© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეოთხე სექცია
საქმე კოპლანდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
(საჩივარი No. 62617/00)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
3 აპრილი 2007
საბოლოო
03/07/2007
წინამდებარე საქმეზე კოპლანდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეოთხე სექციამ შემდეგი შემადგენლობით:
ჯოსეფ კასადევალ, პრეზიდენტი
ნიკოლას ბრატცა,
ჯოვანი ბონელო,
რაიტ მარუსტე,
სტანისლავ პავლოვსკი,
ლეხ გარლიკი,
ხავიე ბორეგო ბორეგო, მოსამართლეები,
და ლორანს ერლი, სასამართლო გამწესრიგებელი,
2006 წლის 7 მარტსა და 2007 წლის 13 მარტს განმარტოებით ითათბირა,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბოლოს-მითითებულ დღეს:
პროცედურასაქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (No. 62617/00) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2000 წლის 23 მაისს სასამართლოში შეიტანა ქალბატონმა ლინეტ კოპლანდმა ("მომჩივანი").მომჩივანი სასამართლოს წინაშე წარმოადგინა ბ-ნმა ჯ. უელჩმა, ლონდონში მოქმედი არასამთავრობო სამოქალაქო უფლებების ორგანიზაციის "ლიბერთი"-ს წარმომადგენელმა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ("მთავრობა") წარმოდგენილი გახლდათ მისი აგენტის ბ-ნი გრენჯერის მიერ საგარეო და თანამეგობრობის ოფისიდან.კონვენციის მე-8 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით მომჩივანი ასაჩივრებდა მისი სატელეფონო საუბრების, ელ-ფოსტის კორესპოდენციისა და ინტერნეტის გამოყენების მონიტორინგს.2006 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით, სასამართლომ საქმე ნაწილობრივ მისაღებად გამოაცხადა.მომჩივანმა, და არა მთავრობამ, წარმოადგინა შემდგომი მოსაზრებანი (სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 59§1).
ფაქტები
I.საქმის გარემოებებიმომჩივანი დაიბადა 1950 წელს და ცხოვრობს ლანელიში, უელსი.1991 წელს მომჩივანი მუშაობდა კარმართენშირის კოლეჯში (“კოლეჯი”). კოლეჯი გახლავთ კანონის საფუძველზე შექმნილი და სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებადი ორგანო, რომელიც 1992 წლის სკოლის შემდგომი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მე-18 და მე-19 მუხლების მიხედვით უფლებამოსილია სკოლის შემდგომი და უმაღლესი განათლების გაცემაზე.1995 წელს მომჩივანი გახდა კოლეჯის დირექტორის (“დირექტორი”) პირადი ასისტენტი და 1995 წლის ბოლოდან კი მოეთხოვებოდა ახალდანიშნულ დირექტორის მოადგილესთან (“მოადგილე”) მჭიდრო თანამშრომლობა.დაახლოებით 1998 წლის ივლისში, წლიურ შვებულებაში ყოფნის დროს, მომჩივანმა მოინახულა კოლეჯის სხვა ფლიგელი, სადაც დირექტორი მამაკაცი გახლდათ. შედეგად მან შეიტყო, რომ მოადგილე დაუკავშირდა მოცემულ ფლიგელს, რათა გაეგო მისი ვიზიტის შესახებ და შეიტყო, რომ იგი მიუთითებდა მასსა და დირექტორს შორის უწესო ურთიერთობაზე.დასაქმების პერიოდში მომჩივნის ტელეფონი, ელ-ფოსტა და ინტერნეტის გამოყენება ექვემდებარებოდა მონიტორინგს მოადგილის ინიციატივით. მთავრობის მიხედვით, მოცემული მონიტორინგი ხორციელდებოდა იმის დასადგენად, იყენებდა თუ არა მომჩივანი კოლეჯის საშუალებებს გადამეტებით საკუთარი მიზნებისათვის. მთავრობამ აღნიშნა, რომ ტელეფონის გამოყენების მონიტორინგი მოიცავდა კოლეჯის სატელეფონო ანგარიშების ანალიზს, სადაც მითითებული იყო დარეკილი ნომრები, თარიღი, დრო, ზარის ხანგრძლივობა და ფასი. მომჩივანს ასევე სჯეროდა, რომ არსებობდა დეტალური და ამომწურავი ნუსხა ზარების ხანგრძლივობისა, მიღებული და განხორციელებული ზარების ოდენობისა და იმ ინდივიდთა ტელეფონის ნომრებისა, რომლებიც მას ურეკავდნენ. იგი აღნიშნავდა, რომ მინიმუმ ერთხელ მაინც მოადგილემ შეიტყო იმ პირის სახელი რომელთანაც მან განახორციელა შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარი. მთავრობამ აღნიშნა, რომ სატელეფონო გამოყენების მონიტორინგი ხორციელდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში 1999 წლის 22 ნოემბრამდე. მომჩივანი კი ამტკიცებდა, რომ მის მიერ ტელეფონის გამოყენებას თვალყურს ადევნებდნენ თვრამეტ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში 1999 წლის ნოემბრამდე.მოადგილე თვალყურს ადევნებდა მომჩივნის მიერ ინტერნეტის გამოყენებასაც. მთავრობა აღნიშნავდა, რომ მოცემული მონიტორინგი მიზნად ისახავდა მონახულებული ვებ-გვერების, ვიზიტების რაოდენობის, თარიღის და ხანგრძლივობის ანალიზს. აღნიშნული მონიტორინგი ხორციელდებოდა 1999 წლის ოქტომბრიდან ნოემბრამდე. მომჩივანს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ რა ფორმით ხდებოდა ინტერნეტის მონიტორინგი, მაგრამ აღნიშნა, რომ იგი გრძელდებოდა იმაზე გაცილებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ამას მთავრობა აღიარებდა.1999 წლის ნოემბერში მომჩივანმა შეიტყო, რომ ხდებოდა სამსახურში მისი ელ-ფოსტით სარგებლობის შესახებ ინფორმაციის შეკრება. აღნიშნული მან შეიტყო მას შემდეგ რაც მის გერს დაუკავშირდა კოლეჯი და სთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია კოლეჯში გაგზავნილი ელ-ფოსტის შესახებ. მომჩივანმა მისწერა კოლეჯის დირექტორს და ჰკითხა, იყო თუ არა მოცემული ძიება ზოგადი ხასიათის თუ მხოლოდ მისი ელ-ფოსტის მონიტორინგს ჰქონდა ადგილი. 1999 წლის 24 ნოემბრის ელ-ფოსტით, დირექტორმა უპასუხა მომჩივანს, რომ მართალია ყველა ელ-ფოსტის აქტივობა ინუსხებოდა, მაგრამ კოლეჯის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი მხოლოდ მის ელ-ფოსტას იკვლევდა მოადგილის მოთხოვნის საფუძველზე.მთავრობამ აღნიშნა, რომ ელ-ფოსტის მონიტორინგი მიზნად ისახავდა ელ-ფოსტის მისამართების, თარიღების და გაგზავნის დროის ანალიზს და რომ მონიტორინგი ხორციელდებოდა მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში 1999 წლის 22 ნოემბრამდე. მომჩივნის თქმით კი, ელ-ფოსტის მონიტორინგი გრძელდებოდა მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში მაინც _ 1999 წლის მაისიდან ნოემბრამდე. მან წარმოადგინა დოკმენტური მტკიცებულება მის მიერ ელ-ფოსტის გამოყენების დეტალური ამონაწერის სახით 1999 წლის 14 მაისიდან 22 ნოემბრამდე, სადაც აღნიშნული იყო მისი ანგარიშიდან გაგზავნილი ელ-ფოსტა, გაგზავნის თარიღი და დრო, ისევე როგორც მიმღებთა ელექტრონული მისამართები.1999 წლის 29 ნოემბრის მემორანდუმში, კოლეჯის დირექტორმა მისწერა წერილი მოადგილეს და სთხოვა დაედასტურებინა მათ შორის გამართული საუბრის შინაარსი:
“გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვნად მიმაჩნია დავადასტურო ჩემი პოზიცია, რომელიც უკვე გამოვხატე თქვენს წინაშე წინა კვირას, [მომჩივნის] ელ-ფოსტის მიღება/გაგზავნის კვლევის ირგვლივ.
მას შემდეგ რაც მომჩივანმა შეიტყო რომ [კოლჯიდან] ვიღაც თვალყურს ადევნებდა მის ელ-ფოსტას, მე ვესაუბრე [სტ-ს] რომელმაც დამიდასტურა, რომ აღიშნული სიმართლეს წარმოადგენდა და რომ ეს თქვენი ინიციატივა გახლდათ. იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობა უკრძალავს ორგანიზაციებს პირის ელ-ფოსტის შემოწმებას მისი ნებართვის გარეშე, მე, ბუნებრივია, შევწუხდი მოცემული მოვლენების გამო და ვუთხარი [სტ-ს] აღარ გაეგრძელებინა შემდგომი მონიტორინგი. შესაბამისად, გთხოვეთ თქვენც, რომ მოქცეულიყავით მსგავსად და მოგიწოდეთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც გქონდათ [მომჩივანთან] დაკავშირებით გადმოგეგზავნათ ჩემთვის რაც შეიძლება მალე. თქვენ აღნიშნეთ რომ, ეთანხმებოდით ჩემს ორივე მოთხოვნას, თუმცა კიდევ ერხელ თქვენი წუხილი [მომჩივანთან] დაკავშირებით.”მოცემული დროისათვის კოლეჯს დადგენილი არ ჰქონდა პოლიტიკა ტელეფონების, ელ-ფოსტისა თუ ინტერნეტის გამოყენების მონიტორინგის კუთხით.2000 წლის მარტსა თუ აპრილში მომჩივანს კოლეჯში მომუშავე კოლეგებმა შეატყობინეს, რომ 1996 წლიდან 1999 წლამდე მისი აქტივობები კონტროლდებოდა მოადგილის მიერ ან მისი დავალებით. მომჩივანს ასევე სჯეროდა, რომ ხალხს რომელსაც იგი ურეკავდა, შემდგომ უკავშირდებოდა მოადგილე ან სხვა პირი მისი დავალებით, რათა დაედგინათ მათი ვინაობა და დარეკვის მიზანი. მას ასევე სჯეროდა, რომ მოადგილემ შეიტყო მისი კონფიდენციალური ფაქსის შესახებ, რომელიც მან გაუგზავნა ადვოკატებს და რომ მისი პირადი გადაადგილება, სამსახურში, ისევე როგორც წლიური ან ავადმყოფობის გამო შვებულების დროს, ექვემდებარებოდა თვალთვალს.მომჩივანმა სასამართლოს წარმოუდგინა ჩვენებები კოლეგებისაგან, რომლებიც მიუთითებდნენ მათი გადაადგილების შეუსაბამო და შემაწუხებელი მონიტორინის შესახებ. მომჩივანი, რომელიც ისევ მუშაობს კოლეჯში, აღნიშნავს, რომ მოადგილე გათავისუფლებულ იქნა.
II.შესაბამისი ეროვნული კანონმდებობა
ა.კანონი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ
მოცემული დროისათვის ინგლისში არ არსებობდა ზოგადი უფლება პირად ცხოვრების ხელშეუხებლობაზე.2000 წლის 2 ოქტომბერს, 1998 წლის ადამიანის უფლებების აქტის იმპლემენტაციის შემდეგ, სასამართლოებს მოეთხოვებოდათ პირველადი კანონმდებლობა კონვენციის უფლებებთან მაქსიმალურ შესაბამისობაში წაეკითხათ და გამოეყენებინათ. აქტი კრძალავდა საჯარო დაწესებულების, მათ შორის სასამართლოს მხრიდან იმგვარ ქვევას, რომელიც შეუსაბამო იქნებოდა კონვენციურ უფლებასთან; გამონაკლისი გახლდათ შემთხვევები, როდესაც ქცევას სავალდებულოდ აწესებდა პირველადი კანონმდებლობა, ანუ აქტი ითხოვდა საერთო სამართლის განვითარებას კონვენციურ უფლებებთან შესაბამისობაში. საქმეში Douglas v. Hello! Ltd ([2001] 2 WLR 992) მოსამართლე ლორდმა სედლიმ აღნიშნა _ იგი მზად იყო დაედგინა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების არსებობა ინგლისური სამართლის მიხედვით, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ არ დაადასტურა მოცემული მიდგომა.2000 წლის საგამომძიებლო უფლებამოსილების შესახებ კანონი (“2000 წლის კანონი”) აწესებდა, inter alia, კომუნიკაციებზე მიყურადების რეგულირებას. 2000 წლის ტელეკომუნიკაციების (კანონიერი ბიზნეს პრაქტიკა) რეგულაციები გამოიცა 2000 წლის კანონის საფუძველზე და ძალაში შევიდა 2000 წლის 24 ოქტომბერს. რეგულაციები მიუთითებს შემთხვევებზე, როდესაც დამქირავებელს შეუძლია ჩაიწეროს ან მონიტორინგი გაუწიოს დაქირავებულის კომუნიკაციებს (მაგალითად ელ-ფოსტას ან ტელეფონს) უშუალოდ დაქირავებულისა თუ კომუნიკაციის მიმღები პირის თანხმობის გარეშე. დამქირავებლებს დაევალათ მიეღოთ გონივრული ზომები რათა შეეტყობინებინათ დაქირავებულთათვის, რომ მათი კომუნიკაცია შეიძლება მიყურადებული ყოფილიყო.
ბ. სახელშეკრულებო ზიანი დამქირავებლის მიერ რწმენისა და ნდობის დარღვევის გამოლორდთა პალატამ საქმეში Malik v. Bank of Credit and Commerce International SA ([1997] IRLR 462) დაადასტურა, რომ კანონის მიხედვით, ყოველ შრომით ხელშეკრულებაში მოისაზრება ზოგადი დებულება, რომლის მიხედვითაც დამქირავებელი “გონივრული და ჯეროვანი მიზეზის გარეშე, არ მოიქცევა იმგვარად, რომ გაანადგუროს ან სერიოზული ზიანი მიაყენოს დამქირავებელსა და დაქირავებულ პირს შორის არსებულ ნდობასა და რწმენას”. Malik საქმეში, ლორდთა პალატა განიხილავდა ე.წ. სტიგმის კომპენსაციას, შემთხვევას, როდესაც ყოფილი თანამშრომელი ვერ პოულობდა ახალ დამქირავებელს ყოფილ არაკეთილსინდისიერ დამქირავებელთან ასოცირების გამო. იმ ზიანის განხილვისას, რომელიც შეიძლება მიკუთვნებულ იქნას რწმენისა და ნდობის ვადებულების დარღვევის გამო პალატა განიხილავდა კომპენსაციას მხოლოდ ფინანსური ზიანის გამო, რომელიც დაბრკოლებებს იწვევდა დასაქმების ბაზარზე. ლორდმა ნიქოლსმა გარკვევით აღნიშნა, რომ “მოცემულ შემთხვევაში, მე არ ვწუხვარ მორალური ზიანისათვის ანაზღაურების გაუცემლობის გამო, წინამდებარე საქმე მხოლოდ ფინანსურ ზარალს ეხება”.Malik საქმეში მოხმობილი რწმენისა და ნდობის შესახებ ნაგულისხმევი დებულების მასშტაბების შესაზღუდად ლორდმა სტეინმა აღნიშნა:
“ ნაგულისხმევი ორმხრივი ვალდებულება რწმენისა და ნდობის შესახებ ვრცელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც “არ არსებობს გონვრული და სათანადო მიზეზი” დამსაქმებლის საქიელის მიღმა და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ ქმედება მიმართულია რწმენისა და ნდობის ურთიერთობის გასანადგურებლად ან სერიოზულად დასაზიანებლად. აღნიშნულით ისაზღვრება ნაგულისხმევი ვალდებულების პოტენციური წვდომა და მასშტაბი.”
გ. ძალაუფლების ბოროტად გამოყენება საჯარო სამსახურშიძალაუფლების ბოროტად გამოყენებას საჯარო სამსახურში ადგილი აქვს, როდესაც საჯარო მოხელე ა) მიზანმიმართულად იყენებს ძალაუფლებას მომჩივნის საზიანოდ ან ბ) საკუთარი უკანონო ქმედების მიმართ მოქმედებს ცოდნით ან უსაფუძვლო გულგრილობით ან მოქმედებს ცოდნით ან უსაფუძვლო გულგრილობით მომჩივნის ან იმ პირთა ჯგუფის, რომლის წევრიც მომჩივანი გახლავთ, სავარაუდო ზიანის მიყენების მიმართ Three Rivers District Council v. Bank of England (No. 3) (HL) [2000] 2 WLR 1220).
დ. მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი, 1984მომჩივნის მიერ გასაჩივრებული ქმედებების დროს მოქმედებდა მონაცემთა დაცვის 1984 წლის კანონი (“1984 წლის კანონი”), ცნობილი როგორც ‘მონაცემთა მფლობელი’ რომელიც არეგულირებდა ხალხისა და ორგანიზაციების მიერ მონაცემთა ქონის, დამუშავებისა და გამოყენების ფორმას. იგი ამასთანავე ადგენდა გასაჩივრების მექანიზმებს იმ პირებთათვის, რომელთა პერსონალური მონაცემების არასწორ გამოყენებასაც ჰქონდა ადგილი. 1984 წლის კანონი ჩაანაცვლა მონაცემთა დაცვის 1998 წლის კანონმა.1984 წლის კანონის 1 ნაწილი ტერმინებს განსაზღვრავს შემდეგგვარად:
“...
(2) “მონაცემები” ნიშნავს იმ ფორმით ჩაწერილ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება დამუშავებულ იქნას ავტომატური დანადგარით, ამ მიზნით მიცემული ინსტრუქციის საპასუხოდ.
(3) “პერსონალური მონაცემები” ნიშნავს მონაცემებს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ცოცხალი ინდივიდის შესახებ, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია მოცემული ინფორმაციის საფუძველზე (ან ამ და მონაცემთა მომხმარებლის მიერ დამუშავებული სხვა ინფორმაციის საფუძველზე)...
(4) “მონცემის სუბიექტი” ნიშნავს ინდივიდს, რომელიც წარმოადგენს პირად მონაცემთა სუბიექტს.
(5) “მონაცემთა მომხმარებელი” ნიშნავს პირს, რომელიც ფლობს მონაცემებს, და პირი “ფლობს” მონაცემებს თუ:
(ა) მონაცემი წარმოადგენს მე-2 ქვეპუნქტში ხსენებული პირის მიერ ან მისი სახელით დამუშავებული ან დასამუშავებლად განსაზღვრული მონაცემების ნაკრების ნაწილს; და
(ბ) მოცემული პირი ... აკონტროლებს ნაკრებში არსებული მონაცემების შინაარსს და გამოყენებას; და
(გ) ზემოთხსენებული პარაგრაფი (ა) მიხედვით, მონაცემები იმ ფორმით არის წარმოდგენილი რომელშიც მოხდა ან გამიზნულია მათი დამუშავება...
(7) “დამუშავება” მონაცემებთან მიმართებაში გულისხმობს: შესწორებას, მიმატებას, წაშლას, მონაცემთა გადაადგილებას, მონაცემის შემადგენელი ინფორმაციის ამოღებას და, პერსონალური მონაცემების შემთხვევაში, ნიშნავს ნებისმიერი აღნიშნული ოპერაციის განხორციელებას მონაცემთა სუბიექტის ირგვლივ.
...
(9) “გამჟღავნება” მონაცემებთან მიმართებაში, მოიცავს მონაცემიდან ამოღებული ინფორმაციის გამჟღავნებას...”მონაცემთა მფლობელების მიერ პატივსაგები “მონაცემთა დაცვის პრინციპი”, შემდეგგვარად გაიწერა კანონის 1 დანართის I ნაწილში:
“1. პერსონალურ მონაცემებში დაცული ინფორმაციის მიღება და დამუშავება უნდა განხორცილდეს სამართლიანად და კანონიერად.
2. პერსონალური მონაცემების ფლობა უნდა ეფუძნებოდეს ერთ ან მეტ კონკრეტულ და კანონიერ მიზანს.
...
4. ნებისმიერი მიზნით ფლობილი პერსონალური მონაცემები... უნდა იყოს კონკრეტული მიზნისა თუU მიზნების ადექვატური, შესაბამისი და არა გადამეტებული.”1984 წლის კანონის 23-ე მუხლი აწესებს მონაცემთა სუბიექტის კომპენსაციის უფლება მისი პერსონალური მონაცემების არაავტორისეული გამჟღავნების შემთხვევაში.
“(1) ინდივიდი, რომელიც არის მონაცემთა მომხმარებლის მიერ ფლობილი პერსონალური მონაცემების სუბიექტი ... და რომელსაც ზიანი მიადგება შემდეგი მიზეზით:
...
(გ) ... მონაცემთა გამჟღავნება ან არაუფლებამოსილი პირის მიერ მონაცემებზე წვდომა,
უფლებამოსილი იქნება მონაცემის მომხმარებლისაგან მიიღოს კომპენსაცია...ზიანისა თუ ნებისმიერი წუხილისათვის, რომელიც მან განიცადა ...გამჟღავნების ან წვდომის გამო.”1984 წლის კანონის საფუძველზე შეიქმნა მონაცემთა დაცვის რეგისტრატორის პოზიცია, რომლის ვალდებულებასაც წარმოადგენდა მონაცემთა დაცვის პრინციპების დაცვა მონაცემთა მომხმარებლების მიერ. კანონის მე-10 მუხლში განისაზღვრა შემდეგი სისხლისსამართლებრივი დანაშაული:
“(1) თუ რეგისტრატორი დარწმუნდება, რომ რეგისტრირებული პირი შეეწინააღმდეგა ან ეწინააღმდეგება მონაცემთა დაცვის პრინციპებს, იგი უფლებამოსილია გაუგზავნოს მას შეტყობინება (“აღსრულების შეტყობინება”) რომლითაც მოსთხოვს მას... იმგვარი ზომების გატარებას, რომელიც სავალდებლოდ არის დადგენილი მოცემული პრინციპის ან პრინციპების შესასრულებლად.
(2) იმის დადგენისას, გააგზავნოს თუ არა აღსრულების შეტყობინება, რეგიტრატორი განიხილავს წინააღმდეგობამ ხომ არ გამოიწვია ან მომავალში ხომ არ გამოიწვევს რაიმე პერსონალურ ზიანს ან წუხილს.
...
(9) ნებისმიერი პირი, რომელიც არ დაემორჩილება აღსრულების შეტყობინებას დამნაშავე იქნება ...”.
კანონმდებლობა
I.კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევამომჩივანი დავობდა, რომ განხორციელებული მონიტორინგი წარმოადგენდა მე-8 მუხლით დაცულ პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებაში ჩარევას, რომლის მიხედვით:
“1. ყველას აქვს უფლება, დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად."მთავრობა არ დაეთანხმა მოცემულ არგუმენტს.
ა.მხარეთა არგუმენტები
1.მთავრობამთავრობა აღიარებდა, რომ კოლეჯი საჯარო დაწესებულება გახლდათ, რომლის ქმედებებზეც კონვენციის მიხედით, სახელმწიფო გახლდათ პირდპირ პასუხისმგებელი.მართალია, 1999 წლის ნოემბრამდე ხორციელდებოდა მომჩივნის სატელეფონო ზარების, ელ-ფოსტისა და ინტერნეტის გამოყენების მონიტორინგი, მას არ გადაუჭარბებია სატელეფონო მიყურადებისა თუ მის მიერ მონახულებულ ვებ-საიტთა ანალიზიათვის. მონიტორინგი, შესაბამისად, წარმოადგენდა მხოლოდ ავტომატურად გენერირებული ინფორმაციის ანალიზს, რომელიც მიზნად ისახავდა იმის განსაზღვრას, თუ რამდენად ხდებოდა კოლეჯის საშუალებების პირადი მიზნებისათვის გამოყენება, რაც თავისთავად, არ წარმოადგენდა პირადი ცხოვრებისა თუ მიმოწერის პატივისცემის ხელყოფას. საინტერესოა საქმე P.G. and J.H. v. the United Kingdom (no. 44787/98, ECHR 2001‑IX), სადაც ადგილი ჰქონდა უშუალო მიყურადებას. იგი მნიშნველოვნად განსხვავდება Halford v. the United Kingdom (25 June 1997, Reports of Judgments and Decisions 1997‑III საქმისაგან, სადაც ხდებოდა მომჩივნის სატელეფონო ზარების მიყურადება იმ აპარატიდან, რომელიც განსაზღვრული იყო პირადი მოხმრებისათვის, კერძოდ კი, დამსაქმებლის წინააღმდეგ დავის საწარმოებლად.მთავრობა ამტკიცებდა, იმ შემთხვევაში, თუკი ჩაითვლებოდა, რომ სატელეფონო ზარების, ელ-ფოსტისა და ინტერნეტის გამოყენების ანალიზი ჩარევას წარმოადგენდა პირად ცხოვრებასა და მიმოწერაში, მაშინ ეს ჩარევა გამართლებული გახლდათ.პირველ რიგში, იმის უზრუნველყოფით, რომ არ მომხდარიყო საჯარო დაფინანსების მქონე დამსაქმებელის საშუალებათა ბოროტად გამოყენება, იგი ემსახურებოდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კანონიერ მიზანს. მეორეს მხრივ, ჩარევა ეფუძნებოდა ეროვნულ კანომდებლობას, რომლის მიხედვითაც კოლეჯს, როგორც კანონით შექმნილი ორგანოს, რომლის უფლებამოსილებაც მას აძლევს საშუალებას გასცეს სკოლის შემდგომი და უმაღლესი განათლება და მიიღოს საჭირო და მიზანშეწონილი ზომები მოცემული მიზნის მისაღწევად, აქვს უფლება განახორციელოს გონივრული კონტროლი მის საშუალებებზე, რათა უზრუნველყოს მისი შესაძლებლობა განაგრძოს კანონისმიერი ფუნქციების გახორციელება. გონივრულად განჭვრეტადი გახლდათ, რომ საჯარო დაფინანსების საფუძველზე კანონისმიერი ორგანოს საშუალებები არ შეიძლება გადაჭარბებით ყოფილიყო პირადი მიზნებისათვის გამოყენებული და რომ კოლეჯი განახორციელებდა მისი ჩანაწერების ანალიზს იმის დასადგენად, არსებობდა თუ არა პირადი მოხმარების ალბათობა, რომელიც გამოძიებას საჭიროებდა. ამ მხრივ ვითარება Peck v. the United Kingdom (no. 44647/98, ECHR 2003‑I საქმის ანალოგიური.და ბოლოს, ქმედებები აუცილებელი გახლათ დემოკრატიულ საზოგადოებაში და ჩარევის პროპორციული იყო, რადგან არც ერთი ჩარევა არ ყოფილა იმაზე ფართო, ვიდრე იმის დადგენა_ ადგილი ჰქონდა თუ არა საშუალებების გადამეტებულ პირად გამოყენება.
2.მომჩივანიმომჩივანი არ იზიარებდა პოზიციას, რომ ადგილი არ ჰქონდა მისი ელ-ფოსტის წაკითხვას და რომ არ მომხდარა მისი სატელეფონო მიყურადება, არამედ მიუთითებდა, რომ მიუხედავად მთავრობის მიერ მოწდებული ფაქტებისა, აშკარა იყო, გარკვეული მონიტორინგი ხორციელდებოდა, რაც წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებაში ჩარევას.იგი მიუთითებდა სავარაუდო დარღვევის შემდგომ მიღებულ კანონმდებლობაზე, კერძოდ კი 2000 წლის საგამომძიებლო უფლებამოსილების რეგულირების აქტსა და ტელეკომუნიკაციების (კანონიერი ბიზნეს პრაქტიკის) რეგულაციებზე (იხ. ზემოთ პარაგრაფი 20), რომელიც მომჩივნის თქმით წარმოადგენდა მთავრობის მიერ აშკარა აღიარებას, რომ მოცემული მონიტორინგი უდრიდა მე-8 მუხლში ჩარევას და კანონიერებისათვის საჭიროებდა ავტორიზაციას. რადგანაც ეს კანონები ძალაში შევიდა 2000 წელს, ჩარევის იურიდიულ საფუძველს წინ უსწრებს მოცემულ საქმეში განვითრებული მოვლენები. შედეგად, ჩარევას არ გააჩნდა საფუძველი ეროვნულ კანონდებლობაში და სრულიად განსხვავდებოდა Peck (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 34) საქმის ვითარებიდან, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება მისი წესდების საფუძველზე, სპეციალურად იყო უფლებამოსილი ჩაეწერა მის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენების ვიზუალური სურათები. მოცემულ საქმეში კი, არ არსებობდა კოლეჯის აშკარა უფლებამოსილება, რათა ეთვალთვალა მის თანამშრომლებზე და რომ მისი კანონით განსაზღვრული უფლებები არ იძლეოდა თვალთვალის გონივრულად განჭვრეტის საშუალებას.მომჩივანი მიუთითებდა, რომ კოლეჯის ქმედება არც აუცილებელი გახლდათ და არც პროპორციული იყო. რომ კოლეჯს შეეძლო გამოეყენებინა მის ხელთ არსებული გონივრული და ნაკლებად შემაწუხებელი ფორმები, როგორიც გახლდათ, მაგალითად, თანამშრომელთა მიერ ტელეფონის, ინტერნეტისა და ელ-ფოსტის გამოყენების მონიტორინგის შესახებ პოლიტიკის შემუშავება და გამოცემა.
ბ. სასამართლოს შეფასებასასამართლო ითვალისწინებს მთავრობის თანხმობას მასზედ, რომ კოლეჯი გახლავთ საჯარო ორგანო, რომლის ქმედებებზე კონვენციის მიზნებისათვის, პასუხისმგებელია მთავრობა. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში მე-8 მუხლით განსახილველ საკითხს წარმოადგენს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება არ ჩაერიოს მომჩივნის პირად ცხოვრებასა და მიმოწერაში და რომ საცხოვრებლისა და ოჯახური ცხოვრების მხრივ ცალკე თემა არ არის წამოჭრილი.სასამართლო შემდგომ აღნიშნავს, რომ მხარეები ვერ თანხმდებიან მონიტორინგის ბუნებაზე და იმ პერიოდის ხანგრძლივობაზე, რა დროის განმავლობაშიც გრძელდებოდა ეს უკანასკნელი. თუმცა, სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ ჩაერთოს ამ დავაში, რადგან მე-8 მუხლის შესაბამისობის საკითხი წამოიჭრება მთავრობის მიერ აღიარებულ ფაქტებშიც კი.
1.პირადი ცხოვრების მასშტაბისასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ბიზნეს დაწესებულებიდან განხორციელებული სატელეფონო ზარები, prima pacie, ხვდება მე-8 მუხლით დაცული “პირადი ცხოვრებისა” და “მიმოწერის” ცნებებში (იხ.Halford, ციტირებული ზემოთ, § 44, და Amann v. Switzerland [GC], no. 27798/95, § 43, ECHR 2000 II). შესაბამისად, ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ სამსახურიდან გაგზავნილი ელ-ფოსტაც, ისევე როგორც ინფორმაცია რომელიც იკვეთება პერსონალური ინტერნეტ მოხმარების მონიტორინგის შედეგად. ასევე უნდა იყოს მე-8 მუხლით დაცული.წინამდებარე საქმეში მომჩივნისათვის არ მიუციათ შეტყობინება, რომ მისი ზარები დაექვემდებარებოდა მონიტორინგს. შესაბამისად, მას ჰქონდა გონივრული მოლოდინი მის მიერ სამსახურის ტელეფონიდან განხორციელებული ზარების შეუვალობაზე (იხ. Halford, §45). იგივე მოლოდინი უნდა გარცელდეს მომჩივნის ელ-ფოსტასა და ინტერნეტის გამოყენებაზეც.
2.ჰქონდა თუ არა ადგილი მე-8 მუხლით გარანტირებულ უფლებებში ჩარევასსასამართლო მიიჩნევს, რომ სატელეფონო საუბრების თარიღსა და ხანგრძლივობასთან, კერძოდ კი დარეკილ ნომრებთან დაკავშირებული ინფომაციის გამოყენებამ შესაძლებელია მოიცვას მე-8 მუხლი, რადგანაც ამგვარი ინფორმაცია წარმოადგენს “ტელეფონით დამყარებული კომუნიკაციის განუყოფელ ნაწილს” (იხ.Malone v. the United Kingdom, 2 August 1984, § 84, Series A no. 82). მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოცემული მონაცემები შესაძლებელია კანონიერად იქნა მოპოვებული კოლეჯის მიერ სატელეფონო ქვითრების ფორმით, არ გამორიცხავს მე-8 მუხლით გარანტირებულ უფლებაში ჩარევის დადგენას (ibid). მეტიც, იმ პერსონალური მონაცემებს შენახვა, რომელიც უკავშირდება ინდივიდის პირად ცხოვრებას, ასევე ხვდება მე-8 მუხლის 1 ნაწილში (იხ. Amann, ციტირებული ზემოთ, § 65). შესაბამისად, არარელევანტურია ის ფაქტი, რომ მონაცემები, რომელსაც ფლობდა კოლეჯი, არ გამჟღავნებულა ან გამოყენებულა მომჩივნის წინააღმდეგ დისციპლინური ან სხვა სახის წარმოებისას.შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის სატელეფონო, ისევე როგორც მისი ელ-ფოსტისა და ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და შენახვა, მომჩივნის მიერ აღნიშნულის ცოდნის გარეშე, წარმოადგენდა ჩარევას მის პირად ცხოვრებასა და მიმოწერაში მე-8 მუხლის მნიშვნელობით.
3.იყო თუ არა ჩარევა “კანონის შესაბამისი”სასამართლო აღნიშნავს, რომ მისი განმტკიცებული პრაქტიკის მიხედვით ტერმინი “კანონთან შესაბამისი” გულისხმობს – და გამომდინარეობს მე-8 მუხლის ობიექტისა და მიზნიდან – რომ ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა არსებობდეს სამართლებრივი დაცვის მექანიზმი საჯარო ხელისუფლების მიერ მე-8 მუხლის 1 ნაწილით დაცულ უფლებებში თვითნებური ჩარევის წინააღმდეგ. მოცემული პრინციპი კიდევ უფრო აქტუალურია იმ სფეროებში, მაგალითად როგორიც გახლავთ მოცემული მონიტორინგი, სადაც სახეზეა საზოგადოებრივი კრიტიკის ნაკლებობა და ძალაუფლების არამართებულად გამოყენების საფრთხე (იხ. Halford, ციტირებული ზემოთ, § 49).მოცემული ფრაზა მოიცავს არამარტო ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობას, არამედ ეხება კანონის ხარისხსაც, ითხოვს რა მის შესაბამისობას კანონის უზენაესობასთან inter alia, Khan v. the United Kingdom, no. 35394/97, § 26, ECHR 2000-V, da P.G. and J.H. v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, § 44). განჭვრეტადობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, კანონი უნდა იყოს საკმარისად ნათელი, რათა მისცეს ინდივიდებს ადექვატური მითითებანი იმ გარემოებებსა და პირობებზე, რომელთა საფუძველზეც ხელისუფლება უფლებამოსილია გამოიყენოს მოცემული ზომები (იხ. Halford, ციტირებული ზემოთ, § 49, და Malone, ციტირებული ზემოთ, § 67).სასამართლო ვერ დაარწმუნა მთავრობის არგუმენტმა, რომ კოლეჯი უფლებამოსილი იყო მისი კანონისმიერი უფლებამოსილებით რათა განეხორციელებინა “ნებისმიერი საჭირო და მიზანშეწონილი” ქმედება უმაღლესი და შემდგომი განათლების გასაცემად და მიაჩნია, რომ მოცემული არგუმენტი არადამარწმუნებელია. მეტიც, მთავრობას არ წამოუყენებია მოცემულ დროს ზოგად ეროვნულ კანონმდებობაში თუ კოლეჯის მარეგულირებელ სფეროში მოქმედი არცერთი დებულება, რომელიც განსაზღვრავდა იმ გარემოებებს, როდესაც დამქირავებელი უფლებამოსილია მონიტორინგი გაუწიოს დასაქმებულთა მიერ ტელეფონის, ელ-ფოსტისა და ინტერნეტის გამოყენებას. აშკარაა, რომ 2000 წლის ტელეკომუნიკაციების (კანონიერი ბიზნეს პრაქტიკა) რეგულაციები (გამოცემული 2000 წლის საგამოძიებო უფლებამოსილების რეგულაციების შესახებ კანონის საფუძველზე), რომელიც ადგენს ამგვარ დებულებებს, ძალაში არ იყო მოცემულ დროს.შესაბამისად, რადგანაც მოცემულ დროს არ არსებობდა მონიტორინგის მარეგულირებელი ეროვნული კანონი, ჩარევა მოცემულ შემთხვევაში არ გახლდათ მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული “კანონის შესაბამისი”. სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ ვითარებებში, კანონიერი მიზნის მისაღწევად, სამსახურში, დასაქმებულთა ტელეფონის, ელ-ფოსტისა თუ ინტერნეტის გამოყენების მონიტორინგი შეიძლება ჩაითვალოს “აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში”. თუმცა, ზემოთმოცემული დასკვნის გათვალისწინებით, საჭიროდ არ მიიჩნევს ამ თემის ირგვლივ მსჯელობას.შესაბამისად, ამ მხრივ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
II.კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა მე-8 მუხლთან ერთობლიობაშიმომჩივანი ამტკიცებდა, რომ კონვენციის მე-8 მუხლის მის მიერ გასაჩივრებული დარღვევებისათვის არ არსებობდა შიდასამართლებრივი გასაჩივრების ქმედითი საშუალება და რომ, შედეგად ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას, რომელიც მიუთითებს:
“ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.”სასამართლო ითვალისწინებს რა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მე-8 მუხლთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 48, ზემოთ), არ მიიჩნევს საჭიროდ განიხილოს განმცადებლის საჩივარი მე-13 მუხლზე დაყრდნობით.
III.კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენებაკონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით:
"თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს."
ა.ზიანიმომჩივანს არ წამოუყენებია მოთხოვნა მატერიალურ ზიანზე, თუმცა, თანხის მითითების გარეშე, მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება სტრესის, შფოთვის, ცუდი ხასიათისა და უძილობის გამო. მან წარმოადგინა 2006 წლის ივნისში გაცემული სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც სამსახურეობრივი გარემოს გამო, იგი იტანჯებოდა სტრესითა და უძილობით.მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დასკვნა არ ადასტურებდა, რომ აღნიშნული სტრესი გამოწვეული გახლდათ გასაჩივრებული ფაქტებით. მსგავსად სასამართლოს დასკვნისა იმ საქმეებში, სადაც პოლიცია ახოციელებდა ეჭვმიტანილი დამნაშავეების კომუნიკაციების მიყურადებას, ახლაც, დარღვევის დადგენა თავისთავად უკვე საკმარისი იყო სამათლიანი დაკმაყოფილებისათვის (იხ.Taylor-Sabori v. the United Kingdom, no. 47114/99, § 28, 22 oqtomberi 2002; Hewitson v. the United Kingdom, no. 50015/99, § 25, 27 maisi 2003; da Chalkley v. the United Kingdom, no. 63831/00, § 32, 12 ივნისი 2003). მეტიც, რადგანაც გასაჩივრებული ქმედება წარმოადგენდა მონიტორინგს და არა მიყურადებას, ჩარევის ხასიათიდან გამომდინარე, იგი მნიშნველოვნად ნაკლებსერიოზული გახლდათ ვიდრე ზემოთმოხმობილი შემთხვევები.სასამართლო ითვალისწინებს მთავრობის მიერ ზემოთციტირებულ საქმეებს, თუმცა ამასთანავე იხსენებს Halford საქმესაც (ციტირებული ზემოთ, § 76), რომელიც ეხებოდა დაქირავებული პირის პირადი სატელეფონო საუბრის მიყურადებას დამქირავებლის მიერ და სადაც სასამართლომ განმცადებელს მიაკუთვნა 10,000 გირვანქა სტერლინგი მორალური ზიანისათვის. წინამდებარე საქმის სამართლიანობის საფუძველზე შეფასებისას, სასამართლო მომჩივანს მიაკუთვნებს 3,000 ევროს მორალური ზიანისათვის.
ბ. ხარჯები56.მომჩივანი ითხოვდა ხარჯების ანაზღაურებას 9,363 გირვანქა-სტერლინგის ოდენობით, დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით. აღნიშნული თანხა მოიცავდა ადვოკატისა და მისი თანაშემწის ხარჯების ანაზღაურებას 7,171.62 გირვანქა-სტერლინგის ოდენობით, და არსებული და მომავალი დანახარჯების ანაზღაურებას 1,556.88 გირვანქა-სტერლინგის ოდენობით.მთავრობამ აღნიშნა, რომ ადვოკატების მიერ მოთხოვნილი საათობრივი ანაზღაურება, ისევე როგორც მარჟის ზრდა საქმის განმავლობაში გადამეტებული იყო. აგრეთვ, მომჩივნის თავდაპირველი საჩივარი მოიცავდა რამდენიმე საჩივარს, რომელიც სასამართლომ მიუღებლად ჩათვალა, შესაბამისად, არ უნდა ანაზღაურდეს მოცემულ საჩივრებზე დახარჯული დრო. მთავრობის აზრით, 2,000 გირვანქა-სტერლინგი გონივრულად აანაზღაურებდა სასამართლო ხარჯებს.სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სასამართლო ხარჯებს მიაკუთვნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება დარღვევა და იმდენად რამდნადაც ხარჯები რეალური და საჭირო იყო და რომ გაწეულ იქნა გონივრული ოდენობით (იხ. სხვა მრავალს Schouten and Meldrum v. the Netherlands, 9 dekemberi 1994, § 78, Series A no. 304, and Lorsé and Others v. the Netherlands, no. 52750/99, § 103, 4 თებერვალი 2003). ზემოთმოცემული ყველა გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მომჩივანს უკმაყოფილებს 6,000 ევროს სასამართლო ხარჯებისათვის, დამატებული ნებისმიერი გადასახადი რომელიც ეკისრება მოცემულ თანხას.
გ. საურავისასამართლო თვლის, რომ საურავი უნდა განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
ამის საფუძველზე სასამართლო ერთხმად
1.ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი;
2.ადგენს, რომ არ არის მიზანშეწონილი საქმის განხილვა კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე.
3.ადგენს:
(ა)რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივანს კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში შემდეგი თანხა, კონვერტირებული გირვანქა-სტერლინგებში, გაცემის დღეს არსებული კურსის მიხედვით:
(i)3,000 ევრო (სამი ათასი ევრო) მორალური ზიანისათვის;
(ii)6,000 ევრო (ექვსი ათასი ევრო), სასამართლო ხარჯების ანაზღაურებისათვის;
(iii)ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მოცემულ თანხებს.
(ბ)რომ ზემოხსენებული სამი თვის გასვლიდან ანაზღაურებამდე, თანხას დაეკისრება საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
4.უარყოფს მომჩივნის დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით გაცხადებულია 2007 წლის 3 აპრილს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად.
ლორანს ერლიჯოზეფ კასადევალი სასამართლო გამწესრიგებელი პრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy