© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2015. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ჩანაწერი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე 186
2015 წლის ივნისი
ჩიტოსი საბერძნეთის წინააღმდეგ - 51637/12
გადაწყვეტილება 4.6.2015 [სექცია I]
მუხლი 4
მუხლი 4-2
იძულებითი შრომა
სამედიცინო ოფიცრის მიმართ ჯარის ხელმძღვანელობის მიერ დადგენილი მოთხოვნა მიუხედავად ჯარიმის გადახდის და ვადაზე ადრე სამსახურის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების მოთხოვნისა: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანს გავლილი აქვს ჯარის სამედიცინო ოფიცრის სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებშიც იგი ვალდებული იყო დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად ემსახურა შეიარაღებულ ძალებში ვადით, რომელიც სამჯერ აღემატებოდა მისი სწავლის ხანგრძლივობას – რაც შეადგენს 18 წელს. მან ჯარში მსახურების პერიოდში, ჯარის ხარჯზე მიიღო ანესთეზიოლოგის სპეციალისტის გამოცდილება, რამაც კიდევ ხუთი წლის ვადით გაახანგრძლივა მისი ჯარში მსახურების ვადა. მომჩივანმა გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება. შეიარაღებულმა ძალებმა მას შეატყობინა რომ კიდევ დარჩენილი ჰქონდა მსახურების 9 წელი და 4 თვე წინააღმდეგ შემთხვევაში კი უნდა გადაეხადა სახელმწიფოსთვის ჯარიმა 107 000 ევროს ოდენობით. აუდიტის სასამართლომ პლენარულ სხდომაზე მის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილობრივი გადავადების შესახებ გადაწყვეტილება. განცხადება გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და შემდეგ მომჩივანმა სასამართლოს მიმართა სასარჩელო განცხადებით. მიუხედავად ამისა, საგადასახადო მოხელემ მომჩივანს დადგენილი ჯარიმის გადახდა მოსთხოვა სხვადასხვა ხარჯებთან ერთად 2500 ევროს საურავის დამატებითი ოდენობით. 2009 წლის ოქტომბერში გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება დარჩა ძალაში. 2010 წლის მაისში მომჩივანს შეატყობინეს, რომ ჯარიმის გადახდის დაგვიანების გამო გაიზარდა თანხა და რომ მას საბოლოო ჯამში მოუწევდა 112 000 ევროს გადახდა 31 მაისამდე. მან მოთხოვნილი თანხა გადაიხადა დადგენილ ვადაში.
2011 წლის დეკემბერში აუდიტის სასამართლომ პლენარულ სხდომაზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა სააპელაციო სასარჩელო მოთხოვნა და განსახილველად საქმე გადაუგზავნა სხვა პალატას. 2013 წლის დეკემბერში, აუდიტის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ მომჩივანის ხუთ წლიანი სპეციალიზაცია უნდა ჩაითვალოს სავალდებულო მსახურების საერთო ვადაში და შედეგად ჯარიმის თანხა შეამცირა 50 000 ევრომდე. სახელმწიფომ მომჩივანს აუნაზღაურა 60 000 ევრო.
კანონი – მუხლი 4 § 2
(ა) საქმის ფარგლები –კონვენციის მუხლი 4 § 3 (ბ) ადგენს, რომ იძულებითი ან სავალდებულო სამსახური არ მოიცავს სამხედრო ხასიათის ნებისმიერ სამსახურს. რამოდენიმე საერთაშორისო დოკუმენტის და კონვენციის მე-4-ე მუხლის § 3 (ბ) სრული ტექსტის განხილვის შემდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს უკანასკნელი არ ვრცელდებოდა შეირაღებული ძალების ჩვეულებრივ წევრებზე.*
(ბ) მუხლი 4 § 2-ის დაცვა– მომჩივანისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ დიპლომის მიღების შემდეგ იგი ვალდებული იყო კონკრეტული ვადით ემსახურა შეიარაღაბულ ძალებში უფასოდ სწავლის, მიღებული ხელფასის და სოციალური პრივილეგების სანაცვლოდ.
სახელმწიფოს აქვს თავისუფალი მოქმედების ფარგლები სავალდებულო სამსახურის ხანგრძლივობის და ამ სამსახურის დარღვევის პროცედურის განსაზღვრისას იმ ოფიცრებისთვის ვისაც განათლება შეიარაღებულ ძალებში აქვს მიღებული. სახელმწიფოს ზრუნვა დაიბრუნოს ტრენინგში ჩადებული საკუთარი ინვესტიცია და უზრუნველყოს შესაბამისი დროით მოსამსახურეებისთვის შესაფერისი მომსახურების მიწოდება ამართლებს შეიარაღებული ძალების დატოვების აკრძალვას დადგენილი ვადის განმავლობაში და ჯარიმის გადახდის მოთხოვნას იმ ხარჯების დასაფარად რაც მისი სწავლის პერიოდში დაიხარჯა.
ვალდებულება დადგენილი სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც გამოხატავენ სურვილს სავალდებულო სამსახურის ვადის ამოწურვამდე დატოვონ თანამდებობა გადაუხადონ სახელმწიფოს კონკრეტული თანხა იმისათვის, რომ აანაზღაურონ სასწავლო ხარჯები აბსოლუტურად გამართლებულია იმ უპირატესობების გათვალისწინებით, რითაც ისინი სარგებლობენ სამოქალაქო სამედიცინო სტუდენტებთან შედარებით, როგორიცაა სამსახურებრივი უსაფრთხოება და სტაბილური ანაზღაურება. შესაბამისად ის პრინციპი რომ დარჩენილი ვადის უკან გამოსყიდვა მოხდეს არ წარმოშობს არანაირ ეჭვს პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე.
მაგრამ, როდესაც მომჩივანმა თანამდებობის დატოვება განიზრახა მას შეატყობინეს, რომ სახელმწიფოსთვის გადასახდელი ჯარიმის ოდენობა შეადგენდა 107 000 ევროს იმ წლებისთვის, რომელიც მას უნდა ემსახურა. მიუხედავად ამისა აუდიტის სასამართლომ ეს თანხა შეამცირა 50 000 ევრომდე. ეს თნხა ვერ იქნება მიჩნეული არა გონივრულად ვინაიდან ის ჯამურად შეადგენს იმაზე ნაკლებს ვიდრე სადაო პერიოდში მიღებული თანხის ორი მესამედი იქნებოდა. აუდიტის სასამართლომ გადაავადა შეიარაღბული ძალების გადაწყვეტილების აღსრულება.
2010 წლის მაისში ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა მოსთხოვა მომჩივანს თანხის გადახდა 13%-თან ერთად. იმ შემთხვევაში თუ მომჩივანი სრულად არ დაფარავდა მოთხოვნილ თანხას მაშინ ეს ოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა იმ ვადით რა დროც დასჭირდებოდა აუდიტის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოსატანად.
2007 წლის მაისის გადაწყვეტილება არ იძლეოდა ვალის ნაწილებად გადახდის საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაშვებული იყო შესაბამისი კანონმდებლობით.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანი იძულებული იყო ემოქმედა ძალდატანებით. სახელმწიფო უწყებებმა არ გაითვალისწინეს სასამართლოს ორი გადაწყვეტილება, რომელიც მათთვის სავალდებულო იყო და აღასრულეს მათი პირველადი 2007 წლის მაისის გადაწყვეტილება, რომელიც ადგენდა რომ ჯარიმის გადახდის შეჩერება არ შეიძლებოდა არანაირი აპელაციის საფუძველზე რომელიც მომჩივანს ჰქონდა შეტანილი და მოითხოვდა მისგან დაუყოვნებლივ დაახლოებით 110 000 ევროს გადახდას რაც დაახლოებით 112 000 ევრომდე გაიზარდა, რითაც საგადასახდო უწყებამ მას არაპროპორციული ტვირთი დააკისრა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 5,000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად; ფინანსური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარი ეთქვა.
(ასევე იხილეთ ფაქტები მონობა, კატორღული და იძულებითი სამუშაოს შესახებ (Slavery, servitude and forced labour)
* იხილეთ, W., X., Y. და Z. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ( W., X., Y. and Z. v. the United Kingdom), 3435/67 et al., კომისიის 1968 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy