© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #128
2010 წლის მარტი
კარსონი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - 42184/05 გადაწყვეტილება 16.3.2010 [GC]
მუხლი 14
დისკრიმინაცია
იმ პენსიონრებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ და რომელთაც არ აქვთ გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი შეთანხმება პენსიის ინდექსაციის უფლების არ ქონა
ფაქტები–საქმე ეხება სავარაუდოდ დისკრიმინაციულ წესს რომელიც არეგულირებს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის უფლებას. წესების მიხედვით, პენსიის ინდექსაცია ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიმღები არის გაერთიანებული სამეფოს ჩვეულებრივი მოქალაქე ან იმ ქვეყნის მოქალაქე რომელსაც აქვს ორმხრივი ხელშეკრულება გაერთიანებულ სამეფოსთან პენსიის გადათვლასთან დაკავშირებით. ისინი ვინც სხვაგან ცხოვრობენ იღებენ პენსიის საბაზისო თანხას მაგრამ ეს თანხა იყო ფიქსირებული იმ დღეს როდესაც მათ დატოვეს გაერთიანებული სამეფო. ცამეტმა მომჩივანმა თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარეს გაერთანებულ სამეფოში, სადაც მუშაობდნენ და იხდიდნენ გადასახადებს სრულად სანამ ისინი წავიდნონ ემიგრაციაში ან დაბრუნდებოდნენ სამხრეთ მაერიკაში, ავსტრალიაში ან კანადაში. არცერთ ამ ქვეყანას არ აქვს ორმხრივი ხელშეკრულება გაერთიანებულ სამეფოსთან პენსიის გადათვალსთან დაკავშირებით. ამიტომ ამ მომჩივნების საპენსიო თანხა დაფიქსირდა იმ დღეს როდესაც მათ დატოვეს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორია და გაემგზავრნენ. იმის გათვალსიწინებით რომ ეს ითვლება გაუმართლებელ არათანაბარ მოპყრობად პირველმა მომჩივანმა სასამართლოს მიმართა სარჩელით სადაც ითხოვდა საუთარი პენსიის ინდესაქციის შეზღუდვას. 2002 წელს მისი სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული და ასევე მისი სააპელაციო სარჩელი 2005 წელს ლორდთა პალატაში არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით რომ ის არ იმყოფებოდა ანალოგიურ, ან იმ პენსიონრების მსგავს მდგომარეობაში რომელიც ცხოვრობენ გაერთიანებულ სამეფოში ან იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ორმხრივი ხელშეკრულება სახელმწიფოებს შორის პენსიის გადათვლის თაობაზე.
2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით (იხილეთ საინფორმაციო ჩანაწერი #113) სასამართლოს პალატამ ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა რომ არ ჰქონია ადგილი კონვენციის მე-14-ე მუხლის დამატებითი ოქმი #1 მუხლი 1_თან ერთად.
კანონი – კონვენციის მე-14-ე მუხლი დამატებითი ოქმი #1 მუხლი 1: (ა) კომპეტენცია – დიდი პალატა დაეთანხმა პალატას, რომ მომჩივანის საქმე ჯდება კონვენციის ორივე დებულების კომპეტენციაში. პირველი, უდაოა რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა შეემუშავებინა კანონმდებლობა რომელიც უზრუნველყოფდა პენსიის გადახდას ან დახმარების უფლებას, ეს კანონმდებლობა უნდა განიხილებოდეს როგორც საკუთრების ინტერესის შემცველი რომელიც ჯდება დამატებითი ოქმი #1-ის პირველი მუხლის ფარგლებში იმ პირებისთვის რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. რაც შეეხება მე-14-ე მუხლს, ვინაიდან დისკრიმინაციის გამომწვევი შესაძლოა იყოს მხოლოდ განსხვავებები მოპყრობაში რომელიც ემყარება პიროვნულ მახასიათებლებს (ან “სტატუსს”), ასეთი მახასიათებლების ჩამონათვალი ამ დებულებაში იყო აშკარა მაგრამ არ იყო ამომწურავი და სიტყვები “სხვა სტატუსი” ფართო დეფინიციით სარგებლობს კონვენციის ინსტიტუტებს შორის. შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენს პირად სტატუსს მე-14-ე მუხლის მიზნებისთვის.
(ბ) თითქმის მსგავსი პოზიცია – მომჩივანის მთავარი არგუმენტი, რომ ისინი მუშაობდნენ გაერთიანებულ სამეფოში და იხდიდნენ ეროვნული დაზღვევის ფონდში სავალდებულო გადასახადს და რომ ისინი იყვნენ თითქმის მსგავს მდგომარეობაში იმ პენსიონრებთან რომელთა პენსიის გადათვლაც მოხდა არ იყო სწორად გაგებული. კერძო საპენსიო სქემისგან განსხვავებით, სადაც პრემიის გადახდა ხდება სპეციალურ ფონდში და რომელიც პირდაპირ კავშირშია შესაძლო საპენსიო ფონდებთან, ეროვნული სადაზღვევო შენატანს არ აქვს პირდაპირი კავშირი სამსახურის დასრულების შედეგად მიღებულ საპენსიო თანხასთან არამედ წარმოადგენს შემოსავლის ნაწილს, რომელიც ფარავს სოციალური-უსაფრთხოების გარკვეულ პრივილეგიებს. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული დაზღვევის ფონდი შესაძლოა შეივსოს გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებისგან, მათ შორის პენსიონრებისგან მოზიდული გადასახადებიდან. კეთილდღეობის პრივილეგიების დაფინანსების სხვადასხვა მეთოდებმა და პრივილეგიების და საგადასახადო სისტემის ურთიერთდაკავშირებულმა ბუნებამ შეუძლებელი გახადა მოეხდინა ეროვნული სადაზღვევო შენატანის იზოლირება როგორც საკმარისი საფუძველი იმისა რომ იმ პენსიონრების მდგომარეობა რომლებიც სარგებლობენ პენსიის გადათთლით გათანაბრებოდა მათ პოზიციას ვინც ამ უფლებით ვერ სარგებლობდა, მომჩივანის პოზიციას.
უფრო მეტიც, გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები პენსიონრების პენსიის შედარებისას უნდა გვახსოვდეს, რომ სოციალური დაცვის სისტემა იყო ეროვნული სისტემა რომლის მიზანია უზრუნველყოს ცხოვრების მინიმალური სტანდარტი იმ მოქალაქეებისთვის, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობენ. ამიტომ რთულია რაიმე სახის შედარების გაკეთება იმ პენსიონრებთან, რომლებიც სხვაგან ცხოვრობენ, სხვადასხვა ეკონომიკური და სოციალური მახასიათებლების გამო, მაგალითად ისეთი როგორიცაა ინფლაციის მაჩვენებელი, ცხოვრების ხარჯები, პროცენტი მოგებაზე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ვალუტის გაცვლის კურსი, სოციალური დაზღვევის სქემა და საგადასახადო სისტემა, რომელთაც აქვთ უნარი გავლენა მოახდინონ ქვეყანაში არსებულ საპენსიო განაკვეთზე. როგორც ეროვნულმა სასამართლოებმა აღნიშნეს, ყველა პენიონრის პენსიის ინდექსაცია მიუხედავად იმისა თუ სად არჩევენ ისინი ცხოვრებას გარდაუვლად იქონიებს გავლენას მაშინ როდესაც არა მაცხოვრებელები მაცხოვრებლებისგან განსხვავებით არ იღებენ მონაწილეობას გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკურ განვითარებაში იქ გადასახადების გადახდით იმისათვის, რომ მოხდეს პენსიის გაზრდის დაბალანსება.
სასამართლომ არ მიიჩნია რომ მომჩივნები იმყოფებიან თითქმის მსგავს მდგომარეობაში იმ პენსიონრებთან ვინც ცხოვრობენ იმ ქვეყანებში ვისთანაც გაერთიანებულ სამეფოს აქვს ორმხრივი ხელშეკრულება პენსიის გადათვლასთან დაკავშირებით. მათზე ვინც ცხოვრობენ ორმხრივი შეთანხმების ქვეყნებში ვრცელდება განსხვავებული პირობები ვიდრე ისინი ვინც ცხოვრობენ სხვა ქვეყნებში ვინაიდან არსებობს ხელშეკრულება და ეს ხელშეკრულება არსებობს იმიტომ რომ გაერთიანებულმა სამეფომ მიიჩნია რომ ეს მის ინტერესებში იყო. სოციალური დაზღვევის ორმხრივი ხელშეკრულებები ძალაში შევიდა ორივე მხარის გადაწყვეტილების საფუძველზე მათი შესაბამისი ინტერესებიდან გამომდინარე და შესაძლოა იყოს დამოკიდებული სხვადასხვა ფაქტორებზე, მათ შორის ისეთი როგორიცაა ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილებულ ადამიანთა რაოდენობა, სხვა ქვეყნის კეთილდღეობის სქემებში არსებული შეღავათები, ორმხრივი შეთანხმების შესაძლებლობის ხანგრძლივობა და იმაზე ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს რაიმე დამატებითი ხარჯები ამის მოლაპარაკების და შესრულებისას. როდესაც ხელშეკრულება დაიდო, დაფინანსების ოდენობა დამოკიდებული იყო თითოეულ ქვეყნაში არსებულ პრივილეგიების ხარისხზე და იმ ადამიანების რაოდენობაზე რომლებიც გადაადგილდებიან თითოეული მიმართულებით. ამ პროცესის გარდაუვალი შედეგი არის ის რომ განსხვავებული მიდგომები არსებობს ყველა ქვეყანაში მიუხედავად იმისა ხელშეკრულება დადებულია თუ არა და რა პირობებით არის დადებული. ძალიან უცნაური იქნება თუ სოციალური უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ხელშეკრულების დადებისას ჩაიდებოდა პირობა სავალდებულო ყოფილიყო ერთიდაიგივე პირობების გავრცელება ყველა სხვა ქვეყანაში მაცხოვრებელ პირებზე. ესეთი დათქმა შელახავდა სახელმწიფოს უფლებას დაედო ორმხრივი ხელშეკრულებები და საერთოდ ჰქონოდა მსგავსი ხელშეკრულების დადების ინტერესი.
ჯამში, მომჩივნები არ იყვნენ გაერთიანებულ სამეფოში და იმ ქვეყნებში ვისთანაც დადებულია მსგავსი ხელშეკრულება მაცხოვრებელ პირებთან გათანაბრებულ სიტუაციაში.
დასკვნა: არ არის დარღვევა (თერთმეტი ხმა ექვსის წინააღმდეგ)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy