© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
პირველი სექცია
საქმე ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ (N.2)
(საჩივარი N. 33509/04)
გადაწყვეტილება
[ამონარიდები]
სტრასბურგი
2009 წლის 15 იანვარი
საბოლოო
04/05/2009
წინამდებარე გადაწყვეტილება შესაძლებელია დაექვემდებაროს რედაქტირებას
წინამდებარე საქმეზე ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ (N. 2),
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (პირველი სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
ქრისტოს როზაკის, პრეზიდენტი
ანატოლი კოვლერ,
ელიზაბეტ შტეინერ,
დინ სპილმან,
სვერე ერიკ იებენს,
ჯორჯიო მალინვერნი,
გეორგ ნიკოლაუ, მოსამართლეები
და ანდრე ვამპახი, სექციის გამწესრიგებლის მოადგილე
ითათბირა რა ფარულად 2008 წლის 16 დეკემბერს,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, მიღებული იმავე დღეს:
პროცედურა
1.საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (N. 33509/04) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც 2004 წლის 15 ივლისს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოში შეიტანა ბატონმა ანატოლი ტიხონის ძე ბურდოვმა ("მომჩივანი").
2.რუსეთის მთავრობა ("მთავრობა") წარმოადგინა ქ-ნმა ვ. მილინჩუკმა, რუსეთის ყოფილმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ბ-ნმა გ. მატიუშკინმა, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა სასამართლოში.
3.მომჩივანი ჩიოდა კონვენციის მე-6 მუხლისა და I ოქმის 1 მუხლის დარღვევას ხელისუფლების მიერ ეროვნული სასამართლოების მომჩივნის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო.
4.2007 წლის 22 ნოემბერს პირველი სექციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა მომჩივნის საჩივრის კომუნიცირება მთავრობისათვის. ასევე გადაწყვეტილ იქნა, რომ საჩივრის არსობრივი მხარე განხილულიყო მის მისაღებობასთან ერთად (მუხლი 29 § 3).
5.2008 წლის 3 ივლისს პალატამ გადაწყვიტა, სასამართლოს რეგლამენტის 54§2(გ) ნაწილის შესაბამისად, საქმისათვის პრიორიტეტი მიენიჭებინა რეგლმენტის 41-ე წესის შესაამისად და მოეთხოვა მხარეებისათვის წარმოედგინათ წერილობითი მოსაზრებანი ზემორე სარჩელთან დაკავშირებით. პალატამ ასევე გადაწყვიტა შეეტყობინებინა მხარეებისათვის, რომ იგი განიხილავდა საქმეში საპილოტო-გადაწყვეტლების პროცედურის შესაბამისობის განხილვას (იხ.Broniowski v. Poland [GC], 31443/96, §§ 189-194 და სარეზოლუციო ნაწილი, ECHR 2004-V, და ECHR 2004-V, da Hutten-Czapska v. Poland [GC] no. 35014/97, ECHR 2006-... §§ 231-239 და სარეზოლუციო ნაწილი). მომჩივანმა შემდგომი მოსაზრებანი წარმოადგინა 2008 წლის 11 აგვისტოს, ხოლო მთავრობამ კი 2008 წლი 26 სექტემბერს.
ფაქტები
I. საქმის გარემოებანი
6.მომჩივანი, ბ-ნი ანატოლი ტიხონის ძე ბურდოვი გახლავთ რუსეთის მოქალაქე, დაბადებული 1952 წელს, მცხოვრები შახტიში, რუსეთის ფედერაციის შახტის რეგიონში.
7.1986 წლის 1 ოქტომბერს მომჩივანი გამოიძახა სამხედრო ხელისუფლებამ რათა მონაწილეობა მიეღო ჩერნობილის ატომური სადგურის შემთხვევის ადგილზე მიმდინარე სასწრაფო ოპერაციაში. მომჩივანი ჩართული გახლდათ მიმდინარე ოპერაციაში 1987 წლის 11 იანვარმდე და, შედეგად ფართოდ იქნა დაქვემდებარებული რადიოაქტიურ გამოსხივებას. ამის გამო მას უფლება აქვს ისარგებლოს სხვადასხვა სოციალური სარგებლით.
8.მიიჩნევდა რა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მას სარგებელს არ უხდიდნენ სრულად და დროულად, მომჩივანი განუწყვეტლივ უჩიოდა მათ ეროვნულ სასამართლოებში 1997 წლიდან მოყოლებული. სასამართლებიც უკმაყოფილებდნენ მას სასარჩელო მოთხოვნებს, თუმცა რამდენიმე ამგვარი გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩა სხვადასხვა დროის განმავლობაში.
ა. 2002 წლის 7 მაისის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ და შემდგომი მოვლენები
1. სასამართლოს დასკვნები9.2000 წლის 20 მარტს მომჩივანმა პირველად მიმართა სასამართლოს ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის გამო (საჩივარი N. 59498/00). 2002 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ შახტის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებანი დათარიღებული 1997 წლის 3 მარტით, 1999 წლის 21 მაისით და 2000 წლის 8 მარტით სრულიად ან ნაწილობრივ აღუსრულებელი რჩებოდა 2001 წლის 5 მარტამდე, ანუ იმ დრომდე როდესაც ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება სრულად გადაეხადა მომჩივნისათვის ვალი. სასამართლომ, შესაბამისად, დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლისა და I ოქმის 1 მუხლის დარღვევას ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში მოცემული გადაწყვეტილებების დაუმორჩილებლობის გამო ((Burdov v. Russia, no. 59498/00, §§ 37-38, ECHR 2002‑III).
2. მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია ResDH(2004)85 სასამართლოს 2002 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების ირგვლივ
10.კონვენციის 46 § 2 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს 2002 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება საქმეში ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ გადაეცა მინისტრთა კომიტეტს მისი აღსრულების საზედამხედველოდ. კომიტეტმა სთხოვა მთავრობას შეეტყობინებინა მისთვის იმ ზომების შესახებ, რომელიც განხორციელდებოდა 2002 წლის 7 მაისის სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად, კონვენციის 46 § 1 მუხლის მიხედვით რუსეთის ფედერაციის ვალდებულების გათვალისწინებით. 2004 წლის 22 დეკემბერს კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია ResDH (2004)85 მოცემულ საქმეზე. რუსეთის ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებანი მთავრობის მიერ შეჯამდა რეზოლუციის დანართში:
"(...) ინდივიდუალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 2001 წლის 5 მარტს მომჩივნისათვის გადახდილ იქნა ეროვნული სასამართლოების მიერ მიკუთვნებული თანხა. (...) შედეგად, შახტის საქალაქო სასამართლომ მოითხოვა თვიური შემწეობის ახალი ინდექსაცია 2003 წლის 11 ივლისს (საბოლოო 2003 წლის 1 ოქტომბერს). სოციალური ორგანოები განაგრძობენ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილების აღსრულებას მიკუთვნებული თანის რეგულარულად გადახდის სახით.
ამასთანავე, რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ იქნა შემდეგი ზოგადი ღონსძიებანი ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად.
ა) მსგავსი საქმეების გადაწყვეტა
თავდაპირველად, მოცემული საქმის მსგავსად, მთავრობამ გადაიხადა ეროვნული სასამართლოების მიერ მომჩივნის მსგავს ვითარებაში მყოფი ჩერნობილის მსხვერპლთა მიმართ კომპენსაციებისა და შემწეობების გადახდის შესახებ გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის შედეგად დაგროვილი თანხები (მთლიანობში 2,846 მილიონი რუბლი იქნა გადახდილი 2002 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში).
5128 სხვა ეროვნული გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა ჩერნობილის მსხვერპლთა შემწეობის ინდექსაციას, იქნა აღსრულებული ხელისუფლების მიერ.
მთავრობამ გააუმჯობესა თავისი საბიუჯეტო პროცესი რათა უზრუნველეყო საჭირო საბიუჯეტო საშუალებების გამოყოფა სოციალური უსაფრთხოების ორგანოებისათვის (2003 წლისათვის გამოიყო 2,152,071,000 რუბლი, 2004 წლისათვის 2,538,289,500 რუბლი და 2005 წლისათვის კი 2,622,335,000 რუბლი) რათა მათ მისცემოდათ საშუალება შეესრულებინათ შესაბამისი ფინანსური ვალდებულებანი გამომდინარე inter alia მსგავსი გადაწყვეტილებებიდან. (...)
ბ) კანონმდებლობის მიერ შემოღებული ახალი ინდექსაციის სისტემა
რაც შეეხება ეროვნული სასამართლოების მიერ მიკუთვნებული თანხმების განგრძობად ინდექსაციას, იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა აწესებდა საცხოვრებელ ხარჯს როგორც შემწეობის გამოთვლების დროს გამოსაყენებელ ინდექსაციას. 2002 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი საკანონმდებლო დებულებანი არაკონსტიტუციურად მიიჩნია, იმდენად რამდენადაც სისტემა არ გახლდათ ნათელი და განჭვრეტადი; მოცემულ გადაწყვეტილებაში, საკონსტიტუციო სასამართლომ inter alia მიუთითა ევროპის სასამართლოს დასკვნებზე ბურდოვის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად, 2004 წლის 2 აპრილს, რუსეთის პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ჩერნობილის მსხვერპლთა სოციალური დაზღვევის მარეგულირებელ კანონმდებლობაში. ახალი კანონი, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 29 აპრილს, განსაზღვრავს შემწეობების ინდექსაციის ახალ სისტემას, რომელიც ეფუძნება ინფლაციის იმავე ზღვარს, რომლის მიხედვითაც ხდება მომავალი ფინანსური წლის ფედერალური ბიუჯეტის განსაზღვრა.
გ) გადაწყვეტილების გამოქვეყნება და გავრცელება
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ბურდოვის საქმეში გამოქვეყნდა "რასიისკაია გაზეტა"-ში (2002 წლის 4 ივლისს), მთავარ ოფიციალურ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც აქვეყნებს რუსეთის ფედერაციის ყველა კანონსა და კანონქვემდებარე აქტს და არის ფართოდ გავრცელებული ყველა სახელმწიფო ორგანოში. გადაწყვეტილება ასევე გამოქვეყნდა რიგ რუსულ სამართლებრივ ჟურნალებსა თუ ინტერნეტ მონაცემთა ბაზებში, შესაბამისად, იოლად ხელმისაწვდომი გახლდათ როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოებისათვის.
დ) დასკვნა
აღნიშნულის გათვალისწინებით, რუსეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების შემდეგ მიღებული ღონისძიებები თავიდან აიცილებს კონვენციის ანალოგიურ დარღვევებს მომჩივნის მსგავს ვითარებაში მყოფი პირების მიმართ და რომ რუსეთის ფედერაციამ, შესაბამისად, შეასრულა კონვენციის 46-ე მუხლის 1 ნაწილით ნაკისრი ვალდებულებანი მოცემულ საქმეში.
მთავრობა ასევე მიიჩნევს, რომ გატარებული ღონისძიებანი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სხვადასხვა სფეროში ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის ზოგადი პრობლემის მოგვარების გზაზე, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოდგენილი სხვა საქმეების ფონზე. მთავრობა განაგრძობს ზომების მიღებას მოცემული პრობლემის მოსაგვარებლად, მათ შორის კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებთა აღსრულების გზით."
11.კომიტეტი კმაყოფილი გახლდათ, რომ 2002 წლის 16 ივლისს, დადგენილ ვადებში, მთავრობამ მომჩივანს გადაუხადა 2002 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში მიკუთვნებული თანხა. მან ასევე აღნიშნა ის ზომები, რომელიც გატარებული გახლდათ მომჩივნის მსგავს ვითარებაში მყოფი პირების მიმართ. ყველა განხორციელებული ზომის გათვალისწინებით, კომიტეტმა დაასკვნა, რომ მან წინამდებარე საქმეში განახორციელა მისი ფუნქციები კონვენციის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. კომიტეტმა ამავდროულად აღნიშნა, რომ უფრო ზოგადი პრობლემა - რუსეთის ფედერაციაში ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებათა აღუსრულებლობის სახით - განიხილებოდა ხელისუფლების მიერ, კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, სხვა მიმდინარე საქმეების კონტექსტში.
ბ. მომჩივნის სასარგებლოდ გამოტანილი ახალი ეროვნული გადაწყვეტილებების აღსრულება
1. შახტის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, დათარიღებული 2003 წლის 17 აპრილით
12. 2003 წლის 17 აპრილს, შახტის საქალაქო სასამართლომ, შახტის შრომისა და სოციალური განვითარების განყოფილებას (Управление труда и социального развития) მოუწოდა მომჩივნისათვის გადაეხადა 15,984.80 რუსული რუბლი (რუბლი) სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე არსებული შეღავათების გადახდის დაგვიანების საკომპენსაციოდ. 2003 წლის 9 ივლის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა როსტოვის რაიონულმა სასამართლომ და შესაბამისად შევიდა ძალაში.
13.2003-2005 წლებში მომჩივანმა სააღსრულებო ფურცელი წარადგინა მოპასუხე ორგანოში, აღმასრულებლებთან, ფედერალურ ხაზინასა და შემდეგ, ისევ მოსაპუხე ორგანოში. 2005 წლის 19 აგვისტოს ხელისუფლებამ სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხა გადარიცხა მომჩივნის ანგარიშზე.
2. შახტის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, დათარიღებული 2003 წლის 4 დეკემბრით
14.2003 წლის 4 დეკემბერს შახტის საქალაქო სასამართლომ შრომისა და სოციალური განვითარების სამართველოს დააკისრა მომჩივნისათვის 68,463.54 რუბლის გადახდის ვალდებულება საურავის სახით გადახდების იმ დაგვიანებებისათვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1999 წლიდან 2001 წლამდე, 1998 წლის სავალდებულო სოციალური დაზღვევის აქტის (N. 125-ФЗ) შესაბამისად. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ძალაში შევიდა 2003 წლის 15 დეკემბერს.
15.მომჩივნის მიხედვით, მან სააღსრულებო ფურცელი წარუდგინა მოპასუხე დეპარტამენტს იმავე დღეს. სასამართლოსათვის უცნობ დღეს ფურცელი წარდგეილ იქნა შახტის სასამართლო აღმსრულებლის დეპარტამენტში: ამ უკანასკნელმა 2004 წლის 30 ივნისს გადაწყვიტა, რომ აღსრულება შეუძლებელი გახლდათ, რადგან მოვალის საკუთრება არ ექვემდებარებოდა დაყადაღებას.
16.2005 წლის 14 ნოემბერს შახტის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხე ორგანოს მოთხოვნა არითმეტიკული შეცდომის შესწორების შესახებ და მიკუთვნებული თანხა შეამცირა 68,308.42 რუბლამდე. 2006 წლის 9 მარტს იგივე სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა არითმეტიკული შეცდომის შესწორების შესახებ და მოპასუხე ორგანოს უბრძანა მომჩივნისათვის 108,251.95 რუბლის გადახდა. 2006 წლის 18 ოქტომბერს ხელისუფლებამ მომჩივანს გადაუხადა ხსენებული თანხა.
3. შახტის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დათარიღებული 2006 წლის 24 მარტით
17.2006 წლის 24 მარტს შახტის საქალაქო სასამართლომ მოუწოდა შახტის შრომისა და სოციალური განვითარების დეპარტამენტს (Департамент труда и социального развития) მოეხდინა მომჩივნისათვის 2006 წლის 1 იანვრისათვის დავალიანებული ყოველთვიური კვების შემწეობის ინდექსირება. სასამართლომ თვიური ოდენობა განსაზღვრა 1,183.73 რუბლის ოდენობით, რაც შემდგომი ინდექსაციის გათვალისწინებით შეადგენდა ერთჯერადად გადახად 36,877.06 რუბლს წინა თვეებში გადაუხდელი თანხის საკომპენსაციოდ. ამასთანავე, 2006 წლის 1 იანვრისათვის, დეპარტამენტს მოეთხოვა განეგრძო ყოველთვიური გადახდა 1,972.92 რუბლის ოდენობით შემდგომი ინდექსაციით ჯანმრთელობის დაზიანების საკომპენსაციოდ. სასამართლომ ასევე უბრძანა მოპასუხე ორგანოს მომჩივნისათვის გადაეხადა 4,980.24 რუბლი და 13,312.46 რუბლი 2000 წლიდან 2005 წლამდდე ჯანმრთელობის ზიანისათვის და საკვების შესაბამისი შემწეობისათვის დადგენილი კომპენსაციების გადაუხდელობისათვის, აღნიშნულს დამატებული 1,652.35 რუბლის დამატებითი ინდექსაცია ჯანმრთელობის ზიანისათვის. 2006 წლის 22 მაისს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა როსტოვის რაიონულმა სასამართლომ და ძალაში შევიდა.
18.2007 წლის 20 ივლისს შახტის საქალაქო სასამართლომ შეასწორა მის გადაწყვეტილებაში არსებული არითმეტიკული შეცდომა და თავდაპირველად მიკუვნებლი 4,980.24 რუბლი შეცვალა 5,222.78 რუბლით.
19.2006 წლის 2 ნოემბერს 2006 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება უმეტესწილად აღსრულდა: მთლიანობაში 67,940.56 რუბლი დაერიცხა მომჩივნის ანგარიშზე. ამავდროულად, ფინანსთა სამინისტრომ არ განაახლა ყოველთვიური გადახდა სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული მოთხოვნის მიუხედავად და მომჩივანი განაგრძობდა ნაკლები თანხის მიღებას. 2007 წლის 1 ივლისს სამინისტრომ გადაწყვიტა თანხის გადახდა. 2007 წლის 17 აგვისტოს მომჩივანმა მიიღო 9,112.26 რუბლი კომპენსაციის სახით, თვეების განმავლობაში დაგროვილი ყოველთვიური ანაზღაურების დანაკლისისათვის.
4. 2007 წლის 22 მაისის და 2007 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებანი
20.2007 წლის 22 მაისს შახტის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ შრომისა და სოციალური განვითარების დეპარტამენტს მომჩივნისათვის 2007 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, ჯანმრთელობის მიყენებული ზიანისათვის საკომპენსაციოდ, უნდა გადაეხადა ყოველთვიურად 17,219.43 რუბლი, შემდგომი ინდექსაციით. ამასთანვე, დეპარტამენტს უნდა გადაეხადა 188,566 რუბლი წინა თვეებში დაკლებული თანხის საკომპენსაციოდ. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულია და ძალაში შევიდა 2007 წლის 4 ივნისს. იგი აღსრულებას დაექვემდებარა 2007 წლის 5 დეკემბერს.
21.2007 წლის 21 აგვისტოს, შახტის საქალაქო სასამართლომ შრომისა და დასაქმების ფედერალურ სააგენტოს უბრძანა მომჩივნისათვის გადაეხადა 225,821.73 რუბლი 2000 წლიდან 2007 წლამდე ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაგვიანების საკომპენსაციოდ. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ძალაში შევიდა 2007 წლის 3 სექტემბერს. მისი აღსრულება განხორციელდა 2007 წლის 3 დეკემბერს.
II. შესაბამისი ეროვნული მასალა
ა. ეროვნულ გადაწყვეტილებათა აღსრულება
1. კანონი სააღსრულებო წარმოების შესახებ
22.1997 წლის 21 ივლისის ფედერალური სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის (N. 119-ФЗ), იმ დროისათვის მოქმედი მე-9 მუხლი მიუთითებდა, რომ აღმასრულებელი ადგენდა ხუთდღიან ვადას, რომლის განმავლობაშიც მოპასუხეს შეეძლო ნებაყოფლობით აღესრულებინა სააღსრულებო ფურცელი. აღმასრულებელს ასევე უნდა გაეფრთხილებინა მოპასუხე მასზედ, რომ მოცემულ ვადაში დაუმორჩილებლობა გამოიწვევდა იძულებით აღსრულებას. კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, აღსრულების სამართალწარმოება უნდა დასრულებულიყო აღმასრულებლის მიერ სააღსრულებლო ფურცლის მიღებიდან ორი თვის ვადაში.
2. სახელმწიფოსა და მისი ორგანოების წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულების სპეციალური პროცედურა
23.2001-2005 წლებში სახელმწიფო ორგანოების საწინააღმდეგოდ გამოტანილი გადაწყვეტილებანი ექვემდებარებოდა სპეციალური პროცედურით აღსრულებას, რომელიც დადგენილი გახლდათ inter alia 2001 წლის 22 თებერვლის მთავრობის 143-ე გადაწყვეტილებით და შემდეგ, 2002 წლის 22 სექემბერის 666-ე გადაწყვეტილებით, რომელიც აღსრულებას ფინანსთა სამინისტროს ავალდებდა (იხ. შემდეგი დეტალები საქმეში Pridatchenko and Others v. Russia, nos. 2191/03, 3104/03, 16094/03 და 24486/03, §§ 33-39,, 2007 წლის 21 ივნისი). 2005 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით (N. 8-П) საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა სპეციალური აღსრულების მარეგულირებელი რიგი დებულებები და კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია ისინი. გადაწყვეტილების შემდეგ, 2005 წლის 27 დეკემბერს მიღებული იქნა კანონი (N. 197-ФЗ), რომელმაც ბიუჯეტის შესახებ კოდექსში შემოიტანა ახალი თავი და შეცვალა მოცემული სპეციალური პროცედურა. კანონის საფუძველზე მნიშვნელოვნად გაძლიერდა ფედერალური ხაზინა რათა აღესრულებინა გადაწყვეტილებანი იმ იურიდიული ერთეულების მიმართ, რომლებიც ფინანსდებოდნენ ფედერალური ბიუჯეტიდან და ფინანსთა სამინისტროს მიენიჭა უფელბა აღსრულებინა სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებანი. ბიუჯეტის შესახებ კოდექსის 242.2.6 მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს ყველა საჭირო დოკუმენტის მიღებიდან სამი თვის ვადაში.
24.შემდომი სპეციალური პროცედურა, რომელიც დაარეგულირებდა სოციალური შეღავათების გადახდას იმ პირთათვის, რომელთაც მიადგათ ზიანი ჩერნობილის კატასტროფის შედეგად გამოყოფილი რადიოაქტიური გამოსხივებებით განისაზღვრა 1991 წლის 14 მაისის კანონით N. 1244-1, რომელშიც განხორციელდა შემდგომი ცვლილებები 2001 წლის 21 აგვისტოს მთავრობის 607-ე დადგენილებით, 2005 წლის 14 თებერვალს 73-ე დადგენილებით და 2006 წლის 30 დეკემბერს 872-ე დადგენილებით. 2002-2004 წლებში კომპენსაციის გადახდა ჯანმრთელობის ზიანისათვის განეკუთვნებოდა შრომის სამინისტროს უფლებამოსილებას, იმ საბიუჯეტო ლიმიტების გათვალისწინებით, რომელიც დადგენილი გახლდათ შესაბამისი ფისკალური წლისათვის. 2005-2006 წლებში ამგვარი კომპენსაციები უზრუნველყოფილი გახლდათ ფედერალური შრომისა და დასაქმების სააგენტოს ტერიტორიული დეპარტამენტების მიერ და 2007-2008 წლებში სააგენტო თავად იყო პასუხისმგებელი მოცემულზე, სოციალური კეთილდღეობის ორგანოების მიერ წარდგენილი რეესტრის საფუძველზე, მოცემული მიზნით დაწესებული საბიუჯეტო პირობების გათვალისწინებით.
3. რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიში
25.რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისრის საქმიანობის შესახებ 2007 წლის ანგარიში აღნიშნავდა, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებანი აღიქმებოდა "არასავალდებულო რეკომენდაციებად", რაც ჯერ ისევ საკმაოდ ფართოდ გავრცელებული მოვლენა გახლდათ არა მარტო საზოგადოებაში, არამედ სახელმწიფო ორგანოებშიც კი. ანგარიშის მიხედვით, აღუსრულებლობის პრობლემა იკვეთებოდა თვით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შემთხვევაშიც კი. პრობლება განხილულ იქნა 2006 წლის დეკემბრიდან 2007 წლის მარტამდე პერიოდში სპეციალურ შეხვედრებზე ფედერალურ წრეებში რეგიონული ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორისაც. შედეგად წარმოიშვა იდეა, რომ შექმნილიყო ეროვნული ფილტრირების მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა საკონვენციო საჩივრების ეროვნულ დონეზე განხილვას. კომისარმა დაასკვნა, რომ უნდა განხორციელდეს ერთობლივი ძალისხმევა რომელიც მოაგვარებს საფუძველში არსებულ პრობლემებს, და არა უბრალოდ შეამცირებს საჩივრების რაოდენობას.
ბ. სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებანი ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის ან დაგვიანებული აღსრულების დროს
1. სამართლებრივი დებულებანი
(ა) სამოქალაქო კანონმდებლობა
26.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე თავი ადგენს პროცედურას, რომლის მიხედვითაც ხორციელდება სახელმწიფო ორგანოების მოქმედების ან უმოქმედობის გასაჩივრება სასამართლოებში. თუკი სასამართლო დაადგენს, რომ საჩივარი დასაბუთებულია, იგი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, რომ გამოასწოროს დადგენილი უკანონობა (მუხლი 258).
27.სამოქაოაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი ადგენს წესებს სასამართლო გადაწყვეტილებებით მიკუთვნებული თანხების "ინდექსაციის" შესახებ: სასამართლო, რომელმაც მიაკუთვნა თანხა უფლებამოსილია შეცვალოს იგი მხარის მოთხოვნის საფუძველზე ოფიციალური სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდის შესაბამისად გადახდამდე არსებულ თარიღამდე. მოვალისაგან შესაძლებელია დამატებითი საურავისა და სხვა კომპენსაციის მიღება იმ მატერიალური ზიანისათვის, რომელიც გამომდინარეობდა ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობიდნ და სხვა პირის თანხების გამოყენებისაგან (სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლი).
28.სახელმწიფოს ან ადგილობრივი ხელისუფლების ან მოხელის უკანონო მოქმედებითა თუ უმოქმედობით გამოწვეული ზიანი ექვემდებარება კომპენსაციას ფედერალური ხაზინიდან ან ფედერალური ერთეულის ხაზინიდან (მუხლი 1069). უკანონო მსჯავრდების, გასამართლების, დაპატიმრების ან სასამართლომდე საკუთარი საცხოვრებლის დატოვების აკრძალვის შედეგად მიყენებული ზიანისათვის კომპენსაცია გაიცემა სრულად, კანონით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით, მიუხედავად იმისა თუ რამდენად ბრალეულნი გახლდნენ კონკრეტული სახელმწიფო მოხელეები (მუხლ 1070 § 1). მართლმსაჯულების ადმინისტრირების შედეგად მიყენებული ზიანი კომპენსირდება იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება მოსამართლის ბრალი საბოლოო სასამართლო მსჯავრდების შედეგად (მუხლი 1070 § 2).
29.სასამართლომ შესაძლებელია განსაზღვროს ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა პირისათვის მიყენებული არამატერიალური ზიანისათვის იმ ქმედებების გამო, რომელმაც დააზიანა მისი პირადი არასაკუთრებრივი უფლებები ან გავლენა მოახდინა მის კუთვნილ სხვა არამატერიალურ საკუთრებაზე (მუხლები 151 და 1099 § 1). კომპენსაცია არამატერიალური ზიანისათვის, რომელიც მიყენებული იქნა პირის საკუთრების უფლების დარღვევით გაიცემა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში (სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1099 § 2). კომპენსაცია არამატერიალური ზიანისათვის გადაიხდება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, თუკი ზიანი მიყენებული იქნა პირის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისადმი, განხორციელებული უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნით, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ან კანონით დადგენილ სხვა შემთხვევებში (სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1100).
(ბ) სისხლის სამართალი
30.სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი განსაზღვრავს სასჯელს ნებისმიერი სახელმწიფო მოხელის ან საჯარო მოსამსახურის მიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღუსრულებლობისათვის. სასჯელი მოიცავს ჯარიმას, სამსახურეობრივი საქმიანობის დროებით შეწყვეტას, სავალდებულო სამუშაოს (обязательные работы) მაქსიმუმ 240 საათის განმავლობაში ან თავისუფლების აღკვეთას ორი წლამდე ვადით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება
31.2001 წლის 25 იანვრის N. 1-P გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1070 § 2 მუხლი ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას, იმდენად რამდენადაც ადგენდა სპეციალურ პირობებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობისათვის იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეული გახლდათ მართლმსაჯულების ადმინიტრაციით. მან განსაზღვრა, რომ მიუხედავად აღნიშნულისა, ტერმინი "მართლმსაჯულების ადმინისტრირება" არ მოიცავდა სასამართლო წარმოებას სრულად, არამედ მხოლოდ იმ სასამართლო აქტებს, რომელიც ეხებოდა საქმის არსებით მხარეს. სხვა სამართლებრივი აქტები - უმეტესწილად პროცედურული ხასიათის - არ ხვდებოდა "მართლმსაჯულების ადმინისტრირების" ცნებაში.
32.სახელმწიფო პასუხისმგებლობა გამოწვეული ამგვარი პროცედურული აქტებისა თუ უმოქმედობის შედეგად, ისეთი როგორიც გახლავთ სასამართლო სამართალწარმოების გონივრული ვადის დარღვევა, შესაძლებელია წარმოიშვას მოსამართლის საბოლოო სისხლისსამართლებრივი მსჯავრდების გარეშეც, თუკი მოსამართლის ბრალი დადგინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში. საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუციური უფლება მიიღო კომპენსაცია სახელმწიფოსაგან ზიანისათვის არ არის მიბმული ინდივიდუალური მოსამართლის ბრალზე. ინდივიდს უნდა შეეძლოს კომპენსაციის მიღება ნებისმიერი ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა სასამართლოების მიერ კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიანად განხილვის ვალდებულების დარღვევის გამო.
33.საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონმდებლობა იმ საფუძვლებისა და კომპენსაციის პროცედურის შესახებ, რომლითაც მოხდება კომპენსირება სასამართლოს ან მოსამართლის მიერ უკანონო მოქმედებით ან უმოქმედობით მიყენებული ზიანისათვის და განისაზღვრება ტერიტორიული და არსობრივი იურისდიქცია ამგვარ საჩივრებზე.
3. უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და კომპენსაციის შესახებ ახალი კანონპროექტი
34.2008 წლის 26 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება (N. 16) რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმისათვის წარედგინა საკონსტიტუციო კანონპროექტი სახელმწიფოს მიერ გონივრულ ვადაში სამართალწარმოებისა და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების გონივრულ ვადაში აღსრულების უფლების დარღვევით მიყენებული ზიანისათვის კომპენსაციის შესახებ (შემდგომში ხსენებული როგორც "კომპენსაციის შესახებ ბილი"). უზენაესმა სასამართლომ ასევე გადაწყვიტა სახელმწიფო დუმისათვის წარედგინა მეორე კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ცვლილებებს ცალკეულ სამართლებრივ აქტებში, "კომპენსაციის შესახებ ბილის" მიღების შედეგად. ორივე კანონპროექტი ოფიციალურად გადაეცა სახელმწიფო დუმას 2008 წლის 30 სექტემბერს.
35."კომპენსაციის შესახებ ბილის" მიზანი გახლდათ რუსეთში შექმნილიყო ეროვნული სამართლებრივი დაცვის მექანიზმი სამართალწარმოების დროს დარღვეული უფლებების გონივრულ ვადაში გამოსასწორებლად და გონვრულ ვადაში, აღსრულებადი სასამართლო გადაწყვეტილებების აღსასრულებლად (მუხლი 1 § 1). ასევე აღინიშნა, რომ მომჩივნებს საქმეებში, რომელიიც სასამართლოს მიერ მისაღებად ჯერ არ გამოცხადებულა, უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანის კომპენსაცია "კანონპროექტის" მიხედვით მისი სავარაუდო ძალაში შესვლიდან ანუ 2010 წლის 1 იანვრიდან, ექვსი თვის ვადაში (მუხლი 19). "ბილი" საერთო იურისდიქციის მქონე სასამართლოებს უფლებამოსილებას ანიჭებს განიხილონ სახელმწიფოს წინააღმდეგ წარდგენილი საქმეები ზემოთხსენებულ უფლებათა სავარაუდო დარღვევის გამო (მუხლი 3 § 1) და ადგენს სპეციალურ წესებს ამგვარი საქმეების განსახილველად. სამართალწარმოებაში სახელმწიფოს წარმოადგენს ფინანსთა სამინისტრო (მუხლი 3 § 3). ამ უკანასკნელმა უნდა დაადასტუროს, რომ ადგილი არ ჰქონია გონივრული ვადის მოთხოვნის დარღვევას, მაშინ როდესაც მომჩივანმა უნდა იდავოს მატერიალური ზიანის არსებობის შესახებ (მუხლი 11 § 1). გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლომ უნდა შეაფასოს მისი სირთულე, სამართალწარმოების მხარეთა და სხვა მონაწილეთა ქმედებანი და სასამართლოს, ბრალმდებელი ორგანოების, სააღსრულებო წარმოების მხარეებისა და აღსრულების განმახორციელებელი ორგანოების მოქმედება თუ უმოქმედობა. სასამართლო ასევე აფასებს დარღვევის ხანგრძლივობას და მისი შედეგების მნიშვნელობას მოცემულ პირზე (მუხლი 12). თუ სასამართლო დაადგენს დარღვევას, იგი მიაკუთვნებს ფინანსურ ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება საქმის კონკრეტული გარემოებების, თანასწორობისა და კონვენციის სტანარტების გათვალისწინებით (მუხლი 14). სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ცალკე გადაწყვეტილება სასამართლოს ან სახელმწიფო მოხელის მიერ დარღვევის დადგენაზე და მოითხოვოს კონკრეტული პროცედურული ქმედებების განხორციელება, რომლის შესახებაც მან უნდა მიიღოს ანგარიში ერთი თვის ვადაში (მუხლი 15).
36.უზენაესი სასამართლოს განმარტებითი მემორანდუმი განსაზღვრავს დამატებითი საბიუჯეტო თანხების გამოყოფის საჭიროებას რათა უზრუნველყოფილ იქნას "კომპენსაციის შესახებ ბილის" იმპლემენტაცია. საქმეზე საშუალო კომპენსაციად განისაზღვრა 3,050 ევრო იმის გათვალისწინებით, რომ სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხა გადაწყვეტილებათა აღუსრულებლობის დროს მერყეობს 1,200-დან 4,900 ევრომდე.
37.მეორე კანონპროექტი ეხება ცვლილებებს, რომელთა გატარებაც საჭირო იქნება სხვა სამართლებრივ აქტებში. სამოქალაქო კოდექსის 1070.1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოების მიერ სამართალწარმოების ან გადაწყვეტილებათა აღსრულების გონივრული ვადის მოთხოვნის დარღვევით გამოწვეული ზიანი კომპენსირდება ფედერალური ხაზინიდან. ბიუჯეტის შესახებ კოდექსის ახალი 242.2 მუხლის მიხედვით, ამგვარი კომპენსაციის მიმნიჭებელი სასამართლო გადაწყვეტილებანი უნდა აღსრულდეს ორი თვის ვადაში.
4. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიმართვა ფედერალური ასამბლეისადმი
38.2008 წლის 5 ნოემბერს ფედერალური ასამბლეის წინაშე გაკეთებულ მიმართვაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ საჭირო გახლდათ გონივრული ვადის დარღვევით საქმის განხილვის დროს მოქალაქეთა უფლებების დარღვევისათვის ზიანის კომპენსაციისა და სასამართლო გადაწყვეტილებათა დროული და სრული იმპლემენტაციის მექანიზმის შექმნა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რომელიც ეხებოდა ყველა სასამართლოს, მათ შორის საკონსტიტუციოსაც. მან ასევე აღნიშნა, რომ პრობლემა გახლდათ იმ მოხელეთა და მოქალაქეთა პასუხისმგებლობის ნაკლებობა, რომლებიც არ აღასრულებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს და რომ საჭირო გახლდათ მოცემული პასუხისმგებლობის დადგენა.
III. შესაბამისი საერთაშორისო მასალა
ა. ევროპის საბჭო
1. მინისტრთა კომიტეტი
39. 2007 წლის 3-5 დეკემბერს მინისტრთა კომიტეტმა განაახლა კონვენციის 46 § 2 მუხლით რუსეთის წინააღმდეგ, ეროვნულ გადაწყვეტილებთა აღუსრულებლობის ან დაგვიანებული აღსრულების შესახებ გამოტანილ გადაწყვეტილებათა განხილვა (Timofeyev and others ჯგუფური, CM/Del/OJ/DH(2007)1013 Public). შედეგად, 2007 წლის 19 დეკემბერს, კომიტეტის მიერ მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება (CM/Del/Dec(2007)1013 FINAL):
"მოადგილეებმა, (...)
1. აღნიშნეს, რომ მოცემული გადაწყვეტილებანი ააშკარავებენ სხვადასხვა სტრუქტურული პრობლემის არსებობას რუსეთის სამართლებრივ სისტემაში, რომელიც, ბუნებითა და მასშტაბით, დიდწილად ახდენს გავლენას მის ეფექტიანობაზე და იწვევს კონვენციის ხშირ დარღვევას, რომლთა მზარდი რაოდენობაც შემდეგ წარედგინება ხოლმე სასამართლოს;
2. აღნიშნა, ინტერესით, სხვადასხვა ზომები მიღებული ან განხილული რიგი კომპეტენტური ორგანოების მიერ რათა მოხდეს მსგავსი დარღვევების პრევენცია და გამოსწორდეს ის დარღვევები, რომელსაც უკვე ჰქონდა ადგილი, განხორციელდეს ეროვნული პროცედურების შექმნით ან არსებულის გაუმჯობესებით;
3. აღნიშნა კიდევ ერთხელ, რომ გადაწყვეტილებებით გამოვლენილი პრობლემები საჭიროებს დაუყოვნებელ მოგვარებას რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ შესაბამისი საკონვენციო უფლებები ადექვატურად იყოს დაცული ეროვნულ დონეზე, რაც შესაბამისად გამოიწვევს სასამართლოსადმი უაღრესად დიდი რაოდენობის მსგავსი საჩივრების წარდგენის პრევენციას;
4. მოუწოდებს კომპეტენტურ ორგანოებს განაგრძონ ორმხრივი კონსულტაციები სამდივნოსთან რათა შეიქმნას ჯეროვანი სტრატეგია საჭირო ზომების მისაღებად, მათ შორის ქმედითი ეროვნული სამართლებრივი დაცვის მექანიზმის შექმნის გზით; (...)"
40.რუსეთში ეროვნულ გადაწყვეტილებათა აღუსრულებლობის პრობლემა, ისევე როგორც სხვადასხვა ზომები, მიღებული ან განხილული ხელისუფლების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაციის კონტექსტში დეტალურად იქნა განხილული მინისტრთა კომიტეტის დოკუმენტებში CM/Inf/DH(2006)45, დათარიღებული 2006 წლის 1 დეკემბრით და CM/Inf/DH(2006)19რევ3 დათარიღებული 2007 წლის 4 ივნისით. ეს უკანასკნელი დოკუმენტი ასახავდა მოცემული დროისათვის რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებას, ხაზს უსვამდა რიგ მოსაგვარებელ საკითხებს და თავაზობდა ზომებს, რომელიც მიმართული გახლდათ პრობლემის სრულფასოვანი მოგვარებისაკენ. ძირითადი გამოსავლის სახით შეთავაზებული ღონისძიებები შესაძლებელია შეფასდეს შემდეგგვარად (იხ.CM/Inf/DH (2006)19rev3, ციტირებული ზემოთ, გვერდი 1):
"- საბიუჯეტო პროცედურის გაუმჯობესება და საბიუჯეტო გადაწყვეტილებების პრაქტიკული იმპლემენტაცია;
- კონკრეტული სახელმწიფო ორგანოს იდენტიფიცირება მოპასუხედ;
- გაჭიანურებისათვის ეფექტიანი კომპენსაციის უზრუნველყოფა (ინდექსაცია, საურავი, კონკრეტული ზიანი, ჯარიმა დაგვიანებისათვის);
- სამართლიანი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი დაცვის მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდა სასამართლოს გადაწყვეტილებათა ჯეროვანი აღსრულებისათვის;
- საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებათა სავალდებულო აღსრულების სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესება;
- აღუსრულებლობისათვის საჯარო მოხელეთა ეფექტიანი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა;
სპეციალურად იქნა განხილული მოქმედი აღსრულების მექანიზმების დაცვის უზრუნველყოფის შესაძლო საშუალებანი ხაზინისა და აღმასრულებლებისათვის, მათი კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი მოქმედების უფლების მინიჭებით შესაბამისი იურიდიული განხილვის შემდეგ. აქცენტი გაკეთდა ასევე სახელმწიფოს წინააღმდეგ საჩივრების შეტანის შემცირების შესაძლო გზებზე გაუმჯებესებული საბიუჯეტო სამართალწარმოების საშუალებით, რომელიც სახელმწიფოს მისცემდა საშუალებას დროულად შეესრულებინა მისი მატერიალური ვალდებულებანი."
41.2004 წლის 12 მაისს, წევრ სახელმწიფოთ მიმართ მიღებულ რეკომენდაციაში Rec(2004)6, რომელიც ეხება სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივ საშუალებებს, მინისტრთა კომიტეტმა inter alia აღნიშნა შემდეგი:
"(...) წევრი სახელმწიფოები განიხილავენ სასამართლო გადაწყვეტილებების შემდეგ, რომელიც მიუთითებს სტრუქტურულ ან ზოგად ნაკლოვანებებზე ეროვნულ კანონმდებლობაში ან პრაქტიკაში, მოქმედი სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ეფექტიანობას და, საჭიროების შემთხვევაში, ქმედითი სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შექმნას, რათა თავიდან იქნას აცილებული განმეორებადი საქმეების წარდგენა სასამართლოს წინაშე (...)"
42.რეკომენდაციის დანართი შემდგომ აღნიშნავდა inter alia:
"(...) "საპილოტო" გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სამართლებრივი დაცვის საშუალებები
13. როდესაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მიუთითებს სტრუქტურულ ან ზოგად ნაკლოვანებებზე ეროვნულ კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში ("საპილოტო საქმე") და სასამართლოსადმი წარდგენილ სარჩელთა დიდი რაოდენობა ეხება იგივე პრობლემას ("განმეორებითი საქმეები") ან სავარაუდოდ წარდგენილი იქნება მსგავსი სახის საქმეები, მოპასუხე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ პოტენციურ მომჩივნებს, საჭიროების შემთხვევაში, ჰქონდეთ ქმედითი სამართლებრივი დაცვის საშუალებანი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს მიმართონ კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოს, რომლის საქმიანობაც ასევე შეიძლება გავრცელდეს მოქმედ მომჩივნებზეც. ამგვარი სწრაფი და ქმედითი სამართლებრივი დაცვა მისცემს მათ საშუალებას გამოასწორონ ვითარება ეროვნულ დონეზე, კონვენციის სისტემის დამატებითობის პრინციპის შესაბამისად.
14. ამგვარი სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალების შემოღებით შესაძლებელი იქნება სასამართლოს დატვირთვის მნიშვნელოვანი შემცირება. მაშინ როდესაც საპილოტო გადაწყვეტილების სწრაფი აღსრულება წარმოადგენს აუცილებელ შემადგენელ ნაწილს სტრუქტურული პრობლემის მოსაგვარებლად და შესაბამისად, იგივე თემაზე შემდგომი სარჩელების თავიდან აცილებას, შესაძლოა არსებობდეს პირთა კატეგორია, რომლებიც უკვე დაზარალდნენ მის შემოღებამდე პერიოდში. (...)
15. განსაკუთრებით, საპილოტო გადაწყვეტილების შემდეგ, რომელშიც სპეციფიური სტრუქტურული პრობლემები იქნა დადგენილი, ერთ ალტერნატივას შესაძლოა წარმოადგენდეს ad hoc მიდგომის მიღება, სადაც კონკრეტული სახელმწიფო შეაფასდება სამართლებრივი დაცვის ამა თუ იმ ზომის გონივრულობას ან გააფართოვებდა არსებულ საშუალებებს კანონმდებლობის ან სასამართლო ინტერპრეტაციის დახმარებით. (...)
18. როდესაც საპილოტო საქმის შემდეგ ხდება სამართლებრივი დაცვის კონკრეტული ზომების გამოყენება, მთავრობამ სწრაფად უნდა აუწყოს სასამართლოს რათა მან შეძლოს მათი გათვალისწინება შემდგომი განმეორებადი საქმეების განხილვისას. (...)"
2. საპარლამენტო ასამბლეა
43.1516 რეზოლუციაში (2006), რომელიც ეხებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, მიღებული 2006 წლის 2 ოქტომბერს, საპარლამენტო ასამბლეამ წუხილით აღნიშნა რიგ სახელმწიფოებში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ნაკლოვანებების არსებობა, რომელიც იწვევდა დიდი რაოდენობით კონვენციის განმეორებადი დარღვევის დამდგენი გადაწყვეტილებების მიღებას და წარმოადგენდა სერიოზულ საფრთხეს კანონის უზენაესობისათვის მოცემულ სახელმწიფოებში. მოცემულ ნაკლოვანებებს შორის ასამბლეამ აღნიშნა პრობლემები სასამართლო ორგანიზებასა და პროცედურულ საკითხებში რუსეთის ფედერაციაში, მათ შორის ეროვნულ სასამართლოთა მიერ სახელმწიფოთა წინააღმეგ მიღებული გადაწყვეტილებების ქრონიკული აღუსრულებლობა (იხ. პარაგრაფი 10.2). ასამბლეამ მოუწოდა შესაბამის სახელმწიფოთა ორგანოებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციასაც, მოაგვარონ რეზოლუციაში ხსენებული მოცემული საკითხები და საქმეს მიანიჭონ მაღალი პოლიტიკური პრიორიტეტი.
44.სამართლებრივ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიშში, მომხსენებელმა, ბ-ნმა ერიკ იურგენსმა, მოუწოდა ზემოთხსენებული პრობლემების დაუყოვნებლივ მოგვარებისაკენ, რადგანაც იგი ვრცელდებოდა რუსეთში მოსახლეობის დიდ რაოდენობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მრავალი იდენტური საქმის შემოდინება სასამართლოში დიდი ალბათობით ნეგატიურ გავლენას მოახდენდა კონვენციის სისტემის ეფექტიანობაზე (Doc. 11020). მან ასევე აღნიშნა შემდეგი:
"58. მომხსენებელი მიესალმება რუსეთის ხელისუფალთა და დაწესებულებათა უმეტესობის გულწრფელ და ღია პოზიციას, რომელსაც იგი შეხვდა მოსკოვში, ისევე როგორც მათ მიერ იმის აშკარა გააზრებას, რომ ხსენებული პრობლემები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ რუსეთის სასამართლო სისტემის და მთლიანად სახელმწიფოს ეფექტიანობას. შესაძლებელია ინდიკატორად მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტებმა გამოამჟღავნეს უკიდურესად კონსტრუქციული მიდგომა, ორივე მათგანმა აღიარა რა პრობლემების არსებობა და მხარი დაუჭირა მომხსენებელს მის საქმიანობაში, რომელიც მიმართული იქნება პრობლემების მოგვარებისაკენ.
59. ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები განიხილებოდა პრიორიტეტულად და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებში მოთხოვნილი რეფორმების დაუყოვნებლივ გასატარებლად.
60. რუსეთის ოფიციალურ პირთა აშკარა სურვილი მოეგვარებინათ ზემოთხსენებული მნიშვნელოვანი პრობლემები მისასალმებელია. მომხსენებელი ხაზს უსვამს, რომ მოცემულ თემათა კომპლექსურობა საჭიროებს ფართო და მიზანმიმართულ ძალისხმევას რუსეთის სამართლებრივ სისტემაში მოქმედი ყველა მონაწილისაგან .
61. თუმცა ამ მხრივ სრულფასოვანი რეფორმირების სტრატეგია ჯერ ისევ დასასახია. გადაწყვეტილებებში ნახსენები არსებული და სამომავლო პრობლემების გათვალისწინებით, მომხსენებელი ხელისუფლებას მოუწოდებს შეიქმნას სააგენტოთაშორის თანამშრომლობის სპეციალური მექანიზმი სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა საიმპემენტციოდ. ასევე აუცილებელია იმპლემენტაციის პროცესში პარლამენტისა და ასამბლეაში რუსეთის დელეგაიის მუდმივი ჩართულობა. მომხსენებელი დარწმუნებულია, რომ რუსი პარლამენტარი კოლეგები სერიოზულად განიხილავენ მის რეკომენდაციას შეიქმნას სპეციალური მექანიზმი და განისაზღვროს შესაბამისი პროცედურა, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება საპარლამენტო კონტროლი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, ისევე როგორც სხვა რეკომენდაციებზე, რომელიც მოცემულია რეზოლუციის პროექტში. მომხსენებელს ასევე სჯერა, რომ ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის წევრები ხელს შეუწყობენ და თვალყურს ადევნებენ რიგი გადაწყეტილებებით მოთხოვნილ კონკრეტულ ღონისძიებათა მიაღებას (დეტალებისათვის. იხ. დანართი III, ნაწილი III)."
ბ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
45.რუსეთში 2008 წლის 19-დან 29 მაისამდე ვიზიტის შედეგად წარმოებულ პირველად დასკვნებში მოსამარლეთა და ადვოკატთა დამოუკიდებლობის შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებეულმა ბ-ნმა ლეანდრო დეპუიმ გააჟღერა "სერიოზული წუხილი იმ ფაქტის გამო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებათა მნიშვნელოვანი რაოდენობა, მათ შორის სახელმწიფო მოხელეთა წინააღმდეგ, არ იყო აღსრულებული". მან დაამატა, რომ "რუსეთში სასამართლოს გადაწყვეტილებთა აღსრულების პრობლემა ხელს უწყობს მოსახლეობის თვალში სასამართლოს არასათანადო იმიჯის დამკვიდრებას."
სამართალი
I. კონვენციის მე-6 მუხლისა და I ოქმის 1 მუხლის სავარაუდო დარღვევა
46.მომჩივანი ჩიოდა, რომ ხელისუფლების მიერ, მის სასარგებლოდ გამოტანილი სავალდებულო და აღსრულებადი გადაწყვეტილებისადმი განგრძობადი დაუმორჩილებლობა არღვევდა მის სასამართლო განხილვის უფლებას კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, ისევე როგორც მის მიერ საკუთრების შეუფერხებლად სარგებლობის უფლებას, დაცულს I ოქმის I მუხლით, რომელიც, შესაბამის ნაწილში აღნიშნავს შემდეგს:
მუხლი 6 § 1
"ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით ... სასამართლოს მიერ."
I ოქმის 1 მუხლი
"ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში..."
ა. მხარეთა არგუმენტები
1. მთავრობა
47.მთავრობა თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ მომჩივანს არ ჰქონდა ამოწურული სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებანი. თუმცა, შემდეგ, მომჩივნის საპასუხოდ არგუმენტების წარმოდგენისას, მთავრობამ აღარ შეინარჩუნა მტკიცების მოცემული ხაზი გასაჩივრების შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურველობის შესახებ.
48.მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ მომჩივანი აღარ უნდა განხილულიყო სავარაუდო დარღვევების მსხვერპლად: აღსრულების დაგვიანებით გამოწვეული ზიანი უკვე კომპენსირებული გახლდათ დამატებითი ინდექსაციით მიკუთვნებული თანხით, დადგენილი სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე. მთავრობამ გაამყარა საკუთარი არგუმენტები სასამართლოს რიგი გადაწყვეტილებების მოხმობით (კერძოდ კი Nemakina v. Russia (dec.), no.14217/04, 10 ივლისი 2007, და Derkach v. Russia (dec.), no. 3352/05, 3 მაისი 2007).
49.მთავრობა ასევე დავობდა, რომ საჩივრები აშკარად დაუსაბუთებელი გახლდათ: მათი აზრით კომპეტენტური ორგანოების მიერ საჭირო დოკუმენტების მიღებიდან სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხების ეფექტიან ანაზღაურებამდე გასული დრო მერყეობდა ცამეტი დღიდან ცხრა თვემდე და შესაბამისად გონივრული გახლდათ სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით. მთავრობამ ბრალი დასდო მომჩივანს 2003 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების შედეგად გამოცემული სააღსრულებო ფურცლის მრავალჯერადი გამოხმობის გამო, რომელიც გაიგზავნა სხვადასხვა ორგანოებში. 2003 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება აღსრულდა 2006 წლის 9 მარტს მისი შესწორებიდან ექვს თვეში. ხოლო 2006 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება კი ორ ეტაპად იქნა აღსრულებული: 2006 წლის 2 ნოემბერს მისი ძირითადი ნაწილი და 2007 წლის 17 აგვისტოს დარჩენილი ნაწილი, ანუ მხოლოდ ცხრა თვის შემდეგ ნაწილობრივი აღსრულების შემდეგ.
50.მთავრობა საბოლოოდ შეეხო სააღსრულებო პროცედურის სირთულეს იმის გათვალისწინები, რომ საქმეში ფიგურირებდა რამდენიმე გადაწყვეტილება. მათ ასევე აღნიშნეს ობიექტური გარემოებანი, მაგალითად ფედერალური რამდენიმე საფეხურიანი სისტემა და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც გამოიწვია აღსრულების გაჭიანურება, მიზეზები რომლებზეც მთავრობა არ გახლდათ პასუხისმგებელი.
2. მომჩივანი
51.მომჩივანმა აღნიშნა, რომ მან არასათანადოდ რეგულარული გადახდების ან მის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულების გაჭიანურების შესახებ მიმართა მრავალ სახელმწიფო დაწესებულებას, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს, ფედერალურ ხაზინას, პროკურატურას და აღმასრულებლებს. მისი აზრით, სახელმწიფო ორგანოებს ამ მხრივ უნდა გამოეჩინათ თანმიმდევრობა, მაგრამ მათ არ განუხორციელებიათ შესაბამისი ქმედებანი. იგი მიიჩნევდა, რომ 2007 წლის 22 მაისისა და 2007 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებების გასაოცრად მოკლე ვადებში აღსრულება სავარაუდოდ გამოწვეული გახლდათ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოეხდინა მისი საჩივრის კომუნიცირება მთავრობისადმი.
52.რაც შეეხება დანარჩენ სამ გადაწყვეტილებას, მომჩივანი არ დაეთანხმა მთავრობის გამოთვლებს გაჭიანურებასთან დაკავშირებით. იგი დავობდა, რომ 2003 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულება გაჭიანურდა მთლიანობაში 31 თვით, რაც გამოწვეული იყო სხვადასხვა ორგანოების მიერ: 2003 წლის 4 დემებრის სააღსრულებო ფურცელი შახტის შრომისა და სოციალური განვითარების დირექორატში იდო 21 თვის განმავლობაში მასზე ყოველგვარი რეაგირების გარეშე, მანამდე სანამ მან მიმართა სასამართლოს არითმეტიკული შეცდომის გამოსწორების მოთხოვნით. 2006 წლის 24 მარტის გაადწყვეტილება 2007 წლის აგვისტომდე ნაწილობრივ აღუსრულებელი გახლათ. მომჩივანმა დაასკვნა, რომ იგი ჯერ ისევ სარგებლობდა მსხვერპლის სტატუსით კონვენციის მე-6 მუხლისა და I ოქმის 1 მუხლის მიხედვით.
ბ. სასამართლოს შეფასება
1. მისაღებობა
53.მთავრობა აღნიშნავს, რომ მთავრობამ აშკარად უარყო საკუთარი არგუმენტი მომჩივნის მიერ სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურავობის შესახებ, ამიტომ იგი არ განიხილავს მოცემულ საკითხს.
54.რაც შეეხება მომჩივნის მსხვერპლის სტატუსს, სასამართლო მოიხმობს კონვენციის 34-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც "საჩივრით სასამართლოს შეიძლება მიმართოს ნებიმიერმა ფიზიკურმა პირმა, ... რომელსაც მიაჩნია, რომ წარმოადგენს ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევის მსხვერპლს".
55.კონვენციის ნებისმიერი სავარაუდო დარღვევის გამოსწორება პირველ რიგში ეროვნული ხელისუფლების ფუნქციას განეკუთვნება. ამ მხრივ შეკითხვა - თუ რამდენად წარმოადგეს სავარაუდო დარღვევის მსხვერპლს მომჩივანი - რელევანტურია კონვენციის ფარგლებში სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (იხ. Burdov, ციტირებული ზემოთ, §30).
56.სასამართლო იმეორებს, რომ მომჩივნის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ან გატარებული ღონისძიება, მაგალითად გადაწყვეტილების აღსრულება მნიშვნელოვანი დაგვიანებით, არ არის საკმარისი რათა მას ჩამოერთვას "მსხვერპლის" სტატუსი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეროვნულმა ორგანოებმა აღიარეს, აშკარად ან არსობრივად, და შემდეგ გამოასწორეს კონვენციის დარღვევა (იხ.Petrushko v. Russia, no. 36494/02, §§ 14-16, 24 თებერვალი 2005, შემდეგი მითითებებით). ამ სახით განსაზღვრული ვითარების გამოსწორება უნდა იყოს შესაბამისი და სათანადო, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც მხარეს უნარჩუნდება უფლება მიიჩნიოს თავი დარღვევის მსხვერპლად (იხ.Scordino v. Italy (no. 1) [GC], no. 36813/97, § 181, ECHR 2006‑..., და Cocchiarella v. Italy [GC], no. 64886/01, § 72, ECHR 2006‑...).
57.მთავრობა დავობდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივანს მიაკუთვნა კომპენსაცია მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების დაგვიანების გამო, თავდაპირველად მიკუთვნებული თანხის ინდექსაციით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად. მომჩივანს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია მოცემული ფაქტი, მაგრამ დავობდა, რომ იგი მაინც ინარჩუნებდა მსხვერპლის სტატუსს. სასამართლომ შესაბამისად, უნდა განიხილოს თუ რამდენად წარმოადგენს მიკუთვნებული თანხის ინდექსაცია კონვენციის დარღვევის აღიარებას და არის თუ არა შესაბამისი და სათანადო გამოსწორების ზომა მოცემულ ვითარებაში.
58.სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ მოხმობილი გადაწყვეტილებანი ცალსახად არ აღიარებდნენ კონვენციის დარღვევას. მათ კომპენსაცია მიაკუთვნეს იმ ობიექტური ფაქტის გამო, რომ გარკვეული დრო იყო გასული თანხების გადახდის ვალდებულების დადგომიდან მათ რეალურ გადახდამდე. შეკითხვა შესაბამისად მდგომარეობს იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად აღიარებდნენ მოცემული გადაწყვეტილები სავარაუდო დარღვევებს არსობრივად. თუმცა, სასამართლო მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას, იმის გათვალისწინებით თუ რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული ვითრების გამოსწორების ადექვატურობასა და სათანადოობასთან მიმართებაში.
59.ამ მხრივ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი უშვებს მიკუთვნებული თანხების გაზრდის საშუალებას მხოლოდ ოფიციალურ ფასთან ინდექსის შესაბამისად, ანუ ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაბამისად. ამგვარად მიკუთვნებული კომპენსაცია, შესაბამისად ფარავდა მხოლოდ ინფლაციასთან დაკავშირებულ დანაკარგს და არა რაიმე სხვა სახის ზიანს, როგორც მატერიალურს, ისე არამატერიალურს. მთავრობას საპირისპირო არგუმენტი არ წარმოუდგენია. სასამართლოს უკვე განხილული აქვს რუსეთთან დაკავშირებული სხვა საქმეები და დაასკვნა, რომ კომპენსაცია მხოლოდ ინფლაციური დანაკარგებისათვის, რაც არ უნდა ხელმისაწვდომი და ეფექტიანი ყოფილიყო კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში, არ წარმოადგენს კონვენციით მოთხოვნილ ადექვატურ და სათანადო გამოსწორების ზომას (იხ.Moroko v. Russia, no. 20937/07, § 27, 12 ივნისი 2008). რაც შეეხება მთავრობის მიერ მოხმობილ გადაწყვეტილებებს (იხ. პარაგრფი 48, ზემოთ), სასამართლო ადასტურებს, რომ ისინი მიღებული გახლდათ სპეციფიურ გარემოებებში არსებულ საქმეებში (იხ.Moroko,ციტირებული ზემოთ, § 26) და არ უნდა იქნას განხილული ზოგადი პრინციპის დასამკვიდებელ ზომად, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა სასამართლოს მოქმედ დასკვნასთან.
60.სასამართლო შესაბამისად ასკვნის, რომ მომჩივანს არ მიეცა ადექვატური და სათანადო გამოსწორების საშუალებანი სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით და შეუძლია მოითხოვოს მსხვერპლის სტატუსით სარგებლობა კონვენციის 34-ე მუხლის მიხედვით. მთავრობის პრეტენზიები, შესაბამისად არ დაკმაყოფილდა.
61.რაც შეეხება მხარეების მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ისინი წარმოშობენ სერიოზულ საკითხებს, რომლებიც საჭიროებენ საქმის არსებით მხარესთან ერთად განხილვას. სასამართლო, შესაბამისად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 მუხლის მიხედვით ან მიუღებელი რაიმე სხვა საფუძველზე. შესაბამისად, საჩივარი მისაღებად გამოცხადდა.
2. არსებითი მხარე
62.მხარეთა მიერ სადავო არ ყოფილა, რომ წინამდებარე საქმესთან დაკავშირებული ხუთი გადაწყვეტილება სრულად იქნა აღსრულებული, თუმცა გარკვეული გაჭიანურებით. სასამართლოს მიერ გადასაწყვეტ ერთადერთ საკითხს წარმოადგენს თუ რამდენად არღვევს მოცემული დაგვიანებანი კონვენციას.
63.მხარეები ამ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ ხუთიდან სამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით: მთავრობა მიიჩნევდა, რომ გაჭიანურებას ადგილი ჰქონდა ათ თვემდე ვადით და შესაბამისობაში გახლდათ კონვენციასთან; მომჩივანი მიიჩნევდა, რომ გაჭიანურებანი მრავალგზის უფრო ხანგრძლივი იყო და, შესაბამისად, არღვევდა კონვენციას.
64.მოცემული განსხვავებული პოზიციების გათვალისწინებით, სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს მის პრაქტიკაში დამკვიდრებული იმ ძირითადი პრინციპების მოხმობასა და განმარტებას, რომლებიც მნიშვნელოვანია მოცემული საკითხების კონვენციის შესაბამისად განსამარტებლად.
(ა) ზოგადი პრინციპები
65.მე-6 მუხლით დაცული სასამართლოს უფლება, ილუზორული იქნებოდა ხელშემკვრელი სახელმწიფოების ეროვნულ სამართლებრივ სისტემებს რომ დაეშვათ საბოლოო, სავალდებულო გადაწყვეტილების უმოქმედოდ დატოვება ერთი მხარის საზიანოდ. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამისად, განხილულ უნდა იქნას "სასამართლოს" შემადგენელ ნაწილად მე-6 მუხლის მიზნებისათვის (იხ.Hornsby v. Greece, 19 March 1997, § 40, Reports of Judgments and Decisions 1997 II).
66.სავალდებულო გადაწყვეტილების აღსრულების არაგონივრულად ხანგრძლივი გაჭიანურება შესაძლებელია, შესაბამისად, წარმოადგენდეს კონვენციის დარღვევას (იხ.Burdov v. Russia, no. 59498/00, ECHR 2002 III). გაჭიანურების გონივრულობა უნდა განისაზღვროს სააღსრულებო სამართალწარმოების სირთულის, მომჩივნისა და შესაბამისი ორგანოების ქცევისა და სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხის რაოდენობისა და ბუნების გათვალისწინებით (იხ.Raylyan v. Russia, no. 22000/03, § 31, 15 თებერვალი 2007).
67.მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ითვალისწინებს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ აღსრულების სამართალწარმოების ვადებს, მათი დაუცველობა ავტომატურად არ ნიშნავს კონვენციის დარღვევას. გარკვეული გაჭიანურება შესაძლებელია გამართლებული იყოს გარკვეული გარემოებებით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აზიანებდეს მე-6 მუხლის 1 ნაწილით დაცული უფლების არსს (იხ. Burdov, ციტირებული ზემოთ, § 35). შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, მაგალითად, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახლახანს განხილულ საქმეში, მთლიანობაში ცხრა თვიანი დაგვიანება აღსრულებულიყო ეროვნული გადაწყვეტილება არ იყო პრიმა ფაციე არაგონივრული კონვენციის მიხედვით (იხ. MOROKO ციტირებული ზემოთ, § 43). ამგვარი დაშვება თუმცა არ აუფასურებს შეფასების საჭიროებას ზემოთხსენებული (იხ. პარაგრაფი 66, ზეოთ) და სხვა შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით (იხ. Moroko ციტირებული ზემოთ, §§ 44-45).
68.პირს, რომელმაც მოიგო გადაწყვეტილება სახელმწიფოს წინააღმდეგ, არ მოეთხოვება ცალკე სააღსრულებო საქმეთაწარმოების დაწყება (იხ.Metaxas v. Greece, no. 8415/02, § 19, 27 მაისი 2004). ამგვარ საქმეებში მოპასუხე სახელმწიფოს ხელისუფლება უნდა იქნეს ჯეროვნად გაფრთხილებული გადაწყვეტილების შესახებ და შესაბამისად უნდა შეძლოს განახორციელოს ყველა საჭირო ინიციატივა რათა დაემორჩილოს მას ან გადასცეს იგი სხვა, მის აღსრულებაზე პასუხისმგებელ კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, სადაც აღსრულების პროცედურის სირთულისა და შესაძლო ურთიერთგადაფარვის გამო, მომჩივანს შესაძლებელია ჰქონდეს გონივრული ეჭვები მასზეც თუ რომელიც ორგანო არის პასუხისმგებელი მოცემული გადაწყვეტილების აღსრულებაზე (იხ.Akashev v. Russia, no. 30616/05, § 21, 12 ივნისი 2008).
69.წარმატებულ მომჩივანს შესაძლებელია მოეთხოვოს გარკვეული პროცედურული ზომების მიღება რათა აინაზღაუროს გადაწყვეტილებით დადგენილი დავალიანება, იქნება ეს სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულებისას თუ სავალდებულო აღსრულებისას (იხ.Shvedov v. Russia, no. 69306/01, § 29–37, 20 ოქტომბერი 2005). შესაბამისად, არაგონივრულად არ მიიჩნევა ხელისუფლების მოთხოვნა მომჩივნისადმი წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტები, მაგალითად საბანკო დეტალები, რათა დაადასტურდეს ან დაჩქარდეს გადაწყვეტილების აღსრულება (იხ.mutatis mutandis, Kosmidis and Kosmidou v. Greece, no. 32141/04, § 24, 8 ნოემბერი 2007). კრედიტორის თანამშრომლობის მოთხოვნა, თუმცა არ უნდა გასცდეს უკიდურესაც აუცილებელს, და ნებისმიერ შემთხვევაში არ ათავისუფლებს ხელისუფლებას კონვენციით ნაკისრი ვალებულებისაგან მიიღონ დროული ზომები საკუთარი შუამდგომლობით, მათთვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსასრულებლად (იხ.Akashev,ციტირებული ზემოთ, § 22). სასამართლო შესაბამისად მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს წინაღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების შესრულების ტვირთი ეკისრება პირველ რიგში სახელმწიფო ორგანოებს იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც გადაწყვეტილება სავალდებულო გახდება და აღსრულებას დაემორჩილება.
70.ეროვნული სააღსრულებო წარმოების კომპლექსურობა, ისევე როგორც სახელმწიფოს საბიუჯეტო სისტემა, ვერ განიხილება სახელმწიფოს მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულების - გონივრულ ვადაში სავალებულო და აღსრულებადი სასამართლო გადაწყვეტილებაზე პირთა უფლება - შესრულების ვალდებულების უგულვებელსაყოფ მიზეზად. სახელმწიფო ორგანოებს არც ხარჯებისა და სხვა რესურსების ნაკლებობის მოხმობა შეუძლიათ (მაგალითად ბინით უზრუნველყოფა) გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალიანების შეუსრულებლობის გასამართლებლად (იხ. Burdov, ციტირებული ზემოთ, §35, და Kukalo v. Russia, no. 63995/00, § 49, 3 ნოემბერი 2005). ხელშემკვრელი სახელმწიფოს ვალდებულება გახლავთ საკუთარი სამართლებრივი სისტემის იმგვარად ორგანიზება, რომ შესაბამის ორგანოებს შეეძლოთ საკუთარი ვალდებულებების ამ მხრივ შესრულება (იხ.mutatis mutandis Comingersoll S.A. v. Portugal [GC], no. 35382/97, § 24, ECHR 2000‑IV, და Frydlender v. France [GC], no. 30979/96, § 45, ECHR 2000 VII).
(ბ) მოცემული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
...
(ვ) დასკვნა
86. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ შახტის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 17 აპრილის, 2003 წლის 4 დეკემბრის და 2006 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებების აღსრულებით ხელისუფლებამ დაარღვია მომჩივნის უფლება სასამართლოზე. შესაბამისად, მოცემული წარმოადგენს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას.
87. იმის გათვალისწინებით, რომ სავალდებულო და აღსრულებადმა გადაწყვეტილებებმა შექმნეს მომჩივნის უფლება მიეღო ანაზღაურება, რომელიც I ოქმის 1 მუხლის მიხედვით უნდა ჩაითვალოს "საკუთრებად" (იხ.mutatis mutandis Comingersoll S.A. v. Portugal [GC], no. 35382/97, § 24, ECHR 2000‑IV, და Frydlender v. France [GC], no. 30979/96, § 45, ECHR 2000 VII), ხელისუფლების განგრძობადი დაუმორჩილებლობა მოცემული გადაწყვეტილებებისადმი ამასთანავე არღვევს მომჩივნის უფლებას საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობაზე (იხ. Burdov, ციტირებული ზემოთ, § 41). შესაბამისად, ადგილი ჰქონდა I ოქმის 1 მუხლის დარღვევასაც.
II. სამართლებრივი დაცვის ქმედითი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების არსებობა კონვენციის მე-13 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად
89. მომჩივანის სასამართლოს წინაშე არ წამოუყენებია სამართლებრივი დაცვის ქმედითი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ნაკლებობის შესახებ საკითხი მის სასარგებლოდ გამოტანილი ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილებების ხანგრძლივად აღუსრულებლობასთან დაკავშირებულ საჩივარში. სასამართლო აღნიშნავს, თუმცა, რომ სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების სავარაუდო არაეფექტიანობის შესახებ სასამართლოში წარმოდგენილი იყო სულ უფრო მეტი საჩივარი, რომელიც ეხებოდა ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობას ან გაჭიანურებას. შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვიტა საკუთარი შუამდგომლობით განიხილოს მოცემული საკითხი კონვენციის მე-13 მუხლით და თხოვა მხარეებს წარმოედგინათ მოსაზრებანი. მე-13 მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
"ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა."
ა. მხარეთა არგუმენტები
90. მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული არგუმენტი სამართლებრივი დაცვის შისახელმწიფოებრივი საშუალებების და მათი ქმედითობის შესახებ. მის ადრეულ მოსაზრებებში, მან ახსენა, რომ შეატყობინა საკუთარი წუხილის შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს, ფედერალურ ხაზინას, პროკურატურას და აღმასრულებლებს, მაგრამ უშედეგოდ.
91. მთავრობა დავობდა, რომ არსებობდა რამდენიმე ქმედითი სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალება აღუსრულებლობის შემთხვევაში, რომელთათვისაც არ მიუმართავს მომჩივნის წინამდებარე საქმეში. პირველი, კონსტიტუცია წარმოადგენს სამართლებრივი დაცვის გარანტიას ყველა პირისათვის და აწესებს უფლებას სასამართლოში გასაჩივრდეს სახელმწიფო ორგანოების მოქმედება ან უმოქმედობა. 1993 წლის 27 აპრილის კანონი 4866-1 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე თავი უშვებს ამგვარი მოქმედებასა თუ უმოქმედობის გაკიცხვას სასამართლოების მიერ, შესაბამისად, იძლევა საშუალებას მოთხოვნილ იქნას ზიანის ანაზღაურება და აღძრულ იქნას სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მიხედვით იმ პირთა წინააღმეგ, რომელიც პასუხისმგებელია აღსრულების გაჭიანურებაზე. მაგალითისათვის წარმოდგენილი გახლდათ სასამართლო პრაქტიკა: ჩუვაშიის რესპუბლიკის ლენინის ოლქის ჩებოკსარის სასამართლოს 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, სადაც დადგენილ იქნა, რომ უმოქმედობა ხაზინის რაიონული განყოფილების მხრიდან უკანონო იყო და დაადგინა სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხის გადახდა ერთ სამუშაო დღეში.
92. მეორე, მთავრობამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლი ადგენდა პირობებს რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი გახლდათ როგორც მატერიალური ისე არამატერიალური ზიანის მოთხოვნა აღსრულების გაჭიანურებისათვის და რომ მოცემული სამართლებრივი დაცვის საშუალება პრაქტიკაში ეფექტიანად იყო გამოყენებული. წარმოდგენილი და ციტირებული გახლდათ ოთხი მაგალითი სასამართლო პრაქტიკიდან, როდესაც გაიცა კომპენსაცია არამატერიალური ზიანისათვის (2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეში Khakimovy ნოვო-სავინოვსკის ყაზანის საოლქო სასამართლოს მიერ, თათარსტანის რესპუბლიკა; სასამართლოსათვის უცნობ დროს მიღებული გადაწყვეტილება საქმეში Akuginova and others ელისტის საქალაქო სასამართლოს მიერ, კალმიკიის რესპუბლიკა; 2004 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეში Butko, ასტრახანის კიროვსკის საოლქო სასამართლოს მიერ; 2008 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება საქმეში შჰუბინ ბელორეტსკის საქალაქო სასამართლოს მიერ, ბაშკორტოსტანის რესპუბლიკა).
93. მესამე, მთავრობამ მიმოიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი და სამოქალაქო კოდექსის 395 მუხლი როგორც მატერიალური ზიანისათვის კომპენსაციის საფუძველი. 208-ე მუხლი იძლევა სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხის ინდექსირების საშუალებას და მისი გამოყენება არ არის დამოკიდებული დაგვიანებისათვის ბრალის დადგენაზე; მოცემული მუხლის წარმატებული გამოყენების რამდენიმე მაგალითი იქნა წარმოდგენილი. 395-ე მუხლი კი იძლევა საურავის მოთხოვნისა და შემდგომი კომპენაციის უფლებას დამატებითი მატერიალური ზიანისათვის, რომელიც გამომდინარეობს გაჭიანურებული აღსრულებიდან; ამ მხრივ წარმოდგენილი იქნა უზენაესი სასამართლოს ორი გადაწყვეტილება, რომელიც იყენებდა მოცემული დებულებას აღსრულებასთან დაუკავშირებელ ორ საქმეზე 2002 და 2006 წლებში.
94. დაბოლოს, სასამართლომ აღნიშნა, რომ უზენაეს სასამართლოს მომზადებული ჰქონდა საკონსტიტუციო კანონის პროექტი, რომელიც აწესებდა სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივ საშუალებას სასამართლო წარმოების გადაჭარბებული ხანგრძლივობისა და გადაწყვეტილებათა აღსრულების გაჭიანურების წინააღმდეგ. მოცემული კანონპროექტი მალე იქნებოდა განხილული მთავრობის მიერ.
95. მთავრობამ დაასკვნა, რომ რუსეთის კანონმდებლობა მთლიანობაში აწესებდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებს რომელიც უნდა განილულიყო ერთიანობაში; საშუალებანი საკმაოდ ნათლად იყო ჩამოყალიბებული და ხდებოდა მათი პრაქტიკაში გამოყენება, მე-13 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
ბ. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
96. სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-13 მუხლი პირდაპირ აყალიბებს სახელმწიფოთა ვალდებულებას, ასახულს კონვენციის 1 მუხლში, დაიცვან ადამიანის უფლებები უპირველეს ყოვლისა მათ საკუთარ სამართლებრივ სისტემში. იგი შესაბამისად ითხოვს სახელმწიფოებისაგან სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალების არსებობას, რათა მის ფარგლებში განხილულ იქნას კონვენციის ფარგლებში არსებული "სადავო საჩივარი" და მოძიებულ იქნას შესაბამისი გამოსავალი (იხ.Kudła v. Poland [GC], no. 30210/96, § 152, ECHR 2000 XI).
97. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მე-13 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების მასშტაბი განსხვავდება და დამოკიდებულია მომჩივნის სასარჩელო მოთხოვნის ბუნებაზე; "სამართლებრივი დაცვის" "ქმედითობა" მე-13 მუხლის ფარგლებში არ არის დამოკიდებული მომჩივნისათვის აუცილებლად სასარგებლო შედეგზე. მე-13 მუხლით მოთხოვნილი სამართლებრივი დაცვის საშუალება ამასთანავე უნდა იყოს "ქმედითი" პრაქტიკაშიც ისევე, როგორც ფურცელზე სავარაუდო დარღვევის პრევენციისას ან განგრობადობისას ან უნდა აწესებდეს ადექვატურ გამოსავალს იმ დარღვევისათვის, რომელსაც უკვე ჰქონდა ადგილი. თუკი ერთი კონკრეტული სამართლებრივი დაცვის საშუალება თავისთავად არ აკმაყოფილებს მე-13 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შესაძლებელია ეროვნული კანონმდებლობით დაწესებულმა სხვა საშუალებებმა, ერთობლიობაში, დააკმაყოფილოს არსებული მოთხოვნები (იხ.Kudła, ციტირებული ზემოთ, §§ 157-158, და Wasserman v. Russia (no. 2), no 21071/05, § 45, 10 აპრილი 2008).
98. უშუალოდ სასამართლო წარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ საქმეებს, ყველაზე ქმედით საშუალებას წარმოადგენს ის გზა , რომელიც დააჩქარებს სამართალწარმოებას რათა თავიდან იქნას აცილებული მისი კიდევ უფრო მეტი გაჭიანურება (იხ.Scordino v. Italy (no. 1) [GC], no. 36813/97, § 183, ECHR 36813/97, § 183, ECHR 2006 ...). რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებულ საქმეებს, ნებისმიერი ეროვნული საშუალება, რომელიც მოახდენს დარღვევის პრევენციას დროული აღსრულების გზით, პრინციპში, მნიშვნელოვანია. თუმცა, როდესაც ხდება გადაწყვეტილების გამოტანა ინდივიდის სასარგებლოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს უკანასკნელი იძულებული უნდა იყოს გამოიყენოს ამგვარი საშუალებანი (იხ.mutatis mutandis, Metaxas, ციტირებული ზემოთ, § 19): ტვირთი დაემორჩილოს მსგავს გადაწყვეტილებას აკისრია უპირატესად სახელმწიფო ორგანოებს, რომლებმაც უნდა გამოიყენონ ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში არსებული ყველა საშუალება რათა დააჩქარონ აღსრულება და ამგვარად თავიდან აიცილონ კონვენციის დარღვევა (იხ.mutatis mutandis, Akashev, ციტირებული ზემოთ, §21-22).
99. სახელმწიფოებს აქვთ უფლება სამართლებრივ დაცვად აირჩიონ მხოლოდ კომპენსაცია, რომლის გარეშეც სამართლებრივი დაცვის საშუალება ითვლება არაქმედითად. მაშინ როდესაც ამგვარი საკომპენსაციო საშუალება ხელმისაწვდომია ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში, სასამართლო თავისუფალი შეფასების ფართო ზღვარს უტოვებს სახელმწიფოს რათა მისცეს საშუალება იმგვარად განსაზღვროს დაცვის საშუალება, რომ შესაბამისობაში მოდიოდეს მისსავე სამართლებრივ სისტემასა და ტრადიციებთან და ეხმიანებოდეს მოცემულ ქვეყანაში არსებულ ცხოვრების სტანდარტს. სასამართლოს, თუმცა, მაინც ევალება შეამოწმოს თუ როგორ ხდება ეროვნული კანონის ინტერპრეტირება და თუ რამდენად იწვევს შეაბამისი საშუალებების გამოყენება კონვენციის პრინციპებთან შესაბამის შედეგებს, ისე როგორც ეს განმარტებულია სასამართლო პრაქტიკაში (იხ.Scordino, ციტირებული ზემოთ, § 187-191). სასამართლომ დაადგინა მთავარი კრიტერიუმები რათა დაადგინოს თუ რამდენად ქმედითია საკომპენსაციო სამართლებრივი დაცვის საშუალება სასამართლო წარმოების ხანგრძლივობის შემთხვევაში. მოცემული კრიტერიუმები ვრცელდება აღუსრულებლობის შემთხვევებზეც (იხ.Wasserman, ციტირებული ზემოთ, §§ 49 და 51) და მოიცავს შემდეგს:
- საჩივარი კომპენსაციაზე განხილული უნდა იყოს გონივრულ ვადაში (იხ.Scordino, ციტირებული ზემოთ, § 195 in fine);
- კომპენსაცია გადახდილი უნდა იქნას დროულად, ზოგადად არაუგვიანეს ექვსი თვის ვადისა იმ დღიდან, როდესაც გადაწყვეტილება კომპენსაციის მიკუთვნებაზე გახდება აღსრულებადი (ibid., § 198);
- პროცედურული წესები, რომელიც ვრცელდება კომპენსაციის მოთხოვნით წარდგენილ სარჩელზე უნდა შეესაბამებოდეს კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანობის პრინციპს (ibid., § 200);
- სასამართლო ხარჯების მარეგულირებელი წესები მომეტებულ ტვირთს არ უნდა აკისრებდეს მომჩივნებს, როდესაც მათი საჩივარი გამართლებულია (ibid., § 201);
- კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს არაგონივრული სასამართლოს მიერ, მსგავს საქმეებში მიკუთვნებულ ოდენობასთან შედარებით (ibid., §§ 202-206 და 213);
100. ეს უკანასკნელი მატერიალურ ზიანთან დაკავშირებული კრიტერიუმი, სასამართლოს მიხედვით უკეთესად განისაზღვრება ეროვნული სასამართლოების მიერ, რადგან მათ უკეთ შეუძლიათ მათი მიკუთვნებისა და რაოდენობის დადგენა. ვითარება, თუმცა, განსხვავდება არამატერიალურ ზიანთან მიმართებაში. არსებობს ძლიერი, თუმცა გაბათილებადი პრეზუმფცია, რომ უკიდურესად ხანგრძლივი სამართალწარმოება იწვევს არამატერიალურ ზიანს (იხ.Scordino, ციტირებული ზემოთ, §§ 203-204, და Wasserman, ციტირებული ზემოთ, §50). სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული პრეზუმფცია განსაკუთრებით ძლიერდება სახელმწიფოს მიერ, მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების გადაჭარბებით გაჭიანურებისას, იწვევს რა სასოწარკვეთას, რომელიც გამომდინარეობს სახელმწიფოს მიერ მისი ვალდებულების - გადაიხადოს დავალიანება - უგულვებელყოფით და იმ ფაქტით, რომ მომჩივანმა უკვე განვლო სასამართლო განხილვის ეტაპი და მიაღწია წარმატებას.
2. მოცემული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
(ა) სამართლებრივი დაცვის პრევენციული საშუალებანი
101. სასამართლო აღნიშნავს,- მან უკვე რამდენიმე საქმეში დაადგინა, რომ რუსეთის სამართლებრივ სისტემაში არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის პრევენციული საშუალებანი, რომელიც დააჩქარებდა სახელმწიფო ორგანოს წინააღმდეგ გადაწყვეტილების აღსრულებას (იხ.Lositskiy v. Russia, no. 24395/02, §§ 29-31, 14 დეკემბერი 2006, და Isakov v. Russia, no. 20745/04, § 21-22, 19 ივნისი 2008). მან დაადგინა, რომ აღმასრულებლებს არ გააჩნდათ უფლებამოსილება ეიძულებინათ სახელმწიფო გადაეხადა დავალიანება.
102. აღმასრულებლის უუნარობა რაიმე სახის გავლენა მოეხდინა მომჩივნის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომ არაფერი ვთქვათ ანაზღაურებაზე, ასევე წარმოდგენილი გახლდათ მოცემულ საქმეშიც. 2004 წლის აპრილსა და ივნისში სააღსრულებო სამართალწარმოება დაწყებულ იქნა სასამართლო აღმასრულებლების მიერ 2003 წლის 14 აპრილისა და 4 დეკემბრის გადაწყეტილებებზე. 2004 წლის ივლისში აღსრულება შეწყდა ყოველგვარი შედეგის გარეშე. იუსტიციის სამინისტროს როსტოვის რაიონულმა განყოფილებამ შეატყობინა მომჩივანის 2004 წლის 12 ივლისით დათარიღებული წერილით, რომ აღმასრულებლებს არ გააჩნდათ უფლებამოსილება დაეყადაღებინათ თანხა მოვალე ორგანოს მთავარი საბანკო ანგარიშიდან (лицевой счет), მაშინ როდესაც ანგარიშსწორების ანგარიშზე (расчетный счет, რომელზეც ხელი მიუწვდებოდათ აღამსრულებლებს, თანხა არ იდო.
103. მთავრობამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე თავით განსაზღვრული სხვა სამართლებრივი დაცვის საშუალებით იყო შესაძლებელი პრევენციული მოქმედების განხორციელება. თუმცა, სასამართლომ უკვე განიხილა მისი ქმედითობა და დაასკვნა, რომ სასამართლო საჩივარი მოვალე ორგანოს უმოქმედობის შესახებ აისახებოდა მხოლოდ დელკარაციულ გადაწყვეტილებაში, რომელიც გაიმეორებდა იმას, რაც უკვე ნათელი გახლათ თავდაპირველი გადაწყვეტილებით, კერძოდ კი იმას, რომ სახელმწიფო არ იხდიდა დავალიანებას (იხ. Moroko ციტირებული ზემოთ, § 25). მსგავსად სასამართლოს უფლებამოსილებისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 258 მუხლით განსაზღვროს სამართლებრივი დაცვის საშუალება, არც ახალი გადაწყვეტილება დაეხმარებოდა მომჩივანის მიახლოვებოდა სასურველ შედეგს - სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხის რეალურ გადახდას (იხ.Jasiūnienė v. Lithuania (dec.), no. 41510/98, 24 ოქტომბერი 2000, და Plotnikovy v. Russia, no. 43883/02, § 16, 24 თებერვალი 2005). აღსანიშნავია, რომ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი დებულების გამოყენების ერთადერთი მაგალითში (იხ. პარაგრაფი 91, ზემოთ), მთავრობას არ დაუკონკრეტებია თუ რამდენად ქმედითად დაემორჩილა მოპასუხე ორგანო ეროვნული სასამართლოს მოთხოვნას გადაეხადა სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხა ერთ სამუშაო დღეში. სასამართლო, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სამართლებრივი დაცვის მოცემული საშუალება არ იძლევა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობით დარღვევის ქმედითი პრევენციის საშუალებას.
104. რაც შეეხება მთავრობის მიერ მოხმობილ სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლს და მის მიერ დაწესებულ სანქციათა ფართო სპექტრს, სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ამგვარი იძულებითი ზომა შესაძლოა შეიქნეს იმ პირთა დამოკიდებულების შეცვლის წინაპირობად, რომლებიც გაუმართლებლად აჭიანურებენ გადაწყვეტილებების აღსრულებას. თუმცა, სასამართლოს არ გააჩნია დასტური მოცემული დებულებების პრაქტიკაში ქმედითად გამოყენების შესახებ. პირუკუ, მომჩივნის მიერ კომპეტენტური ორგანოებისათვის, მათ შორის პროკურატურისათვის დაჟინებული საჩივრების წარდგენის მიუხედავად, მოცემული დებულება არ გამოყენებულა (...). ამგვარ პირობებში, სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მოცემული დებულება ქმედითია ან თეორიაში ან პრაქტიკაში, კონვენციის მე-13 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
(ბ) სამართლებრივი დაცვის საკომპენსაციო საშუალებანი
(i) მატერიალური ზიანი
105. სასამართლომ რამდენიმე შემთხვევაში განიხილა მთავრობის მიერ მოხმობილი რიგი სამართლებრივი დაცვის საკომპენსაციო საშუალებების ქმედითობა.
106. აღსრულების გაჭიანურებისას მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მთავრობა შეეხო სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლს. პირველთან დაკავშირებით სასამართლოს წარედგინა მცირე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სამართლებრივი დაცვის მოცემული საშუალების ქმედითობას. მთავრობის მიერ ციტირებული ორი გადაწყვეტილება ვერ ამტკიცებს, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ფართოდგავრცელებული და შესაბამისობაში მყოფი სასამართლო პრაქტიკა. მეტიც, ხსენებული ორი საქმიდან ერთში, პირველი ინსტანციის სასამართლომ 395-ე მუხლზე დაყრდნობით სამჯერ არ დააკმაყოფილა საჩივარი კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ აღნიშნა რა, რომ კრედიტორს არ დაუმტკიცებია, რომ მოვალე დაწესებულებამ გამოიყენა გადაუხდელი თანხა საკუთარი ინტერესებისათვის და შესაბამისად, პასუხისმგებელი იყო მოცემული დებულების მიხედვით. ამ მხრივ სასამართლო იხსენებს მის დასკვნას, რომლის მიხედვითაც სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომლის გამოყენებაც დამოკიდებულია მოვალის ბრალეულობის დადასტურებაზე არაპრაქტიკულია სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის შემთხვევებში (იხ. Moroko ციტირებული ზემოთ, § 29, და პარაგრაფები 111-113 ქვემოთ).
107. ვითარება განსხვავებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლით დადგენილ სამართლებრივი დაცვის საშუალებასთან დაკავშირებით, რომელიც იძლევა ფინანსური ანაზღაურების მიკუთვნების ინდექსირების საშუალებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდებს, მსგავსად მომჩივნისა, ხშირად ეძლეოდათ ფინანსური ანაზღაურება ინფლაციით გამოწვეული ზარალის გამო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთავრობის მიერ ხაზგასმულ ფაქტს, გამყარებულს კონკრეტული მაგალითებით, რომლის მიხედვითაც მოცემული კომპენსაცია გამოიანგარიშებოდა და მიეკუთვნებოდა პირდაპირი პროცედურით, მომჩივნის მხრიდან ხელისუფლების ბრალისა თუ უკანონო ქმედების დადასტურების გარეშე. სასამართლო შემდგომ აღნიშნავს, რომ მოცემული კომპენსაცია გამოიანგარიშება სამომხმარებლო ფასების ობიექტური ოფიციალური ინდექსით, რომელიც რეალურად ასახავს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას (შეადარე Akkuş v. Turkey 9 ივლისი 1997, §§ 30-31, Reports 1997 IV, და Aka v. Turkey, 23 სექტემბერი 1998, §§ 48-51, Reports 1998 VI). სამართლებრივი დაცვის მოცემული საშუალება, შესაბამისად იძლევა ინფლაციით გამოწვეული ზარალის ადექვატური კომპენსირების საშალებას. ის ფაქტი, რომ მომჩივანს მიეკუთვნა მსგავსი კომპენსაცია რამდენიმე შემთხვევაში ასევე ადასტურებს, რომ დებულება გამოიყენება სასამართლოების მიერ აღსრულებასთან კავშირის არ მქონე საქმეებში.
108. მეორეს მხრივ, ამგვარი კომპენსაციის გადახდა გაჭიანურდა მოცემულ საქმეში, რის შედეგადაც ზიანი მიადგა პრაქტიკაში სამართლებრივი დაცვის საშუალების ეფექტიანობას. სასამართლო იზიარებს, რომ ხელისუფლებას სჭირდება დრო რათა განახორციელოს გადახდა. თუმცა, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მოცემული პერიოდი ზოგადად არ უნდა აჭარბებდეს ექვს თვეს იმ დღიდან, როდესაც გადაწყვეტილება თანხის მიკუთვნების შესახებ აღსრულებადი გახდა (იხ. Scordino, ციტირებული ზემოთ, § 198). მის ხელთ არსებული ყველა მასალის გათვალისწინებით, სასამართლო არ თვლის თავს დარწმუნებულად, რომ მოცემული მოთხოვნა სისტემატურად კმაყოფილდება ეროვნული სასამართლოების მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მიკუთვნებულ კომპენსაციებთან დაკავშირებით. რომც დავუშვათ, რომ ამგვარი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დროულად სრულდება, მხოლოდ აღნიშნული სამართლებრივი დაცვის საშუალება არ წარმოადგენს საკმარის ზომას, რადგანაც იგი ახდენს მხოლოდ იმ ზიანის კომპენსირებას, რომელიც გამომდინარეობს ფულადი გაუფასურებისაგან (იხ. პარაგრაფი 59, ზემოთ).
(ii) არამატერიალური ზიანი
109. სასამართლომ შემდეგ უნდა განიხილოს თუ რამდენად წარმოადგენს მთავრობის მიერ მოხმობილი სამოქალაქო კოდექსის 59-ე თავი სამართლებრივი დაკმაყოფილების ქმედით საშუალებას სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შედეგად მიყენებული არამატერიალური ზიანისათვის კომპენსაციისას. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის 35 §1 და მე-13 მუხლების კონტექსტში მან უკვე რამდენჯერმე განიხილა მოცემული სამართლებრივი დაცვის საშუალების ქმედითობის საკითხი.
110. სასამართლომ დაადგინა, რომ მართალია ამგვარი კომპენსაციის შესაძლებლობა არ იყო სრულად გამორიცხული, მოცემული დაცის საშუალება არ თავაზობდა მხარეს წარმატების გონივრულ შანსებს, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ დამოკიდებული გახლდათ ხელისუფლების ბრალეულობის დადასტურებაზე (იხ. Moroko ციტირებული ზემოთ, §§ 28-29). მთავრობას არ გაუსაჩივრებია, რომ მოცემულ საქმეში 59-ე თავის საფუძველზე გასაცემი კომპენსაცია დამოკიდებული გახლდათ აღნიშნულ პირობაზე, განსხვავებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლში არსებული ინდექსაციის შემთხვევისა (იხ. პარაგრაფი 107, ზემოთ).
111. ამ მხრივ სასამართლო ეხება ერთობ ძლიერ, მაგრამ გაბათილებად პრეზუმფციას იმის შესახებ, რომ სავალდებულო და აღსრულებადი გადაწყვეტილების აღსრულების მომეტებული გაჭიანურება გამოიწვევს არამატერიალურ ზიანს (იხ. პარაგრაფი 100, ზემოთ). აღუსრულებლობის საქმეებში არამატერიალური ზიანისათვის კომპენსაციის დამოკიდებულება მოპასუხე ორგანოს ბრალეულობაზე რთული განსახილველია მოცემულ პრეზუმფციასთან ერთად. მართლაც, სასამართლოს მიერ დადგენილი აღსრულების გაჭიანურება არ არის აუცილებელად გამოწვეული მოპასუხე ორგანოს ბრალით და შესაძლებელია გამოწვეული გახლდეთ ფედერალურ ან/და ადგილობრივ დონეზე არსებული ნაკლოვანი სისტემის მიერ, ან დამოკიდებული გახლდეთ საბიუჯეტო და ფინანსური პროცედურების მომეტებულ სირთულესა და ფორმალურობაზე, რაც მნიშვნელოვნად აჭიანურებს თანხების გადარიცხვას პასუხისმგებელი ორგანოსათვის და მათ შემდგომ გადახდას საბოლოო ბენეფიციარისათვის.
112. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი ჩამოთვლის ვითარებების შეზღუდულ რაოდენობას, როდესაც ხდება კომპენსაციის მიღება არამატერიალური ზიანისათვის მიუხედავად მოპასუხის ბრალეულობისა (კერძოდ, მუხლები 1080 § 1 და 1100). მოცემულ ჩამონათვალში არ არის ნახსენები არც სამართალწარმოების გაჭიანურება და არც იურიდიულ გადაწყვეტილებთა აღსრულების დაყოვნება. კოდექსი აღნიშნავს, დამატებით, რომ მართლმსაჯულების ადმინისტრირებისას გამოწვეული ზიანი კომპენსირდება, თუკი საბოლოო სასამართლო მსჯავრდებისას დადასტურდება მოსამართლის ბრალეულობა (მუხლი 1070 § 2).
113. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა 2001 წელს, რომ კომპენსაციაზე კონსტიტუციური უფლება სახელმწიფოს მიერ პროცედურული აქტების დარღვევისათვის, მათ შორის გაჭიანურებული სამართლაწარმოებისათვის, არ უნდა იყოს მიბმული მოსამართლის ინდივიდუალურ ბრალეულობაზე. შეეხო რა, inter alia, კონვენციის მე-6 მუხლს, საკნსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პარლამენტმა უნდა განსაზღვროს ამგვარი კომპენსაციის პირობები და პროცედურა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ჯერ-ჯერობით არანაირი კანონმდებლობა არ მიღებულა.
114. მიუხედავად ამისა, მთავრობა დავობდა, რომ 59-ე მუხლი წარმატებულად გამოიყენებოდა პრაქტიკაში, მოიყვანა რა ოთხი კონკრეტული მაგალითი ეროვნული სასამართლო პრაქტიკიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ იგივე მაგალითები იქნა მოხმობილი მთავრობის მიერ მსგავს საქმეებში და ადასტურებს მის ხედვას მასზედ, რომ მოცემული საქმეები გამონაკლისს უფრო წარმოადგენენ და განხილულ უნდა იქნან ერთეულ შემთხვევებად, რომელთა საშუალებითაც არ დგინდება დადასტურებული და შესაბამისობაში მყოფი სასამართლო პრაქტიკის არსებობა. შესაბამისად, ისინი ვერ გამოდგებიან საფუძვლად რათა სასამართლომ შეცვალოს მისი დასკვნა, რომლის მიხედვითაც სამართლებრივი დაცვის მოცემული საშუალებანი არ არის ქმედითი არც თეორიაში და არც პრაქტიკაში.
115. მეტიც, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამგვარ გამონაკლის შემთხვევებშიც კი, როდესაც ადგილი ჰქონდა 59-ე თავის გამოყენებას, მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობა არამატერიალური ზიანისათვის არაგონივრულად დაბალი იყო სასამართლოს მიერ მსგავს, აღუსრულებლობის საქმეებში მიკუთვნებული თანხისა. მაგალითად, მთავრობის მიერ მოხმობილ Butko საქმეში მომჩივანს არამატერიალური ზიანისათვის მიაკუთვნეს 2,000 რუბლი (55 ევრო) (2004 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება). იგივე თანხა გაიცა არამატერიალური ზიანისათვის ვ. მუხლინოვაზეც, მთავრობის მიერ მოხმობილ საქმეში Akuginova and others (2006 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ორ სხვა საქმეში მან უკვე დაადგინა, რომ არამატერიალური ზიანისათვის მომჩივნებისათვის მიკუთვნებული თანხა, გაცემული გადაწყვეტილებების დაგვიანებული აღსრულების გამო, აშკარად არაგონივრული გახლდათ სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით (იხ.Wasserman, ციტირებული ზემოთ, § 56, და Gayvoronskiy v. Russia, N. 13519/02, § 39, 25 მარტი 2008). ამასთანავე, მოცემულ საქმეში კომპენსაცია გაიცა უკიდურესად გაჭიანურებული სამართალწარმოების შედეგად და გადახდილ იქნა ასევე მნიშვნელოვანი დაგვიანებით.
116. ზემოთხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 59-ე თავით გათვალისწინებული სამართლებრივი დაკმაყოფილების საშუალებანი ვერ ჩაითვლება ქმედითად ვერც თეორილად და ვერც პრაქტიკაში, როგორც ამას ითხოვს კონვენციის მე-13 მუხლი.
(გ) დასკვნა
117. სასამართლო ასკვნის, რომ არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის არც პრევენციული და არც საკომპენსაციო საშუალებანი, რომელიც იძლევა ადექვატური და სათანადო გამოსწორების საშუალებას კონვენციის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს ან მისი ორგანოების წინააღმდეგ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების გაჭიანურებული აღუსრულებლობისას. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას.
III. კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა
118. კონვენციის მე-14 მუხლზე დაყრდნობით, მომჩივანი ჩიოდა დისკრიმინაციის ხელისუფლების მიერ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ 1998 წლის კანონის ჩერნობილის კატასტროფის ლიკვიდატორების მიმართ იგივე პირობებით გამოუყენებლობის გამო, როგორც ეს ხდებოდა სხვა პროფესიული ჯგუფების შემთხვევაში. კერძოდ კი მან აღნიშნა, რომ მას არ მიუღია მოცემული კანონის მიერ დადგენილი საურავი. მთავრობა დავობდა, რომ მოცემული შეკითხვა ეხებოდა ეროვნული კანონმდებლობის გამოყენებას და ხვდებოდა მხოლოდ ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაში.
119. სასამართლო აღნიშნავს, რომ შახტის საქალაქო საამართლოს 2003 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით მომჩივანს დაუკმაყოფილდა ზემოთხსენებული კანონის საფუძველზე წარმოდგენილი მოთხოვნა (იხ. პარაგრაფი 14, ზემოთ). ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივნის საჩივარი სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ უნდა პირველ რიგში წარდგენილიყო ეროვნული სასამართლოების წინაშე კონვენციის 35 § 1 მუხლის მიხედვით. მომჩივანს არ დაუდასტურებია, რომ მან ამ კუთხით ამოწურა სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებანი და არც საკუთარი პრეტენზიები ჩამოუყალიბებია სასამართლოს წინაშე. სასამართლო შესაბამისად ვერ ხედავს მე-14 მუხლის დარღვევას და არ განიხილავს მოცემულ საჩივარს.
...
V. კონვენციის 46-ე მუხლის გამოყენება
122. სასამართლო აღნიშნავს თავიდანვე, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა ან გაჭიანურებული აღსრულება წარმოადგენს განმეორებად პრობლემას რუსეთში, რომლის შედეგადაც გამოწვეულ იქნა კონვენციის მრავალი დარღვევა. სასამართლომ ამგვარი დარღვევა დაადინა 200-ზე მეტ გადაყვეტილებაში 2002 წელს Burdov საქმეში მიღებული პირველი გადაწყვეტილების შემდეგ. სასამართლო შესაბამისად დროულად და საჭიროდ მიიჩნევს განიხილოს ეს მეორე საქმე, წარმოდგენილი იგივე მომჩივნის მიერ კონვენციის 46-ე მუხლის ფარგლებში, რომელიც აღნიშნავს შემდეგს:
"მუხლი 46
გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა და აღსრულება
1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეებზე, რომლებშიც ისინი მხარეს წარმოადგენენ.
2. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას."
ა. მხარეთა არგუმენტები
123. მომჩივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლების განმეორებითი მარცხი აღესრულებინათ მათ წინააღმდეგ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგენდა სისტემურ პრობლემას, რაც დასტურდებოდა კიდეც მის საქმეში არსებული ამგვარი გადაწყვეტილებების აღუსრულებლობით.
124. მთავრობა აცხადებდა, რომ ამგვარი პრობლემა არ არსებობდა არც გადაწყვეტილებების აღსრულების და არ სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივ საშუალებებთან მიმართებაში. ისინი დავობდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების სპეციალური პროცედურის არსებობა (2005 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება). არსებობდა სხვა სპეციალური დებულებები, რომლებიც არეგულირებდა ჩერნობილის მსხვერპლთათვის ანაზღაურების გაცემას. 2007 წელს მნიშნველოვანი ოდენობის დამატებითი საბიუჯეტო თანხები გაიცა ეროვნული გადაწყვეტილებების საფუძველზე დაგროვილი დავალიანების გასასტუმრებლად და მოცემულ ფონებში არსებული რეალური საჭიროებანი აისახა 2007 წლის ბიუჯეტში. მთავრობამ დაასკვნა, რომ არსებობდა მსგავსი გადაწყვეტილებების აღსრულების ნათელი მექანიზმი, განსაკუთრებით ჩერნობილის მსხვერპლთან მიმართებაში. მოცემულ მექანიზმთა კომპლექსურობა გამოწვეული გახლდათ საბიუჯეტო სისტემის მრავალდონიანი სტრუქტურითა და კოორდინაციის საჭიროებით ფედერალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მთავრობამ დამატებით წარმოადგინა ფედერალური სამინისტროებისა და აღმასრულებლების მიერ მოწოდებული გარკვეული სტატისტიკური ინფორმაცია გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით.
ბ. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
125. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის 46-ე მუხლი, განმარტებული 1 კუთხის ჭრილში, მოპასუხე სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით, განახორციელონ შესაბამისი ზოგადი და/ან ინდივიდუალური ზომები რათა დაცული იქნას სასამართლოს მიერ დარღვეულად მიჩნეული მომჩივნის უფლება. აღნიშნული ზომები ასევე უნდა იქნას გამოყენებული მომჩივნის ვითარებაში მყოფი სხვა პირებისადმი, განსაკუთრებით კი იმ პროლემების მოგვარებაზე აქცენტით, რომელმაც სასამართლო მიიყვანა მოცემულ დასკვნებამდე (იხ.Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39221/98 და 41963/98, § 249, ECHR 2000 VIII; Christine Goodwin v. the United Kingdom [GC], no. 28957/95, § 120, ECHR 2002 VI; Lukenda v. Slovenia, no. 23032/02, § 94, ECHR 2005‑X; და S. and Marper v. the United Kingdom [GC], nos. 30562/04 და 30566/04, § 134, ECHR 2008 ...). მოცემული ვალდებულება მუდმივად იყო ხაზგასმული მინისტრთა კომიტეტის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზედამხედველობისას (იხ. სხვა მრავალს შორის შუალედური რეზოლუციები DH(97)336 საქმეებში, რომელიც ეხებოდა სამართალწარმოების ხანგრძლივობას იტალიაში; DH(99)434 უშიშროების ძალების მოქმედებებს თურქეთში; ღესDH(2001)65 საქმეში Scozzari and Giunta v. Italy; ResDH(2006)1 საქმეებში Ryabykh და Volkova).
126. მისი გადაწყვეტილებების ეფექტიანად იმპლემენტაციის ხელშესაწყობად, სასამართლომ შესაძლებელია მიიღოს საპილოტო გადაწყეტილებების პროცედურა, რომელიც მას საშუალებას მისცემს ნათლად აღნიშნოს გადაწყვეტილებაში ადგილი აქვს თუ არა სტრუქტურულ პრობლემებს, რომელიც საფუძვლად უდევს დარღვევებს და მიუთითოს კონკრეტული ზომები ან ქმედებები, რომელიც მათ გამოსასწორებლად უნდა განხორციელდეს მოპასუხე სახელმწიფოს მიერ (იხ.Broniowski v. Poland [GC], 31443/96, §§ 189-194 და სარეზოლუციო ნაწილი, ECHR 2004-V, და Hutten-Czapska v. Poland [GC] no. 35014/97, ECHR 2006-... §§ 231-239 და სარეზოლუციო ნაწილი). მოცემული სასამართლო მიდგომა გამოიყენება კონვენციის ორგანოების შესაბამისი ფუნქციების პატივისცემის გათვალისწინებით: მინისტრთა კომიტეტის ვალდებულებაა შეამოწმოს კონვენციის 46 § 2 მუხლით მიღებული ინდივიდუალური და ზოგადი ზომების იმპლემენტაცია (იხ.mutatis mutandis, Broniowski v. Poland (მორიგება) [GC], no. 31443/96, § 42, ECHR 2005‑IX, და Hutten-Czapska v. Poland (მორიგება) [GC], no. 35014/97, § 42, 28 აპრილი 2008).
127. საპილოტო გადაწყვეტილების პროცედურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ მოპასუხე სახელმწიფოს ბიძგება გადაწყვიტოს ეროვნულ დონეზე არსებული, იგივე სტრუქტურული პრობლემიდან გამომდინარე დიდი რაოდენობით ინდივიდუალური საქმეები და შედეგად გამოიყენოს სუბსიდიურობის პრინციპი, რომელიც თან გასდევს კონვენციის სისტემას. მართლაც, სასამართლოს ვალდებულება, განსაზღვრული მე-19 მუხლით, გახლავთ "მაღალი ხელშემკვრელი მხარეების მიერ კონვენციითა და მისი ოქმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა", რომელიც არ მიიღწევა ერთიდაიგივე დარღვევის დიდი რაოდენობით საქმეებში განმეორებით დადგენით (იხ.mutatis mutandis, E.G. v. Poland (dec.), N.50425/99, § 27, 23 სექტემბერი 2008). საპილოტო გადაწყვეტილების პროცედურის მიზანი გახლავთ ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში არსებული, კონვენციით დაცული უფლებების დაცვაზე ნეგატიური გავლენის მქონე დისფუნქციის ყველაზე სწრაფი და ეფექტური მოგვარება (იხ.Wolkenberg and Others v. Poland (dec.), no. 50003/99, § 34, ECHR 2007 ... (ამონარიდები)). მაშინ როდესაც მოპასუხე სახელმწიფოს ქმედებები უპირატესად უნდა იყოს მიმართული განხილულ დარღვევებთან დაკავშირებული დისფუნქციების მოსაგვარებლად და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი ქმედითი საშუალებების შემოღება ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ad hoc გამოსავლადაც, ისეთი როგორიც გახლავთ მომჩივანთან მორიგება ან კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი ცალმხრივი სამართლებრივი დაკმაყოფილების შეთავაზება. სასამართლომ შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება ყველა მსგავსი საქმის განხილვის გადადებაზე, რაც მოპასუხე სახელმწიფოს მისცემს საშუალებას მოაგვაროს იგი სხვადასხვა გზებით (იხ.mutatis mutandis, Broniowski, ციტირებული ზემოთ, § 198, და Xenides-Arestis v. Turkey, no. 46347/99, § 50, 22 დეკემბერი 2005).
128. თუმცა, თუკი მოპასუხე სახელმწიფო ვერ მიიღებს აღნიშნულ ზომებს საპილოტო გადაწყვეტილების შემდეგ და განაგრძობს კონვენციის დარღვევას, სასამართლოს არ დარჩება არჩევანი თუ არა განაგრძოს მის წინაშე წარდგენილი ყველა მსგავსი საჩივრის განხილვა და მიიღოს გადაწყვეტილებანი, რითიც უზრუნველყოფს კონვენციის ეფექტინ დაცვას (იხ.mutatis mutandis, E.G., ციტირებული ზემოთ, § 28).
2. მოცემული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
(ა) საპილოტო გადაწყვეტილების პროცედურის გამოყენეა
129. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმე გარკვეული ასპექტებით განსხვავდება რიგი წინარე "საპილოტო საქმეებისაგან" მაგალითად Broniowski და Hutten-Czapska. ფაქტიურად, მომჩივნის მსგავს ვითარებაში მყოფი პირები არ მიეკუთვნებიან "მოქალაქეთა განსაზღვრულ კლასს" (შეადარე Broniowski,, ციტირებული ზემოთ, § 189 და Hutten-Cyapska, ციტირებული ზემოთ, § 229). ამასთანავე, ზემოთხსენებული ორი გადაწყვეტილებით პირველად მოხდა ახალი სტრუქტურული პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც წარმოადგენდნენ მსგავსი შემთხვევების გამომწვევ მიზეზს, მაშინ როდესაც მოცემულ საქმემდე მიღებულ იქნა 200 გადაწყვეტილება, რომელიც ცალსახად უსვამდნენ ხაზს რუსეთში გადაწყვეტილების აღუსრულებლობის პრობლემას.
130. მიუხედავად მოცემული განსხვავებებისა, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოცემულ საქმეში საპილოტო გადაწყვეტილების პროცედურის გამოყენებას, განსაკუთრებით პრობლემების საფუძველში არსებული განმეორებადი და მუდმივი ბუნების გამო, ისევე როგორც რუსეთში მათ შედეგად მრავალ პირზე ნეგატიური გავლენისა და ეროვნულ დონეზე სწრაფი და შესაბამისი გამოსწორების მექანიზმის შეთავაზების დაუყოვნებელი საჭიროების გამო.
(ბ) კონვენციასთა შეუსაბამო პრაქტიკის არსებობა
131. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ გადაწყვეტილებაში დადგენილი დარღვევები არც ერთი ცალკეული ინციდენტის შედეგად იყო გამოწვეული და არც მოვლენათა გარკვეულ განვითარებას მიეკუთვნება, არამედ წარმოადგენდა მარეგულირებლის ნაკლს და/ან ხელისუფლების ადმინისტრაციულ მოქმედებას სახელმწიფო ორგანოებისადმი ფინანსური ანაზღაურების გადახდის დამკისრებელი სავალდებულო და აღსრულებადი გადაწყვეტილების შესრულებისას (შეადარე, Broniowski, ციტირებული ზემოთ, § 189, და Hutten-Czapska, ციტირებული ზემოთ, § 229).
132. მართალია მთავრობამ უარყო ამგვარი ვითარების არსებობა წარმოდგენილ დამატებით არგუმენტებში, ჩანს, რომ მათი პოზიცია მოცემულ საქმეში ეწინააღმდეგება იმ ფაქტის თითქმის უდავო აღიარებას, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე, რომ სფეროში ადგილი აქვს სტრუქტურულ პრობლემებს (იხ. პარაგრაფები 25 და 38-45, ზემოთ). მოცემული პრობლემა აღიარებულ იქნა რუსეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ (იხ. განსაკუთრებით CM/Inf/DH(2006)45, ციტირებული ზემოთ) და მათ შესახებ მუდმივად აკეთებს მითითებას მინისტრთა კომიტეტი. კომიტეტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ რუსეთის სამართლებრივ სისტემაში არსებული განხილული სტრუქტურული პრობლემები, მათი ბუნებისა და მასშტაბის გათვალისწინებით, გავლენას ახდენდა ეფექტიანობაზე და იწვევდა კონვენციის უკიდურესად დიდი რაოდენობით დარღვევას (იხ. პარაგრაფი 39, ზემოთ).
133. სხვადასხვა ორგანოებისა და დაწესებულებების მიერ გამოთქმული წუხილი და დასკვნები შეესაბამება სასამართლოს დაახლოებით 200 გადაწყვეტილებას, რომელიც ხაზს უსვამს სტრუქტურული პრობლემის საფუძველში არსებულ არაერთ ასპექტს, რომელიც ვრელდება არა მხოლოდ ჩერნობილის მსხვერპლებზე, როგორც მოცემულ საქმეში, არამედ რუსეთის მოსახლეობის სხვა ფართო მათ შორის საკმაოდ მოწყვლად ჯგუფებზეც. სახელმწიფო ხშირად მნიშნველოვნად აჭიანურებს იმ სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებას, რომლებიც აწესებენ სოციალური დახმრებების გადახდს, მაგ. პენსიებისა თუ ბავშვზე დახმარების, სამხედრო სამსახურის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებასა თუ კომპენსაციას არამართებული დევნისათვის. სასამართლო ვერ უგულვებელყოფს იმ ფაქტს, რომ დაახლოებით 700 საქმე, რომელიც ეხება მსგავს ფაქტებს, ამჯერად წარდგენილია სასამართლოს წინაშე რუსეთის წინააღმდეგ და რამდენიმე საქმეში, მსგავსად მოცემულისა, სასამართლო განმეორებით ადგენს კონვენციის დარღვევას იგივე მომჩივანთან მიმართებაში (იხ.Wasserman (no 2), ციტირებული ზემოთ, და Kukalo v. Russia (no. 2), no. 11319/04, 24 ივლისი 2008). ამასთანავე, აღუსრულებლობაა თუ გაჭიანურებული აღსრულების შედეგად დაზარალებულ პირებს არ გააჩნიათ სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება, არც პრევენციული და არც საკომპენსაციო, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა ეროვნულ დონეზე მიეღოთ ადექვატური და სათანადო გამოსწორების საშუალება (იხ. პარაგრაფები 101-117, ზემოთ).
134. სასამართლოს დასკვნები, მის ხელთ არსებულ სხვა მასალასთან ერთად, ნათლად მიუთითებს, რომ ამგვარი დარღვევები ასახავს მუდმივი სტრუქტურული დისფუნქციის არსებობას. სასამართლო შეშფოთებით აღნიშნავს, რომ მოცემულ გადაწყვეტილებაში დადგენილ დარღვევებს ადგილი ჰქონდა 2002 წლის 7 მაისს მიღებული პირველი გადაწყვეტილებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მიუხედავად რუსეთის ვალდებულებისა 46-ე მუხლის ფარგლებში მიეღო, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით, აუცილებელი სამართლებრივი დაცვისა და პრევენციული ზომები, როგორც ინდივიდუალურ ისე ზოგად დონეზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილება გაგრძელდა 2007 წლის აგვისტომდე, მათ შორის იმ მიზეზითაც, რომ ადგილი ჰქონდა კომპეტენტური ორგანოების მხრიდან საჭირო პროცედურების მიუღებლობას (...).
135. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ არსებული ვითარება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც კონვენციასთან შეუსაბამო (იხ.Bottazzi v. Italy [GC], no. 34884/97, § 22, ECHR 1999‑V).
(გ) ზოგადი ზომები
136. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში დადგენილი მე-6 მუხლისა და I ოქმის 1 მუხლის დარღვევები არის ფართო მასშტაბიანი და კომპლექსური ბუნების. მართლაც, ისინი არ გამომდინარეობენ ერთი კონკრეტული სამართლებრივი ან მარეგულირებელი დებულებიდან ან რაიმე დაურეგულირებელი საკითხით რუსეთის კანონმდებლობაში. ისინი, შესაბამისად, საჭიროებენ სრულმასშტაბიანი და კომპლექსური ზომების იმპლემენტაციას, შესაძლოა საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ხასიათისას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ორგანოებს როგორც ფედერალურ ისე ადგილობრივ დონეზე. მინისტრთა კომიტეტის მონიტორინგს დაქვემდებარებული, მოპასუხე სახელმწიფო თავისუფალია თავად აირჩიოს ის საშუალებანი, რომლითაც დაემორჩილება კონვენციის 46-ე მუხლით ნაკისრ სამართლებრივ ვალდებულებას იმ პირობით, რომ მოცემული ზომები შესაბამისობაში იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულ დასკვნებთან (იხ.Scozzari and Giunta, ციტირებული ზემოთ, § 249).
137. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამგვარი ზომების მიღება სრულფასოვნად იქნა განხილული მინისტრთა კომიტეტის მიერ რუსეთის კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად (იხ. ზემოთ, პარაგრაფ 39-40 ჩამოთვლილი გადაწყვეტილებანი და დოკუმენტები). კომიტეტის გადაწყვეტილებანი და დოკუმენტები ასახავს, რომ მართალია საჭირო ღონისძიებების იმპლემენტაცია ჯერ კიდევ შორსაა დასრულებისაგან, ამ კუთხით მაინც განიხილება ან იდგმება შედგომი ნაბიჯები (იხ. ძირითადი გზები, ასახული პარაგრაფში 40, ზემოთ). სასამართლო აღნიშნვს, რომ მოცემული პროცესი ეხება რამდენიმე კომპლექსურ სამართლებრივ და პრაქტიკულ საკითხს, რომლებიც, პრინციპში, სცდება სასამართლოს მართლმსაჯულებით ფუნქციას. იგი შესაბამისად თავს შეიკავებს კონკრეტული ზოგადი ზომების მითითებისაგან. მინისტრთა კომიტეტს გააჩნია უკეთესი პოზიცია და უნარი განახორციელოს რუსეთის მიერ ამ კუთხით მისაღები აუცილებელი რეფორმების მონიტორინგი. სასამართლო, შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტს უთმობს ასპარეზს უზრუნველყოს, რომ რუსეთის ფედერაციამ, კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, მიიღოს საჭირო ზომები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება მოცემულ გადაწყვეტილებაში მოცემულ სასამართლოს დასკვნებთან.
138. სასამართლო თუმცა აღნიშნავს, რომ ვითარება განსხვავებული მე-13 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, სამართლებრივი დაცვის ქმედითი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ნაკლებობასთან მიმართებაში. კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები 101-117 პარაგრაფებში ნათლად მოითხოვს სამართლებრივი დაცვის ქმედითი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების შექმნას ან იმ დაცვის საშუალებების კომბინირებას, რომელიც იძლევა ადექვატური და სათანადო გამოსწორების საშუალებას ხალხის იმ ფართო მასებისათვის, რომლებზეც ვრცელდება მოცემული დარღვევები. სასამართლოს დასკვნების გათვალისწინებით უკიდურესად საეჭვოა, რომ სამართლებრივი დაცვის ამგვარი ქმედითი საშუალება შესაძლებელია შეიქმნას რიგ საკითებზე ეროვნული კანონმდებლობის შეცვლის გარეშე.
139. ამ მხრივ, სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნებს, რომლის საშუალებითაც 2001 წლის იანვრის შემდეგ პარლამენტს წარედგინა თხოვნა inter alia განსაკუთრებით ხანგრძლივი სამართალწარმოების შედეგად მიყენებული ზიანისათვის კომპენსაციის გაცემის პროცედურის შექმნის თაობაზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დასკვნას კონვენციის მე-6 მუხლზე მითითებით, რომლის მიხედვითაც ამგვარი კომპენსაცია არ უნდა იყოს დამოკიდებული ბრალეულობის დადგენაზე (იხ. პარაგრაფები 32-33, ზემოთ). სასამართლო ამასთანავე მიესალმება საკანონმდებლო ინიციატივას, ახლახანს მიღებულს უზენაესი სასამართლოს მიერ ამ კუთხით და აღნიშნავს პარლამენტში 2008 წლის 30 სექტემბერს წარდგენილი პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მოცემული დარღვევისათვის სამართლებრივი დაცვის საშუალებების შემოღებას (იხ. პარაგრაფები 34-36, ზემოთ). სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის სტანდარტებზე მითითება ზიანისათვის კომპენსაციის განსასაზღვრად და გაჭიანურებული აღსრულების შემთხვევაში კომპენსაციის საშუალო რაოდენობა შესაძლებელია განისაზღვროს სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად (იხ. პარაგრაფები 35 და 36, ზემოთ).
140. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს ფუნქციას არ მიეკუთვნება მიმდინარე რეფორმის ზოგადი ადექვატურობის შეფასება და არც იმის მითითება თუ როგორ იქნებოდა უმჯობესი აუცილებელი სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების განსაზღვრა (იხ. Hutten-Czapska, ციტირებული ზემოთ, § 239). სახელმწიფოს შეუძლია ან არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალებების შესწორება ან ახალი დაცვის საშუალებების შემოღება, რათა უზრუნველყოს კონვენციით დაცული უფლებების დარღვევის შედეგად ჯეროვნად ქმედითი გამოსწორების საშუალებების შემოღება (იხ. Lukenda, ციტირებული ზემოთ, § 98; Xenides-Arestis, ციტირებული ზემოთ, § 40). ასევე სახელმწიფოს ფუნქციას განეკუთვნება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ იმის უზრუნველყოფა, რომ სამართლებრივი დაცვის ახალი საშუალება ან არსებულის კომბინირება პატივს ცემდეს კონვენციით დადგენილ და წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებულ მოთხოვნებს როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად (იხ. განსაკუთრებით §§ 96-100). აღნიშნულისას, სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ გაითვალისწინონ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec(2004)6 წევრი სახელმწიფოებისადმი სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების გამოსწორების შესახებ.
141. სასამართლო შესაბამისად ასკვნის, რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა შემოიღოს სამართლებრივი დაცვის საშუალებანი, რომელიც უზრუნველყოფს კონვენციის დარღვევების ჯეროვან და ქმედით გამოსწორებას სახელმწიფო ხელისუფლებლის ან მისი ორგანოეიბს მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების განგრძობადი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. სამართლებრივი დაცვის ამგვარი საშუალება უნდა შეესაბამებოდეს კონვენციის პრინციპებს, გაწერილს წინამდებარე გადაწყვეტილებში და ხელმისაწვდომი უნდა იყოს გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესვლიდან ექვსი თვის ვადაში (შეადარე Xenides-Arestis, ციტირებული ზემოთ, § 40 და სარეზოლუციო ნაწილის პუნქტი 5).
(დ) მსგავს საქმეებში მისანიჭებელი გამოსწორების საშუალებანი
142. სასამართლო აღნიშნავს, რომ საპილოტო გადაწყვეტილების პროცედურის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ რაც შეიძლება სწრაფი გამოსწორების საშუალებების მინიჭება ეროვნულ დონეზე მოსახლეობის იმ ფართო მასებისათვის, რომლებიც დაზარალდნენ საპილოტო გადაწყვეტილებაში აღნიშნული სტრუქტურული პრობლემებით (იხ. პარაგრაფი 127, ზემოთ). შესაბამისად, პილოტურ გადაწყვეტილებაში შესაძლებელია მითითებულ იქნას, რომ მსგავსი სტრუქტურული პრობლემიდან გამომდინარე ყველა საქმის განხილვა გადადებულ იქნას მანამდე, სანამ არ მოხდება შესაბამისი ზომების განხორციელება მოპასუხე სახელმწიფოს მიერ. სასამართლო მნიშნველოვნად მიიჩნევს მსგავსი მიდგომის მიღებას წინამდებარე გადაწყვეტილების შემდეგ, რათა განასხვავოს სასამართლოს წინაშე უკვე მიმდინარე საქმეები მომავალში წარდგენადი საქმეებისაგან.
(i) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წარმოდგენილი სარჩელები
143. სასამართლო გადადებს წინამდებარე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მიღებულ ყველა იმ ახალი საჩივრის განხილვას, რომელშიც მომჩივნები ჩივიან სახელმწიფო ორგანოებისადმი ფინანსური გადახდების დაკისრების შესახებ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილების მხოლოდ აღუსრულებლობაზე ან/და გაჭიანურებულ აღსრულებაზე. გადავადება გაგრძელდება ერთი წლის ვადით მოცემული გადაწყვეტილების საბოლოო ძალაში შესვლის თარიღიდან. მოცემული საქმეების მომჩივნები მიიღებენ შესაბამის შეტყობინებას.
(ii) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოტანამდე წარდგენილი სარჩელები
144. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას განსხვავებულად მიუდგეს იმ სარჩელებს, რომლებიც წარმოდგენილნი გახლდათ მოცემული გადაწყვეტილების გამოტანამდე. სასამართლოს აზრით უსამართლო იქნებოდა ამგვარი საქმეების მომჩივნებს, რომლებიც უკვე წლების განმავლობაში არიან სასამართლო განხილვის უფლების დარღვევის მსხვერპლნი და ითხოვენ დახმარებას სასამართლოს მხრიდან ვაიძულოთ ხელახლა წარადგინონ სარჩელები ეროვნული ორგანოების წინაშე, მიუხედავად იმისა განხორციელდება თუ არა იგი ახალი სამართლებრივი დაცვის ან სხვა საშუალებების საფუძველზე.
145. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ, მოცემული გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში უნდა მიაკუთვნოს ადექვატური და სათანადო გამოსწორების საშუალება ეროვული სასამართლოების მიერ დადგენილი სახელმწიფო ორგანოების დავალიანების გადაუხდელობის ან არაგონივრულად გაჭიანურებული გადახდის ყველა იმ მსხვერპლს, რომელმაც სასამართლოს წინაშე შეიტანა საჩივარი მოცემული გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა სარჩელებიც კომუნიცირებულ იქნა მთავრობისადმი სასამართლო რეგლამენტის 54 § 2 (ბ) მუხლის საფუძველზე. სასამართლო ზახს უსვამს, რომ გადაწყვეტილებათა აღსრულების გაჭიანურება გამოანგარიშებული და შეფასებული უნდა იქნას კონვენციით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, როგორც ეს განისაზღვრა წინამდებარე გადაწყეტილებაში (...). სასამართლოს აზრით, ამგვარი გამოსწორების საშუალება შეიძლება მიღწეულ იქნას ხელისუფლების მიერ სამართლებრივი დაცვის საშუალებების proprio motu იმპლემენტაციით ან მომჩივნებთან ad hoc მორიგებით ან კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ცალმხრივი შეთავაზებით (იხ. პარაგრაფი 127, ზემოთ).
146. რუსეთის ხელისუფლების მიერ სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების მიღებამდე, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გადადოს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებული სამართალწარმოება ყველა ამგვარ საქმეში ერთი წლის ვადით, რომელიც აითვლება გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან. გადაწყეტილება გავლენას არ ახდენს სასამართლოს უფლებამოსილებაზე ნებისმიერ მომენტში მიუღებლად მიიჩნიოს ამგვარი საქმე ან ამოიღოს იგი სიიდან მხარეებს შორის მორიგების ან კონვენციის 37-ე ან 39-ე მუხლებზე დაყრდნობით მოგვარების სხვა გზების შედეგად.
VI. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
147. კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით:
"თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია ან მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს მიაკუთვნებს სამართლიან დაკმაყოფილებას."
ა. ზიანი
148. მომჩივანი ითხოვდა მთლიანობაში 40,000 ევროს მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. იგი შეეხო იმ ტანჯვას, რომელიც მას მიადგა სახელმწიფოს მხრიდან განმეორებადი და მუდმივი უუნარობით დამორჩილებოდა ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებს მიუხედავად მისი პირველი წარმატებული საჩივრისა სასამართლოში. მატერიალური ზიანის მოთხოვნა მან გაამყარა სახელმწიფოს მხრიდან საურავის გადაუხდელობით, რომელიც განსაზღვრული გახლდათ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ 1998 წლის კანონით (იხ. პარაგრაფი 118, ზემოთ).
149. მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივანს არ განუცდია არანაირი მატერიალური ზიანი და რომ დარღვევის დადგენა თავისთავად უკვე ადექვატურ სამართლიან დაკმაყოფილებას წარმოადგენდა ნებისმიერი ზიანისათვის. მათ მიმოიხილეს რიგი აღუსრულებლობის საქმეები, სადაც სასამართლომ ან მოკრძალებული ოდენობის თანხა (Plotnikovy v. Russia, no. 43883/02, § 34, 24 თებერვალი 2005) მიაკუთვნა არამატერიალური ზიანისათვის ან გადაწყვიტა, რომ დარღვევის დადგენა საკმარისი გახლდათ (Poznakhirina v. Russia, no. 25964/02, 24 თებერვალი 2005; Shapovalova v. Russia, no. 2047/03, 5 ოქტომბერი 2006; Shestopalova and Others v. Russia, no 39866/02, 17 ნოემბერი 2005; და Bobrova v. Russia, no. 24654/03, 17 ნოემბერი 2005).
150. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მან უარყო მომჩივნის მოთხოვნა საურავის გადაუხდელობის შესახებ სავალდებულო სოციალური დაზღვევის 1998 წლის კანონის შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 119, ზემოთ); შესაბამისად, იგი ამასთანავე არ აკმაყოფილებს მომჩივნის მოთხოვნას მატერიალურ ზიანზე ამ მხრივ.
151. რაც შეეხება მორალურ ზიანს, სასამართლო იზიარებს, რომ მომჩივანმა განიცადა მორალური სტრესი და სასოწარკვეთა დადგენილ დარღვევასთან მიმართებაში. სასამართლო ამასთანავე მიიჩნევს, რომ საკითხი მზადაა გადასაწყვეტად და შეიძლება განხილულ იქნას წინამდებარე გადაწყვეტილებაში ზემოთხსენებული ზოგადი ზომების მიღებაზე დალოდების გარეშე (იხ. პარაგრაფი 141, ზემოთ).
152. სასამართლო ვერ დაეთანხმება მთავრობას მასზედ, რომ დარღვევის დადგენა თავისთავად წარმოადგენს ადექვატურ სამართლიან დაკმაყოფილებას. სასამართლო ამ მხრივ ხაზს უსვამს მის ძლიერ პრეზუმფციას, რომ ხელისუფლების მხრიდან სავალდებულო და აღსრულებადი გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა ან გაჭინურებული მორჩილება გამოიწვევს მორალურ ზიანს (იხ პარაგრაფები 100 და 111 ზემოთ). მისი გადაწყვეტილებების უმრავლესობიდან გამომდინარე იგი მიიჩნევს, რომ კონვენციის ამგვარი დარღვევები იწვევს იმედგაცრუებასა და სტრესს, რომელიც ვერ კომპენსირდება მხოლოდ დარღვევის დადგენით.
153. მოცემულის გათვალისწინებით, მთავრობის მიერ ხსენებული საქმეები გამონაკლისს განეკუთვნებიან. მართლაც, სასამართლოს პოზიცია მოცემულ საქმეებში შესაძლებელია აიხსნას ერთობ კონკრეტული გარემოებებით, მათ შორის ეროვნული სასამართლოების მიერ მიკუთვნებული მცირე თანხის ოდენობით (100 ევროზე ნაკლები უმეტეს საქმეებში) და მომჩივნების შემოსავალთან მიმართებაში მიკუთვნებული თანხების მცირე მნიშვნელობით (იხ.Poznakhirina ციტირებული ზემოთ, § 35).
154. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული თანხის ოდენობას იგი განსაზღვრავს ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიც გახლავთ მომჩივნის ასაკი, პირადი შემოსავალი, ეროვნული სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხა, აღსრულების სამართალწარმოების ხანგრძლივობა და სხვა შესაბამისი ასკექოტები (იხ.Plotnikovy, ციტირებული ზემოთ, § 34). ასევე გასათვალისწინებელია მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჯეროვნად ან/და დროულად აღუსრულებელი გადაწყვეტილების რაოდენობა. ყველა მოცემული ფაქტორი გარკვეულ გავლენას ახდენს სასამართლოს მიერ მორალური ზიანისათვის მიკუთვნებულ თანხაზე და შესაძლებელია, გამონაკლის შემთხვევაში, მიიყვანოს სასამართლო თანხის არ მიკუთვნების გადაწყვეტილებამდეც კი. ამავდროულად, სასამართლოს პრაქტიკით საკმაოდ ნათლად ჩანს, რომ ამგვარი ანაზღაურებანი როგორც წესი, პროპორციულია იმ დროისა, რომლის განმავლობაშიც რჩებოდა სავალდებულო და აღსრლებადი გადაწყვეტილება აღუსრულებელი.
155. მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იხსენებს, რომ 2002 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით მან იგივე მომჩივანს მიაკუთვნა 3,000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა ერთიდან სამ წლამდე გაჭიანურებული აღსრულების გამო, სასამართლოს იურისდიქიის ფარგლებში სამ ეროვნულ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში (იხ. Burdov, ციტირებული ზემოთ, §§ 36 და 47).
156. წინამდებარე საქმეში იგივე მომჩივანს მიადგა ზიანი სამი სხვა მსგავსი ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ანალოგიური გაჭიანურების გამო. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევები, პრინციპში, საჭიროებს ტოლფას ან თითქმის მსგავს სამართლებრივ დაკმაყოფილებას მსგავსად 2002 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებისა. სასამართლო ამასთანავე გაითვალისწინებს იმ სტრესსა და სასოწარკვეთას, რომელიც გამომდინარეობდა ეროვნული გადაწყვეტილებების აღუსრულებლობისაგან, რომელიც შეიძლება გაზრდილიყო კონვენციასთან შეუსაბამო პრაქტიკით, რადგანაც იგი სერიოზულად აზიანებს მოქალაქეთა ნდობას სასამართლო სისტემისადმი. მოცემული ფაქტორი, თუმცა გულდასით უნდ იქნეს დაბალანსებული მოპასუხე სახელმწიფოს დამოკიდებულებისა და ამგვარი პრაქტიკის დაძლევის მცდელობებით, რომელიც მიზნად ისახავს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას (იხ. პარაგრაფი 137, ზემოთ). სასამართლომ ასევე უნდა გაითვალისწინოს მოცემული საქმის დამატებითი სპეციფიკური გარემოებანი. მართლაც, გასაგებია მომჩივნის სტრესი და სასოწარკვეთა, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა ხელისუფლების მუდმივი უუნარობით გადაეხადათ ეროვნული გადაწყვეტილებებით დადგენილი დავალიანება მიუხედავად სასამართლოს მიერ მის საქმეში დადგენილი დარღვევებისა. შედეგად, მომჩივანს არ გააჩნდა არჩევანი, თუ არა მიემართა დროის მომცველი საერთაშორისო სამართალწარმოებისათვის სასამართლოს წინაშე. მოცემული მნიშვნელოვანი ელემენტის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში არსებული მორალური ზიანისათვის გონივრული იქნება გაზრდილი ორდენობის მიკუთვნება.
157. აღნიშნულის გათვალისწინებით და თანასწორ საწყისებზე შეფასების შედეგად, როგორც ეს მოითხოვება კიდეც კონვენციის 41-ე მუხლით, სასამართლო მომჩივანს მიაკუთვნებს 6,000 ევროს მორალური ზიანისათვის.
ბ. ხარჯები
158. მომჩივანს არ მოუთხოვნია კომპენსაცია ხარჯებისათვის. შესაბამისად ამ მხრივ სასამართლო მას თანხას არ მიაკუთვნებს.
გ. საურავი
159. სასამართლო თვლის, რომ საურავი უნდა განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო ერთხმად
1.აცხადებს, მისაღებად საჩივარს მომჩივნის სასარგებლოდ მიღებულ, სავალდებულო და აღსრულებად გადაწყვეტილებებზე ხელისუფლების მხრიდან გაჭიანურებული დაუმორჩილებლობის გამო და მიუღებლად მიიჩნევს დანარჩენ საჩივრებს;
2.ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლი და I ოქმის 1 მუხლი სახელმწიფოს მიერ სამი ეროვნული გადაწყვეტილების, რომელიც ხელისუფლებას აკისრებდა მომჩივნისადმი ფინანსური გადახდის ვალდებულებას, გაჭიანურებული აღუსრულებლობის გამო;
...
4. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას სამართლიანი დაკმაყოფილების ქმედითი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ნაკლებობის სახით მომჩივნის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის ან გაჭიანურებული აღსრულების გამო;
5. ადგენს, რომ ზემორე დარღვევები გამომდინარეობდა კონვენციასთან შეუსაბამო პრაქტიკისაგან, რომელიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს განმეორებადი უუნარობით დაემორჩილოს დავალიანების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელთან დაკავშირებითაც დაზარალებულ მხარეებს არ გააჩნიათ სამართლებრივი დაკმაყოფილების ქმედითი შიდასახელმწიფოებრივი საშუალება;
6. ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ, კონვენციის 44 § 2 მუხლის შესაბამისად, მოცემული გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ექვსი თვის ვადაში უნდა შექმნას სამართლებრივი დაკმაყოფილების ქმედითი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებანი ან ამგვარი დაცვის საშუალებების კომბინაცია, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული გადაწყვეტილებების აღუსრულებლობისა თუ გაჭიანურებული აღსრულებისათვის ადექვატურ და სათანადო ანაზღაურებას კონვენციის სასამართლო პრაქტიკაში დადგენილი კონვენციის პრინციპების შესაბამისად;
7. ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა მიაკუთვნოს ანაზღაურება გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში სახელმწიფო ორგანოების მიერ სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალის გადაუხდელობის ან არაჯეროვნად გაჭიანურებული გადახდის შედეგად დაზარალებულ ყველა პირს, რომლებმაც სასამართლოს წინაშე შეიტანეს განაცხადი წინამდებარე გადაწყვეტილების გამოტანამდე და რომელთა საჩივრები კომუნიცირებულ იქნა მთავრობისადმი სასამართლო რეგლამენტის 54 § 2 (ბ) მუხლის შესაბამისად;
8. ადგენს, რომ ზემოთმითითებული ზომების მიღებამდე სასამართლო გადადებს, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადით, სამართალწარმოებას ყველა საქმეზე, რომელიც ეხება მხოლოდ იმ ეროვნულ გადაწყვეტილებათა აღუსრულებლობას ან/და გაჭიანურებულ აღსრულებას, რომელიც სახელმწიფოს აკისრებს ფინანსური გადახდების ვალდებულებას, სასამართლოს უფლებამოსილებაზე ყოველგვარი გავლენის გარეშე, რომლის მიხედვითაც სასამართლო უფლებამოსილია მიუღებლად გამოაცხადოს ნებისმიერი ამგვარი საქმე ან ამოიღოს იგი სიიდან მხარეებს შორის მორიგების ან კონვენიის 37-ე ან 39-ე მუხლების საფუძველზე მიღწეული სხვა მოგვარების მიღწევის შემთხვევაში;
9. ადგენს:
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში მომჩივანს უნდა გადაუხადოს 6, 000 (ექვსი ათასი) ევრო მორალური ზიანისათვის, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ეკისრება მოცემულ თანხას, კონვერტირებული რუსულ რუბლებში გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად;
(ბ) ზემოხსენებული სამი თვის გასვლიდან ანაზღაურებამდე, თანხას დაეკისრება საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
10. უარყოფს მომჩივნის დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებაზე;
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და გაცხადებულია წერილობით 2009 წლის 15 იანვარს, სასამართლო რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით.
ანდრე ვამპახიქრისტოს როზაკის
სასამართლო გამწესრიგებლის მოადგილე პრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy