Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N184
2015 წლის აპრილი
ჩესტარო იტალიის წინააღმდეგ (Cestaro v. Italy)
(საჩივარი- N6884/11)
გადაწყვეტილება, 7 აპრილი, 2015 [მე-4 სექცია]
მე-3 მუხლი
წამება
ფაქტები: წინამდებარე საქმე ეხებოდა ადეკვატური სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობას, რათა წამებასა და სხვა არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებელი უსაფრთხოების ძალების წევრები წარდგენილიყვნენ მართლმსაჯულების წინაშე.
მომჩივანმა, ბევრ სხვა პირთან ერთად, პოლიციის მიერ სკოლაში განხორციელებული ოპერაციის შედეგად მიიღო ძალიან სერიოზული დაზიანება. მომჩივანი ზემოხსენებულ სკოლაში ღამეს ათევდა, G8 სამიტის ფარგლებში, ჯენოაში, 2001 წლის ივლისში საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობის დროს. სამიტი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის განსაკუთრებული ძალადობრივი დაპირისპირებით და ქონების ფართომასშტაბიანი დაზიანებით გამოირჩეოდა. სკოლაში მომხდარი ინციდენტის საფუძველზე პოლიციის ოფიცრებისა და ხელმძღვანელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს აღინიშნა, რომ პოლიციის საქციელი იყო სასტიკი და სადისტური. მიუხედავად ამისა, არც ერთი პოლიციელი არ გასამართლებულა სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენებისთვის, რადგან შესაბამისი ბრალდება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ხანდაზმული გახდა. მსჯავრდებულებს შედარებით მსუბუქი სანქციები დაეკისრათ.
მომჩივანმა კონვენციის სამართალწარმოებისას შეინარჩუნა პოზიცია, რომ მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური და პროცედურული ნაწილები.
სამართალი: სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანმა თავდასხმა მიიჩნია წამებად. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:
1. გაურკვევლად და სისტემატიურად ხდებოდა სკოლაში მყოფთა ცემა; შემაძრწუნებელი გამოცდილების ფარგლებში განმცხადებელმა გადაიტანა ძალიან სერიოზული დაზიანებები;
2. ყველაფერი მიუთითებდა, რომ ოპერაცია და თავდასხები იყო წინასწარგანზრახული და დაგეგმილი პასუხი სამიტის განმავლობაში დემონსტრანტების მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე, რომლითაც დაიმორჩილეს პოლიციელები და ამდენად ეს იყო მოტივირებული შურისძიება.
3. სკოლაში თავშეფარებულ პირებს, პოლიციისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ;
4. შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა მკაცრად დაგმეს პოლიციის საქციელი, ასევე მათი მცდელობა სკოლაში მომხდარი ძალადობა დაებრალებინათ განმცხადებლისა და იქ მყოფი სხვა პირებისათვის.
სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოებს ვერ დავადანაშაულებთ იმ ფაქტისთვის, რომ მომჩივანზე თავდასხმასთან დაკავშირებული ბრალდებები ხანდაზმულობის გამო სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე საბოლოოდ შეწყდა, რეალური პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეროვნული კანონმდებლობა ასეთი მდგომარეობის მატერიალიზებას უშვებს. პირველ რიგში, ეროვნულ დონეზე წამების აქტები არ იყო კრიმინალიზებული. სასამართლოს მოსაზრებით, ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში იყო სტრუქტურული დარღვევა, რომელიც სახელმწიფო აგენტებს აძლევდა საშუალებას რომ აეცილებინათ სასჯელი კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო ქმედებებისთვის. საყურადღებოა, რომ სასამართლომ გააგრძელა ამ პრობლემის კონკრეტულად კონვენციის 46-ე მუხლით განხილვა, მოპასუხე სახელმწიფოსთვის მითითებით, რომ მან უნდა უზრუნველყოს, რომ შიდა კანონმდებლობით შესაძლებელი იყოს სანქციის დაკისრება იმ პირებზე, რომლებიც განახორციელებენ წამებას ან არასათანადო მოპყრობას.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
41-ე მუხლი: სასამართლომ მომჩივანს მატერიალური ზიანისთვის 45, 000 ევრო მიაკუთვნა; მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ტაობაზე არ დაკმაყოფილდა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy