© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #99
ივლისი 2007
ბუკტა (Bukta) და სხვები უნგრეთის წინააღმდეგ 25691/04
გადაწყვეტილება 17.7.2007 [II სექცია]
მე-11 მუხლი
მუხლი 11-1
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლა პოლიციისთვის წინასწარი შეუტყობინებლობის გამო: დარღვევა დადგინდა
ფაქტები: 1989 წლის შეკრების უფლების შესახებ კანონის თანახმად, სავალდებულოა შეკრების ჩატარებამდე მინიმუმ სამი დღით ადრე პოლიციის ინფორმირება, ხოლო პოლიცია უფლებამოსილია დაშალოს შეკრება, რომელიც წინასწარი შეტყობინების გარეშე ტარდება. 2002 წლის დეკემბერში რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ბუდაპეშტს და რუმინეთის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით მიღება გამართა. წვეულებამდე ერთი დღით ადრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მივიდოდა მიღებაზე. განმცხადებლებს ჯეროდათ, რომ ის არ უნდა დასწრებოდა ღონისძიებას, რომელიც აღნიშნავდა უნგრეთის ისტორიის უარყოფით მხარეს (1918 წელს რუმინეთის მიერ ტრანსილვანიის ანექსიას). ისინი დაახლოებით 150-კაციანი ჯგუფთან ერთად შეიკრიბნენ იმ სასტუმროს წინ, სადაც მიღება მიმდინარეობდა. ამ ჯგუფს პოლიციისთვის არანაირი შეტყობინება არ მიუწოდებია დემონსტრაციის გამართვის განზრახვასთან დაკავშირებით. მცირე აფეთქების მსგავსი ხმაურის გაგებისთანავე მიღებაზე დამსწრე პოლიციელებმა აიძულეს დემონსტრანტები, დაშლილიყვნენ. განმცხადებლებმა წამოიწყეს სამართალწარმოება და მოითხოვეს პოლიციის ჩარევის უკანონოდ აღიარება. დემონსტრანტების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, იმ არგუმენტზე დაყრდნობით რომ დემონსტრაციის დაშლის საფუძველს წარმოადგენდა დემონსტრანტების მიერ პოლიციისთვის წინასწარი შეუტყობინებლობა.
კანონმდებლობა: ეროვნულმა სასამართლოებმა მათი გადაწყვეტილებები დააფუძნეს მხოლოდ წინასწარი შეტყობინების არარსებობის ფაქტზე, საქმის სხვა გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ასევე არ გამოიკვიეს, იყო თუ არა დემონსტრაცია მშვიდობიანი. წინასწარ ნებართვის მოპოვების პროცედურა როგორც წესი არ ბღალავს მშვიდობიანი შეკრების უფლების არსს. თუმცა, უნგრეთის პრემიერ მინისტრის მიღებაზე დასწრების განზრახვის წინასწარ არ ცოდნამ განმცხადებლები არჩევანის წინაშე დააყენა: არ განეხორციელებინათ მშვიდობიანი შეკრების უფლება, თუ უგულებელყოთ წინასწარი შეტყობინების ვალდებულება. ისეთ განსაკუთრებულ გარემოებებში, როგორშიც განმცხადებლები აღმოჩნდნენ, მყისიერი რეაგირება პოლიტიკურ მოვლენაზე დემონსტრაციის ფორმით შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვერ მტკიცდება საზოგადოებრივი წესრიგისათვის რაიმე საფრთხის შექმნა. შესაბამისად, მშვიდობიანი შეკრების დაშლა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ იყო დაცული წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა, მონაწილეების მხრიდან რაიმე უკანონო ქმედების არ არსებობის პირობებში, არაპროპორციულია.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი – დარღვევის დადგენა არაქონებრივი ზიანის სამართლიანი დაკმაყოფილების ტოლფასია.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy