© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #115
2009 წლის იანვარი
ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ (#2) – 33509/04
გადაწყვეტილება 15.1.2009 (I სექცია)
მუხლი 46
მუხლი 46-2
გადაწყვეტილების აღსრულება
მოპასუხე სახელმწიფომ მოითხოვა ქმედითი საშუალების გამოყენება გადაწყვეტილების აღსრულების დაგვიანების ან არ აღსრულების უზრუნველყოფისთვის და მსგავსი ტიპის მიმდინარე საქმეზე ყველა მსხვერპლისთვის კომპენსაციის გაცემა
მუხლი 41
სახელმწიფო ორგანოების უუნარობა ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების დროულად აღსრულების თაობაზე რომლებიც მომჩივანის სასარგებლოდ იყო მიღებული მიუხედავად სასამართლოს მიერ მის საქმეში ადრე დადგენილი დარღვევისა – კონვენციასთან შეუსაბამო პრაქტიკა: მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის გაზრდა
ფაქტები: 1997 წლიდან მოყოლებული მომჩივანმა რამოდენიმე სარჩელი შეიტანა შესაბამისი სახელწმიფო ორგანოს წინააღმდეგ და ითხოვდა სოციალური შეღავათების დაფარვას რომელიც მან მიიღო ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაობში მონაწილეობისთვის. სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება არ განხორციელებულა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. 2000 წელს მომჩივანმა პირველი სარჩელი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების არ აღსრულების თაობაზე. 2002 წელს სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6-ე მუხლის და დამატებითი ოქმი #1-ის პირველი მუხლის დარღვევა (იხილეთ ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ; საინფორმაციო ჩანაწერი #42). ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2004 წლის დადგენილებით განსაზღვრა, რომ სახელმწიფომ მომჩივანს გადაუხადა თანხა სამართლიანი დაკმაყოფილებისთვის 2002 წლის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში. ამავე დროს მიუთითა მომჩივანის მდგომარეობაში მყოფი კატეგორიის პირების მიმართ განხორციელებულ ღონისძიებებზე და დაადგინა რომ ამ საქმეში კონვენციის 42-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული ფუნქციები შესრულებულია. ამავე დროს გამახვილდა ყურადღება რუსეთში არსებულ ზოგად პრობლემაზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების არ აღსრულების თაობაზე. ამ პერიოდში მომჩივანმა მიიღო ახალი გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ. მათი აღსრულება სრულად მოხდა მაგრამ ზოგიერთი მათგანის აღსრულება შედარებით დაგვიანებით განხორციელდა ერთიდან სამი წლის ინტერვალით.
კანონი: სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6-ე მუხლის და დამატებითი ოქმი #1-ის მუხლი 1-ის დარღვევა სახელმწიფოს მიერ ეროვნული სასამართლეობის მიერ გამოტანილი სამი გადაწყვეტილების, რომელიც ფინანსურ კომპენსაციას ადგენდა მომჩივანის სასარგებლოდ, აღსრულების დაგვიანების თაობაზე.
მუხლი 13 – არ არსებობდა არც პრევენციული და არც საკომპენსაციო შიდასამართლებრივი გასაჩივრების ქმედითი საშუალება, რომელიც კონვენციის დარღვევისას სახელმწიფოს ან სახელმწიფო უწყების წინააღმდეგ გამოტანილი ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების არ აღსრულების შემთხვევაში უზრუნველყოფდა ადექვატურ და შესაბამის გამოსწორების მექანიზმს.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 46 – კონვენციასთან შეუსაბამო პრაქტიკა: შესაბამისი იყო პილოტური გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება რომელიც ვრცელდება პირთა ფართო წრეზე) სამართალწარმოების გამოყენება ამ საქმეში, ვინაიდან ეს პრობლემა იყო გამეორებადი და უცვლელი ბუნების, ის ვრცელდებოდა ხალხის დიდ ჯგუფზე და საჭიროებდა სწრაფ და შესაბამის გამოსწორებას ეროვნულ დონეზე. მნიშვნელოვანი საკითხები იყო გახმაურებული და ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა უწყებებს და ინსტიტუტებს ჰქონდათ ერთნაირი პოზიცია სასამართლოს დაახლოებით 200-მდე საქმეზე და მიუთითებდნენ სტრუქტურულ პრობლემებზე. ეს პრობლემები არ ეხებოდა მხოლოდ ჩერნობილის მსხვერპლებს როგორც ეს მოცემულ საქმეში იყო, მაგრამ სხვა ფართო მოწყვლად ჯგუფებს რუსეთში: გადაწყვეტილების არ აღსრულება ძალიან ხშირად ხდებოდა ისეთ საქმეებზე როგორიცაა საპენსიო თანხის გადახდა, ბავშვის ალიმენტი, სამხედრო სამსახურის დროს მიღებული ზიანის ანაზღაურება ან არასწორი გამოძიება. მსგავსი ფაქტების შემცველი დაახლოებით 700 საქმე იყო სასამართლოს წინაშე წარდგენილი და შესაძლოა გამოეწვია სასამართლოს მიერ კონვენციის დამატებითი დებულებების დარღვევების გამოვლენა იმავე მომჩივნების მიმართ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ვინაიდან არსებულ გადაწყვეტილებაში მითითებული დარღვევები ისევ გამოჩნდა მას შემდეგ რაც რამოდენიმე წელი გავიდა მომჩივანის პირველ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანიდან მიუხედავად 46-ე მუხლით გათვალისწინებული რუსეთის ვალდებულებისა მიეღო მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ პრევენციული მექანიზმები და გამოსწორების საჭირო საშუალებები. დარღვევებმა ნათელი მოჰფინა უცვლელ სტრუქტურულ დარღვევას და პრაქტიკას რომელიც არ შეესაბამება კონვენციას.
შიდასამართლებრივი გასაჩივრების ქმედითი საშუალების შემოღება: პრობლემები რომელიც სასამართლომ მიიჩნია მე-6-ე მუხლის და დამატებითი ოქმი #1-ის პირველი მუხლის დარღვევებად მოითხოვდა კომპლექსური და სრულყოფილი ღონისძიებების გატარებას, სავარაუდოდ როგორც ადმინისტრაციული ისე საკანონმდებლო ხასიათის, სხვადასხვა უწყებების როგორც ფედერალურ ისე ადგილობრივ დონეზე მონაწილეობით. მინისტრთა კომიტეტი წარმოადგენდა ყველაზე მნიშვნელოვან უწყებას, რომელსაც საუკეთესო პოზიცია ჰქონდა და ყველაზე კარგად იყო აღჭურვილი საჭირო რეფორმების მონიტორინგის განსახორციელებლად. რაც შეეხება მუხლი 13-ის დარღვევას, სასამართლოს მიერ გამოვლენილი ინფორმაცია აშკარად მოითხოვდა შიდასამართლებრივი გასაჩივრების ქმედითი საშუალების ან საშუალებების ერთობლიობის შექმნას რომელიც საჭიროა ადამიანების იმ დიდი ჯგუფის დარღვევით შელახული უფლებების ადექვატური და საჭირო გამოსწორებისთვის. სასამართლომ შესაბამისად მოითხოვა მოპასუხე სახელმწიფოსგან შეემუშავებინა სამართლებრივი დაცვის საშუალებები რომელიც უზრუნველყოფდა კონვენციის დარღვევის ჭეშმარიტად გულწრფელ გამოსწორებას სახელმწიფო ორგანოების მიერ და სახელმწიფოს და სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების ხანგრძლივი დროით არ აღსრულების აღმოფხვრას. სამართლებრივი დაცვის ესეთი საშუალება შესაბამისობაშია კონვენციის პრინციპებთან რომელიც მოცემულ გადაწყვეტილებაშია ასახული და რომელიც ხელმისაწვდომი იქნება იმ დღიდან როდესაც გადაწყვეტილება იქნება საბოლოო.
ახალი საჩივრის წარმოების გადადება: სასამართლომ დამატებით გადაწყვიტა გადაედო წარმოება ყველა ახალ საჩივარზე რომელიც შემოვიდა ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და რომელიც უშუალოდ ეხებოდა ეროვნული სასამართლოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების რომელიც ფინანსურ კომპენსაციას აკისრებს სახელმწიფოს ორგანოებს არ აღსრულებას და/ან დაგვიანებულ აღსრულებას. გადადების ვადა განისაზღვრა ერთი წლით მას შემდეგ რაც ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში.
მიმდინარე საქმეზე გამოსწორების უზრუნველყოფა: რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების გამოტანამდე სასამართლოში შეტანილ სარჩელს, მოპასუხე სახელმწიფოს მოეთხოვა ადექვატური და შესაბამისი გასწორების უზრუნველყოფა ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება იქცევა საბოლოოდ ყველა იმ პირის მიმართ ვინც იქცა მათ სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების არ აღსრულების ან დაგვიანებული აღსრულების მსხვერპლად. სასამართლოს აზრით, ესეთი გამოსწორება შესაძლოა უზღუნველყოფილ იქნას ამ საქმეზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს მიერ დამოუკიდებლად ან საკითხის ად ჰოკ გადაწყვეტის გზით მაგალითად როგორიცაა მეგობრული მორიგება მომჩივანთან ან კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისად გამოსწორების ცალმხრივი შეთავაზება. ეს შეეხება ყველა იმას ვინც საჩივარი შეიტანა სასამართლოში მოცემული გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელ სარჩელთან დაკავშირებით კომუნიკაცია სახელმწიფოსთან შედგა. გამოსწორების უზრუნველყოფის ეროვნული მექანიზმების შემოღებამდე სახელმწიფო უწყებების მიერ შეჯიბრებითი სამართალწარმოება ყველა ამ საქმეზე გადაიდება ერთი წლის ვადით იმ დღიდან როდესაც გადაწყვეტილება იქნება საბოლოოდ მიღებული.
მუხლი 41 – სასამართლომ განსაზღვრა კომპენსაციის ოდენობა მორალური ზიანისთვის ისეთი ფაქტორების გათვალსიწინებით როგორიცაა მომჩივანის ასაკი, პირადი შემოსავალი, ეროვნული შიდა სასამართლოს მიერ დადგენილი კომპენსაციის არსი და ოდენობა, აღსრულების წარმოების ხანგრძლივობა და სხვა შესაბამისი გარემოებები. მომჩივანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ასევე იყო გათვალისწინებული, ასევე გადაწყვეტილებების ოდენობა რომლებიც არ იყო დროულად აღსრულებული ან რომელთა აღსრულებაც გაჭიანურდა. კომპენსაციები პირდაპირ პროპორციული იყო იმ პერიოდისა რომლის განმავლობაშიც სავალდებულო და აღსრულებადი გადაწყვეტილება არ აღსრულებულა. სასამართლომ მისი 2002 წლის გადაწყვეტილებით იგივე მომჩივანს მიანიჭა 3000 ევრო მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის იმ გადაწყვეტილების არ აღსრულებისთვის რომლის აღსრულების პროცესი გაჭიანურდა ერთიდან სამ წლამდე და რომელიც ეხებოდა ეროვნული სასამართლოს მიერ მიღებულ სამ გადაწყვეტილებას. მომჩივანი ამავე საქმზე იქცა ეროვნული სასამართლოს მიერ კომპენსაციასთან დაკავშირებით მიღებული სამი გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურების მსხვერპლად. მომჩივანის რთულ მდომარეობას კიდევ უფრო ამწვავებდა სახელმწიფო უწყებების უუნარობა ეღიარებინათ ეროვნული შიდა სასამართლოების მიერ დადგენილი ვალი მომჩივანის საქმეზე სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე. ამის შედეგად მომჩივანს აღარ დარჩა არჩევანი გარდა იმისა რომ მიემართა დავის საერთშორიშო სასამართლოში მოგვარების მექანიზმისთვის. ამ მნიშვნელოვანი ელემენტის გათვალისწინებით გაზრდილი თანხა მორალური კომპენსაციისთვის 6000 ევროს ოდენობით შესაბამისია.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy