Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N191
2015 წლის დეკემბერი
ჩენგიზი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Cengiz and Others v. Turkey)
(საჩივარი- N48226/10 და N14027/11)
გადაწყვეტილება, 1 დეკემბერი, 2015 [მე-2 სექცია]
34-ე მუხლი
მსხვერპლი
მე-10 მუხლი
ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება
ინფორმაციის მიღების თავისუფლება
ფაქტები: წინამდებარე გადაწყვეტილება შეეხებოდა Youtube-ზე მომხმარებელთა წვდომის დაბლოკვას და კონვენციის 34-ე მუხლის მნიშვნელობით მსხვერპლის სტატუსის საკითხს.
მომჩივნები, სამართლის პროფესორები, Youtube-ის აქტიური მომხმარებლები იყვნენ და ჰქონდათ საკუთარი ანგარიში, რათა პროფესიული მიზნებისთვის ჰქონოდათ წვდომა, გადმოეწერათ და გაეზიარებინათ ვიდეო მასალა. ასევე, მომჩივნებს Youtube-ზე გამოქვეყნებული ჰქონდათ თავიანთ აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული ვიდეოები. 2008 წლის მაისში ანკარის სასამართლომ დაადგინა რა, რომ Youtube-ზე განთავსებული ვიდეოები არღვევდა ეროვნულ კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც დაუშვებელი იყო ათათურქის ხსოვნის შეურაცხყოფა, მთლიანი ვებგვერდის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. მომჩივნებმა როგორც გვერდის აქტიურმა მომხმარებლებმა, გაასაჩივრეს აღნიშნული გადაწყვეტილება. მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ისინი არ იყვნენ გამოძიების მხარეები და შესაბამისად არ ჰქონდათ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
მომჩივნებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ასაჩივრებდნენ Youtube-ს დაბლოკვის გადაწყვეტილების უარყოფით გავლენას მათ აკადემიურ საქმიანობაზე. ისინი აცხადებდნენ, რომ ვებგვერდზე მათი პროფილის მეშვეობით ისინი პლატფორმას იყენებდნენ არამხოლოდ მათ პროფესიულ სფეროსთან დაკავშირებული ვიდეოების ხელმისაწვდომობისთვის, არამედ აგრეთვე ამ მასალების გადმოწერისა და გაზიარებისთვის.
სამართალი: სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნები, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლებოდა მიჩნეულები ყოფილიყვნენ კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევის მსხვერპლებად. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ ხაზი გაუსვა, მომჩივნის შემთხვევაში არსებულ კონკრეტულ მახასიათებლებს. მისი მოსაზრებით, მომჩივნის შემთხვევის შედარება ვერ მოხდება ჩვეულებრივ ინტერნეტ მომხმარებლების დავასთან კონკრეტულ ვებ-გვერდებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით ან გაზეთის მკითხველთან, რომელიც ასაჩივრებს ტირაჟის შეზღუდვას.
ყველა მომჩივანს Youtube-ზე ჰქონდა ანგარიში და ისინი აშკარად პროფესიული მიზნებისთვის იყენებდნენ მას. სადავო გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მიმართული პირდაპირ მათკენ, მაინც უარყოფით გავლენას ახდენდა დიდი ხნის განმავლობაში მათი ინფორმაციისა მიღებისა და გავრცელების უფლებაზე. ინტერნეტის მნიშვნელობის შესახებ წინამდებარე განცხადებების გათვალისწინებით, სასამართლომ ხაზი გაუსვა Youtube-ის მნიშვნელობას, როგორც ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების საშუალებას, მათ შორის ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომელთა გაშუქებაც არ ხდება ტრადიციული მედია საშუალებებით. სასამართლომ გამოიკვლია, რომ სადავო გადაწყვეტილება ნიშნავდა მომჩივანთათვის მათ აკადემიურ და სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებული ვიდეო მასალაზე წვდომის, გაზიარების და კომუნიკაციის საშუალებების არარსებობას. ამ მიზეზების გათვალისწინებით, მომჩივანთა მოთხოვნა ვერ ჩაითვლება გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებულ აბსტრაქტულ გამოწვევად.
საქმის არსიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნულ სასამართლოს არ ჰქონდა Youtube-ზე წვდომის დაბლოკვის შესახებ ბრძანების გაცემის კომპეტენცია. საქმეში გამოყენებული სამართლებრივი დებულებების თანახმად, შესაძლებელი იყო ინტერნეტში გამოქვეყნებულ სპეციფიკურ მაასალაზე წვდომის შეზღუდვა იმ შემთხვევაში, თუ შეიძლებოდა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის დადგენა. შესაბამისად, მომჩივნის მე-10 მუხლით დაცულ უფლებებში ჩარევას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მომჩივნის მსგავსი შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით საქმეში - Ahmet Yildirim v. Turkey.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy