© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #107
აპრილი, 2008
ბარდენი (Burden) დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ - 13378/05
გადაწყვეტილება 29.4.2008 [დიდი პალატა]
მე-14 მუხლი
დისკრიმინაცია
მეუღლის ან სამოქალაქო პარტნიორის მემკვიდრეობის გადასახადისგან გათავისუფლების გაუვრცელებლობა ერთად მცხოვრებ დებზე: დარღვევა არ დადგინდა
ფაქტები: 1984 წლის მემკვიდრეობის გადასახადის კანონის თანახმად, სამკვიდრო ქონება წლიური ბიუჯეტით დადგენილ ზღვარს ზემოთ 40%-ით იბეგრება. სამკვიდრო, რომელიც გადაეცემა მამკვიდრებლის მეუღლეს ან „სამოქალაქო პარტნიორს“ (2004 წლის სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონის დამკვიდრებული ერთი სქესის წყვილების კატეგორია, რაც არ მოიცავს ერთად მაცხოვრებელ ახლო ნათესავებს) თავისუფლდება ამ გადასახადისგან. განმცხადებლები იყვნენ ასაკოვანი დაუქორწინებელი დები, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ მთელი ცხოვრება, უკანასკნელი 31 წლის განმავლობაში კი ერთად აშენებულ სახლში, რომელიც მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე იყო განთავსებული. ისინი წუხდნენ, რომ ერთერთის გარდაცვალების შემდეგ მეორე დას მოუწევდა მაღალი სამემკვიდრეო გადასახადის გადახდა - მეუღლის ან სამოქალაქო პარტნიორისგან განსხვავებით - და ამ ვალდებულების შესასრულებლად შესაძლოა სახლის გაყიდვაც დაჭირვებოდა.
2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (იხილეთ საინფორმაციო შეტყობინება # 92) სასამართლოს პალატამ, ოთხი ხმით სამის წინაღმდეგ, ღიად დატოვა საკითხი იმის შესახებ შეეძლო თუ არა განმცხადებელს მოეთხოვა დაქორწინებულ ან სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფ წყვილთან გათანაბრება, დაადგინა რა, რომ მოპყრობაში განსხვავება ობიექტურად და გონივრულად დასაბუთებული იყო და საგადასახადო სფეროში სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებით იყო განპირობებული.
კანონი: (ა) პირველადი პრეტენზია
(i) დაზარალებულის სტატუსი: სასამართლომ კვლავ განმარტა, რომ ადამიანის გადასაწყვეტია განაცხადოს, რომ კანონი არღვევს მის უფლებებს თუ ის განეკუთვნება ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც არიან კანონმდებლობის გარკვეული ზეგავლენის რისკის ქვეშ. განმცხადებლების ასაკის, მათ მიერ შედგენილი ანდერძისა და თითოეულის საკუთრებაში არსებული ქონების ღირებულების გათვალისწინებით, განმცხადებლებმა დაადასტურეს, რომ ნამდვილად არსებობდა იმის რისკი, რომ არც ისე შორეულ მომავალში ერთერთს მოეთხოვებოდა დისგან მიღებული სამკვიდრო ქონებისთვის მემკვიდრეობის გადასახადის გადახდა. ამ გარემოებებში, მათ შეეძლოთ ემტკიცებინათ, რომ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ.
(ii) შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვა: მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ განმცხადებელს - რომელსაც არ დაკისრებია მემკვიდრეობის გადასახადის არანაირი ვალდებულება - შეეძლო მიემართა ეროვნული სასამართლოებისთვის ადამიანის უფლებათა აქტზე დაყრდნობით და მოეთხოვა კანონმდებლობის კონვენციით უზრუნველყოფილ უფლებასთან შეუსაბამობის დადგენა. პალატამ გაიზიარა, რომ ასეთის დადგენა სამთავრობო მინისტრს მიანიჭებდა დისკრეციულ უფლებას, ცვლილებები შეეტანა უფლებადამრღვევ ნორმებში. თუმცა, მართალია, შეუსაბამობის შესახებ საბოლოო დადგენილების მიღების შემდეგ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმებოდა უფლებადამრღვევი ნორმების შესაცვლელად, ნაადრევი იქნება ჩაითვალოს, რომ ეს პროცედურა ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ამას არ გამოურიცხია დეკლარაციის საფუძველზე შეუსაბამოდ გამოცხადებული კანონმდებლობის შეცვლის პრაქტიკა, უფრო მეტიც ხშირად იმდენად დამაჯერებელიც იყო, რომ სავალდებულოც კი ხდებოდა. ამ გარემოებებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეფექტური შიდა საშუალებისთვის აუცილებელი იყო ზიანის ანაზღაურება, განმცხადებლებს მოეთხოვებოდათ პირველ რიგში ამ საშუალებების ამოწურვა განაცხადის სასამართლოსთვის წარმოდგენამდე.
დადგენილება: საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ერთხმად)
(ბ) არსებით განხილვა: დებს შორის ურთიერთობა ხარისხობრივად განსხვავდებოდა დაქორწინებულ და სამოქალაქო პარტნიორობის აქტის საფუძველზე ჰომოსექსუალ სამოქალაქო წყვილს შორის ურთიერთობისგან. დებს შორის კავშირის მთავარი არსი მათი სისხლით ნათესაობაა, მაშინ როცა ქორწინების და სამოქალაქო პარტნიორობის კანონის თანახმად ამგვარი კავშირის ერთერთ მთავარი განმსაზღვრელი მახასიათებელია ის, რომ ეს კავშირი აკრძალულია ახლო ნათესავებს შორის. ის ფაქტი, რომ განმცხადებლებმა გადაწყვიტეს მთელი ზრდასრული ცხოვრების ერთად გატარება არ ცვლის არსებით განსხვავებას ამ ორი ტიპის ურთიერთობას შორის. ქორწინება განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს დაქორწინებულებს და სამოქალაქო პარტნიორობა წარმოშობს სამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც პარლამენტმა მაქსიმალურად დაუახლოვა ქორწინებას. ქორწინების და სამოქალაქო პარტნიორობის დროს წყვილები აშკარად და ნებაყოფლობით წყვეტენ ისეთი სამართლებრივი შედეგების წარმოშობას, რომლებსაც ემყარება ურთიერთობები, რაც სხვა სახის თანაცხოვრებისაგან მათ განასხვავებს. ურთიერთობის ხანგრძლივობის ან ერთმანეთის მხარდამჭერი ბუნება არ იყო გადამწყვეტი, არამედ საჯარო შეთანხმება, რომელიც მოიცავს სახელშეკრულებო ხასიათის მთელ რიგ უფლებებსა და მოვალეობებს. განმცხადებლებს შორის სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების არარსებობამ მიაკუთვნა მათი თანაცხოვრება, მიუხედავად ხანგრძლივობისა, დაქორწინებულ ან სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფი წყვილებისგან ფუნდამენტურად განსხვავებულ ურთიერთობას. შესაბამისად ადგილი არ ქონდა დისკრიმინაციას.
დადგენილება: დარღვევა არ დადგინდა (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy