© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Coureuropéenne des droits de l’homme, 2015. La présentetraduction a étéeffectuée avec le soutien du Fondsfiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignementsveuillez lire l’indication de copyright/droitsd’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 176
ივლისი 2014
სამართლებრივი რესურსების ცენტრი რუმინეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა] - 47848/08
გადაწყვეტილება 17.7.2014 [დიდი პალატა]
მუხლი 34
Locus standi
არასამთავრობო ორგანიზაციათა უფლებამოსილება განაცხადი წარადგინონ ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტის სახელით
მუხლი 2
პოზიტიური ვალდებულებები
აივ-დადებითი ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისთვის ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობა: დარღვევა
მუხლი 46
მუხლი 46.2
გადაწყვეტილების აღსრულება
ზოგადი ხასიათის ღონისძიებები
მოპასუხე სახელმწიფოს დაევალა ზოგადი ხასიათის ღონისძიებების გატარება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის დამოუკიდებელი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად
ფაქტები – განაცხადი წარდგენილ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, “სამართლებრივი რესურსების ცენტრი” (CLR), ახალგაზრდა ბოშა მამაკაცის ბატონი კამპეანუს სახელით, რომელიც 2004 წელს 18 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბატონი კამპეანუ დაბადებისთანავე ბავშთა სახლში აღმოჩნდა, რადგანაც დედამ მიატოვა. პატარაობაშივე მას დაუდგინდა აივ-ინფექცია და მძიმე ფორმის გონებრივი ჩამორჩენილობა. სრულწლოვანების მიღწევისთანავე ის იძულებული იყო დაეტოვებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ცენტრი, სადაც ის განთავსებული იყო და სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსების მიზნით გაიარა რიგი შეფასებებისა. მას შემდეგ რაც რამდენიმე დაწესებულებმა უარი განაცხადა მის მიღებაზე მისი მდგომარეობის გამო, ის მიიღეს სამედიცინო და სოციალური ზრუნვის ცენტრში, სადაც ის შეფასდა როგორც ფსიქიკური და ფიზიკური დეგრადაციის მძიმე ფორმაში მყოფი. რამდენიმე დღის შემდეგ, მას შემდეგ რაც გამოავლინა ჰიპერ-აგრესიული ქცევა, ის განათავსეს ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში. ამ ჰოსპიტალში იმთავითვე განაცხადეს, რომ არ ქონდათ აივ-დადებითი პაციენტების სამკურნალო აღჭურვილობა და გარემო. ბატონი კამპეანუ მოინახულეს CLR-ის მონიტორებმა, რომელთაც ანგარიშში განაცხადეს, რომ ის იმყოფებოდა განმარტოებულ ოთახში, გათბობის გარეშე, საწოლით, მაგრამ ქვეშაგებისა და თეთრეულის გარეშე და ეცვა მხოლოდ ღამის პერანგი. მიუხედავად იმისა, რომ ის დახმარების გარეშე ვერ იკვებებოდა და ვერ სარგებლობდა საპირფარეშოთი, ჰოსპიტალის პერსონალი უარს აცხადებდა მის დახმარებაზე, აივ-ინფიცირების შიშით. ის უარს აცხადებდა საკვებსა და მედიკამენტებზე და შესაბამისად იღებდა მხოლოდ გლუკოზას ვენურად. CLR-ის მონიტორებმა დაასკვნეს, რომ ჰოსპიტალმა ვერ უზრუნველყო მისთვის საბაზისო მკურნალობა და ზრუნვა. ბატონი კამპეანუ გარდაიცვალა იმავე საღამოს.
CPT,*-ის 2004 წლის ანგარიშის თანახმად, 2003 და 2004 წლების ზამთარში განსახილველ ჰოსპიტალში 109 პაციენტი გარდაიცვალა საეჭვო ვითარებაში, გარდაცვალების მთავარი მიზეზი იყო გულის გაჩერება, მიოკარდიული ინფარქტი და ბრონქოპნევმონია, ხოლო გარდაცვლილ პაციენტთა საშუალო ასაკი იყო 56 წელი, ხოლო გარდაცვლილთა საკმაოდ დიდი რაოდენობა 40 წლამდე ასაკის იყო. CPT-იმ დაადგინა, რომ ზოგიერთი პაციენტისთვის არ იყო უზრუნველყოფილი სათანადო ზრუნვა. კომიტეტი ასევე უთითებდა ჰოსპიტალში ადამიანური და მატერიალური რესურსის ნაკლებობაზე, ასევე ხარვეზებზე საკვების ხარისხთან და რაოდენობასთან მიმართებით და გათბობის ნაკლებობაზე.
კანონმდებლობა – მუხლი 34: სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხე სახელმწიფოს წინასწარი პროტესტი იმის შესახებ, რომ CLR არ არის უფლებამოსილი წარადგინოს განაცხადი. სასამართლომ გაიზიარა, რომ CLR ვერ განიხილებოდა კონვენციის სავარაუდო დარღვევების დაზარალებულად, რადგანაც ბატონი კამპეანუ უდავოდ იყო პირდაპირი დაზარალებული, ხოლო CLR-მა ვერ წარმოაჩინა საკმარისად “ახლო კავშირი” მასთან და ვერც “პირადი ინტერესი” სასამართლოსთვის საჩივრების წარდგენისას, რათა მიჩნეულიყო არაპირდაპირ დაზარალებულად. თუმცა ამ საქმის საგამონაკლისო გარემოებებისა და ბრალდებების მძიმე ხასიათის გათვალისწინებით, CLR-ისთვის ღია უნდა ყოფილიყო შესაძლებლობა, ემოქმედა ბატონი კამპეანუს წარმომადგენლის სტატუსით, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ქონდა სამართლებრივი რწმუნებულება, ემოქმედა მისი სახელით და ის გარდაიცვალა განაცხადის წარდგენამდე.
აღნიშნულის დადგენისას სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმე ეხებოდა მეტად მოწყვლად ახალგაზრდა ბოშა მამაკაცს, რომელსაც მძიმე ფორმის გონებრივი ჩამორჩენილობა და აივ-ინფექცია ქონდა და რომელმაც მთელი სიცოცხლე გაატარა სახელმწიფო ზრუნვაში და გარდაიცვალა საავადმყოფოში, განსახილველი უგულებელყოფის შედეგად. მისი უკიდურესი მოწყვლადობის პირობებში, ის ვერ შეძლებდა ეროვნულ სასამართლოებში საქმისწარმოების წამოწყებას, სათანადო სამართლებრივი მხარდაჭერისა და რჩევის გარეშე. ბატონ კამპეანუს გარდაცვალების მომენტში არ ყავდა მასთან დააკლოვებული პირი. მისი გარდაცვალების შემდეგ CLR-მა ეროვნულ დონეზე საქმისწარმოება წამოიწყო მისი სიკვდილის მიზეზების დადგენის მიზნით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ არც ბატონი კამპეანუს სახელით მოქმედება და არც წარმომადგენლობა ეროვნულ დონეზე სამედიცინო და მართლმსაჯულების ორგანოების წინაშე არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ და არც გასაჩივრებულა რაიმე ფორმით. სახელმწიფოს არ დაუნიშნია კომპეტენტური პირი ან მეურვე, მის ინტერესებზე საზრუნავად, მიუხედავად ამის უზრუნველყოფის სამართლებრივი ვალდებულებისა. CLR ჩაერთო მის გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე - იმ დროს, როდესაც მას აშკარად არ შეეძლო რაიმე სურვილების ან შეხედულებების გამოხატვა საკუთარი საჭიროებების და ინტერესების შესახებ, არათუ სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენება. იმის დადგენა, რომ CLR ვერ განახორციელებდა ბატონი კამპეანუს წარმომადგენლობას ამ გარემოებებში, რისკის მატარებელი იყო, რომ მოპასუხე სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემოდა, თავი დაეღწია პასუხისმგებლობისთვის, თავისივე კანონისმიერი ვალდებულების - სამართლებრივი წარმომადგენლის დანიშვნის - შეუსრულებლობით. უფრო მეტიც, CLR-ისთვის უფლებამოსილების მინიჭებით, ემოქმედა ბატონი კამპეანუს წარმომადგენლის სახით, შესაბამისობაში მოდიოდა სასამართლოს მიდგომასთან საქმეებზე, რომლებიც ეხებოდა კონვენციის 5.4 მუხლის საფუძველზე სასამართლო გადასინჯვას, “არასაღი გონების პირთა” საქმეებზე (მუხლი 5.1.e). ამგვარ საქმეებზე, არსებითი იყო შესაბამისი პირისთვის სასამართლოსთვის მიმართვის ხელმისაწვდომობა და მისთვის პირადად, ან აუცილებლობის შემთხვევაში წარმომადგენლის მეშვეობით მოსმენის შესაძლებლობის ქონა. შესაბამისად CLR უფლებამოსილი იყო განეხორციელებია ბატონი კამპეანუს დე ფაქტო წარმომადგენლობა.
დადგენილება: წინასწარი პროტესტი არ დაკმაყოფილდეს (ერთხმად).
მუხლი 2: ბატონი კამპეანუს საავადმყოფოში განთავსებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რომელ დაწესებულებას სურდა მისი განთავსება და არა იმაზე, სად შეძლებდა ის სათანადო სამედიცინო ზრუნვისა და მხარდაჭერის მიღებას. ბატონი კამპეანუ პირველად განათავსეს სამედიცინო და სოციალური ზრუნვის ცენტრში, რომელშიც არ იყო სათანადო გარემო პაციენტთა ფსიქიკურ პრობლემებთან გამკლავებისთვის. შემდგომ ის ჩარიცხეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მიუხედავად იმისა, რომ იგივე საავადმყოფომ მანამდე უარი განაცხადა მის მიღებაზე, რადგანაც არ ქონდათ პირობები აივ-ინფიცირებულთა სამკურნალოდ. ერთი განყოფილებიდან მეორეში გადაყვანა მოხდა შესაბამისი დიაგნოზისა და შემდგომი ზრუნვის გარეშე და ბატონი კამპეანუს ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობისა და ყველაზე საბაზისო სამედიცინო საჭიროებების სრული უგულებელყოფით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მის მიერ ანტირეტროვირული მედიკამენტის მიღების უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობა. მას ძირითადად მკურნალობდნენ სედატიური მედიკამენტებითა და ვიტამინებით და რაიმე სერიოზული კვლევა არ ჩატარებია მისი ფსიქიკური მდგომარეობის მიზეზების, კერძოდ კი მისი მხრიდან უცაბედი აგრესიული ქცევის მიზეზების დასადგენად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ბატონი კამპეანუ მთელი ცხოვრების მანძილზე სახელმწიფო ორგანოების განკარგულებაში იყო, რომელთაც თავის მხრივ ევალებოდათ მისი მკურნალობის უზრუნველყოფა. მათთვის ცნობილი იყო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული საგანგაშო მდგომარეობა, სადაც გათბობისა და სათანადო კვების უქონლობამ, სამედიცინო პერსონალისა და მედიკამენტების ნაკლებობამ 2003 წლის ზამთარში გარდაცვალებათა რიცხვის ზრდა განაპირობა. თუმცა მათი რეაგირება არაადეკვატური იყო. ბატონი კამპეანუს ამ საავადმყოფოში განთავსების გადაწყვეტილების მიღებით, მისი მოწყვლადობის მაღალი მაჩვენებლის უგულვებელყოფით, სახელმწიფო ორგანოებმა მისი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ხოლო სამედიცინო პერსონალის მხრიდან სათანადო ზრუნვისა და მკურნალობის მიუწოდებლობა მისი უდროო გარდაცვალების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო. თუკი შევაჯამებთ, სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს ბატონი კამპეანუს სიცოცხლის დაცვის აუცილებელი სტანდარტის დაცვის უზრუნველყოფა.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა მე-2 მუხლის პროცესუალური მხარის დარღვევა, მის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების ეფექტიან გამოძიებასთან მიმართებით და მე-13 მუხლის დარღვევა მე-2 მუხლთან ერთობლიობაში, დაცვის ვალდებულებისა და სათანადო სამართლებრივი დაცვის ჩარჩოს უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევისთვის, რაც შესაძლებელს გახდიდა, ბატონ კამპეანუს სიცოცხლის უფლების დარღვევასთან დაკავშირებული დარღვევები შეესწავლა დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოს.
მუხლი 46: რეკომენდაცია რუმინეთისთვის ზოგადი ღონისძიებების გატარების შესახებ, რაც უზრუნველყოფს, რომ ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მსგავს ვითარებაში ისარგებლებენ დამოუკიდებელი წარმომადგენლობით, მათი ჯანმრთელობისა და მკურნალობის შესახებ კონვენციის საფუძველზე წარდგენილი საჩივრები განხილული იქნება სასამართლოს ან სხვა დამოუკიდებელი ორგანოს მიერ.
მუხლი 41: ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ წარდგენილა.
* წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy