© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #110
ივლისი, 2008
ჩემბერი (Chember) რუსეთის წინააღმდეგ - 7188/03
გადაწყვეტილება 3.7.2008 [I სექცია]
მე-3 მუხლი
არაადამიანური დასჯა
ცნობილი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე წვევამდელისთვის მაღალი დატვირთვის ფიზიკური ვარჯიშის დავალდებულება სასჯელის სახით და ეფექტური გამოძიების განუხორციელებლობა: დარღვევა
ფაქტები: სამხედრო სამსახურში მყოფი განმცხადებელი, რომელიც გათავისუფლებული იყო ფიზიკური ვარჯიშისგან და სამხედრო მოწყობისგან მისი მუხლის მდგომარეობის გამო, რასაც მკურნალობდა, მოხვდა იმ ჯგუფში, რომელსაც უბრძანეს 350 ბუქნის შესრულება, როგორც ბარაკის სათანადოდ დასუფთავების შეუსრულებლობის სასჯელი. მან გონება დაკარგა ბუქნების შესრულების დროს და გადაიყვანეს საავადმყოფოში. მას მოგვიანებით დაუდგინდა ხერხემლის დახურული მოტეხილობა, ის გაათავისუფლეს სამხედრო სამსახურისგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და განესაზღვრა მეორე ხარისხის ინვალიდობა. მას აღარ შეეძლო გამართულად სიარული. გამოძიების შედეგად პროკურატურამ გადაწყვიტა არ დაეწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება ოფიცრების წინააღმდეგ სამართალდარღვევის მტკიცებულებათა ნაკლებობის საფუძვლით. განმცხადებლის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე ასევე არ დააკმაყოფილა სამოქალაქო სასამართლომ, რადგანაც სისხლის სამართლის საქმეზე არ იყო დადგენილი ბრალი. პარალელურად განმცხადებლის დედამ მიმართა უმაღლეს სამხედრო პროკურორს სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მან უარი განაცხადა მისი საჩივრის განხილვაზე, სანამ სამოქალაქო სასამართლო არ დააბრუნებდა დოკუმენტებს. მას შემდეგ განმცხადებელს არანაირი ინფორმაცია არ მიუღია.
კანონმდებლობა: მე-3 მუხლი
(ა) მატერიალური მხარე: შესაძლოა სადავო ფიზიკური ვარჯიში სამხედრო დისციპლინის ნაწილად ჩაითვალოს, მაგრამ მან საფრთხის წინაშე არ უნდა დააყენოს წვეულთა ჯანმრთელობა ან შელახოს მათი ღირსება. განმცხადებელი აიძულეს, გაეკეთებინა ფიზიკური ვარჯიში გონების დაკარგვამდე და შედეგად მიღებულმა დაზიანებამ გამოიწვია ჯანმრთელობის გრძელვადიანი დაზიანება. მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის თავისებურება ცნობილი იყო და ის ფიზიკური ვარჯიშისგან და სამხედრო მოწყობისგან გათავისუფლებული იყო, მეთაურებმა აიძულეს ის, შეესრულებინა ის ვარჯიში, რაც განსაკუთრებით დატვირთავდა მუხლებს და ხერხემალს. ამ სასჯელის სიმკაცრე არ შეიძლება გამართლდეს რაიმე დისციპლინური ან სამხედრო აუცილებლობით. შესაბამისად, სასჯელი განზრახ იყო გათვლილი განმცხადებლისთვის მძიმე ფიზიკური ტანჯვის მიყენებაზე, რაც არაადამიანური დასჯის ტოლფასია.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
(ბ) პროცესუალური მხარე: სასამართლომ ეროვნული გამოძიება დეფექტურად მიიჩნია რამდენიმე მიმართულებით (სამედიცინო დათვალიერების არ არსებობა, მოწმეთა იდენტიფიცირების ან დაკითხვის განუხორციელებლობა და განმცხადებელთან პირადად არ გასაუბრება ან მოვლენათა განვითარების მისეული ვერსიის გადაწყვეტილებაში არ მოხსენიება, რათა არ მომხდარიყო სისხლის სამართალწარმოების ისე წარმართვა, რომ მას მოეთხოვა დაზარალებულის სტატუსი ან თავისი პროცესუალური უფლებების განხორციელება). განმცხადებელი მოექცა აღრეული პასუხისმგებლობის ჩაკეტილ წრეში, რის ფარგლებშიც ეროვნულ ორგანოებს უნდა გადაეხადათ ან გამოესწორებინათ გამოძიების ხარვეზები. სამოქალაქო სასამართლოებს არ განუხორციელებიათ რაიმე დამოუკიდებელი განხილვა, გადაწყვეტილების მიღებისას უბრალოდ დაეყრდნენ სამხედრო ორგანოების გადაწყვეტილებას, ზემდგომმა სამხედრო პროკურორმა არ უპასუხა განმცხადებლის დედის საჩივარს, მიიჩნია რა რომ მისი პასუხი არ იქნებოდა საჭირო სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით. შესაბამისად რუსეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ განმცხადებლის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამოძიება არ იყო ამომწურავი, ადეკვატური და ეფექტიანი.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
მე-13 მუხლი - როგორც ეს იმ ფაქტიდან გამოჩნდა, რომ სამოქალაქო სასამართლოებმა ფაქტების შეფასების გარეშე მარტივად გაიზიარეს გამომძიებლის დასკვნა, ნებისმიერი არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალების ეფექტურობას საფრთხე ექმნება სისხლის სამართლის გამოძიების არაეფეტურობით. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურებაზე სამოქალაქო სარჩელის წარდგენის დამოკიდებულება სისხლის სამართალის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველზე რუსული სისხლის სამართლის დამახასიათებელი ნიშანია. განმცხადებლის საქმეზე მისი მეთაურების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაზე უარის გადაწყვეტილებამ იმ საფუძვლით, რომ დანაშაულს არ ქონდა ადგილი, აშკარად შეუზღუდა მას სამოქალაქო სასამართლოში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი - 10 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy