დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბუკლეტი №165 სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესახებ
ივლისი 2013
ჩობანუ რუმინეთის და იტალიის წინააღმდეგ - 4509/08
გადაწყვეტილება 9.7.2013 (მე-3 სექცია)
მუხლი 5
მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი
კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება
კანონით განსაზღვრული პროცედურა
ბუნდოვანი კანონი, რომელსაც შედეგად მოჰყვა საზღვარგარეთ, შინაპატიმრობაში გატარებული პერიოდის, თავისუფლების აღკვეთის ვადიდან გამორიცხვაზე უარი: დადგინდა დარღვევა
ფაქტები - 2005 წლის იანვარში მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით, რუმინეთის სააპელაციო სასამართლომ, განიხილა რა საქმე ბრალდებულის დაუსწრებლად, თაღლითობისა და პირადი დოკუმენტების გაყალბებაში მსჯავრდების საფუძველზე, გამოუტანა ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი. განაჩენის აღსრულების მიზნით, რუმინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იტალიის (სახელმწიფო სადაც მომჩივანი ცხოვრობდა) ხელისუფლებას მოსთხოვეს დამნაშავის ექსტრადიცია. 2006 წლის მაისში მომჩივანი დააკავეს. ექსტრადიციის მოლოდინში, იგი ორი კვირის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა. ერთი წლისა და ექვსი თვის შემდეგ, 2007 წლის დეკემბერში, მის საბოლოო ექსტრადიციამდე, მომჩივანის პატიმრობა შეიცვალა შინაპატიმრობით, სამსახურში სიარულის ნებართვით. მომჩივანმა, მისი განაჩენის აღსრულებასტან დაკავშირებით, სარჩელი შეიტანა რუმინეთის სასამართლოების წინააღმდეგ. მისი განცხადებით, იმ დროის გათვალისწინებით რაც იტალიაში შინაპატიმრობაში გაატარა, მას უკვე მოხდილი ჰქონდა სასჯელის ის ნაწილი, რაც რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, საკმარისი იყო ვადაზე ადრე პირობითი გათავისუფლების უფლების ამოქმედებისათვის. პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ გამოიტანა. პროკურორმა გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება და საოლქო სასამართლომ (county court) დაადგინა, რომ შინაპატიმრობა არ წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებას, ხოლო რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებდა მხოლოდ იმ დროის გამოქვითვას, რაც პირმა პატიმრობაში გაატარა რუმინეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებისას, ანუ წინასწარი პატიმრობის ან წინასაპროცესო დაკავების შემთხვევებში. მომჩივანის ვადაზე ადრე პირობითი გათავისუფლება არ მომხდარა 2008 წლის დეკემბრამდე.
სამართალი - მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი: მომჩივანი ჩიოდა, რომ რუმინეთის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა უარი უთხრეს, მის მეირ იტალიაში შინაპატიმრობაში გატარებული დროის გამოქვითვაზე იმ პარიმტობის ვადიდან, რომელსაც იგი სასჯელის სახით იხდიდა რუმინეთში. რუმინეთის კანონმდებლობის (კანონი №302/2004, მე-18-ე სექცია) შესაბამისად, რუმინეთის ხელისუფლების მიერ წაყენებულ ექსტრადიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში, უცხოეთში „პატიმრობაში“ ყოფნის პერიოდი, უნდა გამოიქვითოს რუმინეთის სასამართლოების მიერ სასჯელის სახით შეფარდებული პატიმრობის ვადიდან. მიუხედავად ამისა, საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა აღნიშნული ნორმები, მიიჩნია რა, რომ მომჩივანის შინაპატიმრობა იტალიაში, წარმოადგენდა რუმინეთის შიდა კანონმდებლობით გაუთვალისწინებელ დროებით ღონისძიენას და რომ ამით არ აღკვეთილა მომჩივანის თავისუფლება. თუმცა, იტალიის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, შინაპატიმრობას დაქვემდებარებული პირი, მიიჩნეოდა პატიმრად სასამართლო განხილვის დაწყებამდე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მას ჰქონდა სამსახურში სიარულის უფლება. მართლაც, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად დასაბუთებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მომჩივანის, შინა პატიმრობის პერიოდში, აღკვეთილი ჰქონდა თავისუფლება. აპელაციისას საოლქო სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული გადაწყვეტილება. შესაბამისად, მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის საჭიროება კარგად დასაბუთებული საფუძვლებით უნდა გაემყარებინა, ხოლო მის მიერ გამოთქმული მიზეზები არ იყო საკმარისი. აქედან გამომდინარე, მომჩივანს შესაძლოა, დაესაბუთებინა, რომ იგი იტალიაში პატიმრობაში იმყოფებოდა და აღნიშნული პატიმრობის პერიოდი უნდა გამოიქვითოს რუმინეთში მის მიმართ განაჩენის სახით გამოტანილი პატიმრობის ვადიდან.
უფრო მეტიც, №302/2004 კანონის მე-18 მუხლი არ იყო საკმარისად ნათელი მასში განსაზღვრული ღონისძიებების კატეგორიის წინასწარ განსაზღვრისათვის. აღნიშნული ბუნდოვანება კანონმდებლობაში ვერ აღმოიფხვრა მისი ინტერპრეტაციის მიმართულებით არსებული რუმინეთის სასამართლოთა პრეცედენტული სამართლით. პირიქით, კასაციისა და მართლმსაჯულების სასამართლომ აღნიშნული ნორმის განმარტება გააკეთა 2009 წელს, ანუ მომჩივანის გათავისუფლების შემდგომ, მიღებული გადაწყვეტილებით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც შევიდა საკასაციო სარჩელი აღნიშნული ნორმის ინტერპრეტაციის მოთხოვნით, რითიც ნათელი მოჰფინა რუმინეთის სასამართლოთა წინააღმდეგობრივ პრეცედენტულ სამართალს, სხვა ქვეყანაში შინაპატიმრობაში გატარებული პერიოდის რუმინეთში სასჯელის სახით შეფარდებული პატიმრობის ვადიდან გამოქვითვის თვალსაზრისით. ნათელია, რომ პრეცედენტულ სამართალში ამგვარი განსხვავება შეუძლებელს ხდიდა პირისათვის, გარემოებების გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად წინასწარ განესაზღვრა ის შედეგები, რაც შესაძლოა, მოჰყოლოდა მოცემულ ქმედებას. ასეთ პირობებში, კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მიზნებისათვის, რუმინეთის კანონმდებლობა არ აკმაყოფილებდა კანონის „წინასწარგანჭვრეტადობის“ კრიტერიუმს. შესაბამისად, იმ დროის ჩათვლით, რაც უნდა გამოქვითულიყო მისი პატიმრობის პერიოდიდან, მომჩივანმა მოიხადა სასჯელი იმაზე მეტი ვადით, რაც გათვალისწინებული იყო რუმინეთის კანონმდებლობით. დამატებითი ვადა, რომელიც მან ციხეში გაატარა, კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მიზნებისათვის არ შეიძლება მიიჩნეოდეს კანონიერ პატიმრობად, რადგან მისი საფუძველი არ იყო განმტკიცებული ისეთი ხარისხის კანონმდებლობაში, რომელიც დააკმაყოფილებდა სამართლებრივი სიზუსტის ზოგად კრიტერიუმს.
დასკვნა: რუმინეთის მხრიდან მოხდა კონვენციის დარღვევა (ერთხმად)
სასამართლომ აგრეთვე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა რუმინეთში მომჩივანის დაკავების პირობებიდან გამომდინარე.
მუხლი 41: მორალური ზიანის ანაზღაურება 12 000 ევროს ოდენობით, სასამართლომ უარყო მატერიალურ ზიანთან დაკავშირებული მოთხოვნები.
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy