© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე # 106
მარტი, 2008
ბადაევა და სხვები (Budayeva and Others) რუსეთის წინააღმდეგ - 15339/02
გადაწყვეტილება 20.3.2008 [I სექცია]
მე-2 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
ხელისუფლების ორგანოების მხრიდან მიწის დაგეგმვისა და საგანგებო სამაშველო პოლიტიკის განუხორციელებლობა მეწყერის განჭვრეტად რისკთან მიმართებით, რომელსაც სიცოცხლის მოსპობა მოყვებოდა: დარღვევა
1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი
1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის 1-ელი ნაწილი
საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობა
მეწყერის შედეგად მატერიალურად დაზარალებულთათვის ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ალტერნატიული საცხოვრებელით უზრუნველყოფისა და საგანგებო დახმარების გაწევისთვის გატარებული ღონისძიებების ადეკვატურობა: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები: ქალაქი ტირნიაუზი (რუსეთი) მდებარეობს ისეთ ადგილას, 1937 წლიდან მეწყერი ფიქსირდება ყოველ წელს. 2000 წლის ზაფხულში ქალაქში ჩამოწვა მეწყერი, რომელიც მეორდებოდა შვიდი დღის განმავლობაში რა დროსაც მინიმუმ 8 ადამიანის გარდაცვალება დაფიქსირდა, მათ შორის იყო განმცხადებლის მეუღლეც. მისი უმცროსი ვაჟიც მძიმედ დაშავდა, ხოლო მეორე განმცხადებელმა და მისმა ქალიშვილმა მძიმე მექანიკური დამწვრობა მიიღეს. განმცხადებლების საცხოვრებელი და ნივთები განადგურდა და მიუხედავად იმისა რომ მათ გამოეყოთ უფასო საცხოვრებელი და ერთჯერადი საგანგებო დახმარება, მათი ჯანმრთელობა გაუარესდა სტიქიის შემდეგ. პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, არ დაწყებულიყო გამოძიება არც სტიქიასთან და არც პირველი განმცხადებლის მეუღლის სიკვდილთან დაკავშირებით, რაც შემთხვევითობად იქნა მიჩნეული. ხელისუფლების ორგანოების წინააღმდეგ წარდგენილი სამოქალაქო სარჩელიც არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაფრთხილებული იყო მედიის მეშვეობით მოსალოდნელი რისკის შესახებ და ყველა გონივრული ზომა გატარდა მის შესამცირებლად.
ევროპული სასამართლოს წინაშე მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ მეწყერის განსაკუთრებული ძალა იმაში მდგომარეობს, რომ მისი პროგნოზირება ან შეჩერება შეუძლებელია, ხოლო მოსახლეობამ, რომელიც პირველი ტალღის შემდეგ დაუბრუნდა საცხოვრებელს, ევაკუაციის ბრძანება დაარღვია.
თავის მხრივ, განმცხადებლები ბრალს დებდნენ ხელისუფლებას იმაში, რომ მათ ვერ შეაკეთეს მნიშვნელოვნად მწყობრიდან გამოსული აღჭურვილობა, არ გასცეს წინასწარი გაფრთხილება და არ გამოიძიეს. მათ ოფიციალური დოკუმენტები წარმოადგინეს იმის დასტურად, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული თანხები შეკეთებისთვის და სწორედ სტიქიამდე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მთელი რიგი გაფრთხილებებისა მთის ინსტიტუტისგან (სახელმწიფო სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ამინდის ცვლილების მონიტორინგზე მაღალმთიან რეგიონებში), რომლებიც მოუწოდებდნენ მათ ჩაეტარებინათ შეკეთების სამუშაოები და შეექმნათ სათვალთვალო პოსტები საჭიროებისამებრ მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზებისთვის. ერთერთი ბოლო გაფრთხილება მიუთითებდა სავარაუდოდ მონაცემების დაკარგვაზე და კატასტროფაზე, თუკი სათანადო ღონისძიებები არ გატარდებოდა სასწრაფოდ.
კანონმდებლობა: მე-2 მუხლი - (ა) არაადეკვატური მართვა და წარუმატებლობა გაფრთხილების სისტემის შექმნაში: საგანგებო დახმარების სფეროში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ფარგლები დამოკიდებული იყო საფრთხის წარმომავლობაზე და იმაზე, თუ რა ფარგლებში შეიძლებოდა რისკის მართვა. რელევანტურ ფაქტორს წარმოადგენდა ის, საქმის გარემოებები მიუთითებდა თუ არა კონკრეტულად იდენტიფიცირებული ბუნებრივი სტიქიის გარდაუვალობას, კერძოდ კი განმეორებითი სტიქია, ადამიანთა საცხოვრებლად ან მოხმარებისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე. ხელისუფლების ორგანოებმა 1999 წელს მრავალი გაფრთხილება მიიღეს, რომელიც განგაშის სიგნალს აძლევდა მათ ფართო მაშტაბიანი მეწყერის მზარდი რისკის შესახებ. მართლაც, მათ იცოდნენ, რომ ნებისმიერ მეწყერს მიუხედავად მაშტაბებისა, შეეძლო საბედისწერო შედეგები ქონოდა, თავდაცვის ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო. მიუხედავად იმისა, რომ შეკეთების აუცილებლობა აშკარა იყო, სახსრები ამისთვის არ გამოყოფილა. ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი პრაქტიკული ზომები არ იქნა მიღებული: გაფრთხილება არ გაკეთებულა და არც ევაკუაციის ბრძანება გამოცემულა, გამოქვეყნებულა ან აღსრულებულა; ხდებოდა დროებითი სამეთვალყურეო პოსტების შექმნის შესახებ მთის ინსტიტუტის მუდმივი მოთხოვნების იგნორირება; არ იყო რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მარეგულირებელი სქემისა და მიწის დაგეგმარების პოლიტიკის არსებობას ან კონკრეტული უსაფრთხოების ზომების გატარებას; ხოლო მიწის შემაჩერებელი მოწყობილობა არ იყო სათანადოდ მოვლილი. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა არ მიიღეს რაიმე ზომები სტიქიამდე. სიცოცხლის ხელყოფის განჭვრეტად რისკთან მიმართებით მიწის დაგეგმვის და გადაუდებელი დახმარების პოლიტიკის განუხორციელებლობის გამართლება არ არსებობს. სერიოზულმა ადმინისტრაციულმა დარღვევებმა, რომელთა გამოც ვერ განხორციელდა ეს პოლიტიკა, განაპირობა პირველი განმცხადებლის მეუღლის სიკვდილი და მისი და მისი ოჯახის სხვა წევრების ჯანმრთელობის დაზიანება. შესაბამისად, ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეასრულა ვალდებულება, შექმნილიყო ისეთი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული სისტემა, რაც უზრუნველყოფდა სიცოცხლის უფლების ეფექტურ დაცვას.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
(ბ) მართლმსაჯულების რეაგირება სტიქიაზე: სტიქიიდან ერთი კვირის ვადაში პროკურატურამ გადაწყვიტა შეეწყვიტა გამოძიება პირველი განმცხადებლის მეუღლის გარდაცვალების ფაქტზე. მოკვლევა შემოიფარგლა სიკვდილის უშუალო მიზეზით და არ იქნა შესწავლილი უსაფრთხოების ნორმების დაცვის ან ხელისუფლების ორგანოების პასუხისმგებლობის საკითხი. ეს საკითხები არც სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული ან ტექნიკური შესწავლის საგანი გამხდარა. კერძოდ კი, არანაირი ზომები არ გატარებულა არაადეკვატური მართვის შესახებ მრავალი შეტყობინების ან გაფრთხილების სისტემის შეუქმნელობის გადასამოწმებლად. განმცხადებლების მოთხოვნა ზიანის დაკმაყოფილებაზე არ დაკმაყოფილდა ადგილობრივი სასამართლოების მიერ, იმ საფუძვლით, რომ მათ ვერ დაუმტკიცეს [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოს, სახელმწიფოს დაუდევრობამ თუ რა მაშტაბის ზიანი გამოიწვია, რაც აღემატებოდა ბუნებრივი ზიანის შემთხვევაში გარდაუვალ ზიანს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კი შეეძლო მხოლოდ კომპლექსურ საექსპერტო გამოძიებას და იმ ფაქტების დადასტურებას, რაც მხოლოდ ხელისუფლების ორგანოებისთვის იყო ხელმისაწვდომი. შესაბამისად, განმცხადებლებს მოსთხოვეს ისეთი მტკიცებულება, რაც მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად არ გამოიყენა თავისი უფლებამოსილება, არ გამოიძახა მოწმეები, არ მოითხოვა ექსპერტთა მოსაზრებები, მაშინ როდესაც განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში იყო ანგარიშები, რომლებიდანაც ჩანდა, რომ მათ ეჭვებს გარკვეული საჯარო პირებიც იზიარებდნენ. თუმცა, სტიქიასთან მიმართებით სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი არ გამოუძებია და არც მოუკვლევია რომელიმე სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოს.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი - არ იყო ნათელი, თუ თავდაცვის ინფრასტრუქტურის სათანადო მართვა რამდენად შეამცირებდა მეწყერის დამანგრეველ ძალას. არც ის წარმოჩენილა, რომ გამაფრთხილებელი სისტემის არსებობა მოახდენდა განმცხადებლების სახლების ან საკუთრების დაზიანების თავიდან აცილებას, შესაბამისად ვერ მოხდება ამის პირდაპირ სახელმწიფოს დაუდევრობასთან დაკავშირება. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მოვალეობა, დაიცვას კერძო საკუთრება, არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც განადგურებული ქონების სრული საბაზრო ღირებულების ანაზღაურების სინონიმი. სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული კომპენსაცია უნდა შეფასდეს ხელისუფლების ორგანოების მიერ გატარებულ სხვა ღონისძიებებთან, ვითარების სირთულესთან, მესაკუთრეთა რაოდენობასთან და სტიქიის დროს დახმარებასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ, სოციალურ და ჰუმანიტარულ საკითხებთან ერთობლიობაში. განმცხადებლებისთვის შეთავაზებული კომპენსაცია საცხოვრებელისთვის არ იყო აშკარად არაპროპორციული. დაზარალებულთა დიდი რაოდენობის და გადაუდებელი დახმარების ოპერაციის ფარგლების გათვალისწინებით, საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი (13200 რუბლი, დაახლოებით 530 ევრო) სამართლიანი იყო. დახმარების ხელმისაწვდომობა იყო პირდაპირი და ავტომატური და არ უკავშირდებოდა განგრძობად პროცედურას ან რეალური დანაკარგების დასაბუთებას. შესაბამისად, კომპენსაციის გაცემის პირობებს არ გამოუწვევია განმცხადებლებისთვის არაპროპორციული ტვირთი.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).
41-ე მუხლი - პირველი განმცხადებლისთვის განისაზღვროს 30 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ, 15 000 ევრო - მეორე განმცხადებელს, ხოლო 10 000 ევრო დანარჩენ განმცხადებლებს.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy