კონტექსტში, როდესაც ადგენს, რომ „კონკრეტულად მისი ადგილმდებარეობის გამო“, დაკავების დროს პირისათვის დარტყმის მიყენება თავში, რამაც გამოიწვია დასიება და დაჟეჟილობა 2 სმ-ზე მის შუბლზე, საკმარისად სერიოზული იყო, რომ წამოეწია საკითხი მესამე მუხლის დარღვევის თაობაზე (იხ.Samüt Karabulut v. Turkey, no. 16999/04, §§ 41 and 58, 27 იანვარი 2009).
25. სასამართლო იმეორებს, რომ იმისათვის, რომ დადგინდეს კონვენციის მესამე მუხლის შესაბამისად დამამცირებელი მოპყრობა, საკმარისია იმის ჩვენება, რომ მსხვერპლი დამცირებულია საკუთარ თვალში (იხ. პარაგრაფი 87 ზემოთ). მართლაც, ეჭვგარეშეა, რომ თუნდაც ერთი, წინასწარი განზრახვის გარეშე განხორციელებული გარტყმა სახეში, რომელსაც არ აქვს რაიმე სერიოზული ან ხანგრძლივი ზეგავლენა პირზე, რომელზეც ხორციელდება გარტყმა, შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც დამამცირებელი ამ პირის მიერ.
26. ეს განსაკუთრებით ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც გარტყმა ხდება სამართალდამცავი ორგანოს ოფიცრის მიერ მისი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის მიმართ, რადგან ის ხაზს უსვამს მათ შორის არსებულ ვერტიკალურ დაქვემდებარებულ ურთიერთობებს. იმ ფაქტმა, რომ მსხვერპლმა იცის, რომ ასეთი ქმედებაქტი არის უკანონო და ის წარმოადგენს პოლიციის ოფიცრების მიერ მორალური და პროფესიული ეთიკის დარღვევას და, როგორც პალატამ მართებული აქცენტი გააკეთა თავის გადაწყვეტილებაში, ასევე არის მიუღებელი, შესაძლოა მსვერპლში წარმოშვას მიკერძოებული მოპყრობის, უსამართლობისა და უძლურების შეგრძნება (კონვენციის მესამე მუხლის კონტექსტში ამგვარი გრძნობის შესახებ იხილეთ, მაგალითად,Petyo Petkov v. Bulgaria, no. 32130/03, §§ 42 and 47, 7 იანვარი 2010).
27. უფრო მეტიც, პირები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიციის მიერ ან უბრალოდ გადაყვანილ ან გამოძახებულ იყვნენ პოლიციის განყოფილებაში ვინაობის დადგენის მიზინით ან დასაკითხად - ისევე, როგორც მომჩივნების შემთხვევაში - და უფრო ზოგადად, ყველა პირი პოლიციის ან მსგავსი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, იმყოფება მოწყვლად მდგომარეობაში. ხელისუფლებას მუდმივად აქვს მათი დაცვის ვალდებულება (იხ. პარაგრაფები 83-84 ზემოთ). ერთ-ერთი მათი ოფიცრის მიერ გარტყმით მიყენებული დამცირებით ისინი უგულებელყოფენ ამ მოვალეობას.
28. ფაქტზე მითითება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა პოლიციის ოფიცრის დაუფიქრებელ ქცევას, რომელიც განპირობებული იყო მსხვერპლის უპატივცემულო ან პროვოკაციული ქცევით, აქ არარელევანტურია. შესაბამისად, დიდი პალატა არ იზიარებს პალატის მიდგომას აღნიშნულზე. როგორც სასამართლომ უკვე აღნიშნა, ყველაზე რთულ პირობებშიც კი, კონვენცია აბსოლუტურად კრძალავს წამებასა და არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას, პირის საქციელისგან დამოუკიდებლად (იხ. პარაგრაფი81 ზემოთ). დემოკრატიულ საზოგადოებაში არასათანადო მოპყრობა არასოდეს არ არის შესაბამისი რეაგირება იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშე დგას ხელისუფლება. პოლიციამ, განსაკუთრებით, „არ უნდა განახორციელოს, წაახალისოს ან დაუშვას წამება ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა არანაირ პირობებში“ (პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსი, § 36; იხ. პარაგრაფი 51 ზემოთ). უფრო მეტიც, კონვენციის მესამე მუხლი სახელმწიფოს უწესებს პოზიტიურ ვალდებულებას, რომ დაატრეინინგოს მისი სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირები ისე, რომ უზრუნველყოს მათი კომპეტენტურობა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ისე, რომ არავინ გახდეს წამების ან ისეთი მოპყრობის მსხვერპლი, რომელიც ამ მუხლს ეწინააღმდეგება (იხ. Davydov and Others, ზემოთ ციტირებული, § 268).
29. ბოლოს, სასამართლო დამატებით გარემოებად აღნიშნავს, რომ პირველი მომჩივანი დაიბადა 1986 წლის 22 აგვისტოს და შესაბამისად, 2003 წლის დეკემბერს იყო 17 წლის. ამდენად, იმ დროისათვის ის იყო არასრულწლოვანი. არასათანადო მოპყრობამ შესაძლოა იქონიოს უფრო დიდი ზეგავლენა - განსაკუთრებით ფსიქოლოგიური თვალსაზრისით - არასრულწლოვანზე (იხ. მაგალითად, Rivas, ზემოთციტირებული, § 42; დაDarraj v. France, no. 34588/07, § 44, 4 ნოემბერი 2010) ვიდრე ზრდასრულზე. კონვენციის მესამე მუხლის კონტექსტში არასრულწლოვანების მოწყვლადობის საკითხს, სასამართლომ უფრო ფართოდ ხაზი სხვა შემთხვევებში გაუსვა, მაგალითად, Okkalı v. Turkey (no. 52067/99, ECHR 2006‑XII (ამონარიდები));Yazgül Yılmaz v. Turkey (no. 36369/06, 1 თებერვალი 2011); დაIurcu v. the Republic of Moldova (no. 33759/10, 9 აპრილი 2013). არასრულწლოვანების მოწყვლადობის გათვალისწინების საჭიროება ასევე მკაფიოდ დამტკიცდა საერთაშორისო დონეზე (იხ. პარაგრაფები 52-53 ზემოთ).
30. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ სამართალდამცვი ორგანოების წარმომადგენლებისათვის, რომლებსაც შემხებლობა გააჩნიათ არასრულწლოვანებთან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ გაითვალისწინონ არასრულწლოვანთა მოწყვლადობა მათი ასაკის შესაბამისად (პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსი, § 44; იხ. პარაგრაფი 51 ზემოთ). პოლიციელების მოქმედებები არასრულწლოვანების მიმართ შესაძლოა იყოს კონვენციის მესამე მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამო, იმ საფუძვლით, რომ ისინი არიან არასრულწლოვანები, მაშინ როდესაც იგივე ქმედება შესაძლოა მისაღები იყოს ზრდასრულებთან მიმართებით. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უნდა გამოავლინონ დიდი სიფრთხილე და თვითკონტროლი, როდესაც საქმე აქვთ არასრულწლოვანებთან.
31. და ბოლოს, პოლიციის ოფიცრების მიერ თითოეული მომჩივნისთვის ხელის სახეში გარტყმა, იმ დროს, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ მათი კონტროლის ქვეშ პოლიციის განყოფილებაში, არ შეესაბამებოდა მომჩივანთა ქცევით განპირობებული ფიზიკური ძალის გამოყენების აუცილებლობას და შესაბამისად, დაამცირა მათი ღირსება.
32. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნები სხეულის მხოლოდ მსუბუქ დაზიანებაზე მიუთითებდნენ და არ აცხადებდნენ, რომ მათ გადაიტანეს სერიოზული ფიზიკური ან მენტალური ტანჯვა, საქმესთან დაკავშირებული მოპყრობა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც არაადამიანური ან a fortiori, წამება. სასამართლო, შესაბამისად, ადგენს, რომ წინამდებარე საქმე მოიცავდა დამამცირებელ მოპყრობას.
33. შესაბამისად, ადგილი აქვს მესამე მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევას თითოეული მომჩივნის მიმართ.
2. საჩივრის პროცედურული ნაწილი
(ა) ზოგადი პრინციპები
34. სასამართლო მიუთითებს მათ შორის, El‑Masri (ზემოთ ციტირებული, §§ 182-185) და Mocanu და სხვები (ზემოთ ციტირებული, §§ 316-326) საქმეებში ჩოყალიბებულ ზოგად პრინციპებზე.
35. აღნიშნული პრინციპების თანახმად სახელმწიფო აგენტების მიერ წამებისა და არადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ზოგადი აკრძალვა პრაქტიკაში იქნება არაეფექტური, თუ არ იარსებებს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების ეფექტური მექანიზმი.
36. ამდენად, კონვენციის პირველი მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს ზოგადი ვალდებულების გათვალისწინებით, „რომ მან უნდა დაიცვას მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირის კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლება“, მესამე მუხლი ითხოვს, რომ უნდა არსებობდეს ოფიციალური გამოძიების რაღაც ფორმა, სადაც პირი შეძლებს სათანადოდ დაამტკიცოს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნების დარღვევას, inter alia, პოლიციის ოფიცრის ან მსგავსი უფლებამოსილი პირების მხრიდან.
37. ასეთი გამოძიების მთავარი მიზანია შიდა კანონების ეფექტური იმპლემენტაციის უზრუნველყოფა, რომლებითაც აკრძალულია სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან წამება და ღირსების შემლახავი ან დამამცირებელ მოპყრობა ან დასჯა და მათი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის დროს წარმოშობილი არასათანადო მოპყრობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება.
38. ზოგადად, იმისათვის, რომ გამოძიება იყოს ეფექტური, ის პირები და ინსტიტუტები, რომლებიც მას ახორციელებენ, უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი იმათგან, ვინც ამ გამოძიების სამიზნეა. ეს გულისხმობს, არა მხოლოდ იერარქიული ან ინსტიტუციური კავშირის არარსებობას, არამედ პრაქტიკულ დამოუკიდებლობას.
39. მიუხედავად იმისა, თუ რა მოდელი გამოიყენება, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს საკუთარი ინიციატივით. გარდა ამისა, იმისათვის, რომ იყოს ეფექტური, გამოძიებას უნდა შეეძლოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და დასჯა. საგამოძიებო ორგანოებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გაითვალისწინონ არა მხოლოდ იმ სახელმწიფო აგენტების მოქმედებები, რომლებმაც უშუალოდ გამოიყენეს ძალა, არამედ ყველა გარემოება.
40. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის არა შედეგების მიღწევის, არამედ საშუალებების გამოყენების ვალდებულება, ნებისმიერი ხარვეზი გამოძიებაში, რომელიც ამცირებს მის შესაძლებლობას, რომ დაადგინოს დაზიანებების მიზეზი ან პასუხისმგებელი პირების ვინაობა, ქმნის ეფექტური გამოძიების აუცილებელი სტანდარტის დარღვევის რისკს.
41. ამ კონტექსტში ასევე ნაგულისხმევია სისწრაფისა და გონივრული მოლოდინის საჭიროება. იმ დროს, როდესაც შესაძლებელია არსებობდეს წინაღობები ან სირთულეები, რომლებიც ხელს უშლიან გამოძიების პროგრესს კონკრეტულ სიტუაციაში, ხელისუფლების მიერ სწრაფი რეაგირება არასათანადო მოპყრობის თაობაზე საჩივრების გამოძიებისას შესაძლოა ზოგადად მიჩნეულ იქნას, როგორც აუცილებლობა საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად, იმის საჩვენებლად, რომ ისინი ემორჩილებიან კანონს და არ არიან ლოიალურები და შემწყნარებლები უკანონო ქმედებების მიმართ.
42. მსხვერპლს უნდა შეეძლოს, ეფექტური მონაწილეობა მიიღოს გამოძიებაში.
43. და ბოლოს, გამოძიება უნდა იყოს ამომწურავი, რაც გულისხმობს, რომ ხელისუფლება ყოველთვის უნდა ცდილობდეს გულმოდგინედ გამოიკვლიოს, თუ რა მოხდა და არ უნდა დაეყრდნონ სწრაფ ან დაუსაბუთებელ დასკვნებს გამოძიების დასახურად.
(ბ) მითითებული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
44. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მომჩივნების მტკიცება - როგორც ჩამოყალიბებულია შიდა ხელისუფლებისადმი წარდგენილ საჩივრებში - რომ ისინი გახდნენ სენთ-ჯოს-თენ-ნოდის პოლიციის განყოფილების ოფიცრების მხრიდან ისეთი მოპყრობის მსხვერპლი, რომელიც არღვევს კონვენციის მესამე მუხლს, არის სადავო. მესამე მუხლი, შესაბამისად, ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ ჩაატაროს ეფექტური გამოძიება.
45. მთავრობის განცხადებით, წარმოებული გამოძიება იყო დამაკმაყოფილებელი და შეესაბამებოდა პრეცედენტული სამართლის ზემოაღნიშნულ პრინციპებს.
46. სასამართლო არ იზიარებს მთავრობის მოსაზრებას.
47. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნების სამოქალაქო სარჩელის საფუძველზე დაიწყო გამოძიება იმ ორი პოლიციელის წინააღმდეგ, რომელთაც მომჩივნები ადებდნენ ხელს. პოლიციელებს ბრალი წაეყენათ მოვალეობების შესრულების დროს პირების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების ფაქტზე, კერძოდ, მიზანმიმართული დაშავება ან თავდასხმა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების საწინააღმდეგოდ თვითნებურ ქმედებებში მონაწილეობა. შესაბამისად, გამოძიება ჩატარდა კანონის მოთხოვნების დაცვით, უფლებამოსილი მოსამართლის მიერ. გამოძიება ჩატარდა პროცედურული მოთხოვნების დაცვით, გამომძიებელი მოსამართლის ხელმძღვანელობის ქვეშ. შესაბამისად, გამოძიებაზე კონტროლს დამოუკიდებელი ინსტიტუტი ახორციელებდა. უფრო მეტიც, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მომჩივნებს არ შეეძლოთ გამოძიების პროცესში მონაწილეობის მიღება.
48. მიუხედავად ამისა, გამომძიებელი მოსამართლე, რომელსაც, როგორც ჩანს თავად არ მოუთხოვია რაიმე ტიპის საგამოძიებო მოქმედების განხორციელება, შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ მოსთხოვა ფი კომიტეტის საგამოძიებო დეპარტამენტს, გაეთვალისწინებინათ მომჩივნების სამოქალაქო სარჩელი, დაეკითხათ მომჩივნები მათი სამოქალაქო სარჩელის ირგვლივ, შეედგინათ ანგარიში ბოუიდის ოჯახის ქცევის შესახებ, შეედგინათ მათ წინააღმდეგ აღძრული საქმეების და მომჩივნების მიერ წარდგენილი საჩივრების ჩამონათვალი და აეხსნათ, თუ რა ღონისძიებები განხორციელდა აღნიშნულთან დაკავშირებით. მოსამართლემ ვერ უზრუნველყო საქმესთან დაკავშირებული პოლიციელების დაპირისპირება მომჩივნებთან; ასევე, არ დაკითხა და არც მოითხოვა შემდეგი პირების დაკითხვა: ექიმების დაკითხვა, რომელთაც შეადგინეს მომჩივნების მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობები; იმ პირის, რომელიც პირველ მომჩივანთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც პოლიციის ოფიცერმა ა.ზ. ის გააჩერა და დაკითხა ქუჩაში 2003 წლის 8 დეკემბერს (იხ. პარაგრაფი 11 ზემოთ), პოლიციის უფროსი ოფიცერი კ.-ს, რომელიც შეხვდა მეორე მომჩივანს ამ უკანასკნელის სახლში, 2004 წლის 23 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მან დატოვა Saint-Josse-ten-Noode პოლიციის განყოფილება (იხ. პარაგრაფი 26 ზემოთ). ასეთ ზომებს, შეეძლო ხელი შეეწყო ფაქტების დადგენაში.
49. შესაბამისად, გამოძიება ძირითადად შემოიფარგლებოდა ინციდენტის მონაწილე პოლიციის ოფიცრების დაკითხვით, რომელსაც ფი კომიტეტის საგამოძიებო დეპარტამენტის სხვა ოფიცრები აწარმოებდნენ და მათ მიერ ანგარიშის მომზადებით, რომელშიც თავმოყრილი იყო გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები. თავის მხრივ ეს მტკიცებულებები სენთ-ჯოს-თენ-ნოდის რაიონული პოლიციის შიდა საზედამხედველო დეპარტამენტში მომუშავე პოლიციელებმა შეაგროვეს, რომლებშიც ძირითადად აღწერილი იყო ბოუიდების ოჯახის „ზოგადი ქცევა“.
50. გარდა ამისა, წარმოდგენილი არ ყოფილა არც პროკურორის და არც ბრიუსელის პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის განმხილველი სამმართველოს არგუმენტები საქმეზე გამოძიების შეწყვეტის მიზეზების შესახებ. მეტიც, ბრიუსელის სააპელაციო სასამართლოს საბრალდებო სამმართველო გადაწყვეტილებაში, რომლითაც ძალაში დარჩა გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება, მთლიანად დაეყრდნო ზემოაღნიშნულ ანგარიშს, რომელიც ბოუიდების ოჯახის ქცევას შეეხებოდა და რომელშიც ბრალდებული პოლიციელები უარყოფდნენ მოვლენების მომჩივნებისეულ ვერსიას, ისე რომ არ მომხდარა მომჩივანთა მტკიცების სანდოობის შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულმა პოლიციელებმა მათ სახეში სილა გააწნეს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საბრალდებო სამმართველოს 2008 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილება, მოკლედ მიუთითებს მეორე მომჩივნის მიერ წარმოდგენილ სამედიცინო ცნობაზე და საერთოდ არ ახსენებს პირველი მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ცნობას.
51. ეს ფაქტორები მიუთითებს, რომ საგამომოძიებო ორგანოებმა სათანადო ყურადღება არ დაუთმეს მომჩივნების პრეტენზიებს - მიუხედავად იმისა, რომ ისინი განმტკიცებული იყო სამედიცინო ცნობებით, რომლებიც მათ წარადგინეს საქმეზე დასართავად - და არც ქმედების ბუნებას, რაც მოიცავდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან სხვა პირზე ხელის გარტყმის ფაქტს, რომელიც იმ დროს მისი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.
52. ბოლოს, სასამართლო აღნიშნავს გამოძიების პროცესის უჩვეულო ხანგრძლივობას, რაზეც მთავრობას არ გაუკეთებია რაიმე ახსნა. განსახილველი შემთხვევები მოხდა 2003 წლის 8 დეკემბერს პირველი მომჩივნის და 2004 წლის 23 თებერვალს მეორე მომჩივნის შემთხვევაში, მოსარჩელეებმა კი საჩივარი ფი კომიტეტში შეიტანეს 2003 წლის 9 დეკემბერს და 2004 წლის 23 თებერვალს, ანუ მანამ სანამ შიტანდნენ სამოქალაქო სარჩელს 2004 წლის 17 ივნისს. თუმცა, გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება 2007 წლის 27 ნოემბერს გაიცა. რაც შეეხება ბრიუსელის სააპელაციო სასამართლოს საბრალდებო სამმართველოს და საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ისინი გამოიტანეს 2008 წლის 8 აპრილსა და 2008 წლის 29 ოქტომბერს. შესაბამისად, პირველი მომჩივნის მიერ საჩივრის წარდგენიდან საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლითაც ძალაში შევიდა დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ, თითქმის ხუთი წელი გავიდა, ხოლო მეორე მომჩივნის შემთხვევაში კი, ოთხ წელსა და რვა თვეზე მეტი.
53. სასამართლომ არა ერთხელ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არსებობდეს დაბრკოლებები ან სირთულეები, რომლებიც ხელს უშლიან გამოძიების პროგრესს კონკრეტულ სიტუაციაში, ხელისუფლების მიერ სწრაფი რეაგირება არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივრის გამოძიებისას შესაძლოა ზოგადად მიჩნეულ იქნას, როგორც აუცილებლობა საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად ხელისუფლებისადმი და იმის საჩვენებლად, რომ ისინი ემორჩილებიან კანონს და არ მფარველობენ და ხელს არ აფარებენ უკანონო ქმედებებს (იხ. სხვა წყაროთა შორის, McKerr v. the United Kingdom, no. 28883/95, § 114, ECHR 2001‑III; and Mocanuand Others, ზემოთ ციტირებული, § 323).
54. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მომჩივნებმა ვერ ისარგებლეს ეფექტური გამოძიების უფლებით.შესაბამისად, სასამართლო ადგენს კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას.
II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
55. კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ მოხდა კონვენციის ან ოქმის, დარღვევა და თუ ამ მაღალი ხელშემკვრელი მხარეების შიდა სამართალი იძლევა მხოლოდ ნაწილობრივი ანაზღაურების საშუალებას, სასამართლოს შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში, ჰქონდეს დაზარალებული მხარის სამართლიანი დაკმაყოფილების საშუალება.”
ა. ზიანი
56. ისევე როგორც პალატის წინაშე, მომჩივნებმა ერთობლივად მოითხოვეს 5,000 ევრო კონვენციის მესამე მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების სახით და 48,110 ევრო იმავე მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ასანაზღაურებლად. მათ აღნიშნული თანხის მოთხოვნა იმით ახსნეს, რომ იმედგაცრუება, რაც მათ განიცადეს გამოძიების არაეფექტურობის შედეგად, დაიწყო 2006 წლის 7 მარტს, როდესაც დადგენილებით უარი ეთქვათ დამატებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით წარდგენილ შუამდგომლობაზე და იმედგაცრუება გაგრძელდა 2012 წლის 14 ნოემბრამდე; მათ შესაბამისად მიიჩნიეს, რომ ანზღაურების სახით მისცემოდათ თითოეულ მათგანს დღიურად 15 ევრო 2008 წლის 29 ოქტომბრამდე პერიოდის ჩათვლით, დღე როდესაც საკასაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება (ჯამში 952 დღე) და დღიურად 5 ევრო შემდგომ პერიოდზე (ჯამში 1,455 ევრო).
57. მთავრობამ კომენტარი არ გააკეთა აღნიშნულ მოთხოვნებზე დიდი პალატის წინაშე, თუმცა პალატისადმი წარდგენილ მოსაზრებაში აღნიშნა, რომ სამართლიანი დაკმაყოფილების სახით მოთხოვნილი 5,000 ევროს შესახებ საკითხის გადაწყვეტას სასამართლოს დისკრეციას ანდობს. მთავრობამ ასევე მოუწოდა სასამართლოს, რომ არ დაეკმაყოფილებინათ მომჩივნების მიერ მესამე მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევით გამოწვეული ზიანის მატერიალური შეფასება, რაც, მათი მტკიცებით იყო არაგონივრული და არარეალური. მათ დაამატეს, რომ თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ მომჩივანთა უფლებების აღდგენა დარღვევის დადგენის შედეგად არ იყო საკმარისი, ზიანის ანაზრაურება მოცემული თავის ქვეშ სამართლიან დონემდე უნდა შემცირებულიყო.
58. სასამართლოს არ მიაჩნია სადავოდ, რომ მომჩივნებს მიადგათ არამატერიალური ზიანი კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული და არსებითი ნაწილის დარღვევის შდეგად. ხელმძღვანელობს რა სამართლიანობის პრინციპით კონვენციის 41-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად, სასამართლო თითოეულ მათგანს 5 000 EUR აკუთვნებს.
ბ. ხარჯები
59. პალატის წინაშე დაყენებული მოთხოვნების მსგავსად, მომჩივნებმა მოითხოვეს 4,088.71 ევრო შიდა სასამართლოების წინაშე გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად. ასევე მოითხოვეს 25,167.04 ევრო წინამდებარე სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებისას გაწეული ხარჯებისათვის. აღნიშნული მოიცავს, მაგალითად, 7,051.42 ევროს ბატონი მარჩანდის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების საფასურის სახით და 18,115,62 ევროს ბატონი ჩიჰაუის შემთხვევაში. მომჩივნებმა განმარტეს, რომ ორი ადვოკატის მომსახურების საათობრივად ასანაზღაურებელი თანხა, შეთანხმების შედეგად, შეადგენდა 85 და 125 ევროს. მომჩივნებს მართებდათ ბატონი მარჩანდისთვის გასამრჯელოს გადახდა შემდეგი მომსახურებისთვის: 35 საათი საჩივრის მომზადებისათვის, დაახლოებით ცამეტი საათი დიდი პალატისადმი საქმის გადაცემის მოთხოვნის საფუძვლების მოსამზადებლად და დაახლოებით 9 საათი დიდი პალატის წინაშე მემორიალის წარსადგენად. მომჩივნებს მართებდათ ბატონმა ჩიჰაუიმისათვის გასამრჯელოს გადახდა შემდეგი მომსახურებისთვის: პალატის წინაშე წარსადგენი მოსაზრების მოსამზადებლად- 52 საათი, 69 საათი დიდი პალატისადმი საქმის გადაცემის მოთხოვნის საფუძვლების მოსამზადებლად და დაახლოებით 9 საათი დიდი პალატის წინაშე მემორიალის წარსადგენად. მომჩივნებმა წარმოადგინეს სხვადასხვა დოკუმენტაცია ამ მოთხოვნების მხარდასაჭერად.
60. მთავრობამ, რომელმაც კომენტარი არ გააკეთა ამ მოთხოვნებზე დიდი პალატის წინაშე, პალატის წინაშე განაცხადა, რომ საადვოკატო მომსახურების საათობრივი ტარიფი 85 ევროს ოდენობით გონივრულ თანხას წარმოადგენდა. მეორეს მხრივ, მთავრობა მიიჩნევდა, რომ მეორე ადვოკატის მომსახურების ასანაზღაურებლად საათობრივი თანხა 125 ევროს სახით, არ იყო საჭირო და სასამართლოს მოთხოვნის ამ ნაწილის უარყოფას სთხოვდა. ალტერნატიულად მთავრობა მოითხოვდა იმავე 85 ევროს დღიური ტარიფის გამოყენებას, მეორე ადვოკატთან მიმართებითაც.
61. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მომჩივანი უფლებამოსილია ხარჯების ანაზღაურებაზე თუ ნაჩვენები იქნება რომ ისინი რეალური და აუცილებელი იყო მოცემულ საქმეში და მათი ოდენობა გონივრულია (იხ. მაგალითად, Jeunessev. the Netherlands [GC], no. 12738/10, § 135, 3 ოქტომბერი 2014). წინამდებარე საქმეში, სასამართლო, მის ხელთ არსებული დოკუმენტების და ზემოთ მოცემული კრიტერიუმის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მომჩივნებს ერთობლივად მიაკუთვნოს 10,000 EUR თ როგორც შიდა სასამართლოების და ასევე ევროპული სასამართლოს წინაშე საქმის წარმოების ხარჯების დასაფარად.
გ. საურავი
62. სასამართლო თვლის, რომ საურავი უნდა ეფუძნებოდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო
1. ადგენს, თოთხმეტი ხმით სამის წინააღმდეგ, რომ დაირღვა კონვენციის მესამე მუხლის არსებითი ნაწილი;
2. ადგენს, ერთხმად,რომ დაირღვა კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული ნაწილი;
3. ადგენს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ,
(ა) მოპასუხე სახელმწიფომ, სამი თვის განმავლობაში, მომჩივნებს უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხები:
(i) 5,000 EUR (ხუთი ათასი ევრო) თითოეულ მომჩივანს და ამას დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ხსენებული თანხა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით
(ii) 10,000 ევრო (ათი ათასი ევრო) მომჩივნებს ერთობლივად და ამას დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ხსენებული თანხა ხარჯების ანაზღაურების სახით,
(ბ) ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი
4. უარყოფს, ერთხმად, მომჩივნებისნდანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურად და ფრანგულად. გამოცხადებულია საქმის საჯარო მოსმენისას, 2015 წლის 28 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა სასახლეში, სტრასბურგში.
იოჰან კალევაერტი დინ შპილმანი
სასამართლოს განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე
კონვენციის 45§2 და სასამართლოს რეგლამენტის 74§2 მუხლების შესაბამისად,ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლეების დე გაეტანოს, ლემენსისა და მაჰონის ერთობლივი ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება.
დ.შ.
ი.კ.
"მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა ისინი თან ახლავს გადაწყვეტილების ინგლისურ და/ან ფრანგულ ოფიციალურ ტექსტებს, რომელთა ნახვაც შესაძლებელია სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში - HUDOC."
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@ .
Full & Egal Universal Law Academy