Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
2005 წლის ივლისი
Buffalo S.r.l. in liquidation v. Italy
(საჩივარი- 38746/97)
გადაწყვეტილება, 03 ივლისი, 2003
1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი
ფაქტები – მომჩივანი, Buffalo Srl, არის კომპანია, რომლის რეგისტრირებული ოფისი მდებარეობს იტალიაში. მან 1994 წელს შეწყვიტა ვაჭრობა. 1994 წლის დეკემბრიდან ის რეგისტრირებულია, როგორც კომპანია, რომელიც ნებაყოფლობით აცხადებს ლიკვიდაციას.
1985-1992 წლებში მომჩივანმა კომპანიამ სახელმწიფოს თანხის იმაზე მეტი ოდენობა გადაუხადა, ვიდრე მას ეკუთვნოდა. შესაბამისად, ის უფლებამოსილი იყო უკან მიეღო ზედმეტად გადახდილი გადასახადი, რომლის გაცემაც საგადასახადო ორგანომ 1997 წელს დაიწყო. მიუხედავად ამისა, მას ამ დრომდე არ გადაუხდია სრული ოდენობა.
ამ პერიოდის განმავლობაში მომჩივანი კომპანია იძულებული იყო დაფინანსება მიეღო ბანკებისა და კერძო პირებისგან. ამრიგად, მან განიცადა დანაკარგი და გადაიხადა უფრო მაღალი საპროცესო განაკვეთი, ვიდრე სახელმწიფო უბრუნებდა მას.
საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიაში შევიდა 1997 წლის 23 ივნისს. მომჩივანი კომპანია დავობდა, რომ დაერღვა 1-ლი დამატებითი ოქმის უზრუნველყოფილი საკუთრების უფლება.
სამართალი – 32. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიმეორა, რომ გადასახადის გადახდევინების მიზნით საკუთრების უფლებაში ჩარევა გამართლებულია 1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 პარაგრაფით, რომელიც გამონაკლისს ადგენს გადასახადის გადახდასთან მიმართებით.
თუმცა, სასამართლომ განაცხადა, რომ მოცემულ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის უკან დაბრუნება და შესაბამისად, ეს საკითხი არ იყო მის [სტრასბურგის სასამართლოს] კონტროლს მიღმა.
1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მიზნებისთვის სასამართლომ უნდა შეაფასოს დაცული იქნა თუ არა სამართლიანი ბალანსი საზოგადოების ინტერესსა და პირის ფუნდამენტური უფლების დაცვას შორის. შესაბამისად, გადასახადების გადახდისგან ან მოსაკრებლებისგან გამომდინარე ფინანსური ვალდებულება შეიძლება არღვევდეს 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით უზრუნველყოფილ უფლებას, თუ ის პირს ან კომპანიას აკისრებს გადაჭარბებულ ტვირთს ან ფუნდამენტურ გავლენას ახდენს მის ფინანსურ მდგომარეობაზე.
33. მომჩივნისთვის ,,სამართლიანი ბალანსი’’ არ იქნა დაცული. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადახდილი საპროცესო განაკვეთი არასაკმარისი იყო და ვერ აკომპენსირებდა თანხის უკან დაბრუნების მნიშვნელოვან გაჭიანურებას. ამასთან კავშირში, ის ამტკიცებს, რომ თანხის დიდი ოდენობის კომპანიისთვის ხელმიუწვდენლობამ ის აიძულა დაფინანსება მიეღო ბანკიდან სესხის აღებით.
34. მთავრობა აცხადებს, რომ მომჩივნის მიერ გასაჩივრებული მდგომარეობა კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლთან თავსებადია, ვინაიდან ის ეხება საგადასახადო სფეროს, რომელთა მიმართებით სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლები აქვს. მთავრობამ განაცხადა, რომ ,,სამართლიანი ბალანსი’’ არ დარღვეულა, თანხის უკან დაბრუნების პერიოდის ხანგრძლივობის გამო. ამასთან კავშირში, ის აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანო თანხას უკან აბრუნებს ხელმისაწვდომი ბიუჯეტის ფარგლებში.
35. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადახდის სისტემის შემოღება ძირითადად მიზნად ისახავს გადასახადებისგან თავის არიდებასთან ეფექტიანად ბრძოლას. მართალია, რომ ეს სისტემა მძიმე ტვირთს აკისრებს გადასახადის გადამხდელებს, რაც როგორც ჩანს კიდევ უფრო გაამწვავა საგადასახადო ორგანოს მხრიდან ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების გაჭიანურებამ.
36. იმისათვის, რომ შეფასდეს იქნა თუ არა დაცული ,,სამართლიანი ბალანსი’’ ინტერესებს შორის, სტრასბურგის სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი თანხის უკან დაბრუნების პირობები და მომჩივნის საქმეზე ამ პირობების გამოყენების ფორმა (Aka v. Turkey, N9639/92, § 45, ECHR 1998-VI).
ამასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში თანხის უკან დაბრუნების ხანგრძლივობა შეადგენდა ხუთიდან ათ წელს. ეჭვგარეშეა, რომ ამ დროის გასვლაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.
37. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში გაჭიანურება ვერ დაკომპენსირდება საპროცესო განაკვეთის გადახდით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის მარტივი საპროცესო განაკვეთი იყო.
თანხის ოდენობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კომპანიისთვის ამ თანხის ხელმიუწვდენლობას ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა მომჩივნის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანხის დაბრუნების გაჭიანურებამ გააძლიერა კომპანიის ფინანსური დანაკარგი და ამასთანავე, კომპანია გაურკვევლობაში დატოვა.
38. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საგადასახადო დავალიანების ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობის კომპანიისთვის უკან დაბრუნების გაჭიანურება ვერ მიიჩნეოდა გონივრულად.
უფრო მეტიც, მომჩივანს არ ჰქონდა ამ მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა.
39. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საკუთრების უფლებაში ჩარევა არაპროპორციული იყო. ნამდვილად, თანხის უკან დაბრუნების ლოდინით გამოწვეული ფინანსური ზიანი, რასაც თან ახლდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალების არარრსებობდა და ლიკვიდაციის დროს გაურკვევლობა, არღვევდა სამართლიან ბალანსს, რომელიც დაცული უნდა იქნეს საჯარო ინტერესსა და პირის საკუთრების უფლებას შორის.
40. დასკვნის სახით, მოცემულ საქმეში დაირღვა კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი.
დასკვნა: დარღვევა დადგინდა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები